შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

La Tormenta ( ნაწილი მეორე)


24-12-2017, 00:49
ავტორი ანაკონდა
ნანახია 259

La Tormenta ( ნაწილი მეორე)

ჩემთვის ადვილი არ ყოფილა დიდ ქალაქთან შეგუება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დავიბადე და რამდენიმე წლის განმავლობაში აქ ვცხოვრობდი, მთელი ბავშვობა რაიონში გავატარე და ძალიან გამიჭირდა. უმცროს და-ძმას რომ ხშირად ვეღარ ვხედავდი, ეს პირველი დიდი დარტყმა იყო. თან რაღაცნაირად იქაური მეგობრებიც შემომეფანტნენ, თითქოს ყველანი ჩაგვყლაპა თბილისმა. თეკლე ერთადერთი იყო, ვისთანაც ისევ ხშირად ვურთიერთობდი. მასთან მისული გულში მაგრად ჩამიკრა. ძალიან შემიშინიებია. ამის გააზრებამ მაინც გამახარა. ყველაფერი ვუამბე. შეშფოთებული მისმენდა. ჩემი ტელეფონი აწკრიალდა, დედა მირეკავდა ისევ.
_ ჰო, დე...
_ ერთხელ არ გაგახსენდება დარეკვა. ვნერვიულობდი შენზე, ანუ მობილური გააკეთე?
_ პროგრამა გადავტვირთე და გასწორდა, ბოდიში, დე, აქამდე ვერ მოვახერხე,
_ კარგი, არაუშავს. თეკლესთან ხარ ისევ?
_ კი, ცოტახანში ლექციებზე წავალთ.
_ კარგი, მიყვარხარ, თავს მიხედე.
_ შენც, დე.
ღრმად ამოვიოხრე და ტელეფონი დავდე. მერე თეკლეს მივუბრუნდი:
_ წავიდეთ, თორემ ლექციებზე დავაგვიანებთ.
პოლიციის განყოფილებაში შესვლისას ტანში გამცრა. წარმოვიდგინე, რომ ის არაკაციც სადღაც ახლოს იქნებოდა. ჩვენების მიცემის პროცესი იმაზე იოლი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. მშვიდი სინდისით წამოვედი. უნივერსიტეტამდე ჩვენს საყვარელ სწრაფი კვების რესტორანს ვეწვიეთ. (ჰო, ვიცი, რომ მავნებელია, სამაგიეროდ _ გემრიელიც! )
_ შენ საიდან იცნობდი გაბრიელს, თეკლე?
_ ჩემი ძმის კურსელია. ისე გამიკვირდა, რომ დამირეკა.
_ მეც ბევრი რამ მიკვირს, ბევრი...
ლექციებმა მონოტონურად ჩაიარა. არ შემეძლო იმაზე მეფიქრა, რასაც ლექტორი გვიამბობდა. გაბრიელზე ვფიქრობდი. მაღალი იყო, თხელი, მაგრამ ღონიერი. მუქი თმა და წვერი წამოზრდოდა და მუქი ლურჯი თვალები ეშმაკურად უციმციმებდა ხოლმე. მუქი ლურჯი? მგონი, ჰო. გადავამოწმებ, თუ შანსი მქონდა, ცხადია.
მივდიოდი იმავე გზაზე, სადაც გუშინ და, ცოტა არ იყოს, სული დამიმძიმდა. ნუთუ ისევ ისე იქნება? ისევ ჩემს რუტინას ვუბრუნდები? ამაზე ფიქრმა ლამის შემშალა. ხასიათი საშინლად გამიფუჭდა და ნაბიჯს ავუჩქარე. მეტროში ჩასვლა მაინც და ისევ გადავიფიქრე და ფეხით გავუყევი გზას. იმ სალონის შენობასთან ჩავლისას ტანში სიცივემ დამიარა და ვიგრძენი კიდეც, როგორ შემეხო ვიღაც მხარზე. შევხტი.
_ მაპატიე, არ მინდოდა შენი შეშინება._ გამიღიმა გაბრიელმა. ერთბაშად დავმშვიდდი და მოვდუნდი. ერთ დღეში ამხელა ნდობა როგორ დაიმსახურა? მხოლოდ ერთი შეხება და მთელი სხეული მკარნახობდა, რომ უკვე უსაფრთხოდ ვიყავი. მისი ნახვა გამიხარდა და ვერც დავმალე. ყურებამდე გავიღიმე:
_ არაუშავს... გამარჯობა.
_ გაგაცილებ, თუ წინააღმდეგი არ ხარ.
ღმერთო, როგორი გალანტურია. რატომაა ასეთი კარგი? ეს ამბავი მაშინებს. საპასუხოდ ნაბიჯი გადავდგი, ისიც ამედევნა. ხმას არცერთი არ ვიღებდით. დროდადრო მხრით ოდნავ მეხებოდა და საოცარი სიახლობლის განცდა მიჩნდებოდა. თითქოს უკვე მთელი საუკუნის მანძილზე მაინც ვიცნობდი. თვალი გავაპარე მისი პროფილისკენ. როგორი მკაცრი და შეუვალი იყო. სწორედ იმ წამს გავიაზრე, რომ ეს ადამიანი შეცდომას ძნელად თუ აპატიებდა ვინმეს, მით უფრო, საყვარელ ადამიანს. მომინდა არასოდეს დამეშვა მასთან შეცდომები და... მისი საყვარელი ადამიანი ვყოფილიყავი.
_ როგორ ჩაიარა დღემ?
_ ცოტა დავიღალე. შენთან?
_ ძველებურად, ერთფეროვნად. თუმცა, იმედი მაქვს, ეს ბოლო ერთფეროვანი დღე იქნება._ ისევ დამაბნევლად შემომღიმა. მორჩა, მოთმინების ფიალა ამევსო.
_ შეგიძლია მორჩე რებუსებით საუბარს? უბრალოდ პირდაპირი იყავი, კარგი? _ ცოტა ხმამაღლაც კი მომივიდა. ცალი წარბი მაღლა ისე ასწია, გაქცევა დავაპირე, მერე კი უცბად სიცილი აუტყდა. ეს სიცილი, ფაქტობრივად, უკვე მიყვარდა, მაგრამ ახლა მრისხანება მიტევდა. შევუბღვირე და სწრაფად განვაგრძე გზა. თითებზე შეხებამ შემაჩერა. ნაზად მომეჭიდა, მერე ძალიან სწრაფად მომქაჩა და ვერც გავიაზრე, როგორ აღმოვჩნდი მის სხეულს აკრული. მტკიცედ მეხვეოდა, თან ცდილობდა, არაფერი ეტკინა. თავი უძვირფასეს ლარნაკად წარმოვიდგინე, რომელიც, როგორც იქნა, მიიღეს და ახლა არ უნდათ, რომ დაიმსხვრეს. თავის დახსნის სურვილი არც მქონია და ამან გამაოგნა. მეტიც, თავი მის ყელში ჩავრგე და უკვე ახლობელი, გრილი სურნელი მთელი ძალით ჩავისუნთქე. ვიგრძენი, როგორ გაეღიმა, როცა ხელები სუსტად, მაგრამ მეც მოვხვიე. ერთმანეთს რომ ჩამოვშორდით ,ჩემი ხელი თავისაში დაიტოვა და გზა ისე განვაგრძეთ. კითხვები აღარ მქონდა. ჩემთვის აქამდე უცნობი ემოციებით სავსე მივაბიჯებდი. არ მადარდებდა, როგორ გამოვიყურებოდი, არ მადარდებდა, ჩემი შეგრძნებები იოლად ამოსაკითხი იყო თუ არა ჩემს სახეზე.( ეს უწინ სულ ასე იყო და საკმაოდ მაკომპლექსებდა!) ერთადერთი, რამ რასაც ვგრძნობდი, გაბრიელის ცივი ხელი იყო, რომელიც თანდათან გათბა. უფრო სწორად, მე გავათბე.
ჩემს სახლამდეც მივედით. გული დამწყდა, რომ ასე მალე დამთავრდა გზა. ერთ წამს ვიფიქრე, შინ შემომეპატიჟებინა და აზრი, მსწრაფლვე უარვყავი: რას იფიქრებდა ჩემზე? ფეხი ავითრიე, შესვლას გაუცნობიერებლად ვაყოვნებდი. ,,ჩემი” ღიმილით მომიახლოვდა, საფეთქელზე ტუჩებით ოდანავ შემეხო და ჩაიჩურჩულა:
_ შედი სახლში, ცივა. _ გაშეშებულს ხელით ოდნავ მიბიძგა და მეც წავედი. მხოლოდ კარის მიხურვის მერე გავიაზრე, რომ ნამდვილი იდიოტივით გამოვიყურებოდი. რა მემართებოდა? უნებურად ამეტირა, ისიც არ ვიცი, რის გამო ვტიროდი. საწოლში შევძვერი და საბანი თავზე წავიმხე. ცოტახანს აღარაფერზე უნდა მეფიქრა, როგორღაც..
ზამთრის არდადეგები ახლოვდებოდა. საახალწლო განწყობა არასოდეს მქონდა ხოლმე, მაგრამ საშობაო მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება ყოველთვის მიყვარდა. გაბრიელი იმ დღის მერე აღარ მინახავს და თავს ჩავაგონებდი, რომ რაც იყო, რეალურად არც არაფერი ყოფილა. რა აბსურდულად ვთქვი, არა? წარმოგიდგენიათ, რამდენად უფრო დიდი აბსურდი მქონდა თავში? დავდიოდი მორთულ ქუჩებში, ძლივსღა ვუძლებდი საგამოცდო ორომტრიალს და ერთი სული მქონდა დედასთან და და-ძმასთან წავსულიყავი.
იმ დღეს სწორედ ბოლო გამოცდა მქონდა. დავწერე და პირდაპირ სადგურისაკენ გავეშურე. როგორც იქნა, მეღირსა! როგორც ყოველთვის დაბღვერილ მოლარეს მაინც გავუღიმე, ბედნიერი ახალი წელიც ვუსურვე და ჩემი ადგილი დავიკავე ავტობუსში. ფანჯრისკენ დავჯექი, ყურსასმენი გავიკეთე და ვნატრობდი, ჩემ გვერდით მჯდომი არ გაჯიუტებულიყო ადგილის გაცვლასთან დაკავშირებით. ( ჩემს ბილეთზე შვიდი ეწერა, ფანჯრის მხარეს სკამი რვა ნომერი იყო) ავტობუსი ნელ-ნელა ივსებოდა. ფიქრებმა წამიღო და ვიგრძენი, როგორ მომიჯდა ვიღაც გვერდით. თვალები დავხუჭე და თავი მოვიმძინარე. ( საქმე ისაა, რომ მგზავრობა მწყენს, მუსიკის მოსმენა და ფანჯარაში ყურება კი ხსნაცაა და სიამოვნებაც) უცნაური შეგრძნება დამეუფლა, რაღაც ისე ვერ იყო. როცა ნესტოები ნაცნობმა სურნელმა ამიწვა, შემოვბრუნდი და გავოგნდი: გაბრიელ ტორაძე ( მთელი თავისი დიდებულებით!) გვერდით მეჯდა და ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩემთან ერთად მოემგზავრებოდა. ძველებურად მიღიმოდა. ძალიან გამიხარდა, მაგრამ წყენამ სწრაფად გადაფარა სიხარული. მან ხომ ამდენი ხნით დამტოვა და უკვე მეგონა, რომ დავავიწყდი. ვიცი, რომ ბუტია ბავშვივით მოვიქეცი, მაგრამ უბრალოდ ზურგი ვაქციე და დაჟინებით მივაშტერდი ფანჯარას.
გავიგონე, როგორ ამოიოხრა. მუსიკას ჩავუწიე. ველოდი, როდის მეტყოდა რამეს. თბილისიდან კარგა ხნის გასულები ვიყავით და ჯერ კიდევ დუმდა. უკვე მოთმინების ფიალა მევსებოდა. მინდოდა მეყვირა, მეთქვა, რომ შეეწყვიტა ჩემი დევნა. გადაეწყვიტა, რა უნდოდა და მეც გავერკვიე ამაში. ცოტაც და უთქმელი სიტყვები ამოხეთქავდა. იმასაც ვხვდებოდი, რომ ამის მერე გაბრიელის თვალში ერთი ,,ისტერიჩკა” გოგო გავხდებოდი, მაგრამ აღარ მადარდებდა. მასზე ფიქრით თავი ყოველღამით მტკიოდა და, როცა როგორც იქნა გამოჩნდა, ახლაც დუმდა. ის ის იყო, მთელი ჩემი სარკაზმი და ირონია მოვმართე და პირიც დავაღე მათს ამოსანთხევად, რომ მხარი დამიმძიმდა. მე, რა, ბალიში ვარ? ჯანდაბა, მისი თმა ლოყაზე მეხებოდა და ეს საშინლად მსიამოვნებდა. შეიძლება ,,საშინლად” გესიამოვნოს? როგორც ჩანს შეიძლება. ჩხუბის სურვილი გამიქრა. გამალებით ვისუნთქავდი უსაყვარლეს სურნელს და გულში ღმერთს ვეკითხებოდი, ეს ადამიანი რისთვის გამომიგზავნა. ამასობაში გაბრიელმა თავი უფრო კომფორტულად მოათავსა ჩემს მხარზე, ცალი ყურსასმენი ფრთხილად ამაცალა და გაიკეთა. Tawk-ის New Days ჩაირთო. ,,So come, so stay…” გავიგონე და გულიც გამითბა. გაბრიელმა ჩემი ხელი თავის გაყინულ მტევანში მოიქცია. სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა და ძილმაც წამიღო.



ძალიან მაბედნიერებს თქვენი კომენტარები. გმადლობთскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი გლოკტა

ლამაზად წერ. ტექსტი თავისით იკითხება. ერთადერთი რაც მინდა რომ შემდეგ თავებში პროგრესირდეს, თავად პერსონაჟები და თემატიკაა.
ისტორიას უფრო მეტი მკვეთრი ფერი რომ შემატო, ყველაფერი დალაგდება. ნელ-ნელა ყველაფერი გამოგივა, მთავარია, წერა არ შეწყვიტო <3
წარმატებები <3

 



№2 სტუმარი mariami

dZaan sayvarlobaa <3

 



№3  offline წევრი ანაკონდა

გლოკტა
ლამაზად წერ. ტექსტი თავისით იკითხება. ერთადერთი რაც მინდა რომ შემდეგ თავებში პროგრესირდეს, თავად პერსონაჟები და თემატიკაა.
ისტორიას უფრო მეტი მკვეთრი ფერი რომ შემატო, ყველაფერი დალაგდება. ნელ-ნელა ყველაფერი გამოგივა, მთავარია, წერა არ შეწყვიტო <3
წარმატებები <3

აი მადლობა, მეც ეგრე ვფიქრობდი და დამიდასტურე. ვეცდები , რომ გავამძაფრო ❤

mariami
dZaan sayvarlobaa <3

❤❤❤❤

 



№4  offline წევრი LaLiDze

ვაიმეე <3 რა კარგი წერის სტილი გაქვს <3
მაგარი გოგო ხარ შენ <3
ყოჩაღ <3 <3

 



№5  offline წევრი გეგე მარიშკა

საინტერესოდ წერ <3 ძალიან მომწონს <3 ცოტა განავრცე

 



№6  offline წევრი მოცინარი

ცოტა განავრცე და ცოოტა გაამძაფრე <3 იდეალური გამოვა :*

 



№7  offline აქტიური მკითხველი Anuki96

როგორ მომწონს ♡

 




ძალიაან მომწოონს♥♥♥ დროთა განმავლობაში უფრო დახვეწავ და უფრო მაგარი გამოვა მჯერა შენი ♥♥ასე გააგრძელე წარმატებები ♥♥

 



№9  offline წევრი ანაკონდა

ძალიან მახარებთ ❤❤❤❤ ყველანაირად ვეცდები ისეთი გამოვიდეს, როგორიც საჭიროა. ❤ ბედნიერი ვარ, თუ სიამოვნებას იღებთ კითხვისას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent