შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

99 ზარი (სრულად)

22-12-2017, 01:40
ავტორი ელპინი
ნანახია 2 196

99 ზარი (სრულად)

მერე?!
მერე, ყველაფერი წამმა შეცვალა.
ნიკოს უთხრეს, დაელოდე დერეფანში, ვერ შემოგიშვებთ პალატაში-ო.
კედელთან იყო ჩაკეცილი,
საცოდავად მოკუნტული,
ხელები სულ დაწითლებოდა,
თვალებში იმხელა სევდა იკითხებოდა,
უცნობსაც დაეწვებოდა გული.
-ნუ ნერვიულობ, აი, ნახავ, სოფკა ყველაფერს აიტანს, რა.
ტყუილად ამხნევებდა გიგო.
არაფრად აგდებდა მისი ბავშვობის მეგობრის ნათქვამს.
მხოლოდ, ერთადერთ წერტილს მიშტერებოდა და სოფკაზე ფიქრობდა.
-ამის დედა შ***ცი.
გამწარებულმა დაიღრიალა და კედელს მუშტი მისცხო.
ისევ ძირს დავარდა.
თავი მუხლებში ჩარგო და პატარა ბავშვივით ქვითინი დაიწყო.
თავზე ხელებს იჭერდა და მის თავს ვერ პატიობდა ამ შეცდომას.
ერთმა წამმა ყველაფერი შეცვალა.

***
-ნიკო, კარგი, რა. ხომ იცი, არ მიყვარს მსგავსი წვეულებები. ახლა, ძალიან მეზარება, თან მეც და ჩვენ პატარასაც.
წუწუნით ეუბნებოდა სოფკა ნიკოს და ზურგიდან ეხუტებოდა, თან.
-სოფკა, აუცილებელი, რომ არ იყოს, ხომ არ გთხოვდი, არა?
-და, რომ მეზარება. არა, უფრო სწორად, გვეზარება.
მუცელს დახედა სოფკამ, ხელი მოისვა და გაიღიმა.
-მარტო ვერ დაგტოვებ, მე კიდე, აუცილებლად უნდა წავიდე, თორემ დავემშვიდობები სამსახურს.
-არაფერი არ დამემართება!
კატეგორიული იყო სოფკას ტონი უკვე.
პატარა ბავშვივით ექცეოდა ნიკო და ეს აღიზიანებდა, ორსულობის პერიოდში უფრო გაღიზიანებული იყო, თან.
-სოფკა, მაკასთან მაინც, დაგტოვებ.
ნიკო მიუახლოვდა. თმებზე მოეფერა და წამში გაიტრუნა სოფო. თვალები მინაბა და ქმრის შეხებაზე სულ ჟრუანტელმა დაუარა ტანში.
გააცია.
გააცხელა.
ვერასდროს გადაეჩვეოდა იმას, რომ ნიკოს შეხებას ყოველთვის გათიშვამდე მიჰყავდა სოფკა.
უმოქმედო იყო ჩვენი სოფკა ნიკოს წინაშე.
-ასე ნუ ცდილობ ჩემ მოსყიდვას ახლა.
თავი დაიძვრინა ნიკოს მკლავებიდან სოფკამ და ოდნავ მოშორდა.
სხეული უხურდა მის სიახლოვეს და შინაგანად იწვოდა.
აგერ უკვე, სამი წელია ცოლ-ქმარი ქვიათ, მაგრამ ისევ ისე არიან, როგორც შეყვარებულობის დროს.
პატარა ბავშვებივით.
მაკამ იცოდა ხოლმე თქმა:
-მე თქვენ შვილებს დავზრდი და თქვენ ისევ თავიდან გასაზრდელები მეყოლებით-ო.
მერე ამაზე გაიბუსხებოდა ჩვენი სოფკა და ნიკო ტუჩებზე ეცემოდა ხოლმე.
-აპ, აპ, ეგეთები ოთახში.
სწრაფად დაუცაცხანებდა მაკა, მაგრამ იქვე, არ იყო ოთარი.
მაკას მისათითებელი ქმარი.
-მაკუნკულ, შენ, რომ მკოცნიდი მშობლების წინ და არ გრცხვენოდა, ამათ რას ერჩი ახლა?
ბოროტულად ჩაერთვებოდა ხოლმე ოთარი და ცოლის მუშტსაც იმსახურებდა.
ისინიც ბავშვები იყვნენ.
მყუდროება იყო ოჯახში და არც იყო გასაკვირი, რომ ამდენად სრულყოფილი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში.
-მამა, აი, ტვინში მიზიხარ, რა.
სიცილით ეტყოდა ნიკო ოთარს და მხარზე ხელს დაკრავდა ძმურად.
არასდროს ყოფილან მაკა და ოთარი მკაცრი მშობლები.
პირიქით, ძალიან ნეიტრალური ურთიერთობა ჰქონდათ შვილთან.
უგებდნენ ნიკოს და რჩევას აძლევდნენ,
ან,
უსმენდნენ და ნიკო მათი სახეების ყურებისას უკვე, ხვდებოდა რა და როგორ უნდა გაეკეთებინა.
რა იყო უკეთესი და რა იყო სწორი.
-სოფკა, ამ ორსულობის დროს სულ შეიშალე შენ.
ჩაფიქრებული სახით თქვა ნიკომ და ცალი თვალი მოჭუტა.
-ეგ იმის ბრალია, რომ ჩემთვის აღარ გცალია.
-აუ, ახლა ის ორსულებს, რომ აქვთ ხოლმე, ეგ გეწყება?
სასოწარკვეთილი სახით თქვა ნიკომ.
-რა აქვთ ორსულებს, ნიკო?
წარბი აწია სოფკამ და ხელი ხელს დააჭდო.
-დიდი მუცელი.
ოცდათორმეტივე კბილი გამოაჩინა ნიკომ და დაკრეჭილი უყურებდა სოფკას.
-არადა, სხვა რაღაცას ამბობდი.
-ხო, ანუ, ისა, ორსულებს, რომ აქვთ უფრო ეჭვიანები და გაღიზიანებულები არიან-ო, ხომ ამბობენ და ვიფიქრე, მაგის ბრალი ხო არა-მეთქი, რა ვიცი.
-ასე გაბნევ, ნიკოლოზ, რომ ბლუკუნებ?
წელში გასწორდა სოფკა,
კისერი წაიგრძელა და ამაყად უყურებდა.
-აი, ჩვენი შვილი, რომ არ გყავდეს მანდ მუცელში, ახლავე გაგშორდებოდი.
ეს თქვა და სოფკას ნიანგის ცრემლების გადმოყრა ერთი იყო.
-აღარ გიყვარვარ, ხო, ნიკო? მითხარი, სხვა გიყვარს?
ისეთი სახით ლაპარაკობდა, ნიკოს ეცინებოდა და ამაზე უფრო ტიროდა ჩვენი სოფკა.
-კი, სხვა მიყვარს და შენთან მარტო ჩვენი შვილის გამო ვარ.
სერიოზული სახით ეუბნებოდა ნიკო და საწყალ გოგოს, უფრო ანერვიულებდა.
-მღალატობ, ხო?
-კი.
ისევ სერიოზულად ეუბნებოდა ნიკო.
თან, გული ეკუმშებოდა ასეთ სოფკას, რომ უყურებდა, მაგრამ უხაროდა მისი წვალება.
-დამპალი ხარ.
ბალიში გაუქანა მხარზე სოფკამ ნიკოს და ისევ ტირილი დაიწყო.
-ღმერთო, რა ბატი მყავხარ. რამდენი ხანია ცოლ-ქმარი ვართ და პირველად, რომ გითხარი, ბატი ხარ-მეთქი, არ ვარ-ო, გაგიჟდი და აი, თუ არ ხარ.
სიცილით ლაპარაკობდა ნიკო,
გულში იხუტებდა გულაჩუყებულ სოფკას და თავზე კოცნიდა.
-შენ ხარ ჩემი სამყარო, სოფკა და ეს პატარა კიდე.
მუცელზე ხელით მოეფერა ნიკო სოფკას და თან, აკოცა.
-წვეულება სულ დამავიწყდა. აბა, მიდი, გაემზადე.
ტაში შემოკრა სწრაფად ნიკომ და სოფკას ტანსაცმელების კარადასთან მივიდა.
კაბები რიგ-რიგობით გამოჰქონდა და თვითონ არჩევდა:
-არა, ეს არ მომწონს.
სახეზე ისეთ მიმკებს იღებდა, სოფკა სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდა.
-ეს მოკლეა.
ტუჩს აპრიხავდა და თავს გააქნევდა.
-ეს ძალიან გამომწვევი.
ხელით მოისვრიდა ხოლმე ზოგს.
-ეს მუცელზე არ მოგიხდება.
თავთან ერთად, ლამის, ტანითაც შემძვრალიყო კარადაში და ჩიჩქნიდა ყველაფერს.
-სოფკა, სანამ გავაფრინე, მოდი და აარჩიე კაბა სწრაფად.
ბოლოს გაბრაზებული მობრუნდა და სოფკას უყურებდა.
-ვაიმე, სულს ვეღარ ვითქვამ.
რვეულს იფრიალებდა სოფკა და ღრმად სუნთქავდა.
-სოფკა-მეთქი!
წარბები შეეყარა უკვე, ნიკოს.
-რატომ იგვიანებ-ო მერე იტყვი და დავიგვიანებ, აბა, რა იქნება. ერთი საათი კაბას ვარჩევ მარტო.
-სოფკა, ადექი, ჩაიცვი და წავედით, სანამ ამიღიღარ, წამიღიხარ, ჩამიცმევია ძონძები და წამიყვანიხარ ისე.
-არ მინდა, უფ.
ტუჩები გაბუსხა სოფკამ.
-კაი.
მხრები აიჩეჩა ნიკომ და გაბრაზებული გავიდა ოთახიდან, ხმა არ გაუცია, იცოდა, სოფკამაც, რომ აწყენინა, მაგრამ ყველაფერს მის ორსულობას აბრალებდა.

***
ნიკოს ახსენდებოდა ფრაგმენტებად მოგონებები და სულ იშლებოდა.
იფიტებოდა.
სხეულის თითოეული ნაწილი სტკიოდა.
თავს ადანაშაულებდა.
ვერ პატიობდა.

***
სოფკა, რომ რეკავდა სამი საათი უშედეგოდ და ნიკო არ პასუხობდა, განერვიულებულმა მანქანის გასაღები აიღო და ნიკოს მოსაძებნად წავიდა.
ერთი ზარი...
ორი...
სამი...
ოთხი...
და კიდევ უამრავი.
მაგრამ არც ერთი პასუხი.
ნიკოც არ იყო ამ დროს სახარბიელო მდგომარეობაში.
არც წვეულებაზე ყოფილა.
ფეხებზე და**იდა მისი სამსახური და ქუჩა-ქუჩა დახეტიალობდა.
შეგნებულად არ პასუხობდა სოფკას ზარებს, ან არ ესმოდა ხმა.
სოფკა კი, ამ დროს გაგიჟებას იყო უკვე.

***
ნიკოს ის 99 გამოტოვებული ზარი, რომ ახსენდება თავის მოკვლის სურვილი უჩნდება.
პალატის კარს მიშტერებოდა.
ცრემლები ახრჩობდა.
ცხოვრებაში პირველად იყო ასე, როცა სოფკა უყურადღებოდ დატოვა.
ზუსტად ამას ვერ პატიობდა მის თავს.
99 გამოტოვებულ ზარს, რომ არ უპასუხა და მეასედ, რომ მოასწრო სოფკამ დარეკვა, აი, ზუსტად ეს ანადგურებდა ნიკოს.
ვეღარ მოასწრო ერთ ღილაკზეც დაჭერა სოფკამ და დატოვა ნიკო ასე.
მაგრამ...
ნუ, ეს მაგრამ ყველგან ხომ ეჩხირება!
ხოდა, სოფკამ კი არ დატოვა ნიკო,
და,
ნიკომაც სოფკა,
იქ,
ზემოთ,
ასე იყო დაწერილი.
ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ.

***
ტელეფონზე, რომ დაურეკეს და სოფკას ავარიის ამბავი უთხრეს, მანდ მოკვდა ჩვენი ნიკო.
არც კი დაფიქრებულა, ისე გავარდა სირბილით.
დაღლა არც უგრძვნია.
წამითაც კი.
განა, რამე დაღლიდა?!
მისი ორი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო.
მირბოდა, მაგრამ ვერ გეტყვით, ყველაფერს კარგად უყურებდა-მეთქი.
თვალები დაბურული ჰქონდა ცრემლებისგან უკვე.
ყელში ახრჩობდა რაღაც.
მაგრამ მაინც მირბოდა.
იმიტომ, რომ სოფკა ელოდებოდა.
გიჟივით შევარდა და მხოლოდ სოფკას უყურებდა დასისხლიანებულს,
გონწასულს,
სახეზე სულ გათეთრებულიყო
და საკაცეზე უმოძრაოდ იწვა სოფკა.
ვეღარ უყურებდა მისი მბრწყინავი თვალებით ნიკოს.
ნიკო?!
ნიკოსი რა გითხრათ...
მხოლოდ ის ვიცი, რომ მერე ყველაფერი გაშავდა.
დღეც.
ღამეც უფრო ბნელმა მოიცვა.
ხალხიც გაშავდა.
და ბოლოს,
თვით ნიკოც.
იქ,
ზემოდან ვიღაცამ ჩამოსძახა, რომ უნდა გაშავებულიყო ყველაფერი.
-გვაპატიეთ, მაგრამ ვერაფერი მოავხერხეთ.
ექიმის სიტყვებიც შავი იყო.
მერე ნიკო...
ნიკო მის ორ ანგელოზს მისტიროდა.
არა,
გატყუებთ.
სად ჰქონდა ტირილის თავი?!
იმ დღის მერე მოკვდა ნიკო
და დაიბადა ნიკა.
სულ სხვა ადამიანი.

***
უკვე, ჭაღარაშეპარული ნიკა მისი ცოლ-შვილის საფლავზე ვარდებით ხელში იდგა.
ცრემლი არ გადმოსდიოდა.
ადამიანს აღარ გავდა.
იქვე, ჩამოჯდა კუნძზე და მისთვის ბუტბუტებდა.
ზოგი ამბობდა, გაგიჟდა-ო.
ზოგი, გალოთდა-ო.
და სხვა უამრავ რამესაც.
მაგრამ თქვენ, ხომ იცით, რომ ნიკო ვერ იქნებოდა ნიკო სოფკას გარეშე.
ალბათ,
იქ,
მაინც შეხვდებიან ერთმანეთს!
მეასედ, რომ დაერეკა სოფკას, ახლა, უკვე, ვინ იცის, იქნებ, შვიშვილებთან ერთადაც ყოფილიყვნენ მყუდრო ოთახში, თბილად, ჩაით ხელში, ბუხრის წინ და თავიანთ სიყვარულის ამბებს მოუყვებოდნენ ბავშვებს,
მაგრამ...
ეს მაგრამ ყველგანაა, ამიტომ
მე,
შენ
და სხვა
ვერ ვეწინააღმდეგებით ბედისწერას!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი მოცინარი

ზიღუარულო <3 წავუკითხავ ახლავე :*

№2  offline ადმინი ელპინი

მოცინარი
ზიღუარულო <3 წავუკითხავ ახლავე :*

გელოდები, აბა.

№3  offline წევრი მარიკუნაა♥️

ნიკო არ უნდა ყოფილიყო ეს.
სხვა ვინც გინდა.
ეს ყველაზე ახლოს მოვიდა, ელპინ.
"მოიტანა" რა:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№4  offline ადმინი ელპინი

მარიკუნაა♥️
ნიკო არ უნდა ყოფილიყო ეს.
სხვა ვინც გინდა.
ეს ყველაზე ახლოს მოვიდა, ელპინ.
"მოიტანა" რა:)

როგორ მიხარია, მარიამ, რომ იცოდე!
დიდი, დიდი მადლობა, საყვარელო.

№5 სტუმარი l,m not sick

კაიიი რააა
რა სოფკაა
რატო ეს სახელი,რატო?
საშინლად არ უხდებაა

№6  offline ადმინი ელპინი

l,m not sick
კაიიი რააა
რა სოფკაა
რატო ეს სახელი,რატო?
საშინლად არ უხდებაა

ზუსტად.
აი, როგორ მინდოდა ვინმეს ეს დაეწერა.
იმიტომ ქვია სოფკა, რომ არ უხდება. (ამაყი ვარ აქ :დდდ)
შენ კი, დიდი მადლობა, რომ წაიკითხე.

№7  offline მოდერი zia-maria

მატკინე,დამშალე და დამტოვე გამოფიტული. disappointed_relieved

№8  offline ადმინი ელპინი

zia-maria
მატკინე,დამშალე და დამტოვე გამოფიტული. disappointed_relieved

მიხარია, რომ ასე მოვიდა თქვენამდე.
უღრმესი მადლობა.

№9  offline ადმინი ელპინი

MoonLady
დამგრუზა.
მატკინა.
მომკლა.
მაგრამ მაინც არ ვეთანხმები ბედისწერის ცნებას.
კარგი იყო, მომეწონა.

ეგოისტურად მიხარია, რომ ასე მოვიდა შენამდე ყველაფერი!
უდიდესზე უდიდესი მადლობა, ჩემო საყვარელო.
მადლობა დიდი.❤
ბედისწერას ვერ გავუგებთ...
შენ კი, ბედნიერებას გისურვებ :*:*:*
პ.ს. მე მაინც მჯერა ბედისწერის :)))

№10  offline წევრი მმარიტა

რა კარგი ხარ გოგო შენ ❤️ მიყვარხარ შენც და შენი ისტორიებიც❤️

№11  offline ადმინი ელპინი

მმარიტა
რა კარგი ხარ გოგო შენ ❤️ მიყვარხარ შენც და შენი ისტორიებიც❤️

უღრმესი მადლობა, ჩემო საყვარელო. მეც მიყვარხარ❤❤❤

რატოოოო,აი როგორ გამტეხე იცი.ვტირი...ღმერთო ეს რა იყო...არ მინანია წაკითხვა პირიქით ძალიან კარგათ მოვიქეცი,რომ წავიკითხე..ღმერთო ,ცრემლებს ვერ ვიკავებ ,სასწაულიხარ (შენი ანუკი)

№13  offline ადმინი ელპინი

სულელი მეოცნებე
რატოოოო,აი როგორ გამტეხე იცი.ვტირი...ღმერთო ეს რა იყო...არ მინანია წაკითხვა პირიქით ძალიან კარგათ მოვიქეცი,რომ წავიკითხე..ღმერთო ,ცრემლებს ვერ ვიკავებ ,სასწაულიხარ (შენი ანუკი)

ჩემი ანუკი, როგორ გამახარე, რომ იცოდე.
ჩემი ტკბილი გოგო ხარ შენ :* :*
მაპატიე ცრემლებისთვის, რა :((((
მე მიყვარს ცუდი დასასრულები <33333

№14 სტუმარი blue girl

ღმერთო ჩემო ბოლოხმაზე ვბღავი ((( რა იყო ეს? წამითაც არ მინანია, რომ წავიკითხე უბრალოდ მეტკინა, ძალიან მეტკინა.

№15  offline ადმინი ელპინი

blue girl
ღმერთო ჩემო ბოლოხმაზე ვბღავი ((( რა იყო ეს? წამითაც არ მინანია, რომ წავიკითხე უბრალოდ მეტკინა, ძალიან მეტკინა.

აუ, მაპატიე, ბოდიში, რა.
საერთოდ არ მინდოდა, რომ გეტირააა :(((((
მართლა, დამიჯერეეეე.
მაგრამ ხომ იცი, ჩემი დამოკიდებულება ცუდი დასასრულისადმი.
ეგოისტურად მაინც მიხარია და ძალიან დიდი მადლობაააა!!!❤❤❤❤

№16  offline მოდერი სალანდერი

"შენ რომ იცოდე რა მაგარი ხარ"
საერთოდ დავიწყოთ იმით, რომ საიტის მწერლების უმეტესობასთან ვმეგობრობ, მაგრამ შენ იცი რომ "ტყუილი რიჟა ბაზარი" არ შემიძლია, არც მეგობრობის ხათრით, არც ძმაკაცობის არც ნათესაობის არც, არც, არც არაფრის გამო.
აი ამ შენს ისტორიებს კიდე დავასრულებ და მინდა რაღაც დაუსრულებელი კომენტარი მოგწერო, დეტალურად აგიხსნა და გაგაგებინო ყველაფერი რაც მოგაქვს მაგრამ მეასედსაც ვერ "გაგაგებინებ" ალბათ.
შენ რომ იცოდე რა მაგარი ხარ, ბევრად უფრო "მყარად" იდგებოდი როგორც ავტორი.
ხშირად მესმის შენი პირიდან. "ნაჯღაბნი" "ცუდად დავწერე" "შემეშალა" "არ უნდა ჩამესვა" "შეცდომა იყო" "მაპატიეთ" "ვერ გამომივიდა" "არაფერი ვიცი" "სხვანაირად ჯობდა" და ა.შ.
ასეთ დროს მინდება მაგრად "შემოგილაწუნო".
არაფერი გეშლება შენ, როცა საქმე ემოციებს ეხებათ.
სუფთა ხარ.
მკითხველის წინ "შიშველი" ხარ და შენი ჯოკერია ეგ.
არ თამაშობ ელ, ყურებით მოთრეული არგუმენტებით ან ინფორმაციებით "არ გვჭყიპავ", არ ტყუი.
იცი როგორი შეგრძნებაა შენი ნაწერის კითხვა?
თითქოს ხელებს ავტორი კი არა გული მართავდა წერის დროს.
"შენს ხელებს, შენი გული მართავს"
ამიტომაც ვერ "ტყუი".
ეს ჩემებური "დასასრული" იყო, ხომ იცი როგორ მომწონს ❤
მოკლედ მაგრად მევასები და დილაც შენით დავიწყე ❤

№17  offline ადმინი ელპინი

სალანდერი

რაღა დილა, პირველის ნახევარი იყო უკვე და წეღან რომ მოშავდი, დაღამდა. -__-
მე კიდევ, ვნერვიულობ ახალ ისტორიას რომ წაიკითხავ, მაგრად არ ჩავფლავდე და არ მიმალანძღო. ზოგადად, როცა ვწერ, არ ვიცი რას ვწერ და არც წინასწარ დავმჯდარვარ ოდესმე და დამიწერია "ეს ასე უნდა დავწერო" "მერე აქ ეს უნდა მოხდეს", მსგავსი ჩემს თავს არასდროს ყოფილა.
იდეაც კი არ მაქვს, რა უნდა დავწერო და არც მიფიქრია იმაზე, რა შეიძლება თემად ავიღო-მეთქი.
და ბოლოს როცა ვასრულებ, მერე ვკითხულობ და მერე ვიგებ, რაც დავწერე.
აი, ნამდვილი მწერალი რომ გავხდე, ყოველთვის მაქვს იმის შიში, რომ რაღაც არასწორად დავწერე.
აქ, სანამ ისტორიას დავდებ, ცხრა სიკვდილს გამოვივლი მანამდე შიშისგან.
ხოდა, ძალიან მიხარია, რომ იმედები ჯერ არ გაგცრუებია.
მე სულ მინდა, რომ სახე ჩამოგიღო, მაგრამ ფიზიკურად ვერ შევძლებ, ვიცი, დამპალო.
მადლობა ამ სიტყვებისთვის და იმისთვის, რომ დროს მითმობ საერთოდ.

მონსტრს ევასები და უყვარხარ.

№18  offline მოდერი სალანდერი

ელპინი

არ ვნახავ პასუხს_მეთქი მაგრამ ვერ მოვისვენე. (ჩვენი სმაილი)
ჩემი დილა მაგ დროს დაიწყო, არ იცოდე მაინც. (აქაც)
ნუ ხარ ეგრე ელ, არაფერი გაქვს შენ "შესაშინებელი" "ახალი სიტყვა ხარ" საიტზე. (აქაც)
სხვათაშორის ერთ ერთი საუკეთესო სიახლე ხარ თავად და ზუსტად ისე წერ სწორად როგორც გრძნობ.
შენ იცი რომ არ არსებობს წერისას სწორი და არასწორი, არ არსებობს ჩარჩო რომელშიც ჩაეტევი და თუ ოდესმე ჩაეტევი პირველი ვიქნები ვინც "შენს კითხვას" შეეშვება.
არ/ვერ გაპატიებ სტანდარტულად რომ იქცე.
ასეთი ელ პინი მომწონს მე.
"უსაზღვრო" "უჩარჩოო" და "განსაკუთრებული"
შენ თვითონ ხარ ძან "სწორი" და საკუთარ ნაწერში სწორის და არსწორის ძებნას შეეშვი.
რაც არ უნდა დაწერო ელ, ყველას ვერ მოარგებ.
"მწერლებს ყოველთვის სხვა ფინალს თხოვენ"
და შენ იმიტომ ხარ მონსტრი რომ არავის არ "არგებ" შენს ნაწერს.
მეც მევასება და მიყვარს მონსტრი ❤
სახის ახევაზე აქ არ გიპასუხებ, რადგან აქ ცოტა ძან მესაყვარლები. (აქაც)

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.