შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, შენ არ ხარ 8 თავი


23-12-2017, 20:56
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 237

შენ, შენ არ ხარ  8 თავი

ერთხელ ერთმა მითხრა რომ შენ გამუდმებით ვერ ირბენ რადგან როდესმე გაჩერება მოგიწევს,გამუდმებით ვერ იბრძოლებ რადგან მაგდენს ვერ გაუძლებ და გამუდმებით არ გეყვარება რადგან სიყვარული წარმავალიაო.
მაგრამ ის ერთ რამეში შეცდა,თუ ვინმე გულით გიყვარს ის წარმავალი არასდროსაა,ჯერ მე მის გამო არ მირბენია ანუ ჯერ გაჩერება ადრეა,მის გამო არ მიბრძოლია და ჯერ კიდე ბევრს გავუძლებ და ბოლოს მისადმი ჩემი სიყვარული წარმავალი არაა,ის მთელი გულით მიყვარს,თუნდაც მას არ ვუყვარდე მე მაინც ყოველთვის მეყვარება,და ყოველთვის მის გვერდით ვიქნები რადგან ცხოვრებაზე მეტად მიყვარს.....
არასოდეს მესმოდა ფრაზის " მიყვარდა მაგრამ დრომ ყველაფერი გააქარწლაო" ანუ საკმარისად არ გყვარებია. ასევე ბევრჯერ მსმენია ფრაზა "ერთხელ კი არა ბევრჯერ მყვარებიაო" ესეც არ მიმაჩნია სწორად, სიყვარული ერთხელ მოდის და არა ბევრჯერ. თუ გიყვარს მთელი გულოთ გიყვარს, თუ მალევე ნელდება ეს ნამდვილად არ არის სიყვარული.
არასოდეს  გამინელდება ის გრძნობა და ემოცია რაც ჩემი ჭაობისფერთვალებას  დანახვისას მაქვს, სიტყვებით შეუძლებელია გადმოვცე ის გრძნობა და ემოცია რასაც ვგრძნობ.

მიყვარდა ფრენის დროს ძილი თუმცა ეხლა თვალი ვერ მოვხუჭე, როგორ შემეძლო დამეძინა როდესაც გვერდით ჩემი ჭაობისფერთვალება მყავდა. ინტერესით ვაკვირდებოდი ყველა მის მოძრაობას, ვითვლიდი მის ყოველ ჩასუნთქვა ამოსუნთქვას.
- კარგად ხარ? ფიქრებიდან მის ბოხ ბარიტონს გამოვყავარ.
- ცუდად რატომ უნდა ვიყვე?
- რავიცი ისე მაკვირდებოდი, მეთქი ბოლოჯერ მხედავს და ჩემს სახის მოყვანილობას იმახსოვრებს თქო. ჩუმად იცინის ის და ტუჩის კუთხეს ტეხავს.
- ეგღა მაკლია სიკვდილის ბოლო წუთებში, შენი სახის ნაკვთები დავიზეპირო. მობეზრებით ვატრიალებ თვალებს და ბორტგამცილებელს ერთ ფინჯან ყავას ვთხოვ.
- რავიცი, რავიცი. ჩუმად ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა.
-ელენეს რა უთხრა ექიმმა?
თვალდახუჭული მეუბნება ის და თავს მხარზე მადებს.
- ერთ კვირაში სამი თვის გახდება, ბავშვს ყველაფერი კარგად აქვს. მისს სურნელს ერთიანად ვისრუტავ და მეც თვალებს ვხუჭავ.
- მიხარია.
რამოდენიმე საათიანი ფრენის შემდებ პარიზში ჩავედით, პარიზის ერთ-ერთ ძალიან ლამაზ სასტუმროში დავბინავდით. რეზიმ მის მეგობართან ერთად მოინდომა დაბინავება, ისინიც იმავე სართულზე არიან ჩემი ნომრიდან მესამე ნომერში.
ბედნიერმა შევაღე ჩემი აპარტამენტის კარები, ჩემოდნები იქვე დავაწყვე და პირდაპირ საწოლში გავიშოტე.
მხოლოდ ეხლაღა მოვავლე ნომერს თვალი.
მიუხედავად იმისა რომ ნათელი ფერები არ მიყვარდა, მაგრამ ამ ოთახს საოცრად უხდებოდა რძისფერი კედლები. ასევე საოცარ ელფერს სცემდა სალათისფერი ზეცრები საწოლზე, ოთახის მეორე ნახევარი კი მთლიანად რძისფერი ავეჯით იყო მოწყობილი. ოთახის მარცხენა მხარეს კი დიდი მდივანი და მისი პატარა სავარძელი იდგა. მის პორდაპირ კი დიდი მინის კარია, რომელიც გადაჰყურებს ღამის პარიზს. კარი გამოვაღე და უზარმაზარ ვერანდაზე გავედი, როგორც მივხვდი მეოთხე სართულზე, განლაგებულ ოთახებს საერთო ვერანდა აქვთ.
ვერანდის მარჯვენა მხარეს კი ის დიდებული და ცნობილო ეიფელი ჩანს, რომლის ნახვაც ბევრის ოცნება  საოცარია ღამის პარიზი. ამაზე დიდ სილამაზეს ნამდვილად ვერსად ვერ ნახავთ.
მალევე დავბრუნდი ისევ ნომერში, ბარგი ამოვალაგე საჭირო ნივთები ხელში დავიკავე და სააბაზანოსკენ მივაშურე.
სააბაზანო ნომრისგან განსხვავებით მუქ ფერებში იყო, ეჭვი მეპარება რომ ამ სასტუმროს დიზაინში დიდი შორენას ხელი ურევია.
საკმაოდ გამიტკბა ჯაკუზში ნებივრობა, გონს კარზე კაკუნს მოვყავარ და ფეხზე წამოვარდი, ისაა ჯაკუზიდან უნდა გადმოვიდე როდესაც ფეხი ამიცდა და იატაკზე დავენარცხე.
საშინელი ტკივილო ვიგრძენი მარჯვენა მხარეს, ხელს საერთოდ ვერ ვამოძრავებდი, ასევე საშინლად მტკიოდა წელი. მარცხენა ხელის დახმარებით როგორც იქნა ფეხზე წამოვდექი და ძვლივს-ძლივობით ჩავიცვი ხალათი. გაბრაზებული და გამწარებული გამოვაღე აბაზანის კარი და მისაღებში გავარდი, ტკივილის მიუხედავად მოვახერხე  და გაბრაზებულმა გავხსენი კარი სადაც შეუწყვეტლად აბრაგუნებს ვიღაც. არც შემიხედავს ვინ იყო ეგრევე იერიშზე გადავედი.
- ჰა მიდი ჩამოიღე და გაიდე ზურგზე, იქნებ რას ვაკეთებ? კარი რომ არ გავაღე ხომ უმდა მიხვდე რომ არ მცალია. ან რა ჯანდაბა გინდა შენსგამო კისერი მოვიტეხე, ნუ კისერი არა მაგრამ ხელი ნამდვილად.  ეხლაღა შევამჩნიე კარში მდგომი გაოცებული ლევანი, რომელიც პირღია მომჩერებოდა და მადიანად ათვალიერებდა ჩემს სხეულს.
- ზემოთ რომ ამოხვალ გამაფრთხილე. ირონიით ვეუბნები მე და კარს ცხვირწინ ვუხურავ.
ნახევარ საათიანი მზადების შემდეგ საკიდიდან ტყავის ქურთუკს ვიღებ და ისევ უკან კართან ვბრუნდები, კარის გამოღების თანავე პირდაპირ
ლევანს ვეჯახები, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მოსულა გონს და ისევ კართან ატუზული დგას.
-თუ ესე ძალიან მოგწონს აქ დგომა, იდექი რა პრობლემა. იქედან წამოსვლას ვაპირებდი როდესაც გამახსენდა რაღაც და მოვბრუნდი.
-ხო მართლა მე საავადმყოფოში მივდივარ და თუ ჩემი თანმხლები პირებიდან, ვინე მაინც შეგხვდა უთხარი რომ უჩემოდ ივახშმონ.
მისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია და ლიფტისკენ წავედი.
ისაა ლიფტის კარები უნდა დაიკეტოს, როდესაც კარში ლევანი შემოვარდა და ხელზე ხელი გამკრა.
- ფრთხილად ველურო მტკივა. კივილით წამოვიძახე მე და ხელის დაზელვა დავიწყე, არა ნამდვილად მოტეხილი მაქვს ისე საშინლად მტკივა.
- რა მოგივიდა? გაოგნებული მეუბნება ის.
- შენს გამო აბაზანაში ფეხი ამიცდა და მგონი ხელი მოვიტეხე. ბრაზით ვამბობ მე და ლიფტიდან გავდივარ.
ფოიედან გასულმა მალევე გავაჩერე ტაქსი და გემრიელად მოვთავსდი, ტაქსისტი წასვლას აპირებდა როდესაც ვიღაცამ კარი გამოგლიჯა და შიგ ჩახტა.
- ყველგან შენ რატომ უნდა გხედავდე? მოჩვენებითი სიბრაზით ვეუბნები ლევანს.
- არმითხრა რომ არ გიხარია ყველგან ჩემი ნახვა?
- რასამბობ შენ რომ გხედავ ისეთი ბედნიერი ვარ, არ ვიცი რომელ მანქანას შევასკდე. სარკაზმით ვეუბნები მე და მხოლოდ ეხლაღა ვამჩნევ მძღოლს, რომელიც გაკვირვებული მოგვჩერებია ჩვენ ორს.
- აქ სადმე ახლომახლოს საავადმყოფო არის? მიუხედავად იმისა რომ ფრანგული არვიცი თავს ჩემი ინგლისურით ვუშველე.
- დიახ აქვეა 20 წუთის სავალზე. მძღოლმაც ინგლისურად დამიბრუნა პასუხი.
- ძალიან კარგი მაშ იქ წამიყვანეთ.
 - ეხლავე.
ღიმილით მეუბნებ ის და ჩემს აწრიპინებულ ტელეფონს დავხედე, ეკრანზე ბიცოლაჩემის ნომერი რომ დაეწერა თავში ხელი წაოვირტყი და მალევე ვუპასუხე.
- ჰო თამუ, მაპატიე რა დამავიწყდა დარეკვა.
- არაუშავს თათ, როგორ ხართ? რაშვებით?
- კარგად ვართ შენ? რეზი მეგობრებთან ერთად არის, მე კიდევ სასეირნოდ გამოვედი. შენ რაშვები? ერთიანად მივაყარე სათქმელი.
- კარგია, კარგად რომ ხართ. გამიკვირდა ბიცოლაჩემის ესეთი საუბარი, ზოგადად ესეთი წყნარი არ არის ხოლმე. რაღაცნაირად მეუცნაურა მისი საქციელი.
- თამუ რა ხდება? ანერვიულებული ვეუბნები მე.
- თათ იცი. რაღაცის თქმას აპორებდა როდესაც ჩემი ტელეფონი დაჯდა და გაითიშა.
- ფუ შენი.
- რა ხდება? ინტერესით მეკითხება ლევანი.
- აა არაფერი, უბრალოდ ტელეფონი დამიჯდა.
- გინდა ჩემი გათხოვო?
- არა იყოს ნომერი ზეპირად არ ვიცი.
- მოვედით. საუბარს ტაქსისტი გვაწყვეტინებს, თანხას ჭაობისფერთვალება იხდის და ტაქსიდან გადავდივართ.
საქართველოსგან განსხვავებით აქ მიმღებში ლოდინი დამჭირდა, ჯერ როდის ჩემი საბუთები გააფორმეს, შემდეგ ჩემი კანონიერობა დააზუსტეს.
სანამ საბუთებს მოაწესრიგებდნენ და ექიმთან შემიყვანდნენ, ტკივილმა ისე იმატა რომ სიმწრის ცრემლები მცვიოდა თვალებიდან. ესეთი საშინელი ტკივილი არასოდეს არ განმიცდია. თან ლევანზეც მეშლებოდა ნერვები, რაც ის ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ხიფათის და თავის ტკივილის მეტი არაფერი შემოუტანია. იმას თუ არ ჩავთვლით რომ თავი სიგიჟემდე შემაყვარა, მე კიდევ არ ვიცი ის რას გრძნობს ჩემს მიმართ.
- ყველაფერი შენი ბრალია. შენ რომ იმ დღეს არ დაგეჯარიმებინე, შემდეგ ავარიის ადგილას არ მოსულიყავი, შემდეგ ბაკურიანში არ შემხვედროდი, შემდეგ ჩემს სახლში რომ არ ამოგეყო თავი, შემდეგ ჩემს დაბადებისდღეზე რომ არ მოსულიყავი, შემდეგ მე რომ შენს სახლში არ წაგეყვანე და რაც მთავარია თვითმფრინავში ჩემს გვერდით რომ არ დამჯდარიყავი. შემდეგ ჩემს კარზე გაბმული ბრაგუნი არ აგეტეხა მე ეხლა აქ, ესეთ დღეში არ ვიქნრბოდი და საერთოდ რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი საშინელება მე მემართება. ჯარიმები რომ აღარ გეყო ეხლა სხეულის დაზიანებებზე გადადი ხომ?  აღარასოდეს გესმის, აღარასოდეს მინდა დაგინახოს ჩემმა თვალებმა. აღარ გამოჩნდე იქ სადაც მე ვიქნები.
ვყვირი წყობიდან გამოსული და ლევანის მიმართულებით, ცალ ხელს ვშლი. არ ვიცი რა მომივიდა მაგრამ, ტკივილმა იმდენად დამიბინდა გონება ყველაფერი ერთიანად ვთქვი. მიუხედავად იმისა რომ ჩემს საქციელს ვიცი ვინანებ, ეხლა უკან დახევას არ ვაპირებ.
- თათული თუ ხვდები რომ, შენს პრობლემებთან მე არაფერი მაკავშირებს? იმდენად დაბინდული გაქვს გონება, ვერც კი ხვდები როგორ ტკენ შენი უაზრო საქციელით ადამიანებს გულს. საერთოდ გიფიქრია მაინც? ერთხელ მაინც გიფიქრია როგორ სტკივათ იმ ხალხს გული ვინც ყველაფერს აკეთებს შენთვის, ვინც ცდილობს შენს გახარებას, გაბედნიერებას. მაგრამ შენ ყველგან ცუდს ხედავ, სანამ შენს ნაჭუჭში ხარ ჩაკეტილი ვერასოდეს მიხვდები რა არის ნამდვილი ბედნიერება. თვალები კარგად გაახილე და დაინახავ რომ შენს გვერდით უკვე აღარავინ არის, შენი საქციელებით და შენი
ეგოისტობით ისე შემოგეცალა ხალხი რომ ვერც კი ხვდები.
დააფასე ის ვისაც ნამდვილად უყვარხარ და მიეცი მას უფლება გააკეთოს შენთვის რაღაც.
წარმოდგენა მაინც გააქვს რა გააკეთა ელენემ ერთი საათის წინ? წარმოგიდგენია მაინც შენი წასვლის შემდეგ გოგსიკამ რა გადაწყვეტილება მიიღო?
ის თუ მაინც იცი დედაშენმა შენს გამო რა გააკეთა?
იმდენად დაბრმავებული ხარ რომ ვერც კი ხვდები როგორ დაღალე ხალხი.
გაოგნებული ვუსმენდი მას, ვიცოდი რომ სრულ სიმართლეს ამბობდა მაგრამ. არ მინდოდა ჩემს თავთან იმის აღიარევა რომ მეც ვტკენ ხალხს, ყოველთვის ჩემი პრობლემები და ჩემი თავი მეყენა პირველ ადგილას. მისი საუბრიდან გაავანალიზე თუ როგორ ვტკენდი შორენას გულს, ყველაზე მეტად მინდოდა ეხლა მასთან მისვლა ჩახუტება, ბოდიშის მოხდა და მეთქვა ის თუ როგორ მიყვარდა. ვნანობდი ყველივე ჩემს გადადგმულ ნაბიჯს, სწორედ ეხლა გავაცნობიერე რომ გარშემო ყველა დავკარგე. არ ვიცოდი რა გააკეთა ელენემ თუმცა გული მიგრძნობდა რომ რაღაც საშინელება ჩაიდინა. არც ის ვიცოდი რა გააკეთა გოგსიკამ, თუმცა ვიცი რომ გული საშინლად მეტკინება.
სწორედ ეხლა გავაცნობიერე რომ, ჩემი სიტყვების და ქცევების გამო ლევანი საბოლოოდ დავკარგე, ისე დავკარგე რომ ჯერ ჩემი არც ყოფილა.
- გინდა გაიგო რა გააკეთა ელენემ, გოგსიკამ და დედაშენმა?
თავი თანხმობის ნიშნად დავუკარი რადგან ხმის ამოღების მეშინოდა.
- დედაშენი ქმარს გაშორდა, იცი რატომ? იმიტომ რომ შენთვის ესიამოვნებინა. შენ ხომ ვერასოდეს იტანდი მის ქმარს. გოგსიკამ ცოლი მოიყვანა და იცი რატომ? იმიტომ რომ შენ არასოდეს მისცემდი უფლებას, ის გოგო ცოლად შეერთო.
და იცი ელენემ რა ჩაიდინა? როდესაც შენ მისგან რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით წადი, როდესაც მან თავიდან მოგიშორა. მან, იცი მან მუცელი მოიშალა. ბავშვი რომლის გაჩენასაც შენ აიძულებდი, შენი წასვლის შემდეგ მან ის ბავშვი მოკლა. მან მოკლა შენი სისხლი და ხორცი, ვისი მოკვლაც შენ აუკრძალე.
ყურები დამიგუბდა, განაჩენივით იყო ჩემთივის ეს ბოლო წინადადება. ვერ ვაანალიზებდი რა მოხდა, დაუჯერებელია ელენე ამას არ გამიკეთებდა. ის ამას არ ჩაიდენდა, ის ჩემს ბავშვს არ მოიშორებდა. ის ხომ დამპირდა, მან პირობა მომცა რომ ამას არასოდეს ჩაიდენდა. მან, მან ის მაინც მოკლა.
თვალები ცრემლებით ამევსო და სილუეტის გარკვევა მიჭირდა. მხოლოდ იმას ვგრძნობდი როგორ მეხვეოდა ვიღაცის ხელები და დამშვიდებას მთხოვდა, ვგრძნობდი რომ ფეხებში ძალა მერთმეოდა და სადაცაა დავეცემოდი. ყურებში ჩემთვის გაუგებარი ბგერები მესმის, სილუეტებს ისევ ვერ ვარჩევ. ბოლოს, ბოლოს მხოლოდ სიტყვა "უბრალოდ მენდე" მესმის და შემდეგ ყველაფერი შავდება.
 გონს საავადმყოფოს პალატაში მოვდივარ, მიუხედავად იმისა რომ თვალების გახელა ძალიან მიჭირდა. როგორღაც მოვახერხე და გავახილე.
იქაურობას თვალი მოვავლე და სულ მარტო ვიყავი, მალევე იხსნება შემოსასვლელი კარი და ასაკოვანი მამაკაცი მიახლოვდება.
- თავს როგორ გრძნობთ? ინგლისურად მეკითხება ის.
- რა მომივიდა?
- როგორც ჩანს ძლიერი სტრესი მიიღეთ, რის შედეგადაც გონება დაკარგეთ. ყველა საჭირო ანალიზი ჩაგიტარეთ და ყველაფერი წესრიგშია, რაც შეეხება თქვენს ხელს მოტეხილი გქონდათ. ხელი თაბაშირში ჩაგისვით და მინიმუმ ორი თვე უნდა ატაროთ.
- ის ბიჭი სად არის თან რომ მახლდა? ინტერესიანი თვალებით ვეკითხები ექიმს.
- ვინ ბიჭი? ბოდიში მაგრამ მე როდესაც მოვედი აქ არავინ იყო. გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ეს წამლები მიიღეთ და დღევე შეგიძლიათ წახვიდეთ. ხელში რეცეპტი მომაწოდა და იქაურობა მალევე დატოვა.
- ანუ წავიდა. ხმამაღლა ვეკითხები ჩემს თავს და მოწესრიგება დავიწყე, საბოლოოდ დავკარგე. ის წავიდა ისე რომ არც კი დაინტერესებულა ჩემი მდგომარეობით, თუმცა მისი რა ბრალია მე თვითონ ვუთხარი რომ მისი ნახვა აღარ მინდოდა. ღმერთო რა იდიოტი ვარ, როგორ მივეცი წასვლის უფლება.
სასწრაფოდ გავემზადე და სასტუმროში დავბრუნდი, იქ მისულს სასტუმროს ფოიეში მომსახურე პერსონალი შემომეგება.
- ქალბატონო თათული, ბატონმა მიშამ ეს წერილი გადმოგცათ. ხელში რაღაც კონვერტს მაჩეჩებს და იქაურობას ეცლება.
- თათული დღეს ორ საათზე შეჯიბრი გვქონდა, გირეკავდით თუმცა როდესაც ვერ დაგიკავშირდით შენს გარეშე წავედით. როდესაც ამ წერილს წაიკითხავ დამირეკე და მისამართს გეტყვი.
ნომერში სასწრაფოდ შევედი და ტელეფონი დასატენათ შევაერთე, მალევე ჩავრთე და მიშიკოს ნომერი ავკრიბე. რამოდენიმე ზარის შემდეგ. ტელეფონის მეორე მხარეს მისი ხმა გავიგე.
- ალო მიშკა, მე ვარ თათა..
- თათული მადლობა ღმერთს კარგად ხარ? მესმის მისი ანერვიულებული ხმა.
- კი კარგად ვარ, ჩემი მოსვლა აუცილებელია. იცი გუშინ ხელი მოვიტეხე არ მინდოდა გენერვიულად ამიტომ არაფერი გითხარით.
- ეხლა როგორ ხარ? იყავი ექიმთან?
- კი, კი ვიყავი ყველაფერი კარგადა.
- შენი მოსვლა არარის აუცილებელი, სასტუმროში დარჩი და დაისვენე. საღამოს ჩვენც დავბრუნდებით.
როდესაც ტელეფონი გავთიშე, ლეპტოპი ჩავრთე და სკაიპში ნუკას დავურეკე.
- თათ რა გჭირს ხელზე? შეშინებული მეუბნება ის.
- არაფერი. შორენა სად არის? გაბრაზებული ვეკითხები მე.
- მისაღებშია გინდა დავუძახო?
- დაუძახე საქმე მაქვ. ნუკა ოთახიდან გავიდა და უკან შორენასთან ერთად დაბრუნდა, მიუხედავად იმისა რომ მის სახეს კარგად ვერ ვხედავდი. ის მაინც შევამჩნიე თუ როგორ ქონდა დარდისგან და ტირილოსგან თვალები ჩაცვენილი, იმ შორენას საერთოდ არ გავდა მე რომ ვიცნობდი. მოუწესრიგებელი და თმაგაბურძგნული შორენას დანახვა, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო.
- რა არის ეს? რას გევხარ? როდესმე მითხოვია მე შენთვის ჯუბასთან განშორება? რატომ გააკეთე დედა ეს? მე არასოდეს წამომიყენებია შენთვის პირობა, შენ რა გგონია შენ თუ მას გაშორდები მე ბედნიერი ვიწნები.
მე არასოდეს ვიქნები ბედნიერი თუ შენ იწნრბი უბედური, მე მინდა რომ შენ ბედნიერი იყვე მასთან ვისთანაც შენ გინდა.
მე მხოლოდ მეტი ყურადღება მიმდოდა შენგან, მე მიმდოდა დედა მყოლოდა გვერდით და არა ჩემი სახლის დიზაინის  შემქმნრლი. მე მხოლოდ მეტ ყურადღებას ვითხოვდი შენგან და არა ქმართან გამშორებას. ეხლავე დაურეკე მას და შეურიგდი იცოდე, არასოდეს გაპატიებ თუ ჩემს გამო ოჯახს დაანგრევ.
- თათა შვილო, შენ, შემ ამდენი წლის შემდეგ პირველად დამიძახე დედა. თვალცრემლიანი მეუბნება ის და სახეზე ბედნიერების ღიმილი ესახება.
- შენ ყოველთვის დედაჩემი იყავი, მართალია არის რაღაც რისი პატიებასაც ჯერ ვერ ვახერხებ თუმცა ყველაფერი მოგვარდება.
- ძალიან მიყვარხარ შვილო. კოცნას მიგზავნის და ოთახიდან გადის. მიუხედავად იმისა რომ ამ ყველაფრის მისახვედრად, ბევრი დრო და ბევრი ადამიან დავკარგე თუმცა. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ მხოლოდ ჩემს თავზე არ ვიფიქრო, დროა სხვების ცხოვრებასაც მივხედო.
- თათ ყოჩაღ. ფიქრებიდან ნუკას ხმას გამოვყავატ.
- ნუკა შენ იცოდი გოგსიკას ამბები?
- დღეს გავიგე შენს თავს გეფიცები, როგორც გავიგე ესე უთქვამს სანამ აქ არ არის მოვასწრებო.
- ანუ ჩემს წასვლას ელოდებოდა? სიმწრით მეცინება მე და თვალებზე მომდგარ ცრემლს ვაიგნორებ.
- და ელენემ რაც გააკეთა?
- გუშინ საღამოს ბიცოლაშენმა დამირეკა, თათას ვერ ვუკავშირდებიო და მაგდროს მითხრა. ძალიან ვწუხვარ თათ, რომ მცოდნოდა ამის ჩამდენი იყო გვერდიდან არ მოვშორდებოდი. თავდახრილი მეუბნება ნუკა და ვხედავ როგორ იშორებს თვალიდან ცრემლს.
- არაუშავს დაო, გპორდები უფალს გეფიცები ელენეს ისეთ რაღაცას გავუკეთებ, ქუთაიში კი არა თავს მთელს საქართველოში ვერ გამოყოფს. მე არ ვიყო თათული დოლიძე ეგ თუ არ გავამწარო.
- რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ? მუდარით ვეუბნები ჩემს დას.
- კი როგორ არა?
- ალეკოს დაურეკე და სთხოვე რომ ჩემს ჩამოსვლამდე ელენეს ქვეყნიდან წასვლის უფლება არ მისცენ.
- ცოტახანში აქ უნდა მოვიდეს და პირდაპირ გადავცემ.
- ძალიან კარგი.
ლეპტოპი გამოვრთე და აივამზე გავედი, დიდიხანია არ მომიწევია თუმცა ეხლა რომ არ მოვწიო მოვკვდები. საერთოდ ხშირი მწეველი არ ვარ, მხოლოდ მაშინ ვეწევი როდესაც ძალიან ვნერვიულობ. ეხლა სწორედ ის დროა როდესაც მოვწიო
არასოდეს ვაპატიებ ელენეს ამ ნაბიჯს, ღმერთს ვფიცავ ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ. როგორ გაბედა და ნაყოფს ხელი დააკარა, როგორ გაბედა მისი შვილის მოკვლა.
რას ვიფიქრწბდი თუ ჩემი საუკეთესო მეგობარი ამას გამიკეთებდა, პრინციპში არც გოგსიკას გან მოველოდი ყოველივე ამას.
მისი საქციელი ყოველივე ზღვარს სცდება, ანუ თავიდან მომიშორა და ცოლი მოიყვანა. ჩემს იქ ყოფნაში მოეყვანა ვინ უშლიდა? მე ხომ მისთვის არ მითქვამს ცოლი არ მოიყვანო თქო, უბრალოდ მისგან მეწყინა ამდენი ხანი სიმართლეს რომ მიმალავდა, ეხლა კიდევ ჩემგან მამულად მოიყვანა ცოლი.
ერთი სული მაქვს როდის ჩავალ საქართველოში, ყველას საკუთარი ადგილი რომ მივუჩინო
ფიქრებმა ისე გამიტაცეს რომ ვერც მივხვდი როგორ დაღამდა, გონს კარზე კაკუნს მოვყავარ. გახარებული წამოვარსი ფეხზე და კარები გიჟივით გავხსენი, მეგონა იქ ჩემი ჭაობისფერთვალება დამხვდებოდა თუმცა შევცდი.
- ქალბატონო თათული თქვენი მეგობრები სასტუმროს რესტორანში გელოდებათ.
მომსახურე პერსონალი სანდომიანად მიღიმის და კარს სცილდება.
ნომერში დავბრუნდი, ტელეფონი ავიღე და ქვემოთ ჩავედი. მათი მოძებნა არ გამჭირვებია, ჩემს დანახვაზე რეზი ფეხზე წამოდგა და ჩემკენ გამოიქცა. ბედნიერი გადამეხვია და ყურში მეჩურჩულება.
- მოვიგე თათ.
- გილოცავ ჩემო სიხარულო, მინდა სულ ესეთ გახარებულს გხედავდე. მისი ბედნიერება მეც გადამედო და ყურებამდე გავიღიმე.
- ხელზე რა მოგიციდა?
- ისეთი არაფერი, უბრალოდ აბაზანაში დავეცი. სიცილით ვამბობ მე და სუფრისკენ მივდივარ.
- საღამო მშვიდობისა. ღიმილით მივესალმე ყველას და ჩემი ადგილი დავიკავე.
- როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ ბავშვებო?
- საკმაოდ კარგად თათ, დღეს ჩვენიდან ოთხი გავიდა. სამმა მოიგო მხოლოდ ერთმა წააგო. მხიარულად მეუბნება კაკო მასწავლებელი.
- ძალიან კარგი შედეგია, გულს ნუ გაიტეხთ დღეს თუ ვერ მოიგეთ ხვალინდელი დღე ჯერ კიდევ წინ არის.
- საღამო მშვიდობის. მესმის ზურგს უკან ნაცნობი ხმა, შემდეგ კი ჩემს გვერდით ჯდება. ნელ-ნელა მოვაბრუნე მისკენ თავი და როდესაც ჩემს გვერდით ლევანი დავინახე, თვალევი შუბლზე ამივიდა და წვენი გადამცდა.
- შენ? ხველებ ხველებით ვამბობ მე და წრემლიან თვალებს ვიწმენდ.
- არ ვიცოდი ჩემი დანახვა თუ ესე გაგიხარდებოდა, რას წარმოვიდგენდი თუ ჩემს დანახვაზე იტირებდი. ირონიით ამბობს ის და იქ მყოფებს უღიმის.
- უჟმური, დესპოტი. ჩემთვის ჩავიბურტყუნე თუმცა როგორც ჩანს ცოტა ხმამაღლა მომივიდა და ყველას სიცილი აუტყდა.
- არ არსებობს, ამას ვის ხედავს ჩემი თვალები. ვხედავ როგორ მოდის ჩემკენ ნაცნობი სხეული და მალე ჩემს გვერდით ჩნდება.
- არ არსებობს, შენ.
გახარებული ვეხვევი მონატრებულ მეგობარს.
- როგორ ხარ თათ?
- კარგად ვარ გურამ შენ როგორ ხარ? რახანია არ მინახიხარ, სად დაიკარგე?გურამი ჩემი კლასელი და ასევე ჩემი მეგობარი არის, სწორედ მისი დამსახურებით მოვხვდი სპორტში.
რადგანაც ბიჭების სპორტით მხოლოდ მე ვიყავი დაკავებული, ხშირად მიცევდა ვარჯიშზე მასთან შერკინება. ძველი ამბოს გახსენებისას ბედნიერების ღიმილმა გადამირბინა სახეზე.
- თათა, გურამი რახანია უკვე გერმანიაში, ეხლა კიდევ ჩემპიონატზე საფრანგეთში ჩამოვიდა. მის მაგივრად პასიხს კაკო მასწავლებელი მცემს.
- შენი ამბები არ მცოდნია მე, გამიხარდა შენი აქ ნახვა.
- გაგიხარდებოდა გენაცვალე აბა რა იქნებოდა. ორაზროვნად ჩაილაპარაკა მიშკამ და თავისთ ჩაიცინა.
- არ გინდა საღამოს გავისეირნოთ, გავიხსენოთ ძველი დრო? ღიმილით მეუბნება ის და მოტეხილ ხელზე ხელს მისმევს.
- დიდი სიამოვნებით. გამომიარე 204 ნომერში ვარ და გავიდეთ. ლოყაზე ხმაურით ვკოცნო და ჩემს ადგილს ვიკავებ.
- ნათლი მე ნომერში ავალ. რეზის ერთი მეგობარი ლევანს უახლოვდება და ნომრის გასაღებს ართმევს. აი თურმე რატომ ყოფილა ეს ვაჟბატონი ჩვენთან ერთად სუფრაზე. აქამდე ნამდვილად არაფერი არ ვიცოდი და მხოლოდ ეხლა ამეხილა თვალები.
- თათა, გურამს ისევ უყვარხარ იცი? ინტერესით მაჩერდება კაკო მასწავლებელი თვალებში.
- კარგი რა, რას ამბობ? ეგ უბრალოდ მისი ბავშვური ახირება იყო. ხომ იცით არა ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ.
- შეიძლება შენ არაფერს გრძნობ მის მიმართ, მაგრამ მას ნამდვილად რომ უყვარხარ ეგ ვიცი. გახსოვს მაინც რეებს აკეთებდა შენს გამო? ის თუ გახსოვს პირველად საქართველოს ჩემპიონი რომ გახდა, გამარჯვება შენ რომ მოგიძღვნა?
- კარგით რა კაკო მას, რეებს იხსენებთ. სიცილით ვეუბნები მე და ფრანგულ სალათს დავწვდი.
- თათუ ბედი კარს მოგდგომია და შენ უარს ამბობ? კაკოს ცანცარში რეზიც აჰყვა და ყველამ ერთად ატეხა ხარხარი ლევანის გარდა.
- ჩვენ მეგობრები ვართ, შეიძლება ის ჩემს მიმართ სხვა რამეს გრძნობდა. მაგრამ ჩემთვის მეგობრობა, მეგობრობა და სხვა არაფერი. გემრიელად მიირთვით. გაბრაზებული ვდგენი ფეხზე და ჩემი ნომრისკენ მივდივარ.
გარეთ საკმაოდ გრილოდა თუმცა, ღამის პარიზი იმდენად საოცრება იყო რომ მომინდა, ერთი ფინჯანი ყავა დამეგემოვნებინა.  სიგარეტის ერთ ღერს ტუჩებს შორის ვიქცევ და ერთიანად ვუშვებ ფილტვებში ნიკოტინს.  შემდეგ თავი ოდნავ ზემოთ წამოვწიე და უკვე გადამუშავებული კვამლი ჰაერში გავუშვი, თითქოს მას ამოვატანე ჩემი დარდი და ბრაზი.
- ზოგადად არ მომწონს ქალი რომ ეწევა თუმცა შენ გიხდება. მალევე მესმის გვერდიდან ლევანის ხმა.
- არც მე არ მომწონს თომცა სიტუაციას გააჩნია, ხშირი მომხმარებელი არ ვარ.
მისთვის არც კი შემიხედავს პასუხი ისე დავუბრუნე.
-საოცრება არა?
- რაა? დაბნეული ვამბობ მე და მხოლოდ ეხლაღა ვიხედები მისკენ.
- ღამის პარიზი.
- აა ჰო საოცრება.
- შენ გგავს.
- მე.
- ჰო სწორედ შენ. დილით აქაურობა ძალიან ბობოქარი და უგულოა, ისევე როგორც შენ. დილით ხასიათუ სულ სხვა აქვს პარიზს შენსავეთ. ვერ გაიგებ რა წყინს რა უხარია, სწორედაც რომ შენც ესეთი ხარ. თუმცა ღამის პარიზი სულ სხვა, პარიზი ხომ სიყვარულის შენ კიდევ სიყვარულის ქალღმერთი. თუ ერთხელ მაინც ნახავ ღამის პარიზს შეუძლებელია მისი დავიცყება, ისევე როგორც შენი დავიწყებაა რთული. როდესაც აივნიდან ღამის პარიზს ვუყურებ შენი თვალები მახსენდება, ის შავი  თვალები რომელიც შიგადაშიგ ლურჯად ციმციმებს ხოლმე. საოცრებაა პარიზი ისევე როგორც შენ ხარ საოცრება, შენი დადებითი თუ უარყოფითი ხასიათით.
იცი გუშინ ძალიან ზედმეტი მომივიდა, როდესაც დავფიქრდი მივხვდი რომ შეცდომა დავუშვი ის სიტყვები არ უნდა მეთქვა შენთვის.
შენ ძალიან მგძნობიარე ხარ, ვიცი რომ გოგსიკასთვის საუკეთესო გინდოდა და ამიტომ იყავი იმ გოგოს წინააღმდეგი. ისიც ვიცი რომ ელენეს ბავშვის გაჩენას იმიტომ სთხოვდი რომ, ბავშვის დაბადების შემდეგ დიდი შანსი იყო ვატოს და ელენეს შერიგების.
იმასაც მივხვდი თუ რატომ იყავი დედაშენის მიმართ დაუნდობელი, შენ მისგან დედობრივ სითბოს ითხოვდი და არა სხვა რამეს.  შენ დედის სითბო არ იცი თუმცა დარწმუნებული ვარ რომ საუკეთესო დედა იქნები მსოფლიოში. ძალიან დიდი ბოდიში ჯარიმების დედოფალო, ჩემი დანაშაულის გამოსასწორებლად ხვალ საფრანგეთის საუკეთესო რესტორანში გეპატიჟები.
არ მჯეროდა, ნამდვილად არ მჯეროდა იმის რასაც ეხლა ვუსმენდი. მეგონა სიზმარში ვიყავი ამიტო დასარწმუნებლად რამოდენიმეჯერ ხელზე ძლიერად ვიჩქმიტე. როდესაც დავრწმუნდი რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ იყო თვალები რამოდენიმეჯერ დავაფახუნე და გაოგნებული მივშტერებოდი მას, ვერ გადმოგცემთ რამხელა ბედნიერება და სითბო ვიგრძენი მის სიტყვებში. უბედნიერესი ქალი ვიყავი რადგან მან საოცრად გადმოსცა, ჩემი შინაგანი სამყარო.
- ბოდიში არ არის საჭირო, რაღაც დოზით სიმართლე მითხარი. ვიცი რომ ეგოისტი ვარ თუმცა, მხოლოდ ჩემს თავზეც არ ვფიქრობ.
ელენესთვის კარგი მინდოდა მეგონა ბავშვი მისთვის კარგი იქნებოდა თუმცა შევცდე, მე მხოლოდ ბავშვზე ვფიქრობდი მასზე არ მიფიქრია. მაგრამ აბორტს მაინც არ ვაპატიებ. რაც შეეხება გოგსიკას ვიცი რომ ის გოგო მისთვის საუკეთესო არჩევანი არ არის. ხოლო დედაჩემზე რაც თქვი სრული სიმართლეა.
ბოდიში შენ კი არა მე უნდა მოგიხადო, არ ვიყავი მართალი, შენ არახარ დამნაშავე იმაში რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება. ბოდიშს გიხდო ჩემი უაზრო ნათქვამის გამო.
- ანუ წამოხვალ ხვალ ჩემთან ერთად რესტორანში?
- არა, არ წამოვალ. კატეგორიული ვარ მე.
- კი მაგრამ რატომ? გაოგნებული ამბობს ლევანი.
- პაემანზე მეპატიჟები? გამომცდელად ვაკვირდები თვალებში.
- დიახ.
- გასაგებია. სავარძლიდან წამოვდექი და ნომერში შევედი, ჩანთიდან ხუთ ევროიანი ამოვიღე, იქვე დადებული საწერ კალამი ავიღე და უკან დავბრუნდი.
- რას აკეთებ? სიცილით ამბობს ის.
- წასვლამდე ერთი დღით ადრე, თუ ეს თანხა შენამდე მოვა გპირდები წამოვალ პაემანზე შენთან ერთად.
ფულს ქართულად წარწერა გავუკეთე და მას წინ ავუფრიალე.
- "ბილეთი პაემანზე"
- დიახ.
- და ეგ ჩემამდე როგორ მოხვდება.
 - აი ეგრე. თანხა კარგად დავკეცე და ვერანდიდა ვისროლე.
- რა ქენი?
- ხვალ დილით ამას ვინმე იპოვის, შემდეგ ის ვიღაცის ხელში მოხვდება და თუ შენი ბედია ბოლოს შენამდე მოაღწევს.
- გასაგებია.
- ძილინებისა ჭაობისფერთვალებავ. ფეხზე წამოვდექი და ოთახში შევედი.
- ძილინებისა ჯარიმების დედოფალო. მესმის ზურგს უკან მისი ხმა, ხალათს ხელი დავავლე და პირდაპირ სააბაზანოში შევედი.
- ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ
 ჭაობისფერ თვალებავ.
ჩემთვის ჭავილაპარაკე და სააბაზანოს კარები მოვიკეტე.





ბოდიში დაგვიანებისთვის, საიტის პაროლი დამავიწყდა რის შედეგადაც ვერ ვახერხებდი შემოსვლას და დაწერას. მეგონა დამბლოკეს თუმცა როგორც გაირკვა ჩემი დაუდევრობის ბრალი იყო ყველაფერიიი. ინტერნეტი არამაქვს ამიტომ ახალ თავს ორ დღეში შემოგთავაზებთ, ვეცადე რაც შეიძლებოდა საინტერესო და დიდი თავი გსმომსვლოდა. არ ვიცი ღირდა თუ არა ლოდინი, ველოდები თწვენს შეფასებებს იმედია დამიფასებთ ჩემს შრომას და წვალებას. რაც შეეხება ჩემს მუზას არვიცი სად ჯანდაბაში წავიდა და გაქრა.
ძალიან მიყვარხართ ყველა ჩემო მარწყვებოскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი mia15

ძალიან კარგი ისტორია და ველოდები შემდეგ თავს

 



№2  offline წევრი Firefly

რამდენი გელოდე ! არველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას მართალი გითხრა...
გელოდები
--------------------
M.T

 



№3 სტუმარი სტუმარი lia

Hემი საკვარელი გოგო დაგვიანებიტ დაბრუნდა.მიხარია ზალიან
უკარგესი ტავია.პირობა სჰეასრულე,ჰქარა დადე ახალი ტავი.❤❤❤

 



№4  offline წევრი მოცინარი

ნინაკოო <3 :დდ როგორ მომეწონა ეს თავი არ იცი!! <3 <3 <3 ბილეთი პაემანზე“ მომეწონა <3 მგონი მინახავს ასეთივე რაღაც გააკეთა ჩემი საყვარელი სერიალის ერთ-ერთმა გმირმა <3 ჭაობისფერთვალებაზე ვგიჟდები :* ძალიან საყვარელია <3 ეჰ ერთი ეგეთი მეც მინდა :დდ მოუთმენლად ველოდები ახალს ტკბილო <3

 



№5  offline წევრი gogona migraciidan

mia15
ძალიან კარგი ისტორია და ველოდები შემდეგ თავს

მიხარია რომ მოგრწონა, ისტორია დილით ავტვირთე თუმცა ჯერ არ დამატებულა

მოცინარი
ნინაკოო <3 :დდ როგორ მომეწონა ეს თავი არ იცი!! <3 <3 <3 ბილეთი პაემანზე“ მომეწონა <3 მგონი მინახავს ასეთივე რაღაც გააკეთა ჩემი საყვარელი სერიალის ერთ-ერთმა გმირმა <3 ჭაობისფერთვალებაზე ვგიჟდები :* ძალიან საყვარელია <3 ეჰ ერთი ეგეთი მეც მინდა :დდ მოუთმენლად ველოდები ახალს ტკბილო <3


ნამდვილად მიხვდი, ბილეთი პაემანზე რუსული ფილმიდან"კუხნიადან" ავიღე.
მიხარია რომ მოგეწონაა შენც გამოგიგზავნი ერთ ასეთს❤

სტუმარი lia
Hემი საკვარელი გოგო დაგვიანებიტ დაბრუნდა.მიხარია ზალიან
უკარგესი ტავია.პირობა სჰეასრულე,ჰქარა დადე ახალი ტავი.❤❤❤



დავდე უკვე მაგრამ ჯერ არ დამატებულაა

Firefly
რამდენი გელოდე ! არველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას მართალი გითხრა...
გელოდები



ანუ მოგეწონა? ვცდილობ რაცშეიძლება საინტერესო გამოვიდეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent