შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შერწყმა (4)


18-12-2017, 01:55
ავტორი ანუბისი
ნანახია 81

შერწყმა (4)

-არა - თედორემ კვლავ ღრიალით გაიღვიძა. სიზმრიდან გამოფხიზლება გაუჭირდა. სინამდვილეში მისი რეალობა სიზმარი იყო, ხოლო სიზმარი ერთადერთი ხიდი, რომელიც მას რეალობასთან აკავშირებდა. ის ორ ხმელეთს შორის იყო მოქცეული, რომელსაც ხიდი აკავშირებდა. ხიდის შუაგულში იყო გაჩერებული, ხან მარჯვნივ იყურებოდა, ხან-მარცხნივ. ვერ აერჩია საით წასულიყო. ორივე იდენტური იყო. ისიც დაბნეული არც მარჯვნივ მიდიოდა, არც მარცხნივ და ხანდახან ფიქრობდა, რომ ერთი მიმართულების არჩევას უსასრულო, შავ ფსკერში გადავარდნა ერჩივნა. მაგრამ ვერ ბედავდა, სიკვდილთან შეხვედრას თედორე ვერ ბედავდა.
ძმის ღრიალი კატალიამაც გაიგონა. ის მიქაელის გვერდით კიბეზე იჯდა და სასოწარკვეთის მორევში ჩათრეულის დამშვიდებას ცდილობდა. თედორე ნელ-ნელა ეგუებოდა იმ ყველაფერს, რაც კატალიას ჯერ კიდევ წლების წინ დაენახა, როდესაც საკუთარი სენის შესახებ პირველად გაეგო. ის ძმის მიმართ სიბრალულს არ განიცდიდა. მხოლოდ ერთზე ფიქრობდა ახლა : ნიავი ჩვეულზე მძიმე იყო, ბუნებაც აღელვებული ჩანდა. ამ ქალაქში უჩვეულო, ჩვეული იყო, მაგრამ ამ საღამოს ყველაფერი სხვანაირად იყო. მთვარე სქელ შავ ღრუბლებში იმალებოდა. ქალაქის დანახვას ერიდებოდა.
-სად ვარ?
-უსაფრთხოდ ხარ
-რა მოხდა?
-არაფერი მიქაელ.
-ხო, მე მიქაელი მქვია.
-კი, შენ მიქაელი გქვია და სახლში მამა, გაბრიელი გელოდება.
მიქაელს დაავიწყდა ელა. კატალიამ არ შეახსენა, რომ მას ჰყავდა და. იქნებ ასე ჯობდა. მას არ გაახსენდებოდა და არასდროს ეცოდინება რა ანიჭებდა იმ ტკივილს, დანაკლისის შეგრძნებას, რომელსაც ახლად მოსული ნისლის მიუხედავად, მაინც იგრძნობდა.
შიშისფერი თვალები თანალმობით აევსო. მიქაელი ისეთივე რბილი იყო, როგორც წითელი, ალისფერი, გრძელტაროიანი ყვავილი, რომელსაც მისი სახელი უწოდა. ისიც გარეგნულად მასსავით ძლიერი და ამაყი იყო, მაგრამ სინამდვილეში ორივე უსუსრნი იყვნენ, დაუცველნი.
…თედორე საღ გონებას დაუბრუნდა. არ უყვარდა, როდესაც ღამე ეღვიძებოდა. ელიაზარის საწოლისაკენ გაიხედა - ცარიელი იყო, გაუშლელი.”ჯანდაბა”- თქვა უმისამართოდ და საბანში დაიმალა , სიმყუდროვის დაბრუნება სცადა.
დღევანდელი სიზმარი ასეთი იყო :
ლამაზად ჩაცმული, უზარმაზარ დარბაზში აღმოჩნდა. აქ ყველა იყო, ვისაც იცნობდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად იყო. ყველა იღიმოდა, შორიდან ბედნიერები, მშვიდები ჩანდნენ. საკუთარი დისა და ძმის სახე გაარჩია. მათკენ წასვლა გაინზრახა, მაგრამ ის მაყურებელი იყო, სურათს შორიდან უყურებდა. მოძრაობდა, მგრამ დაკარგულივით მუდამ ერთ ადგილას ბრუნდებოდა.
...ყველა ჩვეულზე აღტაცებულები იყო. დარბაზში სიმყუდროვე სუფევდა. ლამაზად იყო მორთული. გარედან ფერადი ფოიერვერკების ხმა შემოდიოდა, გაფერადებულ ცას ყველა აღელვებული უყურებდა. ცარიელ, ბნელ ღრუბლებში გაბნეული სინათლე რამდენიმე წერტილში იკვრებოდა, სხვადასხვა ფორმები იქმნებოდა, მაყურებელს ახალისებდა.
...აქ ყველა იყო მის გარდა.
ხალხში ერეოდა, მაგრამ, როდესაც მოძრაობდა იატაკს არ ეხებოდა. მას არ ესმოდა რას ლაპარაკობდნენ სხვები. ყველა ხმა მუნჯი იყო. ეს იყო სამყარო სავსე მუნჯი, ყრუ ხმებითა, სიკვდილად ქცეული სიცოცხლით.
მის გონებაში ნაცნობი მელოდია ტრიალებდა, მოსვენებას არ აძლევდა. უზარმაზარ ფანჯარას მიუახლოვდა. ნიავი, შავ, სიცოცხლეწართმეულ ფოთლებს ათამაშებდა. საკუთარ ჭკუაზე აცეკვებდა. ისინი ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას და მიჰყვებოდნენ იქ, სადაც წაიყვანდა.
თედორეს მხოლოდ მათი განწირული ხმა ესმოდა. ისინი დახმარებას თხოვდნენ, განთავისუფლება, საკუთარ გზას დადგომა ეწადათ. მათი ხმა სულ უფროდაუფრო გაუგებარი ხდებოდა. უახლოვდებოდა. ფანჯარას ხელით შეეხო, როდესაც შორიდან მომავალი საზარელი ხმა გაიგონა. ყველა ფანჯარა ერთიანად დაიმსხვრა. ნამსხვრევები გაიფანტა, სინათლე ჩაქვრა. ფოთლები რიგ-რიგობით შემოფრინდნენ, ყველას გარშემო შემოეხვივნენ. ფეხზე მხოლოდ თედორე დარჩა. ახლა ნათლად არჩევდა მათ ხმას. ისინი მღეროდნენ და ეს ხმებში გაშლილი მელოდია ნაცნობი იყო მისთვის. იცოდა ეს სიკვდილის სიმღერა იყო და ევედრებოდა, მის გარშემო მოცეკვავეებს ევედრებოდა გაჩერებულიყვნენ, მაგრამ მისი ხმა ნიავში იკარგებოდა.
იატაკზე ბზარი გაჩნდა. ყველას ეშინოდა, მაგრამ არავინ გარბოდა. გასაქცევი, თავშესაფარი ადგილი არავის ჰქონდა. შორიდან მომავალმა მიწისძვრამ შენობამდეც მოაღწია. ბიძგები ძლიერი იყო. კედლები ინგრეოდა. თედორე ერთ ადგილას გაიყინა. უფროდაუფრო მეტი ფოთლები ეხვეოდნენ მას გარშემო. მათ მიღმა სურათი უხილავი ხდებოდა. ბგერევიც იზრდებოდნენ, მძიმდებოდნენ. თედორეს ცრემლები მოსდიოდა, ყურებს ხელს ძლიერ უჭერდა, მაგრამ მას უკვე მის გონებაშ შეეღწია და ისიც ერთ-ერთი ფოთოლი იყო, რომელიც სიკვდილს ქადაგებდა.
იატაკი ნაწილებად დაიშალა, ყველა ქვევით, სიცარიელეში დაეშვა. ზევით მხოლოდ მომტირალი თეოდორი დარჩა.
...ძალიანაც უნდოდა საბანში გახვეულს დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო და მისთვის ზედმეტი მნიშვნელობა არ მიენიჭებინა, მაგრამ ძმის ცარიელ ლოგინს უყურებდა და გული ცუდს უგრძნობდა.
-რა ხდება ? - საკუთარ თავს ეკითხებოდა.
არაფერი არ ხდებოდა, არ მოხდებოდა. ყველაფერი, რასაც ის ხედავდა უკვე მრავალი წლის მომხდარი იყო, მაგრამ მისი წინათგრძნობა არ ტყუოდა. ყველაფერი კარგი უეცრად ნამსხვრევებად იქცა და ,ხო, ის მას ვეღარ ნახავდა. თედორე ელიაზარს ვეღარასდროს ნახავდა.
***
ფანჯარა ტბაზე არეკლილ მთვარის სილუეტს უყურებდა. პატარა ოთახში სიგარეტის კვამლი ყველაფერს ჭამდა.
-რა ხდება?
- დაიწყო - დას სანთებელა მიაწოდა.
-ნეტავ რა მოხდება - მოუთმენლობა ჩანდა მის ხმაში. აღტაცებული დაკვირვებით უკვე დაღლილიყო და მოუთმენლად ელოდა, როდის დაიწყებოდა
ქალაქის ბოლოს. ყველა სხვა შენობისაგან მოშორებით, ტბის მეორე ნაპირას მაღალ დანგრეულ შენობაში სამი ტყუპი და ცხოვრობდა. არავინ იცოდა ზუსტად, როდის ჩამოვიდნენ ან როგორ აღმოჩნდნენ აქ. არავინ იყო დარმწუნებული ვინ, რომელიც იყო ან ვინ იყვნენ საერთოდ. ეს ამ ქალაქის სამი აჩრდილი იყო. ქალაქში მათ სახელს არავინ ახსენებდა. ისინიც მუდამ დაუპატიჟებელი სტუმრები იყვნენ, მაგრამ ისინი სამნი იყვნენ და ძალაუფლება, რომელიც მათ გააჩნდათ იზრდებოდა.
...მათ ნახვას კატალიაც ერიდებოდა და , როდესაც მისი ხედვა მათ სახლს უახლოვდებოდა, თვალებს ხუჭავდა და თრთოდა. კატალია დების წინაშე თრთოდა.
“მეგი”,”დარინა”,”კელი”.
-საცოდაობაა - ცინიზმით იყო სავსე დარინას ქედმაღალი კილო.
-ყველაფერი ისე აღარ ხდება, როგორ უნდა ყოფილიყო - ღრმა ნაფაზი დაარტყა მეგიმ.
-შევატყობინოთ?
-დაველოდოთ. – კმაყოფილი ჩანდა კელი.
-კი, მაგრამ - მუდამ ფრთხილი დის პასუხმა გააოცა.
-არ გაინტერესებს რა მოხდება?
-საშიშია.
-უნდა დაველოდოთ - მკაცრად გაიმეორა.
სამი ტყუპი იდენტური იყო. გრძელი, ხვეული, წითური, ალისფერი თმა, რომ არა ყველა დაიჯერებდა, რომ ამ ნაზი, სიკეთით სავსე სახის მიღმა არაფერი ცუდი იმალებოდა. ისინი მუდამდ ფრთხილად იყვნენ. ერთად გარეთ არასდროს გადიოდნენ. ქალაქში მხოლოდ კატალიამ იცოდა, რომ ისინი სამნი იყვნენ, მაგრამ თქმას ვერ ბედავდა.
-კელ, ჩვენ გაგვაფრთხილეს. - მის ხმას შიში დაეტყო.
-მათი რისხვა არ აგვცდება - სწრაფად დაუმატა დარინამ.
-გეშინიათ?
ორივე გაჩუმდა კელიმ გააგრძელა :
-ჩვენ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ. მათთვის ამის ცოდნა არ არის აუცილებელი.
-არ ენდობი?
-მეგი, ჩვენ ერთმანეთის გარდა არავის უნდა ვენდოთ.
-ელიაზარს, მოიკითხავენ.
-მაგრამ ჩვენ თუ ა რგადავწყვეტთ ვერაფერს გაიგებენ.
-რა მოხდება?
-არ ვიცი, ყველაფერი შეიძება იმაზე უკეთ წარიმართოს, ვიდრე ჩვენ გვეგონა.
-ან გამოუსწორებლად განადგურდეს.
-დაველოდოთ?
-რას?
-ფოთლების ცეცხლისფრად შეღებვას.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent