შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

La Tormenta ( ნაწილი მეოთხე)


27-12-2017, 12:31
ავტორი ანაკონდა
ნანახია 261

La Tormenta ( ნაწილი მეოთხე)

გზაში რამდენჯერმე გადავიფიქრე მისვლა. რაზე უნდა მელაპარაკა? საერთოდ, დამელაპარაკებოდა? კინაღამ თავი გამისკდა ფიქრით. ბოლოს უბრალოდ გონება გავთიშე და მის სახლთანაც აღმოვჩნდი. კიბეებზე ასვლისას ფეხები უკან მრჩებოდა. განა აქ არ იყო, უზომოდ ბედნიერი რომ ვიყავი? მისი ხელით მომზადებულ უსაყვარლეს კაპუჩინოს ვსვამდი და თავს ,,შინ” ვგრძნობდი. მეორე მემ ჩამძახა, რომ ის ყველაფერი დადგმა იყო, კარგად გათვლილი სცენარი. ვერაფერი ვუპასუხე ალტერეგოს: მაფრთხილებდა თავიდანვე და არ ვუსმენდი. მის კართან მისულს ხელი საგრძობლად მიკანკალებდა. როგორც იქნა, გავბედე და დავაკაკუნე. ჩამიჩუმი არ ისმოდა. კიდევ ერთხელ ვცადე და საკეტმაც გაიჩხაკუნა. მძიმე კარი ნელა გაიღო და ყველაზე ცივი მზერის წინაშე აღმოვჩნდი, რაც კი მანამდე მენახა. მუქი ლურჯი თვალები სულ ჩაბნელებოდა გაბრიელს, სახის მკაცრი ნაკვთები ახლა ორმაგად გაყინვოდა და მიყურებდა. თითქოს სულ დავპატარავდი. მეგონა, მალე უბრალოდ გავქრებოდი.
_ შეიძლება?_ ეს ხმა თითქოს მე არ მეკუთვნოდა. უხმოდ გამეცალა გზიდან. მძიმედ შევაბიჯე იმ სახლში. თითქოს ასი წელი გასულიყო იმ დღის მერე, როცა გაბრიელი გავიცანი.
_ ისტერიკის მოწყობას თუ აპირებ, დროს ტყუილად დაკარგავ._ აგდებით მომმართა. თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა. აქეთკენ მომავალი ვცდილობდი, ის ნაფლეთები შემენარჩუნებინა, რაც ჩემ მიერ დახატული ამ ადამიანის სახისაგან დარჩა ფარულად მოსმენილი საუბრის შემდეგ. ის ამ ნაფლეთებსაც მინადგურებდა ახლა. ვეცადე, ისეთი ძლიერი ვყოფილიყავი, როგორიც არასდროს:
_ თინანო როგორ არის? ბავშვი..?
_ რა იყო ძვირფასმა ბიძაშვილმა არ გიამბო? _ ჩაიცინა ირონიულად. მოთმინების ბოლო ძაფიც გამიწყდა.
_ უბრალოდ მიპასუხე, გთხოვ...
_ აქ რატომ მოხვედი? ვერ ხვდები, რომ შენი დანახვა არ მინდა?
_ მინდა ყველაფერი მიამბო, გესმის? ყველაფერს მომიყვები და ვეღარასოდეს მნახავ. შენთან შეხვედრას მირჩევნია ქვეწარმავლებით სავსე ოთახში გამომკეტონ!
_ კარგი რჩევა მომეცი, ხომ იცი. იქნებ ეგეც გვეცადა._ როგორ მაღიზიანებდა, არასოდეს მდომებია ადამიანისთვის ტკივილი მიმეყენებინა, მაგრამ ეს ბიჭი, რომელიც კინაღამ (?) შევიყვარე ჩემს ნერვებზე არაამქვეყნიურად თამაშობდა.
_ შეწყვიტე, გაბრიელ! სიმართლე მჭირდება, გესმის?_ ლარნაკს ხელი დავტაცე და იატაკზე დავახეთქე.
_ შენი არაკაცი ბიძაშვილის გამო ჩემმა ბავშვობის მეგობარმა თავი მოიკლა, გაიგე? ვერ გაუძლო, როცა ორსული მიაგდო და თავად ევროპაში გადაბარგდა. იცის მაინც, რა ბედი ეწია თინანოს? იკითხა, თავის შვილს რა დაემართა?_ მთელი ხმით მიყვიროდა._ თინანო ემუდარებოდა, შენ არ შეგაწუხებს ჩვენი შვილი, ყველაფერს მე გავუკეთებო და ეგ აბორტის გაკეთებას აიძულებდა. თინანო უარზე იყო. რომ გაიგო, მისი ,,ცხოვრების სიყვარული” სამუდამოდ გადაიკარგა, ვენები გადაიჭრა, გესმის? სისხლისგან დაცლილი ვნახე ბოლოს, ამის დედაც...._ ღრიალებდა უკონტროლოდ.გაშეშებული ვიდექი და ვუსმენდი._ ჩემმა მეგობარმა მიმატოვა, მისი შვილი მე უნდა მომენათლა, ის ბავშვი ჩემი ნათლული გახდებოდა, არავის სჭირდებოდა შენი ბიძაშვილისგან არაფერი, მე მივეხმარებოდი, ყველანი მივეხმარებოდით, მაგრამ..._ ხმა ჩაუწყდა, მზერა ჩაუქრა, მომეჩვენა, რომ საშინლად უნდოდა, ეტირა. _ და რა? _ უცბად ისევ ისეთი მძულვარე თვალები მომაპყრო. მინდოდა, შენ გამენადგურებინე, რომ იმას იქ სტკენოდა. შენი სული მინდოდა ფეხქვეშ გამეთელა, რომ იმასაც ეგრძნო, რას ნიშნავს ახლობლის დაკარგვა.
ჰაერი აღარ მყოფნიდა, აივნის კარი გამოვაღე და ღრმად ჩავისუნთქე. გაბრიელი ღრმად სუნთქავდა. ადამიანის მოკვლა რომ მზერით შეიძლებოდეს, დიდი ხნის წინ მომიღებდა ბოლოს ის გამოხედვა. ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა, თან საუბარს განაგრძობდა:
_ იქნებ ჯერ კიდევ არ არის გვიანი, ჰა? იქნებ ჯერ კიდევ შევძლოთ მე და შენ და ჭკუა ვასწავლოთ შენს საყვარელ ნიკოლოზს?_ თვალები ბოროტად უელავდა. თითო ნაბიჯით მიახლოვდებოდა. დავფიქრდი, სად მენახა ასეთი მზერა და წამის მეასედში გამახსენდა. ის ურჩხულიც სწორედ ასეთი გამომეტყველებით მიახლოვდებოდა მაშინ, როცა გაბრიელმა გადამარჩინა. აზროვნების უნარი დავკარგე თითქოს. იმის ნაცვლად საუბარი ან გაქცევა მეცადა, აბსოლუტური სიგიჟე ჩავიდინე: რამდენიმე წამი და აივნის მეორე მხარეს ვიდექი, მოაჯირს ვეჭიდებოდი და, ჩემი ძალისხმევის გარეშეც, ძალიან მარტივად შეიძლებოდა მეხუთე სართულიდან გადავშვებულიყავი. ღონე აღარ მყოფნიდა მთელი დღის მღელვარებით გადაქანცულს.
ჩემი გადაძრომა და გაბრიელის გამოფხიზლება ერთი იყო. სახე შეეცვალა, თითქოს სილა გააწნესო.
_ რას აკეთებ?_ ძლივს გავიგონე, ისე ხმადაბლა თქვა.
_ შენი აზრით? _ ახლა ჩემი ირონიის დრო იყო._ სურვილს გისრულებ. შენც ხომ ეს გინდოდა? ხელებს გავუშვებ და შენს მიზანსაც სისრულეში მოვიყვანთ. მე და შენ, როგორც წეღან თქვი._ ალბათ, მართლა ყველაფერზე წამსვლელს ვგავდი, სახე წაეშალა. მერე თავი ხელში აიყვანა და თქვა:
_ ამას ვერ იზამ! გამბედაობა არ გეყოფა._ ჩაიცინა და ამან სულ გამაცოფა. საპასუხოდ მოაჯირს ცალი ხელი გავუშვი და ფეხიც ამიცურდა. მხოლოდ ერთი გაოფლიანებული ხელით ვეჭიდებოდი. ძირს რომ ჩავიხედე, მანქანების სინათლეებმა თავბრუ დამახვია და ვიგრძენი, რომ მეორე ხელიც გამეშვა. თვალები დავხუჭე და გავიფიქრე: ,, ახლა იფრენ, ამაზე ხომ სულ ოცნებობდი.” არ დამაცადეს. გაბრიელი მთელი ძალით ჩამბღაუჭებოდა ხელზე. შვება და სიცარიელე ერთდროულად ვიგრძენი. აივანზე ისე გადამათრია, თითქოს ბუმბულივით მსუბუქი ვყოფილიყავი. მუხლები მეკეცებოდა. ორივენი იატაკზე აღმოვჩნდით. მუხლებს შორის ვეჯექი და მკერდზე ვეყრდნობოდი. სიჩუმეს მხოლოდ ჩვენი სუნთქვის ხმა არღვევდა. წამოვკრიფე ნაწილებად დაშლილი სხეული და კარისაკენ დავიძარი. გამოვაღე კიდეც და უცბად აღმოვჩნდი გაბრიელის მკლავებში. კარი ცალი ხელით მიაჯახუნა, პატარა ბავშვივით ამიტაცა და ჩემიანად მოთავსდა დივანზე.
_ მაპატიე,_ ჩურჩულებდა ჩემს თმაში._ ვიცი, რომ შეძლებ. გთხოვ, მაპატიე და თავიდან დავიწყოთ. არ მინდა, წახვიდე, უშენოდ არ მინდა. მაპატიე...
მეუბნებოდა და გულში მიკრავდა. მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო, მოვხვეოდი. მთელი სხეული მთხოვდა იმ სიმშვიდეს, რომელსაც მისი ჩახუტება მომგვრიდა, მაგრამ ამას ვერ ვიზამდი. თავს ვერ ვაიძულე.
_ გამიშვი..._ აღმომხდა ტირილამდე მისულს, მაგრამ ეტყობა ცრემლებიც დამიშრა.
_ არ მინდა!
_ მე მინდა!_ ვუთხარი და მისი ხელებისგან თავი დავიხსენი. თითებზე შევეხე, მხრამდე ავყევი მის ძლიერ მკლავს_ მეგონა, შენ იყავი ის, ვინც გადამარჩენდა. სამწუხაროდ, შენ თავად გჭირდება, გადაგარჩინონ. რომ მოსულიყავი და ყველაფერი გეთქვა, მე შენთან ერთად გავუმკლავდებოდი ამას. ახლა კი... აზრი აღარაფერსა აქვს. მშვიდობით.
საფეთქელზე ვაკოცე და წავედი. უკან აღარ გამომყოლია.


სურვილი, რომელსაც ერთ დროს შეპყრობილი ვყავდი, ამიხდა: ჩემი ცხოვრება შეიცვალა, მე შევიცვალე. მშრალი საუბრებით ვიშორებდი თავიდან დედასა და თეკლეს. ვაბარებდი ფინალურ გამოცდებს და ვიცდიდი. ყოველ დილით სარკეში ვუყურებდი საკუთარ თვალებს და ვეღარ ვცნობდი ადამიანს, რომელიც იქიდან მიმზერდა. აღარ ვიცოდი, ვინ ვიყავი.
სემესტრი დასრულდა. დედას ვესაუბრე და ბოლო გამოცდის ჩაბარების მეორე დღესვე სვანეთში გავემგზავრე ბებიასთან. ვიცოდი, ეს მიშველიდა. ყოველ დილას სუფთა ჰაერის დიდი დოზით ვიწყებდი, თან წაღებულ სანუკვარ კაპუჩინოს ვწრუპავდი და მერე ბებოს ვეხმარებოდი ხოლმე. მას მერე, რაც ბაბუ გარდაიცვალა, თამარი მარტო ერკინებოდა ცხოვრებას. დედამ ბევრჯერ სთხოვა, მაგრამ არაფრით დათმო ქმრის სახლ-კარი, არ გამოკეტა. მხოლოდ არდადეგებზე ვახერხებდი მის მონახულებას, მაგრამ ეს დღეები ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე სადღესასწაულო იყო ჩემთვის. თამროს ქოთნის ყვავილებზე ვგიჟდებოდი. მიწასთან შეხება მამშვიდებდა და მაბედნიერებდა. საკუთარი ხელებით გავაკეთე ახალი ნარგავები და ერთიანად მიწით დასვრილი, მაგრამ ბედნიერი შევედი სახლში. ბებოს საოცარი ხელი ჰქონდა. ( როგორც ბებოების უმრავლესობას!) მარად ,,მშიერსა” და ,,გამხდარს” გემრიელობებით მანებივრებდა. ის მაინც შევძელი, რომ დღის განმავლობაში ვერ ვასწრებდი ფიქრს და ნაკლებად ვგრძნობდი ტკივილს. თუმცა ღამე მელოდა. ღამეს ვერსად გავურბოდი.
მობილური არც იჭერდა და, ძირითადად, გამორთული მქონდა. დაძინებამდე ჩავრთე და თეკლეს შეტყობინება დამხვდა: ,,გაბრიელი გეძებდა. საშინლად ნასვამი მოვიდა ჩემთან. აინტერესებდა, სად იყავი. თქმას არ ვაპირებდი, გეფიცები, მაგრამ დედაჩემი გაბრაზდა და უთხრა, სადაც ხარ. მაპატიე, გთხოვ. ვერ გადავარწმუნე, საჭესთან მაინც დაჯდა, საქმე მაქვს და უნდა ვნახოო. მითხარი, როცა რამეს გაიგებ. ვნერვიულობ. ჯანდაბა, ჩართე ტელეფონი. იმედია იმ ბიჭს არაფერი დაემართება.”
ვიცოდი, რომ გზებზე ავტომობილების მოძრაობა თოვლის გამო ჭირდა. სამი კვირის მანძილზე მისგან არაფერი გამიგია. ახლა კი ნასვამი საჭესთან იჯდა და ჩემთან მოდიოდა. ასე არასოდეს შემშინებია. მას რომ რამე მოსვლოდა... ამის წარმოდგენაც მზარავდა. ნუთუ ვაპატიე? ჩემი გამოყენება სურდა შურის საძიებლად და ეს ვაპატიე? გული მომიკლა, არ ვბრაზობდი. უფრო სწორად მეტად მიყვარდა, ვიდრე ვბრაზობდი. საკუთარი ფიქრები მაცოფებდა. მისი მობილურის ნომერი ავკრიფე. ზარი გადიოდა, ყურმილს კი არ იღებდა.


გუშინვე მინდოდა, დამედო და ინტერნეტმა პრობლემები შემიქმნა. აბა, როგორია?скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი laviudanegra

heart_eyes kissing_heart საყვარელი ხარ <3

 



№2 სტუმარი ნაინა

აუუუუ მალე დადე რა,შესანიშნავია

 



№3  offline წევრი ანაკონდა

ჩემი პაწაწინა ბედნიერებებია თქვენი სიტყვები. ვერც ვხსნი, როგორ მათბობთ. ❤

 



№4  offline წევრი duso

მალე დადე რა გთხოვ ???? ძაან მგარია ????????

 



№5  offline წევრი ანაკონდა

duso
მალე დადე რა გთხოვ ???? ძაან მგარია ????????

ვეცდები????????????

 



№6 სტუმარი სტუმარი Salome

Dzalian magaria male dade

 



№7  offline წევრი ანაკონდა

სტუმარი Salome
Dzalian magaria male dade

<3

 



№8  offline წევრი გლოკტა

ემოციური იყო, და ყოჩაღ!
შენი პირველი ნაწარმოებია და დამიჯერე, თუ ასე განაგრძობ, უფრო და უფრო მაგარი გახდები.
პროგრესირდი. ამ თავში მეტი ემოცია იყო, უფრო მეტად გაიშალა ტექსტიც, მაგრამ მაინც მეტი მინდა.
გგულშემატკივრობ და წარმატებები <3

 



№9  offline წევრი D-I-A-N-A

დღეს წავიკითხე და ძალიან მომეწონა <3
წარმატებებს გისურვებ <3
იმედია მალე დადებ ახალ თავს <3

 



№10  offline წევრი ანაკონდა

D-I-A-N-A
დღეს წავიკითხე და ძალიან მომეწონა <3
წარმატებებს გისურვებ <3
იმედია მალე დადებ ახალ თავს <3

სრული ვერსია დაიდება სულ მალე ❤

გლოკტა
ემოციური იყო, და ყოჩაღ!
შენი პირველი ნაწარმოებია და დამიჯერე, თუ ასე განაგრძობ, უფრო და უფრო მაგარი გახდები.
პროგრესირდი. ამ თავში მეტი ემოცია იყო, უფრო მეტად გაიშალა ტექსტიც, მაგრამ მაინც მეტი მინდა.
გგულშემატკივრობ და წარმატებები <3

მეც მინდა მეტი. :დდდ ვცდილობ და შენს შეფასებებს რომ ვკითხულობ, ვრწმუნდები, რომ მაქვს განვითარების შანსი ამ საქმეში. უღრმესი მადლობა. ❤

 



№11 აქტიური მკითხველი Chikochiko

მართლა კარგი იყო. ემოციურად დატვირთული. მაგრამ ძალიან პატარა. ისეთი დაძაბული ვიყავი და უცებ დამთავრდა. იქნებ შეეცადო და შედარებით დიდი თავი დადო?
ყოჩაღ, პირველის კვალობაზე მართლაც კარგი გამოვიდა.

 



№12  offline წევრი ანაკონდა

Chikochiko
მართლა კარგი იყო. ემოციურად დატვირთული. მაგრამ ძალიან პატარა. ისეთი დაძაბული ვიყავი და უცებ დამთავრდა. იქნებ შეეცადო და შედარებით დიდი თავი დადო?
ყოჩაღ, პირველის კვალობაზე მართლაც კარგი გამოვიდა.

სხვა დროს აუცილებლად ერთიანად დავდებ ხოლმე და ვეცდები, უფრო ვრცელიც იყოს. ❤

 



№13  offline აქტიური მკითხველი Anuki96

შენ ხომ არ იცი რა ძალიან მომწონს ეს ისტორია. საოცრება ხარ შენ. მართლა კარგად გამოგდის ემოციების გადმოცემა ისე რომ მკითხველმაც გაითავისოს. ეს ნიჭია რომელიც ყველას არ ერგო წილად და არ დაკარგო!

 



№14  offline წევრი ანაკონდა

Anuki96
შენ ხომ არ იცი რა ძალიან მომწონს ეს ისტორია. საოცრება ხარ შენ. მართლა კარგად გამოგდის ემოციების გადმოცემა ისე რომ მკითხველმაც გაითავისოს. ეს ნიჭია რომელიც ყველას არ ერგო წილად და არ დაკარგო!

უღრმესი მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent