შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევა {თავი 4}


22-12-2017, 14:18
ნანახია 813

ევა {თავი 4}

სამსახურში გამოუძინარი და დაღლილი მივიდა,მანქანის გასაღები მძღოლს მისცა და გასარეცხად წააღებინა, თავად კი შენობაში შევიდა, თავი უსკდებოდა, მთელი ღამე ფიქრობდა გუშინდელ ზარზე და საერთოდაც წარსულზე, კაბინეტში შესულს კარებზე მოუკაკუნეს

-შემოდით
-გამარჯობათ ქალბატონო ევა, ყავას დალევთ?
-აუ კიი მარიამ, და პლიუს წამალი გამომიყოლე რაიმე ტკივილ გამაყუჩებელი თავი მისკდება
-ახლავე ...ნაჩქარევად უპასუხა და ოთახიდან გავიდა.. ევამ თავი სკამის საზურგეს მაიყრდნო და თვალები წამით დახუჭა, ისევ წარსული წარუდგა წინ
-ჯანდაბა! დავიღალე უკვე! ამოთქვა გამწარებულმა და სავარძელში გასწოვდა, სწორედ ამდროს შემოვიდა მარიამიც, ყავა წინდ აუდგა და წამალიც მიაწოდა...
-მადლობა მარიამ, ახლა გისმენ რა ხდება ?
-ესეიგი, ახალი საქმეა რაზეც დარეკეს და ითხოვეს თქვენთან გასაუბრება, მაგრამ გვიანი იყო და აღარ შეგაწუხეთ, ვიღაც თორნიკე გეგეშიძეა, რომელსაც ადანაშაულებენ ძმაკაცის დაჭრისთვის, თუმცა დამნაშავე ამას არ აღიარებს და ადვოკატს ითხოვს...
-გასაგებია,კიდევ რაიმე არის ახალი?
-დიახ.. ისს.. ანუ დღეს დილით დარეკეს.. ის იყო.. ვინც გუშინ დაგვირეკა და თქვენთან შეხვედრა ითხოვა... ამის მოსმენისას საბუთებზე თვალი გაუშტერდა და კალამი მაგიდაზე დააგდო
-რაუნდოდა???
-გადმოგცათ რომ, ისევ ითხოვს შეხვედრას, არაარა მოვითხოვო ასე თქვა... ჰოდა ჩვენ ვუთხარით, რომ თავად გადმოგცემდათ პასუხს, მაგრამ გაგვითიშა ისევ
-ჯანდაბა! რაუნდა რატომ არ მანებებს თავს?

გამწარებული სავარძლიდან წამოდგა და ბოლთის ცემას მოჰყვა, მარიამს ანიშნა შეგიძლია წახვიდეო თავად კი ფანჯარასთან დადგა და გადაიხედა, უეცრად თვალი ისევ შავ ჯიპზე გაუშტერდა, დაუჯერებელი იყო მისთვის, ეს დამთხვევა არ იქნებოდა, ვიღაც უთვალთვალებდა, წამით გაჰკრა კიდეც გულში იქნებ ალექანდრეაო, მაგრამ ფიქვები უკუაგდო, აღარ უნდოდა ბევრი თავის ტკივილი, გუშინაც უაზროდ დახარჯა დრო, შეხვდებოდა ამ ტიპს და საბოლოოდ გაარკვევდა, შემდეგ კი მოისვენებდა და თავის საქმეს მიხიედავდა.. ბრალდებულის ოჯახთან გადარეკა და შეატყობინა, რომ დასახმარებლად მზად იყო, მისი საბუთებიც მოითხოვა და შესახვედრად ბრალდებულის სანახავად დროც დათქვა..შენობიდან გასულს ისევ თვალში მოხვდა შავი ჯიპი, თუმცა აღარ გაუმახვილებია ყურადღება, მანქანაში მოკალათდა და პოლიციის შენობისკენ წავიდა

-თორნიკე გეგეშიძის ნახვა მინდა!
-ახლავე ქალბატონო ევა, შეგიძლიათ დაკითხვის ოთახში შებრძანდეთ მალე მოიყვანენ..

უთხრეს ისიც ოთახში შევიდა და დაელოდა, როდის შემოიყვანდნენ, ისიც გამოჩნდა, სახეზეც ეტყობოდა რომ უდანაშაულო იყო, შეშინებულს ვერ ვიტყოდი, მაგრამ როგორც ჩანს ცდილობდნენ დაეშინებინათ, ინფორმაცია მოისმინა, ასევე ყველაფერი ჩაიწერა რა როგორ იყო, და დაპირდა რომ უახლოეს მომავალში ანუ სასამართლოზე მას გაიყვანდა იმ შემთხვევაში თუ ყველაფერს სწორად გააკეთებდა, ბრალდებულიც დათანხმდ ადა საკანში დააბრუნეს, თავად გამობრუნდა სადაც მშობლები დახვდნენ

-გთხოვთ ქალბატონო გამოიყვანეთ ჩემი შვილი, ვიცი არარის მასეთი ბიჭი, არავის არაფერს დაუშავებდა ...დედამისი ცრემლმორეული ევედრებოდა, მისი სახის შემხედვარე გულში რაღაცამ მწარედ გაწიწკნა, გაახსენდა თავისი მშობლის სახე,როგორ სთხოვდა რომ არ დაეხსნა ის ბანდიტი ციხიდან, მაგრამ არაფრით არ მოუსმინა...
-დიახ ქალბატონო! ყველანაირად ვეცდები და თქვენს შვილს გავანთავისუფლებ, მჯერა რომ დამნაშავე არარის..ახლა კი უნდა წავიდე თქვენის ნებართვით, დანარჩენზე გავარკევვ და ტელეფონით შეგატყობინებთ..

ჩაილაპარაკა და ნაჩქარევად გაეცალა იქაურობას, ძალიან ცუდად ახსოვდა ყველაფერი, დიდ ტკივილსაც აყენებდა, მაგრამ არ შეეძლო მიეტოვებინა ყველაფერი! იქამდე მაინც სანამ იმ ნაბი**არს არ დაიჭერდა და ციხეში არ ამოალპობდა...მანქანაში გულაჩქარებული მოკალათდა და არ მისცა ცრემლებს ნება რომ დაედინა, არ იტირებდა არაფრის დიდებით! ჯერ შურს იძიებდა შემდეგ კი დაისვენებდა...მაგრამ უნდა გაეძლო! უნდა გაეძლო! თავის თავს უმეორებდა და ასე იწყნარებდა...

**5 წლის წინ**

-დღეს სასამართლოა ევა, რას აპირებ?
-გამოვიყვან!
-კი მაგრამ სულ არ გეშინია? ვიღაცეების გამო თავს საფრთხეში რატომ იგდებ?
-მია უნდა გამიგო, არ შემიძლია ასე შუა გზაში მიგდება ყველაფრის, და მითუმეტეს ვერ დავტოვებ და ვიღაცის ნებაზე ვერ ვივლი, ბურდულს უნდა ველაპარაკო, მან იცის ყველაფერი მენაბდეზე, და თუ საჭირო იქნება ციხეშიც დავაბრუნებ მუქარის გამო და თუ ყველა ბრალდებას გავუხსნი მითუმეტეს!
-ევა ძალიან ვნერვიულობ, არ მინდა რაიმე მოგივიდეს, მითუმეტეს ერთ კვირაში ქორწილი გაქვს..მაგრამ ვიცი აზრი არააქვს შენთან ლაპარაკს ამიტომ წარმატებებს გისურვებ, შენი მჯერა და ვიცი რომ გაამართლებენ მაგრამ ფრთხილად იყავი ევა!

ეს სიტყვები იყო რაც მოსიმინა დაქალისგან და სასამართლო პროცესზე წავიდა, სამწუხაროდ არ შეახვედრეს დამნაშავეს, მაგრამ იქნებ ასეც ჯობდა, მეტჯერ ნახვა რა საჭირო იყო, თავის საქმეს მოათავებდა და წამოვიდოდა, რაც შეეხება მენაბდეს, მართალია ჯერ კიდევ ნერვიულობდა მუქარაზე, მაგრამ რამის გამკეთებელი, რომ ყოფილიყო აქამდე გააკეთებდა.. სასამართლო პროცეზე ალექსანდრე ბურდულის შემოყვანისას, დაინახა როგორ გაუფავთოვდა, თვალები, შემდეგ კი გამწარებით აევსო , ევამ მზერა მოარიდა, მხოლოდ ერთი უცნობი ტიპი დალანდა, რომელიც არასდროს ენახა.ყურადღება აღარ გაუმახვილებია მასზე, მხოლოდ ბურდულის მზერა სწვავდა, და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორმე დაეხსნა ციხიდან.. ბევრი მიკიბ-მოკიბვის შემდეგ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, რომ 1 კვირაში ბურდულს გაანთავისუფლებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ კვლავ გაიმარჯვა ევამ! კვლავ დაიხნა, თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, საბოლოოდ უკვე გამოსვლას , რომ აპირებდა დაინახა,როგორ მოჰყავდათ ალექსანდრე ბურდული, ამიტომაც ნაბიჯს შეუნელა და დაელოდა, როდის მიახლოვდებოდა, ელოდა რომ მადლობას ეტყოდა, ანდაც ამ მზერას მოიშორებდა, თუმცა თქვენც არ მომიკვდეთ, მეტი სადარდებელი არ ჰქონდა ისე მკაცრად და საშინელი ტონით წარმოთქმული სტყვები მოისმინა, მოუნდა უკან დაებრუნებინა ეს იდიოტი და საქმეს შეშვებოდა

-ხომ გაგაფრთხილე საქმეს შეეშვი მეთქი! შენ აზრზეც არ ხარ რა შარში გაყავი თავი პატარა თავნება გოგოვ!
-რრ..აა? იმის მაგივრად..ჯერ ეს ერთი წესიერად მელაპარაკე! ეტყობა არ იცი ვინ დგას შენს წინაშე! და მეორე, მადლობა მითხარი, რომ იმ სოროდან გამოგაბრძანე!
-და შენ თუ იცი ვინ ვარ მე? შე სულელო! სოროში დატოვება მერჩივნა იმას რაც შემდგომ მოხდება! გაეცალე აქაურობას სანამ გამოვალ, შემდეგ კი თავად მოგძებნი! გამოსცრა კბილებშორის და მზერა გაუსწორა
-აჰაჰა ..გამაცინე ბურდულო.. ,,დაჟე“ მომძებნის..ცინიკური გამიხდა ხმა, რაზეც აშკარად უკმაყოფილება გამოესახა და ძარღვები ებერებოდა ყელზე...-კარგად მომისმინე ბურდულო! შენ გამოხვალ აქედან და დაიკარგები, მე მხოლოდ ჩემი საქმე შევასრულე..ასე რომ არანაირად არ ვაპირებ არსად გაცლას გასაგები იყოს ეს შენთვის! კარგად ბრძანდებოდე და ჰო...არაფრის! უკვე გამობრუნებას ვაპირებდი ხელი რომ გაინთავისუფლა და იმდენად მომიჭირა ხელზე, გაუცნობიერებლად მივბრუნი და ვცადე გამომეგლიჯა, თუმცა ტყუილუბრალოდ, ამის არც ძალა მქონდა და მითუმეტეს არც ჯაჯგურის თავი...
-ჭკუიდან არ გადამიყვანო ევა! გეუბნები აქაურობას გაეცალე, თორემ დამიჯერე ჩემი გაბრაზება არ გაწყენს..ხელი გამიშვა და წასვლას აპირებდა, ისევ რომ მობრუნდა და მომიახლოვდა-და ჰო, კინაღამ დამავიწყდა! ეს ჩემგან ქორწილის საჩუქარი
-რა? რასაჩუქ...

სანამ მისი სიტყვების აზრს გამოვიცნობდი უკვე ჩემს ტუჩებზე მოწებებულიყო და ვნებიანად მიკოცნიდა ჯერ ზედა ტუჩს შემდეგ ქვედას, გაგაშეშებული და ნირწამხდარს აზრადაც არ მომსვლია შემეჩერებინა, იმდენად დაშოკილი ვიყავი, გონს მოსულმა უნდა მეცალა, მაგრამ გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე მომშორდა და ტუჩები გაილოკა

-ცოტა დამუშავება გაკლია,მაგრამ არაუშავს..მაგასაც ეშველება...ჩაიცინა და წამის შემდეგ სერიოზული სახე დაიჭირა -ხოდა რაც გითხარი გაითვალისწინე ევა!

მიბრუნდა და პოლიციელებს გაყვა, მართალია სასამართლო დარბაზში აღარავინ იყო, იმ ორი პოლიციელის გარდა, თუმცა ესეც ბევრს ნიშნავდა ევასთვის,მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კიდევ ვერ მოსულიყო გონს და გაშეშებული ერთ ადგილას ჰორიზონტს გასცქეროდა, რომ არა ერთ-ერთი თანამშრომლის შემოძახილები, ალბათ დილამდე აქ იქნებოდა...

-ქალბატონო ევა კარგად ხართ?
-ჰა? რა? აამ კი კი ყველაფერი რიგზეა კარგად ვარ! მადლობა
-დარწმუნებულიხართ? კიდევ ერთხელ გაუმეორა კითხვა, აშკარად დაბნეულმა და ხელი მხარზე დაადო..
-კი, დიახ კარგად ვარ..უკაცრავად უნდა წავიდე..ჩაილაპარაკა ძლივს გონზე მოსულმა და სახეც დაილაგა
-კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ...

შენობიდან აფორიაქებული გამოვარდა, კიდევ ვერ იჯერებდა , რომ წამის წინ! საქმროს უღალატა, მართალია ამას არ უკოცნია,მაგრამ არ უნდა მიეცა ამის უფლება, უნდა შეწინააღმდგომოდა, მანქანაში ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ, მობილურის ზარის ხმაც კი არ ესმოდა, მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდა გონს და ისე უპასუხა, საერთოდაც არ დაუხედავს ნომერზე, მაგრამ აშკარად ნაცნობი ხმა მოესმა

-მე გაგაფრთხილე ევა გედენიძევ! დანარჩენზე შენ აგე პასუხი!

ხმის გაგებისთანავე კანკალმა აიტანა, ვერ მიხვდა ეს რას ნიშნავდა, მხოლოდ გაბმული წუილის ხმა ისმოდა, რამაც მიახვედრა, რომ ტელეფონი გათიშა..ისევ შოკირებული აზრზე ვერ მოდიოდა, რას ნიშნავდა ეს გაფრთხილება? ალექსანდრეს სიტყვები, აქედან გაეცალეო? ან ეს ზარი? ნუთუ მუქარის ასრულება ეწერა?ან ეს კოცნა? ამდენი ფიქრისგან ალბათ ტვინი აუდუღდებოდა, ერთადერთი გამოსავალი მიას ნახვა იყო, ის უშველიდა, მართალია იტყვით საქმრო ჰყავსო, მაგრამ არავის არ ესმის მისი ისე, როგორც დაქალს, თანაც ჯერ კიდევ დამნაშავედ თვლის საკუთარ, თავს...მიას დაუვეკა და შეხვედრაზე დაითანხმა, მანაც შეატყო აფორიაქებული ხმა, და დაპირდა რომ ევასთან ამოვიდოდა ნახევარ საათში..ბოლოჯერ გახედა პოლიციის შენობას და მტკიცედ ჩაილაპარკა

-ვსო ეს ბოლოა! დასვენების დროა! მანქანა დაქოქა და სახლისკენ წავიდა...

*******

უკვე ოფისთან იყო,რომ გაახსენდა ალექსანდრე ბურდული, უნდა ენახა და საბოლოოდ გაერკვია რა ჯანდაბა უნდოდა და თავს რატომ არ ანებებდა? ან ახლა რატომ გამოჩნდა..ნაჩქარევად აკრიფა მდივნის ნომერი და პასუხის მოლოდინში გაიყუსა

-გისმენთ ქალბატონო ევა
-მარიამ სასწრაფოდ მომწერე სად ითხოვა შეხვედრა და რომელ საათზე იმ ტიპმა დღეს დილით რომ შემატყობინე
-ამ ახლავე ქალბატონო ევა
-გელოდები!
ჩაილაპარაკა მკაცრად და დაელოდა მესიჯს, რომელიც 2 წუთში მოუვიდა, მისამართი, როგორც კი წაიკითხა, თვალები ლამის შუბლზე აუვიდა
-რა ჯანდაბაა? მაგას ჰგონია სახლში მივაკითხავ? ტორტიც ხომ არ მივართვა, დეგრადიული, იდიოტი არსება!
მის ლანძღვაში იყო ტელეფონის ხმა, რომ მოემსა, ისევ მარიამი ეგონა ამიტომ ნომრისთის არ დაუხედია ისე უპასუხა ნერვებმოშლილმა

-ახლა რაღა ჯანდაბა გინდა?
-მხოლოდ შენი ნახვა ევა!

გაისმა ხავერდოვანი და ამავდროულად მდიდარი ხმა, რაზეც ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში, კიდევ ვერ ხვდებოდა, რატომ ემართებოდა ასე ამ კაცის ხმის გაგონებისას, მაგრამ უნდა მოეთოკა ემოციები

-ბოდიში სხვა მეგონე, მაგრამ არა იცი რას გეტყვი ჯანდაბამდეც გზა გქონია შენი ნახვიანად ბატონო ალექსანდრე!

უკვე გაცხარებულმა ჩაყვირა ტელეფონში და გათიშვას აპირებდა, ბურდულის მკაცრი ხმა, რომ მოემსა

-ევა გაფრთხილებ არ გამითიშო! ..წამით შევყონდი და დავაცადე...კაია ესეიგი მისმენ! ჯერ პირველი! როდესაც მელაპარაკები ტონი აკონტროლე!
-კი მაგრ...შეკამათებას აპირებდა ისევ მისი სუსხიანი ხმა რომ მისწვდა ევას ყურთა სმენას
-ხმა! როდესაც ვლაპარაკობ მაცადე დასრულება! და მეორეც ეს შენ გინდა ჩემი ნახვა! და შენთვისვე აჯობებს ამ მისამართზე მოხვიდე! არამგონია არ გაინტერესებდეს რაღაც-რაღაცეები, ამიტომ გელოდები ევა!

მისი სახელი ისე ხავერდოვნად გამოკვეთა, კიდევ ერთხელ განიცადა, სხეულში დავლილი ჟრუანტელი, მაგრამ თავი ხელში აიყვანა და ტელეფონი პასუხის დაუბრუნებლად გაუთიშა. არაფრის დიდებით არ აპირებს მის ნახვას! წარმოუდგენელია, საქმე თავად აქვს და კიდევ აქეთ იბარებს! მეტი საქმე არააქვს ვიღაცის ჭკუაზე გაიაზროს, საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ არ ნახავდა, ამიტომ სახლში წავიდა , მიამ მოაკითხა, ცოტა ილაპარაკეს, უკვე საღამო იყო, თორნიკე გეგეშიძის საქმესაც გადახედა, დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და მის დახსნას შეძლებდა, კაბინეტიდან გამოვიდა და სააბაზანოში შევიდა, ერთადერთი სტრესს და მთელი დღის დაძაბულობას, ერთ წუთში ხსნიდა.. აბაზანიდან გამოსულმა პირსაწმენდი მოიხვია და ოთახში შევიდა, რადგანაც მარტო ცხოვრობდა არაფრის არ ერიდებოდა..საწოლზე დადო პენუარი და ჩაცმას აპირებდა კარებზე ზარის ხმა , რომ გაისმა.. მიხვდა მიას დარჩა ისევ რაღაც და უკან ამობრუნდა, პირველი შემთხვევა არიყო, ამიტომ არც არაფერი მოუცვამს ისე გაფლატუნდა და კარები გამოხსნა

-ახლა რაღა დაგრჩა მია?

სიცილით ჩაილაპარაკა მაგრამ მზერა ერთ ადგილას მიეყინა და ცივმა ოფლმა დაასხვა წინ მიას ნაცვლად ალექსანდრე ბურდული რომ დაინახა...

ესეც ახალი თავი <3 იმედია ძალიან არ გეპატარავებათ <3 რაც შევძელი ეს დავწერე ავადმყოფმა ;დდ ძალიან მომენატრეთ და მინდა ყველას მადლობა გადავცე ყველას ვინც კითხულობთ და ასევე მადლობა მათ ვინც აზრს კომენტარებში აფიქსირებთ <3 მიხარიხართ და მაბედნიერებთ ასეთი მკითხველები რომ მყავს <3 მართალია ცოტა დავაგვიანე თუცმა იმედი მაქვს მოგეწონებათ და შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ <3 მიყვარხართ ჩემო თეთრო შოკოლადებო და კარამელებო <3скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.





ვაიმე ვაიმეეე შოკში ვარ!შენ ხარ ჩემი ტკბილი გოგო,რა მიხლართ-მოხლართე?გავგიჟდი და გადავირიე,ნელ-ნელა იხვეწები ტკბილო,ახლა ამ ბურდულის პარპაში მინდოდა მეე?გამისკდება გული!და საიქიოდან გიჩივლებ!აუ მალე დადეე რაა ❤წარმატებიიი

 



№2 სტუმარი სტუმარი Lia

Sauketeso xar .arahveulebrivi istoria hans.
Hqara dade axali tavi❤❤❤

 



№3  offline წევრი Leo

ვაუ!
ეს უკვე მომწონს თან ძალიან!
ყოველ ახალ თავს თავისი ხიბლი აქვს თუმცა ამას ზედმეტად :დ მომეწონა და ვატყობ უფრო და უფრო წინ მიიწრვ... ძალიან კარგი გოგო ხარ და ველოდები შემდეგ თავს ... გამაოცე!

 




წარსული კვდება...
ვაიმე ვაიმეეე შოკში ვარ!შენ ხარ ჩემი ტკბილი გოგო,რა მიხლართ-მოხლართე?გავგიჟდი და გადავირიე,ნელ-ნელა იხვეწები ტკბილო,ახლა ამ ბურდულის პარპაში მინდოდა მეე?გამისკდება გული!და საიქიოდან გიჩივლებ!აუ მალე დადეე რაა ❤წარმატებიიი

მოგეწონაა ჩემო შაქაროოო? როგორ გამიხარდაა ნეტა იცოდეე ♥♥ არა შენი კომენტარები რო მატკბობს ისეარაფერი რაა ♥♥♥ მიღვარხარ ჩემო ტკბილო და მალე დავდებ ♥

სტუმარი Lia
Sauketeso xar .arahveulebrivi istoria hans.
Hqara dade axali tavi❤❤❤

მადლობაა ძალიაან დიდი ♥♥ გამიხარდაა და ვეცდები მალე დავდო♥♥

Leo
ვაუ!
ეს უკვე მომწონს თან ძალიან!
ყოველ ახალ თავს თავისი ხიბლი აქვს თუმცა ამას ზედმეტად :დ მომეწონა და ვატყობ უფრო და უფრო წინ მიიწრვ... ძალიან კარგი გოგო ხარ და ველოდები შემდეგ თავს ... გამაოცე!

ძალიან დიდი მადლობა ლეო♥♥ ძალიაან მახარებს შენი კომენტარი და შეფასებები♥♥ვეცდები მალე დავდო და გაგაოცო♥

 



№5  offline მოდერი bla.ell

მნაააამ რა კარგი თავი იყოოო ნუუუ საოცრებებს ქმნის შენი ხელებიjoyმაგარი ხააარ კარგი თავი იყო და ველი შემდეგს❤❤❤

 




bla.ell
მნაააამ რა კარგი თავი იყოოო ნუუუ საოცრებებს ქმნის შენი ხელებიjoyმაგარი ხააარ კარგი თავი იყო და ველი შემდეგს❤❤❤

მადლობაა ჩემო საყვარელო ???????????? ძალიაან მახარებს შენი კომენტარი ♥♥ ვეცდები მალე დავდო ♥♥

 



№7 სტუმარი თათი

zan kargi istoriaa momewona dzalian. male dade ra gtxov <3

 



№8 სტუმარი guest

რატომღაც ერთ-ერთ ისტორიას მახსენებს,თან მემგონი სახელი და გვარიც ემთხვევა ????

 




თათი
zan kargi istoriaa momewona dzalian. male dade ra gtxov <3

მადლობაა ძალიან დიდი♥♥ ვეცდები მალე დავამატო ♥

guest
რატომღაც ერთ-ერთ ისტორიას მახსენებს,თან მემგონი სახელი და გვარიც ემთხვევა ????

არ ვიცი რომელ ისტორიას გაგონებს, თუმცა დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი თუ მეტყვი ♥

 



№10 სტუმარი სტუმარი bella

au ramagariaa :D moutmenlad veli shemdegs <3

 



№11 წევრი ტკბილიწიწაკა

სტუმარი bella
au ramagariaa :D moutmenlad veli shemdegs <3
მადლობაა ♥♥♥♥ გამიხარდა რომ მოგწონს ♥ვეცდები მალე დავამატოო ♥♥

 



№12  offline წევრი naniko mindia

Sheni yvela istoria kaia ♥♥♥♥warmatebebi da male dade
--------------------
lomidze

 



№13 სტუმარი Di ko

Male Dade ra shemdegi intrigashi chavvardi :))))))

 



№14 წევრი ტკბილიწიწაკა

naniko mindia
Sheni yvela istoria kaia ♥♥♥♥warmatebebi da male dade

ძალიაან დიდი მადლობაა ❣❣❣❣ ძალიაან გამიხარდა თუ მოგწონთ ❣❣❣❣❣დავდე უკვე და ალბათ მალე დაამატებენ ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent