შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ბედისწერის ბრალია 4


27-12-2017, 02:02
ავტორი marimayishvili
ნანახია 652

შენი ბედისწერის ბრალია 4

სარკეში იყურებოდა ბარბარე და ნერვიულად აწვალებდა ბავშვობაში ნიკოლაოსისთვის წარეულ ყელსაბამს, ვერცხლის ჯაჭვზე მინიატურული ტყვია რომ ეკიდა. არ იცოდა, ღირდა თუ არა, ან რა რეაქციას გამოიწვევდა ეს მოგონება მამაკაცში, მაგრამ ბარბარე რის ბარბარე იყო, ქვრივივით შავ კაბაში გამოეწყო, ხელთათმანები გაიკეთა და მისაღებში მყოფ ემისთან გავიდა.
- წავედით დე?
- რა გაცვია? - მუდამ ნათელ ფერებში მყოფი დედის ჩაშავება სულ არ ესიამოვნა გოგონას.
- მასკარადზე მივდივარ, ნახე აბა თუ მიცნობ? - მოგრძო ფერის ბადისებრი ნიღაბი მოირგო თვალებზე და სამაგრი ლამაზად ჩახვეულ თმაში ჩაჩურთა.
- შავ ქვრივს გავხარ.
- ვარ კიდეც! - დაბზრიალდა სარკესთან.
- წინა მასკარადზე რომ ფერია იყავი?
- ეგ შენი დაბადებისდღე იყო დეი, წამო მალე თორე დამაგვიანდება, ხომ არ გააბრაზებ ბებია-ბაბუას?
- არ ვიცი, მე მიყვარს ისინი, მაგრამ ვერ დაგპირდები რომ ყველაფერს შევჭამ რასაც ნელი მომიმზადებს.
- ნუ შეჭამ მერე, უბრალოდ ცოტა დახვეწილი უარი უთხარი რომ არ ეწყინოს. კაშნეც მომაწოდე ბარემ და გავედით.
- იმ კაცთან მიდიხარ?
- ვისთან? - ბრბარემ იცოდა ვისზეც ეკითხებოდა მაგრამ არ შეიმჩნია.
- იმ კაცთან აქ რომ იყო, პიჯაკით!
- მოდი ეგ კაცი ნელისთან და ავთოსთან არ ახსენო კაი?
- არ უყვართ? -კარში გავიდნენ და ბარბარემ ლიფტი გამოიძახა.
- უბრალოდ არ მოსწონთ...
- რატომ? მაღალია, ლამაზი თვალები აქვს, თმა...
- ეე, ეე, ამას უყურეთ!
- რა მოხდა... - სიცილით დაიმორცხვა ემილიმ და გაწითლდა.
- შენ შენხელებს უყურე და ისინი მოიწონე პატარა მატრაკვეცა. - სიცილით დასვა ბავშვი სიდენიაზე და მანქანას შემოუარა. - ეს ნახე რაა რეები უსწავლია.
- უკვე დიდი ვარ!
- ხო, მაგრამ შეყვარებულისთვის არა.
- დედა ეჭვიანობ?
- რა?
- რა და მოგწონს ეგ კაცი.
- ვაიმე, შენ მართლა რამხელა გაზრდილხარ, აუცილებლად მოგაქცევ აწი მეტ ყურადღებას.
- მოგწონს, მოგწონს! ჩემს მასწავლებელსაც მოსწონს ჩვენი დირექცტორი.
- ვაიმე, ემილი რეებს ამბობ, ბაღშიც აღარ წაგიყვან!
- კარგი რა დედა...
- კარგი რა არ უნდა. ხვალ რა დროს გამოგიარო? - ძრავა გამორთო და ბავშვი კორპუსისკენ წაიყვანა.
- არ გამომიარო, მე ნინიასთან კარგად ვერთობი აქ.
- რამხელაა ისე ეგ გოგო, ჯერ კიდევ შენთან რომ თამაშობს ა?
- დიდია, მესამე კლასელია. ზარს მე დავრეკავ ამწიე! ბებააა! - დაიყვირა როგორც კი კარი გაიღო და ქალს გულზე შეახტა.
- შემოგევლოს შენ შენი ბებია. როგორ მომენატრე ბები...
- ბაბუა სახლშია?
- არა ჯერ. როგორ ხარ დე არ შემოხვალ? - საეჭვოდ აათვალიერა ნელიმ ბარბარე. - რეები გაცვია?
- კარგად, მასკარადზე მივდივარ, დღეს შენთან იყოს ეს ქალბატონი, ხვალ დავურეკავ და თუ მოსწყინდა წამოვიყვან.
- კარგი დედა, კარგი. რესტორანში ხო მშვიდობაა?
- კი აბა, - იცრუა ურცხვად და სწრაფად შებრუნდა. - კარგად დე, მამა მომიკითხე!
მასკარადი, რომელზეც ბარბარე მიდიოდა თანაკლასელმა ლიკამ დაგეგმა, რა თქმა უნდა, ნიკოლაოსის დაკვეთით. რესტორან ,,საზერლიკში" წესით მარტო კლასელები უნდა ყოფილიყვნენ თავიანთი მეორე ნახევრებით. ბარბარეს ნიკოლაოსისთვის არც უთქვამს რომ მიდიოდა, თან ზუსტად იცოდა იქ დახვდებოდა. ნიღაბი მოირგო, თმა გაისწორა და დარბაზში შეაბიჯა. თქნაკლასელებმა ოვაციები და ტაში შეაგებეს.
- გიცანით კალანდაძე, აზრი აღარ აქვს!
- გვიკადრა! - დაიძახა იქიდან ლაშამ.
- რა მაგრად მხვდებით, კარგად ვარ, კარგად!
- ბაბი! - შეჰყვირა თამუნამ, რომელიც ყოველთვის უყვარდა ბარბარეს და სულ ემეგობრებოდა.
- ღმერთო, რამდენი ხანი გავიდა! - ჩაეხუტა გოგონას და შემდეგ უკან გაიწია. - დატრიალდი აბა, ვინ იფიქრებდა შენ მოპუტკუნებას ა?
- გოგო... ორსულად ვარ... - ჩაილაპარაკა დანანებით.
- ვაიმე, გილოცაავ! რა მაგარია თამო, წამო მომიყევი აბა.
- რა არის მაგარი, მესამეა უკვე!
- რაა? საღოლ თამარ საღოლ შენს გამძლეობას! - შამპანიურს დასწვდა ბარბარე სიცილით და დარბაზს თვალი მოავლო. მეგობარი მის ამბებს უყვებოდა დიტო ნემსაძე რომ დალანდა ვიღაც ქალთან ერთად. - გოგო, ეგ დიტოს ცოლია?
- ნწ, არა. საყვარელია რა, რავი. წლებია ერთად არიან, შეიძლება მოიყვანოს კიდეც ვინ იცის.
დარბაზი მალე ახმაურდა და ბიჭებმა მაგიდების შეტყუპება დაიწყეს.
- რა არის ეს რა უბედურებაა!
- მომტყდა ფეხები, პატარები ხო აღარ ვართ!
- მოწიე აქეთ მოწიე!
- სკამები მოიტა ერთი შენი ჭირიმე რა!
- აუ რა ხეპრეები არიან, - ნერვები მოეშალა ბარბარეს. - ახლა იჯექი სუფრაზე და უსმინე ამათ უაზრო სადღეგრძელოებს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.
- ღვინო მოიტა!
- ეს აქ მივწიოთ, ბარბარე გამო რა ტო, ზედ ხო არ მოგადგავ?
- ზედ შენ მოგადგავ! - კლასელებმა გულიანი სიცილი მორთეს.
- კაი ტო, ეგ არც მიფიქრია! - აღაჟღაჟდა ლუკა.
- დავსხდეთ, დავსხდეთ!
- თამადა ვინ იქნება? - მოულოდნელად ყველა გაჩუმდა და ბარბარეს მიაჩერდა. გოგონამ მათ მზერას თვალი მოავლო.
- მე რას მეკითხებით, ვინც გინდათ ის იყოს... - კვლავ ყველა დუმდა. რას მომაჩერდით?
- მე ვერ ვიქნები, ტყუილად მიყურებთ. - გაიცინა მშვიდმა ბარიტონმა. ვარბარემ უკან მიიხედა და მიხვდა, მას კი არა ნიკოლაოსს რომ უყურებდნენ და მანაც გაიცინა, თუმცა მამაკაცი აღარ იღიმოდა, მისი ყურადღება ახლა ბარბარეს ყელსაბამს მიეპყრო, რომელზე დაკიდული ვერცხლის ტყვიაც გოგონას მკერდზე ბრწყინავდა და მარცხნივ, გულისკენ ისე გადახრილიყო თითქოს ეს-ეს არის კანში ჩაესობაო. ნიკოლაოსი მიუხვდა სათქმელს, არაფერი შეიმჩნია, უბრალოდ მიუახლოვდა, წელზე ხელი მოხვია და მაგიდისაკენ უბიძგა. - ცოლად თუ გაყვები ვინმეს ოდესმე, შენი ხილვა ამ ფორმაში მინდა.
- იქნებ შენ გამოგყვე? - არ დაიხია უკან ბაბიმაც.
- მე შენნაირს ცოლად არასოდეს მოვიყვან! - ბარბარეს გული დასწყდა, ეტკინა, გაბრაზდა, ნერვები მოეშალა.
- მაშინ დარჩენილხარ ასე და ეგ არის!
- ვითომ რატომ? - სკამი გამოუწია გოგონას დასაჯდომად.
- ჩემზე უკეთესი შენ არ გამოგყვება და იმიტომ!
- მე ნებისმიერი გამომყვება შენც ხომ იცი?
- მეც ნებისმიერს გავყვები, ეგეც ხომ იცი?
- ოო, აი მაგაში ძალიან ცდები. ეგ ჯერ მე უნდა შემითანხმო! - ბარბარეს არაფერი უპასუხია. - ღვინო გინდა?
- შამპანიური მირჩევნია.
შექმნილი დაძაბულობა სასმელმა სწრაფად შეცვალა, ნიკოლაოსი შინაურულად ექცეოდა ყველას და ბევრს არ სვამდა. პირველი ცეკვა აჭარული იყო, ბარბარემ დიდი თავპატიჟი არ გამოიდო, ტანის ნელი მაგრამ მოხდენილი მიმოხვრით გაყვა ლაშას და შუა დარბაზში დატრიალდა. მამაკაცმა სიგარეტს კვლავ გაუკიდა და მოცეკვავეებისკენ მიტრიალდა. დრო ისევ უკან დაბრუნდა, ბარბარე და ლაშა ცეკვავდნენ, გიგი ცალ მუხლზე იდგა და მოცეკვავეებს ტაშს უკრავდა, ანკა დიტოს უჟუჟუნებდა თვალებს, ის კი მოქუფრული ტელეფონს ჩაჰყურებდა. დანარჩენები იდგნენ და ღიმილით უყურებდნენ სანახაობას. კიდევ ბევრჯერ იცეკვეს, ცოტა ხანში ვალსის დროც დადგა. მუსიკა სასიამოვნოდ აჟღერდა ოდნავ ჩაბნელებულ დარბაზში. ნიკოლაოსი წამოდგა, თამუნასთან დროებით გადამჯდარ ბარბარეს მიუახლოვდა და ხელი საცეკვაოდ გაუწოდა. გოგონას არ გაჰკვირვებია, ელოდებოდა კიდეც ამ მომენტს, ფეხზე წამოდგა და ხელი ნაზად გაუწოდა. მამაკაცმა მცირე ძალით თავისკენ უბიგძგა ბარბარეს, ერთი ხელი წელზე მოხვია, სხეულზე აიკრა, მეორეთი კი გოგონას ხელი მოიმწყვდია თითებში და სახე ყურთან ახლოს მიუტანა. ალკოჰოლმა თავისი გაიტანა, ბარბარე თითქმის სრულად მიენდო ნიკოლაოსს, თავი მხარზე დაადო და თვალები მინაბა.
- ხანდახან მგონია დრო უკან ბრუნდება, იცი?
- ხო, კარგი დრო იყო, - აღიარა ნიკოლაოსმა, - თუმცა ცუდი დასასრულით.
- დასასრული ხომ ჯერ წინაა...
მშვიდად აუღელვებლად და რიტმულად მოძრაობდნენ, შორიდანვე ეტყობოდათ, რომ
ორი კი არა, ერთი მთლიანი სხეული ქმნიდა საუკეთესო ვენურ ვალსს...
- რატომ წახვედი ბაბი, მე ხომ მიყვარდი...
- მეც მიყვარდი...
- ტყუი ბაბი, უსინდისოდ ტყუი...
- მიყვარდი, ჩემებურად, ჩემთვის...
- მაგრამ ამან ხელი არ შეგიშალა პირველივე გერმანელს ჩაწოლოდი ლოგინში! - თავი ააწევინა გოგონას და თვალებში ჩახედა. ბარბარეს არ უნდოდა ეთქვა სიმართლე, იცოდა საჭირო იყო, ასე ბევრ ტანჯვას აიცილებდა თავიდან და ნიკოლაოსსაც დაამშვიდებდა. მაშინ რომ ეთქვა, იქნებ ყველაფერი აბსოლუტურად სხვანაირად წასულიყო, მამაკაცი აუცილებლად გაუგებდა, მაგრამ ბარბარემ ვერ გარისკა, არ ენდო და ნიკოლაოსის დაჟინებულ, ეჭვნარევ მზერას თვალი აარიდა. - არაფრის თქმა არ გინდა?
- არა...
- რა თქმა უნდა, არა... მე კიდევ სულელმა ვიფიქრე რომ... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, - ხელი გაუშვა ბარბარეს და მაგიდისკენ ანიშნა, - დაემშვიდობე მათ და ჩაიცვი, მივდივართ!
- სად?
- გაიგებ!
,,ბეემვემ'' სწრაფად მოიტოვა უკან თბილისი და ბაკურიანისკენ მიმავალ გზას დაადგა. ბარბარეს გაახსენდა დიდი, პრსართულიანი თოვლში ჩაკარგული სახლი, ყველასგან მოშორებით, ტყესთან ახლოს რომ იდგა. აქ პირველად დათვრა ისე, რომ დღემდე არ ახსოვს რა მოხდა. დილით კი ნიკოლაოსის გვერდით მაიკისა და საცვლების ამარამ რომ გაიღვიძა ელდა ეცა.

,,ბიჭი სიცილით გასკდა ბაბის შერცხვენილი, გაწითლებული სახის დანახვაზე და სწრაფი მოძრაობით მკლავებში მოიქცია.
- ნუ გეშინია, ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ, - კვლავ გაიღიმა.
- აბა ტიტველი რატომ ვარ? - შეუბღვირა გოგონამ და თავის დახსნას ეცადა.
- ნუ ფართხალებ, ხომ იცი რომ მაინც ვერსად წახვალ, ნახე როგორი კუნთა ვარ! - ხელებზე დაიხედა ბიჭმა, მკლავები შეათამაშა.
- რატომ არაფერი მაცვია, ნიკი სადაა ჩემი ტანსაცმელი?
- გავრეცხე და გავფინე, კმაყოფილი ხარ?
- რა? რატო...
- არწყიე ზედ და იმიტომ. მოისვენებ ეხლა?
ბაბიმ დარცხვენილად ჩახარა თავი და ბიჭის მკლავებში ჩაიმალა.
- გოგოები სად არიან?
- რა ვიცი მე, აქ უნდოდათ დაწოლა და გავყარე, მერე სად დაიძინეს ეშმაკმა იცის..."

ნიკოლაოსმა რომ გადახედა ბარბარეს უკვე ეძინა, თავი გვერდზე გადაეგდო და ტკბილი მოგონებებით იღიმებოდა, როგორც ჩანს მათი ფიქრები დაემთხვა ერთმანეთს.
უკვე გვიანი იყო მანქანა სახლთან რომ გაჩერდა. ნიკი გადმოვიდა, საოცრად ბარდნიდა, თითქმის მუხლამდე იყო თოვლი და გადაღებას არც კი აპირებდა. მანქანას შემოუარა, ბარბარე ხელში აიყვანა თუ არა გამოფხიზლდა.
- მოვედით? - წარბები შეჭმუხნა, თვალების გახელა მოინდომა მაგრამ ფიფქები სახეში ეყრებოდა და ნიკოლაოსის მკერდში თავი ჩამალა. - თოვს თუ სეტყვაა, რა ხდება?
- ცოტაც მოიცადე და მივალთ...
- ნიკოლაოს რა თოვს ამისთანა?
- აჰა, და თვითონ ნახე! - მამაკაცმა გაბრაზებით გაუშვა ორივე ხელი და ნამძინარევი, ახლადგამომცხვარი ბარბარე, მუხლამდე თოვლში დააგდო და ზედ გადააბოტა.
- შენ...შენ გააფრინე? - კივილით წამოხტა.
- ნუ მორბიხარ წნევა დაგეცემა!
- წნევა კი არა მეხი რატო არ გეცემა, ნიკოლაოს კონსტანტინიდის, მეხი!
- რა უნდა გოგო მეხს ამ თოვლში!
- სპეციალურად შენთვის უნდა შეექმნა დედაბუნებას. უხ, როგორ ვერ გიტან!
შესვლისთანავე ეცა ბარბარეს ნაცნობი სუნი, მეორე სართულზე გიჟივით ავარდა, კარადიდან პლედები ჩამოიტანა და ბუხრის წინ, სავარძელში საახალწლო საჩუქარივით შეიფუთა.
- ჩართე ცენტრალური?
- ჰო...
- შეშა გვაქვს?
- მაქვს!
- ხოდა დაანთე მარტომ ბუხარი, რადგან ,,გაქვს!"
- ოჰ, თორე მოხმარებას აპირებდი.
- რატომაც არა! - ცხვირი ჰქონდა ჩარგული პლედებში და იქიდან მბრძანებლობდა.
- იმიტომაც არა, რომ არაფერი შენ არ იცი, თან სანამ შენ მაქედან გაიხსნები, მე აქ სამ ბუხარს დავანთებ.
- ყოყლოჩინა... - ჩაიბურტყუნა მისთვის და თვალები მილულა.
- ნუ იძინებ!
- აბა რა ვაკეთო, მეძინება!
- აჰა ვისკი და წრუპე, შეხურდები ცოტას.
- არ მინდა. - დაიმანჭა სასწაულად.
- მე მინდა და დალიე, ეს ბრძანებაა!
- რადგან მთხოვ... - ღიმილით გამოართვა ჭიქა, მოწრუპა და უარესად დაიჭყანა. - შტროხია თუ რა ჯანდაბაა?
ბუხარი მალე დაინთო, შეფუთული ბარბარე ცოტა ხანს ადევნებდა თვალს მამაკაცს, ცეცხლის შუქს მიშტერებოდა, დროდადრო დიდ წვერს ნიკაპთან ხელით ისწორებდა და ვისკს წეუპავდა.
- რამდენი ხანი იყავი გერმანიაში?
- კარგი რა, - ხელი აიქნია ბარბარემ. - არ მინდა მაგაზე ლაპარაკი.
- მე მინდა და მიპასუხე!
- სამი წელი...
- მერე?
- რა მერე?
- როგორ მოახერხე რომ უკვე 5 წლის ბავშვი გყავს, აეროპორტიდან გაყევი პირველივე ტაქსის მძღოლს?
- ნიკოლაოს, შეურაცხყოფას მაყენებ და თან ძალიან მწარედ ცდები ჩემში იცოდე!
- მითხარი მაშინ რა მოხდა, თუ ვინმემ... - აქ ნიკოლაოს სახე შეეშალა, სწრაფად წამოდგა, ბარბარეს წინ ჩაიმუხლა და მისი სახე ხელისგულებში მოიქცია. - ახლავე მითხარი რა მოხდა ბარბარე თორემ ფიქრებმა შემშლა გესმის? ვინმემ რამე დაგაძალა?
- არა...
- არ დამიმალო ბაბი, სიმართლე მითხარი და თუ ვინმემ...
- არა მეთქი ნიკოლაოს, არა!
- ესეიგი... - ხელი შეუშვა გოგონას, სახე ისევ ცივი და უგრძნობი გაუხდა.
- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე შენთვის არ მიღალატია!
- რა გოგო? მაყ..ვებ ტო, თან მაგრად მაყ..ვებ! და რას იძახი, რო ქალიშვილი ხარ?
- ხო! - ამაზე ნიკოლაოსი სიცილისგან კინაღამ გადაყირავდა. ბუხრისთავზე დადო ჭიქა და შეფუთულ ბარბარეს გახსნა დაუწყო.
- რას აკეთებ?
- შენი უმწიკვლობა უნდა ჩავიბარო. - გულიანად იცინოდა მამაკაცი და გოგონას პლედებს აშორებდა.
- შენ ხო არ გაგიჟდი? - შეიშალა ერთიანად. - გამიშვი ახლავე!
- აბა რა გგონია, აქ დასასვენებლად წამოგიყვანე? - ერთი მოძრაობით ზურგზე მოიგდო ბარბარე და კიბეებს აუყვა, გოგონა ფართხალებდა, ფეხებს და ხელებს ერთნაირად იქნევდა მაგრამ სულ ტყუილად.
- ნიკოლაოს დამსვი ახლავე გესმის? ვის ველაპარაკები?
- მოისვენე და ენერგია დაზოგე, ამაღამ ნამდვილად გამოგადგება.
- ჩემი ნებით არ ჩაგიწვები საწოლში გესმის? - ზუსტად ამ დროს მამაკაცმა ლოგინზე დააგდო და გაფითრებული ბარბარე რომ დაინახა დასერიოზულდა.
- შენ დაგავიწყდა რაზე შევთანხმდით? თუ ყოველ წამს უნდა გახსენო რა მოგივა თუ ჩემ ნებაზე არ მოიქცევი?!
- ნიკოლაოს...
- რომ დავბრუნდები გახდილი დამხვდი! - აბაზანისკენ წავიდა, მაგრამ ბარბარე უცებ ეცა მკლავში და მოატრიალა.
- არასწორად მექცევი გესმის? ასე არ შემიძლია!
- მე გექცევი არასწორად გოგო? მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ, შენზე იმენა ვოცნებობ, შენს გამო მე პირადად, ყველაფერი დავთმე ბარბარე, ყველაფერი, რომ შენს გვერდით დამეძინა და გამეღვიძა. შენ? რა გააკეთე შენ, გეკითხები? ისე წახვედი, არც დამემშვიდობე, ისე ჩამოხვედი, ერთი არ შემეხმიანე, არასდროს გაგხსენებივარ, ბავშვით ჩამობრძანდი გერმანიიდან, ეხლა თვალებში მიყურებ და ძაან ჩვეულებრივ მეუბნები რომ ჩემთვის არ გიღალტია და მე გექცევი კიდე არასწორად?
- ხო!
- აუ ჩემი რა უტუხი ხარ შენ პროსტა! იცი დღეს რა მოხდება? შენ ჩემი გახდები, რაც ადრე მივქარე იმას აღარ გავიმეორებ. ხვალ გათენდება და სახლში წაგიყვან, აი მერე კი რაც გინდა ის ქენი, მე მეორედ მაინც აღარ მომინდები!
- ანუ ერთხელ დაწვები ჩემთან და გგონია მერე დამი.კი.დებ? - ირონიულად ჩაიცინა ბარბარემ.
- ზუსტად.
- პირიქით ნიკოლაოს, იცოდე მაგრად გამწარდები...
- ხოდა მაშინ შენც გაიზიარებ ჩემს ბედს, პატარავ! გაიხადე, მე მალე გამოვალ.
ფანჯარა გამოაღო ბარბარემ და სიგარეტს მოუკიდა, დიდრონი ფანტელები დროდადრო სახეზეც ეცემოდნენ და უმალ ქრებოდნენ. რა უნდა ექნა ახლა? სიმართლე ბოლომდე ეთქვა? ნიკოლაოსი მაინც არაფერს აღარ დაუჯერებდა, ამჯერად თავს აღარ გაასულელებინებდა, ადრე უნდა ეთქვა სიმართლე, ახლა მამაკაცს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და რომც დაეჯერებინა, ბარბარე დარწმუნებული იყო ეს ღამე უწინდელივით აღარ დასრულდებოდა. ფიქრებიდან კარის ხმამ გამოარკვია. ნიკოლაოსს წელს ქვევით პირსახოცი მოეხვია, სავარაუდოდ მთლიანად შიშველი იყო. ბარბარეს სუნთქვა ისე აუჩქარდა ეგონა ჰაერის ცვლილება მამაკაცმაც იგრძნო. თვალი ნელა ააყოლა მის განიერ, ოდნავ დანამულ მკერდს, ნიკოლაოსი მოღეუბლული, დაჟინებით უყურებდა. მეტს ვეღარ გაუძლო და ფანჯრისკენ შეტრიალდა.
- დაკეტე დროზე და აქ მოდი! - ბარბარემ მორჩილად შეასრულა ბრძანება და ნიკოლაოს მიუახლოვდა, ძირს იყურებოდა, არაფერს იმჩნევდა, მაგრამ საშინლად ნერვიულობდა. - შებრუნდი! - გოგონა ნელა შებრუნდა, ზურგზე ნიკოლაოსის გახშირებული, ცხელი სუნთქვა იგრძნო და ჟრუანტელმა დაუარა. მამაკაცი ფრთხილად შეეხო კაბის ზმეიკას და გახსნასთან ერთად გოგონას ტუჩები ყურს უკან ნაზად შეახო. დაინახა, როგორ დააყარა კანზე ბუსუსებმა ბარბარეს და ესიამოვნა, შემდეგ კაბა მხრებიდან მოაშორა, ფეხებთან ხმაურით დაეცა და გოგონა შეკრთა. საცვლების ამარა იდგა, ინსტიქტურად ნიკოლაოსისკენ შებრუნდა.
- არ გინდა...
- რატომ? - წელზე ხელები მოხვია და სხეულზე აიკრო.
- ნიკოლაოს...
- ბარბარე აზრი არ აქვს, - ვნებამორეულმა დახედა მოშიშვლებულ მკერდს, აღელვებისგან სწრაფად რომ უმოძრავებდა, დაიხარა და ნაზად შეახო ტუჩები. გოგონას თითქოს მიწა გამოაცალეს ფეხებთანო, ერთიანად მოეშვა, თავზე ხელები მოკიდა და თითები თმაში ვნებიანად შეუცურა. - ეს დღეც დადგა! - ჩასჩურჩულა ყურში ნიკოლაოსმა და საწოლზე დააგდო თუ არა ზემოდან მოექცა. პირსახოცი გოგონას საცვლების გზას გაუყვა და სრულიად შიშველი ბარბარე მამაკაცმა თავის ძლიერ მკლავებში მოიქცია. - ჩემი ხარ ბარბარე კალანდაძე, ახლა ნამდვილად ჩემი ხარ!
......
მაპატიეთ დაგვიანება, იმედია მოგწონთ, მართლა მაინტერესებს ყველას აზრი და ველი გულწრფელ კეიტიკას <3скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი mia15

ძალიან კარგია.მომწონს ისტორია.საინტერესოა და ველოდები შემდეგ თავს.მალე დადე

 



№2  offline წევრი გეგე მარიშკა

მაგარია ბაბი ალბათ იმ სიმარტლეს მალე გაგვანდობს ველოდებით <3

 



№3 აქტიური მკითხველი Chikochiko

მომეშალა ნერვები ბარბარეზე. ეთქვა სიმართლე, იქნებ გაეგო მაგ ბიჭს. ამდენი წელი გააგიჟა ბიჭი და შეშალა. ძალიან შტერი გოგოსავით მოიქცა რა

 



№4  offline წევრი ablabudaa

მეც მგონია როდესც ასეთი და ამდენწლიანი ურთიერთობა გაკავშირებს ბიჭთან, ნდობა არნდობის საკითხი აღარ უნდა იდგეს. ბარბარე ცუდად მოიქცა სიმართლე რომ არ უთხრა, აგრა არც ნიკოლაოსია მართალი არ შეიძლება ასე აიძულო ადამიანს რამის გაკეთება. მოუთმენლად ველოდები მოვლენების განვითარებას

 



№5  offline მოდერი ენემი

მალე მალე მალეეე laughing მე მიახლოებით მივხვდი სიმართლეს innocent

 



№6 სტუმარი სტუმარი lia

Kargi istoriaa momwons.imedia ar daagvianeb axali tavis dadebas.
Da kidev:Sauketeso azrovnebis xar,ratom wer ....sigarets gaukida.....
romel gramatikashi amoikitxe aseti sitkva.

 



№7  offline წევრი marimayishvili

პერსონაჟები ხშირად ცდებიან, ასე რომ არ იყოს ჩვენამდე ძალიან ცოტა ისტორია მოაღწევდა :D ამიტომ მიუტევეთ ბარბარეს უგუნურობა :D დროის უქონლობის გამო მიჭირს მალე დადება, ვიცი რომ მელოდებით და ძალიან ვცდილობ, მიხარიხართ მე თქვენ <3

სტუმარი lia
Kargi istoriaa momwons.imedia ar daagvianeb axali tavis dadebas.
Da kidev:Sauketeso azrovnebis xar,ratom wer ....sigarets gaukida.....
romel gramatikashi amoikitxe aseti sitkva.

გრამატიკაში ვფიქრობ არც არასდროს შეიტანენ მაგ ფრაზას, თუმცა არამგონია მხატვრული ლიტერატურა ბლოკავდეს მსგავს სიტყვებს, ამ ჟანრის მწერლობაში მე უფლება მაქვს სიტუაცია გადმოვცე ჩემებურად. თანაც თუ არსებობს, - ,,მოუკიდა" ,,წაუკიდა" ერთმა ,,გაუკიდამ'' რა დააშავა ლია? :დ

 



№8 სტუმარი სტუმარი თათა

ძან კარგი იყო . ველი მომდევნო თავს სულმოუთმენლად <3 cool gogo xar <3 :D

 



№9 სტუმარი Ano

Velodebi axal tavs ????????????

Velodebi axal taaavs. Rodis dadeb? Dzalian moewona

Rodis dadeb?

[quote=Ano]Velodebi axal tavs ????????????

Velodebi axal taaavs. Rodis dadeb? Dzalian moewona

Velodebi axal taaavs. Rodis dadeb? Dzalian momewonaa

Ai dzalian dzalian momewonaa. Male dade ra

 



№10 სტუმარი სტუმარი თათა

male dade gtxov ici rogor velodebi :-(

 



№11 სტუმარი Natia

[left][/left

 



№12 სტუმარი Natia

Axl tavs todis dadeeb

 



№13 სტუმარი Natia

Ratom ar deb axal taavs

Ratom ar deb axal taavs

 



№14  offline წევრი svetlana111

აუუუ როდის დადებ ახალს???????? worried

 



№15  offline მოდერი ენემი

სადაა ახალი თავი მარ? expressionless

 



№16  offline წევრი marimayishvili

აი უდიდესი ბოდიში ახალი წელი, მიპატიჟება-მოპატიჟება, არ დაგავიწყდეთ დიასახლისი ვარ და 9თვის ბავშვის დედა :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent