შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის სითბო (მესამე თავი)


24-12-2017, 00:28
ავტორი Frigga
ნანახია 214

მთვარის სითბო (მესამე თავი)

აქ ყველა მას ემორჩილებოდა, მართალია ამას არ აღიარებდნენ, მაგრამ ეს ისედაც ნათელი იყო,მისი ორი დაქალი ზუსტად მისი ჩაცმულობით და ქცევით გულს მირევდა, ამას მეგობრობას ვერ დავარქმევდი, ეს უბრალოდ დამონებას უფრო ჰგავდა, რასაც ის აკეთებდა ანალოიურად იქცეოდნენ, თუ ვინმე შეუტევდა სამი მოდიოდნენ ერთზე, ნუ ერთი ადამიანი იყო კუბში...
განათებული კლასი თვალსის თეთრი კედლები თვალს მოჭრიდათ, მათი სითეთრე მაგრძნობინებდა, რომ უბრალოდ დროის კარგვა იყო იმ ადამიანებთან საუბარი რომელთაც საკუთარი აზრი, გემოვნება და არჩევანი არ გააჩნიათ.. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თეთრი არაფრის მთქმელია, რადგან მხოლოდ ამ ფერს შეუძლია შეგაჯახოს მწარე რეალობასთან..
არ შეიძლება ადამიანი ასე უბრალოდ სევდიანობდეს ან იღიმებოდეს ან ვინმეს ჰბაძავდეს და მსგავს ჩვევებს ამჟღავნებდეს..
მისი უფროსობა აშკარად იგრძნობოდა კლასში, თითქოს ყველას იმორჩილებდა, მაგრამ ეს ჩემთან არ გამოუვიდოდა, ეს ზუსტად ვიცოდი, უფროსწორად არ მინდოდა, რომ გამოსვლოდა და ამისთვოს ყველაფერს გავაკეთებდი…
კლასი როორც ყოველთვის მტვრით სავსე იყო, მის სახეს ნახევრად ფარავდა მტვრის ჭუჭყისფერი ნაწილაკები, მაგრამ მის გამჭოლ მზერას ვგრძნობდი, მიუხედავად ამისა თავდახრილი გაურკვეველ ხაზებს ვავლებდი საკუთარ სახატავში და ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი და იქით არ გამეხედა, მაგრამ თვალი მაინც გამექცეოდა ხოლმე წამების ინტერვალით..
(( რატომღაც ყოველთვის, ყველაში და ყველაფერში ცუდს ეძებ, სწორედ ამიტომ იყავისულ მარტო და არავინ გყავდა გვერდით, შეეშვი საკუთარ თავს მიხედე, ის შენ არაფერს გერჩის, დაანებე რა თავი..)) საკუთარ თავზე ნერვებ მოშლილი უკვე გულშიც ვლაპარაკობდი, არ მინდოდა მათ დონემდე დაცემა, მათაც სწორედ ეს სურდათ, ამიტომ მხოლოდ ისღა დამრჩენოდა საკუთარი თავი მენუგეშებინა, რადგან ჩემივე აფეთქება ამერიდებინა...
მცირე ნიავი ვიგრძენი სახესთან, გამოფხიზლებისას ლილიტი შემრჩა ხელში..
- რა მოხდა?
- არც აარაფერი, უბრალოდ მთელი გაკვეთილი მის ცივ მზერას ვგრძნობდი და არ ვიმჩნევდი, მერე ფიქრებმა გამიტაცა..
სახატავი დავხურე და წამოვდექი.. ლილიტი მაშინვე ჩემთან ახლოს მოვიდა, ხელი ხელზე დამადო და ჩემს აკანკალებულ თითებს დახედა..
- არც არაფერი? ერთიანად კანკალებ..
ხელი გავაშვებინე, თველებში ჩავხედე და ვკითხე..
- უცნაური ვარ?
ლილიტს ჩაეღიმა, თავი ერ დაბლა დახარა, შემდეგ ამოწია და მკითხა
- მითხარი, რაარის შენი ოცნება?
თვალებში ჩამხედა, ჩემი მარჯვენა მისაში მოაქცია და მაგად მომიჭირა, რომ გამოვფხიზლებულიყავი..
- ჩემი ოცნება? ზოგადად ბევრს ვვოცნებობ ხოლმე, მინდა ვიმოგზაურო და ვნახო ბევრი ქვეყანა, მანამდე კი მინდა წარმატებით დავამთავო სასწავლებელი და დავეუფლო ჩემს საყვარელ პროფესიას, ხშირად მიოცნებია ფსიქოლოგობაზე, მაგრამ უფრო მაგარი ოცნებებიც მაქვს, მაგალითად როგორიცაა ჰიპ-ჰოპის დიდ სცენაზე ცევა და ასეთი უცნაურობები, მიოცნებია მყუდრო, პატარა ხის სახლში მარტო ცხოვრებაზე, მიოცნებია სილამაზეზე..
- და შენ რაზე ოცნებობ ხოლმე?
ხელი გავაშვებინე, ორივე გარეთ კოლიდორში გავედით და უკვე მშვიდი საუბარი გავმართეთ..
-ჰოდა ყურადღებას ნუ აქცევ მაგათ. მაგათი მთავარი ოცნება ბანკეტზე ისეთი კაბის ჩაცმაა რო ყველას აუდგეს, მათთვის გამორჩეული დღე მხოლოდ ეგ იქნება. შემდეგ მამიკოს ფულების იმედად გადაიდებენ ფეხს ფეხზე და ფრჩხილებს გაიქლიბავენ. დამიჯერე სკოლის მერე მათ არსებობას ვეღარვინ შეამჩნევს რადგან გაქრებიან და უსულო ფიტულებს დაემსგავსებიან. ხოდა მათზე გაბრაზებას ჯობს შეიცოდო ისინი და ოცნებების ასრულებისთვის მოიტოვო ენერგია
ლილიტი ფანჯრის რაფაზე ავიდა, ფეხები შემოაწყო და ხელი მის გვერდით ცარიელ ადგილს დაადო, მანიშნა, რომ მეც დავმჯდარიყავი..
ანნაც გამოვიდა კლასიდან, მომესალმა და თითქოს თავი შორს დაიჭირა, ნუ მე ყოველ შემთხვევაში ასე მომეჩვენა..
- რა მოხდა?
ფანჯარაზე ამოვდა და ლილიტის გვერდით დაჯდა..
- არაფერი ისეთი, უბრალოდ იმ სამეულის ამბავია...
ანნამ ეგრევე სახე დამანჭა..
- ახალი ამბავი არ გაგიგიათ..
სახე ისე გაუბრწყინდა, თითქოს რაღაც გენიალურს იტყოდა..
- რა უნდა გაგვეგო?
ორივემ ერთდროულად წამოვიძახეთ..
- მეოთხე მაგათიანი გადმოდის, ჯერ არ ვიცი როგორია, იმედიამათგან ცოტა მაინც განსხვავდება..
გაკვირვებული ლილიტი თვალებგაშტერებული უყურებდა ანნას..
- როდის გაიგე? ზუსტად იცი, რომ სიმართლეა?
- მოკლედ, ოცდამეერთე სკოლაში სწავლობდა თურმე, მათზე ბევრად დაბალი ყოფილა, მაგრამ მათზე ეშმაკი და ცბიერი..
- მერე?
ინსტიქტურად მეც ჩავერთე საუბარში...
- მერე, გადაუწყვიტავს, რომ ამ სამეულთან გადმოსულიყო, გუშნ წვეულებაც კი ჰქონიათ, მთელი კლასის ბიჭები და არა მარტო კლასის იქ ყოფილან..
ლილიტს ჩაეცინა...
კოლიდორში ზარის დამაყრუებელი ხმა გაისმა,სკოლის ეზოდან ბავშვები ნელ-ნელა მოდიოდნენ სკოლისკენ, ჩვენ ისევ კლასში შევედით..

скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი Yvavi.

ეს რა პატარა იყო მარიამო :/
ჩვენი კლასის სიტუაცია მეცნო :დდ

 



№2 სტუმარი სტუმარი shalo

dgeidan adamianebis chama unda daviwyo

 



№3  offline მოდერი Frigga

სტუმარი shalo
dgeidan adamianebis chama unda daviwyo

წარმატებები <3

 



№4  offline წევრი skida

აუფ ჯერ სამს ვერ უძლებდა და ახლა მეოთხე?
შეიბრალე და ჩვენც ნუ გაგვწირავ ასეთი პატარა თავებისთვის

 



№5 სტუმარი ოფი

მერეეე ? სადაა დანარჩენიი? ცოტა დიდები დადე რააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent