შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*** #2


21-12-2017, 22:28
ავტორი LaLiDze
ნანახია 435

*** #2

შემეშინდა.
მეგონა რომ ის ისევ დაბრუნდა.
ძალიან ნელა ვდგები და თან მაკანკალებს მისი ღრმა სუნთქვა რომ მესმის. ნელნ-ნელა მისკენ ვტრიალდები.
ლუკას დანახვისას ღრმად ამოვისუნთქე.
ხელს მკიდებს მანქანისკენ მივყავარ, შიგ მსვავს. ღვედს ვიკრავ.
ვენდობი.
ვიცი რომ არაფერს დამიშავებს.
მინას თავს ვადებ და თბილისს გზას გავყურებ.
დავიღალე.
ამდენი სიბინძურისგან დავიღალე.
- წყნეთში ამყავხარ, ვიცი რომ ბუნება დაგამშვიდებს. - მისი ბოხი ხმა მესმის.
- ხვალ, საღამო...
- იქ აღარ მუშაობ!! - მაწყვეტინებს.
მისკენ ვიხედები და ახლა ვხვდები თუ როგორი სიმპათიურია.
ქერა, მხრებამდე გრძელი თმები აქვს. ოდნავ გატეხილი ცხვირი რომელიც დამეფიცება ძალიან უხდება. შავი თვალები. აპრეხილი წამწამები. შევსებული ტუჩები. სწორი წარბები.
ღმერთო, როგორი იდეალურია.
ახლა მის თითებს ვაკვირდები. გრძელი,სუფთა,თლილი თითები აქვს. იმდენად საოცრება თითები რომ გონებას მიბინდავს.
- რატომ? - მოულოდნელად ვეკითხები.
- არ ვიცი.
მაგის მეტი ხმა არ ამოგვიღია სანამ წყნეთში არ ავედით.
ჭიშკართან გააჩერა მანქანადა გადავიდა. მეც მივყევი. ეზოში შევედი.
დიდი ეზო იყო.
ბევრი, ძალიან ბევრი ყვავილებით.
2 სართულიანი სახლი, ცალკე საოცრება.
ყველაფერი გემოვნებიანად იყო მოწყობილი.
- შენი სახლია?
- კი ჩემია - ტუჩის კუთხე უტყდება.
დივანზე ვჯდები, თავს ვდებ და თვალებს ვხუჭავ.
- რატომ? - ახლა ის მისვამს კითხვას.
ვგრძნობ ჩემს გვერდით ჯდება.
- პატარაობიდანვე ყოველთვის ყველგან პრობლემა ვიყავი. ბებიაჩემი მზრდიდა 12 წლამდე, მერე კი ჩემი თავი მეთვითონ გავზარდე. დედას და მამას არ ვაინტერესებდი. ყოველდღე ვტიროდი. ყოველ ღამე ვტიროდი. თავი ყველაზე უბედური მეგონა. მერე გავიზარდე, ან ასე მეგონა. - მეცინება - მერე ვიღაცამ ბორდელში წამიყვანა და მე პატარამაც არ მეგონა თუ რას ვაკეთებდი. მერე.. მერე ვიღაცამ ღამეს სახლში დაბრუნებისას ხელი მომკიდა სადღაც შემათრია და გამაუპატიურა - ვჩერდები. მას ვუყურებ. ღრმად სუნთქავს. - საშინელი დღეები გადავიტანე ლუკა. ძალიან ცუდად ვიყავი. - ვამთავრებ.
ჩემსკენ იხედებ.
ხმას არ იღებს.
მხოლოდ ქარისგან გამოწვეული ხეების ხმა ისმის.
მერე მეღიმება.
არვიცი რატომ მაგრამ მეღიმება.
ისევ მიყურებს.
ისევ არ იღებს ხმას.
ყველგან მაკვირდება.
ძაან ტიპია.
მოწევა მინდება. აქეთ-იქით ვიხედები და სიგარეტის კვალიც კი არ არის.
- დაივწყე რა - რაღაცნაირი ტონით მეუბნება.
ხმაშივე ეტყობა რომ განიცდის.
ჩემს ასეთ მდგომარეობას განიცდის და მე ცრემლები მადგება თვალებზე.
- ვცდილობ.
- მე დაგავიწყებ. მე გაგაგებინებ თუ როგორია სიყვარული, აკო,დათო და ნუცა გაგაგებინებენ თუ როგორი არის მეგობრობა. ყველაფერს გაიგებ. ახლიდან დაიბადები ელენე. მე შეგაგრძნობინებ სიყვარულს, ბედნიერებას, სიხარულს. მთავარია მენდო ელენე.
ყურები დამეგუბა.
გული ამიჩქარდა.
ჩემს თითებს მის თითებში ხლართავს.
- ამ მ**ნერიდან მე ამოგიყვან, მთავარია მენდო. ამის დედაც როგორ არ მემეტები იმ საშინელი დღეებისთვის რაც გადაიტანე. მენდე ელენე.
მეღიმება.
- გენდობი. - ვპასუხობ და ვხვები რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლება.
ღრმად ამოისუნთქა. ჩემი თითები აიღო და აკოცა.
- წამო გარეთ, რა - ვეხვეწები.
- ქარია და შეგცივდება.
- ივნისში რატომ უნდა შემცივდეს?
ეცინება.
- კარგი წამო, ოღონდ ეს აიღე რა - სადღაც მიდის, ბრუნდება და ჟაკეტს მაძლევს. ვართმეევ და ვიცვამ. ჩემს თითებს ისევ მისაში ხლართავს და გარეთ, ეზოში გავდივართ. ჰამაკში ჯდება და მეც გვერდით ვუჯდები. თავს მის მკერდზე ვდებ და მის გულისცემას ვისმენ.
- როგორი ლამაზია, არა?.
- ჰო, ძალიან.
- ხვალიდან ახალ ცხოვრებას იწყებ.
- შენთან ერთად - მეღიმება.
- ჰო, ჩემთან ერთად. - ვგრძნობ რომ ეღიმება.
მის სურნელში გაბრუებულს ვეღარაფრით ვვაზროვნებ, ჟაკეტსაც იგივე სუნი ასდის და ვხვდები რომ მისია.
ისევ მეღიმება.
არვიცი საიდან ამხელა სითამამე, მაგრამ კისერში ვკოცნი.
მერე ისევ თავს ვადებ და თვალებს ვხუჭავ.
- მადლობა - ძილ-ბურანში მყოფმა ამოვიჩურჩულე.
***
დილით საოცარდ ბედნიერი მეღვიძება.
ახალი ცხოვრება.
ახალი ხალხი.
ახალი გარემო.
არცერთი ცრემლი.
სწრაფად ვდგები, თმებს ხელით "ვივარცხნი" და დაბლა ჩავდივარ.
- დილამშვიდობისაა - ბედნიერი ვიძახი და სავარძელში ვჯდები.
- ძეტკაააა - ყვირის აკო და რომელიღაც ოთახიდან გამოდის.
მეღიმება.
- ბეაუთიფულ გერლ როგორ ხარ? - მეცინება.
- კარგად შეეენნ?
- თენქ იუ ძეტკა, კარგად. - ლოყაზე მკოცნის.
- გამარჯობა - დათო და ნუცა გამოდიან და მესალმებიან.
- ამ, ლუკა სადაა?/
- შეხე ბოვშვს, 2 წუთითაც უკვე რომ ვეღარ ძლებს - ყვება აკოს დათო.
- აქვააარრ - სიცილნარევი ხმა ისმის, მგონი სამზარეულოდან.
- მე დაგტოვებთ.
სამზარეულოში გავდივარ.
- დაგეხმარო? - ვუღიმი.
- ჩემით ახალშობილო - მასაც ეღიმება.
- ახალშობილი რა პონტში?
- აი იმ პონტში.
ზურგს ვაქცევ, ჭიქას ვიღებ და წყალს ვსვამ.
- აბა ერთი შემომხედე - მისკენ მაბრუნებს.
- რა გჭირს? - მეკითხება
- არაფერი რა უნდა მჭირდეს.
- ანუ კარგად ხარ?
- დიახ სერ - მეცინება.
- ბავშვი ხარ ელენე, ბავშვი.
- ეგ ეხლა დააასკვენი?? - მისაღებიდან ისმის აკოს ხმა.
- რა საყვარლები არიან - ყურში ვეჩურჩულები.
- ჰო ძალიან - ისიც მეჩურჩულება.
- რატომ ვჩურჩულებთ?
- არვიცი.
მეცინება.
არმჯერა.
ამდენი ხნის შემდეგ ბედნიერი ვარ.



-------
ყველას დიდ მადლობას გიხდით რომ კითხულობთ <3 <3
ცოტა პატარა თავია, მაგრამ გამოვასწორებ <3скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი ვჰ

Malee daderaa

 



№2 სტუმარი სტუმარი shalo

kodi mitxari

 



№3 სტუმარი bdbxxbd

Kargia gogo eseti ibeduri roar iyos :d

 



№4  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

მომწონს
მოუხედავად იმისა რომ ბევრი მსგავსი რაღაც წამიმითხავს მომწონს.
თავები გაზარდე რა.
ჰო და კიდე მგონია რომ ზედმეტად მარტივად ვითარდება მოვლენები, შენი გადასაწყვეტია მაგრამ რავი, მეტი დიალოგი, საუბარი და ურთიერთგაგებაა საჭირო.
გააგრძელე გელოდები❤

 



№5  offline წევრი nika14

#მარიამშენგელიას ვეთანხმები, ძალიან სწრაფა განვითარად მოვლენა ცტა გამიკვირდა კიდეც არ გაუცვნია წესივრად და ესე როგორ დაახლოვნდნენ მეთქი, ამ მხირვ ძალიან მარტივია, თუმცა მაინც საინტერესო საკითხავია <3

 



№6  offline წევრი LaLiDze

Mariam Shengelia_3
მომწონს
მოუხედავად იმისა რომ ბევრი მსგავსი რაღაც წამიმითხავს მომწონს.
თავები გაზარდე რა.
ჰო და კიდე მგონია რომ ზედმეტად მარტივად ვითარდება მოვლენები, შენი გადასაწყვეტია მაგრამ რავი, მეტი დიალოგი, საუბარი და ურთიერთგაგებაა საჭირო.
გააგრძელე გელოდები❤

nika14
#მარიამშენგელიას ვეთანხმები, ძალიან სწრაფა განვითარად მოვლენა ცტა გამიკვირდა კიდეც არ გაუცვნია წესივრად და ესე როგორ დაახლოვნდნენ მეთქი, ამ მხირვ ძალიან მარტივია, თუმცა მაინც საინტერესო საკითხავია <3


მადლობა <3 მადლობა და მადლობა <3
აუცილებლად გავითვალისწინებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent