შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევა {თავი 5}


24-12-2017, 19:50
ნანახია 1 048

ევა {თავი 5}

-ასე თუ აპირებდი დახვედრას, აქამდე მოვიდოდი!
ჩახრინწული ხმით წარმოთქვა, რამაც კიდევ შეახსენა დაბუსუსების პერიოდი ევას..
-ახლავე დავბრუნდები!
ჩაილაპარაკა მკაცრად და კარების მიხურვად აპირებდა ისევ ის ხავერდოვანი ხმა რომ მოესმა...
-ასეც არ მაწუხებ ევა!

ნერვებმა უმტყუნა, ისიც იფიქრა სახეს მივათხლიშავ ამ კარებზეო, მაგრამ თავადაც იცოდა, როგორი გაწონასწორებული ქალბატონი გახლდათ, არ უყვარდა უაზრო კამათი და მითმეტეს თავს არასდროს მისცემდა იმის უფლებას ისტერიკებში ჩავარდნილიყო, ამიტომაც თავში უაღრესად კმაყოფილმა იდეამ იჩინა თავი, კარები უფრო ფართოდ შეამოაღო და ანიშნა შემოსულიყო, რაზეც ბურდულის გაოცებული მზერა მიიღო

-რადგან შენ არ გაწუხებს, მე მითუმეტეს! ამიტომ შემობრძანდით ბატონო ალექსანდრე!

ირონიულად ჩაიცინა და შებრუნდა, რა ეგონა თავის ჭკუაში აჯობებდა ევას? იმდენს იზავს ნერწყვებს აყლაპინებს...სასტუმრო ოთახში შელასლასდა, ხვდებოდა ძლივს რომ უფარავდა უკანალს პირსაწმენდი ,მაგ რამ უკან დახევას არ აპირებდა, მთელი ზურგი აუწვა მისმა ხარბმა მზერამ, ცოტახანი უნდა გაეძლო შემდეგ კი ანახებდა ვაჟბატონს ვინაა აქ უფროსი! მოუნდა თვალიერება ჰოდა ათვალიეროს და ყლაპოს ნერწყვები! შემობრუნებულს იმდენად ახლოს დახვდა, ძლივს მოახერხა რამდენიმე ნაბიჯის უკან დახევა, ახლა არ უნდა დაეკარგა თავის თავზე კონტროლო! არავითარ შემთხვევაში, არ უნდა აჩვენოს თუ რამდენად მოქმედებს ევაზე!

-ყავას დალევ? შეეკითხა და კინაღამ ადგილზევე დაიწვა თვალებში ჩახედვისას...
-რატომაც არა? ორმაგად უკეთესი ჩემთვის!

ირონიულად ჩაილაპარაკა და მზერა ააყოლ-ჩააყოლა, მართალია ყველასგან იყო ამ მზერას მიჩვეული ჩვენი ქალბატონი, მაგრამ ბურდულზე რაღაც სხვა და ამოუცნობი ემართებოდა..ფეხაკრეფით შევიდა სამზარეულოში და ყავის მომზადება დაიწყო, თან ალექსანდრეს მწველ მზერას გრძნობდა, რაც უფრო უშლიდა ხელს კონცენტრირებაში, თუმცა უკან დახევას არ აპირებდა...

-აბა გისმენ რასთან დაკავშირებით უნდა მელაპარაკო?
ყავა გააკეთა და წინ დაუდგა, თავად კი მაგიდასთან ჩამოჯდა და თვალებში ჩახედა, როგორც იქნა დაიბრუნა თავისი ჩვეული იერსახე, თუმცა ალექსანდრეს მზერას თუ შევხედავთ, ძნელია გონზე მოსულიყო..
-ევა მე სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო და ძალიან კარგს იზამ თუ ოთახში შეხვალ და წესიერად ჩაიცვამ, რადგან არამგონია ჩემმა ნერვებმა გაძლონ და არც ის მგონია შენ აღმოჩნდე კარგ დღეში!

სერიოზული ტონით წარმოთქვა და ამავედროს ირონიულადაც ჩაიღიმა, არა რამდენს უბედავს თავის თავს? მაგრამ ისიც ხომ უნდა აღიაროს, რომ გამოიჭირა ვაჟბატონი

-რაიყო ნუთუ თქვენი თავის კონტროლი არ გაგაჩნიათ ბატონო ალექსანდრე?
ფეხზე წამომდგარი ნელ-ნელა უახლოვდებოდა და თან თვალს არ აშორებდა, აი ხომ ვამბობ ცუდად მოქმედებს მეთქი, წინ დაუდგა და თვალებში ჩააშტერდა
-რაიყოთ? ცუდად გამოიყურებით ბატონო ალექსანდრე...
საჩვენებელი თითი ლოყიდან ყელის მიდამოსკენ დაუსვა და იგრძნო მამაკაცის რეაქცია, გულში ხალისობდა და ამავე დროს ძლივს იკავებდა თავს თავადაც არ გადაშვებულიყო ვნებების მორევში...უკვე გამოწევას აპირებდა, ალექსანდრემ ხელი რომ ჩაავლო წელში და კედელთან მიიმწყვდია, ძლივს ცდილობდა აფორიაქებული გულის დამშვიდებას თუმცა ამაოდ

-რაო ქალბატონო ევა? თამაში გადაწყვიტეთ? ნუთუ არიცით ბურდულს თამაშები, რომ ზემდეტად იზიდავენ?
სახე ახლოს მიეწია და ისე ეჩურჩულებოდა, სახეზე ლამობდა მამაკაცის თბილი ჰაერი და მისი ბოხი ბარიტონი მთელ სხეულში ჟრუანტელად მიმოდიოდა..ხელის განთავისუფლება სცადა თუმცა ამაოდ, უფრო ძლიერად მიიკრა სხეულზე და ტუჩები ყურთან მიუტანა..

-თამაშები მეც მიყვარს ევა, თან ძალიან! მაგრამ დამიჯერე სასტიკი მოწინააღმდეგე ვარ ამიტომ არ გირჩევ ჩემთან თამაშს!
ყურის ძირში დაუტოვა კოცნა და ქალის რეაქციისას ჩაცინა და მოშორდა, წამით გაშეშებულები უყურებდნენ ერთმანეთს, მაგრამ გონზე მოვიდა ქალბატონი და ხელის კვრით გასწია, დაიბარა მალე მოვალო და ოთახში შეიძურწა, არა რა რამდენის უფლებას აძლევს ამ თავნება იდიოტს? რა ჰგონია რადგან ასეთი სიმპათიურია ვნებებს ვერ გააკონტროლებს? თუ დადნება? არა დნება კიდეც დანახვისთანავე, მაგრამ არაფრის დიდებით არ აპირებს მასთან თავის დაკარგვას! თამაში გადაწყვიტა? და ჰგონია მოიგებს? ნურას უკაცრავად! ეტყობა ვერ იცნობენ კარგად ევას! უსწრაფესაც გადაიცვა ტანსაცმელი და უკან მიბრუნდა, მორჩა ხუმრობა და ლოიალობა,ახლა მხოლოდ საქმეზე დაილაპარაკებენ და მიაბრძანებს ამ იდიოტს აქედან.. ვაჟბატონი უკვე სასტუმრო ოთახში ბრძანდებოდა და თაროზე დაწყობილ ფოტოებს ათვალიერებდა, ხმაურზე აქეთ გამოიხედა და ევა კიდევ ერთხელ აათვალ-ჩაათვალიერა და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა, შემდეგ კი სერიოზული სახით წამოვიდა და დივანზე ევას წინ დაიკავა ადგილი..

-ევა! ახლა კარგად მომისმინე ! გავიგე რომ იმ ნაბი**არს ეძებ! და ისიც გავიგე სამხილებს, რომ აგროვებ!
-და მერე? ამასთან შენ რა კავშირში ხარ? საერთოდ თუ არ ჩაერევი და გზიდან ჩამომშრდები კარგს იზამთ ბატონო ალექსანდრე!
-დამამთავრებინე როდესაც ვსაუბრობ!
დაიგრუხუნა მისმა ავის მომასწავლებელმა ხმამ და წამით გაყინა კიდეც ქალბატონი
- ახლა რასაც გეტყვი კარგად გაიგე! რადგან მეტჯერ გამეორებას არ ვაპირებ! შეეშვი ამ საქმეს ევა! არავითარი გამოძიება და ასე შემდეგ გასაგებია? ვერ ხვდები რამდენად საშიში ტიპია? არ მინდა საფრთხეში ამოყო თავი! და პლიუს ამას ეს შენ არ გეხება, მას მე უნდა გავუსწორდე ამიტომ გეყოფა სამხილების ძიება და უარესად ნუ ხდი საქმეს!

თითქოს ახლა გამოიყვანეს სიზმრიდანო, იმდენად გაამწარა ბურდულის სიტყვებმა, არა საერთოდ ამას ვინ ეკითხება? რამის იყო აფეთქებულიყო, თუცმა თავს დამშვიდების უფლება მოუწოდა და წელში გამართულმა მკაცრად მიმართა

-ხვდები მაინც რას მეუბნები? ან შენ ვინ გეკითხება საერთოდ? მან მე დამიშავა და მევე უნდა გავცე ამაზე პასუხი! ასე რომ თავად ნუ ერევი და საერთოდაც ხელს ნუ მიშლით ბატონო ალექსანდრე! შენი საქმე არაა მე რას გამოვიძიებ ასე, რომ თუ ლაპარაკი დაამთავრეთ შეგიძლიათ აქედან მიბრძანდეთ და თვალით აღარ დამენახოთ! ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა უეცრად ხელზე რომ მოქაჩეს და შემოაბრუნეს

-ევა უკვე ჭკუიდან გადაგყავარ! არ მაიძულო ოთახში გამოგკეტო ! რადგანაც ვამბობ , რომ უნდა შეეშვა ესეიგი უნდა შეეშვა! გასაგებად აგიხსენი და მეტჯერ თქმას არ ვაპირებ! იცოდე კიდევ რამეს გავიგებ და მკაცრად დაგსჯი! ახლა კი დაიძინეთ ქალბატონო ევა, ტკბილ სიზმრებს გისურვებთ, რასაკვირველია ჩემთან ერთად!
ჩაილაპარაკა და ტუჩებზე დააკვდა, კი სცადა შეწინააღმდეგება, თუმცა ტყუილად, იმდენად ძლიევად იჭერდა ალექსანდრეს ხელები,მთელი სიუხეშით და ჟინით უკოცნიდა ტუჩებს და უარესად იკრავდა სხეულზე,რომ მოშორდა ისიც კივერ მოასწრო მისი სიტყვები გადაეხარშა შემდეგ კი კოცნისთვის სახეში არ გაერტყა... იმდენად ცივი და მკაცრი იყო მისი ხმა, გონზე ვერ მოდიოდა, საერთოდაც რაშუაში იყო ამ ყველაფერთან ბურდული, ან რატომ უშლიდა ასე ევას? რა უფლება ჰქონდა? კდიევ შოკში მყოფი დაკეტილ კარს უყურებდა და უკვე ნერვები პიკს აღწევდა, მზად იყო გავარდნილიყო და ყველა ნეკნი სათითაოდ დაემტვრია ამ გაუზრდელისთის, თუმცა ეს ხომ ევა იყო? თავს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა და ჯერ კიდევ ცდილობდა დაწყნარებულიყო, უკვე ამ ყველაფერს ჭკუიდან გადაყავდა, ამდენის ატანა და მოთმენა აღარ შეეძლო! ჯერ წარსულიდანაც არ დაუღწევია თავი და ახლა ეს ალექსანდრე ბურდული არ ეშვება! მაგრამ დაზუსტებით იცოდა, არ შეარჩენდა ამ ვაჟბატონს ამდენის გაბედვის უფლებას და მითუმეტეს არ აპირებდა დაეჯერებინა და ასე გაეკეთებინა ყველაფერი რასაც ეტყოდა! ნურას უკაცრავად ბატონო ალექსანდრე! მეტი ჩემმა მტერმა მოგართავს! გაცოფებულმა იატაკზე დააბაკუნა ფეხები და თავის ოთახში გავარდა, კოცნაზე ფიქრობდა, მაინც რა მწველი ტუჩები აქვს ამ გველს! თითქოს სიამოვნების მორერში გადართულიყო გონს, რომ მოვიდა და თავის თავს შემოუძახა ვიზე ფიქრობო!

***5 წლის წინ***

დღეს ქორწილიაქვს, დიახ ქორწილი! როგორც იქნა დადგა ეს უმშვენიერესი დღე! სასამართლოს დასრულებიდან უკვე ერთი კვირა დაიწყო, თუცმა არაფერს და არავის არ შეუწუხებია, დღეს საბოლოოდ გამოდიოდა ალექსანდრე ბურდული ციხიდა, თუცმა საერთოდ არ აპირებდა დახვედრას და გასაუბრებას, ძლივს დაითანხმა უფროსი ორ თვიან შვებულებაზე, თანაც მოცილდებოდა ამ ქალაქსაც და დაისვენებდა თავის ქმართან ერთად, მართალია ჯერ კიდევ გონებაში ჰქონდა ალექსანდრეს კოცნა , მაგრამ არ აპირებდა ქორწილის დღეს ამაზე ეფიქრა, სარკის წინ გამოწყობილიყო, თეთრ ულამაზეს კაბაში და საკუთარ თავს უღიმოდა, არიცის რატომ მაგრამ ბოლომდე ვერ იყო ბედნიერი, თავს იმით ანუგეშებდა, რომ ნერვიულობდა...ოთახში მია შემოვიდა და აღფროვანებულმა კომპლიმენტებით აავსო დაქალი, თანაც უთხრა რომ საქმრო უკვე მოსულიყო და დაბლა ელოდებოდა, პირველად იგემა მშობლების ხილვა და მათი გულ-თბილი შეხვედრა...როგორ მონატრებია ეს ორი ადამიანი ისე ეხვეოდა ეგონა ემშვიდობებოდა სამუდამოდ, თავადაც არ იცის რატომ.. თავადაც ვერ ხვდებოდა ასე რატომ იყო აფორიაქებული, საქმროს დანახვისას ღიმილმა გადაურბინა სახეზე, მისმა კომპლიმენტამც კი გამოუკეთა გუნება, ყველაფერზე ფიქრობდა, უხაროდა სასწაულდა, მაგრამ ფიქრები ისევ იმ მუქარაზე და ალექსანდრესთან მიდიოდა, რას იფიქრებდა ეს სამსახური ასე თუ ჩაითრევდა , რომ ქორწილის დღესაც თავის დაცვის ქვეშ მყოფ პირზე და სასტიკ ადამიანზე ეფიქრა, თავად ეკლესიისკენ დაიძრნენ, მშობლები სხვა მანქანით წამოვიდნენ, მია თავის პარტნიორთან ერთად წამოვიდა..

-ევა ყველაფერი რიგზეა? ფიქრებიდან გიოს თბილმა ტონმა გამოიყვანა
-კი კი , ყველაფერი კარგადაა..უბრალოდ ცოტას ვნერვიულობ..
ღიმილით ჩაილაპარაკა და ხელი მის ხელს დაადო, ისევ ფანჯრიდან დაიწყო ყურებდა და ეცადა ღიმილი აღარ მოშორებოდა სახიდან, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მანქანიდანაც გადმოვიდნენ და ეკლესიისკენაც მიიწევდნენ, ყველა სტუმარს თავი მოეყარათ, ყველა ბედნიერი და გაღიმებული აკვირდებოდა, როგორც იქნა ყველა ეკლესიაში შევიდა, და დადგა მათი ჯერიც , რომ შესულიყვნენ, მშობლებზე გაიგო, რომ შეაგვიანდებოდათ და მათ გარეშე დაეწყოთ, მართალია არ უნდოდა ,მაგ რამ ქმრის უკმაყოფილო სახის შემხედვარე დათანხმა, ეკლესიისკენ მიიწევდნენ უკვე შესასვლელში იყვნენ უეცრად გვერდზე გახედილს ნაცნობ თვალებს,რომ მოკრა მზერა, ვერ იჯერებდა,რომ ალექსანდრე ბურდული იდგა მის გარშემო და უყურებდა, უნდოდა ყურადღება სხვარამეზე გადაეტანა, მაქანის გამაწრუებელმა ხმამ,რომ მიიქცია მათი ყურადღება და ნახევრად შესულები უკან მობრუნდნენ,უკვე გული აჩქარებოდა და თითქოს ელოდა კიდეც, რაღაც საშინელებას, მანქანიდან შენიღბულიი ტიპი რომ გადმოვიდა და იარაღი დაუმიზნა, წამით გონება გაეთიშა, მხოლოდ მისი სიტყვები ესმოდა და ტოფის გასროლის გამაყრუებელი ხმა გაიგო

-ესეც ქორწილის საჩუქარი იმისთვის სხვის საქმეში რომ ერევი!

გაშეშებულმა, წამის შემდეგ აღიქვა წინ მდგომი სხეული, მაშინ აღიქვა წინ მდგომი გიორგი და წამის შემდეგ ძირს დავარდნილ გულ-მკერდის არეში დაჭრილ ქმარს უყურებდა და სრულიად გონ გათიშულს, არ ესმოდა არც აყალმაყალი, არც ხალხის წივილ-კივილი და არც პოლიციის სირენების ხმა, ქმრის უსულო სხეული ჩაებღჯა ხელებში და გარე სამყაროს გათიშულიყო, ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა და მხოლოდ ის სიტყვები ესმოდა...მხოლოდ შემდეგ ძლივს მოაშორეს მის სხეულს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პოლიციამ მშობლების ავტოკატასტროფაში დაღუპვის ამბავი გაიგო, მაშინ მთლად მოკვდა ევა...მხოლოდ ის ხმები ესმოდა, შენი ბრალია ჩემი შვილი რომ მკვდარიაო, რამაც უარესად შეურყია ფსიქოლოგია, მხოლოდ მია ყავდა გვერდით, მხოლოდ მია ედგა გვერდით და ის არ ტოვებდა, მთელი ერთი წელი სრულიად გათიშული იყო გარე სამყაროს, რას არ ამბობდნენ ექიმები,მაგრამ გონზე ვერ მოჰყავდათ...მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ ისიც მიას დამსახურებით შეძლო ფეხზე დადგომა, და მის დამსახურებით შეძლო ისევ ის ევა დაბრუნებულიყო! ექიმები იმას უმეორებდნენ, რომ მასთან მოდიოდა ვიღაც ტიპი, მაგრამ არ იცოდნენ ვინ, არც აინტერესებდათ.. რადგან მხოლოდ ერთმანეთი ჰყავდათ და სხვა არავინ! სრულიად გონზე მოსულმა, მაშინ დაიფიცა,რომ მწარედ ანანებდა ზურა მენაბდეს! ზუსტად იცოდა ვინც იყო დამნაშავე! მაგრამ ყველაზე მეტად თავის თავს ადანაშაულებდა მომხდარში, განა მასე არიყო!

*********

მას შემდეგ გავიდა 5 წელი! დაწყველილი 5 წელი! მას შემდეგ აწუხებდა კოშმარული სიზმრები, მას შემდეგ ხედავდა მშობლებს და საქმროს , რომლებიც დახმარებას სთხოვდნენ, ახსოვს კიდეც ახსოვს, როგორ უთხრა გიომ შენი თავის რწმენა არ დაკარგო და უკან არ დაიხიოვო! ახსოვს ყველაფერი ახსოვს, მართალია, გათიშული იყო,მაგრამ ყველაფერი დაზუსტებით ახოსვს, მკვლელის მზერას და დანარჩენების ყვირილიც, ისიც ახსოვს,როგორ გაეკიდა ბურდული მათ, შეიძლება გაქცევაც ყოფილიყო,მაგრამ დაზუსტებით იცოდა რომ მათ გაეკიდა! შეიძლება მისი დადანაშაულებაც სურდა, მაგრამ მან გააფრთხილა! ყველა აფრთხილებდა,მაგრამ დამნაშავე აქ მხოლოდ ევა იყო! ევას უნდა ეგო პასუხი! არ უნდა დანებებულიყო, მართალია ახლა ხვდება,რომ არ უყვარდა გიორგი, ან მაშინაც ხვდებოდა, მაგრამ უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი ყველაზე მეტად სძულდა! მის გამო მოკვდა ის ვისაც ყველაზე მეტად უყვარდა! განა ძლიერი არიყო? მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ცხადად დაინახა ყველას სახე! ყველა ნათესავის და იმ ადამიანის ნამდვილ სახე ვინც ეუწყებოდა, რომ ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა!მაგრამ ყველაფერი ფარსი აღმოჩნდა, სწორედ მაშინ მიატოვა ყველამ, როდესაც დასჭირდათ, მხოლოდ ის ადამიანი ედგა გვერდით ვისიც ყველაზე მეტად სწამდა და სწორედ მან გადაატანინა ყოველივე ეს! და ალბათ იმ შურისძიების გრძნობამ ახლაც რომ ვერ ასვენებს! არა არაფრის დიდებით არ დაიხევს უკან! მშობლების და გიორგის სიკვიდილს არ შეარჩენს! სულ რომ კვდებოდეს ამას ასე არ დატოვებს! ისევ ფიქრებში იყო , ეტირებოდა ,მაგ რამ თავს ამის უფლებას არ აძლევდა! ის ხომ ევა იყო! ევა,რომელმაც ამდენს გაუძლო და ისიც მეგობრის დახმარებით! რომელიც წინ ეჯდა და ასე უთქმელად , გასუსულები ერთმანეთს ამშვიდებდნენ და ერთმანეთის არსებობით ძლიერდებოდნენ...


ესეც ახალი თავი ჩემო შოკოლადებო და ტკბილებო <3 ვიმედოვნებ ძალინა არ დავაგვიანე და ბევრცი არ გალოდინეთ <3 არც ისე პატარა თავია, რაც შევძელი დავწერე <3 ძალიან მიყვარხართ და მიყვარს თქვენი თბილი კომენტარებიც <3 იმედია მოგეწონებათ ეს თავიც და შემიფასებთ <3 <3 <3скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Mariami

Gamaxare dzalian axali tavi rom dade.

 



№2  offline წევრი Leo

გამიხარდა რომ დაამატე! ძალიან მომეწონა ეს თავი მითუმეტეს <3 მართლაც რომ გამაოცე! ასეთი ისტორია არ შემხვედრია ჯერჯერობით და ვნახოთ შემდგომ რა იქნება.. ყოჩაღ კარგი გოგო ხარ! ასე გააგრძელე! ველოდები შემდეგ თავს <3

 



№3 სტუმარი Di ko

Cota didi tavedi Dade xolme raaa :(;)))

 



№4 სტუმარი ელე ახვლედიანი

როგორ მიყვარს ეს ისტორია <3 ახლა უფრო ცხადად დამანახე ევას სიძლიერე <3 ვგიჟდები ამ გოგოზე! ბურდული სულ სხვა თემაა :დ ძალიან კარგი გოგო ხარ და არაჩვეულებრივად წერ <3 მიყვარხარ და მოუთმენლად გელი! წარმატებები <3

 




Mariami
Gamaxare dzalian axali tavi rom dade.

მეც მიხარიაა რომ ელოდებოდი და რომ გაგიხარდა ❣❣❣❣♥♥♥

Leo
გამიხარდა რომ დაამატე! ძალიან მომეწონა ეს თავი მითუმეტეს <3 მართლაც რომ გამაოცე! ასეთი ისტორია არ შემხვედრია ჯერჯერობით და ვნახოთ შემდგომ რა იქნება.. ყოჩაღ კარგი გოგო ხარ! ასე გააგრძელე! ველოდები შემდეგ თავს <3

ძალიან დიდი მადლობაა ♥♥მახარებს შენი კომენტარი და შეფასებები♥♥ვეცდები ნალე დავამატო ძალიან გამახარე♥♥

ელე ახვლედიანი
როგორ მიყვარს ეს ისტორია <3 ახლა უფრო ცხადად დამანახე ევას სიძლიერე <3 ვგიჟდები ამ გოგოზე! ბურდული სულ სხვა თემაა :დ ძალიან კარგი გოგო ხარ და არაჩვეულებრივად წერ <3 მიყვარხარ და მოუთმენლად გელი! წარმატებები <3

ელეე.. მიხარია ასე რომ მოგწონს ❣❣❣ ძალიან დიდი მადლობა♥♥ მაბედნიერებს და მახარებს შენი კომენტარი ♥♥

Di ko
Cota didi tavedi Dade xolme raaa :(;)))

მესმის და რასაც ვახერხებ ვწერ❣❣ ყველანაირად ვცდილობ რომ დიდი გამოვიდეს ♥♥♥მადლობა რომ კითხულობ♥

 



№6  offline წევრი გეგე მარიშკა

ყვლაზე ემოციური თავი იყო ძალიან მომეწონა <3

 




გეგე მარიშკა
ყვლაზე ემოციური თავი იყო ძალიან მომეწონა <3

ძალიან დიდი მადლობა ❣♥♥♥ გამიხარდა რომ კითხულობ და ასე რომ მოგეწონა ♥♥♥

 



№8 სტუმარი სტუმარი მარი

მომწონს ძაან ერთფეროვანი არაა :) ასეთი ნაწარმოებები ძაან მიყვარს ასეთი სიმძაფრე კარგია ყველაფერი თანაბრადააა:)

 




სტუმარი მარი
მომწონს ძაან ერთფეროვანი არაა :) ასეთი ნაწარმოებები ძაან მიყვარს ასეთი სიმძაფრე კარგია ყველაფერი თანაბრადააა:)

ძალიიან გამიხარდა ასეთი შეფასებაა ♥♥♥♥უღრმესი მადლობაა ♥♥♥

 




ეს თავი იყო სასწაული!
მაგიჟებ!
არ ვიცი რა დავწერო ან რა არის დასაწერი?თვითონ არ იცი რა მაგარი ისტორიიაა?ყველაზე განსხვავებული დაძაბული,ცხელი და ვნებიანი ❤
ახალ თავს ველი მოუთმენლად!
წარმატებები ტკბილოოო!❤

 



№11  offline მოდერი bla.ell

ვაიიჰ დამცხა:დდდდკარგი ისტორიაა ძალიან მაგარი ხაააარ❤❤❤ველი მომდევნო თაააავს იმედია მალე დადეებ❤❤

 



№12  offline წევრი niakonia6

ძალიან კარგიაა❤️❤️❤️❤️❣️❣️❣️❣️❣️❣️❣️❣️

 



№13  offline წევრი ტკბილიწიწაკა

წარსული კვდება...
ეს თავი იყო სასწაული!
მაგიჟებ!
არ ვიცი რა დავწერო ან რა არის დასაწერი?თვითონ არ იცი რა მაგარი ისტორიიაა?ყველაზე განსხვავებული დაძაბული,ცხელი და ვნებიანი ❤
ახალ თავს ველი მოუთმენლად!
წარმატებები ტკბილოოო!❤

ჩემოო საყვარელო უღრმესი მადლობაა ♥♥♥♥მახარეებ და მაბედნიერებ შენი კომენტარით♥♥

bla.ell
ვაიიჰ დამცხა:დდდდკარგი ისტორიაა ძალიან მაგარი ხაააარ❤❤❤ველი მომდევნო თაააავს იმედია მალე დადეებ❤❤

მერე უფრო დაგცხება :დდდ ♥♥ მადლობაჺ ძაალიან დიდი მიხარიაა რომვმოგწოონს ♥♥♥ვეცდები მალე დავდო ♥

niakonia6
ძალიან კარგიაა❤️❤️❤️❤️❣️❣️❣️❣️❣️❣️❣️❣️

მადლობაა ♥♥♥მიხარიაა თუ მოგწოონს ♥♥♥

 



№14 სტუმარი სტუმარი მარიამი

ეხლა წავიკითხე 5თივე თავი და სიყტვები არ მყოფნის მაგარი გოგოხარ.მალე თუ დადებ კარგი იქნება სულმოუთქმელად გელოდები.

 



№15  offline წევრი kaisha13

უბრალოდ სიტყვები მეზედმეტება ჩემო გოგო,არვიცი ვერ ავღწერ რა სიამუვნება მივიღე ამ ისტორიის კითხვით,დიდიხანია ასე საინტერესო და ძლიერი ისტორია არ წამიკითხავს,(დღეს წავიკითხე ყველა თავი ერთად) დასაწყისში არც ველოდი თუ ასეთი დონით გააგრძელებდი...წარმატებები საყვარელო

 



№16 სტუმარი სტუმარი bells

შემდეგს როდის დადებ ? ძალია მაგარი იყოო

 



№17  offline წევრი ტკბილიწიწაკა

სტუმარი მარიამი
ეხლა წავიკითხე 5თივე თავი და სიყტვები არ მყოფნის მაგარი გოგოხარ.მალე თუ დადებ კარგი იქნება სულმოუთქმელად გელოდები.

ვაიმეე როგორ გამახაარეე ♥♥♥♥ უღრმესიი მადლობაა მართლა ძალიან გავბედნიერდი და მიხარია ასე თუ მოგწონს ♥♥♥ ყველანაირად ვეცდები მალე დავამატო ♥

kaisha13
უბრალოდ სიტყვები მეზედმეტება ჩემო გოგო,არვიცი ვერ ავღწერ რა სიამუვნება მივიღე ამ ისტორიის კითხვით,დიდიხანია ასე საინტერესო და ძლიერი ისტორია არ წამიკითხავს,(დღეს წავიკითხე ყველა თავი ერთად) დასაწყისში არც ველოდი თუ ასეთი დონით გააგრძელებდი...წარმატებები საყვარელო

როგოორ გამიხარდა შენი კომენტარი ნეტა იცოდე ♥♥♥♥ მიხარიიაა და მაბედნიერებს ის ფაქტი ასე რომ მოგწონს ეს ისტორიააც ♥♥♥ ძალიაან დიდი მადლობაა ასეთი სიტყვებითვის და ასე შეფასებისთვის ♥♥♥ პოზიტივით აღმავსე ♥♥ ყველანაირად ვეცდები მალე დავდო ♥

სტუმარი bells
შემდეგს როდის დადებ ? ძალია მაგარი იყოო

მადლობაა ძალიაან დიდი ♥♥♥ ვეცდები მალე დავდო თუმცა ცოტა დავაგვიანებ საკონტროლოების გამო ♥♥ მიხარია რომ ელოდებით და ვეცდები არ დავაგვიანო ძაან♥♥

 



№18  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

ჩემო ტკბილო!
ერთი ამოსუნთქვით წავიმითხე ხუთივე თავი.
იცი რაკარგიხარ?! აი ვერცკი აგიხსნი სიტყვებით ისეთი!
გავგიჟდი
გავაფრინე
გადავირიე
ძალიან, ძალიან მომწონს!!!
სუულმოუთქმელად ველოდები ახალ თავს.
მიხარია რომ ასეთ ნიჭიერს გხედავ ❤

 



№19  offline წევრი ტკბილიწიწაკა

Mariam Shengelia_3
ჩემო ტკბილო!
ერთი ამოსუნთქვით წავიმითხე ხუთივე თავი.
იცი რაკარგიხარ?! აი ვერცკი აგიხსნი სიტყვებით ისეთი!
გავგიჟდი
გავაფრინე
გადავირიე
ძალიან, ძალიან მომწონს!!!
სუულმოუთქმელად ველოდები ახალ თავს.
მიხარია რომ ასეთ ნიჭიერს გხედავ ❤

ჩემოო მარიამ როგორ გამახარეე ♥♥♥ ვერც კი ავღწერ შენი კომენტარი ისე მახარებს და მაბედნიერებს ♥♥♥♥ მაბედნიერებს ის ფაქტი ასე რომ მოგწონს და უღრმესი მადლობაა შენ ♥♥♥

 



№20  offline წევრი მმარიტა

Dzaaan momwons es istoria❤❤ axla daviwye kitxva da xutive tavi amousuntqavad chavikitxe❤❤ yochag kaia❤❤

 



№21  offline წევრი ტკბილიწიწაკა

მმარიტა
Dzaaan momwons es istoria❤❤ axla daviwye kitxva da xutive tavi amousuntqavad chavikitxe❤❤ yochag kaia❤❤

მადლობა ჩემო კარგო♥♥♥ მიხარია რომ მოგწინს♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent