შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

La Tormenta (ნაწილი პირველი)


22-12-2017, 23:11
ავტორი ანაკონდა
ნანახია 320

La Tormenta (ნაწილი პირველი)

ამბობენ, თუ რაღაცას დაიწყებ, ბოლომდე უნდა მიიყვანო კიდეც. სწორედ ამიტომ იშვიათად ვიწყებ. ამჯერად ვაპირებ საკუთარ თავზე მოგიყვეთ. გიამბობთ გზაზე, რომელმაც აქამდე მომიყვანა. ვინ ვარ მე? თუ ბოლოს ამის პასუხს იპოვით, მეც გამიზიარეთ. ამ მომენტში ჯერ კიდევ ის ვარ, ვისაც თავი არ უპოვია.
ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მყავდა მეგობრები, რომლებთანაც შემეძლო საათობით მესაუბრა. ვგიჟდებოდი მათთან ერთად რომელიმე მყუდრო სკამზე დაჯდომასა და უახლოეს წარსულში გადახდენილი ისტორიების მოყოლაზე. ერთ დღესაც უჩვეულო აზრებმა შემომიტია. პრინციპში, ჩემთვის მსგავსი სისულელეები უცხო არც არასოდეს ყოფილა, მაგრამ იმ პერიოდში უკვე გამკლავება მიჭირდა ამასთან: ზოგჯერ მინდებოდა საერთოდ გავმქრალიყავი. მინდოდა უმტკივნეულოდ ამომეღო საკუთარი თავი თითოეული ჩემი ახლობლის ცხოვრებიდან. ისე ამომეკვეთა, როგორც ბრმა ნაწლავი, ან, ვთქვათ ელენთა. დიახ, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ უჩემოდაც იოლად გავიდოდნენ ფონს. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ უჩემოდაც ისევ ცისფერი იქნებოდა ცა და მეეზოვეც ძველებურად დაალაგებდა ქუჩას ჩემი სახლის წინ. რამდენად იყო ეს სახლი ჩემი, კიდევ სხვა თემაა. არასრულფასოვნების კომპლექსი? დეპრესიულობა? რაც გსურთ, ის უწოდეთ. მინდოდა მარსზე ან ვენერაზე გადავსახლებულიყავი და იქიდან მედევნებინა თვალი ,,ჩემებისთვის”. როდესაც დავრწმუნდებოდი, რომ მართლაც მშვენივრად განაგრძეს ცხოვრება, აღარასოდეს დავბრუნდებოდი უკან.
ამის შესახებ ვსაუბრობდი კიდეც. ყოველთვის ვაგრძნობინებდი ადამიანებს, რომ დაბალი თვითშეფასება (ეს კიდევ საკითხავია! ) მქონდა. სანაცვლოდ არასოდეს მიმიღია რჩევები მის ასამაღლებლად. ან ,,იკიდებდნენ”, ან ვერ აღიქვამდნენ სათანადოდ რთულად თავიანთი პრობლემებით გართულნი.
ბევრი დრო არც მქონდა საიმისოდ, რომ მეფიქრა ჩემს გონებაში მიმდინარე აბსურდზე. იმათი არ ვიცი და მე ჩემი მეგობრები მაინც ყველაფერს მერჩივნა. ყოველდღე დავდიოდი უნივერსიტეტში, ვაკეთებდი დავალებებს, ბიბლიოთეკიდან გამოტანილ წიგნებს ვკითხულობდი და ვცდილობდი , ყველას საქციელისთვის, ვერ/არ გამოხატული გრძნობებისთვის, სარკასტული შენიშვნებისა თუ უაზრო სიტუაციებისთვის ახსნა და გამართლება მომეძებნა. დღის ბოლოს საკუთარი თავით გაბეზრებული ასეთივე გამომეტყველებით მივღოღავდი მეტროსკენ, ვუსმენდი ათასჯერ მოსმენით უკვე დაზეპირებულ სიმღერებს და ვნატრობდი ,თუნდაც მეტეორი ჩამოვარდნილიყო და მხოლოდ მე დამცემოდა, იმდენად დამღალა ერთფეროვნებამ.
იმ დღესაც ასე იყო. მივდიოდი და ვფიქრობდი, თუ როგორი უმადური ვიყავი. როცა გყავს ოჯახი, რომელსაც უყვარხარ და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კარგად იყო, როცა გყავს მეგობრები, რომლებიც ყოველთვის მხარში დაგიდგებიან, როცა სწავლობ იქ, სადაც გინდოდა, რომ გესწავლა და მაინც არ ხარ ბედნიერი დიახაც რომ უმადურებაა. თუმცა ყოველთვის ისე არაა, როგორც გვინდა. ემოციების კონტროლი კი თითქმის არასოდეს იყო ჩემი ყველაზე დიდი პლუსი.
მოკლედ მივიწევდი შინისაკენ. თბილოდა და მზის ყოველი სხივის შესისხლხორცებას ვცდილობდი. ზამთარში ხომ მზე არც ისე ხშირად გვანებივრებს სითბოთი. ვუსმენდი ,,Last Christmas”-ის ჩემთვის ყველაზე საყვარელ რემიქსს და, როცა მივხვდი, რომ მხიარული ნოტების მიუხედავად ვახერხებდი უაზრობებზე მეფიქრა, საკუთარ თავზე აღშფოთებულმა გამოვრთე მუსიკა და ნაბიჯსაც ავუჩქარე. (როცა ვბრაზდები, ძალიან სწრაფად დავდივარ.)
მეტროსთან მისულმა ჩასვლა გადავიფიქრე და გადავწყვიტე, ფეხით მივსულიყავი სახლამდე. ერთერთი ე.წ. ,,მასაჟის სალონთან” ჩავლისას ქალის კივილის ხმა შემომესმა, რომელიც მალევე მიწყდა და საგნების მტვრევისა და მამაკაცის გინების ხმებით შეიცვალა. ერთ ადგილას გავშეშდი, ვერ გავიგე, რა უნდა მექნა. იქნებ ეს ამ ადგილისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო და სულაც არ გულისხმობდა ძალადობას? საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე, რომ პოლიციაში დარეკვა არ ღირდა, მაგრამ ვერც გულგრილად ჩავუვლიდი. მძიმე კარს მივაწექი და ნეონის დამაბრმავებელი სინათლით გავარდისფერებულ ფოიეში აღმოვჩნდი. წინ არავინ ჩანდა, ხმაური სიღრმიდან მოისმოდა.
რამდენიმე ნაბიჯი ფრთხილად გადავდგი წინ. რაც უფრო ვუახლოვდებოდი ოთახს, საიდანაც ყრუდღა ისმოდა ხმები, გულისცემა მეტად მიჩქარდებოდა. რამდენიმე წამს ვიყოყმანე და ფრთხილად მივაწექი კარს, შევაღე და გავშეშდი: ერთერთ არსებასს,( როგორებიც მრავლად არიან და რომელთაც მართლაც არ ვიცი, ღმერთმა ადამიანობა რატომ არგუნა) 15-16 წლის გოგონა ქვეშ მოექცია და ყურადღებასაც არ აქცევდა მის სუსტ ფართხალს წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, ცდილობდა გაეხადა და ნახევრად შემოგლეჯილ მაისურს ჯერ კიდევ ეჯაჯგურებოდა. ერთ ხელს პირზე აფარებდა.
_ გაჩუმდი! გაჩუმდი-მეთქი! _ უღრიალა და სილა გააწნა. სანამ მე შოკიდან გამოსვლას შევძლებდი, გოგომ, ფაქტობრივად, ბრძოლა შეწყვიტა. ვერცერთი ვერ მხედავდა. საწოლი კარის პირდაპირ დაედგათ. სანამ პოლიციაში დავრეკავდი, ის ნაგავი საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. არც კი ვიცოდი, თუ ამხელა გამბედაობა მქონდა. ჩემ წინ მიმდინარე სცენით გამწარებული, რაც შემეძლო ფრთხილად შევიპარე ოთახში და იქვე, მაგიდაზე დადგმულ შამპანურის თუ ღვინის ბოთლს ჩავაფრინდი. ხელები სულ გამიოფლიანდა და დაჭერა გამიჭირდა. შიშს საბოლოოდ მოვერიე, მთელი ძალით მოვიქნიე და ჩემ წინ გადაწოლილ არაკაცს, რომელიც ქამრის შეხსნას ცდილობდა, თავში ვუთავაზე. ბოთლი გადაიმსხვრა და კაცს სისხლი წასკდა, თავზე ხელი მოისვა და ოდნავ დარეტიანებული გოლიათი მტრული გამომეტყველებით ჩემკენ შემობრუნდა. რა დასამალია და ჩემმა გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა, როცა მისი ტკივილისა და აღშფოთებისგან ჩასისხლიანებული თვალები( ბოლოსდაბოლოს, საქმე შევაწყვეტინე) ჩემსას შეხვდა.
_ შენ ვინღა ჯანდაბა ხარ, როგორ შემოხვედი?_ დაიღმუვლა და ერთი ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა. გოგონამ თავისი ძონძებად ქცეული მაისური მაგრად შემოიხვია და საწოლის კუთხეში მიიკუნჭა._როგორც იტყვიან, მოსვლა იყო შენი გადასაწყვეტი, წასვლა აღარაა. ხომ ნახე, კარგად ვერთობით, მოგიწევს, შემოგვიერთდე._ განმიცხადა და ავად გადაიხარხარა. ერთი ნაბიჯით კიდევ მომიახლოვდა. კედელს ავეკარი. ჯანდაბა, როდის დავშორდი ასე კარს? ახლა გაქცევის შანსი თითქმის აღარ მქონდა.
რომ ჩამომეკაწრა? ფრჩხილები სწორედ წინა დღეს დავიჭერი. ალბათ ისევ ფეხებშუა უნდა ამომერტყა, მაგრამ მის სიმაღლეს თუ გავითვალისწინებდით, არც ეს იქნებოდა იოლი. კედელს ისე მივაწექი ზურგით, თითქოს რაიმე პარალელური სამყაროს ჯადოსნური უჩინარი კარი გაიხსნებოდა და სადმე, ტროპიკულ კუნძულზე პირდაპირ პლაჟზე დავეცემოდი პალმებთან. რაც მთავარია, კარი მაშინვე დაიხურებოდა და ის ცხოველი ვერ შეძლებდა ჩემამდე მოღწევას, მაგრამ ის გოგო? ეჰ, ილუზიებშიც უიღბლო რომ იქნები. ასე შევეგუე რეალობას, რომელი გმირი მე ვიყავი, მომესმინა მუსიკისთვის და წავსულიყავი სახლში. გინდოდა მრავალფეროვნება? ჰოდა, მიიღე! რომ შემძლებოდა შინაგან ხმას სანაგვეზე ვუკრავდი თავს ამ ფიქრებისთვის. მოკლედ სულ ცოტაც და ის ტიპი მომწვდება. რომ მეყვირა, იქნებ აზრიც ჰქონოდა, მაგრამ ხმა ჩამიწყდა. საწოლზე მოკეცილი გოგო ფეხზე წამოდგა. გამიხარდა, გაქცევას შეძლებდა და პოლიციასაც გამოიძახებდა, გადავრჩებოდით. უცბად მისი წვრილი და აკანკალებული ხმა შემომესმა:
_ მაპატიეთ, უფროსო, ზევით დაგელოდებით.
ოთახიდან გაიძურწა და კარი გაიხურა. რა??? მორჩა, ძვირფასო, ახლა ნამდვილად დაიღუპე!
ხელები დავმუშტე, თვალები დავხუჭე და მთლად დავპატარავდი. ვიგრძენი, რომ ცოტაც და გონებას ისე დავკარგავდი, ის ნაგავი შეხებასაც კი ვერ მოასწრებდა, მერე მართლაც თავისუფლად მიიღებდა სასურველს. გულისრევის შეგრძნება დამეუფლა და ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა. ბოლოს ჩემი სახელი გავიგონე, ვიღაცამ კარი შემოანგრია და პოლიციის სირენის ხმაც გაისმა. მივხვდი, რომ გადავრჩი, მადლიერებისგან სუნთქვაც შემეკრა და ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა.
თვალების გახელა გამიძნელდა, ქუთუთოები დამმძიმებოდა. თავი ოდნავ წამოვწიე და მიმოვიხედე: სუფთა, მაგრამ უცხო ოთახში ვიწექი. მაგიდის სანათის მკრთალი ვარდისფერი სინათლე იქაურობას უჩვეულო მყუდროებას სძენდა. ერთ წამს შემეშინდა, ვაითუ იმ არაკაცმა რამე დამიშავა-მეთქი. ტანზე დავიხედე, ისევ ის შინდისფერი კაბა მეცვა და ვიღაცას მზრუნველად მოეხურებინა ჭრელი პლედი, ძილში რომ არ შემცივნოდა. თვალით საათი მოვძებნე, თორმეტი ხდებოდა. ალბათ, ღამის. მე ხომ ლექციები შვიდისკენ დავამთავრე და უკვე ბნელდებოდა, როცა იმ წყეულ შენობაში შევედი. ტელეფონი მოვიძიე. ორმოცი გამოტოვებული ზარი დედასგან. დიდი ალბათობით, უკვე მხოლოდ თბილისის პოლიცია კი არა, FBI-ც მეძებს. ბოლოსდაბოლოს, მთავარ კითხვამდეც მივედი: სად ვიყავი? ამ ფიქრებში გართული საკმაოდ დამაფრთხო კარზე ფრთხილმა კაკუნმა. როგორც ჩანს, დღევანდელმა თავგადასავალმა ნერვული სისტემა დამიზიანა. ნეტავ იმ გოგოს რა ბედი ეწია?
_ შეიძლება, შემოვიდე?_ დამეფიცება, ჩემს სიცოცხლეში არასოდეს მომესმინა ასეთი დაბალი, ბოხი და თბილი ხმა.
_ ჰო, ცხადია, მე...
_ ყავა მოგიტანე.
_ რატომ ვარ აქ?
_ გონება დაკარგე, იქ ვერ დაგტოვებდი.
_ შენი სახლია? ვინ ხარ, იქ რატომ იყავი?
_ ყავა დალიე, მთელი დღეა, არაფერი გიჭამია. თან მე გიამბობ, რაც გაინტერესებს._ ლანგარი მომიჩოჩა, ბალიში შევისწორე და ყავის ფინჯანს დავწვდი. კაპუჩინო და კაკაოს ფხვნილიანი ფუნთუშები? ეს ბიჭი გულთმისანია? უცბად ჩემს სმენას დაბალი, სასიამოვნო სიცილის ხმა მისწვდა:
_ ასეც ნუ გიკვირს, ვიცი, რაც გიყვარს, მედიუმი არა ვარ.
_ შენ..._ ცოტაც და ცნობისმოყვარეობისგან მოვკვდებოდი ალბათ.
_ გაბრიელი, გაბრიელ ტორაძე. შენს უნივერსიტეტში ვსწავლობ, ისე ხარ ხოლმე შენს სამყაროში გამოკეტილი, არ მიკვირს, რომ არასოდეს შეგიმჩნევივარ._ მისაყვედურასავით. ცოტა არ იყოს და, გავბრაზდი.
_ და რატომ უნდა შემემჩნიე?_ ისევ იმ მომნუსხველი ღიმილით მიპასუხა და მომენტალურად დავშოშმინდი. რა ჰქონდა ასეთი ამ ბიჭს? არ ვიცი.
_იქ რატომ შეხვედი? ხვდები მაინც, რა შეიძლებოდა დაგმართნოდა? _ თვალები ჩაუმუქდა და ხელები დამუშტა. მის ფიქრთა მსვლელობას გავყევი და , რომ წარმოვიდგინე, რაც მანაც, ალბათ, წარმოიდგინა, გამაჟრჟოლა._რაც მთავარია, მოგისწარი,_ განაგრძო შედარებით მშვიდი ტონით, დღეს აქ დარჩი და გამოიძინე.
_ ღმერთო, ჩემები როგორ ინერვიულებდნენ. დავრჩე? წარმოდგენაც არ მინდა, სახლში ახლა რა ხდება...
_არაფერი არ ხდება, თეკლეს ვთხოვე, დაერეკა დედაშენთან. უთხრა, რომ მასთან რჩები დღეს, ტელეფონი გაგიფუჭდა და ამიტომ არ აგონებდი. ასე, რომ მხოლოდ შენს მეგობართან მოგიწევს დღევანდელი ისტორიის გაზიარება._ კმაყოფილებით მიეყრდნო სკამის საზურგეს, თავი გვერდზე გადახარა და თვალებმოჭუტულმა გამომხედა. ამდენი უჩვეულო სიახლით შოკირებული უძრავად ვიჯექი და ვცდილობდი, გამეგო, ვინ იყო ჩემ წინ მჯდომი უნებლიე (?) გადამრჩენელი.
_ მიირთვი, მთლად გაცივდა.
_ შენ არ გინდა? _ ერთი ფუნთუშა გავუწოდე. წამით იყოყმანა, მერე გამომართვა და ღიმილით მითხრა:
_ საკვებს მიზიარებ? წინგადადგმული ნაბიჯია!
_ რა?
_არაფერი, არაფერი._ ჩაიცინა ეშმაკურად. მან გადამარჩინა. ეს ბიჭი ხუთი თითივით მიცნობდა და სწორედ ამიტომ შინაგანად ვბრაზობდი მასზე. მე ხომ მეგობრებთანაც ყოველთვის ვიტოვებდი რაღაცას მხოლოდ ჩემთვის. გაბრიელი კი, მიყურებდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს თითოეულ ნააზრევს კითხულობდა.
_ მითვალთვალებდი?
_ არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ შენს უკან მოვდიოდი და, როცა იქ შეხვედი გამიკვირდა. რატომ შეხვედი?
მეტ-ნაკლებად დეტალურად ვუამბე,რაც გადამხდა, კარგა ხნის განმავლობაში აღვწერდი თითოეულ წამსა და ემოციას. გაბრიელი მდუმარედ და ინტერესით მისმენდა. არც კი ვიცი, როგორ ეყო მოთმინება,დაიცადა, სანამ ყველაფერი არ აღვუწერე. გამომეტყველება სწრაფად ეცვლებოდა: მრისხანება, გაოცება, ინტერესი ერთად გამოსახვოდა. საბოლოოდ საუბარს მოვრჩი და ვიგრძენი, როგორ დავიცალე იმდღევანდელი უარყოფითისგან. ჩემი ფუნთუშაც მადიანად ჩავკბიჩე.
_ ის ტიპი დაიჭირეს, თუმცა, ჩვენებას თუ არ მისცემ, მალევე გაათავისუფლებენ.
_ ჩვენებას? ჰო. იქ გოგო იყო, გოგო სადაა?
_ მე არავინ მინახავს, გონება დაკარგე და აქ წამოგიყვანე. პოლიციას ვუთხარი, რომ ხვალ მიხვალ ჩვენების მისაცემად. ხომ მიხვალ?
_ მე... მივალ, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემებმა გაიგონ. ძალიან ინერვიულებენ.
იმ ღამით გაბრიელის საძინებელში მეძინა. თავად სასტუმრო ოთახში, დივანზე მოეწყო. მარტო ცხოვრობდა. სტუდენტი რომ გავხდი, მამაჩემმა ბინა მიყიდა, თან ვმუშაობ და ვცდილობ დამოუკიდებელი ვიყოო, განმიმარტა. ვუყურებდი და მომწონდა. მომწონდა საოცარი წესრიგი, რომელიც ყოველთვის აკლდა, მაგალითად, ჩემს კარადას. წამით წარმოვიდგინე, ის რომ გაბრიელს ენახა, როგორ შემრცხვებოდა და გავწითლდი. სახლი პატარა და მყუდრო იყო. სასტუმრო ოთახის კედელი კი მთლიანად წიგნების თაროებს ეკავა. თუ ეს ყველაფერი რეალური იყო, ნამდვილად არ მენდომებოდა მეორე დილით დასრულება. დიახ, ძალიან არ მენდომებოდა.
_ კითხვა გყვარებია._ მივუბრუნდი ღიმილით.
_ ჰო, ისევე, როგორც შენ_ უნებლიეთ დავაპაუზე: ,,ისევე უყვარს, როგორც მე მიყვარს, თუ ისევე უყვარს, როგორც მე ვუყვარვარ?” ჯანდაბა, მაია, რაზე ფიქრობ? იმ ღამით კარგა ხანს ვიწრიალე და ძლივს ჩამეძინა.
დილით (თუმცა რა დილით, უკვე პირველი დაწყებულიყო, როცა გამეღვიძა!) ჩემს ახალ ნაცნობს უკვე დაეტრიალებინა კაპუჩინოს სასიამოვნო სურნელი სამზარეულოში. ისეთმა ბედნიერმა შევაბიჯე, თითქოს ჩემი ყოველი დილა სწორედ ასე იწყებოდა და არც წინა დღეს გადამხდომოდა თავს ის კოშმარი.
_ ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, გაბრიელ,_ ვუთხარი და ფრთხილად მოვსვი ცხელი ყავა დიდი ფინჯნიდან,_ შენ რომ არა, ვერაფერი გადამარჩენდა. ახლა თეკლეს გავუვლი და პოლიციაშიც წავალ, ჩვენების მისაცემად.
_ არაფერია სამადლობელი. ჩემს ადგილას ნებისმიერი იმავეს გააკეთებდა.
უნდა ვაღიარო, ამ წინადადებამ ცოტა გული დამწყვიტა. მგონი გონების დაკარგვისას თავი რაღაცას მიავარტყი. უკვე ნერვები მეშლებოდა საკუთარ ფიქრებზე.
_ კარგი, ჩემი წასვლის დროა. ცუდი გარემოებების მიუხედავად, მიხარია, რომ გაგიცანი.
ქურთუკი შემოვიცვი და გასასვლელი მოვიძიე თვალით. გაბრიელმა მანიშნა, აქეთო და უკან გამომყვა, როცა კარისაკენ დავიძარი.
_ მეც მიხარია, მაია, თუმცა სხვანაირად ვგეგმავდი.
ამ ფრაზამაც დამაბნია, მაგრამ ემოციურად იმდენად ვიყავი გადაღლილი, ერთი სული მქონდა, მარტო დავრჩენილიყავი და რაც შემეძლო სწრაფად გამოვემშვიდობე.
_ თავს გაუფრთხილდი და, თუ ვინმეს შენი დახმარება დასჭირდება, პოლიციას თუ არა, მე მაინც დამირეკე. _ თვალი ჩამიკრა და თვითკმაყოფილი ღიმილი აიკრა სახეზე. ნაძალადევად გავუღიმე გაბრაზებულმა და სწრაფი ნაბიჯით დავიძარი კიბეებზე. კარის მოხურვამდე მისი სიცილის ხმა შემომესმა.
სადარბაზოდან გამოვვარდი და ღრმად ჩავისუნთქე. ეს რა იყო? ავტობუსის გაჩერებისკენ გავეშურე, თეკლეს ნახვა ჰაერივით მჭირდებოდა.


საღამო მშვიდობისა, მეგობრებო. <3 ველი თქვენს შეფასებებს.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ძალიან საინტერესოა :*

 



№2 აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ გამიხარდა შენი ნიკის დანახვა. წინ სასიამოვნო კითხვის წუთები მელის. დიდი ინტერესით დაგელოდებ❤

 



№3  offline წევრი გეგე მარიშკა

საინტერესოა მალე დადე <3

 



№4  offline წევრი ანაკონდა

Anuki96
ძალიან საინტერესოა :*
❤❤❤

 



№5  offline წევრი magdagoderidze

ძალიან საინტერესო არის ,იმედია მალე დადებ ????. :*<3

 



№6  offline წევრი ანაკონდა

Chikochiko
როგორ გამიხარდა შენი ნიკის დანახვა. წინ სასიამოვნო კითხვის წუთები მელის. დიდი ინტერესით დაგელოდებ❤

ვეცდები, არ გაგიცრუო მოლოდინი. ❤

გეგე მარიშკა
საინტერესოა მალე დადე <3

ვეცდები, გმადლობ! ❤❤❤

 



№7  offline წევრი გლოკტა

დაწყება გამიხარდა :))

 



№8  offline წევრი LaLiDze

ძალიან საინტერესო დასაწყისია <3 ასე გააგრძელე <3 წარმატებებს გისურვებ და ყოჩაღ <3

 



№9  offline წევრი Mtirala

არ წამიკითხავს, მაგრამ ანაკონდაზე საკუთარი თავი გამახსენდა :დდდდ ცუდია როცა ასეთი სახელი გაქვს მოკერებული, მაგრამ ასწორებს :დდ ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№10  offline წევრი ანაკონდა

Mtirala
არ წამიკითხავს, მაგრამ ანაკონდაზე საკუთარი თავი გამახსენდა :დდდდ ცუდია როცა ასეთი სახელი გაქვს მოკერებული, მაგრამ ასწორებს :დდ ❤

:დდდ მოკერებული არ ეთქმის, უბრალოდ ამ სახელზე სასაცილო ისტორია მაქვს და თან განსხვავებულია, ამიტომ დავიწერე. მერე წაშლა ვცადე :დდდ მაგრამ უშედეგოდ.

LaLiDze
ძალიან საინტერესო დასაწყისია <3 ასე გააგრძელე <3 წარმატებებს გისურვებ და ყოჩაღ <3

:დდ თქვენს კომენტარებს რომ ვკითხულობ, ისეთი რომ არ გამოვიდეს საბოლოოდ, როგორიც უნდა გამოვიდეს, ნამდვილად გავაფრენ. :დდდ

გლოკტა
დაწყება გამიხარდა :))

<3 <3 <3 მე კიდევ შენი სიტყვები!

 



№11 სტუმარი Vikacirekidze

Auu gaagrdzele raa dzaan nagari motxrobaa

 



№12  offline წევრი ანაკონდა

Vikacirekidze
Auu gaagrdzele raa dzaan nagari motxrobaa

ჯერ-ჯერობით ვწერ ❤ ცოტა რომ მობევრდება, ან დამთავრდება, დავდებ. ❤

 



№13  offline წევრი ტკბილიწიწაკა

ძალიაან მომეწონა♥♥ მართლაც კარგი დასაწყისია და თანაც ძალიან საინტერესო ♥♥♥ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ♥♥ წარმატებები ♥

 



№14  offline წევრი ანაკონდა

ტკბილიწიწაკა
ძალიაან მომეწონა♥♥ მართლაც კარგი დასაწყისია და თანაც ძალიან საინტერესო ♥♥♥ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ♥♥ წარმატებები ♥

<3 <3 <3 მადლობა

ტკბილიწიწაკა
ძალიაან მომეწონა♥♥ მართლაც კარგი დასაწყისია და თანაც ძალიან საინტერესო ♥♥♥ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ♥♥ წარმატებები ♥

<3 <3 მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent