შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შერწყმა (3)


16-12-2017, 20:14
ავტორი lukakhati
ნანახია 351

შერწყმა (3)

***
ეს ღამე არც რაისასთვის იყო ჩვეულებრივი. მას სიმშვიდე დიდი ხნის წინ დაეკარგა. რაისას სენი განსხვავებული იყო. ჭაობში ფესვებგადგმულ ხეს ჰგავდა რაისა. მისი საკვები საწამლავი იყო და დროის განმავლობაში ის სიცოცხლეს კარგავდა. ხეს ფოთლები ცვიოდა, რაისას ტვინი იფლითებოდა. დასაწყისში სისუსტის სახით შეერია სხეულს, მაგრამ ნელ-ნელა მიხვდა რა ელოდა. ხანდახან მარჯვენა ხელს ვერ იმორჩილებდა. ეს ტკივილი ერთ ადგილას არ ჩერდებოდა და მასაც მხოლოდ დარჩენოდა დალოდებოდა, როდის დაიპყრობდა მთელ სხეულს. ყველაფერი აზრს მაშინ დაკარგავდა, როდესაც რაისა ყველა ადამიანურ უნარს შეელეოდა და მხოლოდ მაშინ იგრძნობდა თავს ცოცხლად, როდესაც საკუთარ სუნთქვას შეიგრძნობდა. ის იქნებოდა ცოცხალი, გაჩერებული ერთ ადგილას, დაბმავებული, დაყრუებული, დამუნჯებული, მაგრამ ცოცხალი. ერთ ადგილას გაჩერებული ვერაფერს დაინახავდა, საკუთარი სუნთქვის ხმას ვერ გაიგებდა, მაგრამ იარსებებდა მანამ, სანამ კანზე ბოლო ამოსუნთქვას არ შეიგრძნობდა.
როგორი საზარელიც არ უნდა ყოფილიყო ეს ქალაქი, ჰაერი აქ არ ჰგავდა მშობლიური დიდი ქალაქის დაბინძურებული, გამონაბოლქვგარეულ ჰაერს. რაისაც ღრმად სუნთქავდა და ყოველი ამოსუნთქვის დროს გრძნობდა, რომ ცოცხალი იყო. როდესაც გაბრიელის სახლს ტოვებდა, შინ დაბრუნებას არ ჩქარობდა. ქალაქის ბოლოს, პატარა ტბასთან დიდი ხის ძირას ჯდებოდა და წარმოედგინა, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება აქ რომ არასდროს მოხვედრილიყო, ცხოვრება რომ ჩვეულად გაეგრძელებინა და ამ სენისგანაც ყოფილიყო თავისუფალი მისი სისხლი. რაისას ერთადერთი სურვილი ჰქონდა ამ ოჯახის ნაწილი არ ყოფილიყო და ეზიზღებოდა ყველა მისი ოჯახის წევრი, ყველა წინაპარი, რომელთა გამოც იძულებული იყო ბავშვობაზე, ცხოვრებაზე უარი ეთქვა და უძრავ, არაფრისმაქნის მორად ქცეულიყო.
...გრძელი შავი თმა ჰქონდა რაისას. ისეთივე შავი, ბნელი, საზარელი როგორიც ყველა აზრი, რომელიც აქ გადმოსვლის დღიდან დაებადა. ზიზღმა თავიდან ბოლომდე დაფარა მისი სხეული. მას ჰქონდა ამბიცია და დარწმუნებული იყო, რომ უკეთეს ცხოვრებას იმსახურებდა. ეს თავმოყვარეობა, სიძულვილი ერთმანეთს ერეოდა და იმაზე დიდ ტკივილად გარდაიქმნებოდა, ვიდრე ნებისმიერ სენს შეეძლო მოეტანა.
ყოველ საღამოს აქედან გაქცევაზე ნატრობდა. ყველა ოჯახის წევრს ამ საზარელი არსებობისათვის გაიმეტებდა და ერთი წამითაც არ იფიქრებდა, რომ ეს ყველაფერი ამად არ ღირდა.
თუ ყველაფერი ამაო იქნებოდა, ამაყი ამას ვერ შეეგუებოდა. რაისას დიდი ხნის წინ ხის ფუღუროში სხვადსხვა ფუფუნების საგანთან ერთად, მამის ძველი იარაღიც დაემალა, რომელსაც მხოლოდ მაშინ გამოიყენებდა, როდესაც უკვე ყველაფერი აზრს დაკარგავდა.
რაისას ორი ძმა ჰყავდა - თეოდორი და პავლე. ორი უფროსი ძმის მიმართ სიბრალული არასდროს გასჩენია. ასეთი იყო რაისა, მაგრამ მხოლოდ ის არ იყო დამნაშავე. ცხოვრება მართლაც სასტიკი აღმოჩნდა მისთვის, ყველასთვის. რაისას დანაშაული ერთი იყო- ის სიმცირით არ კმაყოფილდებოდა და მუდამ უკეთესობისაკენ მიიწევდა. მისთვის ყველანაირი მსხვერპლი გამართლებული იყო, მთავარი იყო:ის ყოფილიყო ბედნიერი და ის მართლაც იქნებოდა ბედნიერი, რომ არა სისხლი, რომელიც მის ვენებში ჩქეფდა.
რაისა სახლში დაბრუნდა:
-სად იყავი? - კარებში შეეგება თვალებჩაშავებული თეოდორი.
-ტბასთან. რამე ხდება?
-პავლე ისევ ცუდად არის რაისა. არ განაღვლებს შენ ძმას რა ბედი ეწევა?
-ეგ ბედი თეოდორ, მეც და შენც მალე გვეწევა.
პავლე უფროსი იყო. ის გახდა ოჯახის პირველი მსხვერპლი. ჯერ სიარულის უნარი დაკარგა, შემდეგ-მეტყველების. ძმისთვის თეოდორი ყველაფერს გააკეთებდა, მაგრამ ისიც ისეთივე უმწეო და ხელმოცარული იყო, როგორც სხვა ყველა.
არც ერთს არ ჰქონდა უფლება აერჩია რა როგორ იქნებოდა, ყველას ბედი თავიდანვე იყო გადაწყვეტილი. ცხოვრება მათთვის მხოლოდ უსასრულო ტყე იყო, ისინი კი მსხვერპლები იყვნენ, რომლებსაც მონადირე ადრე თუ გვიან მაინც შეამჩნევდა და მოკლავდა.
პავლეს სხეული ნელ-ნელა ცალმტვერდება და ქრება ყველანაირი კვალი სიცოცხლისა.
-კი, რაისა. შენც მალე დაემსგავსები პავლეს, მაგრამ შენ თანაგრძნობით არავინ მოგეპყრობა. პავლე ყოველთვის იგრძნობს, რომ ცოცხალია. მანამ, სანამ თანაგრძნობით გაჟღენთილი სიყვარული იქნება მისი არსებობის წყარო…
-თეოდორ, რამდენიც გინდა ილაპარაკე, თავი დაიმშვიდე და დაარწმუნე, რომ შენც გექნება ის, რაც შეგახსენებს, რომ ცოცხალი ხარ…
-ჯერ ბავშვი ხარ რაისა - დის ცინიკური, აგდებული კილო თეოდორის სიმშვიდეს ვერ არღვევდა. მან დიდი ხნის წინ გადაწყვიტა ყოფილიყო ძლიერი, წელში გამართული.- ჩვენ ყველა განწირულები ვართ. მუდმივად სიძულვილი საკუთარი სისხლისა კარგს არაფერს მოგიტანს. ჩვენც გვაქვს დრო. უფრო ცოტა, ვიდრე სხვებს, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია რაიმე შევქმნათ. სადაც არ უნდა წახვიდე, ბედს ვერ შეცვლი, მაინც ჩავარდები ლოგინად და ერთ დღესაც მოკვდები, მაგრამ სიმშვიდეს ვერც სიკვდილის შემდეგ იპოვი, რადგან მუდმივად დატყვევებული იქნები სიძულვილის უხილავი ჯაჭვით.
-საცოდავი ხარ თეოდორ. დარწმუნებული ხარ, რომ ეს ამაღლებული სიტყვები გიხსნიან? სინამდვილეში, შენც არაფრისმაქნისი ხარ. შენი ცოდნაც შენთან ერთად დაიკარგება.
-არაფრის მოსმენა არ გინდა..- ამოიოხრა.
თეოდორი ადრე გაჭაღარავდა. მხოლოდ რამდენიმე თმის ღერს შეენარჩუნებინა ძველი შავი ფერი და ხანდახან თუ ჩანდა ვერცხლისფერში გახვეული, მაგრამ მას სულაც არ აწუხებდა საკუთარი თმის ფერი.
…სინამდვილეში მას ყველაზე მეტად სწორედ რაისა ებრალებოდა და ბედნიერიც კი იყო, რომ მათ საერთო თმის ფერიც კი აღარ ჰქონდათ. პავლე შესაბრალი სულაც არ ყოფილა მისთვის - მან უკვე ბევრი ნახა და ორივე ძმა დარწმუნებული იყო, რომ ეს სენი, ეს მატერიალური, ადამიანური განსაცდელი მალე გაქარწ....ბოდა და სიმშვიდეს იპოვიდა. ეს სიმშვიდე ყოველთვის იქნებოდა მიუწვდომელი ცხოვრებაში, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებოდა, როდესაც დრო მოვიდოდა. ხო, თეოდორი იმედს ინარჩუნებდა.
-იცი რაისა, პავლე ცოცხალია და ყოველთვის იქნება ცოცხალი, მაგრამ შენ ისეთივე მკვდარი ხარ, როგორიც იქნები წლების შემდეგ.
რაისას გაეცინა
-როდემდე აპირებ იცხოვრო აჩრდილებში?
-მანამ, სანამ ამის უნარსაც არ დავკარგავ რაისა - მოკლედ მოუჭრა ძმამ და საძინებელი ოთახისაკენ გაეშურა.
…ძმის ყოველი სიტყვა მწარე იყო. ყოველი ზედაპირზე წამოჭრილი ბგერა ბასრი იყო და უმცროსი დის სხეულზე ღრმა ჭრილობებს ტოვებდა. ორივემ იცოდა, თუ რა იყო ამ ჭრილობის წამალი, მაგრამ ჯიუტს ერჩივნა მუდმივად სისხლში ყოფილიყო ამოსვრილი, ვიდრე ხმამაღლა ეთქვა, რომ მისი ძმა მართალი იყო.
…რაისაც საძინებლისაკენ გაეშურა. მისი ოთახი სხვა ოთახებთან შედარებით დიდი იყო. საწოლთან დიდი, თითქმის კარის ხელა ფანჯარა სიცარიელეს უყურებდა.
ზეწარში სიგარეტი ჰქონდა დამალული. უყვარდა მოწევა რაისას, მაგრამ თავს იკავებდა. მან მხოლოდ რამდენიმე კოლოფის წამოღება შეძლო. ამ ქალაქში კი თამბაქო იშვიათი სიამოვნება იყო.
ფანჯარა გამოაღო. გრძელ თითებში მოაქცია სიგარეტი და ღრმა ნაფაზი დაარტყა. კვამლი გარეთ გადიოდა და უკუნითში იკარგებოდა, თითქოს არასდროს არსებობდა. თეოდორის სიტყვები დამაფიქრებელი იყო, რადგან რაისამაც აღიარა, რომ მას აღარ შეეძლო კარგისა და ცუდის გარჩევა, მეტიც მას ნელ-ნელა ავიწყდებოდა “კარგის” მნიშვნელობა.
კარის კაკუნის ხმამ რაისას სიმყუდროვე დაარღვია. ოთახიდან გავიდა. მშობლებს ეძინათ, კარისაკენ მიმავალ თეოდორს თვალი გააყოლა.
-თეოდორ, მარგო სახლშია?
-სძინავს ნაია. მე შემიძლია რამით დაგეხმაროთ? - ნაია, ქუჩის ბოლოს პატარა სახლში ცხოვრობდა. ის ერთადერთი იყო ამ ქალაქში, რომელიც ოჯახის გარეშე წამოვიდა. მშობლიური ქალაქისა თუ ქვეყნის სახელი მას აღარც ახსოვდა. სამი წლის იყო, როდესაც მარტომ საკუთარ შვილებთან ერთად სიკვდილს იხსნა. მარგო გავლენიანი ქალი იყო, ამიტომ მას ჰქონდა შესაძლებლობა დაემალა საკუთარი ოჯახის ამბავი და სახლი მშვიდად დაეტოვებინა, მაგრამ ნაიას ოჯახს ეს პრივილეგია არ ჰქონია. ისინი ერთ ქალაქშ ცხოვრობდნენ და ერთ დღესაც ყველამ უმალ შეიტყო მათ შესახებ და , როდესაც გაქცევა გადაწყვიტეს უკვე გვიანი იყო. მხოლოდ ნაია გადარჩა.
…საბედისწერო ღამეს, სახლში სისხლის სუნი დატრიალდა. კედლები წითლად შეიღება. საკუთარ სიცოცხლეზე შეყვარებულების გულებში სიკვდილის შიში დაიბადა.ყველა სხვა დანარჩენი გრძნობა ჩაახრჩო და გახდა მთავარი მეთოჯინე, ყველა დანარჩენი კი- მისი იარაღი. ყველას დაუნდობლად გაუსწორდნენ, დაღვარეს სისხლი, რომლისაც ასე ძალიან ეშინოდათ.
საფრთხის წინაშე ადამიანი ყველაფერ ღირებულს კარგავს. ისიც ხდება დაუნდობელი და ემსგავსება აზროვნება დაკარგულ ცხოველს, რომელსაც ამოძრავებს მხოლოდ თვითგადარჩენის სურვილი, მაგრამ ეს სისხლი არ დაიკარგება და ყოველთვის დარჩება ღრმა ლაქად მათ ცხოვრებაში.
ისინი მათ ადამიანებად, ცოცხალ არსებებად არ თვლიდნენ, მაგრამ მათ საპირისპირო დაამტკიცეს. მათ დაამტკიცეს, რომ ბედი შეცდა, როდესაც ამ ოჯახს ადამიანებად ცხოვრების შესაძლებლობა წაართვა, მათ კი-მისცა.
…მარგო ნაიას საკუთარი შვილივით უფრთხილდებოდა. ხშირად უყვებოდა თავის მშობლებზე, მათ სახლზე, გრძელ, მუქ, ქერა თმას ვარცხნიდა და უამბობდა ყველაფერზე, რაც შორეულ წარსულში გაუჩინარდა. სულ ორიოდე წელია, რაც მოზარდმა მარტო გადაწყვიტა ცხოვრება. ქუჩის ბოლოს მიტოვებულ სახლში დასახლდა და თავს კერვა-ქსოვით ირჩენდა. თუ კი რაიმე ჰქონდა ყოველთვის ამ ოჯახისათვის მოჰქონდა. ის თავს ვალდებულად თვლიდა ასე მოქცეულიყო, რადგან ვერასოდეს დააბრუნებდა იმას, რაც მათ მას მისცეს - სიცოცხლეს.
-არა, თეოდორ. თუ არ შეწუხდები უთხარი, რომ, როდესაც ეცლება, შემომიაროს.
-აღელვებული ჩანხარ. - უკვე გასასვლელად მომზადებული შეაჩერა.
-თუ არ შეწუხდები შემოვალ.
-შემოდი. ვისაუბროთ.
…გრძელი ცისფერი ქურთუკი გაიხადა. თეოდორისათვის ნაიას დანახვა მუდამ სასიხარულო იყო, მაგრამ ახლა მას საკუთარი სადარდებელიც ბევრი ჰქონდა. ის საკუთარი ძმის მდგომარეობაზე ფიქრობდა, საკუთარი დის გონებაში გაჩენილ შავ ლაქაზე, რომელიც უკვე იმდენად დიდი იყო, რომ სხვა არაფერი დაეტოვებინა.
მაღალი, ძალიან გამხდარი იყო ნაია. გრძელი თმა წელამდე წვდებოდა. თეთრი, სპეტაკი კანი ჰქონდა. საოცრად ნაზი არსება იყო.
როდესაც ის პირველად კატალიამ ნახა გადაწყვიტა მისი სახელი ორანჟერიაში ყველაზე ნაზ, სათუთი, მაგრამ დაუცველი ყვავილსათვის დაერქვა. ყვავილს, რომლის გულიც მისი თმის მსგავსად ყავისფერისა და ყვითლის ნაზავი იყო. კიდეებზე კი მისი თვალების ფერი ცისფერი დაკრავდა. გულისაკენ მიმავალი სულ უფროდაუფრო ფემრკრთალი ხდებოდა და ბოლოს მისი კანი მსგავსად თეთრდებოდა.
სასტუმრო ოთახში მიიპატიჟა. ორი ფინჯანი ცხელი წყლით აავსო. ღია კარიდან შემომავალმა სიგრილემ ოთახში გაიდგა ფეხი. ფინჯდინან ამომავალი ორთქლი გამოკვეთილად ჩანდა და არ ჰგავდა რაისას სიგარეტისაგენ გარეთ გამავალ კვამლს, რომელსაც წამებში უკუნითი შთანთქავდა.
წყალს ჩაის ფერი შეურია, მაგიდაზე მძიმე დადო, ამოიოხრა და მოემზადა ამბის მოსასმენად.
რაისა მათ საუბარს ჩუმად უსმენდა და მორიგი წყევაკრულოვანი ამბის მოსმენას ელოდა.
-მადლობა, თეოდორ - გაყინულ ხელის გულებს შორის ცხელი ფინჯანი მოიქცია. ესიამოვნა. ამბის თხრობის დასაწყებად ყოველ სიტყვა ზომავდა და ჭერისაკენ მიმავალ ორთქლს თვალს არ აშორებდა. - პავლე თავს როგორ გრძნობს?- არ უნდოდა, რომ მის მეგობარს ეფიქრა, რომ ის უყურადღებო იყო. ისინი და-ძმასავით იზრდებოდნენ და მათ მართლაც ჰქონდათ მეტი საერთო ვიდრე თეოდორსა და რაისას.
კიბესთან დამალულ რაისას ეს თანაგრძნობით ნათქვამი სიტყვები გულს ურევდა.
-არაფერი შეცვლილა. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ მის ტანჯვას ვეღარ ვუყურებ - ჩაი მძიმედ მოსვა - ალბათ დროა რამე ვიღონოთ. ძალიან მტკივა, როდესაც ვხედავ, როგორ უნდა წამოდგეს და არ შეუძლია, როდესაც ვხედავ, რომ უნდა რაღაც მითხრას და ვერ ამბობს. არ ვიცი ხანდახან ვფიქრობ…
რაისამ ეს წინადადებ გონებაში დიდი ხნის წინ დაასრულა. ძალიან ესიამოვნა ძმისაგან ამ სიტყვების გაგონება და გაიფიქრა, რომ მასშიც ცხოვრობდა სასტიკი ურჩხული, რომელიც მას საკუთარ ძმას მოაკვლევინებდა, მაგრამ მისი იმედი არ გამართლდა ნაიამ თეოდორს სიტყვა გააწყვეტინა.
-არა, თეოდორ. შენ ჩემზე უკეთ გესმის, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ ეს ყველაფერი ავიტანოთ, გავუძლოთ.
-ვიცი - გაეღიმა, ფინჯანი მაგიდაზე ხმაურით დადო - ყურადღება არ მომაქციო. სასოწარკვეთა შემომერია. ჩემს თმას ძველი ფერი წაართვა. ახლა მოსვენებასაც აღარ მაძლევს. მიჭირს ,ნაია, ძალიან მიჭირს იმის აღაირება, რომ მე საკუთარი ძმის დასახმარებლად არაფრის გაკეთება შემიძლია. მისი ყურება ჩემთვის იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე წარმოდგენა იმისა, რომ ერთ დღესაც მეც მისი მსგავსი გავხდები.
-რატომ… - მის ხმას სიცივე შეერია. ზედაპირზე გამოღწეული სიტყვა ქარის ნაწილი გახდა და სუსხიანი ნაკადი თეოდორის სახეს შეეჯახა - რატომ, მოხდა ყველაფერი ასე… ვინ გადაწყვიტა ან რატომ გადაწყვიტა ჩვენი ცხოვრება ჩვენს მაგივრად. სამართალი…
-დამიჯერე ამ კითხვებზე პასუხს მას შემდეგ ვეძებ, რაც აქ წამოვედით, მაგრამ ,ალბათ, ამას ვერასდროს გავიგებთ - ძალდატანილი ღიმილით სცადა საკუთარი და მოსაუბრის ტკივილის შემსუბუქება. მიამბე რა მოხდა…
-კატალიასთან ვიყავი.
ეს სიტყვები მოულოდნელ მეხს ჰგავდა. თითქოს სიცივეც გაჩუმდა და ამ სახელთან ქედი მოიხარა. რამდენიმე წამი აქ სუნთქვის ხმაც არ ისმოდა. ყველამ იცოდა, თუ ვინ იყო კატალია და რა შეეძლო მას. რაისაც სმენად იქცა. ის მალავდა საკუთარ განზრახვას და როგორი დარწმუნებულიც არ უნდა ყოფილიყო მის სიმართლეში, მას არ ტოვებდა შეგრძნება, რომ მას მუდამ ვიღაც უყურებდა. მართალიც იყო , რადგან ეს ცისფერი, უღრუბლო ცა კატალიას შიშისფერი თვალების ნაწილი იყო და შუამავალი იყო, რომელიც მომავალსა და რეალობას აერთებდა.
…თეოდორი კატალიას მუდამ ერიდებოდა, ისევე როგორ თედორეს, როგორც ელიაზარს. იმის მიუხედავად, რომ მათი არსებობა დამოკიდებული იყო მათ საქმიანობაზე ძალიან უნდოდა თეოდორს ერთ დღეს მათი სახლი ცეცხლს შეეჭამა და ფერფლად ექცია ყველა იმ ყვავილებთან ერთად, რომლებიც თითქოს ცოცხალნი იყვნენ.
ის დარწმუნებული იყო, რომ ისინი მათზე იღბლიანები აღმოჩდნენ და მათი სენი უბრალოდ მიუღებელი და არა სასიკვდილო იყო. რა თქმა უნდა, მისთვის გაუგებარი იყო, რომ და-ძმები აბლაბუდაში იყვნენ გახვეულები და მათთვის ამ სიცოცხლესაც დიდი ხნის წინ დაეკარგა მნიშვნელობა.
თეოდორსა და რაისასაც ჰქონდათ კიდევ ერთი საერთო - მათ ეშინოდათ, კატალიასი და-ძმას ძალიან ეშინოდათ.
-რა გითხრა? - ფიქრის შემდეგ ნელა, გამოკვეთილად წამოთქვა თეოდორმა. ტუჩზე ძლიერად იკბინა.
-არ ვიცი თეოდორ, მაგრამ ძალიან მეშინია. გაუგებარია ყოველი მისი სიტყვა ჩემთვის.
-ნაია, დამშვიდდი. კატალია შეიძლება ყველაფერს ხედავს, მაგრამ ბევრი, რამ მისთვისაც უხილავია.
-თეოდორ, ძალიან გთხოვ.
-გისმენ - მიხვდა, რომ გამხნევებას აზრი არ ჰქონდა.
-კატალიასთან ჩემი ნებით მივედი. პირველად, რომ შევხვდი მას შემდეგ მრავალი კითხვა გამიჩნდა. ეს კითხვები მოსვენებას არ მაძლევდა თეოდორ. მე არ ვიცი ჩემი წარსული, არ ვიცი საიდან მოვედი… ცნობისმოყვარეობამ მძლია, ძალიან მინდოდა გამეგო რა მოხდებოდა. რა ბედი მეწეოდა.
-ნაია, ხომ გთხოვე.
-და , რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ის კარგს არაფერს მეტყოდა, მაგრამ მაინც - საუბრობდა და ფინჯანს მზერას არ აშორებდა. ამ ქალაქის წესები არავისთვის იყო უცნობი. კეთილგანწყობა აქაურობისათვის უცხო იყო, ამიტომ ყველა ერიდებოდა ყოვლისმცოდნესათვის მომავლის ჩვენების თხოვნას, რადგან ყველა იცოდა, რომ შიშისფერთვალებიანი სიმართლეს იტყოდა და სასტიკ მომავალს არ შეალამაზებდა- ასე გადავწყვიტე.
-რა გითხრა?
-ერთ დღეს, ხანძარი გაჩნდება. დაუნდობელი ხანძარი თეოდორ, ტბასთან ყველა ხის ფოთოლი ცეცხლისფრად განათდება.
-ნაია..
- ცეცხლი წყალსაც წაეკიდება. ბევრი დაიღუპება, ბევრისათვის იქნება ეს ხანძარი დასასრული. -მისი ხმა არ ესმოდა
-ნაია…
-ცეცხლი მხოლოდ მაშინ გაქრება, როდესაც უკუნითი შეჭამს. გარშემო შემოეხვევა ტბას და სანამ უკანასკნელ წერტილს არ ჩაყლაპავს არ გაქრება.
-დამშვიდდი - ამ ხმამაღლა, თითქმის ყვირილით ნათქვამმა სიტყვებმა გამოაფხიზლა.
-თეოდორ, აქ როგორ ჩამოვედით, აქამდე როგორ მოვედით? - მხოლოდ ახლა შეხედა თვალებში. მისი თვალები ანათებდა, მაგრამ თეთრ გარსს წითელი ჭამდა. დაუნდობლად შთანთქამდა სინათლეს და შიშითა და სისასტიკით გაძლიერებულს ვერაფერი აჩერებდა.
-ნაია, ვიცი, რასაც ფიქრობს. აზრი არ აქვს.
-მეშინია, ძალიან მეშინია.
-ძალიან გთხოვ, ეს ყველაფერი მარგოს არ უთხრა.
-მაგრამ…
-ის ვერ დაგეხმარება. მან იცის აქ როგორ მოვედით, მაგრამ აქედან წასასვლელი გზა არ არსებობს. რა მნიშვნელობა აქვს ნაია. სადაც არ უნდა წავიდეთ, ჩვენ მუდამ ვიცხოვრებთ სიკვდილთან ერთად და სულ გამოგვყვება შიში, რომ ერთ დღესაც დროზე ადრე დამთავრდება ჩვენი არსებობა.
…ნაია ბავშვი იყო. მას ჰქონდა მრავალი ოცნება. ეს ფაქიზი სხეული ხორცი იყო მრავალი იმედისა. ის მსუბუქი იყო, გაზაფხულის ნაზ ნიავს ჰგავდა. ყველგან სითბო მიჰქონდა.
რაისამ ყურადღებით მოუსმინა ნაიას სიტყვებს, მაგრამ მხოლოდ ერთზე ფიქრობდა :რომ დრო ცოტა იყო და აქედან წასასვლელი გზა რაც შეიძლება მალე უნდა ეპოვნა.
-მაპატიე, თეოდორ, მართალი ხარ.
-ასე ჯობს დამიჯერე. - სითბოთი სავსე იყო თეოდორის მუქი, თითქმის შავი თვალები.
-კი, მჯერა - ფინჯანი გამოცალა. ჩემი წასვლის დროა.
-გაგაცილებ - ქურთუკის ჩაცმაში დაეხმარა.
-არ არის საჭირო. დაღლილი ხარ, დაისვენე.
ის მართლაც დაღლილი იყო. დღე გრძელი აღმოჩნდა. ის არ იმჩნევდა, მაგრამ მეგობრის მონათხრობმა ისიც შეაშინა.
…ეშინოდათ.ღამით, ავის მომასწავებელი ქარიშხლის ყველას ეშინოდა
-დროებით. მარგოს მოკითხვა გადაეცი.
-აუცილებლად. ნაია…
-ნუ დარდობ, არაფერს ვეტყვი. აზრი არ აქვს ზედმეტი შიშით ჩვენი ყოფის დამძიმებას.
-მიხარია, რომ ასე ფიქრობ. დროებით.
კარი მძიმედ დახურა. რაისა ოთახში შევიდა და ჩამქრალ ღერს ცეცხლი ახლიდან მოუკიდა. ეწეოდა და ფიქრობდა მოსმენილზე და არ წარმოედგინა, რომ ფანჯრიდან უკუნითს ღაჟღაჟა ცეცხლის სინათლე ჩაანაცვლებდა.
…რაისა თრთოდა.
კვამლის ჭერისაკენ მიდიოდა. ოთახში შემომავალ გრილი ნიავს ეთამაშებოდა და მასთან ერთად უჩინარდებოდა.
…მონათხრობზე, თეოდორიც ფიქრობდა. ოთახში პავლეს უყურებდა და ვერ ხვდებოდა ეძინა თუ ეღვიძა.
-პავლე, ნაია იყო მოსული. - მისთვის აუტანელი იყო დაჯერება, რომ საკუთარ ძმასთან ლაპარაკი არ შეეძლო. დაზუსტებით, არ იცოდა ესმოდა თუ არა უფროს ძმას მისი, მაგრამ ყოველღამით ჯიუტად მთელ დღეს დაწვრილებით უყვებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ტკბილად იძინებდა.
…ოთახებში შუქი ჩაქვრა.
ყველა აქ მცხოვრები ქუჩებში რიგად დალაგებულ მაღალ,ძველ შენობებს ჰგავდა. ისინიც მათ მსგავსად მიტოვებულები იყვნენ. ყველასათვის უსარგებლონი, დავიწყებულები. ისინიც უდანაშაულო მსვერპლები გახდნენ მოულოდნელი უბედურებისა.
ნაია სახლს გაცდა. ტბისკენ წავიდა. ხეებს მიუახლოვდა და უკვე ნათლად წარმოდგენილი, საზარელი სურათის დავიწყებას მთელი ძალით სცადა.
..შიშველი ფეხებით წყალს შეეხო. ჰაერი ფილტვებში ჩაუშვა. ტბის ზედაპირი ბნელი იყო, მთვარეს ღრუბლებში დამალვა გადაეწყვიტა. ამ ღამეს, ქალაქს მორცხვ სინათლეს არ უძღვნიდა.
ყველა აზრი თითქოს სადღაც გაქრა. დაიკარგა ტბისაგან მომავალ ნოზულ სიმფონიასთან ერთად.
მისი სენიც ჩახლართული იყო. ის სწორედ ამ ცისფერი თვალებიდან მოდიოდა და სხეულში ფესვებს ღრმად იდგამდა. მისი სასჯელი ყველაზე მეტად ჰგავდა ყველასათვის ჩვეულ დაავადებებს და ის ერთადერთი იყო, რომელიც ძალიან ძლიერ ფიზიკურ ტკივილს იწვევდა:
თვალებში დაბადებული, სხეულში ჩადიოდა, ქვევით მიმავალი იზრდებოდა და ორის შეჯახებისაგან გამოწვეული ტკივილი ერთი წერტილიდან მთელ სხეულში წამში ვრცელდებოდა. აუტანელი წამით ყველაფერს აქრობდა. ფერად ტილოზე დაშვებულ ერთ წვეთს ჰგავდა. ისიც, ნელ-ნელა იღვრებოდა და სიცარიელის გარდა არაფერ ტოვებდა. შეტევს დროს მუხლებზე ვარდებოდა, სუნთქვა უჭირდა, თვალებში სიბნელე ისადგურებდა. მისი სხეული საზღვარი იყო. ამ ტკივილის მისი ნაფლეთებად ქცევა და გარეთ გამოღწევა უნდოდა. ვერ ერეოდა. ჯერ კიდევ ვერ ერეოდა.
…და ,ხო, კვდებოდა. ნაია, ყოველი დარტყმის დროს კვდებოდა.
სხვების შემხედვარემ იცოდა, რომ მდგომარეობა ასაკთან ერთად მძიმდებოდა. ეს სენი მისთვისაც ამოუცნობი იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა მომავალში რა მოხდებოდა.
ელიაზარი სხვადასხვა ნახარშს უმზადებდა. შეტევების სიხშირე იკლებდა, მაგრამ მოულოდნელი ტკივილი ყოველ ჯერზე წინაზე ძლიერი იყო. მანაც არ იცოდა სადამდე გაუძლებდა და ელოდა, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვას მომინებით ელოდა.
ნიავი ტბის ზედაპირზე თამაშობდა. ცეკვა-ცეკვით ხან მარცხნივ ხატავდა გზას, ხან მარჯვნის. ნაიას ძალიან უნდოდა ყოფილიყო წყლისავით სუფთა, კამკამა. როდესაც წყალი მის კანს ეხებოდა ყველაფერი ავიწყდებოდა. თვალებს, ხუჭავდა.მის ხმას უსმენდა, მიყვებოდა. სიღრმისკენ მიიწევდა. იძირებოდა ჰარმონიაში და მთელი სხეულით გრძნობა; ფსკერისაკენ ღიმილიანი, თმა გაშლილი ეშვებოდა.
თვალებს მხოლოდ მაშინ გაახელდა, როდესაც ზურგით მიწას შეიგრძნობდა. ციდან, ტბაში გაბნეულ სინათლეს თვალს აყოლებდა. წყალი მის კანს ფაფუკი, რბილი ქსოვილივით ედებოდა. გრძელი თმა ტივტივებდა და არეკლილ სინათლეს იტაცებდა. მშვიდად , გაწონასწორებულად სუნთქავდა. ის სუფთა იყო, თავისუფალი, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნება იყო.
ფსკერზე დაწოლილი, როდესაც ზედაპირს დაუბრუნდებოდა სიმშვიდეს შეიგრძნობდა. იქნებოდა ლაღი, უდარდელი, თავისუფალი ყველაფრისაგან, ყველა დარდისაგან, საკუთარი მომაკვდინებელი სენისაგან. სიცოცხლისმომნიჭებელი წყალი ყველაფერს გააქრობდა. ყველა ლაქას ჩამორეცხავდა და უკან დააბრუნებდა.
მას ერთი მაინც შერჩა. ის, რითიც შეეძლო ამაყი ყოფილიყო. მას- სილამაზის, მშვენიერების აღქმის უნარი ჯერაც არ დაეკარგა, ამიტომ ესმოდა მხოლოდ მას წყლის სიმღერა და მისი მიმზიდველი ხმა.
…ის ცოცხალი იყო და ხარობდა. ნაია, ადრე აყვავებული ნუშის კვირტისავით სიცოცხლით ხარობდა.
***
-მიქაელ, შეგიძლია დამეხმარო? - ნაია, მაღაზიაში ყუთებით დატვირთული გამოჩნდა. მიქაელი შემოტანაში დაეხმარა. ყუთებში სხვადასხვა ტანსაცმელი, ლამაზად მოქსოვილი ტილოები , თბილი, ფერადი, მოჩუქურთმებული კაშნები იდო. ნელა ქსოვდა ნაია. სხვადასხვა ნათელ, სიცოცხლით სავსე ფერებს ერთმანეთს ურევდა;მას ყოველი კვირის ბოლოს მიქაელისათვის საკუთარი ნაწვალები მიჰქონდა სანაცვლოდ კი ხილ-ბოსტნეულსა და საკვებს ღებულობდა.
ასეთი იყო ამ ქალაქში ცხოვრების წესი : ერთი შეხედვით, ყველა დაუოკებელ ზიზღს განიცდიდა ერთმანეთის მიმართ, მაგრამ მათი არსებობა ერთმანეთზე იყო დამოკიდებული. ისინი ვალდებულები იყვნენ ეცხოვრათ და საკუთარი არსებობით სხვების ტკივილი შეემსუბუქებინათ. ეს მათი კეთილი ნებით არ ხდებოდა. სინამდვილეში აქ ყველა მცხოვრები ერთი სხეულის ნაწილი იყო და , როგორი დარწმუნებულიც არ უნდა ყოფილიყო თითოეული საკუთარ შესაძლებლობებში, მარტო მაინც ვერაფერს შეცვლიდა.
-მადლობა, ნაია. - ღიმილით შეუდგა მიქაელი ყუთების ამოლაგებას. მან იცოდა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ყველა ამ ქსოვილს ნაიასათვის. ყოველი მოძრაობა წინასწარ იყო განზრახული, ყოველი ფერი კარგად მოფიქრებული. მიქაელსაც უნდოდა ეჩვენებინა, რომ აფასებდა მის ძალისხმევას და ქსოვილებს სიფთხილიდ ექცეოდა.
-ძალიან ლამაზია. - აკვირდებოდა. ყველა განსხვავებული იყო. თითქოს ყველა, რომელიღაც აქ მცხოვრებისათვის იყო განკუთვნილი: თითოეული რაღაც ამბავს ყვებოდა. ეს ლურჯი, სქელი ძაფით ნაქსოვი ქუდი მიქაელმა თავისთვის გადადო.
-დიდი მადლობა. - ესიამოვნა. ის მართლაც დიდ ძალისხმევას დებდა იმაში, რაც უყვარდა. ნაიას ქსოვა ძალიან უყვარდა.
-ნაია, მგონი ჯობს ტილოების გაკეთებაზე აღარ იწვალო - ხმადაბლა, მორიდებულად უთხრა მიქაელმა. ნაია სხვადასხვა საჭიროსთან ერთად ტილოზე ფერადი ძაფით სხვადასხვა ფორმებსა და ფიგურებს ხატავდა. ქმნილება საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ ის არავისათვის იყო საინტერესო. -გულწრფელად გეუბნები, შენ ძალიან ნიჭიერი ხარ. ძალიან ლამაზია, მაგრამ მათ ყურადღებას არავინ აქცევს. ამ ვიტრინებისათვის კი ის ზედმეტად ფაქიზია. მტვერი ედება, ტყუილ-უბრალოდ, ამაოდ უფასურდება.
-მართალი ხარ. - ის მიამიტი არ იყო და ეს ყველაფერი ნათელი იყო მისთვის, მაგრამ ამ ყველაფრის მოსმენა მაინც უსიამოვნო აღმოჩნდა. როდესაც დარდი ერეოდა, თვალებს იატაკს არ აშორებდა. არ უნდოდა მისი სევდანარევი მზერა ვინმეს შეემჩნია.
-ნუ გამინაწყენდები. აქ ცხოვრება რთულია ნაია, ამიტომ არავინ ფიქრობს სილამაზეზე, საკუთარი სახლის კეთილმოწყობაზე.
-მესმის. ეს ყველაფერი მეც ვიცი, მაგრამ ასე გაგრძელებას აზრი არ აქვს. ჩვენ აქ ვცხოვრობთ. ნუ დარდობ, მიქაელ მე სულაც არ ვიღლები ქსოვით. მინდა, გამვლელის ყურადღება მიიქციოს. - თვალებში ჩახედა - თუნდაც, წამით გუნება გამოუკეთოს.
-მართალი ხარ, მაპატიე- სქელი, წითელი და ლურჯი ფერით მოხატული ტილო შემოსასვლელ კართან დაკიდა. მაღაზიის პატრონმა სტუმარს გაუღიმა. მისი თვალებიდანაც მძიმე გრძნობა გაქრა.
…მაღაზიაში სითბომ დაისადგურა, ყოველი კუთხე-კუნჭული შეავსო.
-მიქაელ ეს კაშნე - ყუთში დარჩენილ ფაფუკ, იისფერ კაშნზე მიუთითა - ელასთვის არის. იისფერი ნაზი ფერია. შენი დის მსგავსად ნაზი. ცივი ზამთარი გველის წინ. საჭირო ნივთია. მგონი დაბადების დღისთვისაც შესაფერი საჩუქარია.
-ძალიან გაუხარდება; მადლობელი ვარ.
-საღამო მშვიდობის - ყურადღება გაფანტულებმა ვერც შეამჩნიეს, თუ როგორ შემოვიდა მაღაზიაში კატალია. ეს ქალი აჩრდილს ჰგავდა. მან ყოველთვის იცოდა, როდის სად უნდა ყოფილიყო. ყოველითვის საჭირო დროს, საჭირო ადგილას ჩნდებოდა და ყველამ იცოდა, რომ მისი გამოჩენა ყოველთვის წინასწარ იყო დაგეგმილი. მას მუდამ ფარული განზრახვა ამოძრავებდა.
…ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, კატალიას მომავლის შეცვლაც შეეძლო. მან დიდი ხნის წინ გააცნობიერა, იპოვა პასუხი კითხვაზე, თუ რა იყო მომავალი. ყოველდღე შენდებოდა, ყოველი ქმედებით აგურს-აგური ედებოდა და ერთი გაუთვალისწინებელი მოძრაობა იყო ხანდახან საჭირო ყველაფრის შესაცლელად - ნგრევის პირას მისულის გადასარჩენად ან გამოუსწორებლად დასანგრევად, მაგრამ ის თავს უფლებას არასდროს მისცემდა შეეცვალა საკუთარი მომავალი და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა იმ სიკვდილისაკენ, რომელიც დიდი ხნის წინ დაინახა. წლების წინ დაინახა აპრილის მშვიდი საღამო. გაყინული, ცარიელი სახლი. ორანჟერიაში ყვავილებს შორის უსულოდ დავარდნილი საკუთარი სხეული. ყველა იმ ყვავილს შორის, რომლებსაც საკუთარ ცხოვრებას უძღვნიდა. ბევრი იფიქრებდა, რომ ის იყო რჩეული და ის, რომ ყოფილიყო მშობლიურ ქალაქში ბევრს შეშურდებოდა მისი შესაძლებლობის, მაგრამ ვერავინ ვერასდროს წარმოედგინა რა იყო ცხოვრება, როდესაც უხილავი არაფერი რჩებოდა და ხედავდი მხოლოდ საზარელ რეალობას, რომელშიც კარგი არ არსებობდა.
…ამ დღის დანახვის შემდეგ კატალიას საკუთარ დამპალ, ჩამომხმარ სხეულზე დარდი არ დაუწყია. მხოლოდ ერთზე დარდობდა - რომ ეს ყველა ყვავილი საზარელი სასაფლაოს ნაწილი გახდებოდა.
-საღამო მშვიდობის კატალია.
-ლამაზი ნამუშევარია - თავის ოდნავ შესამჩნევი მოძრაობით კარისაკენ მიუთითა. კატალიას დანახვდა ნაიასთვის ყოველთვის ავისმომასწავებელი იყო. ადგილზე იყინებოდა ყველა იმ სიტყვასთან ერთად, რომლის თქმას უნდოდა და ვერ ამბობდა. ატმოსფერო მძიმდებოდა.
-ნაია, ისევ ჩემს სიტყვებზე ფიქრობ?
-დიახ. - პასუხი ხმადაბლა გასცა და მის სიმშვიდეში ისევ ცეცხლი, დამწვარი ხეები და ჩახუთული ჰაერი შემოიჭრა.
-არ აიკვიატო. მომავალი უცნაური რამ არის. მუდმივად იცვლება. ჩემი ხედვებიც ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგოა. ნუ შეგეშინდება - ეს სიტყვები გულწრფელი არ ყოფილა. კატალია ყოველთვის არჩევდა იმ ხედვებს, რომლებიც შეიძლებოდა მომხდარიყო, იმ ხედვებისგან, რომლებიც უყვებოდა, თუ რა მოხდებოდა აუცილებლად. მან კი იცოდა, რომ ერთ დღეს ტბასთან ხანძარი აუცილებლად გაჩნდებოდა, მაგრამ სულაც არ იყო საჭირო ეს სხვას სცოდნოდა, ამიტომ ცრუობდა. კატალია შიშისფერი თვალებით ელას უყურებდა და ცრუობდა.
-ალბათ, მართალი ხართ. - კატალია ასაკით ნაიაზე უფროსი იყო, ამიტომ მისი ყოველი სიტყვა მოზომილი იყო. ასეც, რომ არ ყოფილიყო, რატომღაც ნაია ფიქრობდა, რომ თუ კატალიას მოწიწებით არ მოეპყრობოდა, ბედის რისხვა არ აცდებოდა.
-დროებით მიქაელ. - ნაია წასასვლელად მოემზადა.
-დროებით. -გაუღიმა მიქაელმა
-შეხვედრამდე ნაია - გაუღიმა კატალიამაც
-მიქაელ, ამინდი ფუჭდება. ეს მოსავალზეც ისახება. ძალიან გთხოვ ყველას მოუწოდე, რაც შეიძლება სწორად გაანაწილოს. წელს ზამთარი ჩვეულზე რთული იქნება.
-კარგით.
-ელა, თავს როგორ გრძნობს?- მისი ჩვეული ხმა შედარებით აღელვებული ჩანდა.
-კარგად.
-საჩუქარი მოეწონა?
-კი, მადლობა შემოგითვალათ.
-ძალიან მიხარია.
-ძალიან მერიდება, მაგრამ შეგიძლიათ ელიაზარს თხოვოთ მამასთვის ახალი ნაყენი დაამზადოს?
-აუცილებლად გადავცემ.
-ეს ერთადერთია, რაც იმედს მაძლევს.
-კიდევ რაიმე ხო არ გადავცე? - კითხვა ორაზროვანი იყო.
მიქაელი დაფიქრდა, მაგრამ თხოვნა ვერ გაბედა. გაუღიმა და უარის ნიშნად თავი დაუქნია. მისი მცდელობა დაემალა უხერხულობა უშედეგო იყო.
კატალია წავიდა.
…დღე მოკლე აღმოჩნდა. მალე მოსაღამოვდა. მაღაზია ჩაკეტა. სახლისაკენ მიმავალ ბილიკს დაადგა.
ნაბიჯით გაეშურა. ხელში ელას საჩუქარი ეჭირა. კვირა დღე ჩვეულად მშვიდი იყო. ამ ქუჩებში მუდამ სიჩუმე სუფევდა. ხანდახან, მიქაელი ფიქრობდა, როგორი იქნებოდა ეს ქუჩები ხახლით სავსე. ალბათ, კუთხეში დაჯდებოდა და შეხედავდა, როგორ გადი-გამოდის ხალხი. ყველას თავისი საფიქრალი ექნებოდა
გზაში მისი სახლიდან მომავალ რაისას გადაეყარა:
-ვახშამი მზად არის… - მოვალეობის მოხდის მიზნით, ყოველგვარი თავაზიანობის გარეშე უთხრა გზაში შემთვევით შემხვედრს. მიქაელმა თავი თავაზიანად დაუკრა. იცოდა, რომ
ერთმანეთს დაშორდნენ. რაისას სილუეტი უკუნითში დაიკარგა.
გაბრიელი დანაღვლიანებული ჩანდა, ცარიელ მაგიდასთან იჯდა და თვითონაც არ იცოდა ვის ელოდა:
-მამა, თავს როგორ გრძნობ?
-კარგად…
-მამა ელა სად არის?
-ელა?...
-ხო, მამა ელა - ცრემლი ერეოდა, როდესაც საკუთარ მამას შვილის სახელი ავიწყდებოდა. გაბრიელმა ხელის მტევანს დახედა. ჯერ კიდევ მოუშუშებელ ჭრილობას დააკვირდა : “მიქაელი” “ელა” სახელები ამოიკითხა, უკუნითში სინათლის სხივები შემოიჭრა.
-ხო, ელას დაუძახე. ოთახში უნდა იყოს.
ელა დათქმულ დროს ყოველთვის მზად იყო. არასდროს აგვიანებდა. კატალიას სახე გაახსენდა. ყველაფერი ცუდზე მიუთითებდა. კიბე სწრაფად აიარბინა. კარი ნახევრად ღია იყო.
-ელა… - შეშინებულმა დის სახელის წარმოთქვის ძალა ძლივს მოიკრიბა. მუხლებზა დაეცა, როდესაც უგონოდ დავარდნილი პატარა და დაინახა. ტკივილმა მთელ სხეულს ხელი მოკიდა და სიმძიმე, რომელიც გულიდან მოდიოდა ყელში გაეჩხირა.
ვერაფერს აკეთებდა. შეშინებული, დაბნეული უყურებდა. ის კი იწვა და კვდებოდა. ელა საკუთარი სახლის იატაკზე კვდებოდა.

***
-ელიაზარ - მიქაელის ჩახლეჩილმა, ბოხმა, სულისშემძვრელმა ღრიალმა მთელი სახლი მოიცვა, ღამის წყვდიადი გაიფანტა, სიმშვიდე დაირღვა სირბილით შევიდა მეზობლის სახლში. ოფლიანი ვერ აზროვნებდა, შეშინებული მკრთალი, ძალიან ფერმკრთალი იყო. მზერას ერთ ადგილას ვერ აჩერებდა. ეძებდა ერთადერთ ადამიანს, რომელსაც შეეძლო დახმარებოდა.
-რამე ხდება? - კატალიას არ ეძინა. მიქაელმა შეაშინა. რა თქმა უნდა, მან იცოდა რაც ხდებოდა და რაც მოხდებოდა, ეს დღე მან დიდი ხნის წინ დაინახა.
-ძალიან გთხოვ კატალია, ელიაზარი გააღვიძე…-სიტყვების წარმოთქმა უჭირდა, სუნთქვა უძნელდებოდა. -ელა… ელა ძალიან ცუდად არის. კვდება კატალია, ჩემი და კვდება - ორანჟერიის ჭიშკარს დაეყრდნო, ვერ მშვიდდებოდ, თავის გამაგრებას ცდილობდა.ელა ერთადერთი ადამიანი იყო მის ცხოვრებაში. იცოდა, რომ მამის დღეები დათვლილი იყო და მას ნელ-ნელა სიბნელე ჭამდა. შეგუებული იყო აზრს, რომ მისი სახე მამის გონებიდან მალე წაიშლებოდა, მაგრამ არასდროს წარმოედგინა ცხოვრება უმცროსი დის გარეშე, რომელიც უყვარდა, ძალიან უყვარდა.
-ახლავე მიქაელ, დამშვიდდი.
კატალია სწრაფად შევიდა ძმების ოთახში. ორივეს მშვიდად ეძინა. არც ერთს წარმოედგინა რა ხდებოდა. მათთვის ეს ღამე ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორიც სხვა დანარჩენი. ზუსტად მხოლოდ კატალიამ იცოდა, მაგრამ მაინც, იმის მიუხედავად, რომ იცოდა რა მოხდებოდა, გული ტკიოდა, მას ამ ქალაქში გული მხოლოდ ნაზ, სათუთ ელაზე შესტკიოდა.
-ელიაზარ გაიღვიძე - შუქი აანთო ოთახში, სიბნელე გაიფანტა.
-კატალია? - ელიაზარმა დის სახელი უკმაყოფილოდ წარმოთქვა, სახე საბანში დამალა.
-ელა ძალიან ცუდად არის.
-ელა? - გამოფხიზლდა ელიაზარი. მისი სხეული ფიტული იყო, დაცლილი ყველა ადამიანური გრძნობისაგან. მისთვის ეს ამბავი ჩვეულბრივი იყო, იცოდა, რომ გული ეტკინებოდა ელას რომ რაიმე მოსვლოდა, მაგრამ ვერ იგრძნობდა, ელიაზარი ვერაფერს იგრძნობდა.
-ახლავე წამოვალ.
-მიქაელი გელოდება.
…სწრაფად ჩაიცვა. ჩანთაში სხვადასხვა მცენარე ჩაყარა. ფიქრობდა, რით შეეძლო ელას დახმარებოდა და პასუხს ვერ პოულობდა. თედორეს ეძინა, არც გაუგია რა ხდებოდა, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა, ის მაინც ვერაფერს გაიგებდა.
-კატალია - ოთახის კარისაკენ მიმავალს დაუძახა.
-გისმენ - ზურგით იდგა, მისკენ არც შებრუნებულა. იცოდა რას კითხავდა და ეშინოდა, კატალიას ამ კითხვის გაგონების ყველაზე მეტად ეშინოდა.
-გემუდარები… მითხარი რა გავაკეთო, რითი დავეხმარო. - სასოწარკვეთილი იყო ელიაზარის თვალები. ელა ჯერ ასაკით თექვსმეტი წლის იყო. მის სენს ჯერ თავი არ გამოუმჟღავნებია. ის არც ყოფილა სასიკვდილო, ამიტომ წარმოდგენა არ ჰქონდა რა სჭირდა ან რით შეეძლო გადაერჩინა.
-არ ვიცი.
-გემუდარები კატალია. ვიცი, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ის ბავშვია. ვერაფერს გრძნობ?
-ელიაზარ…
-მე უნდა დავეხმარო.-განაგრძობდა ელიაზარი.
-ელიაზარ, ეს დღე ერთადერთია, რომელიც მე არ დამინახავს . - როგორც კი ეს სიტყვები ხმამაღლა წარმოთქვა, თავი გამოუსადეგარ, უსარგებლო ნივთად იგრძნო, მაგრამ ის სიმართლეს ამბობდა. ყველაფრისმნახველი ერთს მაინც ვერ ხედავდა, კატალია ელას საკუთარ ხილვებში ვერასდროს ხედავდა.
-წყეულო…- ბრაზი მოერია ძმას.
-სიმართლეს გეუბნები, მე ელას ვერ ვხედავ. გაინტერესებს რა მოხდება ელიაზარ? დღეს ელა მოკვდება.
-არა! - მუჭი მაგრად შეკრა.
-ძალიან ვწუხვარ.
-წუხხარ? - ელიაზარი ახლა მზად იყო საკუთარი და მოეკლა. სამართლე მწარე აღმოჩნდა. მისი უსულო სხეულისთვისაც კი აუტანლად მტკივნეული.
-კატალია - შორიდან გაისმა მიქაელის სუსტი ხმა. განწირული დახმარებას მუდარით ითხოვდა.
-აზრი არ აქვს შენ წასვლას ელიაზარ. - ძმისაკენ შებრუნდა. შიშისფერი თვალებით მისი მზერა მოიგერია. წამი გაიყინა, სივრცე გაიყინა, ყველაფერი გაიყინა, მომავალი აწმყოს გაუსწორდა. - ჩავალ და ყველაფერს ვეტყვი. შენ არ ხარ საჭირო.
-არა, კატალია. არ მაინტერესებს შენ რა დაინახე. -ჩანთას ხელი მოკიდა და კარისაკენ სირბილით წავიდა. კიბე სწრაფად ჩაირბინა, მიქაელს მიუახლოვდა.
-ელიაზარ, მადლობა ღმერთს… - შვებით ამოისუნთქა, როდესაც ნაცნობი სახე დაინახა.
-დროს ნუ ვკარგავთ, მიქაელ.ყველაფერს გავაკეთებ ელას დასახმარებლად.
-ელა? - მიქაელის თვალებშიც ის ნისლი გამოჩნდა, რომელსაც გაბრიელის გონებაში ღრმად გაედგა ფესვები. ისიც ნელ-ნელა სნეულდებოდა და მალე ამ დღესაც, საკუთარ დასთან ერთად დაივიწყებდა. ელიაზარი ყველაფერს უმალ მიხვდა.
-კატალია მიქაელს მიხედე, მე წავალ.
…დაღლილი, მიქაელი კიბეზე ჩამოჯდა. მას არ ახსოვდა სად იყო და რას აკეთებდა, შიში ანადგურებდა, მაგრამ ახლა ამ სიტყვის მნიშვნელობასაც კი ვერ იხსენებდა. იქნებ სულაც არ იყო მისი სენი ბოროტი, არამედ კეთილი - ის ყოველთვის დაიცავდა მიქაელს იმედგაცურებისაგან, ტკივილისაგან. მას არასდროს ეცოდინებოდა რა დაივიწყა ან ვინ დაავიწყდა, ვერ მიხვდებოდა იმ თანაგრძნობისა და სიბრალულის მიზეზს, რომლებსაც სხვის თვალებში დაინახავდა.
ელიაზარი ელას სახლისაკენ სირბილით წავიდა. მირბოდა და ეშინოდა, მაგრამ ის მომავალს არასდროს შეეგუებოდა. ეს იყო განსხვავება მასსა და კატალიას შორის. კატალია ყველაფერს დიდი ხნის წინ შეეგუა, საკუთარ სიკვდილს, ყველას სიკვდილს. შეეგუა და დამთავრდა, მისმა არსებობამ, როგორც ყველა სხვა დანარჩენმა მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ ელიაზარი სულით მებრძოლი იყო, ის საკუთარი თავის გადასარჩენად ბედს შეერკინებოდა.
…ღამე ჩვეულზე ცივი იყო. ცა გაწმენდილიყო ყველა ღრუბლისაგან. მხოლოდ მთვარე მოჩანდა. თითქოს მის დაკვალიანებას ცდილობდა, მისთვის რაღაცის თქმას ლამობდა.
არც თვითონ იცოდა რატომ, მაგრამ ეს ღამე არაჩვეულებრივი ეჩვენა. “ის დღეს მოკვდება” “შენ საჭირო არ ხარ”-ეს სიტყვები გარშემო ეხვეოდა და უკუნითში მიმავალს გზას უგრძელებდა.
კატალია, გაბრიელის სახლისაკენ მიმავალს გრძელი ვერანდიდან თვალს ადევნებდა. ხო, ის საკუთარ ძმას კიდევ ერთ სიმართლეს არ უმხელდა. ის საკუთარ ხილვებში ვერც მას ვერასდროს ხედავდა.
…-გაბრიელ ელა სად არის - ღია კარებში ხმაურით შევიდა.
-ოთახში…- გაბრიელი თვალებაცრემლიანებული იყო, დღითიდღე ჭკნებოდა მისი სახე. სევდა სახეს უჭამდა, მისი გონება იმსხვრეოდა. საწყენი იყო, რომ მთელი მისი ცოდნა გამოუსადეგარი ხდებოდა.
-ელა გესმის ჩემი?- გოგონას შუბლზე ხელი დაადო. ძალიან ცხელი იყო. მძიმედ სუნთქავდა. მარჯვენა ხელი უკანკალებდა. ეძინა და კვდებოდა, ელა მძინარე მშვიდად კვდებოდა.
მისი გამოფხიზლება სცადა. საბანში გაახვია, შუბლზე სველი ტილო დაადო. ეძახდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, არაფერი გამოსდიოდა. ტემპერატურა არ იკლებდა. მაგიდასთან მივიდა და ჩანთიდან მცენარეები გადმოყარა. წამლის მომზადებას შეუდგა, მაგრამ დრო არ ითმენდა. წამები გადიოდა, სუნთქვა უფროდაუფრო მძიმე, იშვიათი ხდებოდა, ჰაერში გაფანტული ტკივილი სივრცეში იხლართებოდა, ფანჯარასთან ახლადაყვავებული ლურჯი, ფირუზისფერი ყვავილი ჭკნებოდა.
ელიაზარი საკუთარ ხელებს უყურებდა და ვერ იჯერებდა, რომ ორივე ხელი უკანკალებდა, დამორჩილება უჭირდა. ის ვერაფერს გრძნობდა, ისევე როგორ გუშინ, მაგრამ მისი ხელები კანკალებდა, გაუჩერებლად კანკალებდა.
…მან არ იცოდა რომ ეშინოდა, მას ელას დაკარგვის ძალიან ეშინოდა.
კვლავ საკუთარ თავზე დაფიქრდა და ოცნებობდა ახლა მაინც შეძლებოდა რაიმის შეგრძნება, თუნდაც ეს ელას სიკვდილის ტკივილი ყოფილიყო.
…ელიაზარი ყველაფერს იზამდა, რომ რაიმე შეეგრძნო, მას სული სჭირდებოდა.
…ელას სხეული, სიცოცხლე სჭირდებოდა.
…მწვანე სითხე ფრთხილად დაალევინა. საათს შეხედა, დრო დაინიშნა. საათის ისარს უყურებდა, მომაკვდავს შუბლიდან ხელს არ აშორებდა. ის იწვოდა, ცეცხლში იწვოდა.
-კვდება - ამ სიტყვების წარმოთქმაც უჭირდა. სიკვდილის სუნი გაჟღენთილიყო კელდებში. მწუხარე, საკუთარ დაზე ფიქრობდა და ეზიზღებოდა, კატალია როგორც არასდროს ისე ეზიზღებოდა.
ტემპერატურამ დაკლება დაიწყო. ეს კარგის ნიშანი სულაც არ ყოფილა. მისი სხეული ცივდებოდა, ინტერვალი ყოველ ამოსუნთქვას შორის იზრდებოდა. სიჩუმეს ელას სუსტი გულისცემა არღვევდა. ყველაფერი დამთავრდა ელა მოკვდა. ისიც ნელ-ნელა უკუნითში იკარგებოდა, იკარგებოდა ხსოვნასთან ერთად, რომელიც მამისა და ძმის გონებიდან მისი გულის ცემის მსგავსად ყოველ წამს ქრებოდა.
…ხელს არ უშვებდა. გრძელ წაბლისფერ თმას უსწორებდა. სახეზე ეფერებოდა. ახლა, მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა ეტირა, დაკარგულის სახეზე ცრემლები დაეღვარა.
ხელს მის ცივ ხელს მაგრად უჭერდა.
ელა გაქრა, ელიაზარი გაქრა, ერთი გაჩნდა, მთლიანი დაიბადა.

უსახელომ თვალები გაახილა. ამ საწოლზე რამდენიმე წამის წინ ელას ცხედარი იწვა. ამ სკამზე წამების წინ ელიაზარი იჯდა და გარდაცვლილს უყურებდა. მისთვის ყველაფერი გაუგებარი იყო. არაფერი ახსოვდა, არ იცოდა ვინ იყო, მაგრამ ცოცხალი იყო და გრძნობდა, სისუსტეს გრძნობდა.
“ელა”, “ელიაზარი” ეს სახელები ნაცნობი იყო მისთვის. ის ორი იყო, ორი შეყვარებული, ერთი მკვდარი და ერთი ცოცხალი ფიტულობისათვის განწირული. ორი სხეული ერთმანეთს შეერწყა, ახალი შექმნა. ახალი, რომელიც დაშორებული ვერასდროს იარსებებდა,
მას არ ახსოვდა, მაგრამ როდესაც ელიაზარმა თვალები დახუჭა,ცრემლები წამოუვიდა. ცრემლებმა მთვარეს სინათლე მოპარა, ელას სხეულამდე მიტანა. ელას სხეული განათდა. უკანასკნელი, რაც მის გონებაში იყო სითბო, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ იგრძნო, როდესაც მხოლოდ ელიაზარი იყო.
მან ელას სიცოცხლე მისცა, ელამ ელიაზარს გრძნობები შესწირა. მათ ერთნი შექმნეს, ერთი სრულყოფილი. ის, ვისაც კატალია საკუთარ ხედვებში ყოველთვის ხედავდა, მაგრამ მან იცოდა ვინ იყო და საიდან მოდიოდა და არც ის იცოდა, რომ თუ შერწყმული გაიყოფოდა, ყველაფერი ძველ წრე-ბრუნვას დაუბრუნდებოდა.скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი ნინა

სასწაული იყო!
საშინლად მომეწონა და არ ვიცი, როგორ წერ ასე? აქამდე სად იყავი? გამორჩეული ხარ მემგონი ყველას შორის heart_eyes

 



№2  offline წევრი lukakhati

სტუმარი ნინა
სასწაული იყო!
საშინლად მომეწონა და არ ვიცი, როგორ წერ ასე? აქამდე სად იყავი? გამორჩეული ხარ მემგონი ყველას შორის heart_eyes

დიდი დიდი მადლობა <3

 



№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

რატომ ასე გაუგებრად?!

 



№4  offline წევრი lukakhati

ანი ანი
რატომ ასე გაუგებრად?!

ჟანრი მაქვს არჩეული ეგეთი ჟანრი... გაუგებრი, ჩახლართული და ბუნდობანი უნდა იყოს

 



№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ზოგადად, ვფიქრობ რომ წერისას, ყველაფრის დაწვრილებით ახსნა ნამდვილად არაა საჭირო. ზოგჯერ, მკითხველმაც უნდა დაიხმაროს ტავისი წარმოსახვა და გააზრების უნარი.
ძალიან ძალიან მაგარი ხარ <3 ვგიჟდები შენს ყველა რომანზე!

 



№6  offline წევრი lukakhati

ენ ჯეინი
ზოგადად, ვფიქრობ რომ წერისას, ყველაფრის დაწვრილებით ახსნა ნამდვილად არაა საჭირო. ზოგჯერ, მკითხველმაც უნდა დაიხმაროს ტავისი წარმოსახვა და გააზრების უნარი.
ძალიან ძალიან მაგარი ხარ <3 ვგიჟდები შენს ყველა რომანზე!

როგორ მიყვარხარ <3 <3 <3

 



№7  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ღმერთო! საოცრად მაგარი იყო!
შენს მოთხრობაში ის მომწონს რომ ვერასდროს ვერ ვიგებ რა შეიძლება მოხდეს..
წინასწარ არვიცი დანუფრო საინტერესოს ხდის!
ელაზე რამდენი მანერვიულე ნუ!
კატალია კი ძალიან საინტერესო პერსონაჟია..
ბოლოს ელიაზარი და ელა თუ ერთნი გახდებოდნენ ნამდვილად არმეგონა
ვერც წარმოვიდგენდი!
ძალიან მაგარია !
და გელოდები ისევ და ისევვ!

 



№8  offline წევრი lukakhati

LuckyGirl
ღმერთო! საოცრად მაგარი იყო!
შენს მოთხრობაში ის მომწონს რომ ვერასდროს ვერ ვიგებ რა შეიძლება მოხდეს..
წინასწარ არვიცი დანუფრო საინტერესოს ხდის!
ელაზე რამდენი მანერვიულე ნუ!
კატალია კი ძალიან საინტერესო პერსონაჟია..
ბოლოს ელიაზარი და ელა თუ ერთნი გახდებოდნენ ნამდვილად არმეგონა
ვერც წარმოვიდგენდი!
ძალიან მაგარია !
და გელოდები ისევ და ისევვ!

ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent