შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა ამბივალენტურობა [ 1 ]


27-12-2017, 14:44
ავტორი MoonLady
ნანახია 1 150

გრძნობათა ამბივალენტურობა [ 1 ]

პროლოგი


მუსიკის ჰანგები აპობენ სივრცეს...
იმ სივრცეს, სადაც დუმილი ამაყად ზის ბრინჯაოსფერ პიედესტალზე, სადაც სიჩუმე სუფევს აწ და მარადის...
მელოდიური ნოტები წვეთ-წვეთად იღვრება შენი სულის ყველაზე ბნელ წყვდიადში და გეჩურჩულება, ვით სიო ასწლოვანი მუხის შეყვითლებულ ფოთლებს. მათი ექო ამბობს შენთვის ფრიად ნაცნობ სიტყვებს და გეალერსება ტკივილამდე მონატრებული ფრაზებით. მისი ალერსი კი შენში იწვევს ტანჯვის შედეგად გამოწვეულ სიამოვნებას, რაც შემდგომ შენში გარდაიქმნება ერთადერთ ნათელ წერტილად, რომელიც შენს სიბნელეს კიდევ უფრო მუქ ფერებში ხატავს და გატყვევებს.
შენ კი წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც არ გაგაჩნია...
შენ იძირები...
იძირები იქ, სადაც ყოფნა არასდროს მოგწონდა.
იძირები იქ, სადაც ყოფნა გაიძულეს მოგწონებოდა...


1.

მშფოთვარე ძილს მოეცვა მისი რაობა. ცნობიერების უძრავად და მდუმარედ მდგარ სალ კლდეს, რომელიც წლებია უძლებს არაცნობიერის მიერ თავისი ნგრევის რიტუალს, კვლავ ეხეთქებიან გამალებული ტალღები და მოსვენებას არ აძლევენ.
ცივ ოფლში გაწუწულმა გაიღვიძა, როგორც ყოველთვის...
დაღლილი იყო. ტანში ტეხდა და ძლივს მოძრაობდა. ფრთხილად შეახო ფეხის თითები გაყინულ, ყავისფერ იატაკს და სიცივემ იმპულსივით ჯერ ტვინი გაიარა, შემდეგ კი ჟრჟოლის სახით ჰპოვა თავისუფლება მის სხეულზე.
ტიკ, ტაკ.
ტიკ, ტაკ.
ისმის საათის მომაბეზრებელი ხმა.
"საათის წიკწიკი ექოსავით ჩამესმის და მაყრუებს... წყლის წვეთი ზედაპირზე, შენელებული კადრივით, დიდხანს ეცემა და მისი გამაყრუებელი შერწყმა წყალთან სმენას მიხშობს.
მშვიდი, რიტმული სუნთქვა ანგრევს გალავანს... ჩემი ბარიერი წამის მეასედში დაინგრა. სასო წარმეკვეთა. დავტაცე ხელი რაც კი პირველი მომხვდა ხელში და თავდაცვისათვის მოვემზადე..."
გაღიზიანდა და ტუმბოზე მდგარ, მომცრო ზომის საათს ხელი შეავლო. ჯერ იფიქრა აივნიდან ვისვრიო, მაგრამ მაინც ბატარეის გამოღება არჩია.
2:16
ისევ კოშმარი და ისევ ეს ამაზრზენი შეგრძნება, როცა ნერვული იმპულსი მთელ სხეულს გაივლის და თითების ფალანგებს მოასკდება. ადრენალინის დოზა იმატებს და გულისცემათა რაოდენობა პირდაპირპროპორციულად იზრდება. მაგრამ მოდუნებულია, ძალიან დაღლილი და ორგანიზმში ბობოქარ ქარიშხალს ფეხს ვერ უწყობს.
წამოდგა და აივნის ღია კარისკენ წავიდა. ნოემბრის ცივი სიო აფრიალებდა თეთრ ფარდას და თითქოს გიხმობდა.
არ დააყოვნა. ზეწარშემოფარებული გაემართა აივნისკენ და მოაჯირს ცალი ხელით დაეყრდნო. ლურჯ ცას ახედა და რამდენიმე ბრჭყვიალა ვარსკვლავი დალანდა მასზე. ტუჩის კუთხეები ღიმილის მსგავს ფიგურას ხატავდნენ, მაგრამ გარეშე თვალს შიში მოიცავდა ამის შემყურეს. რატომ ? ღიმილი ავადმყოფურს ჰგავდა. სილუეტი ძალიან სუსტი იყო, თუმცა ამოვსებული გავა და მკერდი უცნაურ კონტრასტს ჰქმნიდნენ ამ სისუსტის ფონზე. გრძელი, კუპრივით შავი თმები თეთრ კანთან დუეტში მეტად საზარელ დიალოგად იღვრებოდნენ მთვარის შუქის ფონზე...
ოთახში შევიდა. შარვალი, სვიტრი და ბათინკები ჩაიცვა. სარკეში თვალი შეავლო საკუთარ თავს, ქურთუკი მოიგდო მხრებზე და გარეთ გავიდა.
ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როცა თავს არარაობად გრძნობს. შესაძლოა ყველას არ ჰქონია ამ გრძნობის განცდის „ბედნიერება“, მაგრამ სველ ტროტუარზე მიმავალი თმაგაშლილი ლინდა ფიქრობდა, რომ ყველას ერთხელ მაინც უგრძვნია ის, რასაც გრძნობდა ახლა თავად.
ყველა და ყველაფერი ეზიზღებოდა. მის არსებობას კი აზრი არ ჰქონდა. ნიჰილიზმში დაცურავდა მას შემდეგ...
როგორ ეზიზღებოდა ჰაერში მოძრავი ჟანგბადის ატომებიც კი. ორგანულად ვერ იტანდა ცოცხალსა თუ არაცოცხალს, მატერიალურსა თუ აბსტრაქტულს, რეალურსა თუ ირეალურს. ყვოველივე ზემოთ ტქმული ზიზღს ჰგვრიდა და გულს ურევდა. არსებები, რომლებიც საკუთარ თავს ადამიანებს უწოდებენ, თითოეული მათგანი სძაგდა. ამაზრზენი ორფეხა არსებათა ჯგრო, რომელიც უმისამართოდ დაეხება, თავს იტყუებს და სხვასაც ატყუებს.
ლინდაც ჰომ ადამიანი იყო ?
თავისი თავიც ეზიზღებოდა. როგორც უკვე აღვნიშნე, არარაობად გრძნობდა თავს და ახლა, როცა მიაპობდა ცივ ჰაერს და კონკრეტული მარშრუტით მიდიოდა, მისი ცნობიერება მხოლოდ ერთ ფიქრს მოეცვა...
წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც მისი ფერადი სამყარო შავ-თეთრად შეიღება და საბოლოოდ კი წყვდიადმა შთანთქა. გულაღმა იწვა ამ სამყაროში და გასცქეროდა სიცარიელეს. სრულიად ცარიელი იყო, აღარაფერი დარჩა მასში, რაც სიცოცხლედ უღირდა.
შეჩერდა, ცალი ხელი მოაჯირს ჩასჭიდა და მდინარეს გადახედა. მშვიდი იყო, საოცრად მშვიდი. თითქოს არ აპირებდა მის მიღებას. დინებით ეჩურჩულებოდა არ მჭირდებიო.
ქურთუკის შიდა, გულის ჯიბიდან სიგარეტი და ასანთი ამოაძვრინა. ერთი ღერი ამოიღო და გაფითრებულ ტუჩებს შორის მოიქცია. ასანთი ნელი მოძრაობით მიიტანა სახესთან და მოუკიდა. კვამლი მოედო მის ფილტვებს და საოცარი შვება იგრძნო წამით. გაბრუებული იდგა და უყურებდა მდინარის ჩურჩულს. კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა და მოაჯირზე აძვრა. არ ეშინოდა, ან რისი უნდა შეშინებოდა ? ხსნის ? მისთვის ჰომ ეს თითქოს მართლაც ხსნა იყო... რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა და წარმოიდგენდა რა იქნებოდა შემდეგ. სამოთხე, ჯოჯოხეთი, სიცარიელე, წყვდიადი თუ სხვა რამ ?
ყველას აინტერესებს სიკვდილის შემდეგ რა ხდება.
სად მიდის ადამიანი, რომელიც ადის ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ეშვება ?
რატომ მიდის იგი ნებაყოფლობით ? რატომ იკლავენ თავს ? იქნებ იმიტომ, რომ რაღაც ვერ იპოვეს ?
ღრმად ამოისუნთქა და გაახსენდა... პირველი, მეორე, მესამე დარტყმა... თავი გაიქნია, თითქოს სურს განდევნოს მოგონებები და ფიქრები.
ესესიყო ნაბიჯის გადადგმას აპირებდა, რომ იგრძნო როგორ შემოეჭდო მის წვივებს ვიღაცის ხელები და რაღაცაზე დაჯდა.
ძლივს მოასწრო წონასწორობის შენარჩუნება, თორემ უკან გადაქანდებოდა და შესაძლოა ხერხემალში გადამტყდარიყო.
ნელა დაიხედა ქვემოთ და ფეხებს შორის დალანდა მამაკაცის თავი, ხელებს კი ბარძაყზე გადმოენაცვლებინათ და მაგრად უჭერდნენ. ცხვირში საამო სურნელი უღიტინებდა. თითქოს ოდეკოლონი, სიგარეტი და მისი ბუნებრივი სურნელი შერწყმულიყო ერთად. ნეტა ვინ იყო...
- უკაცრავად, - წამოიწყო საუბარი მან, როცა მამაკაცი დაიძრა. - ხელს ხომ არ გიშლი ? - თქვა და ისე სცადა ჩამოწევა, რომ მისი სახე დაენახა. თუმცა არ გამოუვიდა. არომატი კი უფრო მძაფრდებოდა.
- არა. - მოკლედ უპასუხა მამრმა.
- გასაგებია. - ნერვების მოშლაც ვერ იგრძნო ლინდამ. მისთვის სულ ერთი იყო. აღარ ჰქონდა მნიშვნელობა დღეს მოიკლავდა თავს თუ ხვალ. დასასრული მაინც ერთი ექნებოდა ამ ყველაფერს.
- საჭმელს საერთოდ არ ჭამ ? - მოულოდნელად წამოიწყო ბიჭმა.
- რატომ მეკითხები ? - გაოცდა გოგო.
- ბუმბულზე მჩატე ხარ, რომ გადამხტარიყავი ქარი აგიტაცებდა და ვერ აისრულებდი საწადელს. - ლინდას არაფერი უპასუხია, სურდა გაეღიმა, მაგრამ ტუჩის კუთხეები ჯიუტად ა იცვლიდნენ ადგილს. ბიჭი კი ისევ ისეთი მონდომებით უჭერდა ხელს, თითქოს ჯერ კიდევ მოაჯირზე იდგა და გადახტომას აპირებდა. - და მე, როგორც მზრუნველმა ადამიანმა ჩავთვალე, რომ ამ იმედგაცრუებას ვერ გაუძლებდი. - გაეცინა.
- ზედმეტი მზრუნველობა ბეზრდება ხალხს, ცნობისთვის. - უპასუხა ლინდამ.
- ეგოისტი ვარ და მხოლოდ ჩემსას ვისწორებ. - ჩაიცინა მწარედ.
როცა მდინარეს კარგა მანძილით გაშორნენ ლინდამ ჰკითხა.
- სად მივდივართ ?
- შენს ადგილას სხვა კივილს დაიწყებდა დამსვიო, რანაირი ხარ. - გაჩერდა ბიჭი.
- რანაირი ?
- რავი ტო, უცნაური.
- ცარიელი. - მშრალად მოუჭრა და კვლავ ჰკითხა. - სად მივდივართ ?
- სადმე კაფეში დავჯდებით, გაჭმევ, დაგამძიმებ და ისევ მიგიყვან ხიდთან.
- გამაღიზიანებლად მზრუნველი ხარო ვინმეს უთქვამს შენთვის ? - ხმა შეეცვალა ლინდას. პარალელურად კი ფიქრობდა, ეს ბიჭი სიმართლეს ამბობდა თუ არა.
მართლა მიიყვანდა ხიდთან ისევ ?
- არა ტო, რა მზრუნველი. - ხმამაღლა გაეცინა ბიჭს. მართლაც მივიდნენ კაფესთან. თანაც ისე, რომ გამვლელების რეაქციები არ შეუმჩნევიათ. აშკარა იყო, რომ ორივეს ფეხებზე ეკიდა. ერთი დარწმუნებული იყო სიცოცხლის ამაოებაში, მეორე კი... ვინ იცის ?
მხოლოდ მაშინ შეძლო გოგომ მისი სახის გარჩევა, როცა როგორც იქნა ფეხებქვეშ მყარი მიწა იგრძნო. თვალები კაკაოსფერი ჰქონდა, თმები შავი, ცხვირი კეხიანი, კანი ხორბლისფერი, ტუჩები სისხლის.
წარბი ახალი გატეხილი. ლინდამ მზერა გატეხილ წარბზე შეაჩერა და სახეზე ინტერესი გამოესახა. არც დააყოვნა, ჰკითხა.
- წარბი ახალი გატეხილია. რა მოხდა ?
- შევიდეთ და მოგიყვები თუ გაინტერესებს. - შესამჩნევად ირონიული ღიმილით წარმოთქვა ბიჭმა. ტყავის ქურთუკი ეცვა, ჯინსის შარვალი და თხელი მაისური.
ლინდას ჯერ თავდაჯერებულობა მოხვდა თვალში, შემდეგ ირონიულობა სუიციდური სიტუაციის შემდეგ , საბოლოოს კი ამ ბიჭის შარმი, რომელმაც აიძულა იგი შესულიყო კაფეში, თან ინტერესიც. მართლა აინტერესებდა, უბრალოდ რატომ გაღვივდა ეს ინტერესი ვერ დაადგინა.
როგორც კი მაგიდასთან დასხდნენ ლინდამ უპასუხა.
- ზედმეტი თავდაჯერებულობა იდიოტებს ახასიათებთ.
- თვითმკვლელობა სუსტებს. - უკბინა ბიჭმა. - რას შეჭამ ?
- არ მშია. - მიუგდო ფრაზა ლინდამ.
- ჩემი გმართებს, ასე რომ პროტესტი არ მიიღება. - თქვა, ხელები შეატყუპა და ერთმანეთს გაუხახუნა.
- შენი სახელი ? - ცინიკური ტონით მიმართა ლინდამ.
- ოთო.
- ოთო, თუ გგონია, რომ მადლობას გადაგიხდი - ცდები. - იდაყვები მაგიდაზე დაალაგა, თითები კი ერთმანეთში ჩასვა. ნიკაპი შეერთებულ ხელებს დაადო და გაუღიმა ბიჭს. ოთომ იგრძნო ცინიზმი და წამით თითქოს გაიბადრა კიდეც. ალბათ მოეწონა, რომ ხიდის შემდეგ ლინდას ჰქონდა სურვილი გამოეხატა თუნდაც ცინიზმი.
- მაგაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ჭამით მაინც უნდა ჭამო. - თქვა ოთომ. - ჰოდა რა მითხარი რა მიყვარსო ?
- შემეშვი. - თქვა და წამოდგომა დააპირა.
- იჯექი ! - მკაცრად თქვა ბიჭმა და სახე მსწრაფლ დაუსერიოზულდა. ლინდა ცოტა არ იყოს შეკრთა და მზერა მიაპყრო. კაკაოსფერი თვალები ჩამუქებოდა და შავისგან ძლივს გასარჩევი გაუხდა.
- რა გაბრაზებს ? - არ შეიმჩნია შიში ლინდამ.
- დაეტიე სკამზე და სანამ არ მოვალ ფეხი არ მოიცვალო. - კბილებს შორის გამოსცრა და სავარაუდოდ, საპირფარეშოში გავიდა.
ლინდა ჩაფიქრდა. ვინ იყო ეს ტიპი, ან რა უნდოდა მისგან ? უნდოდა კი რაიმე ?
მაგიდაზე დადო ხელები, გადააჯვარედინა და თავი ჩარგო. თვალები ოდნავ მილულა და კვლავ დაუდგა თვალწინ მდინარე და გაიგონა მისი მომაბეზრებელი ჩურჩული. თითქოს მკვეთრად ხედავდა გადახტომის პროცესს, მაგრამ უეცრად ისევ იგრძნო როგორ შემოეჭდო დიდრონი ხელები ჯერ წვივებს, შემდეგ კი ბარძაყებს. ცხვირში კვლავ შეუღიტინა საამო არომატმა და თითქოს მთელ მის სხეულს შემოეხვია.
მაგრამ მომენტალურად ისევ მოაჯირთან აღმოჩნდა. ცალი ხელი მასზე ედო და ცალით სიგარეტს ეძებდა. შეჩერდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მოაჯირს ხელი მოუჭირა. ყრუ ტკივილი თანდათან იზრდებოდა, ცოტაც და გასკდებოდა. შავ სითხედ დაიღვრებოდა და ლინდას დაახრჩობდა თავის საზიზღრობაში.
- ხელი გინდა მომტეხო ? - გაისმა სიცილნარევი ტონი და ლინდა გამოფხიზლდა. თავი ასწია და ოთოს შეხედა. ბიჭი იღიმოდა. გოგოს თვალები ნელა ჩავიდნენ ქვევით და დააფიქსირეს, რომ ლინდას მთელი ძალით ჩაებღუჯა ოთოს მაჯა და არ უშვებდა. მოაჯირი ეგონა...
უცებ გაუშვა ხელი და წამოიწია. შეიშმუშნა, მაგრამ სცადა არ შეემჩნია.
- თვალები სულ გიმუქდება, როცა ბრაზდები ? - თავისთვის მოულოდნელად მოსწყდა მის გათეთრებულ ბაგეს ეს სიტყვები.
- ჰმ, საინტერესო დეტალებს აკვირდები. - სერიოზული ხმით მიუგო ბიჭმა, თუმცა სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
- იშვიათად.
- ანუ იშვიათ შემთხვევას შემიძლია მივაწერო თავი ?
- ძალიან გინდა განსაკუთრებულად იგრძნო თავი ?
- სარკეში იყურები ხოლმე მაგ კითხვას როცა სვამ ?
- რა საჭიროა ?
- ზიზღი გაქვს აღბეჭდილი თვალებში, არადა რეალურად ორი ერთნაირი ვერ იარსებებს და ყველა განსაკუთრებულები ვართ. - უგულოდ თქვა ოთომ.
- ფილოსოფოსიც ყოფილხარ. - სკამის საზურგეს მიეყრდნო და თვალს არ აშორებდა ჩამუქებულ თვალებს.
- ც ? - ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა. - კიდევ რისი თქმა შეგიძლია ჩემზე ?
- თავდაჯერებული იდიოტი, რომელიც ფიქრობს, რომ მზრუნველია, რეალურად კი ეგოიზმის განსახიერებაა.
- მშვენიერი შეფასებაა. - კმაყოფილება გამოკრთა მის ხმაში.
- და კიდევ...
- კიდევ ?
- იმას აწვდის ხალხს, რაც უნდა, რომ დაინახონ. მოვრჩი. - თქვა ლინდამ და მოეშვა. სულ გამოთქვამდა საკუთარ აზრს თუ მოესურვებოდა. გულწრფელი იყო ყოველთვის და არ უფიქრდებოდა ეს გულწრფელობა სადამდე მიიყვანდა.
ოთომ კი ბოლო ფრაზა თითქოს ვერ გაიგონა.
- მაინც არ მეტყვი რა გიყვარს ? - ჰკითხა და მენიუს გახედა.
- პიცა. - თქვა პირველივე, რაც თავში მოუვიდა.
- მშვენიერია. რას დალევ ? - თვალს არ აშორებდა ბიჭი ლინდას.
- შენ ? - კითხვის შებრუნებას არ ელოდა და ოთო ცოტაარ იყოს გაოცდა.
- ალბათ ლუდს. საზიზღარი დღე მქონდა. - ჩაიდუდუნა ყრუდ.
- რა მოხდა ?
- იტოგში... - ოთო ონდავ შეყოვნდა. - არაა სამართლიანი, რომ შენ იცი ჩემი სახელი, მე კი შენი არა.
- ლ... - წამოიწყო, მაგრამ გაჩერდა.
- ლ ? ლიზა ? ლონდა ? ლილი ? ლალი ?ლაურა ? - ჩამოარაკრაკა სახელები ელვის სისწრაფით.
- არ გეტყვი. - თამაშის ხასიათზე მოვიდა ლინდა.
- რატო ტო ? - სახტად დარჩა ოთო. თვალები გაუფართოვდა და პირი ოდნავ შეაღო. ლინდას გაეცინა და უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. - პირველად გაიცინე. - გაეღიმა ოთოსაც. - რატომ არ მეტყვი ?
- არ მინდა.
- უბრალოდ არ გინდა და არ მეუბნები ? - ეჭვის თვალი შეავლო ლინდას.
- ჰო.
- ოქეი, ლ. რას დალევ ?
- მეც ლუდს. - გაუკვირდა გოგოს როცა ოთოს საუბარი არ გაუგრძელებია სახელსა და სუიციდზე. თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა ? არანაირი.
- იმედია ხიდამდეც ჩემი მისაყვანი არ გახდები.
- რატომ გქონდა საზიზღარი დღე ?
- მისმინე, ადამიანისთვის, რომელიც სულ რაღაც ოცი წუთისწინ თვითმკვლელობას აპირებდა, ძალიან ცნობისმოყვარე და კონტაქტური ხარ, არა ?
- სუიციდს ვინცს სჩადის არ შეიძლება იყოს ცნობისმოყვარე და კონტაქტური ? - გაეცინა ლინდას. - იქნებ ისიც მითხრა ეგეთი ხალხი არ იცინისო ?
- ცნობისმოყვარე თუ ხარ ე.ი. გაინტერესებს. თუ გაინტერესებს ე.ი. ეძებ, თუ ეძებ ცხოვრების აზრსაც იპოვი და...
- თუ ვერ ? - სახე დაუსერიოზულდა ლინდას.
- ე.ი. ვერ გიძებნია კარგად. - წარბების სარკასტულად ზემოთ აწევის სცენა გინახავთ ? ლინდამ ახლა ნახა.
- არ გვინდა ამაზე. ანდაც... შენ ჰომ თქვი, რომ ყველა განვსხვავდებით ეგ თვითმკვლელებზე არ ვრცელდება ?
- ჰმ, ეგეც მართალია. თუმცა მაინც იმ აზრზე ვარ, რომ სათანადოდ ვერ გიძებნია.
- ოქეი.
- მეგობარმა ის კარტი გამიშალა, რაღაც სასწაულმოქმედი თუ რა ქვია...
- ტაროს ?
- ჰო ეგ. დღეს ბედნიერება შეგხვდებაო მომახალა. როცა სახლიდან გამოვედი ჩემ წინ გაწყდა მაღალვოლტიანი გაყვანილობა, მერე როტველერს უნდოდა ეკბინა, ბოლოს და ბოლოს ველოსიპედისტი დამეჯახა და აი... - წარბზე მიუთითა ოთომ. - მერე შენ შეგხვდი და აჰა.
- უბედნიერესე დღე გქონია. - აკისკისდა ლინდა.
- უკეთესს რას ინატრებს კაცი. - აყვა ოთოც.
...
- აბა შენ იცი. ახლა მძიმე ხარ და ბურდღასავით ფრიალს ნამდვილად არ დაიწყებ ჰაერში. - გაუღიმა ოთომ ლინდას და თავით მდინარეზე მიუთითა.
ისევ ხიდთან იდგნენ და გულის სიღრმეში ლინდა ვერ ხვდებოდა რატომ მოიყვანა ოთომ ის აქ.
- სახელს მაინც არ მეტყვი ? - ლინდამ პასუხის ნაცვლად თავი გაიქნია უარის ნიშნად. - რა გაეწყობა, საფლავის ქვაზე ბურდღა ლ-ს დავაწერ. - მხრები აიჩეჩა ოთომ და თვალები ისევ ჩაუმუქდა. გოგომ სცადა ღიმილის შეკავება, თუმცა არ გამოუვიდა.
ოთომ თავი დაუკრა და წავიდა. ჰო, ასე უბრალოდ, ზედმეტი სიტყვების გარეშე წავიდა.
ლინდას მისკენ არ გაუხედავს.
ჩაფიქრდა. სათანადოდ ვერ მიძებნია სიცოცხლის აზრი.
სათანადოდ ვერ მიძებნია სიცოცხლის აზრი.
იმეორებდა გონებაში და უყურებდა მდინარეს. მოაჯირს ხელი მოუჭირა და ნაცნობმა არომატმა თავბრუ დაახვია.
მოშორდა ხიდს და სახლისკენ მიმავალ გზას გაუდგა.
სათანადოდ ვერ მიძებნია...
სახელს მაინც არ მეტყვი ?скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი shalo

rato dambloke

 



№2  offline მოდერი ენემი

მომეწონა ისტორია კარგია kissing_heart ოთო და ლინდა მინდა ერთად smile

სტუმარი shalo
სტუმარი shalo
rato dambloke

am deda afetqebul saits rato aq shavi sia rato

შენნაირები რო მოიშოროს მიტომ rage

 



№3  offline მოდერი MoonLady

ენემი
მომეწონა ისტორია კარგია kissing_heart ოთო და ლინდა მინდა ერთად smile

სტუმარი shalo
სტუმარი shalo
rato dambloke

am deda afetqebul saits rato aq shavi sia rato

შენნაირები რო მოიშოროს მიტომ rage

გმადლობ, ვნახოთ რა ვდა როგორ :დ <3

 



№4 სტუმარი სტუმარი shalo

ენემი
მომეწონა ისტორია კარგია kissing_heart ოთო და ლინდა მინდა ერთად smile

სტუმარი shalo
სტუმარი shalo
rato dambloke

am deda afetqebul saits rato aq shavi sia rato

შენნაირები რო მოიშოროს მიტომ rage

mainc ver momishorebt bevri xrikebi vici ,)

 



№5  offline წევრი Leo

საინტერესო ისტორია ჩანს <3 წარმატებები და ველოდები მომდევნო თავს <3

 



№6  offline მოდერი MoonLady

Leo
საინტერესო ისტორია ჩანს <3 წარმატებები და ველოდები მომდევნო თავს <3

გმადლობ <3

 



№7  offline წევრი naniko mindia

Kargia warmatebebi
--------------------
lomidze

 



№8  offline მოდერი MoonLady

naniko mindia
Kargia warmatebebi

მადლობა <3

 



№9  offline წევრი Laliashvili009

Saintereso chans ❤❤

 



№10  offline მოდერი MoonLady

Laliashvili009
Saintereso chans ❤❤

გმადლობ ^-°

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent