შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ბედისწერის ბრალია 2


22-12-2017, 21:28
ავტორი marimayishvili
ნანახია 499

შენი ბედისწერის ბრალია 2

ბარბარემ თვალი კაბინეტს მოავლო და კედელზე ჩამოკიდებულ საათს შეხედა რომელიც ავბედით რვა საათს ასე სწრაფად მიახლოვებოდა. ელენე აღარ იყო, აშკარად მოსწყინდა მისი თავჩაქინდრული ყურება. ტელეფონს დასწვდა და ოთახიდან გავიდა. რესტორანი ისევ ახმაურებულიყო, შემინული კარიდან დარბაზს გადახედა, სავსე იყო ხალხით და ქართული მუსიკა უკრავდა, შენობის ეს მხარე აბსოლუტურად განსხვავდებოდა აღმოსავლეთ ნაწილისგან, აქ ყველაფერი ქართულ ყაიდაზე იყო მოწყობილი, კედლებზე ყანწები და ფარ-ხანჯლები ეკიდა, ბუხარი ენთო, ჩირაღდნები... მოკლედ აქ ყველაფერი ძველებური მაგრამ ძალიან დახვეწილი იყო. ნელი ნაბიჯებით ჩაუარა უკვე აცეკვებულ ხალხს და მთავარ შესასვლელთან მდგომ ნოდარს მიესალმა. უხალისოდ შეაბიჯა დარბაზში, რამდენიმე მუდმივ სტუმარს ზრდილობიანად გაუღიმა და თვალი ნიკოლაოსის მაგიდისკენ გაექცა. აუღელვებლად ჩაჰყურებდა მენიუს და სიგარეტს ეწეოდა. დროდადრო წინ იწეოდა, მის თანმხლებს რაღაცას სიცილით ეუბნებოდა, რომელსაც ბარბარე ვერ ხედავდა ორნამენტული სვეტის გამო. მამაკაცმა თითქოს იგრძნო მისი დაჟინებული მზერაო, გვერდზე გამოიხედა და ჩაიღიმა. ხელი აღმართა, თითის დაქნევით ანიშნა ბარბარეს მოდიო და ისევ პარტნიორს მიუბრუნდა. გოგონამ ჯერ მიმტანები დაიარა, უსიამოვნო საუბრის მოლოდინით გამოწვეული უხასიათობა მათზე გადმოანთხია და ნიკოლაოსიკენ დაიძრა. ასეც იცოდა, მეორე სტუმარი ქალი იყო, იქნებოდა ოცდაათს გადაცილებული. შავი გრძელი თმა ნაჩქარევად დასწორებულს წააგავდა, თუჩებს გასწვრივ ორი პატარა ნაოჭი გასჩენოდა, სვარაუდოდ სიცილისგან. არაბუნებრივი, ცისფერი თვალები ჰონდა, თევზივით ცივი, უტყვი მზერა, ბარბარეს წამით მოეჩვენა მინა ვარ და ეს ქალი ჩემს მიღმა იყურებაო. უხერხულად იდგა ფეხზე, დაჯდომა არც უფიქრია.
- გაიცანი ვიქტორია, ესაა ბარბარე კალანდაძე, ჩვენი გენერალური დირექტორი.
- სასიამოვნოა, - ქალმა ისევ ისე უტყვი თვალებით აათვალიერა გოგონა. - დაბრძანდით!
- არა გმადლობთ, როგორც მოგეხსენებათ ახლა ჩვენთვის ყველაზე დატვირთული საათებია და...
- დაჯექი ბარბარე! - ისე ბრძანა ზედ არ შეუხედავს, მეორე ღერს მოუკიდა და ვისკი მოსვა. მანაც მორჩილი ბავშვივით გამოსწია სავარძელი და ,,რა გაეწყობას'' სახით კომფორტულად მოკალათდა. - ვიტორია წესით ახლა შენს ადგილას უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას სხვა ობიექტისთვის შემოვინახავ, შენი საქმე უფრო კლუბია, რას იტყვი ვიკი?
- აქაც კარგი სიტუაციაა, მაგრამ დაგელოდები რა გაეწყობა, ბარბარე უფრო ახალგაზრდაა არა? - ირონიულად გაიღიმა ქალმა, ბაბის მოეჩვენა რომ სპექტაკლი წინასწარ იყო დადგმული, ამიტომ არ აყვა. სწორედ იმ დროს მიმტანი გამოიჭირა, ცხელი ყავაო გაუღიმა და წყვილს მოუტრიალდა.
- თავს უხერხულად ვგრძნობ ბატონო ნიკოლაოს, ბევრი საქმე მაქვს, მე კიდევ აქ ვზივარ...
- შენ იქ იქნები სადაც მე გეტყვი! - უხეშად მიახალა უცებ და ვიქტორიას გახედა. - დღეს შენთან წავიდეთ თუ ჩემთან?
- შენთან მირჩევნია, - გაუღიმა, მაგრამ თვალებს კვლავ არაფერი დაეტყო.
- შენ რას იტყვი ბარბარე?
- მე? - უცებ დაიბნა. - მე რა უნდა ვთქვა?
- შენ არ წამოხვალ ჩემთან? - ბარბარე მიხვდა რასაც ეუბნებოდა და წამოენთო, სახეზე სიბრაზის სიწითლემ ერთიანად წამოახურა, თუმცა მალე მოეგო გონს, უბრალოდ დამშვიდდა და უდარდელად გაიღიმა.
- არაა, საყვარლობა ძაან მეზარება. თქვენ ორნი უკეთ გაერთობით ერთად ბატონო ნიკოლაოს. - მერე მაჯის საათს დახედა. - რა დრო გასულა... უნდა დაგტოვოთ, მე მაპატიეთ.
- არ ადგე! - ისევ ბრძანა მშვიდმა ბარიტონმა და წამოდგა, ვიქტორიამაც მას მიბაძა, მამაკაცმა გრძელი მანტო მოახურა ქალს და დარბაზიდან გააცილა. ბარბარე ისედაც ნერვებზე იჯდა, როგორც კი ვიკიმ კარი მიიხურა სავარძლიდან წამოხტა და სწრაფი ნაბიჯებით სამზარეულოში შევარდა. იცოდა იქ არ შეაკითხავდა ნიკოლაოსი, ცოტა ხანს იყო, ხან რა მოიმიზეზა ხან რა, მიმტანებიც იქვე დაკითხა, მიხვდა ყველაფერი რიგზე რომ იყო და კაბინეტისკენ წავიდა. ოთახში შუქი არ ენთო, კარის შეღებისთანავე ეცა სიგარეტის ბუღი სახეში, ჩამრთველს თითი დააჭირა და მისი სავარძლიდან მომზირალ მოღუშულ თვალებს მზერა გაუსწორა.
- მეგონა წახვედით....
- მე შენ რა გითხარი?
- რა მითხარით?
- არ ადგე-თქო, არ გითხარი?
- არ მახსოვს. - მის სიტყვებზე ნიკოლაოსი სწრაფად წამოიჭრა სკამიდან, მკლავში ჩაავლო ხელი ბარბარეს, მოწყვეტით ჩასვა სავარძელში და ზემოდან ქორივით დაადგა.
- შენ მემგონი ძალიან ბევრი რამე არ გახსოვს და რაღაცეებს ვერ იაზრებ! რასაც გეტყვი და როგორც გეტყვი ისე მოიქცევი ყოველთვის, არცერთი ნაბიჯით იქით და არცერთით აქეთ!
- შემ ხომ არ გაგიჟდი? - ისე გაბედულად კითხა გოგონამ თვითონაც გაუკვირდა და გაეღიმა. რადგან აქ ვმუშაობ შენ გგონია რომ...
- მე არაფერი არ მგონია, - თითები ძლიერად მოუჭირა ლოყებზე და სახე ძალიან ახლოს მიუტანა. - მნიშვნელობა არ აქვს სად იმუშავებ, უფროსწორად საერთოდ იმუშავებ თუ არა! ერთხელ გაგიშვი, შენ ნებაზე როგორ მოიქცეოდი მაინტერესებდა, თან პატარა ვიყავი დ მაგრად შევცდი, მეორედ იგივე არ განმეორდება ბარბარე კალანდაძე გასაგებია შენთვის? სადაც არ უნდა წახვიდე სულ ჩემი ჩრდილი გეყოლება ყველგან, იცი რატომ, იცი? - ისე მძლავრად უჭერდა ბარბარემ მეტი ვეღარ მოითმინა და გაიბრძოლა მაგრამ უშედეგოდ. - იმიტომ რომ ერთი უმადური თავხედი გოგო ხარ, შენთან რაშიც შევცდი ისაა, რომ მიყვარდი, არასდროს გთხოვდი პასუხს და არასდროს ისჯებოდი შენი საქციელებისთვის, ახლა მორჩა, ყველაფრისთვის ბოლომდე მოგთხოვ პასუხს! - ხელი შეუშვა შეშინებულ, სუნთქვა აჩქარებულ გოგონას და კარისკენ წავიდა.
გონს მოსული ბარბარე მოქუფრული იჯდა სავარძელში, თითქოს გახევდაო, არც არაფერზე ფიქრობდა, გულისცემას ირეგულირებდა როცა კარზე ელენემ ფრთხილად დააკაკუნა.
- ბარბარე რა ხდება?
- არაფერი...
- ფერი არ გაქვს.
- არაუშავს. ნიკოლაოსი წავიდა?
- ხო, დერეფანში შემხვდა, მივხვდი აქ იყო... თუ გინდა არ მომიყვე მაგრამ....
- წამოდი წავიდეთ, სახლში გაგიყვან და თან მოგიყვები....
***
დიტო ნემსაძე ნელი, მაგრამ უხალისო ნაბიჯებით წავიდა ,,ბეემვესკენ'' კარგად იცოდა სად და ვისთან მიდიოდა, ნიკოლაოსმაც დინჯად გააღო მანქანის კარი და სიგარეტს ისე მოუკიდა ბიჭისთვის არც შეუხედავს. სიმთვრალით გათამამებულს გაახსენდა ყველაზე კარგი თავდაცვა და ეგრევე თავდასხმაზე გადავიდა.
- რა ხდება ბრატ? აღარ გაწევ მანქანას?
- გამარჯობა, პატარა ბიჭი!
- პატარა?
- შენ ერეკლე ნემსაძის ძმა არა ხარ?
- მერე?
- მერე სულ აი ამხელა მახსოვხარ, - ორი ერთმანეთთან პატარა ინტერვალით დაშორებული თითი დაანახა ნიკოლაოსმა და თავით მანქანისკენ ანიშნა. - დაჯე აბა!
არავინ იცის იმ ღამეს რა მოხდა, მაგრამ მას შემდეგ დიტო ხასიათზე არავის უნახავს, თითქმის არ ლაპარაკობდა, ბარბარეს ხომ საერთოდ ზედ არ უყურებდა, გოგონამ ეს ცოტა მოგვიანებით შეამჩნია, მანამდე კი ნიკოლაოსს არც ის დაუტოვებია უყურადღებოდ, სადარბაზოსთან წინ აესვეტა.
- დაჯექი მანქანაში!
- მეჩქარება!
- ბარბარე ისე ნუ იზავ რომ არსად არასდროს აღარ გეჩქარებოდეს!


- სად მივდივართ? - გულმა ვეღარ მოუთმინა როცა მანქანამ უკან მოიტოვა თბილისი.
- ნახავ.
ეზო, რომელსაც დიდი გალავანი ერტყა გარს სადა, ლამაზ ენძელებს სრულად დაეფარათ, ბარბარეს არ უყვარდა ყვავილები, მაგრამ ნანახმა ნამდვილად აღაფრთოვანა. ორ სართულიან სახლში შევიდნენ თუ არა სიძველის და მტვერის სუნი ეცა.
- რისთვის მომიყვანე აქ?
- უნდა გავარკვიოთ რაღაცეები, ესე ვეღარ გავაგრძელებთ! - ქურთუკი დივანზე მიაგდო ბიჭმა და ჩამოჯდა. - გიყვარვარ? - პირველად დაუსვა კითხვა რომელიც მთელი ცხოვრება აინტერესებდა.
- ნიკოლაოს... კარგი რაა, რეებს მეკითხები.
- მიპასუხე, გიყვარვარ?
- არ ვიცი... - მოღლილი დაეშვა დივანზე და თავი უკან გადააგდო. - ალბათ...
- ალბათ? ბარბარე სრულ ჭკუაზე თუ ხარ?!
- არ ვიცი ნიკოლაოს, არ ვიცი!
- შემომხედე, - თავი მოაბრუნებინა გოგონას, - შემომხედე-მეთქი! ამდენი წლებია ერთად ვართ და გინდა მითხრა რომ ვერაფერს გრძნობ?
- ვგრძნობ...
- რას გრძნობ?
- ეგ არ ვიცი... მე... მე დრო მჭირდება ნიკოლაოს...
- რამდენი ხანი?
- წელი... - თვალი აარიდა გოგონამ.
- რა წელი?
- ოთხი წელი ნიკოლაოს... სასწავლებლად გერმანიაში მივდივარ... უკვე გადაწყვეტილია... არ ვიცოდი როდის ან როგორ მეთქვა... მე მალე ჩამოვალ და მერე...
- და მერე გამომყვები ცოლად? - სიმწრით გაიცინა ბიჭმა, შემდეგ გოგონას ზემოდან მოექცა, ერთი ხელი წელზე შემოხვია და სხეულზე აიკრა. - ანუ შეგიძლია ოთხი წელი გაძლო უჩემოდ და მეუბნები რომ შენ გრძნობ ჩემს მიმართ რაღაცას?
- ნიკ... ხომ იცი რომ უნდა ვისწავლო... - მისი სიახლოვით სუნთქვა აჩქარებულმა საცოდავად ამოიკვნესა.
- შენც ხომ იცი რომ მე... - გრძნობა არეულმა დახედა ტუჩებზე ბარბარეს და ოდნავ შეეხო, - არ შემიძლია უშენოდ ბაბი... - ამის თქმა და გოგონას ბაგეზე დაწაფება ერთი იყო, გაშმაგებული კოცნიდა სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელებით გაქვავებულ გოგონას და ხელებით მისი ტანის თითოეულ ნაწილს სწავლობდა. ყელზე რომ გადაინაცვლა ბარბარეს მუცელში რაღაც ცხელმა დაუარა და ქვემოთ დაუყვა.
- ნიკოლაოს... - ამოიკვნესა უკვე ხმამაღლა და ბიჭის შეჩერება უაზროდ სცადა. - ნიკ გთხოვ...
- ხომ გინდა? - ჩასჩურჩულა ყურში და ფერება განაგრძო. ნიკოლაოსი ხვდებოდა, თუ ბარბარე მისი გახდებოდა აღარსდ წავიდოდა.
- კი მაგრამ... ნიკ გაჩერდი! - ხელი ერთიანად ჰკრა მკერდზე და ამოისუნთქა. - უნდა წავიდე, გადაწყვეტილია...
- ვერ წახვალ! შენ ჩემი ხარ გესმის? მე შენს გამო დავრჩი აქ, ამ დამპალ ქვეყანაში შენი გულისთვის ვჩერდები ამდენი ხანი! მოგიყვან ცოლად და შემდეგ რომელ ქვეყანაშიც გინდა იქ გასწავლი.
- ნიკ აზრი არ აქვს ლაპარაკს, ყოველ ზაფხულს ჩამოვალ გპირდები!
- შენ მართლა ამბობ ახლა მაგას?
- ხო...
- თუ წახვალ... თუ წახვალ იცოდე რომ, გადაგიყვარებ ბარბარე! უფრო მეტიც, ისე შეგიზიზღებ რომ გირჩევნია ზაფხულობით კი არა, აღარასდროს დაბრუნდე საქართველოში!
- ნიკ...
- შენ გადაწყვიტე!
თბილისამდე არცერთს არ ამოუღია ხმა. ნიკოლაოსს სჯეროდა რომ გოგონა გადაწყვეტილებას შეცვლიდა, თავისი ნებით დარჩებოდა და შემდეგ სულ ერთად იქნებოდნენ, ან უბრალოდ თავს იტყუებდა, ბევრჯერ გაუელვა მისი მოტაცების აზრმა, მაგრამ მაშინვე უკუაგდო და ბარბარეს მიენდო, გოგონას, რომელიც, პირველად მის ცხოვრებაში, აცრემლებული შევიდა ლიფტში, შემოწმება მშვიდად გაიარა, თვითმფრინავში თვალები დახუჭა და ყველას დაუმშვიდობებლად დატოვა თბილისი.
***
- არ გიყვარდა! - თითქმის ბრაზით მიახალა ელენემ და ბარბარეს რეაქციას დაელოდა.
- ვინ იცის... იქნებ მიყვარდა... ჩემებურად, ჩემთვის მიყვარდა...
- მან შენს გამო დათმო ყველაფერი...
- მე ვერ დავთმე... ვერც დავთმობდი ვერავის გამო... იცი... რომ დავრჩენილიყავი ახლა... არ ვიცი არ ვიცი... - სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და ყავას უკვე ზიზღით შეხედა. - დღეს ათი ჭიქა დავლიე მინიმუმ... აზრზე არ ვარ წნევა რატომ არ მირტყავს.
- დარჩი დღეს ჩემთან.
- არა რას ამბობ... ემა მყავს მისახედი, დასაბანი... გაგიჟდება ნიკოლაოსი მასზე რომ გაიგებს. - გაეცინა ამის წარმოდგენაზე და მანქანა დაქოქა.
მეორე დღეს უფროსი რესტორანში არ გამოცხადებულა, სამაგიეროდ უკვე სახლში მისულ ბარბარეს ტელევიზორის ყურებისას წამოადგა თავს, დივანთან მელე დაიხარა და ყურში უჩირჩულა.
- მოგენატრე პატარავ? - გოგონამ ერთი შეჰკივლა და ადგილს მოსწყდა. მერე გულზე ხელი მიიდო, შიშისგან დამანჭული სახე ბრაზმა შეცვალა და ხელში უღიმღამოდ შერჩენილი პლედი დაბალიში ლანძღვასთან ერთად დააყარა მამაკაცს.
- შენ... შენ სულ გაგიჟდი? ისევ ისეთი დებილი იდიოტი ხარ, გაეთრიე ახლავე ჩემი სახლიდან! - ნიკოლაოსი სიცილით კვდებოდა და კოლოფიდან სიგარეტს იღებდა. - სახლში არ ვეწევი!
- ვა, საღოლ! - მაინც გაუკიდა ერთ ღერს და თვალები მოჭუტა. - მშობლებთან რატომ აღარ ცხოვრობ?
- შენი საქმე არაა, ახლავე წადი-თქო!
- დასალევი გვაქვს? ვისკი ან რამე... მარა შენ უფრო ღვინო მოგიხდებოდა. რა დაძაბული ხარ რა იყო, დატრიალდი ერთი კარგად შეგათვალიერო. - ისე შინაურულად ელაპარაკებოდა ბარბარემ რამდენიმე წამი ხმა ვერ ამოიღო, თუმცა მერე ყველაფერი ერთი ხელოს მოსმით ამოტრიალდა. ნიკოლაოსის უკან საძინებლის კარი გაიღო და იქიდან პიჟამაში ჩაცმული პატარა გოგონა დიდრონი, ლურჯი თვალების ფშვნეტით გამოტანტალდა.
- დედა ყვიროდი, თუ დამესიმზრა?скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ეხლა წავიკითხე ორივე თავი და ძალიან საინტერესოა. მომეწონა. შეცდომებიც არ გაქვს ისეთი რო აუცილებლად გაამახვილო ყურადღება. გამართული ნაწერია რაც მთავარია და მკითხველსაც დააინტერესებს მოვლენების განვითარება.

 



№2  offline წევრი გეგე მარიშკა

ვაიმე ორივე თავი მაგარი იყო იმედია ყველაფერი კარგად დასწულდება <3 მალე დადე რა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent