შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული გრძნობები (თავი 4)


28-12-2017, 18:14
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 1 637

აკრძალული გრძნობები (თავი 4)

თავი 4
დილით ჩემით ვიღვიძებ და კმაყოფილი ვდგები საწოლიდან. დღეს ზურამ კომპანიაში უნდა წარმადგინოს როგორც 50%ის მფლობელი. წილი უკვე ჩემს სახელზეა ახლა არაფორმალური დეტალებიღაა დარჩენილი.
დაბლა ჩასულს ყველა სუფრასთან დამხვდა
-მოხვედი ჩემო ბიჭო?_სიყვარულით სავსე თვალები შემომანათა ნანამ_არ გაგაღვიძე, მინდოდა კარგად გამოგეძინა
ღიმილით მივედი ნანასთან და ლოყები დავუკოცნე, ზურას და ალექსს ხელის ჩარტყმით მივესალმე, ანასთვის არც შემიხედავს, არც თვითონ შეუწუხებია თავი.
-ხო მოდიხარ დღეს?
-კი ზურა მოვდივარ, შევჭამ და გავიდეთ
-დღეს არაუშავს, მაგრამ ისე მუშაობას 10ზე ვიწყებთ უფროსობა
-და დანარჩენები?
-დანარჩენები 9ზე უკვე იქ არიან
-და რა წესია ეგ? რატომ უნდა ვიყოთ პრივილეგირებულები მაგ საკითხში?
-კაი, თუ არ მოგწონს ჩვენც 9ზე მივიდეთ ხოლმე_კმაყოფილმა ჩაიღიმა და გაზეთს დაუბრუნდა
-მე უკეთესი იდეა მაქვს, ისინი დავიბაროთ 10ზე._სიცილით გავხედე ზურას რომელიც ჩემს რეპლიკას ასევე სიცილით დათანხმდა.
-მამა სამსახურში რო წახვალ მე კინოში დამტოვე რა, ქეთი და სალომე უნდა ვნახო, მერე მოლში გავივლით და გვიან მოვალ ალბათ
-კაი მა მიდი მოემზადე და გავალთ უკვე.
ანასთან ერთად მეც მეორეზე ავედი, მუქი ლურჯი ნაჭრის შარვალი ჩავიცვი, მუქი პერანგი და ოთახიდან გამოვედი, ანაც ზუსტად ამავე დროს გამოვიდა, მოკლე წითელი, მთლიანი კაბა ჩაეცვა და მისი ფეხები დემონსტრაციულად მიწვევდნენ, ერთ ოჯახში გაზრდილები რომ არ ვყოფილიყავით არ ვიცი ამ გოგოს რას ვუზამდი. სწრაფად ამოვიგდე უაზრო ფიქრები თავიდან და კიბეებზე დავეშვი. გზაში ანა ზურას ჩაუჯდა მე კი პირდაპირ კომპანიაში წავედი. შენობაში შესვლისას გარკვევით ვგრძნობდი ქალების დაჟინებულ მზერას, მაგრამ ზურას მოსვლის შემდეგ და ჩემი ვინაობის გაგებისას ვნებიანი თვალების მაგივრად შეშინებული ქვეშევრდომები დამრჩნენ დაც ძალიან არ მესიამოვნა, სიტყვით გამოსვლის დრო იყო, ყველა გაისუსა და ყურადღებით მომაჩერდნენ.
-პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ სასიამოვნოა თქვენს გუნდთან შემოერთება და იმედი მაქვს კარგად ვითანამშრომლებ, ზურამ და მამაჩემმა ეს კომპანია დიდი შრომის შედეგად დააყენეს ფეხზე და მინდა მეც ჩემი გარკვეული სახელი დავტოვო ამ საქმეში. რაც შეეხება მუშაობის სტილს, არაფერი შეიცვლება გარდა ერთისა, სამსახურს ხვალიდან 9 საათის ნაცვლად 10ზე დაიწყებთ_ყველას სასიამოვნო ღიმილი გამოეხატა სახეზე_და სწორედ იტომაც დაგვიანებას არავის ვაპატიებ, არცერთი წუთით! ვერ ვიტან უპასუხისმგებლობას! გაფრთხილებთ საქმეში არ ვიქნები ლმობიერი! საქმეში და არა ურთიერთობაში! ჰო და კიდევ, ჩემი დამხმარე რომელია?
-შენი დამხმარე არ აგვირჩევია გეგა, ჯობია შენთვითონვე აარჩიო
-კარგი ზურა, კადრების განყოფილებას პირველი დავალება, კასტინგი გამოაცხადეთ ჩემი მდივნის თანამდებობაზე, ყველა კანდიდატს თავად გავესაუბრები, ჯერჯერობით სულ ესაა, წარმატებულ დღეს გისურვებთ.

საქმე ბევრი არ ყოფილა ამიტომ სამსახურიდან დროზე ადრე წამოვედი. ზურამ დამიბარა რომ ის და ნანა სოფელში მიდიოდნენ, ნანას მშობლებთან, დედამისი ვერიყო კარგათ და არ იცოდნენ როდის დაბრუნდებოდნენ. ანას და ალექსის თავი მე ჩამაბარა და წავიდა. სახლში მივდიოდი გიორგიმ რომ დამირეკა, შენი სამსახური უნდა ავღნიშნოთო
-მაგრად მეზარება ეხლა სადმე გასვლა, გამოგივლით, კარფურში შევიდეთ რაღაცეები ვიყიდოთ და სახლში ავიდეთ რა.
-კაი ტეხავს ზურასთან და ნანასთან
-სოფელში არიან ბიჭო, და რომც არიყვნენ რა ტეხავს ხოარუბერავ, მიდი მიდი ნიკუშასაც დაურეკე და გამოგივლი.
მალე გავუარე ბიჭებს, თბილოსი მოლში გავედით, კარფურში რაღაცეები ვიყიდეთ, უკვე გამოვდიოდით ნიკუშამ გოგოები რომ დაინახა
-ეე ესენი ჩვენები არ არიან?
ნიკუშას თითის მიმართულებას გავხედე და ანა, სალომე და ქეთი დავინახე, თან ვიღაც ბიჭი ახლათ რომელიც ანას უღიმოდა და გვერდიხან არ შორდებოდა. მათკენ წავედით
-პრივეტ გოგოებო_მუდამ მხიარული ნიკუშა პოზიტიურად შეხვდა გოგოებს და ჩაკოცნა სამივე. ანამ ერთი სწერვულად გადმომხედა და მის მერე აღარც შემოუხედავს ზედ.
-აბა გოგოებო დაეწყვეთ და წავედით_ღიმილით ჩავილაპარაკე თან უფრო ყურადღებით ავათვალიერე მათთან ერთად მყოფი უცნობი.
-სად მივდივართ?_სალომემ ინტერესიანი თვალები მომაპყრო
-ჩვენთან, რაღაცები ვიყიდე და ცოტას გავერთობით
-მე არ მინდა_კატეგორიული იყო ქალბატონი ანა
-მე გკითხე გინდა თუ არა?
-ვერ გაიგე გოგონამ რა თქვა?_უცნობი საუბარში ჩაერია, ირონიულად ავათვალიერე და ჩავიცინე
-რაო რათქვი რამქვიაო?
-სანდრო ბერიძე
-ხო სანდრო, მისმინე ახლა, შენ არ გასწავლეს რომ სხვის საუბარში ჩარევა უზრდელობაა?
-გოგოს არ უნდა და რა პონტში აძალებ?
-ბიჭოო_უკვე ტონს ვუწევდი მუცელზე ანას ხელის შეხება რომ ვიგრძენი-არ გინდა რა, წავიდეთ_მუდარით სავსე მზერა მომაპყრო და მაშინვე აუწყლიანდა თვალები. გამახსენდა ბავშვობიდან როგორ ეშინოდა ჩხუბების, გარეთ თუ ბიჭები ვიჩხუბებდით მაშინვე ტირილს იწყებდა, დამშვიდებისას მეც კი მიხუტებდა ხოლმე. ახლაც ზუსტად ისე ჰქონდა აწყლიანებული თვალები. აღარაფერი მითქვამს, წელზე ხელი მოვკიდე და გასასვლელისკენ წავედი. ბავშვებიც გამომყვნენ, მანქანაში უხმოდ ჩავსხედით, კონკრეტული მანძილი უხმოდ გავიარეთ, საჭეს გაბრაზებისგან ხელს მთელი ძალით ვუჭერდი, ისევ იმ სანდროზე მეშლებოდა ნერვები, ზოგადად ადვილად ვბრაზდებოდი, მაგრამ ადვილადვე ვწყნარდებოდინ თუმცა საშინლად ვერ ვიტან როცა ვიღაც უცნობი ჩემს საქმეში ცხვირს ყოფს და ჭკუას მარიგებს.
-ვინ იყო ის ტიპი?
სარკეში ანას მზერას გავუსწორე თვალი
-სანდრო ქვია, დღეს გავიცანით კინოში
-და დღეს გაცნობილი ტიპი ჩემს საქმეში რატომ ერევა?
-დამშვიდდი და ნუ ღრიალებ რა, ჩემს საქმეში ჩაერია, რაიცის ვინ ხარ, მანიაკის შთაბეჭდილებას კი ტოვებ და დაცვა უნდოდა ბიჭს
-ანა ნუ გადამიყვან ჭკუიდან თორე ერთმანეთზე დაგაკლავთ იცოდე
-ეეე კაი რა, გეყოფათ, სულ როგორ უნდა ჩხუბობდეთ თქვენ_ამოიბუზღუნა გიორგიმ
-ხო რა, დღეს არავინ ვიჩხუბოთ, უნდა გავერთოთ_ჩაიკისკისა ქეთიმ და გვერდით მჯდომ გიორგის ნაზად გადახედა, არც მან დააკლო ღიმილი. სახლამდე უხმოდ მივდით, ალექსს გვიანობამდე მასწავლებლები ყავდა, ამიტომ მარტო ვიყავით, გოგოებმა ჩიფსები, ჰამბურგერები, ტკბილეული და სასმელები მაგიდაზე დააწყვეს, 5 ჭიქის მერე უკვე კარგად იყვნენ შემთვრალები, ბიჭებმა რამდენიმე ჭიქა კიდე დავაყოლეთ და მეც მოვედი ხასიათზე. ანამ სიმღერები ჩართო, ჩემს გარდა ყველამ ცეკვა დაიწყო. გიორგი ქეთის ეცეკვებოდა, ნიკუშა სალომეს, ანა კი თავისთვის ცეკვავდა, ჩემს მოპირდაპირედ იდგა და საჯდომს გამომწვევად აქნავებდა, მერე გამომხედა, ახლოს მოვიდა და ხელი გამომიშვირა
-ადე რა, მეცეკვე
-ოჰ, ვიღაცას იმდენი დაულევია რო ცეკვას მთხოვს.
-მოკეტე, ხო შეგიძლია ერთხელ მაინც მოკეტო და ნორმალურად მოიქცე
უხმოდ ავდექი და ცეკვაში ავყევი, ხელები კისერზე შემომაწყო,მე წელზე დავაწყე, ისევ გამომწვევად აქანავებდა საჯდომს, სახე ჩემს სახესთან ახლოს ჰქონდა მოტანილი და ღრმად სუნთქავდა, მერე კისერი უკან გადაწია, თვალები დახუჭა და ტანს მუსიკას ბუნებრივად აყოლებდა. დამეფიცება ამ წამს ეს სურათი ყველაზე ლამაზი რამ იყო რაც კი ცხოვრებაში მენახა. ოთახს თვალი რომ მოვავლე მხოლოდ ჩვენ ვიყავით, გიორგი და ქეთი აივანზე დავლანდე საუბრობდნენ, ნიკუშა და სალომეს უკვე კარგა ხანია ერთმანეთი მოსწონთ ამიტომ ალბათ სადმე გასეირნება გადაწყვიტეს, იქნებ დღეს მაინც გამოუტყდეს ნიკუშა. ანამაც შეამჩნია რომ მარტო ვიყავით მაგრამ ცეკვა არ შეუწყვიტავს, ხელები კისრიდან მომაშორა, მიტრიალდა და ახლა ზურგით მომეკრო, ხელები მის მენჯებზე დამაწყობინა, საჯდომს უფრო გამომწვევად აქანავებდა და საშინლად ცდიდა ჩემს მოთმინებას.
-მგონი ბევრი დავლიე_თვითონაც მიხვდა რომ თავს ვერ შევიკავებდი და ცეკვას მორჩა. დივანზე ჩემი ადგილი დავიკავე, ანაც აპირებდა დაჯდომას მაგრამ წონასწორობის დაცვა ვერ მოახერხა და პირდაპირ კალთაში ჩამიხტა. ცოტახანში თავი მხარზე დამადო და გაიტრუნა, ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა, ან მე ან მას. ბავშვობიდან ვჩხუბობდით მაგრამ მისი ჩამოსვლის შემდეგ თითქოს რაღაც შეიცვალა, მიზიდავს ანა, თან ძალიან მაგრამ ის ამას ხვდება კიდეც და არ აპროტესტებს, აი ამაში იყო მთელი იდუმალება, რაც ძალიან მხიბლავდა, ერთდროულად ძალიან თამამი და ძალიან თავშეკავებული იყო....ფიქრებიდან ანას მოქმედებამ გამომაფხიზლა, ცალი ფეხი მეორე მხარეს გადადო და იდე ჩამიჯდა კალთაში, ხელები წელზე ნელა დავადე და თვალებში ჩავაშტერდი, მეგონა რამის თქმა სურდა, მაგრამ ხმის ამოღებას აშკარად არ აპირებდა, შარვალში ჩემმა "მეგობარმა"აშკარად მოძრაობა დაიწყო, რთულია ასეთ პოზაში გეჯდეს ასეთი ქალი და რეაგირება არ გქონდეს, ანას სახე ნელა მიახლოვდებოდა, არვიცი ეს გრძნობების, ვნების თუ ალკოჰოლის ბრალი იყო მაგრამ ფაქტია, ამ წუთას ანას კოცნაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. უკვე მის ტუჩებს უნდა შევხებოდი ფეხზე რაღაც ბზული რომ ვიგრძენი და მერე მელოდიაც მოყვა ამ ყველაფერს, მეგონა ასეთ დროს მობილური მხოლოდ კინოებში რეკავდა, ხმის გაგონებაზე ანა ეგრევე გვერდით გადახტა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. ნომრისთვის არ დამიხედავს გაბრაზებულმა ვუპასუხე ტელეფონს.
-როგორ ხარ გეგა?
-ვაა მარიშკა...კარგად შენ როგორ ხარ?_ანას გადავხედე, მის გაოცებულ სახეზე სიცილი ამიტყდა
-არამიშავს, არ მოხვალ დღეს ჩემთან?
-იცი მარიშკა დღეს არმცალია, ხვალ დამირეკე და მერე იყოს
-მოიცა და..._კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ ტელეფონი გავუთიშე.
-იცი ეს რას ნიშნავს ქალბატონო?_ანასკენ მივტრიალდი მთელი ტანით და ირონიული მზერა მივაპყარი
-წავაგე,ვიცი ჰო
-კი კი ზუსტად_კმაყოფილმა ჩავილაპარაკე
-კარგი რაგინდა? გისმენ, ერთ სურვილს გისრულებ
-არაა, ჯერ არდავხარჯავ, იყოსშევინახავ, იქნებ მერე გამომადგეს.
-კრეტინიხარ რა_ვითომ გავრაზებულმა ჩაილაპარაკა, მაგრამ სიცილი მაინც წასკდა, ცოტახანს დუმილი ჩამოწვა, მერე ისევ ანამ დაიწყო
-არ გინდა რამე ვითამაშოთ
-მე და შენ?_გაკვირვებულმა გავხედე
-ხო,ისინი დაწყვილდნენ არსცალიათ აბა, სიმართლე და მოქმედება?
-კაი რა ანა, კიდე ბავშვი ხარ?
-კაი რა, კარგ ხასიათზე ვარ,ცოტა ნასვამი, შემარგე
-კარგი ხო ვითამაშოთ
ძირს დავჯექით, ანამ ბოთლი დაატრიალა.
-აბა გეგა, სიმართლე თუ მოქმედება?
-სიმართლე
-მოიცა დავფიქრდე_თითი ტუჩთან მიიტანა ფიქრის იმიტაცია გააკეთა თავის ჭკუაში
-ჰო მოვიფიქრე, ესეიგი,_უცებ დაასერიოზულა სახე_რადგანაც მარიშკამ გაბრაზებულის მიუხედავად პირველმა დაგირეკა ესეიგი სექსში მართლა ფანტასტიური ხარ, კონკრეტულად რითი მოხიბლე?
-სერიოზულად ანა?
-რატომაც არა? მაინტერესებს
-არმინდა ჩემი სექსის დეტალები მოგიყვე
-მაგას არც გთხოვ, კონკრეტული რამე საიდუმლო გექნება, რაც გგონია რომ პარტნიორს ყველაზე მეტად სიამოვნებს, თან შენი სექსის დეტალები არ მჭირდება, ნახევარი ისედაც ვნახე იმდღეს_სახე სასაცილოდ დაჯღანა, სხვა გზა აღარ იყო, რაღაც უნდა მეპასუხა
-იცი რა, ასე კონკრეტული პასუხი არ არსებობს, ყველა ქალი ინდივიდუალურია, სიმართლე გითხრა ჯერ არ გამოჩენილა ქალი რომელთან სექსის დროსაც მის სიამოვნებაზე ვიფიქრებ, ალბათ როცა გიყვარს მხოლოდ მაშინ ფიქრობ მაგას, მე კი სექსის დროს მხოლოდ ჩემს სიამოვნებაზე ვფიქრობ, ამიტომ მეც კი არ ვიცი რა აგიჟებთ ამ ქალებს.
ანამ უხმოდ დაატრიალა ბოთლი.
-აბა ანა, სიმართლე თუ მოქმედება?
-სიმართლე
-რამდენი სექს-პარტნიორი გყოლია?
-რაა?_ისედაც დიდი თვალები უფრო გაუფართოვდა
-ოჰ, რაიყო, შენ თუ გაქ უფლება ჩემს სექსზე დამისვა კითხვები მე რა?
-არცერთი
-რა არცერთი
-არცერთი სექსპარტნიორი არ მყოლია
-მოიცა ეგ როგორ? ქალიშვილიხარ?
უხმოდ დამიქნია თავი და თვალები დახარა
-ღადაობ? 6წელი გერმანიაში ნაცხოვრები გოგო, ასეთი ფიზიკური მონაცემებით, თან ისეთ კითხვებს მისვამდი,,,და მეუბნები რომ ქალიშვილიხარ?_გულწრფელად ვერ ვმალავდი ემოციას.
-გამომწვევ კითხვებს შენი ნერვების მოსაშლელად გისვამდი, სექსუალური განათლება მაქვს, არ დაგიმალავ, მაგრამ არა პრაქტიკიდან, წიგნების წაკითხვისას ძალიან დიდ გამოცდილებას იღებ. რაც შეეხება სექსს....ცოტა ისეთი საკითხია, მიუხედავად იმისა რომ ამ თემაზე ღიად და უკომოლექსოდ ვსაუბრობ ცოტა სხვანაირად ვფიქრობ, ვიცი ოცდამეერთე საუკუნეა და ასე ბევრი არფიქრობს მაგრამ, ჩემთვის სექსი მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვმილების დაკმაყოფილება ვერ იქნება, საშინლად მომწონს ის აზრი რომ მხოლოდ ერთადერთი მამაკაცი იარსებებს ვისაც ჩემი სხეულის დაუფლების უფლება ექნება, არ მინდა ეს ყველაფერი მხოლოდ სიამოვნრბისთვის გავაკეთო, მინდა მიყვარდეს და ვუყვარდე, და რადგანაც ვინც მიყვარს იმას არ ვუყვარვარ ვფიქრობ უსექსოდ მოვკვდები_ბოლოს ღიმილით დაამთავრა მონოლოგი, მერე კი სახე დაჭყანა, თითქოს ის წამოცდა რისი თქმაც არ სურდა.
სასიამოვნოდ გამეღიმა ანას ნათქვამზე, აღარ მეგონა ასეთი აზროვნების გოგოები თუ კიდევ არსებობდნენ,მითუმეტეს არ მეგონა ამ ასპიტს ამდენი ჭკუა თუ ჰქონდა, მაგრამ ბოლო რეპლიკამ განსაკუთრებულად მიიპყრო ჩემი ყურადღება
-მოიცა, ვინმე გიყვარს და არ უყვარხარ?
-ჰო
-თვალები დაბლა ჩახარა
-ხუმრობ? როგორ შეიძლება შენ არუყვარდე კაცს?
გაკვირვებული თვალებით ამომხედა_ანუ იმას ვამბობ...._ცოტა ავბლუყუნდი_ძალიან მიმზიდველი ხარ, შეუძლებელია არ მოეწონო
-აი ხომ ხედავ, მე რას ვამბიბ და შენ რას, მინდა ვუყვარდე თქო, ის ფაქტი რომ მიმზიდველი ვარ არ არის საკმარისი სიყვარულისთვის, ის სერიოზულად არასდროს შემომხედავს, იცი ცოტა რთული საკითხია და არ მინდა ამაზე საუბარი
-კარგი არ ვისაუბროთ
ცოტახანში ბავშვებიც დაბრუნდნენ.
-მემეგონა გაიპარეთ_ეშმაკური ღიმილით გადახედა ანამ დაქალებს, ისინიც საყვარლად გაწითლდნენ და ბიჭებს გადახედეს. მალევე მიეძინა ყველას, ჩემოთახში ავედი და დაღლილს მეც მალევე ჩამეძინა. მეორე დღეს ზურა და ნანა დაბრუნდნენ. ერთმა კვირამ უინტერესოდ განვლონ მე და ანა ჩვეულ კინკლაობას ვაგრძელებდით, ისე თითქოს ის დიალოგი არცკი ყოფილა, არც გაგვხსენებიან ან არ გვინდოდა გახსენება.
ერთ საღამოს ზურამ კაბინეტში დამიბარა. ნერვიულად ამოძრავებდა ხელებს და კაბინეტში მიდი-მოდიოდა
-ზურა რახდება?
-გეგა, ცოტა მძიმე საკითხია.
-მითხარი ზურა
-შენი მშობლების სიკვდილამდე ერთი ტიპი იყო, დედაშენი უყვარდა, მაგრამ დედაშენს მამაშენი უყვარდა, მათი ქორწილის მერე ის ტიპი აღარც გამოჩენლა, მაგრამ წლების შემდეგ, როცა მე და მამაშენმა ბიზნეს სამყაროში შევაბიჯეთ იქ გამოჩნდა, ათას მაქინაციებს აწყობდა რომ როგორმე ჩავეძირეთ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ერთ დღეს მამაშენმა მითხრა რომ ის კაცი მასთან მისულა, უთქვამს რომ დედაშენი ისევ ყვარებია და რომ არ გაახარებდა. ეს ამბავი მივიწყებული მქონდა, მითუმეტეს შენი მშობლების სიკვდილის შემდეგ, დაახლოებით 2 თვის წინ გამახსენდა რატომღაც ჩვენი დიალოგი, მერე მამაშენის სიტყვებიც "მე თუ რამე მომივიდა იმის ბრალი იქნებაო" ფაქტები ერთმანეთს დავუკავშირე, გამომძიებლები ვნახე დაველაპარაკე და ავარიის მიზეზების გამოკვლევა დავავალე, გეგა....აღმოჩნდა რომ ეს უბედური შემთხვევა არ ყოფილა, მუხრუჭის მილი გადაჭრილი იყო, შენი მშობლები ვინმე ვაჟა ბერიძის გამო დაიღუპნენ, რომელიც ახლა ძებნაშია სხვადასხვა დანაშაულებების გამო....გეგა შენი მშობლები მოკლეს!





ესეც მეოთხე თავი. ბევრი კომენტარი მხვდება უფრო დიდები დადეო, მაგრამ ყოველდღე ვდებ და ამაზე დიდებს ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, არმომდის მუზა შეკვეთით და რაგავუკეთო :დდდ მაშინ ყოველდღე ვერ დავდებ და უფრო დიდები იქნება, როგორც თქვენ გინდათ, არაქცს მაგას მნიშვნელობა ❤ ველი თქვენს შეფასებებს და მადლობა რომ კითხულობთ❤მაბედნიერებთ თქვენ მე <3скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი bells

ვაუ ნამდვილად საინტერესო ეტაპზე გადავედით დ მიხარია რომ ინტენსიურად დებ და არ აგვიანებ

 



№2  offline წევრი Tskrialashvili Mariami

და შენ როგორ გვაბედნიერებ მარიამ მაგაზე საუბარი ზედმეტია :* აღარც იმას გეტყვი რომ მიხარიხარ და სულ ველოდები შენ ისტორიებს, ისე ისე რომ სიტყვებითაც ვერ გადმოგცემ :*
ამ თავს რაც შეეხებაა , როგორც ჩანს იძაბება სიტუაცია შემდეგ თავ"ებ" ში ..
წარმატებები
#მიხარიხარმარიამ :*

 



№3 აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

სტუმარი bells
ვაუ ნამდვილად საინტერესო ეტაპზე გადავედით დ მიხარია რომ ინტენსიურად დებ და არ აგვიანებ

მადლობა დიდი❤❤მიხარია რომ მოგწინს

Tskrialashvili Mariami
და შენ როგორ გვაბედნიერებ მარიამ მაგაზე საუბარი ზედმეტია :* აღარც იმას გეტყვი რომ მიხარიხარ და სულ ველოდები შენ ისტორიებს, ისე ისე რომ სიტყვებითაც ვერ გადმოგცემ :*
ამ თავს რაც შეეხებაა , როგორც ჩანს იძაბება სიტუაცია შემდეგ თავ"ებ" ში ..
წარმატებები
#მიხარიხარმარიამ :*

ჩემი მარიამი!
როგორ მაბედნიერებს შენი კომენტარები რომ იცოდე❤
მადლობა მადლობა მადლობაა❤❤❤❤
მიყვარხარ მეშენ❤

 



№4  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

მმმმმ საინტერესო იყოო ველიდები ქდალ თავსს

 



№5 აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

ნარჩიტა
მმმმმ საინტერესო იყოო ველიდები ქდალ თავსს

მადლობა❤ ხვალ იქნება

 



№6 სტუმარი anna

auu ra magaria,xvalac ro ar dado gavgijdebi icode!!!

 



№7 აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

anna
auu ra magaria,xvalac ro ar dado gavgijdebi icode!!!

მადლობა❤ დავდებ ხვალ

 



№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

არა დადე ყოველდღე რამხელაც იქნება ჯობია.ძალიან მომწონსს

 



№9 აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

სტუმარი მარიამი
არა დადე ყოველდღე რამხელაც იქნება ჯობია.ძალიან მომწონსს

მადლობა❤

 



№10  offline მოდერი D-roni

ამასწინათ გადაგამოწმე და არ იყო ახალი ისტორია ვაიმე როგორ ბედზე შემოვიხედე დღეეეეეეს მარიამ იდეალური გოგო ხარ ეს ვაჟა უეჭველი იმ სანდროს მამაა ამ სანდროს ანა მოეწონა ანას კიდევ გეგა უყვარს ვაიმე თითქოს ისტორია მეორდება მაგრამ შემომაკვდები ესენიც რო მიაწიო ამის მშობლებს იცოდე '! ძალიან მომწონს გელოდები მიყვარხარ ❤️

 



№11 აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

D-roni
ამასწინათ გადაგამოწმე და არ იყო ახალი ისტორია ვაიმე როგორ ბედზე შემოვიხედე დღეეეეეეს მარიამ იდეალური გოგო ხარ ეს ვაჟა უეჭველი იმ სანდროს მამაა ამ სანდროს ანა მოეწონა ანას კიდევ გეგა უყვარს ვაიმე თითქოს ისტორია მეორდება მაგრამ შემომაკვდები ესენიც რო მიაწიო ამის მშობლებს იცოდე '! ძალიან მომწონს გელოდები მიყვარხარ ❤️

ეს ვისი კომენტარიაა, როგორ გამახარეეე????❤❤❤❤❤❤ მადლობააა ძაან მიხარია რომ მოგწონს❤ ხოიცი მე სიყვარულის მხარეს ვარ სულ! ❤ ვნახოთ რა იქნება❤ მეცმეც მიყვარხარ❤

 



№12 სტუმარი mako

დღეს არ დადებ ?

 



№13 აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

mako
დღეს არ დადებ ?

დევს უკვე❤

 



№14 სტუმარი mako

Mariam Shengelia_3
mako
დღეს არ დადებ ?

დევს უკვე❤

აუუ რატო არ მიჩვენებს :(

 



№15 სტუმარი Mariam m.k

Chemo sixarulo exa agmogachine da zalian momwonxar sixarulo sxva Shen istoriebsac wavikitxav shensasas da 1000000000% bar darwmunebuli momewoneba :d p.s kargi rac shexeba istorias momwons exa daviwye da gyvarob me Shen :d

 



№16 მოდერი ელპინი

აუ, ამდენსაც არ ველოდი, მარ.
რა ქენი ეს?!
რა გააკეთე?!
სანდრო და ვაჟა...
იმედია მარტო გვარები ემთხვევა და მომდევნო თავში, რომ წავიკითხავს ის არ იქნება, რასაც ვფიქრობ :დდდდდ
ან, ხო, კარგი, იყოს.
მთავარია, შენ ხარ საოცრება შენი წერის სტილით!
მიყვარხარ.

 



№17 აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

Mariam m.k
Chemo sixarulo exa agmogachine da zalian momwonxar sixarulo sxva Shen istoriebsac wavikitxav shensasas da 1000000000% bar darwmunebuli momewoneba :d p.s kargi rac shexeba istorias momwons exa daviwye da gyvarob me Shen :d

ახლავნახე კომენტარი და ძალიან გამიხარდა❤❤❤❤დიდი დიდი მადლობაა❤❤❤

ელპინი
აუ, ამდენსაც არ ველოდი, მარ.
რა ქენი ეს?!
რა გააკეთე?!
სანდრო და ვაჟა...
იმედია მარტო გვარები ემთხვევა და მომდევნო თავში, რომ წავიკითხავს ის არ იქნება, რასაც ვფიქრობ :დდდდდ
ან, ხო, კარგი, იყოს.
მთავარია, შენ ხარ საოცრება შენი წერის სტილით!
მიყვარხარ.

ჩემი ანა❤
როგორ გამიხარდა რომ კითხულობ❤❤
დიდი მადლობაა❤❤❤❤
მიყვარხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent