შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საახალწლო ავარია (სრულად)


26-12-2017, 22:58
ავტორი TeddyBear
ნანახია 3 381

საახალწლო ავარია (სრულად)

ლიტერატურულ კაფეში ერთ-ერთ სკამზე ვზივარ, ცხელი შოკოლადით გაჯერებულ სურნელს ვისრუტავ და ჩემს ხელებში ჩაბღუჯულ წიგნს დავცქერი, თვალები მტკივა თუმცა კითხვას მაინც ვაგრძელებ, ზამთარია, ისე ყინავს თითები გამთოშვია არადა კაფეში თბილა, ისე თბილა ზოგს ქურთუკიც კი გაუხდია მე კი მაინც ვიყინები. წიგნს წამით ვაშორებ თვალს, იქვე მაგიდაზე ვდებ და ცხელ შოკოლადს ვსვამ. გარშემო ვიყურები, ადამიანებითა და წიგნებით სავსე გარემოს ვაკვირდები და ვერც კი ვხვდები როგორ ვიხლართები ფერთა ამოუცნობ გამაში, ისე ენაცვლებიან ბიჭის შავი ქურთუკი და გოგონას წითელი კაშნი ერთმანეთს თვალები მიჭრელდება. ფიქრებით საკუთარ სახლს ვუბრუნდები, სახლს სადაც ერთი ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ და ისიც მე ვარ. ვგრძნობ ჩემი პატარა კნუტი ახლაც კარის წინ მელოდება, ალბათ თათებს ილოკავს და ასე ცდილობს შიმშილის ჩაცხრობას, მე კი ისევ აქ ვზივარ და ადამიანებს შევცქერი. ნელა ვდგები ფეხზე ფულს მაგიდაზე ვტოვებ, ზურგჩანთას და მობილურს სწრაფად ვავლებ ხელს და კაფედან გამოვდივარ. კაშნი თითქმის თვალებამდე ამაქვს, ჩემდა გასაკვირად თოვს, არადა ამ დროს მხოლოდ ყინავს, ახლა კი გადაწყვიტეს ფიფქებმა წამით მაინც გაგვილამაზონ დღე, იქნებ წუთიც ან უბრალოდ რამდენიმე საათი. ნელი ნაბიჯებით გადავდივარ გზაზე, მანქანებიც კი ნელა დადიან მოყინული გზის გამო. სიცივისგან ყურები მეყინება, წამით ვაშორებ გზას თვალს და ხელებით ზურგჩანთას ვწვდები, სწრაფად ვიღებ ქუდს და თავზე ვიმხობ, ფეხს ვუჩქარებ, შუქნიშანი ციმციმებს, მანქანასაც ვხედავ რომელიც ჩემკენ მოემართება, დავიჯერო თვითონ ვერ მხედავს ? ფეხს უფრო მეტად ვუჩქარებ, წამიც და ვგრძნობ როგორ მისხლტება ფეხი ყინულზე და მეც მთელი ძალით ვენარცხები ყინულივით ცივ გზაზე. თვალები შიშისგან მიფართოვდება, ყურებს კი ძალიან კარგად ესმით დამუხრუჭების ხმა. შიშისგან გული გაორმაგებული ძალით იწყებს ფეთქვას, აგონიაში ჩავარდნილს წამით მხედველობაც კი მიმრუდდება, მხოლოდ ლანდებს ვამჩნევ, შემდეგ კი ვგრძნობ როგორ მეხება ვიღაცის ძლიერი, თბილი ხელები ჯერ წელზე შემდეგ კი ფეხებზე და მეც ჰაერში აფარფატებული საბოლოოდ ვკარგავ გონს. სიშავეში წასულს მხოლოდ ჩემი პატარა კნუტის კნავილი მესმის შიმშილისგან რომ მებღოტება ფეხებზე. ბოლოს ჩემი კნუტიც ქრება და საბოლოოდ მეძინება.

***

აპარატის წრიპინი მაღვიძებს, თავი საშინლად მტკივა და ამასთანავე მიფეთქავს, ოდნავ ვიშმუშნები და თვალებს ვახელ. თეთრ ჭერს ვაშტერდები და თვალებს რამდენჯერმე ვახამხამებ, საბოლოოდ ვავლებ პალატას თვალს და ვშეშდები. სავარძელზე ოთხად მოკეცილ სხეულს ვხედავ, შავი ქურთუკი მთელი ძალით რომ შემოუხვევია ხელებით, თავზე ასევე შავი კეპი ჩამოუფხატია და მისი სახის დანახვა მიჭირს. მხოლოდ მის ტუჩებს ვამჩნევ, სიცივისდა მიუხედავად მაინც რომ არ დაუკარგავს თავისი ფერი, წითლად მოღაჟღაჟე მთელ პალატას ანათებს და მეც გული გაორმაგებული ძალით მიწყებს ფეთქვას. სხეულს თვალს ვაშორებ და საკუთარ ხელებზე ვიხედები, ხელებიდან შეხვეულ ფეხზე გადამაქვს ყურადღება, თაბაშირი მადევს. მშვენიერია, ფეხი მოტეხილი მაქვს და ალბათ ხვალ სამსახურშიც ვერ მოვახერხებ წასვლას. გამომაგდებენ, რათქმაუნდა იმ სამსახურიდანაც გამომაგდებენ და მე და ჩემს პატარა კნუტს ისევ ძველი პურით მოგვიწევს პირის ჩატკბარუნება. ჩემს ფიქრებში გართული ძლივს ძლივობით ვამჩნევ როგორ ირხევა სხეული და ბრახ... ხო ალბათ მტკივნეული იქნება.
ბიჭი ზლაზვნით დგება ფეხზე და ქურთუკს, შემდეგ კი შარვალს იფერთხავს. მერე ჩერდება, თითქოს რაღაც ახსენდება და ჩემკენ გადმოაქვს მზერა. ჩემს ფეხს აკვირდება და ოხრავს, მიახლოვდება ჩემს წინ ჯდება და უხმოდ , უკომენტაროდ იწყებს ჩემზე დაკვირვებას.
-ძალიან გტკივა ?.- ბოხი ბარიტონისგან დავლილ ჟრუანტელს ვგრძნობ, მაკანკალებს და მეც ბიჭის თვალებს ვუსწორებ ჩემსას. თავს უარყოფის ნიშნად ვაქნევ და ისევ საკუთარი ხელების დაკვირვებას ვიწყებ.- გზაზე რომ გადადიხარ წინ უნდა იყურო ხოლმე.- აგდებულად მეუბნება და ფეხზე დგება.
-მე უბრალოდ ჩემი ქუდის ამოღება მინდოდა ჩანთიდან.- ვბურტყუნებ და აწითლებულ ცხვირზე თითებს ვისვამ.
-გციოდა ?.- ალბათ ყველაზე სულელური კითხვა იყო რაც ჩემთვის ოდესმე დაუსვავთ თუ არ ჩავთვლით ლილის ნათქვამ "მოხვედი ?"ს როცა მე უკვე მის გვერდით ვიჯექი სავარძელზე. ღმერთო რაზე ვფიქრობ.
-ჰო მციოდა.- ვჩურჩულებ ისევ და აქეთ-იქით ვიყურები.- ისევ თოვს.
-ჰო.- მეთანხმება ისიც და ზურგჩანთიდან წიგნს იღებს, იქვე სკამზე ჯდება და კითხვას იწყებს. წიგნს ვაკვირდები, ჩემთვის უცნობია, აქამდე ჯერ არ წამიკითხავს.
-რას კითხულობ ?.- ცნობისმოყვარეობა მიპყრობს და ენაზე კბილს ვერანაირად ვაჭერ.
-ლი ჩაილდი "ნურასდროს დაბრუნდები".- მპასუხობს თავ აუწევლად და ისევ წიგნს ჩაკირკიტებს პატარა ბავშვივით.
-საინტერესოა ?.- ადამიანთან მონატრებულ საუბარს, ისევ ვერ ვაჩერებ ენას.
-კი საინტერესოა.- მობეზრებული ტონით მპასუხობს და წამით წევს წარბს.
-სახლში რატომ არ მიდიხარ ?.- ჩემგან შეწუხებული სწრაფად ხურავს წიგნს და შუბლშეკრული შემომცქერის.
-ალბათ იმიტომ რომ პატარა მატრაკვეცამ მოყინულ გზაზე გადაწყვიტა ჩანთაში ქექვა და გზიდან თავის დროზე არ გადაცუნცულდა. მერე ფეხიც მოიტეხა და...- ხელები გაშალა, აქეთ-იქით მიმოიხედა და ბოლოს მე შემომხედა.- ახლა ხვდები რატომ არ მივდივარ სახლში ?.- ხმაში ბრაზი ეპარება.
მისი საუბრით გაკვირვებული მხოლოდ თავს ვუქნევ და დაბლა ვცურდები, თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ დავიძინო. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვცადე ვინმესთან მესაუბრა და როგორც ჩანს დამავიწყდა.
ჩემთვის უცნობი ბიჭი ისევ წიგნის კითხვას აგრძელებს, მე კი ადგილზე ვცქმუტავ, ხან აპარატს ვეხები თითებით ხან კი იქვე მდგარ ტუმბოს. ბიჭი წარბაწევით გადმომხედავს და ისევ კითხვას აგრძელებს. ჩემი კნუტი მენატრება, არ შეიძლება ვინმემ მომიყვანოს ?
პალატაში თეთრ ხალათიანი ახალგაზრდა გოგონა შემოდის, სიზუსტით აუწკეპია თმა და ლამაზი მწვანე თვალებით ჩასჩერებია ანკეტას. ღრმად ჩასუნთქვას აკეთებს და საწოლს უახლოვდება.
-თავს როგორ გრძნობთ...- წამით ჩერდება და ჩემს სახელს კითხულობს.- მარიამ. ფეხი გტკივათ ?
-არა არ მტკივა და თავსაც ძალიან კარგად ვგრძნობ. როდის გამწერთ ?.- ენას ისევ ვერ ვაჩერებ.
-დღესვე.- მიღიმის მკრთალად და ამჯერად ბიჭისკენ აპარებს მზერას.- თქვენ მისი...- ეკითხება თვალმოჭუტული.
-მისი საქმრო ვარ.- პასუხობს სწრაფად და წიგნს სავარძელზე დებს.
-არ...- ვცდილობ შევეპასუხო თუმცა თვალებს სწრაფად აბრიალებს და მეც მაშინვე ვჩუმდები.
-ანუ დღესვე გაწერთ ?
-დიახ.- ისევ იღიმის თეთრხალათიანი.- თუმცა წოლითი რეჟიმით ვუშვებ სახლში.
-გასაგებია.- იღიმის ის უჟმურიც.

* * *

საწოლზე მილურსმული ვწევარ, ჩემი "საქმრო" საკუთარი ხელით მაცმევს ფეხსაცმელს, დიახ მხოლოდ ცალს მაცმევს და თან სახეზე იდიოტური ღიმილი აუკრავს. ჩემი ცისფერი ქურთუკი მოაქვს და მხრებზე მახურებს, მეც გადათოშილი სწრაფად ვუყრი ხელებს და ელვას ვკრავ.
-ჩემი ზურგჩანთა სად არის ?.- ვჩურჩულებ ჩემთვის და პალატის კუთხეში მიდებულ მის ზურგჩანთას ვამჩნევ თუმცა ჩემსას ნამდვილად ვერა.
-იქაა.- თავისი ზურგჩანთისკენ მიმანიშნებს.
-ეგ ჩემი არ არის.- ვლუღლუღებ გაკვირვებული, ზურგჩანთას უახლოვდება იქიდან ჩემს კაშნს და ქუდს იღებს, ჩემკენ მოდის და ორივეს საწოლზე მიდებს. თავისივე ხელით მიკეთებს კაშნს ყელზე და თეთრ, ფითქინა ქუდსაც ნაზად მახურავს თავზე.
-ქუდი ჩემი არ არის.
-ვიცი.- მიღიმის მკრთალად და ხელში მიყვანს.- შენი ქუდი ჩემმა მანქანის ბორბლებმა შეიწირეს.- ამბობს ისევ საშინლად მიმზიდველი ხმით და პალატიდან გავყავარ.
-ისე ეტლით არ ჯობდა ?.- ვანიშნებ საკუთარ თავზე.
-ასე მირჩევნია.- ჩურჩულებს ის და წამით ისე მიყურებს ლოყები მიწითლდება.
ხმას აღარ ვიღებ, თვითონაც უხმოდ მივყავარ მანქანამდე, უკანა სიდენიაზე მაწვენს და თავის ქურთუკსაც მე მაფარებს. შეწინააღმდეგებას ვერც კი ვასწრებ ისევ რომ ბრუნდება საავადმყოფოში. მანქანაში თბილა, საახალწლო სიმღერაც დაბარებულივით იწყება და მეც სიამოვნებისგან თვალები მელულება.
წარსულის გადმონაშთიდან მახსენდება კადრები.
მწვანე ხასხასა ნაძვისხე, მასზე შემკული ბჭყვიალა სათამაშოები და რაც მთავარია სითბო.
* * *
მანქანით ისევ უხმოთ მივუყვებით გზას, თბილისის ქუჩებში ვერ ვამჩნევ საახალწლო განწყობას, თბილისიც ზუსტად ისეთივე ცარიელია როგორც მე. ჩვენს შედარებაზე მეღიმება თუმცა ახლაღა ვაცნობიერებ რომ ჩემთვის სრულიად უცნობი გზით მივდივართ სადღაც და ეს "სადღაც" ნამდვილად არ არის ჩემი სახლის გზა.
-სად მივდივართ ?.- ვჩურჩულებ გაკვირვებული და ოდნავ ვიწევი სარკეში რომ უფრო კარგად შევათვალიერო, სიზუსტით გამოყვანილი ძალიან ფაქიზი ნაკვთები.
-სახლში.- მპასუხობს სწრაფად და საჭეს ატრიალებს, ჩვენც წამშივე ვიცვლით გეზს და თითქმის ჩაბნელებულ ადგილს ვუახლოვდებით.
-დარწმუნებული ხარ ?.
-კი.- თავს წამით აბრუნებს ჩემკენ და შემდეგ ისევ გზისკენ იყურება.
-აქ ნამდვილად არ ვცხოვრობ იცი ?.- მეცინება სიმწრისგან.
-შენ არა, მე კი.- მიღიმის საყვარლად და მანქანას ორ სართულიანი სახლის წინ აჩერებს. აი ეს სახლი კი ნამდვილად ანათებს...
-და შენს სახლში რა მინდა?.- ვიბნევი უცებ.
-წოლითი რეჟიმი გაქვს საყვარელო.- ბრუნდება ჩემკენ და ხელებს საზურგეზე ალაგებს.
-ჰო მაგრამ ჩემი კნუტი რომ მარტოა ?.- ვბურტყუნებ ჩემთვის. ბიჭის ჩაცინების ხმა მესმის, წამით ვავლებ თვალს გარემოს და კარების გაღების ხმაზე ისევ მისკენ ვიყურები.- ჩემი კნუტი...
-ვინმე ვერ მიხედავს ?
-მარტო ვცხოვრობ.
-მისამართი მითხარი და მოვიყვან აქ.- გადაწყვიტა უცებ და ხელში ამიტაცა. სწრაფი ნაბიჯებით შევდივართ ეზოში, მოხდენილად აღებს კარებს და ვგრძნობ როგორ ვხდები "სითბო"ში. კარების ხმაზე საიდანღაც პატარა ბავშვი გამორბის და ჩემი დანახვისას ადგილზე შეშდება.- ცუციკო მოდი აქ.- იღიმის ბიჭი. მე მისი სახელიც კი არ ვიცი...
-ეს ვინ არის ?.- ჩემდა გასაკვირად მისი ასაკისთვის ძალიან კარგად საუბრობს პატარა ქალბატონი.
-ეს ჩემი საცოლეა მარიამი.
-შენი საცოლე ?.- იცხადებს პატარა და ორივე ხელს ლოყებზე იტყაპუნებს.- დედააა.- ყვირის განწირული ხმით და ტირილს იწყებს.
-ცუც დამშვიდდი.- ეცინება ჩემს საქმროს.
-შენ მე აღარ გიყვარვარ ხო ?.- ისევ სლუკუნებს პატარა. ოთახიდან ისევ გამოდის ვიღაც და...
-აჩი რა ხდება აქ ?.- გაკვირვებულ მზერას გვაპყრობს ხან ჩვენ ხან კი ატირებულ ცუციკოს.

ყველანი მაგიდის გარშემო ვზივართ, სირცხვილისგან აწითლებულ ლოყებს ხელების გულებით ვმალავ და აჩის დედის ღიმილიან სახეს მეც ღიმილს ვაგებებ. ცუციკოს ცრემლიანი თვალები ჯერ კიდევ მე შემომცქერიან, აწითლებული პატარა აჩის კალთაში მოკალათებულა და იქიდან მიყოფს ენას. მის საქციელზე მეღიმება თუმცა თავს დაბლა ვხრი და მაგიდაზე მდგარ ჩაით სავსე ჭიქას ხელებს შორის ვიქცევ, სულს ვუბერავ და ცხელ სითხეს ნელა ვსვავ.
-საყვარელო ფეხი როგორ გაქვს ხომ არ გტკივა ?.- მეკითხება დამთბარი ხმით აჩი და ჩემს გვერდით ჯდება, აპილპილებული ცუციკოს სახეზე ისევ ღიმილისგან მეპობა ბაგეები, ღმერთო ძალიან საყვარელი ბავშვია.
-არა, არ მტკივა.- ვჩურჩულებ ძალიან დაბალი ხმით და ისევ ღიმილიანი სახით შევცქერი თითოეულს.
-კი მაგრამ სად მოიტეხე ფეხი შვილო ?.- ინტერესდება აჩის დედა და სავარძლიდან ოდნავ იწევა.
-იცით...- ვბუტბუტებ ჩემთვის და აჩისკენ ვაპარებ მზერას, ვხედავ როგორ უტყდება ტუჩის კუთხე ღიმილისგან და მე ჩემი მემართება სანამ ენის მოტრიალებას შევძლებ და რამეს ვიტყვი.- გზა მოყინული იყო და...
-ისეთი მსუქანი ხარ ალბათ ფეხმა შენს წონას ვერ გაუძლო და იმიტომაც გაადინა ტკაცანი.- მეჩურჩულება ყურში აჩი და ლოყაზე თითებით მჩქმეტს.- არაუშავს დე არ ინერვიულო, მალე გამოკეთდება.- ჩემკენ აპარებს მზერას და ასევე ჩემს ჩაით გავსებულ ჭიქას თავისი დიდი, თბილი ხელებით სწვდება.
-ჩვენთან რამდენი ხნით რჩება ?.- კითხულობს პატარა ქალბატონი და ჩვენკენ მოემართება, ჩემსა და აჩის შორის ჯდება და გაბრაზებულ მზერას პირდაპირ შუბლში მტყორცნის.
-სანამ არ გამოკეთდება დედი და საერთოდ რა კითხვებია ეს ?
-იმედი მაქვს მალე გამოკეთდები.- მეკრიჭება ცუციკო და ჩემკენ იწევა.- აჩი ჩემია!.- ბეღვირება ამჯერად და მოტეხილ ფეხზე ჩემდა გასაოცრად ძალიან ნაზად მისმევს თითებს.
-მარიამ დაღლილი იქნები ალბათ.- ფეხზე დგება ნათია და ჩემს გვერდით ჯდება, ნაზი, თლილი თითებით მეფერება თმებზე და მეც მონატრებული სითბოსგან თვალები მიცრემლიანდება. თავს დაბლა ვხრი და თანხმობის ნიშნად რამდენჯერმე ვაქნევ. არ მესმის რას მეუბნება ნათია, აღარც ცუციკოს პატარა თათუნებს ვგრძნობ ფეხზე, მხოლოდ აჩის ძლიერი ხელები მეხვევიან წელზე და მეც წამშივე ვეხვევი საოცრად თბილ სურნელში. ვგრძნობ როგორ ვირხევი და ვხვდები კიბეებზე ავდივართ, თავს გამოფხიზლებისკენ მოვუწოდებ და თვალებს რამდენჯერმე ვახამხამებ. გამოფხიზლებული უკვე საწოლში ვწევარ, აჩი გვერდით მიწვება და ხელებს თავ ქვეშ იწყობს.
-აქ დიდი ხანი უნდა დავრჩე ?.- ვეკითხები ძალიან ჩუმი ხმით.
-სანამ ფეხი არ მოგირჩება ანდაც შემიძლია სამუდამოდ დაგტოვო აქ.- ეშმაკური სახით მიყურებს სახეზე და თითებით ლოყას მისრესს.- ისე კაი ჩასაკბეჩი ლოყები კი გაქვს და რაღა ნამცხვარი ვიყიდო ამ საახალწლოდ, შენს ლოყუნიებს დავაწყობ.- ხითხითებს საყვარლად და ფეხზე დგება.
-ორი წლის ხომ არ ხარ შემთხვევით ?.- ვბრაზდები მის კომენტარზე და საწოლის კიდეს ვეყრდნობი ბეჭებით.- და საერთოდ სად არის ჩემი კნუტი ?.- ახლაღა მახსენდება ჩემი პატარა და შეშინებული თვალებით ვუყურებ აჩის.
-რავიცი სახლში გელოდება ალბათ და თავისი კლანჭებით რამეს ხერხავს.- მხრებს იჩეჩს აჩი და კარებს უახლოვდება.
-შენ შემპირდი რომ კნუტს მომიყვანდი.- ბზარი მიჩნდება ხმაში.
-ასე ძვირფასია კნუტი შენთვის ?.- ბრუნდება ჩემკენ და ცალი ხელით კარის ჩარჩოს ეყრდნობა.
-მის გარდა არავინ მყავს.- ვჩურჩულებ მე და ბალიშებს შორის ვიმალები. ჩემი კნუტი მინდა, ნუთუ ასეთი რთულია ამის გაგება ?
აჩი პასუხს არ მიბრუნებს, კარების დახურვის ხმაზე კი ობლად ჩამოგორებულ ცრემლს თითებით ვიწმენდ და თვალებს ვხუჭავ. ალბათ ახლა როგორ შია... იქნებ ნერვიულობს სახლში რომ არ მივედი.
* * *
დილით თბილი თათების შეხება მაღვიძებს, პატარა თათუნიები დარბიან ჩემს ტანზე და მეც ჩემთვის ნაცნობ სურნელს ღიმილით ვეგებები. თვალებს გაჭირვებით ვახელ და აბურდულ თმებს თითებით ვივარცხნი, საწოლიდან ოდნავ ვიწევი თუ არა ჩემი პატარა გულმკერდზე მახტება და თათების ლოკვას იწყებს.
-რაო ვეფხვო, მოგენატრე ?.- ვეჩურჩულები ჩემს კნუტს და მის ჟღალისფერ ბეწვს ვეფერები.- მე კი ნამდვილად მომენატრე, გშია ჩემო სიხარულო ? ხოო ?.- პატარა ბავშვივით ვიკრავ გულში და წამოდგომას ვცდილობ, მარჯვენა ფეხს საწოლიდან ვწევ აი მარცხენას კი ვერაფრით ვათრევ, საბანს წამშივე ხელებით ვწევ და ჩემს თაბაშირიან ფეხს დავცქერი. ჩემი კნუტი თაბაშირის დანახვისას ჯერ ოცდება ჩემდეგ კი მასთან იწყებს თამაშს და ჩემკენ აღარც იყურება. ჰაჰ მოღალატე...
-მარიამ შეიძლება ?.- მესმის აჩის ხმა და მეც წამშივე ვიხურავ საბანს ფეხებზე, აწკმუტუნებული, შეშინებული კნუტი საბნიდან გამომყავს და კალთაში ვისვამ.
-შემოდი აჩი.- ვპასუხობ და ერთი სწრაფი მოძრაობით თმას ისევ თითებით ვფხორჭნი.
-დილამშვიდობისა ქალბატონო მარიამ და ვაა ფისოო.- ცალ ხელს მისალმების ნიშნად წევს და ცალით კი წვნიანით სავსე თეფშს საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე დებს.- თავს როგორ გრძნობ ?
-უკეთესად ვარ.- ვიყურები აქეთ-იქით და თან ვამჩნევ ამდენი წლის შემდეგ პირველად რომ აღარ მეყინება სხეული, ხელები და ცხვირიც კი.- რომელი საათია ?
-თორმეტია უკვე.- მიღიმის აჩი და წვნიანით სავსე თეფშს ხელებს შორის იქცევს, ერთი ხელით კოვზს იჭერს და წვნიანით ავსებს.
-მეთვითონ შევჭამ.- მის გამოწვდილ კოვზს ვუყურებ და ნერწყვს ხმამაღლა ვყლაპავ.
-საქმრომ რო გაჭამოს დაშავდება რამე ?.- ცალ წარბს წევს აჩი და ჩემკენ უფრო იწევა.
-შენ ჩემი საქმრო არ ხარ აჩი.- ვბურტყუნებ გაბზარებული იმით რომ ბავშვივით მექცევა და მის გამოწვდილ თითოეულ "თვითფრინავზე" ცხვირს ვიბზუებ.
-კარგი.- ოხრავს ის და წვნიანით სავსე თეფშს ხელებს შორის მიდებს.- ჯერ კიდევ ცხელია ამიტომ ფრთხილად შეჭამე. მე სამსახურში მივდივარ, ჩემი ნომერი უკვე ჩაგიწერე.- მიწვდის მობილურს და მეც ჩემთვის უცნობ ნივთს წამით გაკვირვებული შევცქერი.
-ეს ჩემი არ არის.
-ვიცი, შენი მობილურიც ჩემმა მანქანის ბორბლებმა შეიწირა ასე რომ უბრალოდ აიღე და მოვრჩეთ.- სწრაფად გადის ოთახიდან თუმცა კარებთან ჩერდება და წამით მაშტერდება.- ეგ თეფში ბოლომდე გაათავე და ჰო შენი თმები ყვავის ბუდეს მიუგავს.- კოცნას მიგზავნის და საბოლოოდ უჩინარდება.
-ხო დავივარცხნე ეს თმები ვეფხვო ჰა ?.- კნუტს შევცქერი და აფუებულ თმებს ისევ თითებით ვაწვალებ.
ჩემი ვეფხვუნია ერთ "მიაუ"ს მიწყალობებს და წითელ ბურთს თათებით ეთამაშება. სკამზე დაწყობილ ტანსაცმელს ვწვდები და ხელში საზაფხულო სარაფანი რომ მრჩება პირს გაკვირვების ნიშნად ვაღებ.
-ეს ბიჭი ჩემს გაყინვას აპირებს და გეგმაში ალბათ ცუციკოც მონაწილეობს.- ცუციკოს გაღიმებაზე ღიმილს ისევ ვერ ვიკავებ და სარაფანს ტანზე ვირგებ.- დღეს თუ ცოცხალი გადავრჩი აღარასდროს გადავალ მოყინულ გზაზე უყურადღებოდ პირობას ვდებ ვეფხვო.- გაუჩინარებულ კნუტს საწოლის ქვეშ ვეძებ და შემდეგ კარისკენ ვიყურები.- ვეფხვოოო.- ვყვირი დაბალ ხმაზე.- ვეფხვო სად ხარ ?
-ამას ეძებ ?.- ოთახში ცუციკო შემოდის და ხელში ჩემი პატარა ვეფვხვუნია უჭირავს.
-ხო, ცოტახნის წინ აქ იყო და.- ვჩურჩულებ ჩემთვის და აჩის მიერ დატოვებულ წვნიანს კოვზით ვიღებ. ცუციკოს ჩაცინება და ჩემი პირის ამჟავება წამებში ხდება, ძლივს ძლივობით ვყალაპავ წვნიანს და თეფშს ისევ ტუმბოზე ვაბრუნებ.
-არ მოგეწონა ?.- მიყურებს ვითომ შეწუხებული სახით და საწოლზე ხტება.- პირადად მე მოვამზადე, ნუ სიმართლე რომ ვთქვათ ბოლო იგრედიენტი უფროა ჩემი.- საყვარლად ხითხითებს პატარა მავნე და ხელებში აფართხალებული კნუტის დაწყნარებას ცდილობს.
-სტკივა.- ვეუბნები ცუციკოს და ხელებში უკეთესად ვაჭერინებ.- ახლა ისე გაინაბება შენი მკლავებიდან ვეღარც ააყენებ.- ვუღიმი ცუციკოს და მის აბრაწულ ლოყას თითს ნაზად ვუსმევ.- ისე ეს საზაფხულო კაბაც შენი ნამაიმუნარია ?.- თვალებს ვჭუტავ და ისე შევცქერი ქალბატონს.
-არაჰ.- თავს აქნევს უარყოფის ნიშნად და საწოლიდან ხტება.- აჩი მოგიტანდა... ალბათ.- ამატებს ბოლოს და ოთახიდან გასვლას აპირებს.
-ცუციკო, რაიმე კარგი წიგნი ხომ არ გექნებათ ?.
-კი მამიკოს კაბინეტში ბევრი წიგნებია, გინდა რომელიმე ამოგიტანო ?.- თვალებში მხიარული კაცუნები უცეკვავენ პატარა მავნეს.
-თუ არ შეწუხდები მინდა.
-კარგი.- მიწვდის ვეფხვს და თვითონ ოთახიდან მხიარული ღიღინით გადის.

* * *

თითქმის მთელ დღეს ოთახში ვატარებ, ცუციკოს შერჩეული წიგნი ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა, დეტექტიური ჟანრის, მთლიანად რომ იძირები სწორედ ისეთი, მეც მოხიბლული ერთ-ერთი პერსონაჟით რომელსაც აჩის ვამსგავსებ გონებაში თვალებს ვლულავ და მის თითოეულ ნაკვთს და მოძრაობას ვითავისებ.
-მარიამ შეიძლება ?.- კარებს აღებს აჩი და ჩარჩოს ეყრდნობა.- რას კითხულობ ?.- ინტერესდება. ჩემს ხელში მოქცეულ წიგნს დასცქერის და ხმამაღლა კითხულობს სახელწოდებას.- მგლის ბილიკი. შენც ხუტა გაწერელია დაგევასა ხო ?.- იცინის საყვარლად.
-საიდან მიხვდი ?.- მეცინება მეც.
-აი ვინც ეგ წიგნი წაიკითხა ყველა გოგო ხუტაზე გაგიჟდა თან ზოგი ბრეტ პიტს რო ამსგავსებდა და ზოგიც ჯონი დეპს. შენ ვის ამსგავსებ ?.- მაკვირდება სახეზე.
-არცერთს.- მეცინება ისევ.- მე ჩემი წარმოდგენა მაქვს ხუტაზე.
-ჰმ, ვინმე გყავს პროტოტიპად თუ ?
-რა შენი საქმეა ?.- ვეკითხები ათრთოლებული ხმით.
-შენი საქმრო ვარ და რა არი ეხლა ვიღაც ხუტაზე უნდა გიჟდებოდე ? მე რისთვის ვარ აქ ჰა ?.- ცალ წარბს წევს და ისე მიყურებს. ღმერთო ეს ბიჭი შემიწირავს.- ეჰ სადღა იცით ეს ერთგულება, დაინახავთ ვიღაც ბიჭს და...
-აჩი დედამ დაბლა ჩამოვიდნენო.- შემოდის ოთახში ცუციკო და ჩვენი ერთად დანახვისას ისევ ისე მიბღვერს როგორც პირველად. მის სახეზე ისევ მეღიმება, აჩი ჩემკენ იწევა და ხელში ნაზად მიყვანს, უხმოდ ჩავყავარ კიბეებზე და მისაღებ ოთახში გავყავარ, იქვე სავარძელში ჩემიანად ჯდება და ხელებს ფეხებზე ისე მხვევს თითქოს მთლიანად უნდოდეს ჩემში გადმოსვლა.- აჩი...- წუწუნებს ცუციკო და აჩის მხარს ეყდნობა.
-ჰო ცუციკ.
-რამე ფილმს ვუყუროთ რა... როგორც ადრე.- ამატებს ბოლოს და აჩის აკვირდება.
-კარგი, აარჩიე ფილმი.- უღიმის თბილად და უფრო მეტად მიკრავს ტანზე.
-ასე გამჭყლიტავ.- ვბუზღუნებ მის მკლავებში მოქცეული, ოდნავ ვფართხალებ თუმცა მაინც არ მინდა ხელები გამიშვას.
-ჩშ!.- მიბღვერს აჩი და ტელევიზორისკენ გადააქვს ყურადღება.- ისევ ეს ?.- ეცინება აჩის.
-ყველაზე მაგარი საახალწლო ფილმია.- თავს უქნევს ცუციკო და ისევ აჩის ეხუტება. აჩი ცალი ხელით მე მაკრობს მის გულ მკერდს, ცალით კი ცუციკოს და ტელევიზორს აშტერდება. ცუციკო წამით მაშტერდება სახეზე და როცა მეც მისკენ გადამაქვს ყურადღება ენას მიყოფს და აჩის ხელზე მიმითითებს.
ღმერთო ვგიჟდები ამ ბავშვზე.
აჩის მკლავებში გატრუნული ვუყურებ "როგორ მოიპარა გრინჩმა შობა"ს და ცხელი შოკოლადით ვითბობ სხეულს. ნათია ჩუმი ხმით ღიღინებს რაღაც სიმღერას და ბოლოს მესმის ჩემთვის ნაცნობი სიმღერის ტექსტი.
მეღიმება, იმ სითბოზე მეღიმება ასე ძლიერ რომ მჭიდებს ხელებს და მთელი ძალით მითრევს მისკენ.

თითქმის ერთი კვირაა მიჯაჭვული ამირანივით მეც საწოლს ვარ მილურსმული, ცხელი შოკოლადით ვითბობ სხეულს და ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს შევცქერი. ჩემდა გასაკვირად ცუციკო ისე ხშირად აღარ მიღრენს როგორც პირველ დღეს, ვეფხვთან ერთად თამაშობს და ამით ირთობს თავს. ნათია ყოველ დილით მამოწმებს ვჭამე თუ არა საჭმელი ან ბოლომდე დავლიე თუ არა ჩაი. მათი მზრუნველობა მაგიჟებს, მთელ სხეულში კერძოდ კი გულმკერდის მარცხენა მხარეს მყოფ ორგანოს გაორმაგებული ძალით ემუქრება ფეთქვა.
აჩი ყოველ ღამით იპარება ჩემს საძინებელში, გონია რომ მძინავს და მიყურებს. ყოველ ღამით ჩურჩულებს ჩემთვის გაურკვეველ სიტყვებს თუმცა მათბობს, იმდენად მათბობს სადაცაა მთლიანად დავიღვინთები. გასვლისას საბანს მისწორებს და შუბლზე მკოცნის. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობია, ისეთი თითქოს ადრეც მქონდეს ნაგრძნობი, გათავისებული...
ყოველი დღის დასასრულს მათთან ერთად ვზივარ ბუხრის წინ აჩის კალთაში მოკალათებული და ახალ ახალ ისტორიებს ვისმენ, ცუციკო ისევ თითებით ეთამაშება ჩემს თაბაშირს და ყოველ წამს მეკითხება "მალე გამოკეთდები ?" ალბათ ერთი სული აქვს როდის წავალ სახლში და მოვშორდები აჩის. მათ ურთიერთობაზე მეცინება, ალბათ იმიტომ რომ ყველაზე გიჟები და საყვარლები არიან ერთად. ვერც კი ვიგებ როგორ შეიძლება 25 წლის კაცი პატარა ბიჭივით იყოს აცეტებული, მასსავით უხაროდეს ყველაფერი და ყოველ წამს შეიგრძნობდეს ცხოვრებისგან ბოძებულ სითბოს.
ისინი ყოველ დღე გრძნობენ მე კი მხოლოდ მაშინ როცა მათთან ერთად ვარ.
ახალი წელი გვიახლოვდება, თითქმის დადგა კიდეც, მხოლოდ რამდენიმე დღე და ალბათ თაბაშირსაც მომხსნიან და სახლში წავალ. ჩემი ბედნიერი ზღაპარი დასრულდება, ისევე სწრაფად და მოულოდნელად როგორც დაიწყო...
-ახალი წელია დღეს, გიხარია შენ, გვიხარია ჩვენ.- ფიქრებიდან აჩის ხმას გამოვყავარ, სანტას ქუდით შემოდის ჩემს ოთახში და საწოლზე მიხტება.- ახალი წელია დღეს, ნუ გამიშვებ ხელს რასაც ინატრებ ყველაფერს აგისრულებ.- აგრძელებს ყროყინს და ჩემს საწოლში ოთხად იკუნტება.- მაგარია სეიშენი რა.- ამბობს დაღლილი ხმით და საზურგეს ბეჭებით ეყრდნობა.
-ახალი წელი ორ დღეშია აჩი.- მეცინება მის აწითლებულ სახეზე და ოფლით გაჟღენთილი შუბლიდან თმას თითებით ვაშორებ.
-ჩემთვის უკვე ახალი წელია.- წამში მიჭერს ხელს და თითებზე ისე უცებ მაკრობს რბილ ტუჩებს გააზრებას ვერც კი ვახერხებ. თვალებში წამით მაინც მიბნელდება, დარეტიანებული ვუყურებ აჩის თბილ თვალებს და ვგრძნობ როგორ მიწითლდება ღაწვები.- იცი როგორი ლამაზი ხარ ?.- მიახლოვდება უფრო მეტად და ხელის ერთი მოძრაობით მიქცევს მის ქვეშ.
-რას აკეთებ ?.- ვეკითხები ათრთოლებული ხმით და მის მოშორებას ვცდილობ. მის მკლავებში პირველად ვგრძნობ თავს დაუცველად.
-გიყურებ.- მიღიმის მკრთალად და ტუჩებს ისევ შუბლზე მაკრობს, თითოეული მისი კოცნა მიდგება თვალწინ, ღამით ჩუმად შემოპარული რომ მაკრობდა თავის თბილ, წითელ ღაჟღაჟა ტუჩებს.- შენც მიყურებ.- ამატებს ბოლოს.- თან ისეთი შეშინებული თითქოს მონსტრი ვიყო და შენს შეჭმას ვაპირებდე.- ცხვირის წვერით მეხახუნება ლოყაზე და ყელისკენ იკვალავს გზას.- რა გემრიელი სუნი გაქვს.- ბუტბუტებს ვნებიანი ხმით და კბილებით მეხება ყელზე.- ხანდახან მართლა მეშინია არ შემომეჭამო.- ნაკბილარს კოცნით მიამებს და წამით ირინდება. მეც ვჩუმდები, ერთდროულად შეშინებული და ნასიამოვნები ვწევარ საწოლში, ხელების ამოძრავება მინდა, მინდა მთელი ძალით მოვეხვიო აჩის და ვთხოვო აღარსად გამიშვას, ისე ძლიერ მინდა ჩამეხუტოს რომ მთლიანად შემისრუტოს.
-აჩი...- ვჩურჩულებ თითქმის გონდაკარგული.- ასე არ შეიძლება.
-რატომ ? რატომ არ შეიძლება ?.- კითხულობს ისევ ჩემს ყელში თავჩარგული და ისევ ტუჩებით მეწებება კანზე.
-არასწორია ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ.- ვხავი ძლივს ძლივობით. ღმერთო არ მინდა მომშორდეს.
-ვფიქრობ უკვე დიდი ბიჭი ვარ იმისთვის რომ გადავწყვიტო რა არის სწორი და რა არა.- ბრაზდება აჩი და თავს წევს. თვალებში ცეცხლისმაგვარ კაცუნებს ვამჩნევ და ოდნავ ვკრთები.- რატომ ვიქცევით არასწორად მარიამ ?
-ჩვენ ყველას ვატყუებთ ხვდები ამას ?.- ხმაში ბზარი მეპარება, მინდა ყველაფერი რეალური იყოს თუმცა არ არის.- ნათიას, ცუციკოს და საკუთარ თავებსაც კი.
-და რა არის ამაში ცუდი ?.- ოგნდება აჩი.
-არ მინდა ამ ყველაფერს მივეჩვიო გესმის ?.- ვყვირი ჩუმი ხმით.- არ მინდა ეს გარემო შევიყვარო, არ მინდა აქედან წასვლის შემდეგ უფრო მეტად მარტოსული გავხდე... არ მინდა...
-და იქნებ სულაც არ გიშვებ აქედან სულელო.- წამში უთბება ხმა.- იქნებ შენი დატოვება მინდა.
-სისულელეა! ჩვენ თითქმის არც კი ვიცნობთ ერთმანეთს.- ვბრაზდები და ხელებით სწრაფად ვიშორებ აჩის.- ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა აჩი! ჩვენ ფილმში არ ვცხოვრობთ, არც ვინმეს დაწერილ სცენარს მივყვებით. ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვეულებრივი უბრალო ადამიანები. არც ეს ახალი წელია ჯადოსნური და არც ამ ახალ წელს ამიხდება სურვილები.
-მარიამ...
-არა! არაფრის მოსმენა არ მინდა.
-კარგი, როგორც გინდა.- ჩურჩულებს გატეხილი ხმით და ოთახიდან უკან მოუხედავად გადის. მისი გასვლა და ჩემი ტირილის დაწყება ერთი იყო. მთელი ძალით ვეჭიდებოდი ბალიშს და ჩუმი ხმით ვსულუკებდი თავ ჩარგული. აღარ მინდოდა ახალი წლის ჯადოსნურობა დამეჯერებინა, აღარც ვინმეს შეყვარება მსურდა, ისედაც მარტოობისთვის განწირული საკუთარ თავს ახალი იმედისთვის ვერ გავიმეტებდი. იმედისთვის რომელიც ისევ ისე ჩაფლავდებოდა როგორც სხვები.
მეორე დილით ადრე მეღვიძება, თუმცა პატარა ქალბატონს ადგომას მაინც ვერ ვასწრებ, თითქმის ყველა ოთახში ისმის საახალწლო სიმღერა და მეც მხიარულ განწყობაზე ვდგები. გაღიმებისას თვალის უპეები მეწვება და თითებით ფრთხილად ვეხები. შხაპის მიღების სურვილით გაჯერებული ძლივს ძლივობით ვდგები ფეხზე და მარცხენა ფეხსაც ძლივს მივათრევ სააბაზანომდე. ოთახის კარების ხმაზე წამით ვშეშდები, უკან მიბრუნების მეშინია. მეშინია აჩის იმედგაცრუებული სახის დანახვა. აკანკალებული ხმის დამორჩილებას ვერ ვახერხებ და ბაგეებიდან უცნაური ბგერები მცდება.
-მარიამ ვეფხვუნიას შია.- ცუციკოს ხმაზე ვმშვიდდები და უკან ვბრუნდები. ბავშვი წამით შეშდება და გაკვირვებული თვალებით მიყურებს სახეზე.- იტირე ?.- ხმა უსევდიანდება და კნუტს საწოლზე აწვენს, ჩემკენ მოდის და მეხუტება.- აღარ იტირო რა, აი აღარასდროს გაგაბრაზებ გპირდები ოღონდ შენ არ იტირო.- მკოცნის ლოყაზე და თავისი პატარა თითებით მწმენდს ახლად ჩამოგორებულ ცრემლს.- იცი აჩიმ საჩუქრები მოიტანა უკვე.- ხმაში მხიარული ნოტები ერევა.- შენთვისაცაა.- ამატებს ბოლოს და თითებზე მეჭიდება.- წამოდი.
-პატარა შხაპის მიღება მინდა.- ვპასუხობ სწრაფად და ჩემკენ ვაბრუნებ, ლოყაზე ვკოცნი და სააბაზანოსკენ ვბრუნდები.
-გინდა მომზადებაში დაგეხმარო ?.- მეკითხება გამომცდელად და ორივე ხელს თეძოებზე იწყობს.- შემიძლია.- ამატებს ბოლოს ამაყად და სააბაზანოში შედის. მეც თან მიყოლებს და იქვე ხის სკამზე მსვავს. ჩემდა გასაოცრად ცუციკო მართლად სწრაფად ამზადებს ყველაფერს, შხაპის მაგივრად აბაზანაში ვწვები და ვდუნდები, ცუციკო თმებს მბანს და თან ღიღინებს.
-Santa baby, slip a sable under the tree for me
Been an awful good girl
Santa baby, and hurry down the chimney tonight
Santa baby, an auto space convertible too, light blue
I'll wait up for you, dear
Santa baby, and hurry down the chimney tonight
Think of all the fun I've missed
Think of all the fellas that I haven't kissed
Next year I could be also good
If you'll check off my Christmas list.
-მადლობა ცუციკო.- ვჩურჩულებ ძალიან ჩუმი ხმით და მის პატარა თითებს ჩემით ვეხები. ცუციკო მხოლოდ მიღიმის და ისევ ღიღინს აგრძელებს. თითქმის მთლიანად მეხმარება მოწესრიგებაში და საძინებლიდან თბილი სვიტრი და ჯინსის შარვალი შემოაქვს.- პატარა შარვლის ჩაცმა ნამდვილად გამიჭირდება.- მეცინება მე.
-დაგეხმარები.- მიღიმის ისევ და ჩაცმაში მეხმარება. მე ისევ გაკვირვებული შევცქერი ჩემდამი შეცვლილ ცუციკოს და სწრაფად ვკოცნი მის პუტკუნა ლოყებს.- ეხლა დაბლა ჩავიდეთ, დედა გველოდება ალბათ. იცი რა გემრიელობები გააკეთა ?.- ბურტყუნებს თავისთვის და ხელს მჭიდებს.- აჩის დავუძახებ და დაბლა ჩაგიყვანს...
-არ არის საჭირო, მე თვითონ ჩამოვალ.- ვუღიმი ცუციკოს და ყავარჯენისკენ მივუთითებ. ორივე ყავარჯენს მაწვდის და ჩემს წინ კუსკუსით მიემართება, კარებს მიღებს და მაცდის როდის გავალ ოთახიდან. კიბეებზე ჩასვლის დროსაც კი ჩემს გვერდით მოდის და მისი მზრუნველობით თავბრუდახვეული როდის ვხვდები მისაღებში ვერც კი ვაცნობიერებ.- დილამშვიდობისა ნათია დეიდა.
-დილამშვიდობისა საყვარელო.- მიღიმის ნათია და სამზარეულოში ფუსფუსს აგრძელებს.
-ჩვენ ნაძვისხე მოვრთოთ.- მეკრიჭება ცუციკო და ყუთით ნაძვისხის სათამაშოებს მოათრევს, წინ მიდებს და მეუბნება ავარჩიო. მეც წითელ, ლურჯ და თეთრ სათამაშოებს ვაწვდი ცუციკოს და ისიც კისკისით კიდებს ნაძვისხეზე, წვიმებში ახლართული ცუციკოს დანახვისას სიცილს ვეღარ ვიკავებ. საოცრებაა ეს ბავშვი!.- სურვილი უკვე ჩაიფიქრე ?.- მეჩურჩულება ცუციკო ისე თითქოს არ უნდა ვინმემ გაიგოს.- მე სანტას მივწერე.
-ჰმმ და რა მიწერე სანტას ?.- მეღიმება მე.
-თუ გეტყვი აღარ მომიტანს.- ტუჩს აბრუნებს საყვარლად და წვიმებში მოსეირნე კნუტს მიწვდის.- სამი სურვილი ჩავიფიქრე კიდევ ცალკე.
-ჰოო ?.- მეცინება მე.
-ჰო! შენც უნდა ჩაიფიქრო, ოღონდ ახალ წელს, თორმეტი რომ შესრულდება მაშინ.- ამატებს ბოლოს და გვერდით მიჯდება.- აჩი მენატრება. შენ არ გენატრება ?
-სად არის აჩი ? სადმე წავიდა ?.- ვეკითხები გაკვირვებული.
-მამასთან წავიდა, მეორე სახლში.
-მამათქვენი ცალკე ცხოვრობს ?.- კიდევ უფრო გაკვირვებული ვეკითხები ცუციკოს თან გული მწყდება რომ აჩის ვერ ვნახავ.
-ჰო.- ჩურჩულებს მოწყენილი ხმით.- მეორე ოჯახი ყავს, ჩვენთან იშვიათად მოდის ხოლმე. ამიტომაცაა აჩი მხოლოდ ჩემი რომ ისიც არ წავიდეს და არ მიგვატოვოს.- ცრემლიანი თვალებით მიყურებს და წელზე მეხვევა.- აჩის ხომ არ წაიყვან ?.- მეკითხება ცრემლშეპარული ხმით.
-არა, არსად წავიყვან.- ვუღიმი პატარას და შუბლზე ვკოცნი.
-ანუ შენ დარჩები ჩვენთან ხო ?.- მეკრიჭება პატარა მავნე და ლოყაზე სწრაფად მკოცნის.
-არა მითუმეტეს მე ვერ დავრჩები თქვენთან.- ჩურჩულით ვამბობ მარტო დარჩენილი და თავს სავარძლის საზურგეს ვადებ.

* * *

ფქვილში ამოგანგლული სამზარეულოში ძლივს ძლივობით დავდივარ და ჩემი ნამცხვრისთვის საჭირო ინგრედიენტებს ვეძებ, ყოველი ინგრედიენტის დავარდნაზე დახრა მიწევს და ეს წამებაა ჩემთვის. სახლში მარტო ვარ, ნათია და ცუციკო საყიდლებზე არიან წასულები მე კი გადავწყვიტე ნამცხვარი გამომეცხო. მგონი უფრო ვტყიპნაობ ვიდრე რამეს ვაცხობ. მთელი სახე კრემით მაქვს დასვრილი და ნელ-ნელა იქიდანაც შემომეჭმევა ხოლმე, ჩემს საქციელზე მეცინება, დიდი ხანია ესეთ ხასიათზე აღარ ვყოფილვარ. კრემით სავსე ჯამს ხელში ვიღებ და უკან შემობრუნებას ვცდილობ ჩემი თაბაშირიანი ფეხი რომ სკამს ედება და მეც ფრიალ ფრიალით მივდივარ იატაკისკენ. ტკივილს ვერა თუმცა ძლიერი ხელების შეხებას რომ ვგრძნობ წელზე ამას კი ნამდვილად ვამჩნევ, თვალებს გაჭირვებით ვახელ და კრემში ამოთხვრილ აჩის ვუყურებ.
-სულ ყველაფერს როგორ უნდა აფუჭებდე მავნე.- მიღრენს აჩი და სკამზე მსვავს, რაღაცაზე გაღიზიანებული აქეთ-იქით დადის და პირსახოცით სახეს იწმინდავს. მე კი თვალს ვერ ვაშორებ, მონატრებული მთელ მის სხეულს თუ სახეს ვსწავლობ და გონებაში კარგად ვიმახსოვრებ. კრემით მოთხვრილიც კი საოცრად მიმზიდველია, აქეთ-იქით დაალაჯებს და ფეხსაცმლიდან კრემს ისვრის.- ეს რა მიქენი მარიამ ?.- მიღრენს ისევ.
-ასე უფრო გემრიელი ხარ.- მცდება ჩემდა უნებურად და აჩის გაკვირვებულ, ეშმაკურად მოელვარე თვალებს რომ ვაწყდები ლოყები მიწითლდება.
-ნუთუ ?.- მოიწევს ჩემკენ და კრემიან ცხვირზე ტუჩებით მეხება.- შენც გემრიელი ხარ და თან შოკოლადის სურნელიც აგდის.- ტუჩებით ყელისკენ ინაცვლებს. ჯანდაბა მაკოცე!.- გინდა გაკოცო ?.- ჰო ჰო მინდა. გაყვირის ჩემი გონება და მეც გაუცნობიერებლად ვხვევ კისერზე ხელებს.- ანუ გაკოცოთ ?.- მიღიმის თბილად და ტუჩებთან თავისი თბილი ბაგეებით მიახლოვდება.- თუმცა ვერ გაკოცებთ მარიამ, ახლა ძალიან მაგვიანდება და თან საცოლე მყავს.- მიღიმის ირონიულად და სამზარეულოდან აპირებს გასვლას უნებურად რომ მცდება სიტყვები.
-ასე მსჯი ?
-რისთვის ?.- ბრუნდება ჩემკენ, თან ეღიმება.
-იცი რისთვისაც.- ვბრაზდები და სკამიდან ვდგები, მარცხენა ფეხს მივათრევ როგორღაც და ვუახლოვდები.- იმის გამო რომ უარი გითხარი.
-მაშინ ასე გსჯით მარიამ. იქამდე არ გაკოცებთ სანამ თვითონ არ მოხვალთ ჩემთან.- მიღიმის თბილად და სწრაფად გადის სამზარეულოდან.
-დამპალო!.- ვხავი ძალა წართმეული და იატაკზე ვენარცხები.- ცუდო კაცო!

31 დეკემბრის საღამოა, სახლში ისევ მარტო ვარ. ცუციკოს მიყრილ სათამაშოებს იატაკიდან ვიღებ და სათამაშო ყუთში ვაწყობ. ნაძვისხეს ვუახლოვდები და წითელ ბურთულას ნაზად ვეთამაშები თითებით. ოთახში თბილა, ცეცხლის ტკაცუნის ხმა მესმის და მეღიმება. საახალწლო სიმღერა ისმის ქუჩებიდან, თბილისი გრძნობს.
ჰო თბილისი ახალ წელს გრძნობს, არ ვიცი როგორ ან რანაირად თუმცა ამას ჩემთან ერთად ახერხებს, ზუსტად იმ სითბოში ეხვევა რომელშიც მე გამახვიეს აბაშიძეებმა. ჩარჩოში ჩასმულ აჩის ფოტოს ხელში ვიღებ და იატაკზე ფრთხილად ვჯდები, თაბაშირიან ფეხს ვჭიმავ და ფოტოს კალთაში ვიდებ. აჩის ცისფერ თვალებს დავცქერი და ვგრძნობ როგორ მეფერებიან ფოტოსურათიდან. სისულელეა არა ? ჰო ალბათ სისულელეა...
დიდი ხნის შემდეგ მოწოლილ ემოციებს ვერაფერს ვუხერხებ, ვგრძნობ როგორ მეჩხირება ყელში რაღაც და იატაკზე ვწვები, ჭერს შევცქერი და ვითვლი. ვითვლი უსასრულოდ იქამდე სანამ ნაბიჯების ხმა არ წყვეტს მათ. თვალებს არ ვახელ ისედაც ვიცი ვინ არის, მიახლოვდება, ჩემს გვერდით წვება და ვგრძნობ როგორ მიწვავს მისი დაჟინებული მზერა სახეს, ისევ მეღიმება, ვგრძნობ ისიც ისევე იღიმის როგორც მე. არა მისი ღიმისგან მოწოლილ სითბოს ვგრძნობ კანზე და სხეულში ჟრუანტელი მივლის, წამით მაკანკალებს და თითებით ვიწყებ აჩის ნაკვთების სწავლას, მეშინია არ დამავიწყდეს, მეშინია წასვლის შემდეგ მისი სახე არ გაუფერულდეს, ხმას ვერ ვიღებ მხოლოდ ვხვნეში და აჩისკენ ვბრუნდები, მისკენ მივიწევ და მკერდზე ვეყრდნობი.
-თვალები გაახილე რა.- მეჩურჩულება ყურთან და კოცნას მიტოვებს შუბლზე. თავს ვაქნევ და თვალებს უფრო მეტად ვაჭერ ერთმანეთს.- 2004 წლის პირველი დეკემბერი იყო, კარგად მახსოვს ეს დრო, ის დღე კი ყველაზე კარგად დამამახსოვრდა. პარკში ვიყავი ძმაკაცებთან ერთად და ბურთით ვთამაშობდი, თითქმის არაფერი არ მაინტერესებდა, ახალი წლის საჩუქრით ვტრაბახობდი მათთან და რატომღაც ყველაფერი მიხაროდა იმ წამს. მერე არ ვიცი რა მოხდა ან როგორ მოხდა, პატარა გოგონა შევამჩნიე მამამისის ხელს რომ იყო ჩაბღაუჭებული და აქეთ-იქით საყვარლად დაბაჯბაჯებდა, იმ წამიდან მომეწონა, არ ვიცი რატომ მაგრამ რაღაც სხვანაირად ჩამებეჭდა გონებაში. ძალიან საყვარელი წითელი ლოყები ჰქონდა, სულ მთლად აბრაწული, აწითლებული, წაბლისფერი თმები ისე მოხდენილათ დაეყარა მხრებზე მათი შერხევისას სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა ტანში. მაშინ პატარა 12 წლის ბიჭი ვიყავი და ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა, ვერც იმას ვხვდებოდი რატომ უნდა მომწონებოდა ასეთი პატარა გოგო. სახლში მისული სულ მასზე მეფიქრებოდა, მისი ჩაცმულობაც კი ზედმიწევნით მახსოვდა იცი ?.- ეცინება აჩის და ისევ რბილი, თბილი ტუჩებით მკოცნის შუბლზე.- მაშინ მწვანე ქურთუკი ეცვა, ყელზე წითელი კაშნი მოეფარებინა, თან ძლივს ძლივობით რომ იფხატებდა კაშნს ცხვირზე ყველაზე მეტად ის მაგიჟებდა. პატარა იყო თუმცა მოხდენილი, ძალიან მოხდენილი. იცი რა ლამაზი თვალები ჰქონდა ? რაღაც განსაკუთრებულად უბრწყინავდა, აი ყველაფერი უხაროდა. სიხარულის კაცუნები დაუხტოდნენ აქეთ-იქით და მისი სიხარულით მეც მახარებდა. მისი თვალები მაშინ შემიყვარდა. ახლაც მიყვარს.- ჩურჩულებს აჩი თბილი ხმით, 2004 წლის დეკემბერი. პირველი დეკემბერი, მახსოვს ეს დღე.- მერე ჩემი თვალთახედვიდან გაქრა, ალბათ წავიდა. მეორე წელსაც მივედი იმ პარკში და ველოდებოდი, არ ჩანდა, ყოველ წელს მივდიოდი და თითქმის იმ სკამსაც ვეყინებოდი სადაც ვჯდებოდი. მოსაღამოვებულზე თუ ვბრუნდებოდი სახლში და ისიც კარგად მახსოვს როგორ გიჟდებოდა ამაზე ნათია. სულ მეჩხუბებოდა ვინ არის ასეთი რომ გაგაგიჟაო. არადა ისედაც გიჟი ვიყავი.- ხითხითებს ძალიან საყვარლად.- მერე ისევ ვნახე... ძალიან დიდი ხნის შემდეგ.- ოხრავს აჩი.- იმ დღის შემდეგ მივხვდი რომ ისევ მიყვარდა, ისევ ისე როგორც პირველად როცა დავინახე.
-აჩი...
-ისევ ისეთი მოუსვენარი და ცელქი იყო. ისევ ისე იფხატებდა კაშნს ცხვირამდე და მისი აბრაწული ლოყების დანახვის საშვალებას მართმევდა.- ეცინება აბაშიძეს.- მაპატიე რა.
-რა უნდა გაპატიო აჩი ?.- ვხავი ძლივს და მის თითებს ვეჭიდები.
-შენს გვერდით რომ არ ვიყავი მაშინ.- ჩურჩულებს გატეხილი ხმით.- რომ ვერ მოვედი, რომ ვერ ჩაგეხუტე, რომ ვერ დაგიცავი. მარტოობა რომ ვერ შეგიმსუბუქე, ჩემს მკლავებში რომ ვერ ჩაგმალე და აბრაწული ლოყები ვერ დაგიკოცნე. ის ყველაფერი მაპატიე შენთვის რომ ვერ გავაკეთე. მიყვარხარ რა... მართლა მიყვარხარ. არ წახვიდე რა. დარჩი!
-მეშინია აჩი.
-ვიცი მეც მეშინია.- ეცინება ცრემლიანად.- არ დაგკარგავ, არ გაგიშვებ, სულ ძალით რომ მომიწიოს შენი აქ დატოვება მაინც დაგტოვებ. საწოლს მიგაბავ იცოდე.
-გიჟი ხარ შენ, გიჟი, შეშლილი.- ვერ ვითმენ, ვეღარ ვითმენ, ცრემლიანი თვალებით, ათრთოლებული ტუჩებით ვიხრები მისკენ. არ მაინტერესებს არაფერი, არც ის გარეთ რომ ყინავს, არც ის ქარი რომ მთელი ძალით ეხეთქება ფანჯრებს. აჩის ტუჩებს ვგრძნობ როგორ მეხებიან ბაგეებზე და ვთბები, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, ხელებით მთელი ძალით ვეჭიდები მის მაისურს, ვისრუტავ, მასში გადასვლას ვცდილობ. ის კი მოზომილად, აუჩქარებლად მიკოცნის ბაგეებს და შიგადაშიგ კბილებით მეხება ქვედა ტუჩზე.
-არ მაინტერესებს, გიტოვებ! ჩემთან, ჩემში...- ლუღლუღებს აჩი კოცნებს შორის და მთელი ძალით მიკრავს ათრთოლებულ გულ მკერდზე. მერე ვეღარაფერს ვგრძნობ, საერთოდ ვეღარაფერს. მხოლოდ სიმსუბუქეს, როგორ დავფრინავ ცაში აჩის მიერ ბოძებული ფრთებით.- მიყვარხარ.
-მეც, მეც.- ვჩურჩულებ მის ტუჩებთან და ზღვისფერ თვალებს ვერ ვაშორებ მზერას.
"31 დეკემბრის ბოლო წამებს ვატარებ შენს გვერდით და ვგრძნობ ბედნიერი ვარ."

* * *

საავადმყოფოს დერეფანში ვზივართ, თაბაშირიან ფეხზე ისევ ცუციკოს თითები მეხებიან, პატარა მარკერით მაწერს რაღაც ფრაზებს, ხან ჩაიხითხითებს ხანაც ამომხედავს და გემრიელად მეკრიჭება. აჩი მისი ლოყების წვალებით ირთობს თავს ნათია კი ორივეს ეჩხუბება პატარა ბავშვებივით ნუ იქცევითო.
-ბავშვი ვარ მე!.- გაბუსხული ხმით ამბობს ცუციკო და ისევ თაბაშირზე აგრძელებს ხატვას.- მარიამ.
-ჰო.- ვუღიმი თბილად.
-სამი სურვილი უკვე ჩაიფიქრე ?.- მიყურებს ინტერესით გაჟღენთილი თვალებით.
-ჰო ჩავიფიქრე, სწორედ მაშინ როცა 31 დეკემბერი დასრულდა და პირველი იანვარი დაიწყო.
-ახალი წლის ღამეს ოცნებები სრულდება.- ღიღინებს ცუციკო და აჩის უკრავს თვალს.
-რამე ჩაიფიქრეთ ?.- მეცინება აჩის მოციმციმე თვალებზე.
-არაჰ.- აქნევს თავს და ჩემს თაბაშირს დაცქერის საყვარლად.
-მარიამს რო თაბაშირს მოხსნიან მერე სადღა ვხატო ?.- გვეკითხება ცუციკო.- ამ თაბაშირს გადააგდებ ?.- იხედება ჩემკენ.
-რათქმაუნდა გადააგდებს.- ეცინება აჩის.
-არ გადააგდო, ნაძვისხესთან უნდა დავდო.- მეკრიჭება ცუციკო და ხატვას აგრძელებს.
საბოლოოდ თაბაშირი მომხსნეს, ცუციკომ მისი გადაგდების უფლება არ მოგვცა, თავისი პაწაწუნა, ბუთქუნა თათებით მიათრევდა მანქანამდე და თან რაღაცას ბურტყუნებდა. აჩის თითოეულ ჩახითხითებაზე გული გაორმაგებული ძალით ეხეთქებოდა კედელს და მეც მონუსხული ყოველ წამს შევცქეროდი საქმროს.
* * *
ჩაბნელებულ ოთახში ვზივარ, ჩემს ფეხებთან მოტრიალე კნუტს მკერდზე ვიხუტებ და ნაზად ვკოცნი ცხვირზე. ნაბიჯების ხმა მესმის, კნუტს საწოლზე ვსვავ და მეც ათრთოლებული სხეულით ვდგები, ფანჯარას ვუახლოვდები და თვალებს ვხუჭავ. კარების გაღების ხმა მესმის, ნაბიჯები ნელ-ნელა მოიწევენ ჩემკენ, მიახლოვდებიან, ძალიან, ძალიან ახლოს დგებიან ჩემს ზურგს უკან და შემდეგ თბილი ხელებით მეხებიან წელზე, წელიდან თეძოებზე.

-ეს წელიც გაქრა, უკვალოდ გაქრა
და არა მხოლოდ ჩემთვის - ყველასთვის.
მეც უნდა გული მწყდებოდეს, მაგრამ
მოლოდინით ვარ სავსე ყელამდის.
და მიხარია, რომ გაქრა ისიც,
როგორც გადაღლილ ხსოვნაში ჭორი,
ანდა ვარსკვლავი რომ ქრება დღისით,
გადაყვარებულ ქალივით შორი.
გარემოცული თოვლით და ქარით,
თავის ბუნაგში ცხოვრობს ქალაქი,
იხურება და იღება კარი,
საფეხურებზე ხმება ტალახი.
წელი კი გაქრა, ვით წვიმის წვეთი,
როგორც უთვალავ ლანდებში ლანდი,
როგორც ღრუბლებში მწვერვალის წვერი,
როგორც გაქურდულ ტაძრიდან ხატი.
კეტავენ კაფეს, გამოდის კინო,
გაჩერებებზე გროვდება ხალხი
და უნებურად ფიქრობს და ცდილობს
დამალოს მკაცრი ნაკვთები სახის.
ქუჩებში დაძრწის თოვლი და ქარი,
დაღლილი ყალბი ცრემლით და ფიცით,
და ყველა ჩქარობს, რომ ბებერ მთვარეს
მიუჯახუნოს კარები ცხვირწინ.
იმედისა და ოცნების მსგავსი
ფანჯრებზე ბზინავს ნაძვის ტოტები
და საახალწლო ვნებებით სავსე,
კიდევ ერთი წლით გიახლოვდები.
-შენი ოცნებების ახდენას ვიწყებ მარიამ.- მეჩურჩულება ვნებიანი ხმით აჩი და მწველად მეხება ბაგეებით ყელზე.
თითებით მუცელზე დასეირნობს, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩვენს პატარას გრძნობს. ძალაგამოცლილი ვესვენები მკლავებში, მის მკერდზე ვიკეთებ ბუდეს და დამშვიდებული ვხუჭავ თვალებს.
"და საახალწლო ვნებებით სავსე,
კიდევ ერთი წლით გიახლოვდები."скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ანაკონდა

❤❤❤❤❤ გმადლობ!

 



№2  offline მოდერი TeddyBear

ანაკონდა
❤❤❤❤❤ გმადლობ!

რისთვის თბილო ? kissing_heart

 



№3 სტუმარი სტუმარი Eka

ოოო გავსკდი ტირილით :'(

 



№4  offline მოდერი TeddyBear

სტუმარი Eka
ოოო გავსკდი ტირილით :'(

ვაი,რატომ ?

 



№5  offline წევრი laviudanegra

კაი რაა დამაბრუნე ისევ იქ საიდანაც დავიწყე კითხვა

 



№6 სტუმარი სტუმარი თამარი

ნეტავ არ დასრულებულიყო❤ ეს თბილი და პატარა ზღაპარი. არასოდეს მომბეზრდება ამის წაკითხვა ზუსტად ვიცი❤❤❤

 



№7  offline მოდერი TeddyBear

laviudanegra
კაი რაა დამაბრუნე ისევ იქ საიდანაც დავიწყე კითხვა

:დდ ❤

სტუმარი თამარი
ნეტავ არ დასრულებულიყო❤ ეს თბილი და პატარა ზღაპარი. არასოდეს მომბეზრდება ამის წაკითხვა ზუსტად ვიცი❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა ❤

 



№8  offline წევრი Timea25

თბილი იყო,სასიამოვნო.❤

 



№9  offline მოდერი TeddyBear

Timea25
თბილი იყო,სასიამოვნო.❤

დიდი მადლობა ❤ მიხარია ^^

 



№10 სტუმარი სტუმარი Yellow.

ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ ! ????????????

[quote=სტუმარი Yellow.]ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ ! ❤️❤️❤️

 



№11  offline მოდერი TeddyBear

[quote=სტუმარი Yellow.]ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ ! ????????????

მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent