შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი (მესამე თავი)


21-12-2017, 21:47
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 619

Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი (მესამე თავი)

სცენიდან კულისებში შემოსვლისას, ინამ ინეს კაბა გაიძრო.
- რა გააკეთე? - გაგიჟდა ჟიზელი.
- არ მინდა, ინეს ნაგავი მეცვას - წარმოთქვა და დაცვა დაინახა, რომელიც მომაკვდინებელი, ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა. მეგობარს დასტაცა ხელი და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა უკანა გასასვლელიდან. გზაში, სიცილით სკდებოდნენ.
- ნამდვილი გიჟი ხარ და თან მარტო საცვლები გაცვია - ხარხარებდა ჟიზელი.
- ამათ ხელში ჭკუა აღარ მომეკითხება - შეუჩერებლად გარბოდა ინა, როცა შემთხვევით ქრისტიანოს შეასკდა.
- ჯანდაბა! - იყვირა კაცმა.
- ფუ ამის! - დააყოლა ინამ და ქრისტიანოს თავზე მირტყმული სახე დაიზილა.
- ეს რა არის? - გული ლამის გაუჩერდა კაცს, როდესაც ინა შეათვალიერა. ისიც წარმოიდგინა, რომ სულ ორიოდე წამის წინ რომ ხელი რაღაც რბილსა და სრიალაზე მოუხდება, სრულებით შესაძლებელია, გოგონას ფითქინა მუცელი ყოფილიყო.
- რა მოხდა? პოდიუმზე არ გამოვსულვარ საცვლებში თუ სურათებში არ გინახივართ? - გოგონა თვალებგაფართოებულ კაცზე გაბრაზდა.
- ყოველ დღე ვხედავ შიშველ ქალებს ინა, მაგრამ იშვიათად თუ შევხვდები გოგონას საცვლებში, რომელიც გამალებული გარბის.
- რაღაცაში მართალი ხართ, მაგრამ იმის დამატება არ იყო საჭირო, რომ შიშველ ქალებს ყოველ დღე ხედავთ.
- საშნლად მოიქეცით! - ვერ დამალა ბრაზი ქრისტიანომ, მაგრამ ამავე დროს, თავისი პიჯაკი გაუწოდა გოგონას.
- მადლობ კომპლიმენტისთვის - თვალები ბედნიერად დააფახუნა გოგონამ და კაცის მოსაცმელი ტანზე ნაზად შემოიცვა.
- მე ვთქვი, რომ...
- ვიცი, რაც თქვით - შეაწყვეტინა ინამ - ყოველთვის, როცა მეუბნებიან, რომ საშინლად მოვიქეცი, სიამოვნებას ვგრძნობ, რადგან ამით ჩანს თუ როგორი უკმაყოფილოა გარშემო ყველა ჩემი გადაწყვეტილებით. სხვების უკმაყოფილება სიამოვნების განცდას მიტოვებს.
ეს სიტყვები იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უნდა შესზიზღებოდა ქრისტიანოს ინა - გაუგებარი საუბარი, რომელსაც ლოგიკურად თუ დაუფიქრდებოდი, მხოლოდ ქაოსამდე მიგიყვანდა.
- ყველანაირ ზღვარს სცდებით. ვოცნებობ, ნეტა კაცი იყოთ, რომ საკადრისი პასუხის გაცემა შემძლებოდა.
- დამარტყამდით? - ცალი წარბი დაქაჩა გოგონამ.
- არა, პრობლემებს ძალადობით არ ვწყვეტ. უბრალოდ, ძალიან მარტივად გაგანადგურებდით. ყველა ნაცნობ დიზაინერსა თუ ბიზნესმენს დავურეკავდი და რეკლამებიდან მოგხსნიდათ.
- საინტერესოა - ტუჩები ბალა დახარა ინამ და თავი რამდენჯერმე დააქნია - ახლაც სცადეთ, იქნებ დაგიჯერონ, მაგრამ მეეჭვება თქვენი თხოვნა საკუთარ ბიზნესზე მაღლა დააყენოს ვინმემ. ჩემი დარეკლამებული პროდუქტი ხომ ელვის სისწრაფით იპყრობს ბაზარს? იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ რაღაც, რამოდენიმე დღის წინ თქვენი ღვინო დავაპიარე, ცოტა უხერხული იქნებოდა თქვენი მხრიდან სხებთან ჩემს მოკვეთაზე საუბარი.
- იყიდება? რას ამბობ, ლამისაა ღვინის ბიზნესი დამექცეს თავზე.
- სრული სიცრუეა - თავი გააქნია ქალმა.
- გინდა დავნიძლავდეთ, რომ თქვენი რეკლამის შემდეგ, მხოლოდ იმ კაბის გაყიდვები მოიმატებს, რომელიც ვიდეო რგოლში გეცვათ?
- დავნიძლავდეთ - ხელი გაუწოდა ქალმა ჩამოსართმევად - იმედია, ახლაც ამბორით არ მიპასუხებთ, თორემ ძალიან ბევრს ვიცინებ.
- არა! - კაცმა ხელი ჩამოართვა.
- რაზე დებთ ნიძლავს? - საუბარში ჩაერთო ჟიზელი.
- თუ ღვინის გაყიდვები მოიკლებს, თქვენ შეწყვეტთ ინეზე იერიშის მიტანას.
- ღმერთო, როგორი მონური ერთგულებაა - თვალები გადაატრიალა ინამ.
- თუ გაყიდვები გაზირდება, თქვენ სოციალურ ქსელში ატვირთავთ ჩემთან ერთად გადაღებულ ფოტოს და მიაწერთ, რომ ჩემი ფანი ხართ.
- ღმერთო, რა მაგარია - გადაიხარხარა ჟიზელმა.
- მოსულა! - დაეთანხმა ქრისტიანო.
- ჯიჯი, ჩაჭერი - სთხოვა მეგობარს ინამ და ჟიზელმაც მხიარულად ჩაარღვია მათი ხელები/
- ისე, ხვდებით მაინც, რა ჩაიდინეთ? - ჰკიტხა ქრისტიანომ.
- კი, ამ წამს მაგარი სანაძლეო დავდე, რომლის ასპროცენტიანი გამარჯვებული ვარ.
- მე ინეს ჩვენება ვიგულისხმე.
- ააა, მაგასაც ვხვდები და ძალიან კმაყოფილი ვარ. გაიხსენეთ, პირველად თქვენმა საყვარელმა ინემ გამომიფინა პირადი ფოტოები სოციალურ ქსელში და დღემდე მამწარებენ იმ ფოტოების ფრიალით სხვადასხვა ონლაინჟურნალები. ახლა, იმასაც მეტყვით, ბოროტებას სიკეთით უნდა გადაუხადოო, ერთ ლოყაზე რომ გაგარტყავენ, მეორე შეუშვირეო და პირდაპირ ანგელოზად შეგრაცხავთ.
- შეიძლება, მესმის კიდეც თქვენი - მიუგო ქრისტიანომ - თქვენ გამო არასდროს არავის უბრძოლია, არავინ შეგხიდებიათ ცხოვრების დაბრკოლებების ზიდვაში და ამიტომ, ძნელად წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს დანდობა, სოლიდარობა და თავად სიყვარულიც.
- ჰო, რა თქმა უნდა - გაეღიმა ინას - არტუროს და ინეს დამსახურებით, ერთი წუთიც არ მქონია, ამოსუსასუნთქად. - კაცს თავისი მოსაცმელი გაუწოდა სერიოზული მზერით - მიუხედავად ამისა, მაინც ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვიყავი ჩემს მეტოქეებზე.
ინა წავიდა... თუმცა იცოდა, რომ ქრისტიანო მართალი იყო და გულის სიღრმეში, ქრისტიანოც ამართლებდა ინას შეუპოვრობას.
* * *

როდესაც ინე დორონელას მიუახლოვდა, იმ წამებშივე იგრძნო სუფთა ჰაერს შერწყმული მზის ჩასვლის სურნელი და გულზეც მოეშვა, რომ ინასგან ახლა ძლიერ შორს იყო. შიმშილისგან მუცელი უხერხულ ხმებს გამოსცემდა და სოფლის აბრასთან ახლოს მდებარე რესტორანთან მიაშურა. 6 წელია, აქ აღარ ყოფილა, მაგრამ თითქმის ყველაფერი ახსოვდა და არც არაფერი შეცვლილიყო.
ბავშვობაში, ბავშვთა სახლიდან ყველაზე ნიჭიერი და მშრომელი მოსწავლეები მაღალი კლასის სკოლაში გაგზავნეს ერთი კვირით. სწორედ, იქ გაიცნო ინემ ქრისტიანო. პირველივე საუბრის შემდეგ გადაბმული მეგობრები გახდნენ და როგორც ქრისტინოს ძმა, ფრანკო ამბობდა, ინე ქრისტიანოს ქალური ვარიანტი იყო. გოგონა თავისი ცოდნით ყველგან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა და არტურომაც სწორედ ქრისტიანოს სკოლაში დაუფინანსა სწავლა. ამის შემდეგ, ერთ უნივერსიტეტში მოხვდნენ. განგებ არასდროს უწვალიათ ამისთვის, თუმცა, ისე ხდებოდა, რომ ბიზნესის ფაკულტეტი და მოდის მენეჯმენტი არც თუ ისე შორს იყო ერთმანეთისგან და ასე, თითქმის მთელი ცხოვრება გაატარეს ერთად ინემ და ქრისტიანომ.
ინე მის ოჯახსაც კარგად იცნობდა - ბიძაშვილ კაველოს, რომელმაც ინეს ტანსაცმლის დიზაინში ყოველთვის კარგ რჩევა-დარიგებებს აძლევდა (რატომღაც მისი სახელი და გვარი მხოლოდ ერთი სიტყვისგან შედგებოდა და არავინ იხსენებდა, რომ ოდესღაც, დურმიშხანი ერქვა), ქრისტიანოს დედას კი საკუთარი ქალიშვილივით შეესისხლხორცებინა ინე. ზაფხულს ხშირად ატარებდა აქ, დორონელაში, კაველოების ოჯახის სახლში. ქრისტიანოს ძმასთან დაკავშირებით კი თავისი წარსულის გახსენება, არასდროს სურდა.
შემდეგ , როდესაც ფეხზე წამოდგა, დამოუკიდებელი, ფინანსურად გამართული ქალბატონი დადგა, თავადაც აიშენა ამ სოფელში თავისივე ოცნების სახლი პატარა ბაღითა და ხის სახელოსნოთი.
რესტორანში გადავიდა, რატომღაც, მთლიანად ცარიელი იყო, მხოლოდ მიმტანი ჩანდა.
- ქალბატონო, მუშაობას ვწყვეტთ- მიმართა კაცმა.
- ჯერ მხოლოდ ცხრა საათია - გაუკვირდა ინეს.
- აქ ასეთი წესი გვაქვს. პარასკევ საღამოს ცხრაზე ვიკეტებით და შაბათ საღამოს, ცხრაზე ვისხვენებთ. ჩვენს შეფსაც ხომ უნდა ძილი?
- ძილი კი არა, მომდევნო ხუთი წუთის განმავლობაში თუ რაიმე ნორმალურ საჭმელს არ მომიტანთ, აქვე განვუტევებ სულს და თქვენი რესტორანი მთელს მსოფლიოში სახელს გაითქვამს, როგორც ჩემი სიკვდილის მიზეზი!
- ორ წუთში დავბრუნდები - თქვა შეშინებულმა მიმტანმა და სამზარეულოში შევიდა. - ბატონო ფრანკო, ჯერ არ წახვიდეთ, გთხოვთ - შეევედრა შეფ მზარეულს.
- რა ხდება?
- იქ ძალიან ლამაზი ქალია, მემგონი, ბრილიანტებით და თვალ-მარგალიტით მოჭედილი კაბა აცვია, საიდანღაც მეცნობა, ცნობილი უნდა იყოს. რამე ნორმალური თუ დაგვრჩა, იქნებ რაც შეიძლება მალე მივუტანოთ?
- კარგი - ფრანკომ ჯერ კიდევ თბილი, ფოლგაში შენახული შემწვარი საქონლის ხორცი გამოიღო, რომელიც 8 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე იწვებოდა და ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას სადილად ითვლებოდა. ელვის სისწრაფით გააკეთა ბოსტნეულის სალათა შებოლილი ყველით და მიმტანს მიაწოდა.
- მემგონი, ჯადოქარი ხართ. - აღმოხდა გაოგნებულ ლეოს.
ფრანკომ სამზარეულოს კარის გამჭვირვალე ჭუჭრუტანაში გაიხედა. თვალ-მარგალიტითა და ბრილიანტით მოქარგული კაბა ნამდვილად არ იყო, მაგრამ თავად ქალი ჰგავდა ძვირფას ქვას. ინე ჩაფიქრებული მიშტერებოდა სივრცეს და ცალი ხელით მშვენიერ თმას ათამაშებდა.
- ინე დე მორა? - ჰკითხა ღიმილით საკუთარ თავს - ქალს გადაეცი, გემრიელად მიირთვას და კიდევ დაამატე, რომ რესტორანი ეპატიჟება.
- იცნობთ ამ ქალს?
- კი, ძალიან კარგად ვიცნობ.
- პაემანზე დამაპატიჟინებთ? - გაკადნიერდა კაცი. ფრანკომ მოჭუტული თვალით უკმაყოფილოდ გახედა.
- პირდაპირ ქორწილის თარიღი ხომ არ დაგანიშნინო პიეტრო?
- ეგეთი ლამაზი ქალი არ შემომხედავს, თორემ დღესვე მოვიყვანდი.
- შენ გირჩევნია, ის ქალი დაპატიჟო, ვისაც უკვე უყვარხარ - ეუბნებოდა ფრანკო, თან ინეს არ აშორებდა თვალს - და გადი მალე, მოკვდა გოგო შიმშილით.
- ჰო, ჰო გავალ. ისე მითხრა, მალე მომიტანეო, კაი პრეტენზიული იქნება ეგ ოჯახში.
- არის კიდეც - ცალი ტუჩით ჩაეცინა ფრანკოს.
პიეტრომ ღიმილით მიუტანა ინეს ვახშამი და ბოლოს, როდესაც ქალმა ჩეკი მოითხოვა, პიეტრო ახლა შოკოლადის ნამცხვირს ნაჭერით ხელში აეტუზა.
- ესეც ჩეკი - უთხრა ქალს ღიმილით.
- დესერტი არ მომითხოვია - მკვახედ მიუგო ინემ. - მხოლოდ გადახდა მინდოდა.
- შეფი თქვენ არ გადაგახდევინებთ. მეტიც, ეს დესერტი, საჩუქარია.
- მადლობ, მაგრამ ტკბილეულს არ მივირთმევ - წამოდგა ინე - ნახვამდის, შესანიშნავი ხორცის სტეიკი იყო.
- ღმერთო, ეს სტეიკი არ ყოფილა - ჩაიჩურჩულა პიეტრომ და ფრანკოსთან გავარდა ელდანაცემი. - შენს ტოსკანურად შემწვარ ღორის ხორცს სტეიკი უწოდა.
- არა უშავს პიეტრო, მაგან კვერცხის შეწვაც არ იცის. - გაეცინა ფრანკოს.
- საიდან იცი?
- ჩემი ძველი ნაცნობია - მოგონებებში ჩაფლულს გაეღიმა.

ინეს სახლი ზუსტად ისეთი იყო ბოლოს როგორიც დატოვა: ლამაზი და მყურდო. როგორც ჩანს, ქრისტიანოს დიასახლისი მის სახლსაც უვლიდა, სხვა შემტხვევაში, იქ ჩასულს, მტვრის უზარმაზარი ბუდე დახვდებოდა.
როცა ერთი კვირის ბარგი ამოალაგა, ქრისტიანოს მომარაგებული ღვინიდან ერთი ჭიქა ჩამოისხა და აივანზე, სარწეველა სკამზე დაჯდა, მაშინვე მიხვდა, რომ თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. მთვარის ყურებით, არაფერზე ფიქრითა და ფოთლების შრიალის მოსმენით რომ იჯერა გული, თან ცოტათი შეთვრა კიდეც, მეორე სართულზე რხევა-რხევით ავიდა, ტანსაცმელი გაიხადა და საწოლში ჩაწვა. ზამბარიანი საწოლის სირბილემ, ნახევრად შიშველ სხეულზე ნაზი საბნის შეხებამ თვალები იმ წამზე დაუმძიმა და ღრმა, უშფოთველ ძილს მიეცა.
საშინლად ეზარებოდა საუზმის გაკეთება. თან ვერც იტანდა თავისით გაკეთებულ საჭმელებს, რადგან საშინელი ხელი ჰქონდა. ისევ იმ რესტორანს მიაკითხა, სადაც წინა დღეს ივახშმა. დასვენებულ და ნაკლებად გაბრაზებულ ხასიათზე იყო და გარემოც უკეთ შეათვალიერა. ამ რესტორანში ხშირად დადიოდა ხოლმე ორი წლის წინ. რაღაცეები მართლაც შეცვლილა - მთელი ავეჯი და აქსესუარები ხისგან იყო დამზარებული. თაროები, მაგიდები, სკამები კი ვიღაცის ოსტატის ხელნაკეთობას ჰგავდა. ისეთი აურა ტრიალებდა, ყველა სტუმარს საკუთარ სახლში ეგონებოდა თავი.
- სალდატური სპაგეტი მოცარელათი თქვენ შეუკვეთეთ? - მოესმა ვიღაცის ხმა და თავის მაგიდასთან მორთმეული ისეთი ლამაზი კერძი დაინახა, შეჭმა დაენანებოდა ადამიანს. თავიდან, ინეს ეგონა, რომ ეს ხმა მოეჩვენა, შემდეგ კი თავისი ორივე თვალით რომ დაინახა ფრანკო, მიხვდა, არანაირი მოჩვენებები, რეალურადაც მაგარ შარში იყო.
- ფრანკო - ისე გამოუფრინდა პირიდან ეს სიტყვები, თავადაც ვერ გააკონტროლა.
- ინე - გაუღიმა კაცმა.
- ფრანკო - ისევ აღმოხდა ქალს. თვალებს ვერ უჯერებდა. მთელი სხეული აუკანკალდა და ღმერთს ევედრებოდა, რომ კაცის თანდასწრებით არ ეტირა.
- ინე - ახლა უკვე გაეცინა ფრანკოს.
- როდის ჩამოხვედი? - ჰკითხა ხმის კანკალით. გრძნობდა, როგორ გაუწითლდა ლოყები აღელვებისგან. წარმოდგენაც არ სურდა, რომ ფრანკოს მისი გაჭარხლებული სახის ყურება უწევდა.
- ორი დღის წინ, ცოტას გავერთობი-თქო, ვიფიქრე და მერე ქრისტიანოსთვის უნდა გამეკეთებინა სიურპრიზი.
- ჰო, მაგარი სიურპრიზი გამოვა - თვალები გიჟივით დაჭყიტა ინემ. - აქ რ-რ-რატო იმალები? - სულელივით აბლუყუნდა ქალი.
- არ ვიმალები. ხომ იცი, შეფ მზარეულობა ჩემთვის ოცნების სამსახურია და მხოლოდ საჭმლის კეთება მაწყნარებს.
- ჰო, დამავიწყდა შეფ - წამოსცდა ეს სიტყვა და ლამის ტუჩებში წაიშინა ხელი.
- შეფ? - ცალი წარბი სიცილით ასწია ფრანკომ.
- ხომ იცი, ძველ ჩვევებს ძნელად ივიწყებენ - ქალმა დამორცხვებით დაუმიზნა მზერა კარს, რათა ფრანკოსთვის აღარ შეეხედა. - ანუ გუშინაც აქ იყავი?
- ჰოო. გუშინაც აქ ვიყავი, გამოგცადე, ნუთუ კვლავ უარს ამბობდი ტკბილეულზე.
- შენ გამიმიგზავნე ნამცხვარი? - ინემ წამით ინანა, რომ დესერტზე ხელი უკრა. ის ხომ ფრანკოს გაკეთებული იყო. შემდეგ კი გაიაზრა, რომ ფრანკომ ორი წლის უნახავი ქალი დაინახა წინა დრეს და მისალმებისგანაც შეიკავა თავი.
- ჰო, მე ვიყავი - უპასუხა კაცმა. წამიერი დუმილის შემდეგ, ინეს მაგიდასთან ჩამოჯდა და ჰკითხა: -შენ რას აკეთებ აქ?
ახლა ინე მშიერი დარჩებოდა, რადგან სპაგეტს პირის მოთხვრის გარეშე ვერ შეჭამდა.
- დავიღალე და...
- ჰო, შენ ზედმეტად ბევრს მუშაობდი ყოველთვის. კარგია, რომ დასვენების გადაწყვეტილებამდე მიხვედი.
- ჰოო - უხერხულად გაეღიმა ინეს. ყურზე თმა გადაიწია, მაგრამ მიხვდა, რომ ცუდი იდეა იყო და ისევ მაგიდის ქვეშ ჩამალა ხელები, რადგან უკვე შესამჩნევად უკანკალებდა.
- როგორ მიდის საქმეები? ცოტათი გითვალთვალებდი კიდეც, ჟურნალებს ვყიდულობდი ხოლმე შენი ინტერვიუებით. - ფრანკო ისე ესაუბრებოდა, თითქოს ყველანაირი უხერხულობის შეგრძნება მოხსნოდა. ინეს არ სიამოვნებდა მისი ასეთი თავისუფალი განწყობა. ფრანკო შეცვლილი ჩანდა და ძველი მეგობარივით ეპყრობოდა. ისინი კი არასდროს ყოფილან მეგობრები.
- მართლა?
- ჰოო. მემგონი, ზედმეტი მოგდით შენ და იმ ინას. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, რომ ვინმე გაამწარო ან ვინმეს გაუმწარო სიცოცხლე.
- ყოველთვის ზედმეტად კეთილი იყავი - თვალებში შეხედა ინემ. მზისფერი კაცი იყო ფრანკო. ყოველი შემთხვევისთვის, ინეს მზისფრად ეჩვენებოდა ხოლმე. ღიახორბლისფერი კანი ჰქონდა. აი ისეთი, ქალები, რომ ათასგვარ პროცედურას იტარებენ, ოღონდაც ეგეთი ფერი და სახის კანი მიიღონ.
- ინა პატარა გოგონაა. არ გეჩვენება, რომ ზედმეტად სასტიკად ექცევით ყველა?
- ვინ ყველა? - თვალები მოჭუტა ინემ.
- შენ, არტურო, რა ვიცი, ალბათ ჩემი ძმაც და კიდევ ვინ იცის,კიდევ რამდენი.
- მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მფარველი ხარ? - ხმა გაუნაწყენდა ინეს.
- მზრუნველობა მოკლებულს მაგ ბავშვს, როგორ არქმევ?
- ჭრელად - წამოდგა ინე - სამი წლის შემდეგ ჩამოდიხარ, მორალს მიკითხავ ისე, რომ მთელი ეს დრო, არ ვიცოდი, ცოცხალი იყავი თუ მკვდარი!
- რა სისულელეა. ჯერ ეს ერთი, რომ მოვმკვდარიყავი, აქ ჩამომასვენებდნენ და ოჯახი დამრკძალავდა.
- ნუ ცდილობ ყველაფრის იუმორად ქცევას - მხარზე ხელი ატაკა ქალმა.
- როდის მომიკითხე? ერთხელ მაინც თუ მომწერე ან დამირეკე? შენ თვითონაც იცოდი, რომ ცოცხალი ვიყავი და ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. თავად ხვდები, შენ უნდა მოგეკითხე და არა მე! - წამოდგა ფრანკოც. - შეგიძლია დაჯდე და ისაუზმო. დარწმუნებული ვარ, სახლში ერთი კვერცხიც არ გაქვს. დაგტოვებ მე, ბევრი შეკვეთაა - გაუღიმა ფრანკომ და წავიდა.
- საძაგელი ბიჭი - ჩაიჩურჩულა ქალმა და საუზმეს მიუჯდა. ნერვიულობისგან აღარც მადა შერჩენოდა, აღარც ხალისი, მაგრამ უთუო იყო, ფრანკოს მომზადებული საჭმელი მონატრებოდა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ლილიკო

ვგიჟდები უკვე ამ ისტორიაზე. რატომღაც მხოლოდ ინას ვგულშემატკივრობდი მაგრამ ამ თავის წაკითხვის შემდეგ ინესაც უკვე და არ ვიცი... მოკლედ...სიამოვნებით და მოთმინებით დაველოდები შემდეგ თავს.

 



№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლილიკო
ვგიჟდები უკვე ამ ისტორიაზე. რატომღაც მხოლოდ ინას ვგულშემატკივრობდი მაგრამ ამ თავის წაკითხვის შემდეგ ინესაც უკვე და არ ვიცი... მოკლედ...სიამოვნებით და მოთმინებით დაველოდები შემდეგ თავს.

მადლობა ლილიკოოო <3 აწი უფრო გაგიჭირდება იმის დადგენა, რომელი უფრო მოგწონს :დდ

 



№3 სტუმარი Katie

მარტო მე მგონია რომ ესენი დები არიან?:დდდ კარგი ხარ გელოდები <3

 



№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Katie
მარტო მე მგონია რომ ესენი დები არიან?:დდდ კარგი ხარ გელოდები <3

საინტერესო მოსაზრებააა, მეც კი მომეწონა :დდ

 



№5  offline წევრი blue witch

ადრე ვთქვი, რომ გამოგყვებოდი ყველა ისტორიაზე. საოცრად მომწონს, შენეულია, საინტერესო, მიმზიდველი და განსხვავებული. დურმიშხანის დარქმევას მხოლოდ შენ თუ გაბედავდი. მოკლედ, ველი ახალ თავს

 



№6  offline წევრი tatiko.1995

kargia dzalian velodebi shemdeg tavs

 



№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

blue witch
ადრე ვთქვი, რომ გამოგყვებოდი ყველა ისტორიაზე. საოცრად მომწონს, შენეულია, საინტერესო, მიმზიდველი და განსხვავებული. დურმიშხანის დარქმევას მხოლოდ შენ თუ გაბედავდი. მოკლედ, ველი ახალ თავს

მადლობა დიდი, მიხარია, რომ მომყვები <3

tatiko.1995
kargia dzalian velodebi shemdeg tavs

მადლოობ :* მალე იქნება

 



№8 მოდერი TeddyBear

პატარა თავი იყო და არ მეყო tired_face
ისე კარგი იყო ძალიან blush
პ.ს. ფრანკო რამდენი წლისაა ? grin

 



№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

TeddyBear
პატარა თავი იყო და არ მეყო tired_face
ისე კარგი იყო ძალიან blush
პ.ს. ფრანკო რამდენი წლისაა ? grin

ფრანკო იქნება ასე 27-30

 



№10  offline წევრი Leo

ძალიან მომწონს ეს ისტორია და არ შემეძლო არ აღმენიშნა! ყვრლაფერი დაწყობილად და ძალიან საინტერესოდ ვითხარდება..მართალია პატარა თავია მაგრამ ამანაც დამაკმაყოფილა მე! ველოდები შემდგ თავს და თანაც მოუთმენლად! წარმატებები

 



№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Leo
ძალიან მომწონს ეს ისტორია და არ შემეძლო არ აღმენიშნა! ყვრლაფერი დაწყობილად და ძალიან საინტერესოდ ვითხარდება..მართალია პატარა თავია მაგრამ ამანაც დამაკმაყოფილა მე! ველოდები შემდგ თავს და თანაც მოუთმენლად! წარმატებები

დიდი მადლობა <3
შემდეგში უფრო დიდი იქნება, მაგრამ წერისას, ვერ ვძლებ ხოლმე ეგრევე რო არ ავტვირთო :დდდ

 



№12 სტუმარი ბასილისა

ვაი :დ რა მოითმენს შემდეგ თავამდე :))) ძალიან კარგი იყოო ჩემო ჩემოო... რაგიწოდო ისეთი, რომ არავის შეუსხამს ხოტბა შენთვის იმსიტყვით :დდ "ანცო" ::დდ :დ :დ ძაან მიყვარხარ აი ასე მხოლოდ მოთხრობებით, მაგრამ ეს მოთხრობებია შენს სულსა და გულს რომ გვიშიშვლებს მკითხველს <3 <3 შემოგევლე შენ! პატივს გცემ და გაფასებ, სიყვარულთან ერთად :დ


ვაიი რომ გული მიგრძნობს ჩვენი ძვირფასი ანინე და ანინა, პღრმადპატივცემულნიი :დ აღმოჩნდებიან დები :დდ ასე ზუსტად ერთნაირად რაფერ აზროვნებენ აპა :დ კივჩერჩეტობ რაღაცეებს,მაგრამ გიჟი თავისუფალიაო ხომ იცი :დ გულში ხარ შენი ნაწამოებებიან პერსონაჟებიანად :****

 



№13 სტუმარი cxelı shokoladı

გავშტერდიი. ველოდები ახალ თავს. მალე დადე რაა. წარმატებებიი

 



№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ბასილისა
ვაი :დ რა მოითმენს შემდეგ თავამდე :))) ძალიან კარგი იყოო ჩემო ჩემოო... რაგიწოდო ისეთი, რომ არავის შეუსხამს ხოტბა შენთვის იმსიტყვით :დდ "ანცო" ::დდ :დ :დ ძაან მიყვარხარ აი ასე მხოლოდ მოთხრობებით, მაგრამ ეს მოთხრობებია შენს სულსა და გულს რომ გვიშიშვლებს მკითხველს <3 <3 შემოგევლე შენ! პატივს გცემ და გაფასებ, სიყვარულთან ერთად :დ


ვაიი რომ გული მიგრძნობს ჩვენი ძვირფასი ანინე და ანინა, პღრმადპატივცემულნიი :დ აღმოჩნდებიან დები :დდ ასე ზუსტად ერთნაირად რაფერ აზროვნებენ აპა :დ კივჩერჩეტობ რაღაცეებს,მაგრამ გიჟი თავისუფალიაო ხომ იცი :დ გულში ხარ შენი ნაწამოებებიან პერსონაჟებიანად :****

მადლობა დიდი <3 მეც ძალიან ძალიან მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, ვინ ხარ :დდდ
ძალიან მიხარებს გულს ესეთი თბილი და ტკბილი კომენტარები, მადლობა შენ, რომ დღე გამიდეერადე <3

cxelı shokoladı
გავშტერდიი. ველოდები ახალ თავს. მალე დადე რაა. წარმატებებიი

უხ, უხ, უფრო უნდა დაგაშტერო შემდეგ თავებში smile

 



№15  offline წევრი ტკბილიწიწაკა

ემოციების ქვეშ ვარ ! რა მოითმენს შემდეგ თავამდე?:დდ აი რასაშინელი მომენტია ორივეზე რომ ვგიჟდები და ორივემ რომ მინდა ერთმანეთს აჯობონ :დდდდდ ფრანკო მესაყვარლებაა ♥♥♥ მოკლედ ველი შემდეგ თავს მოუთმენლად ჩემო საყვარელო ♥♥♥ წარმატებები და დამატკბე შემდეგი თავითაც :დდ ♥♥

 



№16  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ტკბილიწიწაკა
ემოციების ქვეშ ვარ ! რა მოითმენს შემდეგ თავამდე?:დდ აი რასაშინელი მომენტია ორივეზე რომ ვგიჟდები და ორივემ რომ მინდა ერთმანეთს აჯობონ :დდდდდ ფრანკო მესაყვარლებაა ♥♥♥ მოკლედ ველი შემდეგ თავს მოუთმენლად ჩემო საყვარელო ♥♥♥ წარმატებები და დამატკბე შემდეგი თავითაც :დდ ♥♥

დიდი დიდი მადლობა <3 მალე დავდებ აუცილებლად

 



№17  offline წევრი Katherina Gallagher

რატომღაც ინეს ვგულშემატკივრობ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent