შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ბედისწერის ბრალია 3


24-12-2017, 00:08
ავტორი marimayishvili
ნანახია 619

შენი ბედისწერის ბრალია 3

***
- დედა? - ნიკოლაოსმა ჯერ ბავშვი აათვალიერა, შემდეგ ბარბარეს შეხედა. სახეზე თანმიმდევრობით გამოეხატა ეჭვი, იმედგაცრუება, სიბრაზე და ბოლოს ყველაფერი ზიზღმა შეცვალა. რესტორანში რომ დაინახა ბარბარე ისევ ისეთი საყვარელი და სადა, წლების ნაგროვები მტანჯველი ფიქრები სადღაც გაქრა, ახლა კი... ყველაფერს ფიქრობდა, მოულოდნელად სახე შეეცვალა, ცინიკურად ჩაიღიმა და ბავშვისკენ წავიდა. ბარბარე დაიძაბა. - რამდენი წლის ხარ პატარავ?
- ხუთის. - წარბშეკვრით მიუგო და ბარბარეს მიუბრუნდა. - დედა ყვიროდი?
- არა დე...
- ხუთის... რა საინტერესოა, ზუსტად ოთხი წელია არ მინახიხარ ბარბარე, აქედნ რომ წახვედი მუცელი სულ არ გეტყობოდა, დიტომ იცის? - სიმწრისგან აღარ იცოდა რა ეთქვა.
- რეებს სულელობ...
- ვსულელობ არა? ბაზარი არაა მაგრად ვსულელობ! ბატონ დიმიტრის მე სიტყვა ვუთხარი, აი შენ თუ მისი შუაზე გახეული თავი არ განახო...!
- რეებს ბოდავ რა დიტო, დიტოსი არ არის! - ამის გაგონებაზე ნიკოლაოს სახე მოეღრიცა.
- აბა ვისია გოგო? - ბარბარემ ბავშვს გახედა. ემა დაღვრემილი შეჰყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს.
- დე წამო დაგაწვენ სიყვარულო კარგი? - ბარბარემ ბავშვი ხელში აიყვანა და საძინებელში შევიდა.
შუა ოთახში გახევებული ნიკოლაოსი შეუცნობლად ჩამოჯდა სავარძელზე. ,,დიტოსი არაა'' - უელავდა თავში და სეტყვასავით წამოსულ ფიქრებს თავს ვერ უყრიდა. - ,,აბა ვისია... დიტოსი თუ არა აბა... ყოჩაღ ბარბარე კალანდაძე, ყოჩაღ! გერმანიაში წავიდა გოგო სასწავლებლად და ვიღაც ფაშისტის ნაშიერით ჩამოეთრა, ბარბარე კი არა შენ ხარ ... ნიკოლაოს... შენ ხარ ს..."
- ფუ, ჩემი რა! - თითქმის წამოიყვირა და უკანმოუხედავად, კარის ჯახუნით გავიდა სახლიდან.
ახლა? რა უნდა ექნა ახლა? საჭეს გამწარებული ატრიალებდა და დიდი სიჩქარით მიაქროლებდა მანქანას. აქამდე შექმნილი გეგმები ერთ ამოსუნთქვაში ჩაეშალა. სძულდა? რა თქმა უნდა... მაგრამ ისე არა როგორც მას უნდოდა.
- ვსიო ვიკიდებ! - მიიღო უცებ გადაწყვეტილება. - მაგრამ ასე მარტივად არა. - წამში საშინელმა აზრმა გაუელვა თავში. ტელეფონი აიღო და თავის ბუღალტერს, ვინც როგორც სანდო პირი ისე დანიშნა რესტორანში, ნუცას დაურეკა. - სახლში ხარ?
- კი, რა ხდება ნიკ?
- შენი დახმარება მჭირდება, რესტორანში მოდი!
- ამ დროს? - საათი უკვე ღამის ორს უჩვენებდა.
- ხო, ამ დროს, ახლა! - გაღიზიანდა მამაკაცი. - რა იყო გასა...ად კი არ გეპატიჟები შე.ჩემა, საქმე მაქვს ხუთ წუთში შენ სახლთან ვიქნები არ მალოდინო!
მეორე დილით რესტორანში სრული ქაოსი იყო, კაბინეტში შესულ ბარბარეს მთელი ოთახი გადაქექილი დახვდა. ფურცლები უაზროდ ეყარა აქეთ-იქით. მის სავარძელში გამოჭიმული ნიკოლაოსი დინჯად ეწეოდა სიგარეტს, ხარჯთაღრიცხვებს ჩაჰყურებდა და გვერდულად იღიმოდა. წინ ნუცა ეჯდა, ბარბარე მას მოსვლის დღიდან ვერ იტანდა უმიზეზოდ დათხოვილი, ყოფილი ბუღალტერის, სანდროს გამო. გვერდით კი სახეწაშლილი ელენე იდგა და ხმას ვერ იღებდა, თუმცა აშკარად ჰქონდა ამის სურვილი.
- რა ხდება აქ? - ისე მოეშალა ნერვები უეცრად გოგონას, რომ თითქმის იყვირა.
- რა ხდება? ამას შენ უნდა გვიხსნიდე, ქურდო! - ნიკოლაოსმა ლეპტოპი მიუტრიალა და მაგიდასთან შეუცნობლად მისულ ბარბარეს ფურცლები თითქმის სახეში შეაყარა. - ვის ჰქონდა ერთადერთი წვდომა ამ ანგარიშებთან?
- მე... - ასევე უანგარიშოდ მიუგო გოგონამ.
- მერე? წინა თვეში არ გეყო ორმოცდაათი ათასი, კიდევ რომ გაგიმეორებია იგივე ტრანზაქცია?
- რა ორმოცდაათი ათასი...
- უკვე ასი, თან ასე ურცხვად, პირდაპირ შენს ანგარიშზე! ვერ გავიგე რა, რესტორანში ბნელა? - ბარბარემ ახლაღა ახედა ნიკოლაოსს, ნიშნის მოგებით უღიმოდა და მშვიდად ეწეოდა. მერე ფურცლები გადასინჯა, შეადარა, კომპიუტერში რამდენიმე ფაილი შეამოწმა და მიხვდა რომ გაება, თან ასე უბრალოდ კი არა, ასი ათასით გაება. სიბრაზემ და უსუსურობის შეგრძნებამ ერთიანად აიტანა.
- ეს... ეს შენ მომიწყე ნიკოლაოს, იცი რომ აქ კამერები არაა და ვერაფერს დაგიმტკიცებ ხომ ასეა?!
- ტონს დაუწიე!
- შენ... შენ მონსტრი ხარ, ნამდვილი... ნამდვილი ბელზებელი, სატანა!
- იმის მაგივრად რომ პატიებას და პოლიციის არ გამოძახებას მთხოვდე შენ გოგო კიდევ ბედავ და მიყვირი აქ?
- რა პოლიცია? - ბარბარე დაიბნა და ელენეს ვერაფრითმშველელ თვალებს გახედა. მერე უეცრად მაღალ ხმაზე გადაიხარხარა. ნიკოლაოსი მიხვდა გოგონამ სწორედ ახლა გაიაზრა სიტუაცია და მისი სიცილი სიმწრისგან მოდიოდა. ესიამოვნა შექმნილი ვითარება და ცეცხლს საწვავი შეამატა.
- აბა რა გგონია, ჩემი რესტორნის ფულის მითვისება ასე ადვილად შეგრჩება? - ბარბარე კიდევ იცინოდა და ცრემლებს იწმენდდა. - ნეტავ მერეც ასე გულიანად თუ იცინებ ციხეში რომ ჩაგსვავ და შვილს ბავშვთა სახლში გაგიგზავნი? - ემას ხსენებაზე ბარბარე შეკრთა და სიცილი შეწყვიტა, მერე ბრაზით სუნთქვა საშინლად აუჩაარდა, წარმოიდგინა უმეურვეოდ დარჩენილი პატარა გოგონა და შიშისგან გაფითრდა. ეს სწორად ის სახე იყო, რომლის დანახვაც ნიკოლაოსს უნდოდა, თუმცა მერე მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა. ბარბარე უცებ ეცა ლეპტოპს და მამაკაცის მიმართულებით გააქანა. საბედნიეროდ ნიკოლაოსმა პრივე ხელი მაგიდას ჰკრა და ბორბლებიანი სვარძლის ინერციით უკან გაცურდა. ნოუთბუქმა ძლიერი ჭახანი გაადინა კედელზე, თუმცა ბარბარეს ბრაზის ამოსანთხევად ეს არ ეყო. ფურცლები მოხიკა და თავზე დააყარა, იქამდე იყო ისტერიკაში სანამ ნიკოლაოსის მძლავრმა მკლავებმა არ შებოჭა და დაუღრიალა, - შეწყვიტე, თუ არ გინდა რომ ახლავე აგისრულო დანაპირები გასაგებია?! ყველანი გადით. - ბრძანა ბოლოს, უკვე უღონო, ემოციებით დაღლილი ბარბარე სკამზე თითქმის მიასვენა, კარი გადაკეტა და მის წინ მოკალათებულმა სობრანიეს კოლოფი გოგონას ხელებთან გააჩერა.

- ფულს დაგიბრუნებ, უკან გადმოვრიცხავ რესტორნის ანგარიშზე... - ერთი ღერის ბოლომდე ჩაწვის შემდეგ ბოლო ხავსს ჩაეჭიდა ბარბარე. - განცხადებას დავწერ და წავალ...
- სად წახვალ, გერმანიაში? - ცინიკურად ჩაიცინა ნიკოლაოსმა. - შენ მე ასი ათასი მომპარე, ამისთვის უკვე გითხარი რაც მოგივა, თუ, რა თქმა უნდა... მგონი შენც ხვდები...
- ვერა, ვერ ვხვდები!
- ყველაფერს გააკეთებ რასაც გეტყვი და რაც მომინდება, აბსოლუტურად ყველაფერს, შეუპასუხებლად და უსიტყვოდ, დღეიდან ან შენი ცხოვრება ჩემი იქნება, ან შენი, ოღონდ შვილის გარეშე და ციხეში, ერთი წამითაც არ დაგინდობ და არ შემეცოდები გპირდები. - ამ სიტყვებზე ბარბარემ უკუნითი თვალები შეანათა მამაკაცს, აინტერესებდა მართლა იყო ამის გამკეთებელი თუ არა, ნიკოლაოსიც მზად იყო ამ მზერისთვის და დიდი, ჭაობისფერი მზერა უტუხად გაუსწორა.
- ასი ათასად გინდა მიყიდო? - მეტს ვეღარ გაუძლო გოგონამ და დიდრონი ცრემლი თვალზე მოადგა.
- მეტი ღირხარ გგონია? - ბარბარემ არაფერი უპასუხა.
- ეგ თანხა შენი იყოს, მიჩუქნია, შენ ხომ გიყვარს ფული არა? - გოგონა ისევ დუმდა და ამაყ ცრემლებს გასაქანს არ აძლევდა. ნიკოლაოსი მიხვდა მოდრიკა, გაეღიმა, ესიამოვნა რომ გოგო, რომელზეც მთელი ცხოვრება აფანატებდა, უყვარდა, ძილს უკარგავდა ახლა მისი იყო, ყოველთვის ურჩი და თავხედი ბარბარე იჯდა და მის წინ უბრალოდ დუმდა. თვალები მორჩილად ჰქონდა დახრილი და თეთრი, ატლასის პერანგის ბოლო შესაკრავს აწვალებდა. ახლა ნამდვილად მისი იყო, მერე რა რომ ძალით, მოტყუებით, ,,გაჩალიჩებით" ნიკოლაოსისთვის მთავარი სიამოვნება ეს შეგრძნება აღმოჩნდა. ფეხზე ნელა წამოდგა და კართან მისულმა პირველი ბრძანება გასცა.
- დაწერე განცხადება და სახლში წადი. დანარჩენს მოვიფიქრებ და გაგაგებინებ.
კარის ხმის გაგონება და ცრემლების ამოფრქვევა ერთი იყო, როგორ სძულდა, საშინლად ეზიზღებოდა ეს კაცი, მაგრამ, ისევე როგორც ნიკოლაოსისთვის, მისი სიძულვილიც არ აღმოჩნდა საკმარისი ბავშვობის ,,მფარველის" ბოლომდე გულიდან ამოსაგდებად.
სამი დღე სრულ სტრესში გაატარა. ტელეფონის ყოველ დარეკვაზე ეგონა რომ ნიკოლაოსი იყო და დახედვაც არ უნდოდა. საბჭო იმავე დღეს შეიკრიბა.
- საერთოდ არ უნდა წასულიყავი გერმანიაში! - საბოლოოდ დაასკვნა ნატამ და სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა.
- ნუ ეწევით ამდენს რააა! - პროტესტი გამოთქვა ნათიამ. - თქვენი თავი თუ არ გენანებათ მე რაღას მერჩით, ჩემი ფილტვები...
- ვაიმე, რა დროს ფილტვებია! არ იცნობდეთ მაინც ნიკოლაოსს, რა ვქნა ახლა?!
- ნუ იკლავ თავს წინასწარ, ხო იცი რომ უყვარხარ და ყველაფერს მაგიტო აკეთებს.
- მაგრად ვუყვარვარ, ვიყვარვარ კი არა ვეზიზღები, ვძულვარ... ნატა მიშველე... - თავი კალთაში ჩაუდო დაქალს უსუსურად და ისიც ჩალისფერ თმაზე მზეუნველად მოეფერა.
- რა გიშველო, მე მაგასთან მიმსვლელი არ ვარ. რაც შენ წახვედი აუტანელი გახდა, ყველა მოგვიძულა, მერე თვითონაც წავიდა საბერძნეთში და უბანმა ამოისუნთქა რაღაცნაირად.
- უფ, რო მიხვიდე ხო რას ამბობ. რა აზრი აქვს...
- უთხარი შენ კიდე ემას ამბავი როგორც იყო და ისიც დაისვენებს, ცუდად არ მოგექცევა და შენც!
- ემას ამბავი მარტო ჩვენ ვიცით, შარლოტამ და კრისმა. მშობლებს არ ვუთხარი სიმართლე ემას გამო და ნიკოლაოსი ვინ მიგდია!
- რაც არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ ასე ჯობს. შენ გადაწყვიტე...
კიდევ დიდხანს იკამათეს, მერე ჩაეძინათ, დივანზე, ნათიას - სავარძელში. ყველა თავის ფიქრებში იყო, ყველას ეძინა იმ ღამეს, გარდა ნიკოლაოსის და მოზუზუნე ქარისა. დეკემბრის ამ სუსხიან ღამეს მამაკაცი ღია აივანზე იჯდა ვისკით შემთბარი და გეგმებს აწყობდა.
მომდევნო დღეს ბარბარე ბაღიდან დაბრუნებისას აბაზანაში აპირებდა შესვლას კარზე ზარმა რომ დარეკა. უსიამოვნო გრძნობამ და მოლოდინმა გული აუჩქარა. ცივად წავიდა კარისკენ.
- მოგენატრე პატარავ? - გაღებისთანავე გვერდულად გაუღიმა მამაკაცმა.
- ვაა, შენ რა, ზარის დარეკვაც იცი, თუ ,,ატმეჩკები" დაგრჩა?
- რა კაი ხასიათზე ხარ, გეთქვა და აქამდე მოვიდოდი ტოო! - მიუპატიჟებლად შევიდა და გოგონაც უკან გაყვა. რაღაცნაირად ორივეს მოეჩვენა თითქოს დრო უკან დაბრუნდა, მშობლები სახლში არ იყვნენ, ბაბი სამზარეულოსკენ წავიდა, ნიკოლაოსმა წამით სუნიც კი იგრძნო გამომცხვარი, თაფლიანი ბლინების, რომელიც ბარბარეს მშობლიურ სახლში სულ ტრიალებდა. - ბაბი ბლინები გაქვთ?
- რა? - კითხვა იმდენად მოულოდნელი იყო, იმდენად შორეული და ტკბილი, რომ გოგონას ჩაიდნისკენ წაღებული ხელი გაუშეშდა. თან ეს სახელი, "ბაბი" ... რამდენი ხანია არ დაუძახია, როგორ მონატრებია...
- ბლინები, თაფლით... ნელი რომ აცხობდა სულ... - დაამატა კიდევ, ბარბარემ რომ ვერაფერი უპასუხა და უკვე თავს იწყევლიდა საერთოდ რას ვიძახდიო. - რა იყო, რა გჭირს, ენა ჩაყლაპე? დედაშენი რომ აცხობდა არ გახსოვს გოგო?
- მახსოვს, მარა შენგან გამიკვირდა მაგის კითხვა.
- რატო ვითომ, მე პირში გემო არა მაქვს?
- ეგ არ მიგულისხმია, უბრალოდ...
- კაი არა გაქვს, ნუ გაქვს, ყავა მაინც დაადგი.
- რა ხდება? - მოთმინებადაკარგული წამოვიდა ბარბარე და დოინჯით თავზე დაადგა.
- რა უნდა ხდებოდეს? - გულწრფელქდ გაიკვირვა ნიკოლაოსმა.
- რა ბლინები, რის ყავა! თუ დაგავიწყდა რა ამბები მომიწყვე, ქურდად მაქციე, ყველას წინაშე გამათა.ხ.სირე და ახლა ტკბილი მოგინდა?
- ხო რამე ისეთი, შენსავით გემრიელი-თქო როგორ გითხრა, მე მასე კარგად არ გამისინჯიხარ არასდროს სამწუხაროდ... - თვალი ააყოლა ვნებამორეულმა და მზერა მკერდთან შეაჩერა. ბარბარეს სუნთქვა აუჩქარდა. მკერდის სვლაზე დაეტყო, ნიკოლაოსს გაეღიმა და გოგონაც სასწრაფოდ გატრიალდა სამზარეულოსკენ.
- სხვა ხომ გაგისინჯავს, ნუცა მაგალითად.
- ოო, ნუცა სადღაც ბანანსა და ატამს შორისაა. - ბარბარემ ზიზღით გამოხედა.
- შაქარი?
- არა შაქარი უფრო ტკბილია. შაქარივით იყო ერთი, კი...
- რამდენი გინდა შაქარი-თქო!
- არცერთი, პრინციპში შენი მოდუღებული ყავაც არ მინდა, ვფრთხილობ მაინც ხო აზზე ხარ. იმ ფაშისტს ხვალ ეწყება არდადაგები?
- ვის?
- შენ შვილს! - მიუახლოვდა მოულოდნელად ბარბარეს და ზურგს უკან დაუდგა.
- მას ემილი ჰქვია და წესიერად თორემ...
- ტონი, არ დაგავიწყდეს ვის ელაპარაკები!
- ვის ველაპარაკები? - შემობრუნდა ბარბარე, მამაკაცი უფრო მიუახლოვდა, თითქმის იგრძნეს სხეულებმა ერთმანეთი.
- შენი ცხოვრების განმგებელს და ერთადერთ ბატონ-პატრონს!
- მოგწონს არა, რაღაცის ფლობის შეგრძნება?
- ძალიან! - სახეზე ხელით შეეხო, მერე ცერა თითი ძლიერად გადაუსვა ბარბარეს დიდ, მშრალ ტუჩებს და გვერდულად ჩაეცინა. - მომწონს შეგრძნება რომ ჩემი ხარ!скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 აქტიური მკითხველი Chikochiko

იქნებ მოესმინა ამ ბიჭს. რა საშინლად მოიქცა. ან ბავშვმა რა დააშავა. მომდევნო თავში უფრო გაირკვევა ალბათ ემის წარმომავლობა. რატომღაც ბარბარეს შვილი არ მგონია.
ისე შენი ისტორიები ყველა ერთად ეხლახანს წავიკითხე და ძალიან მომეწონა თითქმის ყველა. ამიტომ გადავწყვიტე ამ ისტორიის წაკითხვა და აუცილებლად გავაგრძელებ

 



№2 სტუმარი სტუმარი თათა

მალე დადე გთხოვ ძალიან მომეწონა

 



№3  offline წევრი marimayishvili

Chikochiko
იქნებ მოესმინა ამ ბიჭს. რა საშინლად მოიქცა. ან ბავშვმა რა დააშავა. მომდევნო თავში უფრო გაირკვევა ალბათ ემის წარმომავლობა. რატომღაც ბარბარეს შვილი არ მგონია.
ისე შენი ისტორიები ყველა ერთად ეხლახანს წავიკითხე და ძალიან მომეწონა თითქმის ყველა. ამიტომ გადავწყვიტე ამ ისტორიის წაკითხვა და აუცილებლად გავაგრძელებ

მოუსმენდა, მაგრამ ბრბარე მაინც არ ერტოდა და ტყუილად აღარ გავწელე. როგორც უკვე მიხვდით დიდი თავები არაა, საშუალო, თუმცა ვფიქრობ გასაგები და ბევრის მთქმელი. მიხარია ახალი მკითხველის შემატება შენი სახით ჩიკო :დ <3

სტუმარი თათა
მალე დადე გთხოვ ძალიან მომეწონა

როგორ ვერ ვიტან ამ ,,მალე დადეს" :დ ძალიან ვცდილობ ყოველთვის თათა <3

 



№4  offline წევრი გეგე მარიშკა

საინტერესოა იმედია მალე გვეტყვი ვინ არის ბაბის შვილის მამა <3 <3 <3 ძალიან მომწონს <3

 




რა საინტერესია ❣❣❣❣ ძალიან მომწონს და ერატი სულის მაქვს შემდეგი თავი ვიხილო! წარმატებები ❣❣❣❣

 



№6  offline წევრი marimayishvili

გეგე მარიშკა
საინტერესოა იმედია მალე გვეტყვი ვინ არის ბაბის შვილის მამა <3 <3 <3 ძალიან მომწონს <3

aucileblad aba ie rogor :D <3

ტკბილიწიწაკა
რა საინტერესია ❣❣❣❣ ძალიან მომწონს და ერატი სულის მაქვს შემდეგი თავი ვიხილო! წარმატებები ❣❣❣❣

dzalian didi madloba, vecdebi male iyos <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent