შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობიდან სიყვარულამდე (სრულად)


18-12-2017, 18:31
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 3 215

მკვლელობიდან სიყვარულამდე (სრულად)

^^^
ნოემბრის სუსხით გაჟღენთილ საღამოს, წვიმიან ფანჯარასთან მაღალი სილუეტი დგას. ღია ქერა თმა ოდნავ მოუზრდია, შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაუწყვია და ინტერესით ადევნებს თვალს ფანჯრის მინაზე შემომსკდარ წვეთებს, რომლებიც გაურკვეველი მიმართულებით იკვლევენ გზას. ბავშვობის მერე შეცვლილია, თანაც ძალიან. მხოლოდ თვალებია იგივე. და შრამი შუბლზე. სხვა ყველაფერი შეცვლილი აქვს, ყველა’ფერი. მოღუშულ და გაცრეცილ ღრუბლებს თითქოსდა ყურადღებით აკვირდება, მაგრამ ფიქრებით მაინც სხვაგანაა. ბავშვობის ტრამვები ხშირად ახსენებენ თავს, არადა ბავშვობა ხომ ყველასთვის ლამაზ პერიოდთან ასოცირდება, მაგრამ იღბალით თუ ბედის ირონიით სხვაგვარ, უფრო საზარელ რეალობასაც შევასკდებით ხოლმე.

/////////////////////////
პირველად ძალიან დიდი ხნის წინ შეეხნენ ხელით. სახლში ბოლომდე გალეშილი მოვიდა მამა. მეუღლეს გაარტყა, ახლაც კარგად ახსოვს ის შეგრძნება რაც პირველად დედის სისხლის დანახვისას დაეუფლა. სულ 5 წლის იყო. სისხლი აუდუღდა, ბოღმა მოაწვა, ყელში ბურთულა გაეჩხირა, მაგრამ საკუთარ თავს ტირილის უფლება არც მაშინ მისცა და არც მის მერე. ბავშვობიდან ძლიერი იყო, სხვაგვარად ამ ყველაფერს ვერ გადაიტანდა. მეუღლის ცრემლებით დაკმაყოფილებულმა ახლა შვილის მზერას მოავლო თვალი, ბიჭი ხელით სავარძლის სახელურს მაგრად ჩაჭიდვოდა და ისედაც პატარა ტუჩებს უფრო აჭერდა ერთმანეთს. ირონიული მზერით აათვალიერა ჯერ შვილი, შემდეგ კუთხეში მიგდებული, ატირებული ცოლი და საკუთარი თავით კმაყოფილი საძინებლისკენ გაემართა. მამა წასული დაიგულა თუ არა დედას მივარდა, პატარა ხელებით ცრემლებს აშორებდა, თან სისხლის მოწმენდას ცდილობდა, ამისგან კი უარესად ატირებულმა ქალბატონმა უფრო მიიხუტა შვილი გულზე.
ის დღე მშვიდად არ დასრულებულა. რამდენიმე საათში გამოღვიძებულს მაგიდაზე გამზადებული სადილი რომ არ დახვდა, ახლა მეორედ იჯერა გული ცოლის ცემით, მაგრამ ამჯერად პატარამ ვეღარ მოითმინა, მესამედ მოქნეულ მუშტში წაწვდა და მთელი ძალით დაეკიდა ზედ, იმისთვის რომ დედას არ მოხვედროდა. განრისხებული შემობრუნდა უკან და ზიზღით სავსე თვალები მიაპყრო შვილს, გაბედეს...გაბედეს და შეეწინააღმდეგნენ. არც 5 წლის შვილი დაინდო, ხელი ძლიერად ჰკრა, იატაკზე მიაგდო და ოთახი სწრაფად დატოვა. ქალბატონი აკანკალებული უსვამდა ხელებს პატარა შვილის სახეს და ემუდარებოდა გონზემოსულიყო.
იმ ღამეს მსუბუქი ტვინის შერყევით გადაიყვანეს სავაადმყოფოში. იმ ასაკში დედა ყველაზე ძლიერი ეგონა...., მაგრამ წარმოდგენები მაშინვე ჩაეშალა, როცა ექიმ,ის კითხვას, თუ რატომ იყო ბავშვი მსგავს მდგომარეობაში, იმით გასცა პასუხი, რომ მისი შვილი თამაშის დროს უბრალოდ წაიქცა ეს პირველი იმედგაცრუება იყო რაც დედისგან მიიღო. უნდოდა ეთქვა რომ ასე არ ყოფილა, უნდოდა ყველას გაეგო რომ სახლში მოძალადე მამა ჰყავდა, რომელიც დედას ყოველ დღე სცემდა და რომელმაც საკუთარი შვილიც კი არ დაინდო. მაშინ პირველად შეზიზღდა ბავშვობა, მაშინ პირველად მოუნდა ყოფილიყო დიდი, დაეცვა დედა და დაესაჯა მამა.....

^^^
იმ ასაკში რომგეკითხათ ვინ არის მთავარი დამნაშავეო, დაუფიქრებლად მამამისზე მიგითითებდათ, მაგრამ დღეს ასე აღარ ფიქრობს. დღეს დამნაშავე მისთვის ყველაა! ირგვლივ მყოფი ხალხიც ერთნაირად დამნაშავეა ამ ამბავში.
დამნაშავეა მამამისი, რადგან ის მოძალადე იყო.
დამნაშავეა დედაც, რადგან არ ეყო გამბედაობა დაეცვა ჯერ საკუთარი თავი შემდეგ კი შვილ.
დამნაშავეა ბებიაც, რადგან ასჯერ სახლში გამოქცეული ქალიშვილი ქმართან ასმეერთედ მიატრიალა, ხალხი რას იტყვისო.
დამნაშავეა კედლის მეზობელიც, რომელსაც ყოველ საღამოს ესმოდა ქალის განწირული კივილი, მაგრამ არაფერი მოუმოქმედია, ეს ოჯახის საქმეაო.
დამნაშავეა ექიმც, რომელიც არასწორი პასუხის მიუხედავად სიმართეს მაინც მიხვდა, მაგრამ არ ჩასძიებია, პრობლემები არ მჭირდებაო.
დამნაშავეა ყველა ის, ვინც დახუჭა თვალი დანაშაულზე!!!

ახლა უკვე დიდია, ჩამოყალიბებული მამაკაცი, რომელსაც ჰყავს ცოლ-შვილი. ახლა უფრო მძაფრი პროტესტი უჩნდება საკუთარვ მშობელზე, თუ როგორ გაბედა და გაიმეტა შვილი, საკუარი სისხლი და ხორცი. ახლა უფრო მეტად უჩნდება პროტესტი, როცა ხედავს მის გრძელთმიან, ლამაზ ცოლს, როგორ შეიძლება გაიმეტო საყვარელი ქალი.ახლა ყველა ემოციას მძაფრად გრძნობს. ახლა იცის რას ნიშნავს იყოქმარი, იყო მამა და იყო კაცი.

........................................
ის საღამო პირველი იყო, როცა საკუთარ თავზე იგემა ცხოვრების სისასტიკე, მაგრამ არა უკანასკნელი. წლები გრძელდებოდა ასე. მძაფრი შეგრძნებები ეუფლებოდა როგორც კი დაბინდებას იწყებდა, იცოდა ამ დროს მამა სახლში მოვიდოდა, მოვიდოდა და ისევ ყოველღიური რუტინა დაიწყებოდა: ატირებული დედა, ერთი მშობლის გადარჩენისთვის მეორის შეჩერების მცდელობა და ბოლოს ტკივილი მის სხეულში.....
ნოემბერი იყო, 30 ნოემბერი, უკვე ციოდა, მაგრამ იმ დღეს ავის მომასწავებლად საშინელი ამინდი იყო, თითქოს წინასწარ გლოვობდა ბუნება იმას, რაც მოხდებოდა...
სავარძელში მჯდომმა, პატარა თითები კანკალით გადაისვა მკლავზე, ჯერ ისევ ეტყობოდა სილურჯეები და სისხლჩაქცევები, არადა ზუსტად იცოდა საღამს მათ კიდევ ახალი დაემატებოდა. სევდიანი მზერა მის წინ მჯდომ დედას მიაპყრო. სივრცეს გაჰყურებდა, უჩვეუო მზერა ჰქონდა, თითქოსისიც წინასწარ გრძნობდა, თითქოს წინასწარ იცოდა, წინასწარ სტკიოდა...მზერა დედის დალურჯებულ თვალზე შეაჩერა, ლურჯ გარსს გარშემო სიწითლე შემოპარვოდა და გაღიზიანებული კანი ზედაპირიდან საკმაო მანძილით ამობერილიყო..... ისე მოუნდა მისულიყო, ეკოცნა და კოცნით მოერჩინა იარები, ისევე როგორც მას დედა აკეთებდა, როცა პატარაობაში ეზოში წაქცეულ შვილს დაიგულებდა, მაგრამ უკვე დიდი ხანი იყო გასული რაც 8 წლის ბავშვს ბავვობა სრულიად დაკარგვოდა, არც ამჯერად მისცა ემოციებს უფლება გარეთ გამოსულიყო. დედასაც თითქოს დაეკარგა ყველა ის სხივი რაც მასში ასე ძალიან მოსწონდა, თითქოს უკვე ყველაფერი სულ ერთი ყოფილიყო.უკვე ცემაზეც აღარ ჰქონდა რეაქცია, თთქოს ეს შვება ყოფილიყო, თითქოს მისი უუნარობის გამო ისჯიდა თავს, მაგრამ მოქმედებას მაინც არ ცდილობდა.
კიბეებზე ნაბიჯის ხმამ შეაკრთო, კარების მიჯახუნებამ კი ადგილზე შეახტუნა. ოთახში არ იყო შემოსული, ბავშვს ცხვირი ალკოჰოლის სუნმა უკვე რომ აუწვა. გულის რევის სურვილმა შემოუტია, მაგრამ ადგილიდან ვერ გაინძრა, ისევ დედას მიაჩერდა მომლოდინე თვალებით, იქნებდა ამ საღამოს მაინც მოემოქმედებინა რამე, საკუთარი თავის ან შვილის გადასარჩენად. მაგრამ დედა ისევ დუმდა.
ჭუჭყიანი ფეხსაცმლის დანახვამ უფრო მეტად გაუმძაფრა ზიზღის გრძნობა. 8 წლის ასაკშ უკვე იმდენ ენახა, იმდენი ეტკინა, იმდენჯერ ინატრა სიკვდილი, რამდენიც ზოგს მთელი ცხოვრების მანძილზე არ განუცდია... მამას ხმა არ ამოუღია, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი უკვე ძლივსღა იდგა ფეხზე, მაგრამ სკამის ასაღებას მაინც ეყო ძალა. ხმის ამოუღებლად მოუქნია მის წინ მყოფ შვილს. მარჯვენა წარბის ზემოთ დიდი ტკივილი იგრძნო, ბლანტმა სითხემ ნელ-ნელა დაუსველა პატარა სახე და გზა ყელის მიმართულებით გაიკვალა.
შეცბა,
აეწვა,
ეტკინა,
მაგრამ ყველაზე მეტად მაინც დედის უმოქმედობა სტკენდა გულს.....

სახეგაშეშებული ქალი ჩასისხლიანებული თვალებით აკვირდებოდა შვილს. წამები დასჭირდა ყველაფრის გასააზრებლად, მერე კი თითქოს წლების დაგროვილი აუფეთქდა. შვილის ამ მდგომარეობაში დანახვამ ყველა ინსტინქტი გამოუცოცხლა, შეშლილივით მივარდა ქმარს და ყელში წაწვდა. იმ მომენტში უდიდესი სიამოვნება მიიღო როცა დაინახა, რომ დედა მისთვის იბრძოდა, რომ მისი ტკივილი მასაც სტკიოდა. სიმწრისგან დაჭყანული სახე ოდნავ გაეშალა, მოკუმული ბაგეები ერთმანეთს დააშორა და მკრთალად გაიღიმა, თითქოს დედას მადლობას უხდიდაო, აგვიანებული, თუმცა საჭირო რეაქციისთვის. ღიმილი მაშინვე გაუქრა, როდესაც მაგიდაზე დადებული დანა დედამისის მუცელში დაინახა. საზარელი სურათი დაეხატა თვალწინ. მამამ დედა მოუკლა!


^^^
-მამიკო_ოთახიდან ცისფერთვალება, პატარა გოგონა ტიტინით გამოდის და ფანჯარასთან მდგომ მამას შარვალზე ექაჩება. შავი სილუეტი მაშინვე ფხიზლდება, სწრაფად უკუაგდებს წარსულს და პატარა გოგონასკენ იხრება.
-რატომ არ სძინავს ჩემს პრინცესას?_ღიმილით სწორდება შვილის სიმაღლეზე და გრძელ თითებს ნაზად უსვამს ლამაზ სახეზე.
-დაგინახე აქ რომ იყავი. რას აკეთებ?_ინტერესით აათვალიერა ჯერ მამა, შემდეგ ფანჯრის რაფა, მისთვის საინტერესო რომ ვერაფერი ნახა ისევ მამიკოს თვალებს მიუბრუნდა.
-ვფიქრობდი მა._შვილის საუბარმა სასიამოვნო ღიმილი მოჰგვარა. სითბო ჩაეღვარა გულში, მაგრამ წამის მეასედებში უფრო შესძულდა მამამისი, როგორ შეეძლო თავის დროზე მის მიმართ ის არ ეგრძნო, რასაც ახლა თვითონ განიცდიდა ამ პატარა გოგონასადმი. როცა უფიქრდება, გონებაში სულ ორი წუთითაც რომ უშვებს იმ აქტს, რომ შეიძლება მის შვილს ვინმემ ატკინოს, ბოლომდე სიბრაზე ახრჩობს და მზადაა ნებისმიერი მიწასთან გაასწოროს მის გამო. მას კი მთავარ ტკივილს თვითონ მამა აყენებდა.....
-მოიწყინე?_სევდიანი ხმით ჰკითხა ცისერთვალებამ და ხელი მოზრდილ წვერზე ნაზად დაუსვა მამას.
ემოციებით სავსე თვალები მიაპყრო შვილს, პატარა ხელი დიდ ტორებში მოიქცია და ნაზად დაუკოცნა ყველა თითი, მერე ხელში აიტაცა და ოთახისკენ გაუყვა გზას.
-როცა შენ არსებობ მე რა მომაწყენს_დამთბარი ხმითჩაილაპარაკა, უფრო საკუთარი თავის გასაგონად და შვილი ლოგინში ჩააწვინა, შუბლზე აკოცა, სინათლე გამოურთო და ოთახი დატოვა. ისევ ფანჯარასთან დადგა, ახლაც ზუსტად ისეთი ამინდი იყო როგორც იმ საღამოს მაშინაც ნოემბერი იყო, ახლაც ნოემბერია.
ახლაც წვიმს,
გადაუღებლად წვიმს...
ნოემბრისეული სიცივეა,
ნოემბრისეულად თბილა და სცივა თბილისს...
ცაც მორიელივით იგრიხება და იწელება,
ხან იღრუბლება, ხან იფანტება.
წვიმს.
ნოემ ბრის ეულად...
გვიანი შემოდგომის სუსხი უკვე ძვალ რბილში ატანს, არ უყვარს ეს თვე, ნოემბერი ხომ მისთვის გარდაცვალებას ჰგავს.


///////////////////////////
ბუნდოვნად ახსოვს დედის გარშემო დაგროვილი სისხლი, ფორმიანი ხალხი. ზოგი პოლიციის, ზოგიც კი სასწრაფოს ქურთუკებით რომ დადიოდნენ მის სახლში, თითქოს ახლო ნაცნობები ყოფილიყვნენ.ზუსტად რა მოხდა ვერ იაზრებდა, შოკის ან ასაკის გამო. მაგრამ კარგად ახსოვს დედის უგონო სხეულის გარშემო დაგროვილი წითელი სითხე და მამამისის უემოციო სახე როდესაც ორივე ხელზე რაღაც რკინის, გაუგებარი სამაჯურით დამშვენებული გაიყვანეს ოფიცრებმა. ფეხებაკეცილი ისევ სავარძელში ჯდა და ყურადღებით ადევნებდა თვალს უცხო ხალხის მოქმედებას. შემდეგ კი ოთახში სოლიდურად ჩაცმული, მწვანეთვალება ქალბატონი შემოვიდა, თითქოს თვალებით რაღაცას ეძებდაო, ბოლოს ეს რაღაც თვითონ აღმოჩნდა. კარგად ახსოვს როგორ შეეცვალა მკაცრი სახე ქალბატონს მისი დანახვისას და როგორი სითბოთი სავსე თვალებით გამოემართა მისკენ. მანამდე ასეთი თბილი დამოკიდებულება არავისგან უგრძვნია, მათ შორის არც დედისგან, მიუხედავად იმისა რომ მის გამო ქმარს თავი შეაკლა. ნაზი ხელები მხარზე ფრთხილად მოხვია მწვანეთვალებამ პატარას და მიიხუტა. თვითონ ხმას არ იღებდა, ისევ დედის გვამს იყო მიჩერებული. სიჩუმე ქალბატონმა დაარღვია
-წამოდი გავიდეთ_ხმაც ისეთი ნაზი ჰქონდა უნებურად გაუთბა მთელი სხეული დაუხმოთ გაჰყვა ეზოში. ხის სკამზე დასხდნენ, რომელსაც პირვანდელი საღებავი დიდიხნის წინ ჰქონდა ამძვრალი და სულ გახუნებულიყო.
-შენ დაინახე რაც მოხდა?
ხმა არ ამოუღია, უბრალოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად
-მომიყვები?
-რომ მოვიდა დასალევის სუნი ჰქონდა, არაფერი თქვა, პირდაპირ სკამი მესროლა_ახლაღა სეამჩნია ქალბატონმა ბავშვის მარჯვენა წარბის ზემოთ არსებილი ჭრილობა_-ამის დანახვაზე დედამ ვერ მოითმინა, ჩემს გამო მივარდა და ახრჩობდა, მერე იმან დანა აიღო და...
ცრემლიანი, მწვანე თვალები მალევე შეიმშრალა, ჩანთიდან ხელსახოცი ამოიღო, სისხლი მოსწმინდა პატარას და ჭრილობაზე ლეიკო დააკრა, მერე კი ძლიერად მიიხუტა გულზე.
არასდროს არავინ ჩახუტებია ასე. წამებში ისეთი სითბო იგრძნო, ინატრა დედამისი იმ ოთახში უგონოდ მყოფი ქალი კი არა ეს მწვანეთვალება ყოფილიყო. ხმის ამოუღბლად აიყვანა ბავშვი ხელში და მანქანაში ჩასვა. რამდენიმე წუთში ერთ, ოდნავ ავარიულ შენობას მიადგნენ, შიგნით შესვლისთანაე სუპის უცნაური სუნი ეცა, თვალში კი ბევრი, ძალიან ბევრი ბავშვი მოხვდა, ზოგი იცინოდა, ზოგი თამაშობდა, ზოგიც კი ფანჯარასთან იდგა და ყურადღებით ადევნებდა თვალს გარემოს, თითქოს რაღაცას ელოდებოდნენ. მწვანეთვალება ერთ ქალთან მივიდა, ღაღაცას საუბრობდნენ, მერე ისევ მას მოუბრუნდა.
-ცოტახანი აქ რომ დაგტოვო წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
-მერე ვისთან უნდა ვიცხოვრო? მამასთან?_ერთიანად აიტანა შიშმა და პატარა ხელები აუკანკალდა.
-არა, არა. მასთან აღარ იქნები, ცოტახანს დაგტოვებ აქ, სულ ცოტახანს, მერე ისევ წაგიყვან.
-მპირდებ.ი?
-გპირდები!
ამის შემდეგ ოფიციალური მიღების საბუთები გააფორმეს, ფოტოც იქ გადაუღეს,სთხოვეს გაეღიმა, მაგრამ ვერ მოახერხა.
მწვანეთვალებას პირობა არ დაურღვევია, 2 დღეში დფაბრუნდა, საბუთები სწრაფად მიაჩეჩა ზედამხედველს და ბავშვს ძლიერად ჩასჭიდა ხელი, მის მერე არც გაუშვია.
მწვანეთვალება ახალგაზრდა ქვრივი იყო, რომელიც უპატრონოდ დარჩენილი ბავშვების საქმეებს აგვარებდა, თვითონ შვილი არ ჰყავდა, ქმრის სიკვდილის მერე ოჯახზე აღარც უფიქრია, მაგრამ ამ ბავშვის ნახვის მერე მიხვდა, რომ ის მისი შვილი უნდა ყოფილიყო და ამისთვის ყველაფერი გააკეთა. მწვანეთვალებას არ გასჭირვებია მისი გულის მოგება, მიუხედავად პატარას უნდობლობისა, რომელსაც მთელს მსოფლიოს უცხადებდა. მხოლოდ მწვანეთვალებასთან იყო გახსნილი, ლაღი, მხოლოდ მას ენდობოდა, მხოლოდ მასთან იღიმოდა...
წლები სასჭირდა მწვანეთვალებას რომ ბავშვისთვის ბავშვობა დაებრუნებინა. ბავშვობა რომელიც საკუთარმა მამამ წაართვა. 18 წლის ასაკში უკვე იცოდა, რომ მწვანეთვალება, ქალბატონი ნინა, მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო. ნინამაც იცოდა რომ მხოლოდ დემეტრე იყო მისი მამოძრავებელი წერტილი. დედა არასდროს დაუძახია მისთვის, არც უნდოდა. დედა მხოლოდ ერთია, და მას ის მოუკლეს, მამამ მოუკლა... 18 წლის იყო ნინას რომ უთხრა დედაჩემის მკვლელის ნახვა მინდაო, მამის კი არა, დედას მკვლელისო. შეკრთა, შუთეეშინდა, მაგრამ მის გადაწყვეტილებას პატივი სცა, სხვანაირად არც შეიძლებოდა, 18 წლის ასაკში დემეტრე უკვე ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელი ბიჭი იყო, არ ჰყვებოდა ემოციებსა და იმპულსებს ყოველთვის გააზრებულად და გონივრულად მოქმედებდა, ამიტომაც იმ ციხის მისამართი უთხრასადაც დედამისის მკვლელი იყო. წაყოლა არც უფიქრია, ეს მხოლოდ მისი საქმე იყო, რომელსაც მარტო უნდაშეხვედროდა.
ოთახში ერთი მაგიდა და ორი ერთმანეთის საპირისპიროდ მდგარი სკამი იდგა, მალევე გაიღო რკინის კარი, ბადრაგმა გაჭაღარავებული კაცი შემოიყვანა. წლების მანძილძე მის სანახავად არავინ მოსულა, შვილის დანახვას ყველაზე ნაკლებას ელოდა, თითქოს შეცბა როცა მის წინ მაღალი, მხრებგანიერი, მკაცრი ნაკვთების მქონებიჭი დაინახა, რომელიც საშინლად გავდა მის ცოლს, უფრო კი საკუთარ ახალგაზრდობას. წინ უხმოდ ჩამოუჯდა და ამაყად მიაჩერდა თვალებში, თითქოს ის არ ყოფილიყო დედამისის მკვლელი. მრავალი წელი გაატარა ციხეში დ აკიდევ მოუწევდა იქ ყოფნა, მაგრამ არასდროს უფიქრია იმაზე თუ რა პასუხს გასცემდა შვილს. დემეტრე უხმოდ იჯდა, მაგრამ ყურადღებით ადევნებდა თვალს დედამისის მკვლელის მიმიკას. წარბიც არ შეუხრია, არანაირი გრძნობა გასჩენია მის მიმართ, მხოლოდ სიძულვილი წამოიჩენდა ხოლმე თავს, მაგრამ მის დაფარვას ცდილობდა, ისევ საკუთარი თავის გამო. არადა ხშირად წარმოედგინა მათი შეხვედრა, ეგონა პასუხს მოსთხოვდა დედამისის მოკვლის გამო, მისი ცემის გამო, შუბლზე შრამის გამო...მაგრამ არა, არაფერი უთქვამს, უბრალოდ თვალებში უყურებდა და ხვდებოდა რომ ის არასდროს შეიცვლებოდა, ზოგადადაც ხომ ასეა, ადამიანები არ იცვლებიან, ისინი დროებით ირგებენ საჭირო როლს, ბოლოს კი ნამდვილ სახეს ყოველთვის ამჟღავნებენ, მაგრამ დედამისის მკვლელი მეტად მარტივი მაგალითი აღმოჩნდა, თანაც უნიჭო, დროებითაც კი ვერ შეძლო კარგი მამის როლის თამაში. რაც იყო ისევ ის დარჩა, საერთოდაც ხომ ასეა, ადამიანები არ იცვლებიან... იმ დღეს უკანასკნელად ნახა, არაფერი უთქვამს, 15 წუთი დაჟინებით უყურა თვალებში, უყურა და მიხვდა რომ ის არ შეცვლილა, ადამიანები არ იცვლებიან, მითუმეტეს მოძალადეები. უხმოდ დატოვა ციხე, მაგრამ დუმილმა ბევრ რამეს მიახვედრა. მიახვედრა რომ მისი ბრალი სულაც არ იყო დედამისის სიკვდილი, არადა წლების განმავლობაში თავს იტანჯავდა, ფიქრობდა რომ იმ ოთახში თვითონ რომ არ აღმოჩენილიყო მამა დედას არ მოუკლავდა, ახლა კი მიხვდა, რომ იმ დღს იმ ოთახში თუ არა, ეს ყველაფერი სხვა დღეს, სხვა ოთახში მოხდებოდა. იმ დღიდან 1 კვირის შემდეგ პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მამამისისთვის ერთ კრიმინალს გამოუჭრია ყელი. გვამს მოაკითხეთო უთხრეს, დაკრძალეთ მამათქვენიო...ვერ შეძლო, ან არ შეძლო, მაგრამ ფაქტია არ მისულა. ვერ მივიდოდა!

^^^
ყოველთვის რომანტიკოსი იყო დემეტრე, ალბათ ამიტომ უფრო ახრჩობდა ბრაზი მამამისის მიმართ, როგორ იმეტებდა საყვარელ ქალს, როგორ შეეძლო...25 წლის იყო პირველად და უკანასკნელად რომ შეუყვარდა დემეტრეს. თვითონაც არ ელოდა, მაგრამ თებეამ ზუსტად ის შეძლო რაც მანამდე ვერცერთმა ქალმა მოახერხა. დემეტრეს ყინულის გარსი დაადნო, გული საუთბო, თანაც ისე რომ ეს სულაც არ უცდია. ნინას მერე პირველი ქალი იყო ვინც მისი გაღიმება მოახერხა, მერე მიხვდა რომ ეს ღიმილი მოსწონდა, იმასაც მიხვდა, რომ თებეას გარეშე ვერ გაიღიმებდა, ამიტომ სხვანაირად არ გამოდიოდა, სულ მასთან უნდა ყოფილიყო. არადა არიყო ადვილი, რთული გახლდათ დემეტრესთვის ვიღაცის ნდობა, მაგრამ თებეას გულის დაპყრობა უფრო რთული აღმოჩნდა. ერთი პერიოდი ხელიც კი ჩაიქნია თებეაზე, მაგრამ ნატასთან საუბარმა სრული გარდატეხა მოახდინა მასში.
„-გეტყობა რომ ძალიან გიყვარს
-აზრი არ აქვს ცეცხლზე სიარულს, თუკი წინასწარ იცი რომ დაიწვები
-სად გაგონილა სიყვარული რომელიც არ დაგწვავს?“
დაწვა? დაწვა კი არა, ფერფლად იქცა, თებეაც აიძულა ამ ცეცხლში ჩამწვარიყო. თებეა სხვა იყო, მაგრამ დემეტრემ მაინც მოახერხა, შეუყვარდა თებეასაც, გაგიჟებით შეუყვარდა. არადა სხვა რამეზე ძალიან ძნელად შეუძლია თქვას რომ უყვარს, სულაც არაა ისეთი ოცნების მამაკაცის იდეალი როგორზეც მისი ტოლი გოგოები ოცნებობდნენ, ის სხვაა...დემეტრე სხვაა...
დემეტრე მკაცრია!
დემეტრეს ახირებული ხასიათი აქვს!
დემეტრე რასაც იტყვის ვერ გადაათქმევინებ!
დემეტრე ხანდახან ძალიან უჟმურია!
დემეტრე შეუვალი კლდესავითაა!
დემეტრე კარგი ადამიანია!
დემეტრეს ესმის მისი!
დემეტრე უბრალოდ უყვარს!!!



^^^
უკვე რამდენიმე საათი იყო გასული რაც მაღალი სილუეტი ფანჯარასთან იდგა და თბილისის ხედს უყურებდა. რამდენ რამეს იტევდა ეს პატარა ქალაქი...
ბოღმას,
შურს,
სიყვარულს,
სიხარულს,
ბედნიერებას,
მწუხარებას,
სევდას...
და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრ რამეს....
თვითონ კი დგას, ამაყად, მაინც შეუდრეკლად. ზოგადად ხომ ასეა, აქ ყველაფერი მოსულაო უთქვამთ, მოსულა კიდეც! და მაინც რა არის? ერთი არაფროთ და ამავდროულად ყველაფრით გამორჩეული ქალაქი. გათენებაც რომ სხვანაირი აქვს. უკვე თენდებოდა. მოღუშული ცას ნელ-ნელა ნათელი ფერები ემატებოდა. მისთვის საძულველი დღე ამ წელსაც გავიდა. დღე როცა დედა მოუკლეს, დღე როდესაც მამამ დედა მოუკლა. ვერ იტანს 30 ნოემბერს. არაფრის მთქმელი თარიღია, მაგრამ მისთვის ბევრ რამეს ამბობს... 'ზოგადადაც ხომ ასეა. არიან რიცხვები რომლებსაც არავინ აღნიშნავს კალენდარზე. მხოლოდ შენს გონებაში უნდა აღნიშნო და არასდროს დაივიწყო,
რომელმა დღემ,’
რომელმა რიცხვმა
რომელმა ღმერთმა შეგცვალა ასე...

მორიგი 30 ნოემბერიც გადააგორა, მხოლოდ იმ დღეს ფიქრიბდა ცხოვრების უსამართლიბაზე, მაგრამ ახლა, როდესაც საძინებლის კარი შეაღო და მძინარე, ლამაზ ცოლს დააკვირდა, მიხვდა რომ ცდებოდა, ბედნიერება არსებობს! ბედნიერება დემეტრესთვისაც არსებობს. ზოგადადაც ასეა, მთავარია გჯეროდეს, უნდა გჯეროდეს მოულოდნელი ბედნიერების, არშეიძლება ყველაფერს "სისხლის ფასი" სჭირდებოდეს, რაღაც თავისითაც მოდის, თუკი ამას იმსახურებ.
ჰოდა ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო, დემეტრეც მიხვდა რომ ვერაფერს შეცვლიდა, წარსულისა და საკუთარი თავის ჩათვლით. უბრალოდ დაიჯერებდა რომ ადამიანები ვერ გაურბიან ბედისწერას. საწოლის კიდესთან ჩამოჯდა, ცოლის ქერა თმაში გრძელი თითები ახლართა და ის შეგრძნებები დაეუფლა როგორიც პირველად... ზოგადად იშვიათადაა ასე, მხოლოდ მაშინ როცა თებეას ეხება, მაშინ გრძნობს თავს სრულფასოვან მამაკაცად. ასეცაა, ხდება ზოგჯერ, იშვიათად, მაგრამ მაინც, რომ საოცარი ტრაექტორიით იწყებას სისხლი მოძრაობას. ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ვინმეს შეეხები, ვინმე ისეთს ვინც ერთადერთია შენთვის, ერთადერთი მილიარდობით ადამიანში.
მძინარე ცოლს ფრთხილად მიუწვა გვერდით, ძლიერი მკლავები მჭიდროდ მოხვია და ბოლომდე აივსო ფილტვები მისთვის ყველაზე საყვარელი სურნელით, სინამდვილეში არაფრის სურნელი არ აქვს, სულ არაფრის, არც სუნამოსი, არც გელის, არც რაიმე სხვა საშუალების....თებეასთან სიახლოვისას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სურნელს გრძნობს, არაფრის სურნელს, რომელიც მას საერთოდ ყველაფერს აგრძნობინებს. თებეას არაფრის სურნელი უყვარს, რომელიც მისთვის ყველაფერია...

'იდეა: ყველაფრის მიუხედავად სამყაროში არის რაღაც კარგი, რისთვისაც ღირს ბრძოლა'..



ჩემო ტკბილებო!!! რომ იცოდეთ როგორ მომენატრეთ!
ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო ახალ ისტორიას ვერ ვიწყებ, არმინდა მერე გალოდინოთ, მაგრამ ისეთი იდეებიმაქვს...!
ეს კი ერთი პატარა ისტორიაა რომელიც თავში ამოფოტოს ნახვის მერე მომივიდა, იმედია მოგეწონათ, ისე მომენატრა თქვენი კომენატრები .... ველი შეფასებებსскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Ancksunamun

ძალიან მომეწონა,ძალიან heart_eyes

 



№2 სტუმარი სტუმარი bella

ver warmoidgen ra kargi xar ! :) am motxrobam uamravi emocia ertdroulad gamoiwvia chemshi :) yvelaze samwuxaro ki mainc isaa rom dzalian, zogshemtxvevashi ki zedmetad axlosackia esyovelive realobastan

 



№3  offline წევრი nini :)

რა კარგი იყოოოო... ემოციურიიი საყვარელი რაღაცნაირად და რაღაცნაირად სევდიანიც ......

 



№4  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

Ancksunamun
ძალიან მომეწონა,ძალიან heart_eyes

დიდი მადლობა❤

სტუმარი bella
ver warmoidgen ra kargi xar ! :) am motxrobam uamravi emocia ertdroulad gamoiwvia chemshi :) yvelaze samwuxaro ki mainc isaa rom dzalian, zogshemtxvevashi ki zedmetad axlosackia esyovelive realobastan

პირველრიგში დიდი მადლობა❤
კი გეთანხმები სამწუხაროდ, ძალადობა საკმაოდ არის ჩვენს ქვეყანაში????

nini :)
რა კარგი იყოოოო... ემოციურიიი საყვარელი რაღაცნაირად და რაღაცნაირად სევდიანიც ......

მადლობა დიდი❤

 




მარიამ..
საოცრება ხარ♥♥
ემოციების ქვეშ ვარ ჯერკიდევ♥♥
საყვარლობა და აი რაღაც ნაირი იყო ამოუცნობი და თან ემოციებით სავსე ♥♥
შენგან ცუდს არც ველოდი ♥
გამართლდა კიდეც და არაჩვეულებრივი იყო ♥♥♥
დიდად ვისიამოვნე და გავბედნიერდი ამ ისტორიის მერე ♥
თავად საოცრება ხარ ♥♥
ნიკის წაკითხვაც მყოფნის და უკვე ვიცი რომ რაღაც არაჩვეულებრივი მელოდება წინ!♥♥♥
რაღა მეთქმის ყველაზე კარგო♥♥
წარმატებები და გელი ახალი ისტორიით რომელიც არანაკლებ გამაოცებს ♥♥♥

 



№6  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

ტკბილიწიწაკა
მარიამ..
საოცრება ხარ♥♥
ემოციების ქვეშ ვარ ჯერკიდევ♥♥
საყვარლობა და აი რაღაც ნაირი იყო ამოუცნობი და თან ემოციებით სავსე ♥♥
შენგან ცუდს არც ველოდი ♥
გამართლდა კიდეც და არაჩვეულებრივი იყო ♥♥♥
დიდად ვისიამოვნე და გავბედნიერდი ამ ისტორიის მერე ♥
თავად საოცრება ხარ ♥♥
ნიკის წაკითხვაც მყოფნის და უკვე ვიცი რომ რაღაც არაჩვეულებრივი მელოდება წინ!♥♥♥
რაღა მეთქმის ყველაზე კარგო♥♥
წარმატებები და გელი ახალი ისტორიით რომელიც არანაკლებ გამაოცებს ♥♥♥

ჩემი ტკბილი!!!
შენ ხომ არიცი როგორ გამაბედნიერე ახლა ამ სიტყვებით, მეცხრე ცის იქით ვარ! მართლა❤
ძაან მომნატრებიხართ, ისეთ ემოციას ვიღებ ასეთი სიტყვების დროს ვერცკი აღვწერ❤
უუუდიდესი მადლობა❤ ძალიან ძალიან მიხარია რომ მოგეწონა❤❤❤❤❤❤

 



№7  offline წევრი Tskrialashvili Mariami

მარიამ როგორი საოცრება ხარ შენ იცი? უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის
და რა ტკივილის მომტანიი ესთი რეალობა ჩემთვის და ყველასთვის , რომელიც ბევრი ჩვენთაგანის გარშემო ხდება და თვალს ვხუჭავთ , თითქოს ჩვენ არ გვეხება ვერ ვხვდებით იმდენს რომ შეგვიძლია ნაწილობრივ მაინც შევცვლოთ ის "უბედურება" რასაც ოჯახური ძალადობა ქვია.
ჩვენი უბედურება ის არის რომ მარტო გაკრიტიკება შეგვიძლია, ვინ როგორია , როგორი ცხოვრებით ცხოვრობს და ა.შ

როგორ მომენატრე , ნუ იკარგებიი რაა :(( :*

 



№8  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

Tskrialashvili Mariami
მარიამ როგორი საოცრება ხარ შენ იცი? უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის
და რა ტკივილის მომტანიი ესთი რეალობა ჩემთვის და ყველასთვის , რომელიც ბევრი ჩვენთაგანის გარშემო ხდება და თვალს ვხუჭავთ , თითქოს ჩვენ არ გვეხება ვერ ვხვდებით იმდენს რომ შეგვიძლია ნაწილობრივ მაინც შევცვლოთ ის "უბედურება" რასაც ოჯახური ძალადობა ქვია.
ჩვენი უბედურება ის არის რომ მარტო გაკრიტიკება შეგვიძლია, ვინ როგორია , როგორი ცხოვრებით ცხოვრობს და ა.შ

როგორ მომენატრე , ნუ იკარგებიი რაა :(( :*

შენი კომენტარები როგორ მახარებს ხოლმე იცი? აი ძალიან ძალიან!❤
ცოტა დარჩა ფინალურებსაც მოვიშორებ და მერე თქვენივარ სულ, არმინდა დავიწყო და დიდიხანი გალოდინოთ ხოლმე, ფინალურებამდე კი ასე პატარ-პატარა ისტორიებით შემოგეჭრებით ხოლმე❤❤❤
უღრმესი მადლობა შენ ❤❤❤❤❤

 



№9  offline წევრი Tskrialashvili Mariami

Mariam Shengelia_3
Tskrialashvili Mariami
მარიამ როგორი საოცრება ხარ შენ იცი? უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის
და რა ტკივილის მომტანიი ესთი რეალობა ჩემთვის და ყველასთვის , რომელიც ბევრი ჩვენთაგანის გარშემო ხდება და თვალს ვხუჭავთ , თითქოს ჩვენ არ გვეხება ვერ ვხვდებით იმდენს რომ შეგვიძლია ნაწილობრივ მაინც შევცვლოთ ის "უბედურება" რასაც ოჯახური ძალადობა ქვია.
ჩვენი უბედურება ის არის რომ მარტო გაკრიტიკება შეგვიძლია, ვინ როგორია , როგორი ცხოვრებით ცხოვრობს და ა.შ

როგორ მომენატრე , ნუ იკარგებიი რაა :(( :*

შენი კომენტარები როგორ მახარებს ხოლმე იცი? აი ძალიან ძალიან!❤
ცოტა დარჩა ფინალურებსაც მოვიშორებ და მერე თქვენივარ სულ, არმინდა დავიწყო და დიდიხანი გალოდინოთ ხოლმე, ფინალურებამდე კი ასე პატარ-პატარა ისტორიებით შემოგეჭრებით ხოლმე❤❤❤
უღრმესი მადლობა შენ ❤❤❤❤❤


წარმატებები :*

 



№10  offline წევრი მოცინარი

ღმერთო რა კარგია <3
სამწუხარო რეალობა გქონდა ისე კარგად ისე კარგად!
კინაღამ ამატირა... :(
ვსო! ვიწყებ შენი ისტორიების კითხვას!

 



№11  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

მოცინარი
ღმერთო რა კარგია <3
სამწუხარო რეალობა გქონდა ისე კარგად ისე კარგად!
კინაღამ ამატირა... :(
ვსო! ვიწყებ შენი ისტორიების კითხვას!

დიდი მადლობა❤ ძაან მიხარია, დაიწყე და ველი შეფასებებს სულმოუთქმელად❤ მოგეწონება იმედია❤

 



№12  offline მოდერი ენემი

ძალიან კარგი ისტორიაა,
ხშირ შემთხვევაში რეალობა'ც არის,
უბრალოდ ჩვენ არ უნდა დავემსგავსოდ მათ,
არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვართ,
მთავარი ერთია "იყავი ადამიანი",
დემეტრე მამამისის საქციელების მიუხედავად,
თუ რას აკეთებდა ის,
მაინც კეთილი პიროვნებაა და სიყვარული შეუძლია.
"ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა." ასეც არის.
დემეტრეს სიყვარული ძალუძს.
საოცრება ხარ მარიამ, ნუ იკარგები რა kissing_heart

 



№13  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

ენემი
ძალიან კარგი ისტორიაა,
ხშირ შემთხვევაში რეალობა'ც არის,
უბრალოდ ჩვენ არ უნდა დავემსგავსოდ მათ,
არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვართ,
მთავარი ერთია "იყავი ადამიანი",
დემეტრე მამამისის საქციელების მიუხედავად,
თუ რას აკეთებდა ის,
მაინც კეთილი პიროვნებაა და სიყვარული შეუძლია.
"ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა." ასეც არის.
დემეტრეს სიყვარული ძალუძს.
საოცრება ხარ მარიამ, ნუ იკარგები რა kissing_heart

ძალიან ძალიან დიდი მადლობა❤ დაგიბრუნდებით მალე❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent