შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*** #1


20-12-2017, 13:29
ავტორი LaLiDze
ნანახია 370

*** #1

არვიცი ვინ ვარ.
რა შემიძლია.
რას განვიცდი.
ვერაფერს ვერ ვგრძნობ.
ვერ ვგრძნობ სიცოცხლეს.
არ ვიცი რა არის სიყვარული, ბედნიერება.
ვიცი მხოლოდ ტკივილი.
ტკივილი რომელიც მჭამს.
ტკივილი რომელიც მანადგურებს.
ტკივილი რომელიც ჩემს ცხოვრებას ერთფეროვანს ხდის.
არ ვიცი რა არის მეგობრობა.
არ ვიცი როგორია დედა, დედა-შვილური სიყვარული.
არ ვიცი როგორია მამა, მამა-შვილური სიყვარული.
ვერაფერს ვერ ვგრძნობ.
ვვარსებობ და არა ვცოცხლობ.
მხოლოდ ვვარსებობ.
მივყვები ცხოვრების დინებას.
ვმუშაობ.
ფულს ვიღებ.
ვყიდულობ სასმელს და განუსაზღვრელი რაოდენობით ვსვამ.
მეორე საღამოს ისევ ვმუშაობ.
მერე ისევ ფულს ვიღებ და ისევ განუსაზღვრელი რაოდენობით ვსვამ.
***
ცრემლები მომდის იმდენად მტკენს ჩემს ზემოთ მოქცეული მამაკაცი.
თავის დაკმაყოფილებას სცდილობს და გამოსდის კიდევაც, ჩემი ტკივილის ხარჯზე. სურვილს იკმაყოფილებს, დგება შარვალს იწევს. ზიზღიანი მზერით მიყურებს, ფულს მიგდებს და ოთახიდან გადის.
ტირილი მინდება.
სიკვდილი მინდება.
ჩემი თავი მძულს!
ასეთ სიბინძრეს რომ ვაკეთებ.
იქვე დაგდებულ მაიკას ვიცვამ, რომელიც 60% ამოღებულია, ელასტიკს რომელიც ბო*ურად არის დახეული ვიწევ, მაღალქუსლიანებს ვიცვამ და გავრბივარ.
შენობას ვტოვებ და გავრბივარ.
არვიცი სად,
მაგრამ
გავრბივარ.
ვტირივარ. არავინაა ირგვლივ.
დიდხნიანი სირბილის შემდეგ მუხლებით ვეცემი და ღრიალს ვიწყებ.
არ მინდა ასე ვხოვრობდე!.
არ მინდა ასეთი ბინძური ვიყო.
გონება მებინდება და მეღიმება.
იმედია ვერავინ ვერ მიპოვის და მოვკვდები.
წავალ.
და აღარ მომიწევს ამ სიბინძურის გაკეთება.
***
- ნეტავ როდის გამოფხიზლდება? - ვიღაცის ხმა მესმის ბუნდოვნად.
- არვიცი .
- ნეტავ რა ქვია? ეგეთ მდგომარეობაში რატომ იყო?
- დაწყნარდები თუ ჩემით დაგაწყნარო ტო! - აშკარად უყვირის.
- ჩუმად! - ახლა ვიღაც გოგოს ხმა ისსმის
თავს ძალას ვატან და ნელ-ნელა თვალებს ვახელ.
- უნდა წავიდე - დაუფიქრებლად ვიძახი და წამოდგომას ვაპირებ.
- არ შეიძლება ჯერ კიდევ ცუდად ხარ - ვიღაც გოგო მოდის.
- დიდი მადლობა დახმარებისთვის, მაგრამ მართლა უნდა წავიდე. - ვდგები. ტანზე ვიხედები და სხხვა ტანსაცმელი მაცვია.
- ცოტახანი იყავი, არ შეიძლება შენი გარეთ გასვლა თან მარტო - ვიღაც ბიჭი მეუბნება.
შავთვალება ქერა თმებით.
- კარგით, მხოლოდ რამდენიმე საათი. - "ვაფრთხილებ" და ვჯდები.
- 'თ'-თი ნუ გვესაუბრები თორემ თავი ინგა ბებო მგონია - ახლა სხხვა ბიჭი მეუბნება.
მათ ვაკვირდები.
ერთი გოგოა, და სამი ბიჭი. აქედან 2 ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით გვანან, ანუ ტყუპები არიან. მეორე კიდევ ქერა შავთვალებიანია.
- აბა?
- რა აბა? - ცივად ვპასუხობ.
- არ გვეტყვი ვინ ხარ?
მეც არ ვიცი ვინ ვარ.
რატომ ვარ?
- ჯერ თქვენ - ვუღიმი.
- მოკლედ, მე ნუცა ვარ. ეს ლუკაა (შავთვალება ქერათმინაზე მანიშნებს), ძააან სერიოზულია და მკაცრია ასე რომ მის გამოხტომებს ყურადღება არ მიაქციო. ესენი აკო და დათო არიან, ჩვენი სამეგობროს იუმორინა ნებისმიერი წლის - ეცინება
- ძეტკა ამ გვანცუკას ყურადღაბა არ მიაქციო, ახლა შენ გვითხარი.
ღრმად ვისუნთქავ ჰაერს.
ვამბობ.
- ელენე ვარ. ელენე ენუქიძე. 26 წლის - ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ. - მე... მე ... მე ბორდელში ვმუშაობ - ძლივს ვამბობს და მომღიმარი გამომეტყველება ყველას ეყინება. - ყველაზე უწმინდურს, ყველაზე წმინდა სახელი მქვია. ყველაზე ბინძურს, ყველაზე სუფთა სახელი მქვია. ჩემი თავი მეზიზღება, ისეთი ბინძური ვარ. არ ვიცი რა არის მეგობრობა სიყვარული, დედა-შვილური სიყვარული, მამა-შვილური სიყვარული, ბედნიერება. არასდროს მყოლია მეგობრები. არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი. ყოველთვის ვტიროდი. მეზიზღება ჩემი თავი. არვიცი საერთოდ რატომ დავიბადე. დედას და მამას საერთოდ არ ვაინტერესებდი და ჩემი თავი მეთვითონ გავზარდე. სკოლაში დავდიოდი. მერე ვიღაც გავიცანი და ბორდელში წამიყვანა. მეზიზღება იქაურობა. ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელი, რომლებსაც საყვარელი ადამიანის ღალატი შეუძლია, და ბორდელში მოდის ბოზებთან თავი რომ დაიკმაყოფილოს. მე ვარ "ვიღაც" რომელმაც არაფერი არ იცის. "ვიღაც" რომელიც ძალიან ღრმადაა მ**ნერში ჩაფლული და ვეღარ ამოდის. ელენე ვარ, ჩემს თავს ადამიანსაც ვეღარ ვუწოდებ. მე ვარ ელენე, რომელიც განუსაზღვრელი რაოდენობით სვამს, რომ ცოტახნით დაივიწყოს მისი აწმყო და ის ტკივილი რასაც განიცდის. არ ვიცი რა გრძნობაა როდესაც მეგობარი გყავს, როდესაც გიყვარს, როდესაც ბედნიერი ხარ. მე ვარ ელენე რომელსაც საკუთარი თავი ეზიზღება. - ვამთავრებ და იქვე მდგარ წყალს ვსვამ.
არავინ არ იღებს ხმას.
ან რა უნდა თქვან.
წინ ყველაზე ბინძური არსება უზით.
ლუკა ზიზღიანი თვალებით მიყურებს.
ტყუპები შედარებით რბილად.
აი ნუცამ კი ლამისაა იტიროს.
ვდგები.
- დიდი მადლობა დახმარებისთვის, არასდროს დავივიწყებ ამას. ჩემი წასვლის დროა. ნახვამდის.
ისე მოვდივარ, ისე ვიკეტავ კარებს რომ უკან არ ვიხედები.
ხელახლა ტირილს ვიწყებ.
მაგრამ ამჯერად ხელის ზურგით ვიწმინდავ, და იქვე ახლოს მაღაზიაში შევდივარ. არაყს ვიღებ, ვყიდულობ და გარეთ ბარდულზე ვჯდები.
სახლი მაქვს, მაგრამ ახლა იქ არ მინდა წასვლა.
ვხნი და პირდაპირ ვიყუდებ.
თავიდან ყელს მიწვავს, შემდეგ კი ტკბილდება და მთელ სხეულს ედება.
სივრცეს ვუყურებ.
ცივა.
მცივა.
თვალებს ვხუჭავ.
ისევ ვიყუდებ არაყს და ისევ ვსვამ.
ერთი ბოთლი არ მათრობს. ზოგადად მალევე არ ვთვრები.
ვიღაც უხეშად მაცლის ბოთლს და ძირს აგდებს.
ტყდება.
მე კიდევ მეშინია.
რომ იმ დღესავით ვიღაც ისევ მატკენს.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი nika14

დიანმიკურად მიყვება კითვხა <3 ძალიან სასიამოვნოა, ველლი შემდეგ თავებს (პ.ს იმედია საინტერსოდ ჩაიხლართება )

 



№2  offline წევრი LaLiDze

nika14
დიანმიკურად მიყვება კითვხა <3 ძალიან სასიამოვნოა, ველლი შემდეგ თავებს (პ.ს იმედია საინტერსოდ ჩაიხლართება )

მადლობა ნიკაა <3

 



№3 სტუმარი სტუმარი თაკო

მალე დადე რა , ძალიან საინტერესოა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent