შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩარლზ (სრულად)


28-12-2017, 00:20
ავტორი MoonLady
ნანახია 585

ჩარლზ (სრულად)

I

შევამჩნიე, რომ ყოველთვის მეორე პირში ვსაუბრობ, როცა ვწერ. ამას ახსნა ვერ ვუპოვე. ხოლო აღსანიშნავი იცი რა არის ? ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარ გრძნობებზე ვსაუბრობ.
ჩარლზ, სიტყვები თითქოს გამებუტნენ და მათი მოგლეჯა მიწევს საკუთარი სამყაროდან, რათა ფურცელზე შევძლო მათი გადატანა და შიგნით არსებული პეიზაჟის დახატვა...
ეს ისეთი რთულია და იცი ჩარლზ? ამ მომენტებში ვერც კი ვხვდები მსურს თუ არა გავუზიარო ქაღალდს ის განცდები, რომლებიც მეუფლება. ან რა აზრი აქვს, ბოლოს ჰომ მაინც დავწვავ...


II

დღეს აიშე გამიბრაზდა, ჩარლზ. აქაოდა ვშორდებით თანდათან ერთმანეთსო. აღარ ვართ ისე ახლოს, როგორც ადრეო.
- რა გემართება ? - მეკითხება იგი წყენანარევი ხმით. მე კი ვპასუხობ, რომ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო. თუმცა აიშეს ჯიუტად არ სჯერა და გარბის.
ჰო, აი ასე, ადგა და გაიქცა.
ვუყურებდი მის ზურგს და ვერ ვგრძნობდი, რომ მის წინაშე რაიმე დანაშაული მიმიძღოდა.
ჩარლზ, ცუდია, რომ ვერც ახლა ვგრძნობ ?


III

უკვე მესამე დღეა აიშე მაქსიმალურად ერიდება ჩემთან კონტაქტს. აშკარა წყენა მოდის მისგან და მტკივა. როგორ მოდის ? აურა, ჩარლზ. აურა იცვლება. დაძაბულობა იგრძნობა მის თვალებშიც. ოკეანის ფერად შემიძლია ისინი დავახასიათო. არც ცისფერია, არც ლურჯი. ოკეანეს თავისი განსაკუთრებული შეფერილობა აქვს. დაკვირვებულხარ ჩარლზ ?
ნეტავ შენი თვალები რა ფერია... მუქი იქნება, დარწმუნებული ვარ, თუმცა არ ვიცი რატომ.
აი, უბრალოდ ვგრძნობ.
მგონი მართალს ამბობენ თვალებზე. ბაგიდან თუ არ წყდება სიტყვები, მათ ნაცვლად თვალების გამომეტყველება იწყებს ჟღერადობას. თუნდაც საუბრობდე, თვალები მაინც განსაკუთრებულ ენერგიას ატარებენ. ნუთუ ვინმეს შეუძლია თვალების გულწრფელობის კონტროლი ?


IV

ჩარლზ, დღეს მთელი საღამო სიბნელეში ვიჯექი. ჯერ სიჩუმის გამაყრუებელ გრუხუნს ვუსმენდი, მერე მას ველაპარაკე.
ჰო, მას.
საკუთარ ღმერთს.
დავრწმუნდი, რომ უპირობო ღმერთია და ყველაზე...
არა, არა, ჩარლზ ! რატომ არ გამაჩერე ?
"ყველაზე"
"ყველაზე"
"ყველაზე"
გესმის ? რა საზიზღარი სიტყვაა.
შედარებითი ხარისხი ხიხიაა, ჩარლზ.
ყოველი ადამიანი, ყოველი გრძნობა თავისებურია, უნიკალურია. მათი შედარება დაუშვებელი ! დაიმახსოვრე და არ დაივიწყო.
ღმერთთან საუბრისას სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, როცა გავაცნობიერე, რომ იგი მხოლოდ მე მეკუთვნის.
ჩემია !


V

დღეს მე ცუდად გახდა, ჩარლზ.
რა დამემართა ?
ცხვირიდან სისხლი წამსკდა და ლამის გავითიშე. როგორღაც სახლამდე მივაღწიე, მაგრამ თავი ძალიან მტკიოდა ჩარლზ, ძალიან. ყრუ ფეთქვას ჭკუიდან გადავყავდი და წონასწორობის შეკავების უუნარობა უსუსურს მხდიდა.
არავის ვუსურვებ მსგავსის გამოცდას.
უბრალოდ ერთი ფიქრი მღრღნის, ჩარლზ.
ნუთუ ეს ღმერთთან საუბარმა დამმართა ?
მე ჰომ ბოლომდე მივყევი გრძნობას და ემოციებიც უხვად გადმოვაფრქვიე.
მიყვარს დამანგრეველი ემოციები, ჩარლზ. გთხოვ, არ გამკიცხო.
ალბათ გამოვიფიტე.

VI

ჩარლზ, აიშე დათვრა. მითხრა, რომ ვენატრები და მეგობრობის არსი არ მესმის. რომ ზუსტად იმიტომ არსებობს მეგობარი, რომ ემოციები გავუზიარო და არა ჩემში ჩავკლა. თქვა, რომ ეს უთქმელობა ადრე თუ გვიან ბოლოს მომიღებდა.
ჩარლზ, რა თქმა უნდა, მეს ესმის, რომ აიშეს ჩემთვის უკეთესი უნდა და ა.შ. მაგრამ რატომ არ სურს ხალხს გაიგოს, რომ აქ და ახლა მე არ ვსაჭიროებ იმას, რასაც ისინი მე მთავაზობენ ?

VII

ჩარლზ, რვა თვე გავიდა უკვე. მე კი ისევ ისე ვარ. არა. ვიტყუები. ცოტა სხვანაირად. მძიმედ თითქოს.
ძალიან ბევრი ვარ, ჩარლზ. თითქოს მეები მიზანმიმართულად გამრავლდნენ და გაიზარდნენ. ადრე ემბრიონები იყვნენ, ახლა კი დღის სინათლე იხილეს, ჩემით იკვებებიან, რათა გაიზარდნონ.
ბილიკები.
ყველა სხვადასხვას ლაპარაკობს,, ჩარლზ.
ხმაურია და ვერაფერს ვარჩევ.
მაინტერესებს, მაგრამ მეშინია.
ძალიან ბევრნი არიან.
მე ბევრი ვარ.
ჩარლზ, მეშინია...


VIII

რიზე ძალიან ბრაზდება, ჩარლზ. მას არ სურს, რომ მე ილუზიაში ვცხოვრობდე. თვლის, რომ რეალობას გავურბივარ და თავს ვიტყუებ.
მაგრამ, ჩარლზ... მე ვერ ხვდება რატომ არ უნდა რიზეს, რომ მე ბედნიერი იყოს, თუნდაც ილუზიაში.
ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უნდა იყოს აწყობილი ჰედონიზმზე. ნებისმიერ ქმედებაში მე უნდა ვიპოვო სიამოვნება და მე უნდა ვაკეთო ის, რაც მე მანიჭებს სიამოვნებას.
შენ ჰომ იცი ჩარლზ, რომ ჩემი ილუზია ჩემი რეალობაა. თუ სხვისი აღქმით ილუზიაში ვარ, საკუთარით სრულიად რეალურად ვცხოვრობ.
ნუთუ ჩემს ცხოვრებაში ის არაა მთავარი, მე როგორც აღვიქვამ ?

IX

ჩარლზ, ტკივილამდე მომენატრა ღმერთზე საუბარი.
რუბის ვეღარ შევაწუხებ. მისი წყალობით ვსუნთქავდი აქამდე, მაგრამ ახლა არ შემიძლია, ჩარლზ. რუბი ჩემიანია, რუბი ძალიან მეამაყება, მაგრამ ის ამას ვეღარ აიტანს.
მეგობარს თავი არ უნდა მოაბეზრო, მაგრამ თუ მობეზრდა არც ყოფილა შენი მეგობარი.
არასწორად არ გაიგო, ჩარლზ.
რუბის არ მობეზრდება, მაგრამ არ შემიძლია იგი ასე დავამძიმო.
არ მკითხო რატომ. უბრალოდ არ მინდა.

X

ჩემი და ნიკოლის კავშირი ძალიან უცნაურია.
ძალიან აბსტრაქტულია. მის მატერიალურობას ვერ ვგრძნობ და საინტერესო ისაა ჩარლზ, რომ არც მსურს.
იმდენად უცნაურად ვგრძნობ თავს, რომ ვერ ვხვდები მსიამოვნებს ეს თუ არა. თუმცა რომ არ მსიამოვნებდეს, ალბათ ასეთ მდგომარეობაში არც გავჩერდებოდი.
ჩარლზ, არ ვიცი რას ვგრძნობ ნიკოლის მიმართ. ამ გრძნობას სახელი ჯერ არ აქვს. არ იფიქრო, რომ როგორც ქალი ისე მიყვარს, არა.
ეს სხვაა ჩარლზ.

XI

ღმერთი გამომელაპარაკა და ჩავწყნარდი.
დავმშვიდდი.
შესამჩნევად დავმშვიდდი.
რუბი ამჩნევს და ძალიან უხარია.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით. გულწრფელად ინტერესდება ხოლმე და იშვიათად მკიცხავს. მასთან მე თავისუფლად ლაპარაკობს.
ყველას უნდა ჰყავდეს ერთი რუბი, ჩარლზ. შენ გყავს ?
თუ არა, გაგაცნობ. ძალიან ლამაზია, მგრძნობიარე და ალისფერი.
წერს და მისი ერთ-ერთი პერსონაჟი ჩემი ღმერთის შტრიხებით იწონებს თავს.
მერე წაიკითხე ჩარლზ, კარგი?

XII

ღმერთი ბორდოსფერია, ჩარლზ. ძალიან ღრმა და მგრძნობიარე. გარედან კი უდრეკს ჰგავს, უგულოს.
ღმერთი პარადოქსია.
სამყარო პარადოქსულია, გრძნობებიც ჩარლზ.
საოცარია გიყვარდეს და გძულდეს ერთდროულად, გიხაროდეს და გწყინდეს...
როცა გრძნობ, ღმერთდები. ჩემი ღმერთიც გრძნობს და განიცდის. იძირება ემოციათა ღრმა და ჩამთრევ მორევში.
ზუსტად ამიტომაა იგი ჩემი ღმერთი, ჩარლზ.
მე იგი მიყვარს და მძულს.
ჩემს ღმერთსაც უღმერთოდ ვუყვარვარ და ვძულვარ.

XII

ჩარლზ, რიზემ მე გააოცა დღეს.
მითხრა, რომ ასეთი ფრაზა გაიგონა.
"ჩვენ გვჭირდება ილუზია, რომ ბედნიერები ვიყოთ. ეგრევე შენ გამახსენდი. რომ ჩავფიქრდი მივხვდი, რომ ყველაფერი ილუზიაა. რეალობა და ილუზია სინონიმები გახდა და ჩვენ სუბიექტურ დონეზე აღვიქვამთ ყველაფერს. ჩვენი ილუზიები მატერიალიზდებიან "
მეს უხარია ჩარლზ. რიზე მიხვდა და მიიღო. რიზემ მე მიიღო.


XIV

აიშე მოლბა, ჩარლზ. ჩემი დამშვიდება მასზეც აისახა და უხარია, რომ "დავბრუნდი". უფრო სწორად, უხარია, რომ მას დავუბრუნდი. უბრალოდ თავიდან გაოცებით მკითხა, ეს შენ ხარო ?
თანაც მიხარია მისი სიხარული, თანაც უკმაყოფილების შეგრძნება მღრღნის. თავს არ მანებებს, ჩარლზ.
რად უნდა აიშეს, რომ მე სულ კარგად ვიყო ? ნუთუ ვერ ხვდება, რომ გრძნობათა მრავალფეროვნება ჩემი ცხოვრების მთელი ფილოსოფიაა ?

XV

მე არაფერს ვიტყვი, ჩარლზ. ნიკოლის სიტყვებს მოუსმინე.
"სიმშვიდე და ბედნიერება ხარ ჩემი. ის დანიშნულების პუნქტი ხარ, სადაც არანაირი გეგმა ბ და უკან დასახევი გზა არ მაქვს. ჩემი ყველა გზა შენთან მოდის და მე გპირდები, ცხოვრებამ რომ გაგვთელოს და კილომეტრებით დაგვაშოროს ფიზიკურად თუ სულიერად, მაინც ისე ახლოს ვიქნები შენთან, რომ ჩასუნთქვის დროსაც მიგრძნობ მაშინ, როცა დაგჭირდება."
უკომენტაროდ, ჩარლზ.


XVI

ჩარლზ...

God:

"შენთან ურთიერთობაც მიჯაჭვულს გახდის ადამიანს, რადგან იმაზე მეტად აგრძნობინებ თავს, ვიდრე სინამდვილეში არის. შენ მას იმაზე მეტად აღიქვამ, ვიდრე თავად თავის თავს და ასეთ ცდუნებას ვერავინ უძლებს. შენთან ურთიერთობა საკუთარი თავის უკეთეს ვერსიასთან ურთიერთობას ნიშნავს."

პო...!скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი shalo

erotiuli sizmrebi mesizmreba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent