შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი (მეორე თავი)


17-12-2017, 23:33
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 805

Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი (მეორე თავი)

- ეს როგორ გააკეთეს, ეს როგორ გააკეთეს.... - ხმა ჩასწყდომოდა ინეს და სასოწარკვეთილი უცრემლოდ სლუკუნებდა.
- დამშვიდდი ჩემო ედემის ყვავილო - ჟურნალს უნიავებდა მარკო აკანკალებულ უფროსს.
- მოვკლავ, უთუოდ მოვკლავ მაქ წითურ კახ*ას - ყვიროდა ქალი. - სადაა ჩემი ქრისი?
- არ ვიცი საყვარელო, არ ვიცი.
- ტელეფონზე რატომ არ მპასუხობს?
- არ ვიცი ინე.
- მე ვიცი, მივლინებაშია, მაგრამ ეს მეპაფორული კითხვებია დაბნეულობით გამოწვეული. ყველას დავხოცავ! ჯერ ინას გამოვჭრი ყელს, მერე ვივიანს მივაყოლებ. რა ერთგული მონასავით უჯერებს მაგ პატარა ლაწირაკის ყველა სიტყვას, ხედავ?
- ვხედავ. დამპლები, აფთრები, საძაგლები- ილანძღებოდა მარკოც.
- მთელი შემოსავალი ხარჯებში წავა, ერთი-ორი კაპიკიღა დამრჩება ახალი რამეების შესაკერად, თან მთელი დიადი იდეები იმას შევალიე, ვივიანმა რომ მიისაკუთრა!
- ვუჩივლოთ! ფაქტები გვაქვს, რომ ჩვენია ის სამოსი. ათასობით შეკერილი ტანსაცმელი, ამ ტანსაცმლისთვის გათვლილი სხვადასხვა სახეობის ნაჭერი, ბიუჯეტის გეგმა და ა.შ. ყველაფერი გვაქვს.
- უკვე იმათაც ექნებათ.
- რა გავაკეთოთ?
- არტუროს დავურეკავ - ამოიოხრა ქალმა და ნერვიულობისგან ძალაგამოცლილი ხელით ძლის აიღო მობილური - შენ კი საქმეს დაუბრუნდი მარკო და ყველა ვალი დაითვალე, რაც გასასტუმრებელი გვაქვს.
- არის ბოს.
- არტურო, რა ჯანდაბა გავაკეთო? - ჰკითხა ინემ მამობილს.
- გაატარე - მოესმა მოულოდნელი პასუხი. - ელოდება, შენს საპასუხო გასროლას და შემდეგი ნაბიჯებიც გათვლილი აქვს. ინა პატარაა, თუმცა ძალიან ეშმაკი, მაგრამ თუ არაფერს იზამ, ისიც ხელფეხშეკრული იჯდება.
- ნუ იჯდება ხელფეხშეკრული! სამაგიეროს გადახდა ისე მინდა, ორი დღეც რომ მოვიცადო, ალბათ მოვკვდები.
- არ მოკვდები. თუ გინდა, დასასვენებლად წადი სადმე, ცოტათი მოდუნდი. მთელი 2 წელი მაგ გოგოსთან შეუსვენებელ ბრძოლაში გაქვს გატარებული, დასვენებას იმსახურებ.
- შენ მთელი ცხოვრებაა, რაც მაგის ოჯახს ებრძვი, მემგონი შენ უფრო უნდა გადიოდე პესნსიაზე.
- პენსიისთვის ჯერ ახალგაზრდა ვარ. 60 წლის კაცი ძალიან დიდი გგონია? - უსაყვაედურა არტურომ - როცა გავჩნდი, მამაჩემი სამოცის იყო და ყველა იმას ეჩხუბებოდა, ჯერ რა გეჩქარებოდა ბავშვიო.
- ვერ გამართობ, ზედმეტად ცუდ ხასიათზე ვარ.
- არადა, იმედი მქონდა, გაგაცინებდი.
- საშინელება იყო - ასლუკუნდა ინე. - დღეს საღამოს, კობრას გამართულ წვეულებაზე ვიყავი, ცოტა ხალხი მოვიდა, რადგან ყველა ვივიანის მოულოდნელად გამართულ ჩვენებაზე გავარდა. პირდაპირ ეთერში გადმოსცემდნენ და უეცრად, ჩემი ტანსაცმელი დავინახე. საოცრად ლამაზი, მუქი ლურჯი კაბა მაცვია და ისიც არ დამცალდა, ყველასთვის თავი მომეწონებინა, კუჭი კი შიმშილისგან მიხმება.
- ნეტა მანდ ვიყო - დანანებით გააქნია თავი კაცმა - ქრისტიანო სადაა?
- ქრისტიანოს ჩემ დასამშვიდებლად არ სცალია, მივლინებითაა სამდღიან ბრიფინგზე წასული. მემგონი, ჯერ არც იცის, რეები მოხდა. საქმეზე როცაა წასული, გარესამყაროს სწყდება ხოლმე.
- მოვალ და ყველაფერი დავალაგოთ.
- არ გინდა. მეთვითონ წავალ სახლში, ვიფიქრებ და რამე იდეალური გეგმა მომივა თავში. - დაამშვიდა ინემ, შავი სათვალე გაიკეთა, თავზეც უზარმაზარი ქუდი ჩამოიმხო იმ იმედით, რომ გარეთ გასულს, ჟურნალისტები ცრემლის ნაკვალევს ვერ შეუმჩნევდნენ.
- რატომ გადაიდო თქვენი ჩვენება?
- რამით ხომ არაა ეს დაკავშირებული „ვივისთან“?
- თქვენ წარმოუდგენელი სისწრაფით მიიწევდით მაღალი მოდის ინდუსტრიის საფეხურებზე, რამ შეაჩერა ეს განვითარება? - ესმოდა ყველა მხრიდან ჩამჭრელი კითხვები და დიდი მონდომებით აპობდა ჟურნალისტებით გადაჭედილ გზას, რომ თავის მანქანამდე მისულიყო.
სახლში მისულმა, ტელევიზორი ჩართო. ყველა მხრიდან ვივიანისა და ინას თვითკმაყოფილი სახეები მოჩანდა. ინე დაფიქრდა, რატომ ხდებოდა ზოგჯერ ისე, რომ გამოუცდელი 20 წლის გოგონა იქცევდა მთელ ყურადღებას. მისი ჩაცმის სტილსა და სხეულს დააკვირდა. რა შეიძლებოდა შეექმნა ისეთი, რომ ვერავის გაეწია კონკურენცია?
და ინეს მოაფირდა.
ინა არასდროს იმოსებოდა მისი ტანსაცმლით. შარვალსა და ფეხსაცმელში ჩამალული წინდებიც კი არ ეცმოდა თუ ის ინეს შექმნილი იქნებოდა და მოულოდნელად, დიად გადაწყვეტილებამდე მივიდა: ინემ ქაღალდე ინას სხეული დახატა - მისი თმა და საოცარი ფეხები, სახის ნაქვთების გამოყვანის აღარც დრო ჰქონდა, აღარც ძალა. თავიდან, ხუთიოდე კაბით შემოსა გოგონა. სწორედ ისეთი კაბები იყო, მის გარეგნობას რომ ისე დაამშვენებდა, როგორც აქამდე არაფერი სხვა. ინას ფერების ოდნავ მუქი, ყველაზე დახვეწილი ნაზავი უხდებოდა. მაგალითად, ცისფერის მაგივრად, მუქი ლურჯი, ღაჟღაჟა წითელის მაგივრად კი შინდისფერი, ასევე ნაძვის წიწვებივით სრულყოფილი მწვანე. მთავარი ფერების იდეალურმა კომბინაციებმა ინეს საოცარი კაბები შეაქმნევინა - ახალგაზრდული, კლასიკური და თან ზედმეტად თანამედროვე. სწორედ ისეთი, მხოლოდ დაჯილდოებებისთვის ან დახურული, მაღალი საზოგადოების წვეულებებზე რომ გაიმეტებდნენ ჩასაცმელად. ყველაზე სახალისო ის იყო, რომ ეს კაბები ინაზე მეტად არავის მოუხდებოდა და ასევე, არც ინას მოუხდებოდა სხვა კაბები ამაზე მეტად.
ნახატებს სურათები გადაუღო, ყველა კაბას შესაფერისი ნაჭრის დასახელება მიუწერა. ძირითადად, მაინც ატლასი და შიფონი ჭარბობდა და მარკოს გადაუგზავნა. აღფრთოვანებული, სადიდებელი პასუხებიც მიიღო მდივნისგან.
ყველაფერი კარგად იქნებოდა!ხელის ჩაქნევის მაგიერ, როდესაც ახალ შრომას წამოიწყებდა ხოლმე, იდეალური შედეგი ყოველთვის სახეზე ჰქონდა.
მაცივრიდან ერთი ბოთლი წითელი ღვინო გამოიღო კაველოს ფირმის. რაც მართალია, მართალია, ქრისტიანოს ოჯახის ალკოჰოლი მუდამ ლიდერობდა.
* * *

ინა ღვინის სავარჭრო ცენტრში მიაბიჯებდა და გაოგნებით შესცქეროდა მაღაზიების დიზაინს, რომლის მსგავსიც აქამდე არაფერი ენახა.
- ბედნიერი ვარ, რომ დრო გამონახეთ - შეეგება პირმომღიმარი სტეფანო ინას . გოგონას თვალს ვერ აშორებდა. ვერ ეჯერა, რომ სინამდვილეში იმაზე გაცილებით ლამაზი იყო, ვიდრე პროფესიონალების მიერ დამუშავებულ ჟურნალის ყდებზე.
- თქვენი აგენტი კვირაში რვაასჯერ მირეკავდა და სხვა რა გზა იყო? - გაეცინა ინას. - ცოტათი უცხოა ჩემთვის ღვინის რეკლამა.
- ჰო, ამოჩემებული ჰყავდით. მეც მიკვირდა, რატომ მაინცდამაინც ინა და ახლა მივხვდი. - ოდნავ გაეარშიყა სტეფანო. - ჩვენმა შეფმა რეკლამის ორგანიზება მთლიანად ჩვენ გადმოგვაბარა, თავად, სხვა საქმეები აქვს და ვცდილობდით, ყველაფერი საუკეთესოდ ყოფილიყო. იმ შემტხვევაში, როცა საუკეთესო მოდელს ვეძებთ რეკმამისთვის,თავადაც კარგად იცით, თქვენზე მშვენიერს ვერავის მივაკლვევდით.
- კომპლიმენტად მივიღებ - გაუღიმა ინამ და მისთვის განკუთვნილ საგრიმიეროში შევიდა, სადაც ვიზაჟისტი დახვდა და მშვენიერი მუქი ღვინისფერი კაბა მოარგო.
სცენარის მიხედვით, ავტომობილიდან ჯერ ცალი ფეხს გადმოჰყოფდა, შემდეგ მეორე და დახვეწილი სიარულის მანერით შედიოდა მაღაზიაში, სადაც ღვინის დეგუსტაცია იყო.ღვინის გრძელი, გამჭვირვალე ჭიქიდან აგემოვნებდა ნახევრადტკბილ ღვინოს, ვნებიანად ილოკავდა ტუჩებს და კმაყოფილი სახით ყიდულობდა მთელ ბოთლს. სულ ეს იყო, თუმცა ხის აქსესუარებითა და ქვევრთ მორთული მაღაზიის ვინტაჟულ დიზაინს ოსტატურად ერთვოდა წითური მზეთუნახავის მომნუსხველი მზერა და ერთიანად, არაჩვეულებრივ რეკლამას ქმნიდა.
კმაყოფილი გამოვიდა ინა მაღაზიიდან. რეკლამაში აღებული ჰონორარის გარდა, იმდენი ღვინო აჩუქეს, მთელი წელი ეყოფონა საღამოობით მის რომატიკულ განწყობას. უკვე ავტოფარეხში იყო, როდესაც შავი მანქანა გაჩერდა მის მეზობლად და ქრისტიანო კაველო გადმოვიდა.
- ინა? - იკითხა გაოგნებულმა კაცმა.
- ახლა მეც თქვენი სახელი უნდა ვთქვა? - გაეცინა ინას.
- ამდენი ღვინო? წვეულებას აწყობთ?
- არა, მაჩუქეს.
- ვინ გაჩუქათ?
- „ბრუნელოს“ რეკლამაში გადამიღეს. არ ვიცი, თუ გსმენიათ მათ ღვინოზე.
- კი, მსმენია - ღრმად ჩაისუნთქა ქრისტიანომ. - ჩემია.
- რა არის თქვენი?
- ეგ ღვინის ქარხანა.
- რაო? - თვალები მოჭუტა ინამ და მერე გაახსენა სტეფანოს ნათქვამი, რომ მათი უფროსი სხვა საქმეებზე იყო და რეკლამის ამბებს თავად უძღვებოდა - ჯანდაბა, შენ ხარ ის ტიპი? კი არადა, თქვენ ხართ?
- არ ვიცი, ვინ ტიპზეა საუბარი, მაგრამ მე ვარ აშკარად - უხერხულად ჩაახველა ქრისტიანომ.
რამდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა.
შემდეგ კი ინას ხითხითმა დააღვია დუმილი.
- რა გაცინებთ? - ჰკითხა ქრისტიანომ.
- ის, რომ გარტყმაშიც არ იყავით, რომ თქვენი აგენტი უკვე რამდენიმე კვირაა, რაც რეკლამაში გადაღებას მევედრება. იცით, რამდენი გადამიხადა თქვენმა კომპანიამ? სჯობს არ იცოდეთ... და საერთოდ, ვინ სულელი უხდის მოდელებს ამდენს? მემგონი, ფაქტობრივად, გაგაკოტრეთ.
- რატომღაც, არ მეცინება.
- სჯობს ახლა იცინოთ, თორემ თქვენი საუკეთესო მეგობარ ინესთვის რომ მოგიწევთ იმის ახსნა, რატომაა თქვენი ფირმის რეკლამაში მისი დაუძინებელი მტერი, აი მერე ვეღარ გაიცინებთ ვერასდროს.
- პატარა ბავშვს ჰგევხართ, რომელიც კმაყოფილების ნიშნად ფეხებს იატაკზე აბაკუნებს. - ჩაილაპარაკა თავის ქნევით ქრისტიანომ.
- თქვენ კაცს ჰევხართ, რომელმაც არ იცის, რომ ბავშვები იატაკზე ფეხებს მხოლოდ მაშინ აბაკუნებენ, როცა რამე უნდათ. ღმერთო, ყოველთვის გამდიოდა ხოლმე ეგეთი ბაკუნი მშობლებთან.
- არ ვიცი, ვერ ვერკვევი ბავშვების ცვალებად ხასიათებში.
- გავკადნიერდები და გირჩევთ, რომ მალე მოჰკიდოთ მეოჯახეობას ხელი, თორემ ასაკი თავისას შვრება, მერე შეიძლება, საერთოდაც დაგვიანდეთ ბავშვის ყოლა.
- თქვენი აზრით ვბერდები?
- კი, თქვენს ასაკში მამაჩემს უკვე მე ვყავდი.
- საიდან იცით ჩემი ასაკი?
- მაგას რა ცოდნა უნდა? ძალიან ადვილი ხერხებით, თქვენი პირადი ნომერი გავიგე და წლოვანება კი არა, რა უძრავი ქონებაცაა თქვენზე დარეგისტრირებული, ყველაფერი ამოაგდო. ისიც გავიგე, რომ ოცი წლის ასაკში, ვალი გქონიათ, გაგიპრობლემატურდათ და სასამართლოს გადაეცა. მართლა, ქრის? - ისე თანაგრძნობით ჰკითხა გოგონამ, ქრისტიანომ ლამის მართლა დაიჯერა მისი გულწრფელობა. მოდელის კვალობაზე, ძალიან ჭკვიანი, მოხერხებული გოგონა ჩანდა.
ქრისტიანო გაოგნებული სიცილის გარდა, ვერაფერს პასუხობდა გოგონას. მართლაც უკვირდა ინას რეაქციები, საუბრის მანერა, ხასიათის ყოველი დეტალი და გარეგნობა, რომელიც ისე ჰყინავდა, გეგონება „ტიტანიკში“ ჯეკის როლი მოირგოვო.
- ჰო, ბავშვობაში არ ვიყავი დამჯერი ბიჭი. მიხარია, რომ ჩემით დაინტერესდით, მაგრამ ეგ ყველაფერი შეგეძლოთ, უბრალოდ გეკითხათ. გაცილებით მარტივი იქნებოდა და მეც სიხარულით გიპასუხებდით.
- ეს ჩემი ინფორმაციის მხოლოდ მცირედია - თავდაჯერებულად გაეცინა ინას - არასდროს ვავლენ ხოლმე ცოდნის მაქსიმუმს და შეგიძლიათ, თქვენც მიფრთხილდეთ.
ინას სახეზე ირონიას გაემართა ვნებააშლილი ცეკვა და თვიტკმაყოფილი შეგრძნებითაც უნდა წასულიყო, ქრისტიანოს რომ არ დაეჭირა მისი მაჯა (უკვე მეორედ ამ კვირაში).
- ქალებს, რომლებიც ბევრს საუბრობენ თავინათ შესაძლებლობებზე, იმაზე ცოტა შეუძლიათ რეალურად, ვიდრე ჭიანჭველის გასრესვაა. მე ვიცი თქვენი ნამდვილი სახე, ვიცი ინეს კაბინეტიდან, რაც მოიპარეთ.
- ეს თავად ინემაც იცის და სხვათაშორის, თქვენი აზრი ჩემს შესაძლებლობებთან დაკავშირებით... - წინადადების დასრულება ვეღარ მოახერხა გოგონამ, რიგიანად გაეცინა. ფეხები დაჭიმა და ქრისტიანოს ჰკითხა: - ხომ ლამაზი ფეხები მაქვს?
- უჩემოდაც იცით პასუხი.
- ხო და, ამ ლამაზ ფეხებზე თქვენი აზრი. - თავისი მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა - შეხვედრამდე ქრისტიანო. - დაემშვიდობა კაცს.
- ლაწირაკი - სიცილით ჩაიჩურჩულა გონებაარეულმა კაცმა. - მეტისმიეტია, პირველ პაემანზე, ასე არასდროს იხიბლებიან. - უსაყვედურა საკუთარ თავს.

იმ ღამეს, უცნაური სიზმარი ესიზმრა ქრისტიანოს: დიდი, სისინა გველი პირდაპირ თვალებში უყურებდა, გველი ნელ-ნელა შეიცვალა, ქალის სხეული მიიღო მისმა ტანმა, იგივე მხოლოდ თვალები დარჩა - მზისფერი, ჟრუანტელისმომგვრელი თვალები. დაჟინებულ მზერას არ აშორებდა, ცეცხლივით წითელი, აბურდული თმა გვერდზე სისინით გადაიწია. გოგონა შიშველი იყო, მაგრამ ეს სიზმარი ნამდვილ წამებას გავდა, რადგან ქრისტიანოს მისი სხეულის დაწვრილებით დანახვის უფლება არ ჰქონია. გოგონა კი უღიმოდა, უღიმოდა ფართო და ლამაზი ღიმილით. მისი ბაგეების დანახვა ყელამდე მობჯენილ სურვილს აღძრავდა ქრისტიანოში.
- როგორ ძლიერადაც გეზიზღები, ისე ძლიერად გიზიდავს ჩემი შხამი - თქვა გოგომ და დამცინავი ხარხარი აღმოხდა.
გამოღვიძებული ქრისტიანო მთლიანად ოფლში ცურავდა. თვალები რამდენიჯერმე მოისრისა და ფანჯარა გამოაღო, რომ ჰაერი ხარბად ესუნთქა.
აი ვის ჰგავს ინა - გაიფიქრა ოდნავ შეფხიზლებულმა - გესლიან გველს.
ნეტავ რატომ ჩაჰყვა სიზმარში მასზე ფიქრი? ფაქტია, რომ გოგონა მხოლოდ გარეგნობით იზიდავდა, ხასიათი კი სრულიად შეუცნობადი ჰქონდა. ეს აშკარა იყო, პირველივე დიალოგისას გამოიკვეთა, რომ ვერასდროს გათვლიდი რისი თქმა უნდოდა ან თავისი სიტყვებით, რას მიანიშნებდა. ინას მსგავსი ქალები არასდროს მოსწონდა. მანდილოსანში ისედაც იზიდავდა იდუმალება, მაგრამ ამ იდუმალების სააშკარაოზე გამოტანაც ხშირად სჩვეოდა. თუმცა ინა ზედმეტად არაპროგნოზირებადი იყო და ამიტომ არ მოსწონდა. თან, ინეს დაუძინებელ მოქიშპედ ითვლებოდა და ქრისტიანო ყველას მიმართ მტრულად იყო განწყობილი, ვინც მის ოჯახის წევს შეეხებოდა (ოცწლიანი მეგობარი ხომ ოჯახის ტოლ-ფასი იყო).
ყელი საშნლად უშრებოდა და საძინებლიდან სამზარეულოში გადაინაცვლა წყლის დასალევად. სინათლე ანთებული დახვდა, ვიღაც მსუნაგი კი მაცივართან იჯდა და მისი საჭმლის მარაგს ანადგურებდა.
- აი რატომ ქრება საღამოს ნაყიდი საჭმელი ყოველ დილას - ჩაახველა ქრისტიანომ სიცილით და ლამაზ, შავგვრემან ქალს გვერდზე მიუჯდა.
- არ ვიცი რა მჭირს ქრის, ამ ბოლო დროს, სულ ვჭამ. განსაკუთრებით ღამე, შემდეგ კი მთელი დღე ძილი მინდება - ინემ შეწუხებული სახით გახედა ქრისტიანოს და თან ქათმის ბარკლისთვის მუსრის გავლება განაგრძო.
- დაიღალე და იმიტომ, ან კიდევ ორსულად ხარ
ინემ თვალები გადაატრიალა და ქრისტიანოს დაეჯღანა.
- საჭმლით ან მხოლოდ უნიტაზით თუ ფეხმძიმდებიან, შეიძლება.
- მაშინ გადაიღალე. ისე, დაორსულებაზე გამახსენდა, ახალი ურთიერთობები არ გაწყენდა - ქრისტიანოს ხმაში ბავშვობის წლებიდან შემორჩენილი მზრუნველი ტონი შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც იკვეთებოდა.
- ბოლოს პაემანზე რომ ვიყავი, ისე მოვაბეზრე იმ კაცს კარიერაზე ლაპარაკით თავი, რომ ჩემი დანახვაც აღარ უნდა - სევდიანად გააქნია ქალმა თავი - თუმცა არაფერია, მაინც არ მომწონდა, დიდი ცხვირი ჰქონდა და ბავშვებიც დიდცხვირიანები გვეყოლებოდა. - სხვისი გარეგნობის გაკილვით გაამართლა საკუთარი ცუდი ხასიათი.
- ცოტა ხნით უნდა მოშორდე სამსახურს, ქალაქგარეთ წადი და დაისვენე. შენ საქმეს მე მივხედავ, რასაც ვერ მივხედავ ის შეგიძლია ინტერნეტით აკონტროლო, მადლობა ღმერთს, რომ ამის საშუალება მაინც გვაქვს.
- კი მაგრამ - რაღაცის თმა უნდოდა ინეს, მაგრამ ქრისტიანომ პირზე ხელი ააფარა და კვლავ თვითონ განაგრძო საუბარი:
- დღესვე ჩაალაგე ბარგი და წადი ამ დაწყევლილი ქალაქიდან, ახლა თუ დარჩები, მთელი ცხოვრება რობოტად ყოფნა მოგიწევს. მე დავრჩი თავის დროზე, როცა ცოტა ხნით წასვლის შანსი მქონდა, ახლა კი შემომხედე რას ვგავარ.
ინემ კაცი შეათვალიერა, მისი ხელი პირიდან ჩამოიხსნა და შველის თვალები მის ლამაზ სახეს მიაპყრო.
- რას ჰგევხარ და საოცნებო პრინცს .
ქრისტიანოს სახე გაებადრა, მის ფიქრებში თავდაჯერებულობის ნოტებმა კიდევ რამდენჯერმე გაირბინეს. ინე კი ცოტა ხანს ისევ ფიქრობდა, რომ ღირდა რაღაც ახალისთვის ბრძოლა. ამ ბოლო დროს, უსიამოვნობის გაუგებარი შეგრძნება პატარა ნაკლივით უღიტინებდა ხოლე და ალბათ ამ პატარა ნაკლის სახელიც კარგად იცოდა - ის ინა იყო. ინას სახელი და მისი არსებობა, სრული ბედნიერების ჟამსაც პატარა ორმოს ჰგავდა, რომელიც ყველაფერ სასიხარულოს ისრუტავდა თავის ხვრელში.
ინემ ქრისტიანოს თავი მხარზე დაადო და ხმადაბლა ამოილუღლუღა
- წავალ, მაგრამ ჩემი ჩვენების შემდეგ. სულ მალე იქნება, რამდენიმე დღეში და იქიდან, ეგრევე გავეშურები.
- პირობას მაძლევ?
- პირობას გაძლევ - ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.

* * *
ინეს გამართულმა ჩვენებამ სრული ანშლაგით ჩაიარა. უკმაყოფილო და ბრაზმორეული მხოლოდ ინა იყო. ყოველთვის, როცა ახალი მოდელი გამოვიდოდა და სერიოზული მზერით ჩაუვლიდა მაყურებელს, ჟიზელი თავის მეგობარს ეჩურჩლებოდა, რომ დროა, მოდელებმაც ისწავლონ ღიმილი.
- რა ლამაზი ფერებია არა? - ჰკიტხა ინას.
- უცნაურია, მაგრამ ინეს სამოსში შავი, თეთრი და ფერფლისფერი სჭარბობდა მუდამ. სწორედ იმითი გაითქვა სახელი, რომ ამ ფერების კომბინაციებით ყოველ ჯერზე, წინაზე განსხვავებულ კოლექციას წარადგენდა ხოლმე
- ანუ ამით რა გინდა, რომ თქვა? ვინმეს მოპარა?
- არა, ზედმეტად თავდაჯერებულია იმისთვის, რომ მოიპაროს და სხვისი გაასაღოს.
- აბა, რა ეჭვი გაქვს?
- ეგენი ჩემი ფერებია! - დაასკვა ინამ.
- კარგი ერთი - გაეცინა ჟიზელს - ფერები ვინმეს საკუთრებაა?
- ჰო და, არავის საკუთრება რომ არაა, ზუსტად მაგან უშველა. ჯიჯი, შეხედე, მაგალითად, აი ეს ტანზემომდგარი კაბა, რომელიც ამ დაკლაკნილ გოგონას აცვია - ხელი გაიშვირა მოდელისკენ.
- ჰო, მართლა რაღაცნაირი ტანი აქვს - გულმოდგინედ გაჭორა ჟიზელმაც უცნობი მოდელი.
- თითქმის ეგ სტილი მაცვია ხოლმე და იმ ფერებს მუდმივად ვხმარობ, რომლითაც კაბაა აწყობილი.
- თუ ქალი ხარ რაა, მაგდენის მოფიქრების უნარი ვის აქვს?
- ინეს - თქვა დარწმუნებით ინამ - ეს კაბები ჩემთვის იდეალურია და სწორედ მაგითი მიხდის სამაგიეროს. იცის, რომ არასდროს ჩავიცმევ მისი ფირმის სამოსს.
- კარგი სამაგიეროა.
- კარგი სამაგიერო იქნებოდა, რომ არ ჩამეშალა. ადექი ჯიჯი, შენი დახმარება დამჭირდება -
- სად მივდივართ?
- კულისებში.
- კულისებში დაცვა იდგება ინა.
- გაართობ და მე შევიპარები - ეშმაკურად აათამაშა გოგონამ წითური წარბები.
ინე კი ამ დროს, თავის გამარჯვებას მთელი სიამოვნებით ზეიმობდა, მოულოდნელად რომ ქრისტიანოს არ წაეკრა მისთვის ხელი.
- ეს ვინაა? - ანიშნა კაცმა სცენაზე გამოსულ გოგონაზე, თუმცაღა უკვე იცოდა პასუხი.
- ინა - აღმოხდა ინეს დაბნეულად. წამით, თავადაც კი აღიარა დაუძინებელი მტრის სილამაზე, როდესაც ტანზე მთლიანად მოტმასნილმა კაბამ ცხადად გამოჰყო მისი სხეულის ყველა ღირსება. ინა ალმასი იყო და ეს ყველასთვის ცხადი ხდებოდა. საჭირო თუ გახდებოდა ამის აღიარება ქრისტიანოს, ინეს და თვით არტუროსაც შეეძლო. მტრის კეთილგონიერება და ღირსება ხომ იმით ვლინდება, რომ მეტოქის სიმშვენიერის აღიარება ძალუძს.
ინას გამოსვლას ყველაზე დიდი აპლოდისმენტები მოჰყვა. ხალხი გიჟდებოდა ამ გოგონაზე და ეს აშკარა იყო.
ინე წამოდგა და თითქმის სირბილით გაიქცა დარბაზიდან.
ბრბოში ყველაზე რთულია ერთეულების შემჩნევა და ამითაც ისარგებლა ქალმა, როცა გარბოდა.
- სად ჯანდაბაში მიდიხარ? - დაედევდა ქრისტიანო.
- მართლა ჯანდაბაში მივრბივარ - თავისი მანქანის კარი გააღო ქალმა.
- ივენთის შემდეგ წასვლას რომ დამპირდი, არ ვიცოდი, თუ ეს იგულისხმებოდა.
- არც მე ვიცოდი. ზოგიერთი მოვლენა დაუგეგმავად ხდება - კანკალებდა ინე, თავს იკავებდა, რომ არ ეტირა - იმ მომენტში, როცა ვარსკვლავი უნდა ვყოფილიყავი, ჰოპ და ისევ ინა აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში. მე მაგ გოგომ დიდება მომპარა!
- მოპარული დიდების დაბრუნებაზე ადვილი არაფერია ინე, გაქცევით ვერაფერს უშველი.
- გაქცევით საკუთარ თავს ვუშველი - თქვა სასოწარკვეთილმა და მართლაც გაიქცა. скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Katie

Aurakaiaaa)))

 



№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Katie
Aurakaiaaa)))

მხიარიააა <3

 



№3 სტუმარი სტუმარი bella

dzalian dzalian magaria, ai sheudareblad kargii <3 veli shemdegs da warmatebebi aba shenici

 



№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი bella
dzalian dzalian magaria, ai sheudareblad kargii <3 veli shemdegs da warmatebebi aba shenici

უღრმესი მადლობაა <3 შემდეგი ტავიც თვალისდახამხამებაში იქნებააა heart_eyes heart_eyes

 



№5  offline მოდერი TeddyBear

ძალიან მომწონს, ინეს პერსონაჟი რატომღაც შემეცოდა ბოლო მომენტში(არადა ვერ ვიტან პერსონაჟის შეცოდებას) "მე მაგ გოგომ დიდება მომპარა" წარმოვიდგინე როგორ თქვა ეს სიტყვები და სურვილი გამიჩნდა უფრო მეტად გააძლიერო ეს ქალი.
არ მომწონს სუსტი ქალები, ინასაც და ინესაც პატარა ეშმაკისეული თვისებები აქვთ და სანამ ბოლომდე არ გამოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს ჯერ ვერ დავადგენ რომლის თაყვანისმცემელი გავხდები.
შენს ისტორიებს რომ ვკითხულობ ყოველთვის ძლიერ ქალებს ვაწყდები შიგნით და ამიტომაც ხარ ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ავტორი.
შენს ისტორიებში ჩანს სიძლიერე, სიეშმაკე, სისუსტეც... ნუ ყველაფერი რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს, არ ერიდები უხამსი ფიქრების გადმოტანას ფურცლებზე (რეალურად ადამიანებიც ხომ ასეთები ვართ), მოკლედ რომ ვთქვა რეალობასთან ახლოს ხარ, ყველაფერს გვაჩვენებ რაც ცხოვრებაში ხდება, არ ვიცი რამდენად დიდი ან მცირე დოზით გვაწვდი ამას მაგრამ...მოკლედ მაგარი ტიპი ხარ რა!
მესამე თავს ველი ^^

 



№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

TeddyBear
ძალიან მომწონს, ინეს პერსონაჟი რატომღაც შემეცოდა ბოლო მომენტში(არადა ვერ ვიტან პერსონაჟის შეცოდებას) "მე მაგ გოგომ დიდება მომპარა" წარმოვიდგინე როგორ თქვა ეს სიტყვები და სურვილი გამიჩნდა უფრო მეტად გააძლიერო ეს ქალი.
არ მომწონს სუსტი ქალები, ინასაც და ინესაც პატარა ეშმაკისეული თვისებები აქვთ და სანამ ბოლომდე არ გამოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს ჯერ ვერ დავადგენ რომლის თაყვანისმცემელი გავხდები.
შენს ისტორიებს რომ ვკითხულობ ყოველთვის ძლიერ ქალებს ვაწყდები შიგნით და ამიტომაც ხარ ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ავტორი.
შენს ისტორიებში ჩანს სიძლიერე, სიეშმაკე, სისუსტეც... ნუ ყველაფერი რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს, არ ერიდები უხამსი ფიქრების გადმოტანას ფურცლებზე (რეალურად ადამიანებიც ხომ ასეთები ვართ), მოკლედ რომ ვთქვა რეალობასთან ახლოს ხარ, ყველაფერს გვაჩვენებ რაც ცხოვრებაში ხდება, არ ვიცი რამდენად დიდი ან მცირე დოზით გვაწვდი ამას მაგრამ...მოკლედ მაგარი ტიპი ხარ რა!
მესამე თავს ველი ^^

ძალიან მიხარია, რომ მოგწონს, ზოგადად, შენი შეფასებები მიხარია ხოლმე ძალიან <3
იმედია, ბოლომდე საინტერესოდ დარცებიან შენთვის

 



№7 სტუმარი diabeti

მაოგნებ! ასეთი თ*სლი ჯერ არაფერი წამიკითხავს.
იცოდი, რომ შენზე ვგიჟდები?
მემგონი იცოდი.
ორი ტავი დაწერე ჯერ მარტო და პირველივე წინადადებიდან ისე ჩამითრია, გამოვშტერდი.

 



№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

diabeti
მაოგნებ! ასეთი თ*სლი ჯერ არაფერი წამიკითხავს.
იცოდი, რომ შენზე ვგიჟდები?
მემგონი იცოდი.
ორი ტავი დაწერე ჯერ მარტო და პირველივე წინადადებიდან ისე ჩამითრია, გამოვშტერდი.

ვაიმე, ჩემოსშაქრის დიაბეტო, დიდი მადლობა <3

 



№9  offline წევრი tatiko.1995

dzalian kargi momewona

 



№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

tatiko.1995
dzalian kargi momewona

მადლობაა :*

 



№11  offline წევრი Ancksunamun

ძალიან მაგარია.ველი შემდეგ თავს

 



№12 წევრი ტკბილიწიწაკა

როგორ მომწონა ეს ისტორია და ინა და ინეზეც ვგიჟდები! ორივე განსაკუთრებულია ჩემი აზრით და ორივე ერთმანეთზე უარესები და უკეთესები არიან! ♥♥♥ შეუდარებელი ხარ ენ ჯეინ და შემიძლია თამამად ვთქვა რომ საოცარო ისტორიები გაქვს ♥♥ ამ იატორიით კი საოცრად გამაკვირვე და დამამუნჯე! მხოლოდ ისღა დამრჩენია წარმატებები გისურვო და მოუთმენლად ველოდო ახალ თავს ♥♥♥♥

 



№13  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Ancksunamun
ძალიან მაგარია.ველი შემდეგ თავს

მალე იქნება, მალეე <3

ტკბილიწიწაკა
როგორ მომწონა ეს ისტორია და ინა და ინეზეც ვგიჟდები! ორივე განსაკუთრებულია ჩემი აზრით და ორივე ერთმანეთზე უარესები და უკეთესები არიან! ♥♥♥ შეუდარებელი ხარ ენ ჯეინ და შემიძლია თამამად ვთქვა რომ საოცარო ისტორიები გაქვს ♥♥ ამ იატორიით კი საოცრად გამაკვირვე და დამამუნჯე! მხოლოდ ისღა დამრჩენია წარმატებები გისურვო და მოუთმენლად ველოდო ახალ თავს ♥♥♥♥

უღრმესი მადლობა წიწაკუნა <3 იმედი მაქვს, ბოლომდე მოგანიჭებს ბედნიერებას ამ ისტორიის კითხვა

 



№14 სტუმარი სტუმარი KatHerin

ძალიან მომწონს, საოცარი წერის სტილი გაქვს ❤

 



№15 სტუმარი kombosto

საოცარI Iყოოოო

 



№16  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი KatHerin
ძალიან მომწონს, საოცარი წერის სტილი გაქვს ❤

მადლობა მადლობა მადლობა <3

kombosto
საოცარI Iყოოოო

გაიხარე kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent