შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი ზეცა (მესამე თავი)


21-12-2017, 00:39
ავტორი Yvavi.
ნანახია 154

ბნელი ზეცა (მესამე თავი)

ანტონის სახლთან მთვარის ხალხი შეკრებილიყო, ასობით იყვნენ.
სახლი ხისგან იყო ნაგები და მდინარის ნაპირზე მდებარეობდა. მდინარის ხმაური შეკრებილი ხალხის ზუზუნს აქარწ....ბდა.
ანტონი ამაყად გადაჰყურებდა თავის ხალხს და სიტყვის წარმოსათქმეად ემზადებოდა.
-ვამპირებმა ადამიანებს შეაფარეს თავი. - ამის თქმისას შეძრწუნებული შესაძახილი აღმოხდა რამდენიმეს. - საუკუნეების წინ მიღებული კანონის გამო უფლება არ გვაქვს ბრძოლა ადამიანთა ტერიტორიაზე მოვაწყოთ. თორემ ხუთი საუკუნის წინანდელი ამბავი განმეორდება და ვამპირების გარდა ადამიანებიც დაიწყებენ ჩვენზე ნადირობას.
-და რას გვთავაზობ? - ანტონის მონოლოგში ახალგაზრდა ყმაწვილი ჩაერია. ანტონმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, აქამდე საუბარი არავის შეუწყვეტინებია.
-მათ გამოტყუებას. - ამრეზით გასცა პასუხი, მის მზერაშივე იკითხებოდა ზიზღი ახალგაზრდას მიმართ. თითქოს მზერითვე ეუბნებოდა "აქამდე შენით როგორ ვერ მიხვდიო".
-ეს ყველაფერი თავდაცვისთვის წამოიწყე და რა გამოდის ახლა, უდანაშაულოები უნდა გავწიროთ რომ "სამართალი აღსრულდეს?" - აგრძელებდა ყმაწვილი კითხვების დასმას და სხვა მთვარის ხალხის გამკიცხავ მზერას აიგნორებდა.
-ომში ყველა მეთოდი გამართლებულია. - ანტონმა საუბრის მეტად გაგრძელება აღარ ისურვა, ამიტომ სახლში შევიდა და თან რამდენიმე მრჩეველი შეიყოლა.
***
სესილია რამდენიმე დღიანი უჭმელობისგან გამოიფიტა, ვეღარ მიდიოდა ისე სწრაფად როგორც აქამდე. კანი გამოუშრა და ათი წლით უფრო ასაკოვანს დაემსგავსა. შიმშილისგან კუჭი უღმუოდა თუმცა წმინდა ტყეში ნადირობას ვერ ბედავდა.
წმინდა ტყეში წამოსვლიდან მესამე დღეს მოაღწია, ამ ტყის დასასრულს დრაკონის მთები და დასახლებაში შესასვლელი კარბიჭეა.
ტყეში ოდითგანვე იკრძალებოდა ნებისმიერი არსების მოკვლა. ზებუნებრივ არსებებს სჯეროდათ რომ თუ აქ სისხლი დაიღვრებოდა ერთი ასად მოუწევდათ ზღობა. ამიტომ აქ მკვლელობის ერთი-ორი შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ საუკუნეების მანძილზე. ისიც საშინლად დასრულდა. დამნაშავეებს კანი დაუწყლულდათ, ვეღარ იკვებებოდნენ, ვეღარც მოძრობდნენ და ვეღარც კვდებოდნენ. მხოლოდ ენით აღუწერელ ტკივილს გრძნობდნენ.
ისინი დღემდე სპეციალურ სამარხში არიან.
შებინდებისას მთებს მიადგა, კარიბჭესთან ბნელი სილუეტები დაფარფატებდნენ ჰაერში. კარიბჭეს ზევიდან გამჭირვალე ბნელი ნათება ლიცლიცებდა, მის მიღმა კი უზარმაზარი, კლდეში გამოკვეთილი სასახლე მოჩანდა.
სესილია აუჩქარებლად მივიდა და კარიბჭეზე დამაგრებული პატარა ზარი გააზრიალა.
-ანიტამ გამომაგზავნა. - მის წინ ასვეტილ ქალის სილუეტს ენის ბლუკუნით უთხრა და ერთიანად დაუარა ჟრჟოლვამ სხეულში.
მოულოდნელად სილუეტი გაუმჭირვალე გახდა და მის წინ საშუალო ასაკის, თეთრ თმიანი ქალი აისვეტა. თხელი ტუჩებით მეგობრულად უღიმოდა სესილიას და დროდადრო ბავშვებისკენ აპარებდა თვალს.
-შემოდით. - კარიბჭე გაიღო და მის მიღმა უამრავი მოფუსფუსე ადამიანი გამოჩნდა.

მთავარ დარბაზში სუფრასთან კომფორტულად იყო მოკალათებული და მის გარშემო ჯადოქრებს დაკვირვებით ათვალიერებდა.
-ტყუპი დები... - ჩაფიქრებულმა წარმოთქვა მეთაურმა, ასაკოვანმა ქალმა, იისფერი თვალებით. - უნიკალური შემთხვევაა როცა ომის გადამწყვეტ ფიგურებად ტყუპები იბადებიან.
-თუმცა იყო ერთი შემთხვევა ადრე. ტყუპი ძმები იშვნენ, თუმცა თავიანთი მოდგმა დაუფიქრებლობის გამო ამოწყვიტეს. დღეს მათი რასიდან აღარფერი შემორჩა, მხოლოდ მათი სასახლის ნანგრევებიღაა. - ჩაერია მეორე ჯადოქარი და დარბაზის კუთხეში დადებულ კალათას გახედა, საიდანაც გოგონების ღუღუნი ისმოდა.
-მაგრამ სანამ გაიზრდებიან ომი უნდა იყოს? - თვალები გაუფარდოვდა სესილიას და ხელები მომუშტა.
-აჰ, შენ არაფერი იცი ხო? ისინი ექვსი წლის ასაკში ზრდასრულები იქნებიან. ვამპირის სისხლი უჩქეფთ ვენებში ამიტომ შემდეგ უკვდავებად გარდაიქმნებიან.
-რას ნიშნავს გარდაიქმნებიან? - გამომცდელად შეხედა სესილიამ და ერთი წამით ისიც კი იფიქრა რომ გოგონები ისევ უკან წაეყვანა და თვითონ ეზრუნა მათზე.
-რთული რიტუალია, დრო როცა მოვა გაიგებ. - ყველაფრის თქმისგან თავი შეიკავეს და ჭამა განაგრძეს.
რამდენიმე წუთიანი დუმილი ისევ სესილიამ დაარღვია.
-და თუ წასვლას და მათ წაყვანას მოვინდომებ?
-შეგიძლია ახლაც წაიყვანო, თუმცა მათი ნიჭის განვითარებას ვერ შეძლებ. - მეთაური საუბრობდა და თან მადიანად ილუკმებოდა.
-მაშინ მალე განუვითარეთ და წავიყვან. - თავიდან შეეშინდა საერთოდ არ ამიკრძალონ ტყუპების ნახვაო, შემდეგ კი გამბედაობა მოიკრიბა. უკვე მეტისმეტად იყო მიჩვეული გოგონებზე, პერიოდულად დედობრივ მზრუნველობასაც გრძნობდა მათ მიმართ.
-ორ წელში მზად იქნებიან, შემდეგ კი შენს ხალხთან წაიყვანე და ადამიანების სიტუაციას შეაგუე. ემოციების მართვას მათთან უფრო ისწავლიან ვიდრე ჩვენთან. მათი აღზრდის მომენტში ხო აქ იქნები?
-კი. შევთანხმდით. - გაეღიმა სესილიას.
თავი რაღაც მნიშნელოვანის ნაწილად იგრძნო. გული სიამაყით აევსო როცა წარმოიდგინა თუ რამხელა მნიშნელობა ჰქონდათ ამ პატარა გოგონებს, ის კი მათი ნაწილობრივი აღმზრდელი იყო.


ვაგვიანებ მაგრამ რა ვქნა :/ ბევრი დრო არ მაქვს, თან საშინლად გავცივდი. სიცხიანმა მეტის დაწერა ვეღარ მოვახერხე, არ მინდოდა ძააან დამეგვიანა.
ასე რომ "ისიამოვნეთ"
скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი kusi

dzaliann saintereso chans .. . rodis iqneba shemdegi ?

 



№2 სტუმარი სტუმარი bella

kargia yochag

 



№3  offline მოდერი Yvavi.

kusi
dzaliann saintereso chans .. . rodis iqneba shemdegi ?

მადლობა ^^ მაქსიმუმ 2 დღეში

სტუმარი bella
kargia yochag

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent