შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*** #3


27-12-2017, 19:53
ავტორი LaLiDze
ნანახია 227

*** #3

ცხოვრება მოთხრობას გავს.
ახალ-ახალ თავებს ჩვენთვითონვე ვქმნით, იმის იმედით რომ მოვლენები კარგად განვითარდება, მაგრამ არა. ჩვენ დისნეის მულტფილმებში არვართ სადაც ყველაფერი „ჰე’ფ’ი“ მთავრდება.
სადაც ყველაფერი ისეა როგორც გვინდა.
სადაც ერთმანეთს არ სტკენენ გულს,
სადაც არ ტირიან,
სადაც არ სტკივათ.
რა კარგი იქნებოდა ჩვენი ცხოვრებაც რომ დისნეის მულტფილმი ყოფილიყო, არა?
ყველაფერს აქვს დასასრული.
ყველაფერი მთავრდება.
ადამიანი მხოლოდ წამიერად არის ბედნიერი. მხოლოდ წამიერად გრძნობს ბედნიერებას.
ნებისმიერ დროს უნდა ველოდოთ „ ბოროტ მოხუცს“ რომელიც იმდენად დიდ დარტყმას მოგვაყენებს რომ ფეხზე წამოდგომა გაგვიჭირდება.
წაგვაქცევს ქვიან გზაზე, წაქცევის შემდეგ კი ადგომა ძნელი იქნება.
ძნელი იმიტომ იქნება რომ ჩვენ ქვიან გზაზე წავიქეცით, მუხლები გაგვეჭრა და სისხლი გვდის.
ეს „ჭრილობა“ იმდენად მტკივნეულია რომ წამოდგომის საშუალებას არ გვაძლევს. არ გვაძლევს იმის უფლებას რომ ისევ გავაგრძელოთ გზა.
ველოდებით რომ ვიღაც გამოგვიწვდის დახმარების ხელს, მაგრამ უშედეგოდ. თანდათან როდესაც ვხვდებით რომ ყველაფერი მორჩა, უცებ არსაიდან გამოჩნდება პიროვნება რომელიც დახმარების ხელს გამოგვიწვდის, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყველაზე დამამახსოვრებელი, ყველაზე ნათელი წერტილი გახდება.
***
არვიცნობ ამ სამეგობროს.
არვიცნობ ლუკას, ნუცას, აკოს, დათოს.
მაგრამ
ვენდობი.
არვიცი ვინები არიან, იქნებ მანიაკები ან მკვლელები?
არ მაინტერესებს.
ისინი დამეხმარნენ, და მეხმარებიან. ძალიან მადლობელი ვარ მათი.
მეც მიკვრის როგორ დავთანხმდი ლუკას წყნეთში ამოყვანაზე და როგორ დავიძინე მშვიდად, სრულიად უცხო სახლში, სადაც გვერდით ოთახში სრულიად უცხო ადამიანი იყო.
მე ასე არ ვიქცეო'დი.
მაგრამ
ახლა მოვიქეცი
არ ვნანობ.
ძალიან მაგრები არიან.
მიხარია რომ "მათი" გავხდი.
მიხარია რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა.
ზოგჯერ არაა საჭირო იცნობდე პიროვნებას
არაა საჭირო იცოდე მასზე ზედმიწევნით ინფორმაცია
მთავარია ენდო.
პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ზუსტია'ო, უთქვიათ.
ასეც არის.
მე შევიცვალე.
ჩემი ცხოვრება შეიცვალა.
***
- მიდი კიდე მოგვიყევი შენზე რამე - მექაჩება აკო.
- რავიცი რა. მძულს ბალეტი, ვგიჟდები ქართულ ნაციონალურ ცეკვებზე. მიყვარს ქარი და წვიმა ერთად. საყვარელი ფერი ნაცრისფერი და მწვანე.
- ჩაის გავაკეთებ უნდა ვინმეს?? - ნუცა იძახის.
- შავ ჩაის თუ აკეთებ მინდა - ვუღიმი.
- კაიიი - კოცნას მიგზავნის და სამზარეულოში გადის.
მე იმ ოთახში ავდივარ, სადაც მეძინა და უკვე „ჩემ“ ოთახად მივიჩნევ.
ფეხზე ვიბარციას ვგრძნობ, ტელეფონს ვიღებ და არც ვაკვირდები ისე ვპასუხობ.
- გისმენთ
- სად ჯანდაბაში იყავი გუშინ ღამე? - უფროსმა დამიყვირა.
შემეშინდა.
გული ამიჩქარდა.
- მაგ სიბინძურედან წამოვედი, აღარ ვმუშაობ - ამაყი ხმით ვეუბნები.
- როგორ თუ აღარ მუშაობ?? მკითხე მაინც!?
- უნდა მეკითხა კიდევაც? - ირონიულად ვეკითხები.
- ფულს საიდან იშოვი, ძალიან მაინტერესებს - ისიც ირონიულად მპასუხობს.
- მთავარია მაგ სიბინძურედან წამოვედი, და ფულს როგორღაც ვიშოვი - არ გავტყდი.
- კარგი, როგორც შენ გინდა. მაგრამ გაფრთხილებ ტირილით ჩემთან არ მოხვიდე.
- არ ინერვიულო, უკვე აღარ არსებული უფროსო - ირონიულად ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე.
საწოლზე წამოვჯექი და ხმამაღლა ამოვისუნთქე.
არ მინდა ისევ იმ ცხოვრებას დავუბრუნდე.
მინდა ბედნიერი ვიყო.
მინდა ვცეკვავდე.
ძალიან ბევრს ვცეკვავდე.
ლუკა შემოდის და გვერდით მიჯდება.
- ვინ იყო?
- უფროსი.
- რა უნდოდა?
- გუშინ რატომ არ იყავი’ო.
- შენ რა უთხარი.
- სამსახურიდან წამოვედითქო.
- კარგად გითქვია. - თავზე მკოცნის.
მისკენ ვიხედები.
თმები შეკრული აქვს.
უკვე ვგიჟდები ასე რომ აქვს შეკრული. ისიც ჩემსკენ იხედება.
როგორი კაცური ნაკვთები აქვს.
- რატომ მაკვირდები?
- არვიცი. უბრალოდ მომწონს შენი ყურება.
- ეგეთი სიმპათიური ვარ ხო? - ეღიმება.
- როგორც გინდა ისე იფიქრე - მეც მეღიმება.
- ანუ სიმპათიური ვარ - პასუხობს თავის კითხვას.
- ნუცამ გააკეთა ჩაი??
- კი, მაგისთვის ამოვედი. - მეწყინა.
არვიცი რა, მაგრამ მეწყინა.
- გვრიტები ჩაი გაცივდაააა - ამოგვძახა აკომ.
- ღმერთო, ამას ტვინი როდის მიეცემა? - მაღლა აიხედა და მე მის ამ ჟესტზე ხმამაღლა გავიცინე.


-------

ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობთ <3скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

მომწონს მაგრამ პატარაა, საშინლად პატარაა, თან ამხელა პაუზის მერე, არშეიძლება ესე.
სხვამხრივ კარგია და იმედია გაითვალისწონებ ❤

 



№2 სტუმარი bk

მალეედადე რაა

 



№3  offline წევრი nika14

დღევანდელი თავი მომეწონა ოღონდ პატარა იყო. რაც შეეხება გრამატიკას ძალიან გავს გამოსასწორებელი ვინები არა ვინ და ვინ მითქვია არა მითქვამს და კიდევ ბევრია , რჩევა ამას მიაქციე ყურადღება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent