შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულს ვერ გაექცევი! {თავი-3}


20-12-2017, 21:16
ავტორი Tamusia Egutidze
ნანახია 507

სიყვარულს ვერ გაექცევი! {თავი-3}

-დილით საბანში გახვეული ელენე მზის სხივებმა გააღვიძა გოგონა ძლივს წამოიზლაზნა, აწეწილი თმა უკან გადაიწია და ტუმბოზე დადებულ საათს დახედა.
-სამსახური! ვაიმე დამაგვიანდა! შეჰკივლა დაფეთებულმა გოგონამ და დენდარტყმულივით ფეხზე წამოვარდა წყალი სწრაფად გადაივლო და კარადაში ტანსაცმლის ქექვა დაიწყო: შავი ტოპი ამავე ფერის მაღალწელიანი შარვალი ჩაიცვა და შავი ფერის კედები ამოიცვა, შავი ელენეს საყვარელი ფერი იყო. თმა რათქმაუნდა გაშლილი ქონდა სატენიდან ტელეფონი გამოაძრო მერე მაგიდაზე მიგდებულ გასაღებს დასწვდა იქვე სკამზე დადებული შავი ზურგჩანთა აიღო და გარეთ გავარდა,
-რაქენი სამსახურში ხარ? ჰკითხა ნიტამ ელენეს და სხლიდან გამოვიდა
-არა გოგო რა სამსახური! ჩამეძინა ხო მაგარი ვარ? ირონიულად ჩაილაპარაკა გოგონამ და ტაქსის მანქანიდან გარემოს დააკვირდა, მერე კი საათს დახედა
-ვაა საღოლ! შენნაირი მეორე არ ყავს კიდე დედაშენს? ჩაიცინა ნიტამ.
-მეც ვეყოფი! გაეცინა ელენეს,
-კაი ჩემო ლამაზო წავედი მე მაგვიანდება, მერე დაგირეკავ ან გამოგივლი საღამოს გკოცნიი და წარმატებები ჩასძახა ტელეფონში ნიტამ და მერე სიგნალი გაწყდა. ელენემ კი მძღოლს გახედა და მორიდებულად უთხრა,
-თუ შეიძლება ცოტა ჩქარა ატარეთ რაა
-კარგი გოგონა მაგრამ იქნებ გეთქვა ასე სად მიიჩქარი? ჰკითხა მოხუცმა კაცმა, და ელენეს სარკეში დააკვირდა
-სამსახურში დღეს პირველი დღეა და მე დებილს ჩამეძინა! თვალები აატრიალა ელენემ მოხუცს ჩაეცინა და ფეხი გააზს მიაჭირა.
-*-*-
- კარგი კარგი დედა! გავიგე რომ დღეს არ უნდა დავაგვიანო! ამდენს თუ იყვირებ გამოცდებში ჩავიჭრები იმიტომ რომ ყურები დამიბუგდება, მერე დადეჯი და იჯუჯღუნე! თვალები აატრიალა ნიტამ და ტელეფონი გათიშა, მერე კი გზა გააგრძელა მაგრამ უცებ იგრძნო როგორ შეასკდა რააც ძლიერ სხეულს და ჩანთა ძირს დაუვარდა მერე ზემოთ აიხედა და...
-შენ? შესძახა გაკვირვებულმა,
-იქნებ წინ იყურო ხოლმე? შეუბღვირა ლუკამ და ქურთუკი გაისწორა.
-აჰ! უი მომიტევეთ! რო მასკდებოდი გამოგეხედა წინ! კიდე მე ვარ დამნაშავე?! გაცეცხლდა ნიტა და წითური თმა ყურს უკან გადაიწია
-ტელეფონზე ტლიკინს მერეც მოახერხებდი! პოზიციები არ დათმო ლუკამ
-მოკეტე თოტრემ...
-თორემ რა? ჩაეღიმა ლუკას და ნიტასთან ისე ახლოს მიიწია ლამის ცხვირებით ეხებოდნენ ერთმანეთს.
-თავიდან მომწყდი! არ დაიბნა ნიტა და თავისზე ერთი თავით მაღალ ბიჭს დაბღვერილმა ახედა,
-კარგი! კარგი მაგრამ სიარული ისწავლე! ირონიულად ჩაიქირქილა ლუკამ, გოგონას სახეზე თითები ნაზად ჩამოუსვა მერე თვალი ჩაუკრა და იქაურობას გაეცალა. ნიტა ერთხანს გაოგნებული იდგა მერე კი წარბები ისევ შეკრა
-დეგენერატი! ჩაისისინა გაბრაზებულმა ძირს დაგდებული ჩანთა აიღო და გზა განაგრძო,
-უკაცრავად! ხომ ვერ მეტყვით ბატონი ანდრეი ფიტზი სად უნდა ვნახო? სირბილით მივიდა ელენე კონსულტანტ გოგონასთან და შავ მაგიდას დაეყრდნო.
-მეხუთე სართული მარცხნივ პირველი კარი, ჩამოუყალიბა ღიმილით სასიამოვნო გარეგნობის გოგონამ და კომპიუტერში რაღაცის ძებნა გააგრძელა. კომპანია ძალიან დიდი იყო და იმდენი ხალხი ირეოდა ერთმანეთში სული შეგეხუთებოდა, კედლებზე სარეკლამო ბანერები და მოდელების ფოტოები იყო გაკრული ხალხი კი აქეთ იქით დადიოდა და ერთმანეთს რარაცეებს ავალებდა, დაბნეული ელენე ლიფტს მიუახლოვდა და შიგნით შევიდა თითი ციფრ ხუთიანს დააჭირა და მოთმინებით დაელოდა კარის ისევ გაღებას, ცოტახანში გოგონა მეხუთე სართულზე იდგა და დაბნეული აკვირდებოდა დიდ დერეფნებს.
-მარცხნივ პირველი კარი ჩაიბუტბუტა ელენემ და მარცხნივ შეუხვია, მუქ ხის კარზე მიაკაკუნა და პასუხს დაელოდა
-მობრძანდით, გაისმა კაცის ბოხი ხმა და ელენემ კარის სახელური ჩამოსწია და შიგნით შევიდა, კაბინეტში შუა ხნის სანდომიანი მამაკაცი დახვდა რომელიც გოგონას აკვირდებოდა.
-ვალერ სვანიძემ გამოგიშვა აქ ხომ? იკითხა კაცმა ღიმილით,
-დიახ უთხრა გოგონამ და თმა ყურს უკან გადაიწია.
-ძალიან კარგი! სასიამოვნოა შენი გაცნობა ელენე! მე ამ კომპანიის უფროსი ანდრეი ფიტზი გახლავართ.
-დიახ ვიცი გაუღიმა გოგონამ
-კარგი შვილო ჩამოჯექი, გაუღიმა კაცმა და სავარძელზე მიუთითა. ელენე ჩამოჯდა და ნერვიულობისგან ფრჩხილების თამაშს შეუდგა,
-ჯანდაბა! ასე გამოცდაზეც კი არ მინერვიულია! ჩაიბუტბუტა ელენემ და ანდრეის მაგიდაზე დადებულ ანგლოზის გამოსახულებიან სუვენირს მიაშტერდა,
-რამე თქვით? ჰკითხა კაცმა
-ა-არა არა არაფერი! ჩაიბუტბუტა დაბნეულმა ელენემ კაცს გახედა.
-კარგი მგონი უნდა იცოდე ეს კომპანია რა განხრითაც მუშაობს... მოკლედ ჩვენი კომპანიის სახე სხვა ქვეყანაში გაემგზავრა, ჩვენ კი ახალ გოგონას ვეძებთ შენ ერთ-ერთი კანდიდატი ხარ, ალბათ მოგეხსენება იმისთვის რომ მოდელი გახდე რაც არის საჭირო. თქვა კაცმა და თითები მაგიდაზე აათამაშა.
-დიახ ასეა! უთხრა ელენემ
-მოკლედ მოდელობისთვის ზედ გამოჭრილი კანდიდატი ხარ! ერთი საათისწინ გავუშვით კიდევ ერთი გოგონა, შენ კი ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებ რაც მოდელს უნდა ქონდეს თუ რათქმაუნდა შენც თანახმა იქნები აქ მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით დიდი სიხარულით მიგიღებთ! თქვა ანდრეიმ ღიმილით და სავარძელს მიეყრდნო.
-დიახ რათქმაუნდა თანახმა ვარ! უთხრა გოგონამ ღიმილით.
-ძალიან კარგი! მარამ როგორც ვიცი უნივერსიტეტში სწავლობ, სამსახური სწავლასთან პრობლემას არ შეგიქმნის მაგრამ რატომ გადაწყვიტე მუშაობის დაწყება? ჰკითხა კაცმა და გოგონას დააკვირდა.
-მინდა საკუთარ თავს ჩემით მივხედო და მშობლებს ტვირთი შევუმსუბუქო! თქვა გოგონამ და სავარძელს მიეყრდნო,
-შენი მშობლები ვინ არიან? ჰკითხა ინტერესით ანდრეიმ
-ილია და ნინია ლომიძეები მაგრამ დედის ნამდვილი გვარი მაწკეპლაძა ნინია მაწკეპლაძე. უთხრა ღიმილით ელენემ
-მოიცა, მოიცა, შენ ილია ლომიძის შვილი ხარ? სახეზე ღიმილი გადაეკრა ანდრეის,
-დიახ! გაეღიმა გოგონასაც
-დედაშენი და მამაშენი ჩემი მეგობრები არიან! სწორედ მათი დამსახურებაა რომ ახლა მე ჩემს მმეუღლესტან ერთად ვარ! გაეღიმა მამაკაცს
-მართლა? გაუკვირდა ელენეს
-ჰო მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ცემი და ჩემი მეუღლის ერთად ყოფნაში, მამაშენი ჩემი კურსელი იყო. უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით მერე დედაშენმაც იმ უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა სადაც ჩვენ ვსწავლობდით და შენი მშობლების ისტორიაც მაქედან იწყება. აი ჩემი და ნინას ისტორია კი შენი მშობლების წყალობით დაიწყო და გრძელდება ამდენი ხნის განმავლობაში. ღიმილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და აბრჭყვიალებული თვალები ელენეს მიანათა.
-ანუ ჩემს მშობლებს იცნობდით? თვალებზე ცრემლები მოადგა ელენეს
-კი ჩემო კარგო! მე და მამაშენი საუკეთესო მეგობრები ვიყავით, და ახლაც ვართ მას ტელეფონით ხშირად ვესაუბრები ეხლა სად არის?? იკითხა ანდრეიმ და ელენეს გახედა
-დედა და მამა უკვე სამი წელია იტალიაში არიან, ჩაილაპარაკა გოგონამ და ცრემლები მოიწმინდა.
-მაპატიე ჩემო ლამაზო გოგოვ! არ მინდოდა მეტირებინე უბრალოდ მამაშენი ჩემი საუკეთესო მეგობარია და მისი ამბავი მაინტერესებდა... დანანებით ჩაილაპარაკა ანდრეიმ და ფეხზე წამოდგა, ელენესთან მივიდა და გოგონას თმაზე მოეფერა
-მომისმინე ელენე დედაშენი და მამაშენი ორივე ძალიან კარგი ადამიანები არიან ისინი ყველაზე კეთილშობილი და კარგი ადამიანბი არიან ვისაც ვიცნობ! დარწმუნებული ვარ ისინი ბედნიერები არიან რომ შენნაირი შვილი ჰყავთ! მეც ყოველთვის მინდოდა გოგონა მყოლოდა მაგრამ სამაგიეროდ ბიჭი მყავს რომელიც ნერვების შლის მეტს არაფერს მიკეთებს გოგონაც მყავს მაგრამ ის საფრანგეთში ცხოვრობს, იქ გათხოვდა ქმარი და პატარა გოგონა ყავს ნატალი სამი წლისაა თქვა ღიმილით კაცმა და ელენესაც გამოუკეთდა განწყობა.
-მაპატიეთ არ მინდოდა მეტირა მაგრა, თავი ვერ შევიკავე დედა და მამა ძალიან მენატრებიან ჩაიბუტბუტა ელენემ და ცრემლები მოიწმინდა.
-არაუშავს ჩემო კარგო! მესმის შენი მაგრამ შენ მეორე მამაც გყავს ჩემი სახით! მამაშენი ჩემი ძმა იყო! შენ კი ჩემი ძმიშვილი გამოდიხარ! უთხრა კაცმა ელენეს და გოგონას ჩაეხუტა.
-ძალიან დიდი მადლობა ბიძია ენდრიუ გაუღიმა გოგონამ.
-არაფერს ჩემო ლამაზო გოგოგაუღიმა კაცმაც. მერე ნინასაც გაგაცნობ ჩვენ მარტოერთი თვის გვყავხარ ნანახი. ისეთი პატარა იყავი მამაშენს ეშინოდა რამე არ დაგმარნოდა და ისე სასაცილოდ იქცეოდა დედაშენი და ნინა სულ დასცინოდნენ ხოლმე გაეცინა კაცს
-და თქვენი შვილები? ჰკითხა ახლა გოგონამ
-ჩემი შვილები? ორი შვილი მყავს გოგონას ქეთა ჰქვია ბიჭს კი.....ანდრეი თქმას აპირებდა როცა ოთახში ერთი ცოტათი პუტკუნა კაცი შემოვიდა, ცისფერი თვალებით, შავი თმით, და ოდნავ მოშვებული წვერით.
-ბატონო ანდრეი! მოვედი! ოთახში სიცილით შემოვიდა კაცი და ელენე აათვალიერა.
-ელენე გაიცანი! ეს ჩვენი ფოტოგრაფია დათა თქვა ანდრეიმ და ელენეს გაუიმა,
-გოგონი! რა ლამაზი ხარ! ელენესთან მივარდა დათა და გოგონას დაეტაკა,
-მოიცა ამოასუნთქე! ელენე გვერძე გამოწია ანდრეიმ და დათას შეუბღვირა.
-წამოდი წამოდი ფოტოების გადაღებას ახლავე დავიწყებთ! თქვა დათამ გოგონელხელი ჩაავლო და ოთახიდან ისე გაათრია ელენემ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო.
-გაძლებას გისურვებ მაგის ხელში! ჩაილაპარაკა სიცილით ანდრეიმ და სამუშაო მაგიდას მიუბრუნდა.
-მოკლედ გოგონი ეს ჩემი კაბინეტია! და ძირითადად შენც აქ მოგიწევს ყოფნა, თქვა დათამ და გარდერობში ქექვა დაიწყო.
-წადი გამოიცვალე და დავიწყოთ! თქვა დათამ და გოგონას ხელში თეთრი გრძელი კაბა და ნაცრისფერი მაღალ ქუსლიანები მიაწოდა.
-კარგი ჩაიბუტბუტა დაბნეულმა ელენემ და ოთახში შევიდა, იმ დღეს ბევრი ფოტოები გადაიღეს ელენე ლამის ჭკუიდან გჰადავიდა დათა სულ ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, და ისევ ლაპარაკობდა...
-აბა ლამაზო მოგეწონა დღევანდელი ფოტოსესია? მე დემიმ შემიკლა ხელში ის ისეთი სიმპატიურია!! ძალიან სიმპატიური მაგრამ ის ფოტოებს არასდროს იღებს! არასდროს! და ამის გამო პაპარაცობაც კი დავიწყე აბუტბუტდა დათა და ჩაიქირქილა.
-დემი? ეგ ვინ არის? თვქლები გაუფართოვდა ელენეს და ნატრობდა რომ ის დემიანი არ ყოფილიყო ვისაც ფიქრობდა.
-დემი ბატონი ანდრეის შვილია, კარგი კარგი წადი ნუ მაცდენ! საქმე მაქვს რამე უნდა ვჭამო, გუშინ სასაადილოში ახალი კექსები მოიტანეს წავალ შევჭამ ამ ბოლო დროს საშინლად გავხდი! ხელები გაიქნია დათამ და გამობერილ მუცელზე ხელი გადაისვა,
-ღმერთოჩემო! ჩაილაპარაკა ელენემ და ტანსაცმლის გამოსაცვლელად ოთახში შებრუნდა, უკვე 7 - ი ხეებოდა ელენემ ანდრეის შეუარა ხელფასზეც ილაპარაკეს რომელიც ყოველი თვის ბოლოს დაერიცხებოდა ბარათზე.
-კარგით მადლობა ბატონო ანდრეი, ხვალ ისევ გნახავთ გაუღიმა გოგონამ და ფეხზე წამოდგა
-აპ ეგ მეორედ არ გავიგო ბატონო ანდრეი არა ანდრეი დამიძახე, და მეორეც ხვალ კარგი ფოტოები უნდა გადავღოთ რომ მერე ბანერებზე დავბეჭდოთ და ჟურნალებშიც... ჩვენი პროდუქცია გაყიდვაში მალე ჩაეშვერბა მანამდეე კი პრეზენტაცია გვექნება თქვა ანდრეიმ.
-კარგი მაშინ ხვალამდე თქვა ღიმილით ელენემ ანდრეის დაემშვიდობა და გარეთ გამოვიდა,
-ელენე ხო? გამოსასვლელთან შეხვდა ერთი ქერა გოგონა და ელენეს ღიმილით ახედა
-დიახ გაუღიმა გოგონამ
-აუ რა ლამაზი ხარ იციი? შენ წინ ერთი გოგო იყო. ფოე-ფოე ვაიმე ის ვინ იყო? ტვინის ბურღი! კიდევ კარგი შენ მოხვედი, მაგრამ დათას ხელში მაინც გაძლებას გისურვებ გაეცინა ქერას და ელენეს გაშორდა. ელენე კი სიცილით გაემართა კარისკენ ვიღაცას მხარი გაჰკრა და ამას ნაცნობი სურნელიც მოჰყვა მაგრამ ელენეს უკან შებრუნება შეეზარა და სახლისკენ წავიდა, სახში რომ მივიდა ცხელი წყალი გადაივლო და ეს ცოტა ესიამოვნა მერე კონსპექტებსაც გადახედა უცებ ტელეფონზე ესესმესი მოუვიდა:
-შეხვედრამდე ლამაზო, მალე გნახავ დღეს ეს ვერ მოვახერხე მაგრამ ხვალ აუცილებლად გნახავ დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები! ელენე დაიბნა და ესემესი აკრიბა.
-ვინ ხარ?
-მალე გაიგებ... უცებ კარზე ზარი გაისმა ელენემ კონსპექტები მაგიდაზე მიყარა და კარის გასაღებად წავიდა,
-ბონსუააარ ჰელოუუ ჰაუარიუუ სახლში კივილით შემოვარდა ნიტა,
-რაღაც კაი ხასიაძე ხარ რა გეტაკა? გაეცინა ელენეს და ნიტას უკან მიჰყვა.
-რა მჭირს? რა მჭირს? რაა უნდა მჭირდეს? რამე მჭირს? რატო მჭირს? ერთიდაიგივე კითხვები მიაყარა ნიტამ საკუთარ თავს და ბუტბუტი გაგრძელა,
-უჰუუ ნიტაა აქეთ ვარრ თითი სახის წინ გაუტკაცუნა ელენემ.
-ლუკა ჩაიბუტბუტა ნიტამ,
-ლუკა? რა ლუკა? გაუკვირდა ელენეს.
-ლუკა ჩაიბუტბუტა ისევ ელენემ.
-ვაიმეეე ნიტაააა დაგალუკავებ ეხა კარგად, რა ლუკათქოო ეე აწიკვინდა ელენე
-დემიენის ძმაკაცი ლუკა,
-მერე? გაუკვირდა ელენეს
-დღეს შევასკდიჩაიბუტბუტა ნიტამ და ჩაეღიმა
-ღმერთო გაძლება მომეცი! ყველა გიჟი მე როგორ უნდა შემხვდეს? სიცილით თქვა ელენემ და მდივანს მიეყრდნო.
-გიჟი შენ რომ ხარ ისე უნდა! მაინც უპასუხა ნიტამ მერე ელენეს თავი მხარზე დაადო და დღევანდელი ამბის მოყოლა დაიწყო.
**********
ესეც მესამე თავიი იმედია მოგეწონებათ სიხარულებოოскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი მარი

ძაან ძაან მაგარიააააა????

 



№2 სტუმარი სტუმარი Maiko

Dzan momowons da male velodebi axalssssd

 



№3  offline წევრი Tamusia Egutidze

სტუმარი მარი
ძაან ძაან მაგარიააააა????

მიხარია თუ მოგეწონათთ შევეცდები მალე დავდო ახალი თავი

სტუმარი Maiko
Dzan momowons da male velodebi axalssssd

არ ვიცი როდის იქნება მაგრამ შევეცდები მალე დაგიდოთ heart_eyes

 



№4  offline წევრი naniko mindia

Kargaia warmatebas gisurveb♥♥♥♥♥ardagviano
--------------------
lomidze

 



№5  offline წევრი Tamusia Egutidze

naniko mindia
Kargaia warmatebas gisurveb♥♥♥♥♥ardagviano

ძალიან დიდი მადლობა <3 heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent