შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული გრძნობები (თავი 1) საცდელი


24-12-2017, 19:09
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 1 813

აკრძალული გრძნობები (თავი 1) საცდელი

●სანამ ისტორიაზე გადავიდოდეთ მინდა პატარა შესავალი გავაკეთო, ჩემი ისტორიებისგან განსხვავებით ეს პირველია როდესაც სათქმელს პირველ პირში ბიჭის როლში ვყვები, შესაბამისად განსხვავებული და ახალია ჩემთვის, არვიცი რამდენად გამომივა, მაგის შეფასება თქვენთვის მომინდვია, ეს თავი საცდელია, შესაბამისად პატარა, მაინტერესებს თითოეული თქვენგანის აზრი, მოუთმენლად გელით ❤


თავი 1
დილით ვიღაცის თითების შეხება მაღვიძებს. უსიამოვნო ხმებს ვუშვებ და თვალებს ზანტად ვახელ. ჩემს წინ საკმაოდ ლამაზი სურათი იშლება, შიშველი უცნობი ჩემს სხეულზეა აკრული და თაფლისფერი თვალებით შემომყურებს. მს დანახვაზე მეღიმება, მაგრამ წამშივე საშინელი თავის ტკივილი მიტევს. საწოლიდან ოდნავ ვიწევი და ოთახს ვათვალიერებ, ჩემსას არ ჰგავს. წუხანდელი ამბების აღდგენას ვცდილობ. კადრებივით მახსენდება ათობით გამოცლილი ვისკის ჭიქა და ბოლოს ვიღაც გოგოსთან ალერსი, ის გოგო კი სავარაუდოდ გვერდზე მიწევს და მომლოდინე თვალებით მომშტერებია.
-დილამშვიდობისა_ძილისგან კიდევ უფრო დაბოხებული ხმით ვამბობ და ვცდილობ ძალიან არ შევიმჩნიო უსიამოვნო შგრძნებები
-დილამშვიდობის გეგა_ჯანდაბა, ჩემი სახელი იცის, ჩემგან განსხვავებით.
-ძაან გამიბრაზდები თუ გეტყვი რომ შენი სახელი არ მახსოვს?
-არა, მარიშკა მქვია._გაღიმებას ცდილობს, მაგრამ მაინც ვატყობ რომ სწყინს.
-მარიშკა..._დაპროგრამებული ვიმეორებ მის სახელს და სახეს ვჭმუხნი თავის ტკივილისგან
-გინდა გამაყუჩებელი მოგიტანო?
-აუ შენ რაკაი გოგოხარ ტო, მინდა მინდა_სიხარულით წამოხტა საწოლიდან, მერე წამით გაჩერდა, შიშველ სხეულზე დაიხედა, სახე ოდნავ აუწითლდა, ხალათი შემოიხვია და ისე გავიდა ოთახიდან. მის ქცევებზე ჩამეღიმა. ცოტახანში წამლით და წყლის ჭიქით ხელში დაბრუნდა. საწოლის კიდესთან ჩამომიჯდა და კმაყოფილმა აათვალიერა ჩემი ნავარჯიშები სხეული. საჩვენებელი თითი პრესს ჩაუყოლა და ეშმაკური ღიმილით ამომხედა. თავის ტკივილი ღარც მახსოვდა, წამებში ავიყვანე ხელში და ზემოდან მოვექეცი, ხალათი ერთი ხელის მოსმით გავხადე და მისი არაჩვეულებრივი ფორმების შესწავლა უფრო ახლოდან დავიწყე.

2საათში სახლის კარები შევაღე. როგორც ყოველთვის ოჯახი სრული შემადგენლობით იყო. ნანა სამზარეულოდან მისაღებამდე თეფშებით დაფუსფუსებდა და სადილისთვის ყველაფერს ამზადებდა, ზურა მაგიდის თავში იჯდა, გაზეთს საინტერესოდ ჩაჰყურებდა და დროდადრო ცხვირზე სათვალეს ისწორებდა, ალექსი კი ტელეფონში იყო ჩამძვრალი დსავარაუდოდ ისევ რომელიმე გოგოს კერავდა. ეს ხალხი ჩემი ოჯახია! არაბიოლოგიური, მაგრამ მაინც ჩემი! უფრო ზუსტად რომ აგიხსნათ.....13 წლის ვიყავი მშობლები ავტოკატასტროფაში რომ დამეღუპნენ, ზურა ბიძია მამას საუკეთესო მეგობარი იყო, ნანა დეიდა კი დედასი. გარდაცვალების შემდეგ კანონის მიხედვით ჩემი მეურვეობა რომელიმე ოჯახისწევრს უნდა გადასცემოდა, მაგრამ არცერთი ბებია და ბაბუა არ მყავდა, შესაბამისად ბავშვთა სახლისთვის ვიყავი განწირული, მაგრამ ერთ დღეს მამას ნივთებში ქექვისას უცნაურად შეფუთული კონვერტი ვიპოვე, რომელიც მაშინვე ზურას წავუღე რომელიც პრაქტიკულად ჩემთან იყო გადმოსახლებული და ზემდგომი პირების დათანხმებას ცდილობდა იმის თაობაზე რომ მისთვის ჩემი ღზრდის უფლება მიეცათ. როგორც ჩანს მამას ანდერძი იყო, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში თუ კი ჩემს მშობლებს რაიმე დაემართებოდათ ჩემი მეურვეობა ზურასა და ნანას ხელში გადადიოდა, ასევე მათ კუთვნილებაში იქნებოდა მამასა და ზურას საერთო ბიზნესის წილი, თუმცა როგორც კი 18 წლის გავხდებოდი ეს წილი უკან დამიბრუნდებოდა. ზურა და ნანა არასდროს მასხვავებდნენ, ზუსტად ისე მზრდიდნენ როგორც მათ შვილს. სკოლა რომ დავამთავრე წილის უკან გადმოცემა შემომთავაზა ზურამ, მაგრამ უარი ვუთხარი და ვთხოვე სანამ შესაბამის განათლებას არ მივიღებდი ჩემთვის არ მოეცა მიზნესი. 4 წელი ამერიკაში ბიზნესის მართვას გავდიოდი და გუშინ დავბრუნდი. როგორც მოგახსენეთ საკმაოდ დატვირთული ღამე მქონდა, ახლა კი კომპანიაშო წასვლის დრო იყო. ნანას და ზურად ორი შვილი ჰყავთ. ალექსი და ანა. ალექსი ჯერ 17 წლისაა, სკოლის მოსწავლე და საშინლად მექალთანე იზრდება. ანა უცხოეთში სწავლობს, თუ ზუსტად მახსოვს წესით ბოლო წელი უნდა ჰქონდეს, 22 წლისაა მაგრამ სკოლაში ადრე შეიყვანეს შესაბამისად 2 წლით ადრე წავიდა ვიდრე მე და უკვე 6 წელია არ მინახავს. არ მაქვს ამის დიდი სურვილი, ბოლოს რომ ვნახე 16 წლის ლაწირაკი იყო, საშინლად გამაღიზიანებელი, ყოველთვის ჩემი ნერვების მოშლას ცდილობდა და გამოსდიოდა კიდეც, თუმცა არცმე ვაკლებდი. იმედი მაქვს კიდევ დიდხანს დარჩება გერმანიაში.
სახლში გაღიმებულმა შევაბიჯე, ნანა ჩემდანახვაზე ისევ ფუსფუსით გამოემართა და ცრემლები შეუმჩნევლად მოიწმინდა
-კარგი რა ნან, რამდენხანს უნდა იტირო კიდევ_გაღიმებულმა მივიხუტე გულზე
-სულ მეტირება როცა გხედავ, როგორ მომნატრებიხარ ჩემო ბიჭო, რამხელა გაზრდილხარ
-კარგი ნანა, ნუშეჭამე ბავშვი_ ვითომ იკმაყოფილოდ, მაგრამ მაიმც ღიმილშეპარულმა გამოსძახა ზურამ.
-ცოტაც მოითმინე გეგა, ჩამოვა ანა და მერე იმას დაატირებს თავზე_ხარხარით გადმოგვხედა ალექსმა და ისევ ტელეფონში ჩაძვრა
-ანა?_გაკვირვებულმა გავხედე ნანას
-ხო შვილო, ზეგ ჩამოდის, დაამთავრა სწავლა როგორც იქნა.



როგორ მომნატრებიხართ❤ ველი თქვენს შეფასებებს/შენიშვნებს/აზრებს.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.





ვუაიმე გეხვეწები გააგრძელე რაა heart_eyes ძალიან ძალიან მაგარია და რაც შეიძლება მალე დადე ახალი თავი heart_eyes არ მალოდინო ბევრიი joy

 



№2  offline წევრი nika14

დასაწყისი ნორმალური იყო, იმედია შემდეგი თავები უკეტესი იქნება, სუჟეტი ძალიან საინტერსოა <3 ველი....

 




გააგრძელე აუცილებლაად!!! ♥♥ ძალიან კარგი ისტორია ჩანს ♥♥ თანაც საინტერესოა და მგონია შემდეგ თავში უფრო განვითარდება მოვლენები ♥♥♥ წარმატებები და მოუთმენლად გელი ❣❣ მიხარია ისევ რომ დაბრუნდი❣❣❣

 



№4 სტუმარი სტუმარი megi

Gaagrdzele aucileblad saintereso chans da memgoni sxva tavebis shemdeg kidev upro saintereso iqneba,warmatebebi

 



№5 სტუმარი Tako

Dzalian saintereso chans, txroba mshvenivrad gamogdis da tavebi gazarde ra

 



№6 სტუმარი Nat Ia

გაააგრძელე აუცილებლად, ოღონდ გაზარდე რა თავები და არ გვალოდინო დიდხანს (((: ♡♡♡♡♡♥️♥️♥️

 



№7  offline წევრი Tskrialashvili Mariami

მარიამ
მარიამ
მარიამ
მარიამ
რატო ხარ ძალიან
ძალიან კარგი???! !
ყველანაირი წერის სტილით დაწრეილი მომეწონება და მოეწონება ყველას დარწმუნებული ვაარ :*
სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება :*
მომეწონა უკვე და შემდექ თავს ველოდები "მალე" იცოდე :დ
შენიშვნა მაქვს ეს საცდელი მოაშორე სათაურს რაა :დ

#გყვარობდამიხარიხარ :*

 



№8  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

სულელი მეოცნებე
ვუაიმე გეხვეწები გააგრძელე რაა heart_eyes ძალიან ძალიან მაგარია და რაც შეიძლება მალე დადე ახალი თავი heart_eyes არ მალოდინო ბევრიი joy

მადლობა დიდი❤ ვეცდები მალევე დავდო❤

nika14
დასაწყისი ნორმალური იყო, იმედია შემდეგი თავები უკეტესი იქნება, სუჟეტი ძალიან საინტერსოა <3 ველი....

დიდი მადლობა❤იმედია

ტკბილიწიწაკა
გააგრძელე აუცილებლაად!!! ♥♥ ძალიან კარგი ისტორია ჩანს ♥♥ თანაც საინტერესოა და მგონია შემდეგ თავში უფრო განვითარდება მოვლენები ♥♥♥ წარმატებები და მოუთმენლად გელი ❣❣ მიხარია ისევ რომ დაბრუნდი❣❣❣

ვუაიმე❤ როგორ მიხარიაა შენი კომენტარებიიი! მადლობა დიდი და იმედია მოგეწონება უფრო დაუფრო❤❤

სტუმარი megi
Gaagrdzele aucileblad saintereso chans da memgoni sxva tavebis shemdeg kidev upro saintereso iqneba,warmatebebi

მადლობა დიდი❤ იმედია უფრო მოგეწონება❤

Tako
Dzalian saintereso chans, txroba mshvenivrad gamogdis da tavebi gazarde ra

დიდი მადლობა❤❤

Nat Ia
გაააგრძელე აუცილებლად, ოღონდ გაზარდე რა თავები და არ გვალოდინო დიდხანს (((: ♡♡♡♡♡♥️♥️♥️

კიკი გავზრდი აუცილებლად❤ მადლობა დიდი❤

Tskrialashvili Mariami
მარიამ
მარიამ
მარიამ
მარიამ
რატო ხარ ძალიან
ძალიან კარგი???! !
ყველანაირი წერის სტილით დაწრეილი მომეწონება და მოეწონება ყველას დარწმუნებული ვაარ :*
სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება :*
მომეწონა უკვე და შემდექ თავს ველოდები "მალე" იცოდე :დ
შენიშვნა მაქვს ეს საცდელი მოაშორე სათაურს რაა :დ

#გყვარობდამიხარიხარ :*

აუუუუ ვგიჟდებიი შენს კომენტარებზეეე ^__^ როგორ მიხარიხარ და მიყვარხარ მეც❤❤ დიდი მადლობა იმედია უფრო მოგეწონება შემდეგი❤❤❤❤

 



№9  offline წევრი ))♡

Aucileblad aucileblad gaagrdzele ra gtxov dzalian kargia kargad gamogdis ????????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 



№10 სტუმარი სტუმარი lia

Kარგი ისტორია ჰანს.გააგრზელე.❤❤❤

 



№11  offline წევრი მოცინარი

ძალიან საყვარელია <3 ბიჭის ენით ღუ ყვები უმმმმაგრესი ხარ <3 :დ :* :* *:* გააგრძელე აუცილებლად!!

 



№12  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

))♡
Aucileblad aucileblad gaagrdzele ra gtxov dzalian kargia kargad gamogdis ????????????

მადლობა❤ გავაგრძელებ

სტუმარი lia
Kარგი ისტორია ჰანს.გააგრზელე.❤❤❤

მადლობა❤

მოცინარი
ძალიან საყვარელია <3 ბიჭის ენით ღუ ყვები უმმმმაგრესი ხარ <3 :დ :* :* *:* გააგრძელე აუცილებლად!!

დიდი მადლობა❤❤

 



№13  offline წევრი Tina Falcone

საინტერესო დასაწყისია.დიდი სიამოვნებით წავიკითხე.კარგად წერ,ძალიან დამაინტერესა.

 



№14  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

Tina Falcone
საინტერესო დასაწყისია.დიდი სიამოვნებით წავიკითხე.კარგად წერ,ძალიან დამაინტერესა.

მადლობა❤❤

 



№15  offline მოდერი ელპინი

მარ, ხომ დაგპირდი?!
ხოდა, დავიწყე.
ამ თავზე საცდელი, რომ მიაწერე, მაგას არ გაპატიებ, ეს იცოდე!
რაღაცებს მივხვდი, მაგრამ ეგ მერე იყოს...
შენი წერის სტილი გაქვს, რა.
უმარტივესად წასაკითხი და სასიამოვნო.
მიყვარხარ, მარ.

 



№16  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

ელპინი
მარ, ხომ დაგპირდი?!
ხოდა, დავიწყე.
ამ თავზე საცდელი, რომ მიაწერე, მაგას არ გაპატიებ, ეს იცოდე!
რაღაცებს მივხვდი, მაგრამ ეგ მერე იყოს...
შენი წერის სტილი გაქვს, რა.
უმარტივესად წასაკითხი და სასიამოვნო.
მიყვარხარ, მარ.

მიხარია, ძალიან მიხარია რომ დაიწყე❤
ველი შენს აზრებს
მადლობა დიდი❤
მიყვარხარ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent