შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპლები [10]


15-12-2017, 01:11
ავტორი ელპინი
ნანახია 638

პეპლები [10]

-ლენკა, მაპატიეთ, მაგრამ თქვენი შვილის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ.
ექიმის ხმა ყურებში აფეთქებასავით ჩამესმის, წელს ქვემოთ ვწყდები და გონება მეთიშება. ცრემლიც აღარ მომდის უკვე. თავს გვერდზე ვაბრუნებ და თვალებს ვხუჭავ. წარმოვიდგენ როგორ მიჭირავს ხელში ჩემი შვილი და იავნანას ვუმღერი. შვილო, სად წახვედი, რატომ დამტოვე? დედაშენი რატომ გაიმეტე ამ უბედურებისთვის? თმებს ლამაზად გაგიკეთებდი ხოლმე, ლამაზ კოპლებიან კაბებს ჩაგაცმევდი, ერთად ვითამაშებდით. სად წახვედი, რა გინდოდა მანდ? შენი ადგილი აქ იყო, ჩემთან.
-მარტო დამტოვეთ.
ჩემი ხმა თვითონვე ვერ ვიცანი, ბზარი შემპარვოდა და ნიკაპი მიკანკალებდა, ტუჩები სულ დამშრალი მქონდა, ხმაწართმეული ვლაპარაკობდი და არაფრის თავი მქონდა. ერთადერთი, რაც გამაჩნდა ძვირფასი და რისთვისაც ვცოცხლობდი ჩემი შვილი იყო. მხოლოდ მის გამო ვუძლებდი ყველანაირ ძალადობას, დაცინვას. ექიმმა მარტო დამტოვა და მეც მაშინვე ხელიდან მოვიხსენი ყველაფერი, წყლის ჭიქა ავიღე და კედელზე მოვისროლე, ნატეხები ხელში დავიჭირე და მთელი ძალით ვუჭერდი. მინდოდა ტკივილი იმხელაზე მეგრძნო, რომ მეყვირა, ყვირილის დროს ყველაფერი ამომეტანებინა ორგანიზმიდან. ნატეხები ვენებთან მივიტანე და გადავისერე, სისხლი შადრევანივით ჩქეფდა ჩემი ხელიდან და მე ამ ყველაფრისგან სიამოვნებას ვღებულობდი. კედელთან დავეცი და თვალები დავხუჭე, მარილიანი სითხე სახეს მიწვავდა, ვგრძნობდი სისხლისგან ვიცლებოდი და მეტი არაფერი მინდოდა. ჩემ შვილთან უნდა წავსულიყავი. იმ წუთას სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი. ჩემი პატარა ანგელოზი. დედას ფერია. ერთადერთი მხოლოდ ის მახსოვს, რომ დაბურულად ვხედავდი ექიმის სახეს. უგონოდ ვიყავი. რომ გავიღვიძე, მიკვირდა, როგორ გადავრჩი. არ მინდოდა აქ ყოფნა, ამ დამპალ სივრცეში სუნთქვა და არსებობდა. ამაზრზენი სახეების ყურება. ყველაზე მეტად გიორგის სახის დანახვამ მომკლა, გამანადგურა, დამანაწევრა და დამფლითა.
-ლენკა, ჩვენი შვილი.
მის ხმაში იმხელა ტკივილი იგრძნობოდა, არ ვიცოდი, როგორ უნდა მივშველებოდი, გამემხნევებინა, მე თვითონაც განადგურებული ვიყავი. მის სფეროებს ვუყურებდი და აწყლიანებულ თვალებში მხოლოდ ტკივილს ვკითხულობდი.
-მაპატიე.
მხოლოდ ერთადერთ სიტყვას ვამბობ და თვალებშიც ვეღარ ვუყურებ უკვე. თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
-შენ თავს აპატიე წეხანდელი, ლენკა, კაი?
პალატიდან გადის გიორგი. მხრები დამძიმებული აქვს და თითქოს, მიათრევს მის თავს. ნინოსს ყვირილი მესმის დერეფანში და სმენას ვძაბავ.
-გიორგი, შვილო, ხომ გეუბნებოდი უბედურების მომტანია ეგ გოგო-მეთქი? შვილი წაგართვა. მე შვილიშვილი. ეშმაკისეულია, ადამიანის არაფერი გააჩნია. მისი ბრალია ყველაფერი.
სხვა ბევრი სალანძღავი სიტყვაც მესმის და ისევ მიჩნდება თავის მოკვლის სურვილი. ხუთი წუთიც არაა გასული, ნინო გაავებული შემოდის და თან, სასოწარკვეთილი სახე აქვს.
-შენი ბრალია. შენი ბრალია, რომ ჩემს შვილს ბედნიერება წაართვი, ერთადერთი ცხოვრების მიზანი ხელიდან გამოაცალე. არაადამიანი ხარ. როგორ არ გაუფრთხილდი შენს შვილს მაინც. სატანა, ეშმაკო, არაადამიანო.
მიყვიროდა და თმებზე მქაჩავდა. გიორგი იქვე იდგა და არაფერს აკეთებდა. მხოლოდ გვიყურებდა, თვალი უმოძრაოდ გაეშტერებინა და რეალობას მოწყვეტილიყო. მის ყურთასმენას არ წვდებოდა ხმები. ექიმი შემოვიდა გაავებული სახით და ხელიდან ჩემი თავი გამოსტაცა ნინოს.
-ქალბატონო ნინო, როგორ იქცევით. გთხოვთ, დატოვოთ პალატა და გონებრივად იმსჯელოთ. ქალბატონი ლენკაც არანაკლებ დღეშია.
ექიმი თითქოს, ჩემ დამშვიდებას ცდილობდა ირიბად და მე არ მეუბნებოდა, ან ვერ მეუბნებოდა. ზოგადად, ამ მომენტში არაფრის მომცემია ვითომ წუხილიანი და დარდით სავსე სიტყვები. რამ უნდა მოარჩინოს ეს ტკივილი, როგორ უნდა გაუნელდეს დედას შვილის დაკარგვა.
-ასე არ დარჩება ეს ყველაფერი.
ნინოს სიტყვები მესმის და პალატიდან ექიმის გარდა ყველა გადის.
-ქალბატონო ლენკა, კარგად ხართ?
წყალი მომაწოდა ექიმმა და ჩემს პასუხს ელოდებოდა.
-ძალიან გთხოვთ, ეს ფარისევლობა თქვენთვის შეინახეთ და მარტო დამტოვეთ. მივხედავ თავს თვითონ.
ხელიდან ვაცლი ჭიქას, გამომშრალ ტუჩებს ერთმანეთს ვაშორებ და ყელში ვუშვებ წყალს. განადგურებული ვარ, სხეული დამძიმებული მაქვს. დედა, რომელსაც შვილი უკვდება ცოცხალი ვერ რჩება ამ სამყაროში. მე მოვკვდი, ჩემს ფერიასთან ერთად. ვეღარაფერს ვგრძნობ, მხოლოდ ვხედავ ყველაფერს.


საწოლზე წამოწოლილი ერთ წერტილს მივშტერებივარ, თავი სათამაშო თოჯინა მგონია. ასე როგორ გამიმეტეს. კოშმარივით მახსოვს ის დღე. დღე, რომლიდანაც დაიწყო ყველაფერი და დაიწყო ჩემი გამწარება. პირველი ნაბიჯი იყო უკუნითში. იმ დღეს მოვკვდი და იმ დღეს გაქრა ლენკა. თურმე, მთელი ეს დრო ტყუილში ვცხოვრობდი. ჩემი ფერია ცოცხალია. ასე როგორ გამიმეტეს ყველაფრისთვის. თავი დამძიმებული მაქვს უკვე, ამდენი ფიქრით და თვალებს ვხუჭავ, გონებას დასვენების საშუალებას ვაძლევ.



და გჯერათ?!
მე არა.
ცოტა შოკში ვარ.
არა, უფრო აფექტის მდგომარეობაში ვარ.
არ ვიცი, როგორ მოვახერხე, და არც ის ვიცი, არის თუ არა, კარგი, მაგრამ საშინლად ვარ.
მე თვითონ დამჭირდა გადაკითხვა და რაღაცების გახსენება, ამიტომ არაფერს მოვითხოვ.
გამლანძღეთ!
მიყვარხართ ძალიან, ძალიან.
აი, უსაშველოდ.
ველოდები თქვენს შეფასებებს, საყვედურებს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი უცხო

შენტავს იგდებ მასხრად თუ მკითხველს უკვე ვერ გამიგია

 


№2  offline ადმინი ელპინი

უცხო
შენტავს იგდებ მასხრად თუ მკითხველს უკვე ვერ გამიგია

გასაგებია თქვენი აზრი და მივიღებ კიდეც, ვიცი, დამნაშავე ვარ, არაფერი მამართლებს, ბოდიშსაც ვეღარ ვიხდი უკვე, მაგრამ ახლა პრობლემები მაქვს და სხვანაირად შეუძლებელია. თუმცა, არც გამართლებას მოვითხოვ ან, რამე მსგავსს...

 


№3  offline წევრი მარიკუნაა♥️

წარმოიდგინე და,
არ მახსოვდა წინა თავები.
და ძალიან პატარაა ამხელა შუალედისთვის.
ქალბატონო, ჩვენ უნდა ვილაპარაკოოთ... :)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline ადმინი ელპინი

მარიკუნაა♥️
წარმოიდგინე და,
არ მახსოვდა წინა თავები.
და ძალიან პატარაა ამხელა შუალედისთვის.
ქალბატონო, ჩვენ უნდა ვილაპარაკოოთ... :)

ვიცი, მარიამ.
მეც არ მახსოვდა ბევრი რამ.
ხომ ვთქვი ეგეც, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვახერხე.
მიკვირს, ესეც როგორ დავწერე,
ან რა ეტყობა ამას ნორმალურად დაწერილის...
ვილაპარაკოთ :)))

 


№5 სტუმარი Shorena kiladze

Raooo es ra iko axla a .yvela tavi maxsovs arcerti AR damvicyebia roca ragacaa gulit vkitxulob da Eli Arasodes gavicydeba.sayvefuri gekutvnis ROM icode magram vici AR gcalua amitim gepatieba...miyvarxar zalian chemo tkbilo .geli male icode

 


№6  offline ადმინი ელპინი

Shorena kiladze
Raooo es ra iko axla a .yvela tavi maxsovs arcerti AR damvicyebia roca ragacaa gulit vkitxulob da Eli Arasodes gavicydeba.sayvefuri gekutvnis ROM icode magram vici AR gcalua amitim gepatieba...miyvarxar zalian chemo tkbilo .geli male icode

შორე, როგორ გამახარა შენმა სიტყვებმა, რომ იცოდე.
რა კარგია, რომ გახსოვს ყველაფერი.
დიდი, დიდი მადლობა. საყვედურსაც მივიღებ, რა თქმა უნდა...
მეც ძალიან მიყვარხარ, ვეცდები, მალე დავბრუნდე.
❤❤

 


№7 სტუმარი ნაინა

აი ძალიან მოწონს და გულთდავსყლით ელოდებოდი,აგრამ ძალიან გამარაზებაიყო ახლა ეს ჰაა

 


№8  offline ადმინი ელპინი

ნაინა
აი ძალიან მოწონს და გულთდავსყლით ელოდებოდი,აგრამ ძალიან გამარაზებაიყო ახლა ეს ჰაა

ბოდიში.
ბოდიშის მოხდაც მერიდება უკვე.
აღარ ვიცი, რა დავარქვა ჩემს საქციელს.
მადლობა, რომ მოგწონს და მკითხულობ.
ბოდიში, კიდევ ერთხელ, ნაინა.
რა ლამაზი სახელი გაქვს.❤❤

 


№9  offline წევრი ფერადიი...

რძალო შე ძველო
შენთან გაბუტვა არ გამომდის და რა ვქნა ჰა დამირეკავ და სიტყვ სიტყვით მომიყვები ამბებს მგონი მსოფლიომ გაიგო თქვენი ამბავი და მე გონს არ ვარ
არ გაპატიებთ იმ მახინჯს ხო საერთოდ
თქვენ არ მოუკვდით თქვენ პატრონს 100წლის მერეც და ჩემი პეპლები ღმერთო მეშველა ალილუია დედა რას მოვესწარი აღარ მოვკვდები ჩემი ლენკა როგორ მენატრებოდა ელ საუკეთესო გოგო ხარ
"მიყვარხარ(თ) ელპინ"

 


№10  offline ადმინი ელპინი

ფერადიი...
რძალო შე ძველო
შენთან გაბუტვა არ გამომდის და რა ვქნა ჰა დამირეკავ და სიტყვ სიტყვით მომიყვები ამბებს მგონი მსოფლიომ გაიგო თქვენი ამბავი და მე გონს არ ვარ
არ გაპატიებთ იმ მახინჯს ხო საერთოდ
თქვენ არ მოუკვდით თქვენ პატრონს 100წლის მერეც და ჩემი პეპლები ღმერთო მეშველა ალილუია დედა რას მოვესწარი აღარ მოვკვდები ჩემი ლენკა როგორ მენატრებოდა ელ საუკეთესო გოგო ხარ
"მიყვარხარ(თ) ელპინ"

გამარჯობა, მულ'ო :დდდ
როგორ ხარ?
იმდენი ხანია არ მომიწერია :დდდ
ბევრს ნუ ტლიკინებ შენ! -_-
მომენატრე დამპალო.
მეც მიყვარხარ'თ.

 


№11  offline წევრი Mtirala

ელპინ,
შენც ხომ იცი, არა?!
შენზე ნაწყენიც ვარ,
გულდაწყვეტილიც,
მაგრამ...
მაგრამ სიგიჟემდე მომენატრე.
ახლა ისე ვარ, რომ ვერც კითხვას ვაბამ თავს და ვერც წერას, მაგრამ შენი ხათრით,
ხომ იცი?!
კომენტარსაც კი ვერ ვწერ ნორმალურად,
დაღილი და გამოფიტული ვარ,
მაგრამ...
მიყვარხარ,
აი ძალიან ძალიან მომენატრე...
ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი მენატრება,
რა წესია? :დდ
მიყვარხარ,
ჩემო დიდო.
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№12  offline ადმინი ელპინი

Mtirala
ელპინ,
შენც ხომ იცი, არა?!
შენზე ნაწყენიც ვარ,
გულდაწყვეტილიც,
მაგრამ...
მაგრამ სიგიჟემდე მომენატრე.
ახლა ისე ვარ, რომ ვერც კითხვას ვაბამ თავს და ვერც წერას, მაგრამ შენი ხათრით,
ხომ იცი?!
კომენტარსაც კი ვერ ვწერ ნორმალურად,
დაღილი და გამოფიტული ვარ,
მაგრამ...
მიყვარხარ,
აი ძალიან ძალიან მომენატრე...
ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი მენატრება,
რა წესია? :დდ
მიყვარხარ,
ჩემო დიდო.

ძალიან ბევრი ენატრება, თურმე.
არ ვიცი მე!
აქ, მე უნდა გენატრებოდე მხოლოდ!
ვიცი, როგორც ხარ, მაგრამ შენც, ხომ იცი ყველაფერი, არა?!
ახლა, მეც ისე ვარ...
ნუ, იცი შენ ყველაფერი...
მეც ისე მომენატრე!
მა,
ჩემო პატარა,
მიყვარხარ.

 


№13  offline წევრი არანორმალური

აღარ გააგრძელებ? :'( :'(

 


№14  offline ადმინი ელპინი

არანორმალური
აღარ გააგრძელებ? :'( :'(

კი, მაგრამ არ ვიცი როდის, სამწუხაროდ. ახლანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებ ამ ისტორიის წერას ამ ეტაპზე. ძალიან დიდი ბოდიში. და მადლობა, რომ ამდენ ხანს მოთმინებით მელოდები.

 


№15 სტუმარი ana

au kai raaa gaagrdzeleeee

 


№16  offline ადმინი ელპინი

ana
au kai raaa gaagrdzeleeee

ვეცდები აუცილებლად, მაგრამ ახლა ისეთი სიტუაცია მაქვს, ფიზიკურად ვერ ვახერხებ. ბოდიში, ვერც იმას დაგპირდები, რამდენ ხანს დამაგვიანდება კიდევ.

 


№17  offline წევრი Mariam Shengelia_3

შენს ისტორიებს გადავხედე, უნდა მეთქვა ამაზე რამე, ისე არ გამოვიდოდა.
ან, ხოიცი როგორ მიყვარხარ? ვიცი რო იცი. ისიც იცი რომ შენს ისტორიებზე ვგიჟდები.
შეეცადე რა, გააგრძელე!
ვკვდები ისე მომწონს ეს, და მინდა შენი ნააზრევით დასეულდეს დაა არა ჩემი ფანტაზიებით.
მიყვარხარ ან❤❤❤❤

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.