შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეული 20 წელი [თავი 6]


15-12-2017, 00:53
ავტორი taia21
ნანახია 303

ეული 20 წელი [თავი 6]

იოანემ დ კესომ უსიტყვოდ დატოვეს ოთახი და სახლში წავიდნენ.გზაში ორივე დუმდა,იოანე სწრაფად არ მიდიოდა,მაგრამ არც ძალიან ნელა დაყავდა.ის იყო უნდა შეეხვიათ კორპუსისკენ, რომ პატარა ბავშვი შემთხვევით აღმოჩნდა მანქანის წინ.იოანემ ძლივს მოასწრო დამუხრუჭება. ბავშვი კი შიშისგან შეხტა.კესანე მაშინვე გადმოვიდა მანქნიდან და ბავშვთან მივიდა.
-რამე,ხომ არ იტკინე პატარავ?
-არა,ჩაილაპარაკა ბავშვმა დ გაიქცა.კესანემ თვალი გააყოლა,გაკვირვებულმა მხრები აიჩეჩა და მანქანაში ჩაჯდა.ამის შემდეგ ხმა არ ამოუღიათ ისე მივიდნენ იოანეს სახლამდე. იოანემ რაღაც საქმე მაქვსო,ჯერ ტელეფონით საუბრობდა,მერე კი წავიდა და საღამომდე არ დაბრუნებულა.კესომ ამ დროში ვახშამი მოამზადა და შემდეგ აბაზანას მიაშურა.გამოვიდა თუ არა სააბაზანოდან კარის ხმაც გაიგო.პირსახოცშემოხვეული დაბრუნდა ოთახში,მაშინვე ხალათი მოიცვა და კარის გასაღებად გაემართა.კარში კი ისევ ის ბავშვი იდგა,რომელსაც კინაღამ იოანე დაეჯახა.ბიჭმა რაღაც წერილი გაუწოდა დ კიბეზე დაეშვა.კესო რამდენიმე ხანს გაუნძრევლად იდგა,შემდეგ კი გაიაზრა,რომ ხალათის ამარა იყო ღია კარში და ხელში ფურცლის ნაგლეჯი ეჭირა.სწრაფად მიხურა რკინის კარი და მისაღებისკენ დაიძრა.დივანზე ჩამოჯდა,ერთხანს უყურა კონვერტს დაბნეულმა.ფიქრობდა გაეხსნა თუ არა თან ეშინოდა, თანაც აინტერესებდა რა იდო მასში.ბოლოს გადაწყვიტა იოანეს დალოდებოდა და მასთან ერთად ენახა თუ რა გამოუგზავნეს.მანამდე კი გადაწყვიტა ტეველიზორისთვის ეყურებინა. იოანე გვიან დაბრუნდა.კესანე დივანზე დახვდა ჩაძინებული.სწრაფად აიტაცა ხელში და საძინებლისკენ დაიძრა.კესომ რომ იგრძნო ნაცნობი სურნელი უკეთესად მიეხუტა თბილ სხეულს.იოანემ სწრაფად მიაწვინა საწოლზე და თვითონ სააბაზანოში გაუჩინარდა.რომ გამოვიდა კესანეს ეღვიძა და კონვერტს შეშინებული უყურებდა.მაშინვე მისკენ დაიძრა და საწოლზე ჩამოჯდა.მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მხურვალე ტუჩები მიაკრო. კესანე კი მაშინვე მიეხუტა და მის ყელში ჩარგო ცხვირი.იოანე თმებზე ეფერებოდა და თავზე კოცნიდა შიგადაშიგ.
-დღეს წერილი მივიღე,უცებ თქვა კესანემ და იოანეს მკლავებში შეიშმუშნა.
-ვისგან?პასუხმაც არ დააყოვნა.იგრძნო როგორ დაიძაბა იოანე და მაშინვე აუხსნა,რომ ისევ ის პატარა ბიჭი იყო მოსული.იოანემ კი მაშინვე აიღო ტუმბოზე დადებული კონვერტი და გასახსნელად მოემზადა.ბევრი აღარ უფიქრია და წერილი ამოაძვრინა გაშალა თუ არა მაშინვე კესანეს მიაწოდა.მანაც დახედა წერილს და თვალები აემღვრა.ვერ გაიგო ვინ იყო გამომგზავნი,მაგრამ მაშინვა ჩაურბინა კადრებივით ოცი წლის მანძილზე განვლილმა ცხოვრებამ.ისე ნათლად იყო წერილში ყველაფერი აღწერილი,რომ შეიძლება ავტობიოგრაფიაც გონებოდა კაცს.იოანე მოეხვია ათრთოლებულ სხეულს და მიიხუტა.კესანეს მალე ჩაეძინა იოანეს მკერდზე მიკრულს,იო კი ისევ წერილზე ფიქრობდა და თან მძინარეს უყურებდა როგორ აცმაცუნებდა ტუჩებს.გადაწყვიტა დილით გაერკვია ვინ იყო გამომგზავნი.ღამით კესანეს უშფოთველად ეძინა იოანეს მკლავებში მოკალათებულს და ტკიპასავით ეკვროდა ბიჭს.დილით ერთმანეთში ახლართულებმა გაიღვიძეს.კესანეს ფეხი ქონდა გადადებული იოანეს წელზე,მას კი ტორი მოეხვია გოგოსთვის და წელზე უჭერდა.პირველი კესანეს გაეღვიძა და მაშინვე დაიწყო ქალბატონმა მაიმუნობა.იოანეს თითებით ეფერებოდა სახეზე და თან ყელში კოცნიდა,როცა უცებ მოექცა ბიჭი ზემოდან და ხელები გაუკავა:
-აბა ვინ ცელქობსო ამ დილაუთენიაო,ვინო ჩაილაპარაკა სიცილით და ტუჩებზე დააცხრა გოგოს,მანაც ყელზე შემოხვია ხელები და კბილები მოსდო.კიდევ ერთ კოცნას ელოდა,რომ იოანე უცებ მოშორდა და ღიმილით ჩაუკრა თვალი.კესანე ამაზე აპილპილდა და სასწრაფოდ იცვალა გვერდი სიწითლის დასამალად.უკნიდან გვარიანი ხარხარიც მოესმა და მერე იგრძნო იოანეს უზარმაზარი ტორები შიშველ სხეულზე.
-ჩემი მორცხვი ფერია,ჩაილაპარაკა და მოშიშვლებულ მხარზე აკოცა.ცოტა ხანს იწვნენ ასე.კესანეს იოანეს ყელში ჩაერგო ცხვირი,თვითონ იო კი თმებზე ეფერებოდა.მერე იოანეს დაურეკეს და წასვლა მოუწია.მთელი დღე რაღაც საქმეებს აგვარებდა საღამოს კი დაქანცული მივიდა სახლში,მაშინვე საძინებლისკენ დაიძრა,ეგონა კესო იქ დახვდებოდა, მაგრამ გოგონა სახლში არ იყო.მაშინვე ტელეფონი მოიმარჯვა და სასურველი ნომერი აკრიბა.ზარი გადიოდა,მაგრამ კესო არ პასუხობდა.ამან ძალიან შეაშინა,ვერ გაეგო სად იყო წასული ასე გვიან გოგო.უცებ გაახსენდა,რომ შეიძლება დემნას სცოდნოდა მისი ადგილსამყოფელი.მასაც ვერ უკავშირდებოდა,მაგრამ მესამე მცდელობაზე უპასუხა ბიჭმა,მანაც სწრაფადვე ჰკითხა ხომ არ იცოდა კესოს შესახებ რამე.დემნამ არაფერი იცოდა გოგოზე,ამან კი სულ გადარია იოანე.ის იყო უკვე გასვლას აპირებდა მის საძებნად,რომ რაღაც უცხო ნომრიდან დაურეკეს.თავიდან ხმას არავინ იღებდა,შემდეგ კი განწირული კივილი გაისმა.იცნო,მის ხმას ათასშიც კი გამოარჩევდა.უაზროდ დაიწყო ბუტბუტი,კესო გასაჭირშია,ჩურჩულებდა თავისთვის,ამასობაში გათიშეს კიდეც ტელეფონი.მაშინვე დაიწყო ადგილსამყოფელის გარკვევა და ბოლოს უსიერ ტყეში რაღაც ქოხამდე მიიყვანა ძიებამ.ქოხში არაფერი ჩანდა.ვერავინ იფიქრებდა,რომ იქ რამე ხდებოდა.იოანე ფიქრობდა,რომ თუ კესანე მართლაც იქ ჰყავდათ,ასე მარტივად ვერაფერს მოახერხებდა და გეგმა შეიმუშავა,ფრთხილად დაიძრა სახლისკენ და ერთ-ერთ ფანჯარაში შეიხედა.სიჩუმე და სიბნელე იყო,სიცოცხლის კვალი არ ჩანდა.შემდეგ კიდევ მოუარა სახლს და ამჯერად სხვა ფანჯარაში შეიხედა.იქ კი ვიღაც პატარა კაცი დაინახა,მაგრამ როდესაც მასში საკუთარი კომპანიონი ამოიცნო,მაშინვე შევიდა სახლში და თავის გათვლით იმ ოთახისკენ დაიძრა.კაცი იდგა და ტელეფონით ვიღაცას ესაუბრებოდა.იოანე ზურგიდან მიეპარა და ყელში წაუჭირა.კაცმა ხროტინი დაიწყო და მხოლოდ მაშინ უშვა გამწარებულმა ხელი.მერე კი ყბაში მოსდო და ძირს დააგდო.
-ახლავე,მითხარი კესო სად წაიყვანე,თორემ სულს ისე გაგაფრთხობინებ,ხელიც არ ამიკანკალდება,ღრიალებდა გამწარებული.ბოლოს უკვე კაცსაც მობეზრდა ჩუმად ყოფნა და სარდაფშიაო უთხრა.იოანეს ეგონა,რომ ატყუებდა ამიტომ წინ გაიგდო და უბრძანა ეჩვენებინა სად იყო სარდაფი,თანაც ქეჩოში ჩაევლო ხელი და არ უშვებდა.კაციც მორჩილად მიუძღოდა ,სარდაფისკენ.გააღო თუ არა კარი,მაშინვე მოესმა კესოს ხმა,მაგრამ ოთახში არავინ იყო, მხოლოდ ფონოგრამის ხმა ისმოდა.კაცმა საშინელი ხარხარი ატეხა.ამაზე იოანე სულ გადაირია და გვარიანად მოსდო ყბაში.კაცი კი ისევ განაგრძობდა ხარხარს.მერე კი მოულოდნელად გაჩერდა და დაიწყო...скачать dle 11.3




№1 სტუმარი Daldonidaldoni

Ohooo sainteresoa da tanac zalian

 



№2  offline წევრი taia21

Daldonidaldoni
Ohooo sainteresoa da tanac zalian

დიდი მადლობა <3 ვცდილობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent