შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შერწყმა (5)


23-12-2017, 16:28
ავტორი ანუბისი
ნანახია 140

შერწყმა (5)

ჩვილმა არ იცის საკუთარი სახელი, არ იცის, როგორი გაიზრდება, რა მოხდება. ახალდაბადებულის ცხოვრება უსასრულო კიბეს ჰგავს. წინ მიმავალი იძულებულია მიიღოს მრავალი. ხანდახან ერთი ნაბიჯის გადადგმის სანაცვლოდ ყველაფრის უკან დატოვებასაც უსიტყვოდ თანხმდება. ის ერთია და ყველა მისი გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ თვითონ არის. ის ყოველთვის შეეცდება იყოს თვითონ და არ დათანმხდება ნაწილებად გახლეჩას.
…ახლა, ელას ოთახში ჩამოყალიბებულმა, ზრდასრულმა ქმნილებამ საკუთარი სახელიც არ იცოდა. ისიც წინ გადადგმული ნაბიჯის შედეგი იყო, მაგრამ ის ერთი არ ყოფილა. ორი იყო, ორმა საკუთარი გზის გაზიარება გადაწყვიტა და ერთად შექმნა გზა, რომელმაც შეუცნობლისაკენ მიიყვანა. სიბნელეში მოქცეულები, უკუნითად ფორმირებული გაურკვევლობის პირისპირ ერთმანეთს ვერ ხედავენ. ისინი ლივლივებენ სიბნელეში, უსასრულოდ.
…კატალიამ მიქაელი სახლისაკენ გააცილა. მსხვრევის ხმამ ორანჟერიამდე მიიყვანა. ღია ფანჯრიდან შემომავალ ძლიერ ქარს ყვავილი გაენადგურებინა. იატაკზე წითელი, გრძელი ფოთლები ეყარა. ამ ყვავილს ელიაზარი ერქვა. ღამის ღრუბლებში ღაჟღაჟა გაქარწყლდა.
-ვინ ხარ? - გაბრიელს ელას ოთახში უცხო დახვდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო - მას ამ ოთახში მკვიდრის სახელიც აღარ ახსოვდა.
“მამა”,”გაბრიელ”- ერთდროულად ორი რეპლიკა გონებაში არსაიდან გაჩნდა. იდენტური სისრაფიდ გავრცელდა თავის ქალაში. შუბლისაკენ მიმავალი ერთმანეთს შეეჯახა. აუტანელი, დამანგრეველი ხმა გავრცელდა მთელ სხეულში. შეუცნობელმა თვალებში სიმძიმე იგრძნო, თითქოს მისი გონება რამდენიმე ნაწილად იშლებოდა და ეს ყველაფერი მართლაც მოხდებოდა და ისიც აუცილებლად დაიფლითებოდა, რომ არა ის საერთო პატივისცემისა და სიყვარულის განცდა, რომელსაც ორივე სიტყვა იზიარებდა.
ტკივილმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დახია. გაბრიელი საუბრის წამოწყებას არ ჩქარობდა. შეიძლება კითხვაც კი არ ახსოვდა. უკან დახეულმა საკუთარი სახე საწოლის გვერდით კედელზე ჩამოკირებულ გრძელ სარკეში დაინახა. უცნაური შეგრძნება დაეუფლა, მან საკუთარი თავი შეიგრძნო და ყველა ხმა მის თავში მომენტალურად გაქრა.
…მოკლე,მუქი,ყავისფერი თმა ჰქოდა. თეთრი კანი თითქოს მის სახეს, ნაკვთებს შეუმჩეველს ხდიდა და ელვარებას მატევდა თვალებს. მისი თვალები უცნაური სანახავი იყო. ღია თაფლისფერ გარსში გუგის გარშემო მწვანე ნაზად თავს იჩენდა.
…პირველად, საკუთარი თავის დანახვამ წარმოუდგენელი სიამოვნება მიანიჭა. მოეწონა. აზრები გაიფანტა, ქარმა დაუბერა, რაფაზე დატოვებული, კატალიას ნაჩუქარ ყვავილს თავი მოწყვიტა, მასთან ერთად სივრცეში დაიკარგა, გაქრა.
-ელიოზი მქვია. - თავისდაუნებურად ეს სახელი შეარჩია.
-ელიოზი?
-დიახ.
-აქ რას აკეთებ?- მისი მკაცრი ხმა შიშმა შთანთქა.
-მე...თქვენს მოსანახულებლად მოვედი.
-მიქაელმა გთხოვათ?
-ხო, მიქაელმა - დაჩრდილული გონება ნელ-ნელა იწმინდებოდა. მას ეცნობოდა ეს სახელი, მაგრამ არ იცოდა საიდან.
-ახალი ხარ?
-მგონი.
-როდის ჩამოხვედი?
-არ მახსოვს.
-მნიშვნელობა არ აქვს - შიში თანაგრძნობამ ჩაანაცვლა - ჩამოჯექი ყველაფერს აგიხსნი.
გაბრიელი უყურებდა იმას, რაც საკუთარი შვილისაგან დარჩა და პირველშემხვედრისავით უხსნიდა რა იყო ეს ქალაქი. ელიოზად წოდებული, გულდასმით უსმენდა, მაგრამ ყველაფერი, რაც უამბო მისთვის ნაცნობი იყო. ყველაფერი გონებაში ტივტივებდა და ის ყველაფერს უკავშრდება. ნელ-ნელა მის გონებაში ყველაფერი დალაგდა. თავი ამაყად ეჭირა.
-მამა. - მიქაელი სახლში დაბრუნდა.
-მოდი მიქაელ, ელიოზს ვესაუბრები.
-ელიოზს? - ოთახში შევიდა, მამამ ფრთხილი მოძრაობით მოსაუბრისაკენ მიანიშნა. - ის ახალია.
-სად არის ელა?- ეს სახელი თავისდაუნებურად წამოვდა. მისი სენი გაძლიერდა მთელი სხეული ჩაალპო, მაგრამ ის შიში, რომელიც მან რამდენიმე საათის წინ განიცადა, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა არ იყო მასზე სუსტი. ცეცხლს ჰგავდა, რომელიც ბნელ სილუეტს ედებოდა, მაგრამ ბოლომდე ვერ წვავდა. დაფერფლილი ადგილებიდან ძველი მოგონებები ჩანდა, მაგრამ მათი აღდგენა შეუძლებელი იყო.
-ელა? ვინ არის ელა? - სახეზე გაკვირვება გამოესახა.
-არ ვიცი. - შერცხვა.
-დაისვენე შვილო, გადაიღალე.
-ხო, ალბათ, მართალი ხარ. მაპატიე ელიოზ უპატივცემულობისთვის მარჯვენა ხელი გაუწოდა. ძალიანაც უნდოდა ეთქვა, რომ მისი გაცნობა სასიამოვნო იყო, მაგრამ აქ ახალმოსულებს სიხარულით არავინ ხვდებოდა. მხოლოდ, თანაგრძნობით, მაგრამ თანაგრძნობა ნელ-ნელა იშვიათი ხილი ხდებოდა, რადგან, გასაჭირი, რომელიც ყველას აერთიანებდა და ამავდროულად აახლოვებდა უფროდაუფრო საზარელი, შეუმსუბუქებელი ხდებოდა.
“ელიოზმა” გაუღამა. მისი ღიმილი ნაცნობი იყო. კავშირს გრძნობდა.
-დიდი მადლობა ყველაფრისათვის, დაგტოვებთ - გასასვლელისაკენ გაიწია.
-ქუჩის მარცხენა მხარეს რამდენიმე სახლია. შეგიძლია ნებისმიერში დასახლდე.
-მადლობელი ვარ.
-დროებით.
კარამდე გაბრიელმა არ გააცილა. ქუჩაში მარტო გავიდა. პირველად შეიგრძნო სახეზე სასიამოვნო სიო. შეგრძნება უცხო იყო. მის სხეულში მოლივლივე ელიაზარს სახეზე ღიმილი გამოესახა. ხშირად წარმოედგინა ეს წამი, როდესაც საკუთარი სხეულით სრულ თავისუფლებას იგრძნობდა. ეს ის ერთი წამია, რომლისკენაც ყველა მიიწევს. ეფემერულად, გონება ყველანაირ ძალაუფლებას კარგავს და ეს უცნაური, გაუაზრდებელი სიამოვნება ხდება დროის მეგზური. მაგრამ მაინც ის ამ ყველაფერს საკუთარი სხეულით ვერ გრძნობდა. ის ნაწილი იყო იმისა, რასაც ელიოზი ერქვა, როგორც ელა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი დამთავრდა.
ეს ქალაქი აღარ ეჩვენებოდა უსიცოცხლო. სიბნელეში მკაფიოდ ვერ არჩევდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირი იყო. ყურადღებას აღარ აქცევდა გადიდებულ ბზარებს და აკვირდებოდა სხვადასხვა ფრად მოჩუქურთმებულ კედლებს. შეიგრძნო არსებული და წარმოიდგინა აქაურობა განათებული, მხიარული. ხო, ელიოზს ჰქონდა ის, რაც არც ერთ მის შემქმნელს არ ჰქონია, რაც ორივეს დიდი ხნის წინ დაეკარგა. ეს იყო ფანტაზიის, ოცნების უნარი. ეს ქალაქი ყველასათვის თითქოს უსასრულოდ მყრალ ჭაობში იდგა და ყველა ამ კედელში ღრმად იყო ეს სუნი ჩამჯდარი. ჭაობში გამრავლებული მწერები აქ მცხოვრებებს გარშემო ეხვეოდნენ და მათ სხეულში შეღწეულნი შიშსა და ზიზღში ცხოვრებისათვის ამზადებდნენ. ეს უნარი კი სუფთა, კამკამა წყლის წვეთს ჰგავდა. ჭაობის გულისამრევ ზედაპირზე დაცემულს არ გაუჭირდა მისი შეჭმა და გაფანტული სინათლის ლაქამ მწვანე,სქელი ზედაპირი კამკამა წყლად აქცია. ეს ყველაფერი ნათელი მხოლოდ ელიოზისათვის იყო, რომელიც იღიმოდა.
...ორივე იღიმოდა და ცოცხლობდა, ელიოზში ელიაზარი და ელა ცოცხლობდა.
არ იცოდა სად მიდიოდა. ძალას გრძნობდა. ის მარტო არ იყო და არასდროს იქნებოდა. არასდროს იქნებოდა, რადგან თუ გაიყოფოდა მოკვდებოდა - უკვალოდ გაქრებოდა.
კატალია ღამე ძმას ეძებდა.
-ელიაზარ - შორი სილუეტი ძმისას მიამსგავსა. უკან შებრუნდა კატალია დაინახა აურზაური დაბრუნდა.
-შენ? -ეს სახე არ იყო უცნობი მისთვის. ისიც მისი ხედვების ერთ-ერთი მთვარი გმირი იყო და სულ აინტერესებდა ვინ იყო და როდის გამოჩნდებოდა. კატალია ვერ ხედავდა ელიაზარს, ვერ ხედავდა ელას, მაგრამ ხედავდა ელიოზს. ეს ორნი ბედის მომავლის შვილები არ იყვნენ. მათ ცალ-ცალკე, დაშორებულებს არასდროს არ უნდა ეარსებდა, დასაწყისიდანვე ვალდებულნი,განკუთვნილნი იყვნენ შეექმნათ ელიოზი- ცოცხალი, ჯამრთელი.
...კატალია ელიოზს უყურებდა და გონებაში მისი სახელის მატარებელ ყვავილს არჩევდა.
-ჩვენ შევხვდერივართ ერთმანეთს?
-ჩემს ძმას მიგამსგავსეთ, ბოდიშს გიხდით.
-არაფერია.
-გაბრიელის სახლიდან მოდიხართ?
-დიახ.
-ბიჭი სახელად ელიაზარი ხომ არ გინახავთ?
-მგონი არა, მე ახალი ვარ. - არ ტყუოდა.
-სასიამოვნოა - ტყუოდა.
-ჩემთვისაც.
-გზას განვაგრძობ.
-დროებით.
ელიოზი საპირისპირო მიმართულებით წავიდა. გარკვეული დროის განმავლობაში უცნობის ზურგს აკვირდებოდა. უყურებდა და ფიქრობდა. მისთვის ყველაფერი იყო ნათელი და ეს გაურკვევლობის, დაბნეულობის შეგრძნება ეუცხოვა, მაგრამ მოეწონა. პირველად დიდი ხნის განმავლობაში ღელავდა, რადგან არ იცოდა რა მოხდებოდა. ელიოზის მომავალი მრავალ დინებად იყო გაყოფილი, მისი მზერა კი ერთ ადგილას იყო გაჩერებული და ათვლის წერტილს ნელ-ნელა მიჰყვებოდა.
...წინ ვერ წავიდოდა.დროს ვერ გაასწრებდა მანამ, სანამ ელიოზის მომავლის ნახვის შესაძლებლობას არავინ შთააგონებდა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent