შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეაჩერე წამი (სრულად)


24-12-2017, 23:20
ავტორი tasusuna
ნანახია 1 256

შეაჩერე წამი (სრულად)

გარეთ გავიხედე.. თოვდა.ყველაზე მეტად მიყვარდა ფიფქების სუნი..რაღაცნაირი ცივი
სურნელი ჰქონდა.ხარბად რომ შეისუნთქავდი და ფილტვებს გაგიყინავდა..სწორედ ამ მიზნი
თ გამოვაღე ფანჯარა,მინდოდა პირველი ფიფქი დამეჭირა.
-მიკეტე გოგო ფანჯარა ისედაც ვიყინები-გაბრაზებულმა შემომხედა მ
ეგობარმა..
-გრძნობები საერთოდ არ გაგაჩნიაა რააა-უკმაყოფილომ ზურგი ვაქციე და ბუხარში შეშა შევდე.
-არა უბრალოდ გრძნობებზე მაღლა ჩემს ჯანმრთელობას ვაყენებ...-შემომცინა და ჩაფიქრებული სახე მიიღო,უცებ სახე გაუნათდა,მომვარდა და ჩამეხუტა.
-ჰე ეხლა მითხარი,რა გენიალური იდეა დაიბადა შენში??-გამეცინა მის ბავშვურ საქციელზე და მეც ჩავეხუტე.ძალიან მიყვარდა..
-ხვალვე მივდივართ ჩემთან სოფელში სანამ გზები ჩაკეტილა..თან ბებიაჩემის სკლეროზის ამბავი ხო იცი?? გონია,რომ 2 წელია არ მინახავს,არადა 1 თვის წინ ვნახე.
-იცი რა? მშვენიერი იდეააა. ოღონდ რამდენიმე დღით,ახალი წლისთვის აქ ვიიყოთ რა..
-კი ბატონო,ახლა წავედი,დედაჩემს ვუთხრა.ხვალ დილითვე წავიდეთ.მიყვარხარ წავედიი-ბოლო სიტყვები კარებიდან მომაძახა,მე კიდევ ბუხართან დამტოვა,ფიქრებთან.
სრულიად განვსხვავდებით ერთმანეთისგან,მაგრამ რატომღაც ვახერხებთ გავუგოთ ერთმანეთს.ბავშვობიდან ერთად მოვდივართ,სულ ვკამათობთ ხოლმე,ხშირად გვაქვს ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებები,მაგრამ მაინც,უსაზღვროდ ვენდობოდი და მიყვარდა.ის ფაქტი,რომ რამდენიმე დღით ნანო ბებიასთან მივდიოდით,ძალიან მახარებდა.იმის მიუხედავად,რომ სკლეროზი ჰქონდა და ხშირად ნინიში ვეშლებოდი,მაინც მსიამოვნებდა მისი ნახვა.ყოველთვის საინტერესო ისტორიებს გვიყვება ხოლმე..მითუმეტეს მაშინ,როცა გონია იმ დროშია.
დილით ნინიმ გამაღვიძა როგორც ჩვევია,მაგრამ ამჯერად დიდი ზურგზაკითა და იმ ღიმილის თანხლებით,რომელიც ყოველთვის ბედნიერ დღეს მოასწავებდა.
-დეაკო,ადექი,1 საათში გადის მარშუტი..ვაიმე როგორ მიხარია ვერ წარმოიდგენ.თან აი არვიცი რააა.
-კარგი,კარგი დამშვიდდი  ჩავიცმევ და დავადგეთ თიანეთის გზას.
გზა საგრძნობლად გაიწელა,დათოვლილი ასფალტი უფრო ართულებდა მგზავრობას.
როგორც იქნა ჩავედით.ბევრჯერ ვყოფილვარ თიანეთში,მაგრამ ეს საოცრება იყო..გადათოვლილი მთები,უძრავად გაშეშებული ხეები.. აღუწერელია ის სიამოვნება,რაც ამ სილამაზის დანახვისას დამეუფლა.ისევ ნინის შეძახილმაა გამომაფხიზლა.ხმაურიანად გადაკოცნა ნანო ბებია და წელში მოხრილი,დანაოჭებული ბებია ხელში აიყვანა..
-როგორ მომენატრე ბებოოო , სულ რაღაც 1 თვეა არ მინახავხარ (ნინი)
-რაღა ერთი თვე შეეე გასახმობო წელიწადია არ მკადრულობ.
ჩემსკენ მოიხედა,წამით წარბშეკრული მიყურებდა,ვერ მიცნო მაგრამ შემდეგ მომვარდა და გადამეხვია.
-თაკოო ბებიააა როგორ ხარ შენ გენაცვალოს ჩემი თავი
-დეა ვარ ნანო ბებია,ნინის მეზობელი,არ გახსოვართ?? - თბილად მიმზერდა,არ გავბრაზებულვარ, ვიცოდი მისი გულმავიწყობა.
-უიიი ჩემი სიკვდილი,დამეფსოს თვალები,სულ გამომაშტერა ამ სკლეროზმა.-კიდევ ერთხელ ჩამიკრა გულში და ლოყები დამიკოცნა.
-ეჰ რამდენი ხანი გავიდა,როგორ გაზრდილხარ,დამშვენებულხარ,დაქალებულხარ,ეჰჰჰ რა სწრაფად მირბის დროო..
როგორც იქნა დავლაგდით,გარეთ საკმაოდ ციოდა,ნანო ბებოს ბუხარი დაენთო,როგორ მიყვარს ეს სიტუაცია,სითბო,გარეთ თოვლი,შიგნით კი გაუთავებელი ისტორიები,თვალცრემლიანი მთიული..
-წამო წამო დეაკო ჩვენ სალოსთან გავიდეთ აქეთააა,ბებიას ისტორიების მოსმენას მერედაც მოასწრებ.თან იქნებ ბედი გაგეხსნას და ვინმე მთიელს მაინც მოაწონო თავი.
-მთიელისთვის და ხისთავიანისთვის გემეტები გოგო??-არ ჩამოვრჩი ჩემს ნინის და გარეთ გავედით.
სალომეს კარგად ვიცნობდი,ჩვენი ასაკის გოგო იყო.ქალაქში იშვიათად ჩამოდიოდა,მაგრამ ამის მიუხედავად,საკმაოდ განათლებული იყო.კარგი მოსაუბრე და გამგები.
-სალომეეეეე-თავისი ომახიანი ხმით გასძანა ნინიმ-სააალოოოოოო
სახლის კარები გაიღო,ზღურბლზე მაღალი,შავგრემანი სილუეტი დავლანდეთ.
-დედააა რაფერ გაშავებულა ეს თეთრი ბავშვი-იმერლებისთვის დამახასიათებელი კილოთი წარმოსთქვა ნინიმ.
სილუეტი ნელნელა გვიახლოვდებოდა,თანდათან გამოიკვეთა განიერი მხრები,მამაკაცისთვის დამახასიათებელი მძიმე ნაბიჯები,სუნთქვა და ისიც მოგვიახლოვდა.
-შემობრძანდით-თქვა სილუეტმა მთიულისათვის დამახასიათებელი ცივი,მაღალი ბარიტონით.
ნინის გადავხედე,უცნაირად იღიმოდა,უცნობის სახეს ვერ ვამჩნევდი,ცოტა შიშმა მომიცვა,გამყინავი ხმა ჰქონდა..ნაცნობი,თითქოს სადღაც გამიგია ეს ხმა.
ნინიმ გამბედავად შეაბიჯა უზარმაზარ ეზოში,გაუკვალავ თოვლს მივიკვლევდით და წინ სილუეტი მიგვიძღოდა,ზურგიდანაც კი იკვეთებოდა მისი ვაჟკაცური ხასიათი და სიმკაცრე.
სახლში შევედით,არაფერი შეცვლილიყო შარშანს მერე,ისევ ისეთი სითბო და მყუდროება.
ოთახს ვათვალიერებდი და მხოლოდ ახლა შევამჩნიე სილუეტის,რომელიც უკვე დავხატე გონებაში ვაჟკაცად,სახე.სრულიად მომიცვა სიმშვიდემ,ღიმილმა დამფარა,შინაგანმა ენერგიამ ლამის იატაკს მიმაჯაჭვა.საოცარი ნაკვთები,ტუჩები,ცხვირი..როცა მისი სახის თითოეული ნაკვთის გამოკვლევას მოვრჩი თვალებს მივადექი,მაგრამ ნეტავ არც შემეხედა,ეგრევე ვინანე ჩემი აღფრთოვანება,თვალებში საშინელი,გამყინავი სიცივე ედგა.მტრულად,უმიზეზოდ მიმზერდა შავი წყვილი თვალი.თავი უცებ დავხარე,ვგრძნობდი მალე ავტირდებოდი..გვერდით გავიხედე,სალომე უკვე ოთახში შემოსულიყო და ნინის ეხვეოდა,არ გამიგონია მათი შეძახილი,მივედი გადავეხვიე და პატარა სკამზე,ბუხართან ჩამოვჯექი.
არ ჩავრეულვარ გოგონების საუბარში,ლაპარაკის უნარიც კი წართმეული მქონდა,თვალი კუთხისკენ მეპარებოდა,სადაც შავი სილუეტი წიგნს კითხულობდა,ადვილად ამოვიცანი ავტორი,მანველიძის მგლები..ჩემთის ერთ-ერთი ფავორიტი წიგნი იყო. ჩუმად ჩამეღიმა და თვალი ავარიდე.
უკვე თავი მტკიოდა ამდენი ფიქრით,სად,სად მყავდა ეს ადამიანი ნანახი? ვინ იყო სალომესი?? უნდა მეკითხა,მაგრამ როგორ?? გოგოების საუბარს მივადევნე ყური,იქნებ სადმე წამოცდეს მეთქი.არც შევმცდარვარ.
-როდის ჩამოვიდა ქალო ალექსანდრე??(ნინი)
-4 დღეა აქ არის უკვე.ალბათ რამდენიმე დღეში წავა.(სალომე)
აღარ შემეძლო გაჩერება,ნინის ვთხოვე,რომ წავსულიყავით...
-რა იყო რა დაგემართა გველნაკბენივით რომ გამოიქეცი ჰაა???-სახლიდან გასვლისთანავე მომაყარა ნინიმ-ალექსანდრეს ამბები მაინტერესებდა.-გაბრაზებულმა შემომბღვირა
-ვისი??-არმინდოდა შემეჩნია მისი იქ ყოფნა.
-ე.ი ალექსანდრე ჯაყელი,სალომე ჯაყელის ძმა,გერმანიაში იყო წასული 1 წელი,ახალი ჩამოსულია,ვიღაც გოგო დაუნიშნავს ეხლა,აქაური ვიღაც ნათია,თურმე ერთად მოდიან ბავშვობიდან,გიჟდებიან თურმე ერთმანეთისთვის.-სულმოუთქმელად მიაყარა ნინიმ..-25 წლისააა,ჩვენზე 7 წლით უფროსი..
-ააა,კაია.
სულმოუთქმელად ჩავიარეთ დაღმართი,სახლში ქოშინით შევედით,მესიამონა სითბო,ნანო ბებიას მზრუნველობა,უკვე საკმაო დრო გასულიყო,11 საათი სრულდებოდა,ისეთი დაღლილი,ემოციებისგან დაცლილი ვიყავი,მალე ჩამეძინა ნინის მიხუტებულს.
დილით ნინის კოცნამ გამაღვიძა,ყოველთვის ესე იცოდა,როცა ჩემთან რჩებოდა,ყოველთვის პირველი იღვიძებდა,მაკოცებდა შუბლზე და დგებოდა.გამეღიმა.
თვალების გახელა არ მინდოდა,ცეცხლის ხმა მესმოდა,ნანო ბებო დილით ამდგარიყო და სადილს ამზადებდა.
-გაიღვიძეთ ბებო??-თვილად შემოგვხედა-ადექით აწი,ხელპირი დაიბანეთ და მომიყევით ქალაქის ამბები.
გარეთ გავედი ხელ-პირის დასაბანად.ზამთრის სუსხი ურცხვად შემეხეთქა თბილ სახეზე,უსიამო შეგრძნება დამეუფლა,უცებ დავიბანე და ნაცნობი სახლისკენ გავიხედე,თეთრად გადათოვლილ სახლებში ისევ სილუეტი დავლანდე,შავად ანათებდა თეთრ გარემოს..მუხლებში სისუსტე ვიგრძენი,ჰაერი მეცოტავაა,მომეჩვენა,თითქოს ისიც მიმზერდა..
-დეა გამოფხიზლდი-ჩემს თავს შევძახე და მოღუშულმა ოთახში შევედი.ნანო ბებო რაღაცას გამალებით ეძებდა. ბუხარს მივუჯექი.
-დეა ბებია ჩემი სათვალე ხომ არ გინახავს სადმე?? დილის მერე დავეძებ,დავიქანცე ქალი.უი მაგ გასახმობიიი ფეხები გამოიბა ნეტა???
-რომელ სათვალეს ეძებთ ნანო ბებია?? თავზე რომ გიკეთიათ???-თან მეცინებოდა
-რაიო??? თავზეო??? უი ეს გადაშენდა სად ყოფილა,მე კიდევ მთელი დილა ამის ძებნაში გავლიე-თავზე ხელი შემოიტყა მთიულმა,სამზარეულოში გავიდა,ჩაის საოცარი სუნი მაგოდიოდა,აი ისეთი,მთელი ცხოვრება ჩაის რომ ვერ ვიტანდი და ახლა საოცრად რომ მომანდომა..
-დეაკო ჩვენ ახლა რა ვქნათ იცი??-მომიბრუნდა პირგამოტენილი ნინი,რომელსა ჩურჩხელა ჩუმად მოეპარა-რო შევჭამთ,ავდგეთ,წავიდეთ სალოსთან,დავუძახოთ მის ძმას და ჯოკერი ვითამაშოდ.
მისი ძმის გაგონებაზე გულმა რეჩხი მიყო,მისი ძმა,დანიშნული ალექსანდრე,მტრულად მომზირალი ორი შავი თვალი..გინდა კი დეა მაგასთან ერთად რამის თამაში -ჩემს თავს ვუსვამდი კითხვებს-დაიბნევი იქ მერე ბრინჯივით და გახდები იმ ჯიხვის დასაცინი,ჯერ საერთოდ თუ იკადრა შენთან თამაში,თუმცა რატომაც არა,გავბრაზდი ჩემს თავზე,აჩვენე ერთი მაგას როგორია წარბშეკრული დეა,თვითონ ხო გიყურებს მტრული თვალებით,შენ რატომ ვერ შეხედავ ერთი??? ჰმ-წარბაწეულმა შევხედე ცეცხლს
-გოგოო,ნუ გადამრიე შენ -შემომიბრუნდა ქალბატონი მხიარულება-გადავიდეთ თუ არა???
-გადავიდეთ ნინი გადავიდეთ რას მიყურებ მე 
-ხო რავიცი ერთი -გადაიკისკისა და ჩურჩხელა შემომთავაზა,მეც უარს ვიტყოდი??გემრიელად შევჭამე და რაც 18 წლის მანძილზე ჩაი არ დამილევია,ის მარაგი ავინაზღაური,ნინიც კი გაკვირვებული მიყურებდა.
-ბებო,შენ ახლა მოსწრე ხარ უდიდესი სასწაულის-თეატრალურად წარმოსთქვა ნინიმ-დეაკომ,რომელსაც მთელი ცხოვრებააა არ დაუკარებია ხელი ჩაისთვის,დღეს პირველად იგემა მისი გემო,ქალბატონო დეა-გადმომხედა და პური დაიკავა ხელში მიკრაპონის მაგივრად-გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილება,როგორი იყო??/
-საორაცი,სიტყვებითაც ვერ გადმოვცემ იმ გრძნობას,რაც ამ სითხის დალევისას დამეუფლა,დიდი მადლობა დედას,მამას,ბიძიას,ბიძაშვილებსა და ყველაზე დიდი მადლობა ნანო ბებიას,რომელმაც ეს ბედნიერი დღე მაჩუქა-არც მე დავაკელი განაზვა
წამიც და ნინის კისკისი მთელ მთიულეთს მოედო,მეც გამეცინა,ნანო ბებო ცოტა ხანი გაკვირვებული გვიყურებდა,შემდეგ ისიც აგვყვვა.კარგი დასაწყისი იყო,ვნახოთ რას გვიმზადებდაა ბედი საღამოსთვის.
სალოსთან წასვლა საღამოსთვის გადავდეთ,მანამდე კი მე და ნინის ჭორაობის სენმა შეგვიპყრო,არა რა,საოცრად მოქმედებდა ჩემზე თოვლი,ყოველთვის იმას მაკეთებინებდა,რაც არ მსურდა.გავჭორეთ რა მთელი თბილისი,მთელი ჰოლივუდი,ბოლოს ნინის პირადსაც მივადექით.
-აბა ნინი ჭეიშვილო,რახდება შენს გულსა შინა??-წარბაწეულმა გავხედე.
-აუ გოგო რა გითხრა ახლა,ჩემს კურსზე როა ხო იცი>> მაღალი,აი მაგ მწერს ეს დღეები,ძააან საყვარელია,ვაიმეეეე აი ძაან საყვარელია
-კაი დამშვიდდი,მერე ეხლა მეუბნები მაგას??
-გოგო რავიცი,მნიშვნელოვანი არაფერი,რა კარგი გოგო ხარო,რა ლამაზიო მეტი კიარაფერი -უდარდელად აიქნია ხელი ნინიმ.
-ხო მაგ არაფერი იქნება მერე სიყვარულში რომ გადავა და რა გაგიძლებს მერეე
-მე და სიყვარული გოგო??? უი შენ რა გითხარი-გადაიკისკისა ჩვეული სიცილით :დ-ჰეეე მოსაღამოვდა უკვე,ვჭამოთ და გადავიდეთ რააააა.-თემის შეცვლას შეეცადა ჩემი ნინიკო.
-კარგი,კარგი,ოღონდ იცოდე,მაგ თემას ისევ მივუბრუნდებით,ოღონდ შემდეგ ესე ვერ დაიძვრენ თავს
შევიფუთნეთ,ერთმანეთს ხელკავი გამოვდეთ და უკვე ჩვენს სიმაღლეზე დადებულ თოვლში ნელნელა გავიკვლიეთ გზა.ხელები პირდაპირ რომ ვთქვათ,წაგვეყინა,ნინის გამო გუშინ ხელთათმანები დამისველდა და არ იყო მშრალი.
-მასპინძეეეელოოოო-ისევ სიცილნარევი ხმით დასჭექა ნინიმ-სალომეეეე
-შემოდით-სახლიდან მოგვესმა მისი ხმა
ბალკონზე კარგად ჩამოვიფერთხეთ თოვლი და თბილ სახლში შევედით,სალომე ბუხართან იყო და რაღაცას აკეთებდა,მისი ძმა არ ჩანდა.ამოვისუნთქე.
-ქალო,ისე მაია დეიდა სადაა??-სასხვათაშორისოდ იკითხა ნინიმ,თან იქვე პატარა სამზე ჩამოჯდა და ხელების გალღობას შეუდგა,
-გოგო გუშინ ქალაქში იყო ჩასული,და ღამით მოვიდა,ახლა მეზობელთანააა,ნათია შეუძლოდ გამხდარა და გადავიდა ვაჟბატონთან ერთად.
შეუძლოდ გამხდარა ქალბატონი-ჩავიბურტყუნე ჩემთვის-რატომღაც უნახავად შევიძულე ის გოგო,ან რას ვერჩოდი?? ავიცი
-აი ძაან არ მომწონს ეგ გოგო რა-ლაპარაკს განაგრძობდა სალომე-ჯერ ალეკო წასული რომ იყო ვაბშე ხომ არ უკითხავს,ან როდის ჩამოდიოდა,ან სად იყო,შენც არ მომიკვდე,ეხლა კიდე როგორც კი ჩამოვიდა გული გამოუჭამა დავინიშნოთო..-ტუჩები უკმაყოფილოდ აიბზუა სალომ
-მერე შენს ვირ ძმას ვერ ეტყვი მაგას??-ვერ მოვითმინე მე
-გოგო რავიცი,მერიდება მაინც ჩემს გამო არ ჩაიშალოს რამე,თან უყვარს სიგიჟემდე.არ მინდა მერე მაგის მოჟამული სახის ყურება,წავა და გადაიკარგება მერე სადმე ისევ (სალო)
„აუფ,მოჟამულიო ისე თქვა,ვითომ სულ გაცინებული დადიოდეს“ -გავიფიქრე
საუბარი ხმაურმა შეგვაწყვეტინა,მალე ხმაურის ავტორებმაც შემოაღეს ხის დიდი კარები.მაია დეიდას დანახვისას სითბო ჩამეღვაარა სხეულში,ძალიან მიყვარდა ეს ქალი,როგორც კი დაგვინახა სახე გაებადრა,მოვიდა და გადაგვეხვია.
-დამეფსოს თვალები,ამათ ვის ვხედავ აქ,როგორ გაზრდილხართ შვილებო,გენაცვალოთ მაია დეიდა.დეაა როგორ ხარ შვილო?? ნინი კი ვნახე წინა თვეში
-რავიცი,როგორ უნდა ვიყო მაია დეიდა,თქვენ როგორ ხართ??-მაგიდას მივუსხედით და გვერდულად,ჩუმად ალექსანდრესაც გავხედე,ჩემკენ არც შემოუხედავს.
-ეჰ რავიცი შვილო,რავიცი,მალე დედამთილი გავხდები.(მაია)
-კარგია მაია დეიდა,გილოცავთ-ნაძალადევი მხიარულებით გავიღიმე.
-შენ რაშვები?? შეყვარებული ხომ არ გყავს??-თვალმოჭუტულმა გამიღიმა მაიამ
-არა მაია დეიდა,ვსწავლობ,ჯერ ადრეა,არც იძულებაზე გადავსულვარ ჯერ-მწარედ გავიღიმე და ისევ ალექსანდრეს გავხედე,დავინახე,ოდნავ გაეღიმა,გული გამიჩერდა,საოცარი ღიმილი ჰქონდა... ისევ ნინის კისკისმა გამომაფხიზლა,რომელიც შეპარულად გაკვირვებულადაც კი მიმზერდა.
-ჩვენ ახლა გვინდა ჯოკერის თამაშიიიიი-სიცილით წარმოთქვა სალომ-ალე მოდი რა გვეთამაშე
-არ მცალია-მოკლედ მოუჭრა
-ფუ,უჟმური-ისევ ვერ შევიკავე ემოციები.აშკარად ხმამაღლა ვთქვი,რადგან ოთხივე გაოცებული მიმზერდნენ,ისევ ნინიმ გაიცინა,რასაც ყველას სიცილიც მოყვა.
-უჟმური არა??-გამომხედა ალექსანდრე,,არვიცოდი თვალები სად წამეღო,ისე შემრცხვა თავი დავხარე და თითებს დავუწყე წვალება-კი ბატონო,ვითამაშოდ 
რა უნდა ვქნა?? ერთადერთი ის ,რომ კარგად ვითამაშო..
მთელი ის 30 წუთი,რაც თამაშს მოვუნდით,უხმოდ გავატარე,მხოლოდ მაშინ ვიღებდი ხმას,როცა ჩემი ხცადების დრო მოდიოდა.შიგადაშიგ ალექსანდრეს გავხედავდი ხოლმე,ისევ ისე,გახევებული,ვიცი მზერა.სახეზე შეყინული მკაცრი ემოცია.შიშის ზარს მცემდა მისი ეს სახე,ვერ ვიგებდე,ამაში მე ვიყავი დამნაშავე თუ უბრლოდ ესეთი იყო??
-ვსო მორჩა-წამოიყვირა ნინიმ-ვკრიბავ..ე.ი ბოლოზე მე,რა თქმა უნდა.მესამეზე სალომე.-დავიძაბე,აშკარად კარგად ვითამაშე,ეხლა რომ არ მომეგო ალბათ თავს მოვიკლავდი..
-და და და დაააააააააააააააააააააააააააამ 32.8 დეაკოს დააააა-ამომხედა ნინიმ და თვალი ჩამიკრა-32.7 ალექსანდრეს.
თუარ ვიკივლებდი არ მეგონა,რომ შემძლებოდა კედლებზეც გავიდოდი.გამარჯვებული მზერა მივაბყრე,რაც შემეძლო ცივად გავუღიმე და გოგონებს გავხედე.
-კარგად თამაშობ-მომაძახა და ოთახიდან გავიდა.
სალოდან მალე წამოვედით.ალექსანდრეზე ფიქრმა მომიცვა,ის ფაქტი მაგიჟებდა,რომ ვერ ვიხსენებდი,თუ სად მყავდა ნანახი,აშკარად მახსოვდა მისი სახე,ოღონდ არა ესეთი,არა მკარი და მოღუშული.
მისი ყოველი მოქმედების გახსენება დავიწყე,ის წუთი არ ამომდიოდა გონებიდან,წამით რომ გაიღიმა..გამეღიმა ჩემდაუნებურად,ბედნიერებისგან ლამის ვიკივლე, ვერ ვაკკავებდი ემოციებს გულში.წუთიც და ჩემ თავზე გავბრაზდი,რა უნდოდა ერთი ჩემგან?? ჰმ.
-სადააა კაცო ეს აჩკები გადამიყვანს ჭკუიდან.-ქოთქოთით შემოვიდა ნანო ბებო,რომელსაც სათვალე როგორც ყოველთვის თავზე ეკეთა.
-გიკეთიათ ნანო ბებო-ცეცხლზე თვალმოუცილებლად ვუპასუხე.
2 დღე საშინლად გავიდა,ამ 2 დღის განმავლობაში ალექსანდრეც კი ვერ ვნახე და ეს ფაქტი კიდევ უფრო მაღიზიანებდა.გუშინ უნდა წავსულიყავით თბილისში,მაგრამ გზები ჩაკეტილა,არადა თბილისში მინდოდა შეხვედრა.
დღეს კიდევ 31 იყო,ახალი წელი შემოდიოდა.გიჟს ვგავდი,წინასაახალწლო სამზადისმაც კი არ გამამხიარულა,ამას ალექსანდრეს უკმარისობაც ემატებოდა.
საღამო იყო,ყველაფრს მიუხედავად,მაინც გამომიკეთდა ხასიათი,თან მთიანეთში ახალი წლის შეხვედრა არც ისე ცუდი გამოდგებოდა,მჯეროდა.
აქტიურად ჩავერთე სამზადისში,გაუჩერებლივ დავრბოდი ოთახიდან ოთახში,საბედნიეროდ ალექსანდრეც გადამავიწყდა,მოუთმენლად ველოდებოდი ახალი წლის შემოსვლას,12 უკვე წუთები აკლდა,გარეთ გავიხედე,ფიფქებმა ნელნელა ჭიშკრამდე მიმიყვანა,ჰორიზონტს გავხედე,თეთრად გადათოვლილი მთების მეტი არაფერი მოჩანდა.
გონებაში ისევ ალექსანდრე ამომიტივტივდა,ახლა ალბათ ნათიასთანაა,ან საერთოდ სხვაგან არიას ერთად,ტკბილად შეხვდებიან ახალ წელს,ერთმანეთი უყვართ,რატომაც არააა??
ოოოოოხ,როგორ გამაბრაზა ჩემმა ფიქრებმა,რატომ,ხომ შეიძლება ჩემს გვერდით იყოს,ჩემი ხელი ეჭიროს და მათბობდეს,რომ იცოდეს,თუ როგორ მენატრება ალბათ მოვიდოდაა.
ხმაური შემომესმა,ვიღაც ხმაურით მოიკვლევდა აღმართს,სილუეტი 1 არ იყო,2 იყო, მაღალი და დაბალი.მაღალი,ალბათ ბიჭი,მეზობლად მდებარე სახლის ღობესთან გაჩერდა,გოგონას ხელი გაუშვა და სახლში შესვლამდე უკან არ მოუხედავს.
-ალბათ შეყვარეულები არიან-თბილად გამეღიმა,მაგრამმ უცებ ბიძგი ვიგრძენი,სანამ აშკარად გავიაზრებდი პიროვნებას,მუხლები მომეკვეთა და თოვლზე,პირქვე დავეცი.ბოლოს სმენას მძიმე ნაბიჯები მიწვდა,მერე კი გონება დავკარგე.
გონზე მოვედი,არ ვიცი სად ვარ,ან რამოხდა,ნელნელა ვიაზრებ,რომ ისინი,ჩემთვის კარგად ნაცნობი პიროვნებები იყვნენ,მონატრებამ წამში იცვალა მხარი..
თვალის გახელა მეშინოდა,მწარე რეალობის მეშინოდა,იმ მტრული მზერის მეშინოდა,რომელიც თვალის გახელისას დამხვდებოდა,
მალულად ავზიდე წამწამები,ჩემკენ მომზირალ,შავ თვალებს წავაწყდი,შიში,სითბო,ტკივილით აღსავსე თვალებს. -არა,შეუძლებელია ის იყოს,ის არ იქნება,მას არ შეუძლია იყოს თბილი...მაგრამ რეალობას ვერ გავექეცი,ჩემი ალექსანდრე მიმზერდა,ჩემი...ჩემი..
წამიც და გარეთ ზარების რეკვა გაისმა,ალბათ 12 შესრულდა..
-ერთადერთი,რასაც ახლა ვისურვებდი-ჩუმად,მაგრამ გასაგონად წარმოვთქვი-წამის შეჩერებაა,მხოლოდ 1 წამით რომ გაჩერდესდრო,მხოლოდ 1 წამით რომ შემეძლოს ესეთი ალექსანდრეს დამახსოვრება,სიცოცხლეს გავიღებდი მეხსიერების მუდმივობისთვის.-ცრემლები ვერ დავიმორჩილე და თავისუფლება მივანიჭე.თვალები დავხუჭე,არ შემეძლო კიდევ შემეხედა მისთვის.
თბილი თითების შეხება ვიგრძენი სახეზე,რომლებიც ნაზად მწმენდდა ცრემლებს.გამეღიმა,ვიგრძენი მისი მიმიკის ცვლაც.
-პატარა დეაკო,ჩემი პატარა გოგონა-ჩუმად წარმოთქვა მთიულმა.
განა შემეძნო გამეძლო??თვალგაუხელად მოვძებნე და ხელები კისერზე შემოვხვიე,ეხლა რომ გეკითხათ,დავთმობდი თუ არა სიცოცხლეს ამ წამისთვის,გეტყვით კი,ნამდვილად დავთმობდი,რადგან ეს უნიკალური წამები იყო,მის სულს ვგრძნობდი,მის გულისცემას ვუსმენდი,მის მკლავებს აღვიქვამდი ჩემს წელზე,განა არსებობს ამაზე ბედნიერი წამი,რომელიც შეჩერებად ღირს??მოულოდნელობისგან გავშრი,მის მკლავებს შევეყინე,აღმიდგა მისი ტკივილნარევი თბილი მზერა,თავი ოდნავ წამოვწიე და ვუთხარი,ჩუმად,ისე თითქოს არ მინდოდა ვინმეს გაეგო.
-გამახსენდი,სულ ვფიქრობდი,თუ სად მყავდი ნანახი,ეხლა აღმიდექი გონებაში,მთელი თვეები მხოლოდ 1 სიზმარს ვხედავდი,სადაც ერთი ბიჭი თბილი მზერით მიყურებდა,მერე ყოველთვის მეღვიძებოდა,მისი მხოლოდ მზერა მრჩებოდა გონებაში,და აი ახლა მივხვდი..ის უბრალოდ შენ იყავი..
კვლავ ვერ დავიმორჩილე ცრემლები.ალექსანდრე იდგა და მიყურებდა,მხოლოდ იმ მზერით,მარტო მე რომ მეკუთვნოდა და მარტო ჩემს სიზმრებს,ის სითბოთი,რომელიც მხოლოდ მე მათბობდა,ამ წამს,ზუსტად ამ წამს მივხვდი რომ მიღმიურად შემიყვარდა.
-სახლში წადი,ინერვიულებენ.-ისევ გამყინავი ბარიტონი დაუბრუნდა
უთქმელად ავდექი და სახლში წავედი.
შესვლისთანავე ნინის მწყრალი მზერა შემეგება,ნანო ბებომ კი ალბათ ვერც შეამჩნია ჩემი გაუჩინარება.
-ახალ წელს გილოცავთ,ეს წელი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის-მაგიდაზე დადგმულ სასმელს ხელი მოვკიდე და სულმოუთქმელად ჩავცალე.აი ეს მაკლდა.
შევატყვე,ნინის მოთმინების ფიალა ნელნელა ეწურებოდა,სადააცააა აფეთქდებოდა,დროს ვწელავდი,რამდენიმე ზარს ვუპასუხე და ოთახში ავედით დასაძინებლად.
-აბა გისმენ.(ნინი)
-მხოლოდ იმას გეტყვი,რომ ტკივილამდე შემიყვარდა,რომ მის გარეშე წამითაც ვერ გავძკებ,რომ ყველაფერს გავაკეთებ,იმისთის,რომ ერთად ვიყოთ.(დეა)
-ვიზე ამბობ დეა,ვინ გოოგ???
-ალექსანდრე.
არ დავაცალე ემოციების სრულად გამოხატვა,ჩავეხუტე და ავტირდი,მთელი ხმით და გრძნობებით,მაგრად ვუჭერდი მკლავებს.ვგრძნობ,რომ ჩემი ვერ იქნება,როგორ იქნება?? დანიშნული ყავს ვიღაც გოგო.ნათიაა.
-ნინ,მიშველე,რამით დამეხმარე,გესმის ჩემი?
-არა დეაკო,არ მესმის,როგორ,როგორ შეიყვარე,ხომ იცოდი რომ სხვა უყვარს??
0-არა ნინ,შენ თავს ვფიცავარ,ვგრძნობ რომ მასაც შევუყვარდი...
-ჩემი დეაკო,არ იტირო დეაკო.
გვიან გამეღვიძა,ნინი უკვე ამდგარი დამხვდა,გუშინდელი ჩემი საქციელი გამახსენდა,საშინლად შემრცხვა ჩემი თავის,რას იფიქრებდა ალექსანდრე?ან ნინი?? ღმერთო დამეხმარე 
სარკეში ჩახედვა არ მინდოდა,ისედაც ვგრძნობდი თვალები როგორი შეშუპებული მქონდა.მისაღებში ჩავედი,ბუხარს მივუჯექი..
-რა უნდა ქნა ეხლა დეა??-ჩემ თავს დავუწყე ლაპარაკი- ვერასდროს ვერ იქნებით ერთად,მას სხვა უნდა,შენთვის არაფრით მიატოვებს ბავშვობის სიყვარულს.მის ადგილზე შენც ესე მოიქცეოდი დეა..ახლა მთავარია გზები მალე გაიკვალოს და თბილისში დაბრუნდე.შენს მეგობრებსა და თაყვანისმცელმებს ნახავ და ალექსანდრეც გადაგავიწყდება.სხვა გამოსავალი არ გაქვს,არ შეგწევს ბრძოლის უნარი..
-დღეს სალოს დაბადების დღეა,დაპარიჟებულები ვართ-ფიქრი გამაწყვეტინა ნინიმ-უნდა წამოხვიდე,თან აუცილებლად.
-ჩემი იქ ყოფნა აუცილებელი არააა ნინ..
-არაა,აუცილებელია. ნათიაც იქ იქნება,მიეჩვევი მაგ 2 ერთად და დავიწყება არ გაგიჭირდება.
-არვიცი არვიცი,,, მანამდე რა ვქნათ??
-მანამდე გადავიდეთ სალოსთან და მომზადებაში დავეხმაროთ მაია დეიდას.
რატომაც არა?? უნდა მივეჩვიე მასთან ერთად უმისობას.ჰაჰ,არა თავს ვიტყუებ,უბრალოდ მის გვერდით ყოფნა მინდა,შორიდან მინდა ვუყურო მის მკაცს მზერას.
გარეთ გავედით,თოვლი,იმის მაგივრად რომ დადნეს,პირიქით,უფრო დიდზე დებს,წარმოდგენაც არ მინდა,რომ აქ შეიძლება კიდევ დიდხანს გავჩერდეთ.
-გამარჯობათ მაია დეიდა,როგორ ხართ??-ოთახში შევლისთანავე მაიას მივესალმე,გვერდით არ გამიხედავსსს,არ მინდა მოულოდნელი მზერისგან გული წამივიდეს.
-ოჰ ჩემიგვრიტებიც მოფრთხიალდნენ-ფქვილში გასვრილი ხელები გადაიბანა და ყავის მადუღარას მოკიდა ხელი-სალომე რაიონში გავუშვი,რაღაცები მაკლდა და მალე მოვა.
-თქვენი ვაჟკაცი ვერ გაუშვით მერე მაია დეიდა??-კბილი გავკარი ალექსანდრეს.
-ეგეც წავიდა-შემოგვცინა მაიამ და ყავა დაგვისხა,თვითონაც მაგიდაზე ჩამოჯდა.
-19 ხდება დღეს ჩემი გოგო,მეზობლის რამდენიმე ბავშვი იქნება,თქვენ და ალექსანდრე სატრფოთი-აშკარა უკმაყოფილება აესახა ქალს სახეზე-ძალიან მიხარია,თქვენც რომ აქ ხართ,გუშინ ისე უხაროდა,გგოგოებიც იქნებიანო რომ არვიცი...აი ისენიც მოვიდნენ-გარედან ხმა შემოისმა
ოთახში დათოვლილი და-ძმა შემოიმართა.ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები,ერთი საშინლად მკარცი,მეორე საშინლად თბილი.სალოსთან მივედი,გადავეხვიე და მივულოცე,ალექსანდრესთვის ყურადღებას არ მიმიქცევია,გავურბოდი მის ცივ მზერას.
მაგიდის გაწყობას შევუდექით,ყველაფერი ისე გემრიელად გამოიყურება,ერთი სული მაქ როდის დავჯდებით.ალექსანდრეს შორიდან ვუყურებ,არ ერევა ჩვენს ალიაქოთში,ზის და მგლებს კითხულობს.თავს ვიკავებდი,იმდენად მინდოდა მივსულიყავი,თვალებში ჩამეხედა და წამით მაინც დამეჭირა ჩემი მზერა,რომ ლამის გიჟს ვგავდი.
სტუმრების მოსვლის დრო დადგა,ძალიან ვნერვიულობ,არვიცი სად წავიდე,ალექსანდრე ნახევარი საათია უკვე სადღაც გავიდა,ვცმუკავ,ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები.ყველას გული გავუწყალე,ბოლოს მივხვდი და ბუხარს მივუჯექი,ხელში ლიმონატიანი ჟიქა მიდევს და ცეცხლს ვუყურებ.გარეთ ხმაური შემომესმა,არ ავმდგარვად,უკნიდან ვუსმენდი,თუ როგორ შემოვიდა ალექსანდრე მძიმე ნაბიჯებით ოთახში,უკან,ალბათ,ის გოგო მოყვებოდა,მათ კიდევ 2 ადამიანი მოყვათ... ვინამუსე და შევტრიალდი.
ჩემს წინ,ალექსანდრე იდგა,გვერდით ძალიან ლამაზი,აი ისეთი,მხოლოდ მთიულეთს რომ შეუძლია გაზადროს,გოგო ედგა,გოგო არ იყო უფრო ქალი,ჩამოყალიბებული ქალი.ისეთი ლამაზი იყო შემრცხვა,შემრცხვა ჩემი უბრალოების და გამოურჩეულობის.სუნთქვა შემეკრა,ვლოცულობდი რომ გული არ წამსვლობა,რაღაც უნდა მექნა,ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და ჭიქა ხელიდან გავაგდე.
-ბედნიერების ნიშანია,ბედნიერებიიის-ომახიანად შესძახა მაია დეიდამ
-მაპატიეთ მაია დეიდა-ცრემლმორეულმა მივუგე-შემთქვევით გამივარდა.
-რას ამბობ დეიდა,მაგის ჯავრი არ გქონდეს.-სტუმრებს მიუბრუნდა-შემოდით,დასხედით მაგიდაზე.
ახლად შემოსულთ თავის დაკვრით მივესალმე,ნათიას ოდნავ შესამჩნევლად გავუღიმე,მაგიდის კუთხეში სალოს გვერდით ჩამოვჯეექი,სპეციალურად ავირჩიე ეს ადგილი,აქედან არ ჩანდნენ ბედნიერი წყვილი.
მაგიდიდან ხშირას ვდგებოდი,მინდოდა ალექსანდრესშევემჩნიე,1 წამით მაინც მოექცია ჩემთვის ყურადღება,მაგრამ ამაოდ,ბოლოს ბუხართან ჩამოოვჯექი,ხელში კონიაკის ჭიქა დავიჭირე და ნენელა სმა დავიწყე.
-არ შეიძლება ამდენი კონიაკო,დათვრები და ცუდათ გახდები-გვერდით ვიღაც მომიჯდა,გავხედე,მასში მეზობელი ვატო ამოვიცანი.თავში გიჟურმა იდეამ დამარტყა.
-აჰაჰაჰჰა-გამომწვევად გავიცინე,რომ ალექსანდრეს ყურამდე მისულიყო-მადლობთ ყურადღებისთვის,მაგრამ ადვილად ვიტან დასალევს.
-მართლა??-სანამ პასუხს გავცემდი,გვერდულად გავხედე მთიულს,იმაზე მკაცრი მზერა ჰქონდა,ვიდრე მოველოდი.გულში ჩავიცინე,ესეიგი გეგმა ამართლებს.
-დიახ,გინდა შევამოწმოთ??-ეშმაკურად შევხედე.
-რატომაც არა-ეგრევე დამთანხმდა ვატო,მაგიდას დავუბრუნდით,გვერდით მომიჯდა და სასმელი ჩამომისვა-მე ვატო.
-დეა,მაგრამ შენ შეგიძლია დეაკოთი მომმართო-გაარშიყება ვცადე.
შესამოწმებლად ისევ გადავხედე მთიულს,ისევ ისეთი,მკაცრი,ზიზღით სავსე მზერა,შემეცოდა,წამით გადავიფიქრე კიდეც,მაგრამ ის თუ მაბრაზებდა?? რატომ ქონდა ხელი ჩაკიდებული ნათიაზე??? ჰმ.მეტის ღირსი ხარ.შეუმჩნევლად შევუბღვირე და ვატოს გავხედე.
-ძალიან სასიამოვნოა.აქ რამდენი ხნით ხართ??
-რავიცი,ალბათ სანამ გზებს გაკვალაენ-შედარებით შევამკაცრე ტონი,არ მინდოდა ძალიან სლაბად გამოვჩენილიყავი.
-მართლა?? როგორ გამახარეთ,მეც მაგას ველოდები,შემიძლია მეთვითონ ჩაგიყვანოთ თბილისში.-ვაი შემს პატრონს,გულში გავიფიქრე მაგრამ არაფერი მითქვამს.
სამზარეულოში გავედი,სულის მოთქმა მჭირდებოდა,როგორც კი ხალხს მოვეფარე,ავკანკალდი,ცრემლებს ძლივს ვიკავებდი,ის ისეთი ლამაზი იყო,ისეთი ნაზი,მე კიდევ..მეე მახინჯიი და შეუხედავიი...
-ჩემს ნერვებს ნუ ცდი,დაისვენე ერთ ადგილას და ნუ იყენებ ვატოს-უკნიდან ხმა შემომესმა,ჟრუანტელიც ვერ დავიმორჩილე,ბედნიერებისგან ცამდე გამეღიმა,ცამდე მეტკინა,მის სუნთქვას ვგრძნობდი ოთახში,მის იქ ყოფნას.
შევბრუნდი,რომ არ წავქცეულიყავი სკამს მოვეჭიდე,ისეთი საოცარი იყო,ისე უხდებოდა გაბრაზება,ეჭვიანობა,სუნთქვა მეკვროდა.
-ეგრე აღარ მოიქცე,მეც გავაჩნია ნერვები და არ მინდა ეს დღე ცუდათ დამთავრდეს-ყინულივით ცივი ხმით მომიგდო და შეტრიალდა.
ასე წასვლის ნებას არ მივცემდი-ალექსანდრე-ჩუმად დავუძახე,ისე რომ მყუდროება არ დამერღვია.
გაჩერდა,მაგრამ არ შემობრუნდა. მივუახლოვდი და ჩავეხუტე,მის ზურგს მივეყრდენი,დაკუნთულ მუცელზე ხელები შემოვაჭვდე და ღმერთს მხოლოდ ერთს ვთხოვდი,არა ორს. მისი მზერა დამენახა და ეს წამიც გაეჩერებინა.
-არ შემიძლია სხვანაირად.-ჩუმად აღმომხდა.
ხელები მომკიდა,წამით მომეალერსა და ცივად გამაშვებინა,უხმოდ,უთქმელად გავიდა ოთახიდან.
ბედნიერებისგან თავბრუ დამეხვა,არ შემიძლია მის გარეშე,არააააააა....
ოთახში დავბრუნდი,საგანგებოდ არ გავხედე ალექსანდრეს,ვიცოდი მისი მზერა ხასიათს წამიხდენდა.
-ნინ,მალე წავიდეთ ხი??-ღიმილით გადავულააპარაკე ნინის
-ცოტაც და წავიდეთ.-მანაც ღიმილი შემახვედრა.
დარჩენილი საათი,რაც სალოსთან გავატარე,ალექსანდრეს ვიკვლევდი,მის ყოველ მოძრაობას,მის ყოველ გაღიმებას,რომელიც მე არ მეკუთვნოდა,მის ყოველ მოწეულ ღერს ვითვლიდი.არ მაინტერესებს,იქ მყოფი რას იფიქრებენ,მე უბრალოდ ვტკბებოდი მისით.მმისი ვაჟკაცობით ვამაყობდი.არ ვიმჩნევდი არც ნათიას,არც სალომეს,არც მის ოჯახში შეკრებილ მეგობრებსა და ახლობლებს.
ვუყურებდი და მეღიმებოდაა,მეღიმებოდა ბედნიერებით,გამოუთქმელი გრძნობებით.მთელი საღამო ველოდებოდი ჩემს ღიმილს,ღიმილს,რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა.მაგრამ ვერ მივიღე,ბოლო წუთამდე ველოდებოდი,მაგამ არადა არ გამიღიმა.
სახლის გზას ვადექით როდესაც უცებ შევჩერდიი.
-ტელეფონი დამრჩა-შეძრულმა წამოვიყვირე.
-კაი რა იყო მერე-გამიცინა მთვრალმა ნინიმ-მიდი დაგელოდები,ოღონდ ნუ გამყინავ.
-არ მინდა კაცო შედი სახლში.
-კი ბატონოოო.
უკან შევბრუნდი,ფეხს ავუჩქარე,სალომეს სახლში დაუძახებლად შევედი,ოთახში მთვრალი ალექსანდრე დამხვდა.ბუხართან იჯდა და ჩემს ფოოტოებს ათვალიერებდა ტელეფონში,სახეზე ის ღიმმილი დასთამაშებდა,რომელიც მე მაგიჟებდა.ჩუმად მივუახლოვდი,უკნიდან ვუყურებდი,თუ როგორ აახლოვებდა ჩემს თითოეულ ფოტოს,როგორ ეღიმებოდა,როგორ ბუტბუტებდა ჩემს სახელს,სიზმარი მეგონა,ყველაზე ბედნიერი სიზმარი.
-რატომ შემაყვარე თავი დეაკო,რატომ ამირიე ცხოვრება??- ჩუმად ლაპარაკობდა ჩემი ალექსანდრე,მეგონა დამინახა,მაგრამ არა,ფოტოს უყურებდა-სულ შენ რატომ მელანდები??იცი როგორ მიჭირს თავის შეკავება??
-გთხოვ გაჩერდი-როგორ ყოველთვის ჩემი მოუთმენლობით გავაფუჭე საქმე,უცებ შეჩერდა,უკან მოიხედა,გაკვირვებული მზერა მომაბყრო,თვალები გაუბრწყინდა,1000 ემოცია გამოისახა მის ნაკვთებზე.ფეხზე წამოგდა,არაფერი არ უთქვმს,ხელი ჩამკიდა და გარეთ წავედით.არ მინდოდა ისევ რამე გამეფუჭებინა ჩემი უადგილო კითქვებით.დავიცადე,სანამ თვითონ დაიწყებდა საუბარს.
-სულს მიხუთავ-გული ჩამწყდა-დღეს ლამის გამაგიჟე,შენი ყოველი მოახლოება მაფორიაქებს,-გული ამიფრთხიალდა-ვერ გიძლებ გესმის?? ვერ ვუძლებ შენს სიახლოვეს, არ შემიძლია ჩემს გვერდით იყო და არ შემოგხედო,არ მოგეფერო ფიქრებით.გესმის ჩემი?? იმ პირველ დღეს,როცა დაგინახე,როცა შენი დაბნეული თვალები დაკვირვებით მათვალიერებდა,აი მაშინ მივხვდი,რომ დიდი გარდატეხა ხდებოდა ჩემში.მის მერე აგერ უკვე 1 კვირა გავიდა,1 კვირაში შეგისისხლხორცე,იმდენად მიგეჩვიე,ის 2 დღეც კი გამიჭირდა,უშენოდ რომ გავატარე.დეაკო გესმის?? იმდენად შემიყვარდი,იმდენად ვარ მოცული შენით,ყველაფერზე უარს ვამბობ,ყველაფერს დავთმობ,ოღონდ შენი თვალები მიმზერდეს ყოველთვის,შენი სიყვარულით და შიშით სავსე თვალები.
დავმუნჯდი,ვიდექი და ვუსმენდი,თუ როგორ მიხსნიდა სიყვარულს უსაყვარლესი ადამიანი,რა უნდა მეთქვა,სიტყვებიც კი ზედმეტი იყო,მეღიმებოდა და იმ თვალებში ჩავცქეროდი,ასე რომ მაბედნიერებდა.
-ყველაფერს დავთმობ შენი ერთი თბილი მზერის გამო,აი მაგ მზერის გამო სულს მივყიდი ნებისმიერს.
-იცი?? როდის გაგაღმერთებ???როცა ჩემი ცივი მზერის მიღმა თბილ მზერას დაიჭერ,როცა უთქმელ სიტყვებს გაიგებ,როცა გვერდით გეყოლები და მოგენატრები,აი მაშინ.
-ალექსანდრეე-სუნთქვაც აღარ შემეძლო,ჰაერი მაკლდა.
სახლს მივუახლოვდით,ტელეფონი უხმოდ გამომიწოდა,სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა,თითქოს სულში შეღწევას ცდილობდა,თითქოს ჩემში შემოსვლას ლამობდა.მზერამ გამაშეშა,მოძრაობის უნარი დამაკარგვინა,თვალები დამებურა,ცრემლებიც ყოველთვის უადგილო მომენტში მომდიოდა,გაეღიმა,ღმერთო ამ მომენტის გაჩერებაც მინდააა...
მიმიზიდა და თვალებზე მაკოცა-შენი ყოველი ცრემლის ესე უკვალოდ წაშლას არ გაპატიებ-მეორე თვალზეც მაკოცა-შენი ყოველი მოქმედება ჩემია,მე მეკუთვნის,ჩემი საკუთრებაა.არ მოგცემ ნებას,ესე უმიზეზოდ ხარჯო.სახლში შედი,გაცივდები..
როგორც ყოველთვის უთქმელად გაბრუნდა,რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ დავუძახე
-ალექსანდრე-შემობრუნდა,ისევ ჩემი ღიმილით და მზერით,წამებში ფოტო გადავუღე,გაღიმებულს..შევბრუნდი და სახლში შევედი.ეგრევე ეკრანზე დავაყენე,საოცრად ჩანდა,თეთრ ფონზე შავებში ჩაცმული,თბილად მოღიმარე,მხოლოდ ჩემი ალექსანდრე.
ყველაზე ტკბილად მეძინა,მაგრამ დილა საშინლად დაიწყო.
პირველ რიგში რაც გავიგე,ის იყო,რომ ხვალ დილით მივდიოდით.
-გზები გაწმინდეს-ირიბად გადმომხედა ნინიმ.-რა ვქნათ?
-უნდა წავიდეთ-ხმაჩამწყდარმა ვუპასუხე.
იმ დღეს არ მინახავს ალექსანდრე,არც მეორე დილით,წასვლამდე 1 საათით ადრე სალოსთან ავედი დასამშვიდობებლად.არსად ჩანდა,მაგიდაზე გადაშლიილი მგლები იყო.შეუმჩნევლად მივუახლოვდი,კალამი ავიღე და იმ გვერდზე,სადაც ეკა,მონატრებულ ლუკას გულში იხუტებდა,დავწერე.
„მხოლოდ ერთს ვთხოვ უფალს,ყოველი ის წამი,რომელიც შენ გიკავშირდება,სამუდამოდ შემიჩეროს გონებაში.
მიყვარხარ ყველაზე მთიულური გრძნობით.
ყველაზე თბილი მზერით“
მივიხურე კარები და წამოვედი,დაუმშვიდობებლად,სიტყვის უთქმელად.
დავნებდი იმ მომენტში,როცა სიკვდილამდე უნდა მებრძოლა.
___________________________________________________________________________________
ყველაზე მძიმე წუთები გავიარე,ყველაზე მძიმე გაზაფხული,ზაფხული,შემოდგომა,ზამთარი,ისევ გაზაფხული,ისევ მცხუნვარე ზაფხული.
წელიწად ნახევარია,ყოველ დილით ვიღვიძებ,მის ფოტოს ვუყურებ და მივდივარ უმიზნოდ,უკვალოდ,უხალისოდ.
გესმით რას ნიშნავს ცხოვრების აზრის დაკარგვა??არა,თქვენ ვერ მიხვდებით,ვერ გაიაზრებთ ყველა იმ ტკივილს,რაც ეს წელიწად ნახევარია განვიცდი.
ყველა ის წუთი მაქვს შეჩერებული,რომელის მის სახელს უკავშირდება.ყველა ის სიტყვა მაქვს დათვლილი,რომელიც მას უთქვამს.ყველა ის ემოცია მახსოვს,ყველა ის გამოხედვა..
სრულიად მივეჯაჭვე ფიქრებს,მოგონებებს,განვლილ დღეებს.
დამიმონა,დამიმორჩილა,ხეიბარი გამხადა მისმა მონატრებამ. იცით რას ნიშნავს ესს?? არა არ იცით.
წარმოუდგენელ სიმარტოვეს ვგრძნობ,ენით აღუწერელ მარტოობას,სულის შემხუთველ უმისობას.
ჩემი მთიული,ჩემი ვაჟკაცი,ჩემი ნეტარება,ჩემი არაამქვეყნიური საოცრება. ჩემი წარმოუდგენელი მონატრება.
ყველაფერს გავიღებ,ოღონდ 1 წამით მანახა,ერთი წამით შემეძლოს მისი შეგრძნება,მაგრამ არ შემიძლია...
ვერ ვუბრუნდები დღევანდელობას,ვერ ვიაზრებ მომხდარს,ჩემს თავზე ვბრაზობ,რატომ არ დავემშვიდობე,ერთი სიტყვა მეთქვა,ერთიი....
ფიქრები ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა.
ნინი მირეკავდა,ის ნინი,რომელიც ეს წელია გვერდიდან არ მომშორებია,რომელიც ზედმიწევნით იზიარებდა ჩემს ტკივლის,რომელიც უზომოდ იყო ახლოს და ამავდროულად უკიდეგანოდ შორს ჩემგან.
-ხო ნინ-არაფრისმთქმელი ხმით ვუპასუხე.
-ნანო ბებო გარდაიცვალაააა-საშინელი,შემძრწუნებელი ხმა მომესმა ტელეფონიდან.
გაუაზრებლად გავთიშე და ნინისთან წავედი,სახლში შესულს საშინელი სანახაობა დამხვდა,ყველა ტიროდა,ყველა ოხრავდა,მხოლოდ ახლა გავიაზრე მომხდარი და იქვე კედელთან ჩავიკეცე.
გაუაზრებლად აღმოვჩნდი თიანეთისაკენ მიმავალ გზაზე,ნინის ხელ მეჭირა და წამის მეასედში ერთხელ თავზე ვკოცნიდი,ვერ ვამშვიდებდი,ვერც ვმშვიდდებოდი.
იქ მისულს სული შემეხუთა,მთელი სოფელი იქ იყო,ყველას უყვარდა ნანო ბებო,ყველას ენანებოდა მისი მიბარება მიწას.
4 დღე ნინის არ მოვშორებივარ,4 დღე ვცდილობდი მეტირა,მაგრამ ამაოდ.ვნახე სალომე და მაია დეიდაც.ვნახე ხელზე ოქროსბეჭდიანი ნათიაც,მაგრამ არ მინახავს ის.
ბოლო პანაშვიდი იყო,ხალხის ნაკადი არ იკლებდა,კარების პირდაპირ ვიჯექი,ეზოში ყველა შემოსულ ხალხს ვაკვირდებოდი. თავი ჩავხარე.5წუთი თავაუღებლად ვიჯექი და ნინის ხელებს ვათბობდი.
შეიშმუშნა,რაღაცას მანიშნებდა,მაგრამ ვერ ვხედავდი.
-ამოიხედე-ჩახლეჩილი ხმით გადმომიჩურჩულა ნინიმ
თავი ავწიე და დავინახე.
ჯერ სილუეტს ვხედავდი,ფართოდ გაშლილ მხრებს,მძიმე,მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ნაბიჯებს.
რა ვიგრძენი?? კიდევ ერთხელ ვახსენე უფალი და კიდევ ერთხელ შევაჩერე წამი.
გული ტკივილისგან მომეწურა.
კარებში წელში მოხრილი შემოვიდა.სიგარეტი ნერვიულად გადაააგდო,კრუგი დაარტყა და მამაკაცებთან დადგა.
ჯერ 1 ცრემლი,მერე მეორე,მესამე,მთელი ხმით,მთელი გრძნობით ავტირდი,მხოლოდ ნინი ხვდებოდა რა მატირებდა,მხოლოდ ის მიჭერდა სისხლის გაშრობამდე ხელს.
ვტიროდი,ისე როგორც არასდროს,ისე როგორც არ მიტირია არც დედის,არც მამის,არც უკანასკნელი პატრონის,ბებიას გარდაცვალებისას.
ავტირდი მთელი მწუხარებით და მთელი ბედნიერებით.
ვერ ვუყურებდი,ვერ გავუძლებდი,ვერ შევხედავდი...
ვტიროდი გამალებით,სულმოუთქმენლად,ბოლო წვეთამდე,ბოლო ცრემლამდე.ბოლო ემოციიის გალევამდე ვტიროდი.
ძალა გამომეცალა,ნინიმ მხარს მივესვენე,ირიბად გავხედე ალექსანდრეს,რომელიც ნერვილად ეწეოდა ღერს ღერზე,რომელიც შეუმჩნევლად მიყურებდა და სწორედ ამ წამს,როცა ცივად,არაფრისგამომხატველი მზერა მომაბყრო,ახლა დავიჭირე ის წამი,რომელზეც ვოცნებობდი,ახლა დავინახე სიცივეს ამოფარებული უღრმესად თბილი მზერა,უთქველ სიტყვებში ნათქვამი უდიდესი გრძნობები,ახლა ამოვიკითხე მის თვალებში გამეფებული უდიდესი მონატრება.
იმ დედის მოთმინებით ვითმენდი საღამომდე,რომელიც ჯარში წასულ შვილს ელოდება.იმ მამის რკინის ნერვებით ვითმენდი,რომელიც შვილის დავაჟკაცებას ელის.
ვერ გამოვთქვამ,არ ძალმიძს იმ გრძნობის სიტყვით გადმოცემა,რაც იმ წამებში დამეუფლა,როცა მისი სუნთქვა ჩემს გვერდით ვიგრძენი.როცა ხელი მომკიდა და უმიზნოდ მატარა ნახევარი სააათი უთქმელად.
პატარა კოშკს მივადექით.
თბილი საღამო იდგა,მაგრამ მაინც მციოდა,მციოდა მისი სიახლოვე და მისი უმოქმედობა.
აუჩქარებლად,როგორც ჩვევია,ხელი შემიშვა და სადღაც წავიდა.
გეფიცებით ყველაზე წმინდას,მთელი ხმით,იოგების ჩახლეჩამდე ვიკივლე,გამაყრუებელმა ტკივილმა შემიბყრო,სად მიდიოდა?? ამდენი ხნის შემდეგ,როცა ძლივს ვნახე,ძლივს შევიგრძენი,სად მიდიოდა?? სად მტოვებდა??
ვკიოდი,არა ეს კივილი არ არის,ეს უფრო შვილებ მოტაცებული დედის ხავილი იყო.იმ მგლის ყმუილი იყო,შვილს რომ მოუკლავენ ბრაკონიერები.
-ალექსანდრეეეე-გამალებით ვყვიროდი და მერე დავინახე.
გულმაა უსწრაფესად დაიწყოცემა, სისხლძარღვები ვეღარ უძლებდა სისხლის შემოტევარ,ახლარომ ინფარკტი დამმართნოდა,ყველაზე ბუნებრივი იქნებოდა.
იმაზე მეტად შემძრა მისმა დანახვამ,ვიდრე პანაშვიდზე დანახვისას.ნელა,აუჩქარებლად მიახლოვდებოდა,იმ მზერით მამშვიდებდა,რომელიც უძვირფასეს წამებად მიღირდა.
არ დაველოდე მის მოახლოებას,არ დაველოდე მის მოსვლას.იმაზე სწრაფად დავფარე მანძილი,ვიდრე საუკეთესო მორბენალს შეეძლო.
წუთიც და მის მკერდს მივენარცხე,ასეთი ძლიერი რომ არ ყოფილიყო,ალბათ წაიქცეოდა კიდეც,ისეთი სიძლიერით მივეხუტე,როგორც აიზბერგი ტიტანიკს,ისეთი წრფელი გრძნობით ჩავეხუტე,როგორც სარეცელს მიჯაჭვულ ჯულიეტას,რომეო.
მეტი არ შემეძლო,მთელი სიძლიერით,მთელი ემოციიით ვეხუტებოდი.
მთელი სიძლიერით მეხუტებოდა,მთელი ტკივილთ მიკრავდა მისი ძლიერი მკლავბი გულში.
5 წუთი?? 10?? არა 1 საათი,ზუსტად 1 სააათი ვიყავი მიჯაჭვული მის მკერდზე,1 სააათი ვტიროდი მოთქმით,1 საათი მიშრობდა თითოეულ ცრემლს მისი ტუჩები.
იმდენად ამაზრზენი მონატრება მტანჯავდა,არ მჯეროდა,იმ წამამდე არ მჯეროდა,სანამ მისი სახე არ დაიცვარა პატარა სპეტაკი ცრემლებით.
მაშინ მართლა ვირწმუნე,მაშინ ღმერთს გავუტოლე.
არ მჯეროდა,არ მესმოდა,ვერ ვხედავდი,ვგრძნობდი მის ცრემლებს,მის მონატრებულ მზერას ვგრძნობდი მთელი სხეულით.
მხოლოდ ბოლოს,როცა ხელები მიშვა,მივხვდი,თუ როგორი სიმძლავრით ვყავდი მკლავებში მოქცეული.ფილტვები ამტკივდა...
-„-„მხოლოდ ერთს ვთხოვ უფალს,ყოველი ის წამი,რომელიც შენ გიკავშირდება,სამუდამოდ შემიჩეროს გონებაში.
მიყვარხარ ყველაზე მთიულური გრძნობით.
ყველაზე თბილი მზერით“ “-წარმოუდგენელი სინაზით წარმოთქვა ის სიტყვები,რაც წელიწად ნახევრის წინ დავუტოვე,საოცარი სინაზით ამოიღო ჯიბიდან ფურცელი,სადაც გაკრული ხელით მეწერა ეს სიტყვები.
-მიყვარხარ ალექსანდრე,მიყვარხარ იმაზე მეტად,ვიდრე 20 წლიანი პატიმრობის შემდეგ გამოსულ მსჯავლდებულს თავისუფლება. იმ მწყურვალზე მეტად,რომელიც მთელი წლის უწყლოდ სიარულის შემდეგ ერთს წვეთ წყალს დალევს. იმ ყველაზე წრფელი გრძნობით მიყვარხარ,ვიდრე ეს წიგნებშია აღწერილი.
მის თვალებს ვუყურებდი,მის მზერას ვიჭერდი და მიხაროდა,მიხაროდა,რომ ეხლა ჩემთან იყო,რომ შემეძლო მეცქერა....
-იმ მხატვრების,მწერლების,იმ ხელოვანთა მუზებზე მეტად მიყვარხარ.-აღმოხდა მონატრებულ ხმას.
გულში ჩამწვდა მისი სიტყვები,ისევ მოვეხვიე,ისევ ამეტირა,ისევ იგივე განმეორდა.
მაგრამ..
ცივად მოვიშორე მისი მკლავები,ცივად მოვიწმინდე მისი ნაკოცნი თითოეული ადგილი.
გაშეშდააა,გაკვირვებულმა შემომხედააა.
-მოღალატე ხარ-ყველაზე მტკკივნეულად წარმოვთქვი,ნათიას ოქროსბეჭდიანი ხელი ამომიტივტივდა გონებაში.
თავიდან ტკივილისგან დაღრეცილი სახით მიყურებდა,მაგრამ მერე გაეცინა,ისტერიულად გაეცინა,ისტერიულად მიკრავდა გულში,ცივად ვიშორებდი მე.
-ეს ის არ არის,რაც შენ გგონია-წარმოთქვა იმ წუთისთვის ყველაზე შესაფერისი სიტყვები-მას შემდეგ,რაც შენი დაწერილი სიტყვები ვნახე,გეფიცები შენს თავს,შენს თვალებს,ეგრევე წავედი,საერთოდ წავედი საქართველოდან.-თან კოშკისკენ მიმიძღვოდა-მხოლოდ დღეს,დილით დავბრუნდი,დედაჩემიც კიარ მინახავს წესიერად,ნათია?? ნათია გათხოვილი დამხვდა,არც გამკვირვებია.-ნაზად გამიღიმა და ისევ გულში ჩამიკრა.
ის ღამე მის მკლავებში გავატარე,ის სიტკბო ვიგრძენი,რაც აქამდე არ განმეცადა.ის დავიჯერე,რაც ჯერ არავის უთქვამთ.
დილით მისმა კოცნამ გამაღვიძა.
-ყველაზე ბედნიერი დილაა ჩემს ცხოვრებაში.(ალექსანდრე)
-ყველაზე დიდი ბედნიერება ხარ-აღმომხდა უბედნიერესს.
___________________________________________________________________________
ის დღე და კიდევ 62,ჯამში 63 დღე უბედნიერესი იყო.
ყველა ის წამი,ყველა ის წუთი თუ წელი ამინაზღაურა,ყველა ის ბედნიერი დღე დამიბრუნა რაც წამართვა.
ეს 2 თვე,სიკვდილსაც კი ვნატრობდი,რომ ეს დღეეები სამუდამოდდამმახსოვრებოდა.
კიდევ მრავალჯერ შევთხოვე ღმერთს წამის შეჩერება,კიდევ მრავალჯერ გადავუღე ფოტო მის მოღიმარ სახეს.
მაგრამ მერე ყველაფერი ერთი ხელის მოსმით წაიშალა,ყველაზე ძლიერი დარტყმა მივიღე,ყველაზე ძლიერი ტკივილი განვიცადე 22 წლის ასაკში.
საღამო იყო,ალექსანდრეს ველოდებოდი,მისი დაბადების დღე იყო,მინდოდა ეს დღეყველაზე ბედნიერი ყოფილიყო მისთვის,ყველაზე დიდ საჩუქარს ვუმზადებდი,მის შვილს ველოდებოდი....მის პატარა ბიჭს ან გოგოს...
ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო,ყველა მის მეგობარს დავუძახე და ყველა მისაღებში მოუთმენლად ველოდით მის გამოჩენას.
მოთმინება მეწურებოდა და მეერე ტელეფონზე ზარი გაისმა,შემატყობინეს,რომ სახლთან ახლოს საშინელი ავარია მოხდა,რომ ჩემი სიცოცხლის ერთადერთი წყარო დაშრა.
რა ვიგრძენი? იმაზე მეტი ვიდრე ვისი დანახვისას ამდენხნიანი დაშორებისას.
იმაზე მეტი,ვიდრე ძაძებში გახვეულმაა მოდილიანის ცოლმა.
იმ ტკივილზე დიდი ტკივილი ვიგრძენი,ვიდრე ყოველი ქართველისთვის 2008 წლის ომი.
იმ ჭრილობაზე ღრმა ჭრილობა,ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ებრაელებს დარჩათ.
ვერ ვშორდებოდი მის კუბოს,მის სარეცელს,მის ცივ სხეულს.
ვერ ვთმობდი,ვერ ვიმეტებდი,იმდენად ეგოისტივარ,უფალთანაც ვერ ვუშვებდი ჩემს ყველაზე დიდ ბედნიერებას.
გაუაზრებლად,აღმოუჩენლად მიყვარდაა მისი ყველაფერი..
მისიი აფსოლუტურად ყველა მიმიკა.
ყველა გამოხედვა.
ყველა სიტყვა.
ყველა ნაჩუქარი ღამე,დღე,შუადღე.
ყველა ნაჩუქარი თბილი გამოხედვა.
ყველა სუნთქვა.
ყველა მისი სიზმარი,ყველა მისი ტკივილი.
როგორ გამემეტებინა?? როოგორ გამეშვა ხელი კუბოსთვის? როგორ არ ჩამომეხოკა ლოყევი,რომლებზეც ყოველ წამს მკცნიდა??
სიმწრისგან მიწაზე დავეცი,მუხლებით დავეხეთხე ცივ მიწას.ვერავინ მეკარებოდა,ვერავინ მაჩერებდა,ვერავინ ბედავდა მოახლოებას.
მუხლებზე დავეცი და გაუცნობიერებლად მიწის თხრა დავიწყე ფრჩხილებით,თითქოს მიწას ვადანაშაულებდი,ყველა ის ბოღმა ჩავატანეე,რაცცც მისი სიკვდილის შემდეგ გამიჩნდა.
მიწას ვჩიჩქნიდი,ვყვიროდი,ვღრიალებდი.
მთელი დედამიწა გლოვობდა,მთელი მსოფლიო გლოვობდა.
მთელი გალაკტიკა განიცდიდა ჩემს ტკივილს და მაინც ყველა გაკვირვებული მიყურებდა.
ყველა ჩურჩულებდა.
ყველა მიწას უყურებდა.
მიწას დავხედე მეც.
ბოლოჯერ,ყველაზე ხმამაღლა,ყველაზედიდი ტკივილით აღმომხდა უკვე შორს წასული გოდება და მიწას შუბლით დავემხე.
ძაძებში შემოსილმააა მუჭები ვუტყი დამნაშავე მიწას...
მე ის ყველაზე მიღმიური,ყველაზე არააამქვეყნიური გრძნიბუთ მიყვარდა.
ისევ ავხედე უფალს,ისევ ავხედე მოწმენდილ ცას,ისეც ვედრების თვალებით შევხედე ზეცას.
-უფალო,გთქოვ,შეაჩერე წამი.
და წამიც..შეჩერდა.
_______________________________________________________________________________

მოგესალმებით ტკბილებო <3
ერთერთი პირველი,რაც ამ საიტზე დავდევი *_*
დღეს სამი წელი შეუსრულდა,ამიტომ,გაგახსენეთ <3
იმედია,ისევე დაიმსახურებს თქვენს მოწონებას,როგოც სამი წლის წინ <3
მომენატრეთ მე და გპირდებით,ძალიან,ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალით.
პ.ს მომიტევეთ შეცდომები,სამწუხაროთ,რედაკტირებისთვის ვერ მოვიცალე.
მიყვარხართ <3
თქვენი:ანასტასიაскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Tskrialashvili Mariami

რამდენ სითბოს, სიყვარულისა და ტკივილის მომაყენებელი ისტორია იყო.
რამდენჯერ ვკითხულობ უკვე და ყოველ წაკითხვის დროს თვალს ცრემლი არ შორდება. ხო ვიცი როგორ რანაირად მთავრდება , მაგრამ მაინც ყველა წაკითხვის დროს უფრო სიღრმისეულად ვწვდები თითოეულ სიტყვას..
სამწუხაროა ასეთი სიყვარულის დასრულება, მაგრამ მწამს რომ იქაც გრძელდება იმ სამყაროში სადაც ადრე თუ გვიან წავალთ. :(((
ანასტასია იმის თქმა არა საჭირო , რაც უკვე იცი ხო???:დ არა მაინც უნდა ვთქვა რა :დ #კარგიხარ და ნიჭიერი :* წარმატებები და ახალი ისტორიით დაგვიბრუნდი იცოდეე :დ
#გყვარობმეშენ :*

 



№2  offline წევრი tasusuna

Tskrialashvili Mariami
რამდენ სითბოს, სიყვარულისა და ტკივილის მომაყენებელი ისტორია იყო.
რამდენჯერ ვკითხულობ უკვე და ყოველ წაკითხვის დროს თვალს ცრემლი არ შორდება. ხო ვიცი როგორ რანაირად მთავრდება , მაგრამ მაინც ყველა წაკითხვის დროს უფრო სიღრმისეულად ვწვდები თითოეულ სიტყვას..
სამწუხაროა ასეთი სიყვარულის დასრულება, მაგრამ მწამს რომ იქაც გრძელდება იმ სამყაროში სადაც ადრე თუ გვიან წავალთ. :(((
ანასტასია იმის თქმა არა საჭირო , რაც უკვე იცი ხო???:დ არა მაინც უნდა ვთქვა რა :დ #კარგიხარ და ნიჭიერი :* წარმატებები და ახალი ისტორიით დაგვიბრუნდი იცოდეე :დ
#გყვარობმეშენ :*

შენ მე ძალიან ძალიან მაბედნიერეეებ !!! და ასე არ შეიძლება,ძალიან ვთბები და მერე მცხელა ხოლმეე ????????????????❤️❤️❤️????????????????????
მადლობა საყვარელო ❤️❤️
აუცილებლად დავბრუნდები ახლით

 



№3  offline წევრი Hela

ვაიმე ესე რატო დაამთავრე
მაა მაინც საოცრება იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent