შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული გრძნობები (თავი 5)


29-12-2017, 18:00
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 1 553

აკრძალული გრძნობები (თავი 5)

თავი 5
გაყინულ ქვაზე ვიჯექი, თვალები საფლავის ქვებისთვის მქონდა გაშტერებული, ყურში ისევ ზურას სიტყვები ჩამესმოდა, "შენი მშობლები მოკლეს"....."ვაჟა ბერიძე"...."მიმალვაშია"...."ისინი მოკლეს". ძვალ რბილში დამიარა სიცივემ, მხოლოდ მერეღა მივხვდი რომ უკვე ღამის 3 საათია, მე კი ჟაკეტის გარეშე, სიბნელეში, სასაფლაოზე ამოვედი. ადგილი რომელიც ყველაზე მგრძნობიარეა ჩემთვის, ადგილი სადაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ამოვდივარ.
ამდენი წელი მეგონა რომ ისინი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ, ბედს და გულის სიღრმეში, ხანდახან ღმერათსაც კი ვსაყვედურობდი, რომ ასეთი მწარე ბედი არგუნა ჩემს საყვარელ ადამიანებს. ახლა, ამდენი წლის მერე, ვიგებ რომ ეს ყველაფერი შემთხვევითობა არ ყოფილა, ისინი მოკლეს! მშობლები მომიკლეს!
თვალებგაშტერებული ვუყურებ საფლავის ქვაზე დახატულ ახლაგზარდა სახეებს და იმაზე მეტად მევსება სული ტკივილით ვიდრე აქამდე, მერე დედას სახეს ვაკვირდები, არცერთი ქალი არ არის მისნაირი, დანანებით ვკითხულობ მათ სახელებს, მარიამ გიორგობიანი და ალექსანდრე ბენდელიანი. მამას სახეს ყურადღებით ვაკვირდები, მის იერს რაღაცით ჩემსას ვამსგავსებ და გული ერთდროულად სიამაყითა და ტკივილით მევსება. მე ისინი მომიკლეს! წამართვეს! მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდნენ.
-დედა, მამა..._ისე ვიწყებ საუბარს ვერცკი მოვდივარ აზრზე_-ოდესმე მაპატიებთ? მაპატიებთ რომ სიმართლეს ასე გვიან ვიგებ? მაპატიებთ რომ აქამდე ამაზე არცკი მიფიქრია? უბრალოდ, ეს ყველაფერი...წარმოუდგენელი იყო, წარმოუდგენელი იყო 13 წლის ბიჭისთვის....ბავშვისთვის რომელსაც საყვარელი ადამიანები დაკარგა, ვერცკი ვიფიქრებდი, მართლა ვერ ვიფიქრებდი, დავაგვიანე, მაგრამ გპირდებით, გეფიცებით, თქვენს თავს ვფიცავარ რომ ის აუცილებლად დაისჯება, აუცილებლად აგებს პასუხს, მეთქვითონ შევუწყობ ხელს რომ დაიჭირონ, დაიჭირონ და მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი, გულისს სიღრმეში მინდა რომ ჩემი ხელით მოვკლა, ისე გავიმეტო როგორც მან თქვენ, მაგრამ ვიცი რომ ეს თქვენ არ გაგახარებთ. ამიტომ პირობას ვდებ რომ აუცილებლად დაისჯება ყველა ის ვინც ამ საქმეშია გარეული.

სასაფლაო მალევე დავტოვე, არ მიყვარდა იქ ყოფნა, ვერ ვეგუებოდი მათ იქ წოლას, მაგრამ მათთვის მიცემულ პირობას აუცილებლად ნებისმიერ ფასად შევასრულებდი.
სახლში რომ შევედი უკვე თენდებოდა, კარები ფრთხილად გავაღე, არ მინდოდა მათი გაღვიძება. მისაღებში ანა დამხვდა, ხალათით აქეთ-იქით დადიოდა, კარის ხმაზე გამოიხედა, ჩემს დანახვაზე ისედაც აცრემლიანებული თვალები უფრო აუცრემლიანდა, მერე მთელი ძალით გამოექანა და ჩამეხუტა. ცოტახანს აზრზე ვერ მოვედი, მერე ხელები მეც ძლიერად მოვხვიე წელზე.
-ძაან ვინერვიულე_ტირილით მეუბნებოდა თან ოდნავადაც არ მშორდებოდა. გამეღიმა მის საქციელზე.
-მარტო ყოფნა მჭირდებოდა
-ჰო ვიცი_როგორც იქნა ცოტა მოეშვა_ზურამ მოგვიყვა ყველაფერი და მიხვდნენ რომ მარტო გინდოდა ყოფნა, მაგრამ მე ვერ მოვისვენებდი სანამ სახლში არ დაბრუნდებოდი.
ანას ჩემს მიმართ მზრუნველობა არასდროს გამოუჩენია, სასიამოვნოდ გამიკვირდა, თან მეღიმებოდა მის შეშინებულ სახეზე.
-ჩაი დავლიოთ?_ჩემს კითხვას არ ელოდა როგორც ჩანს, ცოტა გაუკვირდა, მაგრამ სწრაფადვე დამიქნია თავი
-ახლავე გავაკეთებ
-არა აქ არა რა
-აბა? ახლა არაფერი იქნება ღია
-გააკეთე და თერმოსით წამოიღე, კიარადა მე გავაკეთებ, წადი შენ ჩაიცვი, იმედია მაგ მოკლე ხალათით არ აპირებ წამოსვლას.
უხმოდ დამიქნია თავი და ოთახისკენ წავიდა. დიდ თერმოსში ჩავასხი ჩაი, ორი ჭიქა ავიღე, ანაც მოვიდა, მანქანა კუს ტბის სადგომზე გავაჩერე, ხეებს შორის ერთი ადგილი იყო, მთელს ტბას გადაჰყურებდა, სკამზე ჩამოვჯექი, ისიც გვერდით დამიჯდა, ჩაი დავასხი და გავუწოდე
-მადლობა
-შენ მადლობა ანა
-მეე? რისთვის
-ჩემზე რომ ინერვიულე_ჰორიზონტს თვალი მოვაშორე და თვალებში ჩავხედე, ხმა არ ამოუღია, თავი დახარა და ჩაის ჩააშტერდა. ჯიბიდან შავი სობრანიე ამოვიღე, ერთ ღერს მოვუკიდე და ღრმა ნაპასი დავარტყი. ზოგადად არ ვეწევი, მხოლოდ ასეთ დროს. რაღაცნაირად მშველის, თითქოს კვამლს დარდები ამოვაყოლე, მერე ანას გავხედე რომელიც მე მიყურებდა
-მომაწევინებ?_სიგარეტის კოლოფისკენ მიმანიშნა
-ეწევი?
-იშვიათად
-ჰო, მეც ეგრე._ კოლოფიდან კიდევ ერთი ღერი ამოვაძვრინე და მივეცი.
-ოღონდ მარტო დღეს იცოდე_მკაცრი ბიძიასავით დავამატე_წესით არ უნდა მომეცა, მაგრამ ახლა არაუშავს.
შემომხედა
ჩაიღიმა
ლოყაზე ნაჩვრეტი დაეტყო
მერე სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია
ღრმა ნაპასი დაარტყა
თვალები დახუჭა და ისე ამოაყოლა კვამლი ჰაერს.
-გეგა..._ჩუმად დაიწყო ლაპარაკი_რას აპირებ?
-არ მოვასვენებ პროკურატურას სანამ არ დასჯიან, მე რომ ვეძებო და ვიპოვო ვიცი საკუთარი ხელით უნდა მოვკლა, ეს კი ჩემებს არ გაუხარდებოდათ, ამიტომ საქმის გაკეთებას დავაცდი, მაგრამ აუცილებლად უნდა იპოვონ, პირობა დავდე მათ საფლავზე და უნდა შევასრულო.
-საფლავზე იყავი?
-ჰო
-არგიყვარდა იქ სიარული
-არც ახლა მიყვარს
ხმა არ ამოუღია.
სიგარეტი გვერდითა ურნაში ჩააგდო
თერმოსი დაბლა ჩადგა
ხელი ამაწევინა და მომეხუტა
თავი მკერდზე მომადო.
გაუაზრებლად წამივიდა ხელი მისი წელისკენ
თითებს ისე ვუჭერდი ალბთ ძალიან ეტკინა
მაგრამ,
არაფერი უთქვამს.
სასიამოვნო სურნელი ჰქონდა თმაზე.
-გეგა, არ იყო რა ცუდათ_პატარა ბავშვივით თქვა და ვიგრძენი როგორ დამისველდა მაისური, ნიკაპზე ხელი მოვკიდე და თავი ავაწევინე, მართლა ტიროდა.
სადისტურად ჟღერს
მაგრამ
ტირილისას ყველაზე ლამაზია!
ცისფერი თვალები უსისხლიანდება
სახე უთეთრდება
ცხვირი უწითლდება
ნიკაპი უკანკალებს
ტუჩს ნერვიულად იკვნეტს.
გამეღიმა
ცერებით ცრემლები მოვწმინდე
-ანა, აღარ იტირო რა
გაეღიმა
თვალებში ჩამხედა.
სახე დამისერიოზულდა
მასაც.
-ანაა_ფრთხილად წარმოვთქვი მისი სახელი, თან ხელები მისი სახისთვის არ მომიშორებია, ახლოს იყო, ძალიან ახლოს.
-გისმენ გეგა_მომლოდინედ მომაშტერდა
-სურვილის გამოყენება მინდა
-გისმენ გეგა
-მაკოცე
-......
არ დავლოდებივარ, ახლოს მივიწიე და ნაზად ვაკოცე, ჯერ ქვედა, შემდეგ ზედა ტუჩზე. ისევ კანკალებდა, ამჯერად მთელი სხეულით,
ხელი კისერზე დამადო,
კოცნაში ამყვა,
უცებ გაჩერდა,
თვალებში ჩამაშტერდა.
"არ შეიძლება"_ჩაილუღლუღა და მანქანისკენ წავიდა.
არაფერი მითქვამს
ან რა უნდა მეთქვა.
მეც არ ვიცოდი რატომ გავაკეთე ეს.
სახლამდე უხმოდ მივედით. გამოვიცვალე, სამსახურში ადრე წავედი, 5 საათამდე ვმუშაობდი, მაგრამ ეს მხოლოდ ფიზიკურად.
გონება ათას რამეზე ფიქრობდა.
ყველაფერი ამერია.
ფიქბიდან ტელეფონის ხმამ გამომიყვანა.
-გეგა ბენდელიანი ბრძანდებით?
-დიახ
-გეგა გამარჯობა, ლუკა გეგეშიძე ვარ, გამომძიებელი, სარჩელს ყურადღებით გავეცანი, ყველაფერი ერთმანეთს დავაკავშირეთ, დანაშაული ჯერ დამტკიცებული არ არის მაგრამ მაგაზე არ ინერვიულოთ, ვაჟა ბერიძე ისედაც ძებნაშია, და ეს დანაშაულიც თუ დამტკიცდა მერწმუნეთ სამუდამო პატიმრობა არ ასცდება, ახლა მთავარია ვიპოვოთ. იმიტომ გირეკავთ რომ მინდა გთხოვოთ...უბრალოდ გვენდეთ, ნუ ჩაერევით, გვაცადეთ საქმის კეთება, ბევრჯერ ჩარეულან უხეშად ოჯახისწევრები და ცუდად დამთავრებულა საქმე, პირობას გაძლევთ რომ თქვენი მშობლების მკვლელს დავიჭერთ უბრალოდ თქვენგან დრო და ნდობა გვჭირდება.
-ამდენი წელი ვიცდიდი ბატონო ლუკა, მერწმუნეთ არც რამდენიმე კვირა ან თვე შემაკავებს, არანარად არ შევუქმნი გამოძიებას პრობლემებს, მთლიანად გენდობით, იმედია სამართლიანად დაისჯება.
-ამის გარანტიას გაძლევთ! დიდი მადლობა
-მადლობა თქვენ, ნახვამდის
-ნახვამდის.

სამსახურში ვეღარ გავჩერდი, უკვე სული მეხუთებოდა, საქმეც აღარ იყო, სახლში მალე მივედი, ალექსი მასწავლებლებთან იყო, ზურა სამსახურში ნანა საყიდლებზე, ანა კი წარმოდგენა არ მქონდა სად იყო.
სწრაფად გამოვიცვალე, სენდვიჩი გავიკეთე და მისაღებში ტელევიზორთან დავჯექი, თუმცა არც საჭმელს მივკარებივარ და არც ტელევიზორისთვის მომისმენია, სხვაგან დავფრინავდი, ათას რამეზე ერთად ვფიქრობდი როცა კარები ანამ შემოაღო. თვალი ამარიდა გამარჯობაო თქვა და ოთახისკენ წავიდა
-ანა მოიცა
კიბეზე გაჩერდა და მოტრიალდა
-ლაპარაკი მინდა, მოდი
-მეჩქარება გეგა
-ნუ ბავშვობ! მოდი მეთქი
კიბეებზე ჩამოვიდა და იქვე დადგა
-არ დაჯდები?
-არა, გისმენ
დივნიდან ავდექი და მივუახლოვდი
-ბოდიში მინდა მოგიხადო, არ უნდა მეკოცნა, არასწორად მოვიქეცი, არცკი ვიცი რა დამემართა, თან ის შენი გერმანელი სიყვარული, მოკლედ მტყუალივარ და მაპატიე
-რა გერმანელი სიყვარული?
-იმ დღეს ხომ მითხარი რომ ვიღაც გიყვარს
-და გერმანია რა შუაშია?
-6 წელია იქ ხარ ანა და აბა რაარი შუაში?
-აა ჰო, დაივიწყე
-მოკლედ ბოდიში რა
-არა არაფერია, დავივიწყოთ.
უაზროდ აიქნია ხელი და კიბეებს გაუყვა
-კარგი, დავივიწყოთ_ჩემთვის ჩავილაპარაკე და ჩემს ოთახში ავედი.
როგორ ჩამეძინა ვერც კი მივხვდი, მაგრამ კარზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა, ალექსი იყო
-გეგა, ადექი ჩაიცვი და დაბლა ჩამოდი, კომპანიის ბიზნესპარტნიორები არიან ვახშამზე და ზურამ მოვიდესო, მთელი ოჯახი უნდა ვიყოთო
-კაი მოვდივარ
სწრაფად გამოვფხიზლდი, სოლიდურად ჩავიცვი და დაბლა ჩავედი. ყველანი მაგიდასთან ისხდნენ. ჩვენი პარტნიორები კი ნიკუშას მშობლები აღმოჩდნენ, ზურა და ნანა მათ არ იცნობდმენ რადგა ამერიკიდან სულ 2 თვის წინ ჩამოვიდნენ, მეც იქ გავიცანი, ნიკუშა კი უკვე მოშინაურებული იყო აქაურობას. მაიამ და ნოდარმა სიყვარულით მომიკითხეს და ნიკუშას გვერდით დავიკავე ადგილი. მათმა დანახვამ ხასიათი გამომიკეთა. დიდხანს ვისაუბრეთ საქმეებზე, მერე აალებმა გააპროტესტეს რაამბავია სულ საქმეო და ასპარეზი მათ დავუთმეთ
-ნანა, ძალიან კარგი ბიჭია გეგა_სიყვარულით გადმომხედა მაია დეიდამ
-კი ძალიან კარგი-ალექსიც როგორი დიდი ბიჭი ყოფილა უკვე, აბა ცოტაც და მერე გეგასთან ერთად იმუშავებ კომპანიაში, ანა შენ არ აპირებ კომპანიაში მუშაობის დაწყებას?
-იცით 2 კვირაა რაც გერმანიიდან ჩამოვედი, ჯერ მაგაზე არ მიფიქრია ვნახოთ როგორ იქნება_ღიმილით უპასუხა ანამაც
-სცადე, კომპანიას სჭირდება ჭკვიანი ხალხი, თან შენი ძმაც დაგეხმარება_მზერა ჩემსკენ მოატრიალა, რომ გავიაზრე რო "ძმაში" მე მიგულისხმა კინაღამ მოვკვდი, ანას ხველება აუტყდან მერე კი მკაცრად გამოსცრა კბილებიდან
-გეგა ჩემი ძმა არ არის!
მაგიდიდან ადგა და თავის ოთახშია ვიდა. სიტუაცია დაიძაბა მაგრამ ნანას და მაიას ჭორაობამ ცოტა გამოაკეთა ხასიათი. სტუმრები დიდხანს აღარ დარჩენილან. მათი წასვლა და ნანას კივილი ერთი იყო
-ანააააა, ანააააააააა
ნელი ნაბიჯით ჩამოვიდა ქალბატონი დაძახებულზე
-რაარი?_უდარდელი სახე ჰქონდა
-რა რაარის? მე შენ ასე გაგზარდე? _აღშფოთებას ვერ მალავდა ნანა
-და რავთქვი ტყუილი? არარის გეგა ჩემი ძმა არაა! შეიგნეთ! არც თქვენი შვილია!_ტონს ვეღარ აკონტროლებდა, მე ვხვდებოდი რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია, ძნელია ერთ დღეს ბიჭს აკოცო და მეორე დღეს მას შენი ძმა უწოდონ, მაგრამ ახლა ზედმეტი მოსდიოდა, არ იყო ამ სიტუაციის ასე გამძაფრება საჭირო
-ტონს დაუწიე ანა!_ზურას კატეგორიული, თუმცა წყნარი ხმა გაისმა, მე და ალეწსი ხმას არ ვიღებდით.
-რა მამა, ტყუილს ვამბობ?_ისტერიკა ეწყებოდა, ტირილში გადასდიოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ_არ არის ის ჩემი ძმა, არც ჩვენი ოჯახისწევრია, საერთოდ რატომ არის აქ, რატომ ცხოვრობს ვვენთან რაუნდა_ბოლოხმაზე ღრიალებდა, თან ტიროდა.
საშინლად გულზე მომხვდა ეს სიტყვები, სახე გამეყინა და წამეშალა. აქამდე ამ ოჯახისგან ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია.
-ახლავე შენ ოთახში აეთერი_ამდენი წლის შემდეგ ზურად ყვირილი პირველად გავიგე, ანაც შეცბა, წამით ჩემს გაყინულ და იმედგაცრუებულ სახეს გადმოხედა, მერე კი ოთახში ტირილითა და სირბილით წავიდა. ნანას თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, ზურას განრისხებულ მზერას პირველად ვხედავდი, ალექსი გაურკვევლად იყურებოდა აქეთ-იქით. ხმა არ ამომიღია, ჩემს ოთახში ავედი. უხმოდ გადმოვიღე დიდი ჩემოდნები და ყველა ჩემი ნივთი ჩავაწყე. მერე გიორგისაც დავურეკე
-გიო, შენს გვერდით რო ქირავდებოდა ის ახალი ბინა იქირავეს?
-არაა არ გადმოსულა აფავინ რაიყო?
-მომე რა მაგის მეპატრონის ნომერი
-რათ გინდა შეჩ*მა?
-მომე და გეტყვი მერე რა.
მალევე გამომიგზავნა გიორგიმ ნომერი, მიუხედავად იმისა რომ გვიანი იყო მაინც დავურეკე, ხვალ 11ზე მელოდებოდა, ფასზე შევთანხმდით და ვუთხარი რომ ხვალვე გადავიდოდი, მხოლოდ ერთ თვით, სანამ ბინას ვიყიდიდი.
დარჩენილი ბარგი ჩავალაგე, რთული აღმოჩნდა, ცხოვრების ნახევარი ამ სახლში მაქვს გატარებული, საკმაოდ ბევრი რამე დაგროვდა. როგორციქნა მოვრჩი ბარგის შეკვრას და უკვე 3 ხდებოდა დასაძინებლად რომ დავწექი. სულ ანას სიტყვები ჩამესმოდა ყურში, ათასი ცუდი რამე მითქვამს და უთქვამს კიდეც, მაგრამ ასე გულზე არაფერი მომხვედრია, ან ვინ იცის იქნებ მართალიც არის? რა ვალდებულები არიან მათ სახლში მაცხოვრონ? უკვე აღარ ვარ არასრულწლოვანი და დროა აღარ შევაწუხო ხოლმე.

მაღვიძარამ 9 საათზე დარეკა. ზლაზვნით ავდექი, მოვწესრიგდი, ჩემოდნები ავიღე და დაბლა ჩავედი, ყველანი ჩუმად მაგიდასთან ისხდნენ და სადილობდნენ, პირველმა ალექსმა დაგვიანხა მე და ჩემი ჩემოდნები.
-ეს რა არის?_გაკვირვებულმა ამომხედა, რაზეც ყველამ გამოიხედა
-ჩემოდნები ალექს რა უნდა იყოს_ნაძალადევი სიცილით ვუთხარი, ჩემოდნები კუთხეში დავაწყე და მაგიდასთან დავჯექი
-რათ გინდა გეგა ჩემოდნები?_ნანა სიტუაციაში გარკვევას ცდილობდა
-გადავდივარ ნანა
სამივეს გაოცებული მზერა ჰქონდა, ანა თავდახრილი იჯდა.
-რას ამბობ შვილო_ცრემლიანი თვალებით აღმოხდა ნანას
-კაი ნანა ეხლა არ იტირო ოღონდ რა, კი არ ვკვდები, ხოიცი რო შენ უნახავად ვერ გავძლებ ხოლმე, გპირდები რომ ხშირად ვნახავთ ერთმანეთს და ჩემი წასვლით ჩემი სითბო არ მოგაკლდება_ხელზე ვაკოცე და გავუღიმე
-კმაყოფილიხარ?_ალექსი ანას მიუტრიალდა_გეკითხები კმაყოფილიხარ? მოგწონს რასაც მიაღწიე?_უკვე ყვირილზე გადადიოდა
-ალექს_მეც ტონს ავუწიე_არასდროს დაუკვირო საკუთარ დას
-კი მაგრამ შენ მისგამო მიდიხარ
-ანა მართალია, მე დიდი ხნის წინ ავცდი სრულწლოვნების ასაკს, ანდერძის თანახმად კი ვალდებულები ჩემს არასრულწლოვნებამდე იყავით, ამიტომ აქამდე უნდა წავსულიყავი, ყველაფრისთვის მადლობას გიხდით, ზუსტად ვიცი რომ თქვენს ამაგს ვერსდროს გადავიხდი, მაგრამ ახლა მართლა უნდა წავიდე.
-კი მარა, სად იცხოვრებ, რას შეჭამ ვინ მოგივლის
-კაი ნანა რა, ამერიკაში როგორ ვცხოვრობდი? ჯერ ქირით 1 თვე გიოს გვერდზე ბინაში გადავდივარ, მანამდე რამე კაი სახლს ვნახავ და ვიყიდი. მერე იქ მოდოთ ხოლმე და დარჩით, შენ მითუმეტეს ვაჟბატონო_ალექსს გადავხედე_ბევრი სალაპარაკო გვექნება, უკვე დიდი კაცი ხარ.
-გეგა_ბოხი ხმით დაიწყო ლაპარაკი ზურამ_არარის შენი წასვლა საჭირო, ანას რომ ყურადღება არ უნდა მიაქციო ხომ იცი
-არის საჭირო ზურა არის, ანა არაფერ შუაშია, დაანებეთ თავი, მართლა დროა წავიდე.
-როგორც გინდა, ვერ შეგეწინააღმდეგები, მაგრამ შემპირდი რო ფრთხილად იქნები და კიდე ხშირად გამოივლი, თორე ნანას რა გაუძლებს
-აბა რასვიზავ ზურა_სიცილით ჩავილაპარაკე და გადავეხვიე, ნანამ ორი საათი მკოცნა, ალექსსაც დავემშვიდობე, ჩემოდნებს ხელი დავავლე და მხოლოდ ამ მომენტში გავიხედე ანასკენ, მომლოდინე თვალებით მიყურებდა, მაგრამ არაფერი მითქვამს, არც მივკარებივარ. მანქნაში ჩავაწყვე ჩემოდნები და ჩემი გზით წავედი.





აუუ ძალიან რომმახარებს თქვენი კომენტარები რავქნა მეე❤❤❤ უუდიდესი მადლობა რომ კითხულობთ და ესეც მეხუთე თავი. ცოტა მოსევდიანო გამოვიდა მგონი, მარა ხოიცით საჭიროა ყველა გრძნობის გამოცდა სიყვარულში!❤ ველი თქვენს შეფასებებს❤❤❤ მიყვარხართ❤скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი გეგე მარიშკა

საყვარელი წყვილი იქნეიან ანა და გეგა მალე იქნეიან ერთად?? <3

 



№2  offline წევრი kaisha13

ვაიმეე მე არვიცი სრული შოკი მივიღეე უმაგრესი თავი იყო,უმაგრესი გაგრძელება რაც შეიძლებოდა რო საინტერესო ისტორიას ქონოდა...ახლა ერთი სული მაქვს როდის იქნება გაგრძელება

 



№3  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

გეგე მარიშკა
საყვარელი წყვილი იქნეიან ანა და გეგა მალე იქნეიან ერთად?? <3

რავიცი რაგითხრა, გააჩნია როგორ მოიქცევიან, ან იქნებიან საერთოდ ერთად, არვიცი არვიცი :დდდ ვნახოთ ერთად აბა????❤

kaisha13
ვაიმეე მე არვიცი სრული შოკი მივიღეე უმაგრესი თავი იყო,უმაგრესი გაგრძელება რაც შეიძლებოდა რო საინტერესო ისტორიას ქონოდა...ახლა ერთი სული მაქვს როდის იქნება გაგრძელება

აუუ, ძალიან დიდი მადლობა❤ ვეცდები ხვალვე დავდო❤

 



№4  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

კაიი. იყო ძალიანნ ახალი თავი მაინტრესებსს ძალაიანნ

 



№5 სტუმარი mako

ძალიან კარგი იყო მოუთმენლად ველი შემდეგს <3 ოქრო გოგო ხარ :*

 



№6 სტუმარი სტუმარი lia

შაუკეტესო ისტორიაა.ახალი ტავის დადება არ დააგვიანო.

M
უსაზგვროდ მომწონს.❤❤❤

 



№7  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

ნარჩიტა
კაიი. იყო ძალიანნ ახალი თავი მაინტრესებსს ძალაიანნ

მადლობა❤

mako
ძალიან კარგი იყო მოუთმენლად ველი შემდეგს <3 ოქრო გოგო ხარ :*

დიდი მადლობა❤

სტუმარი lia
შაუკეტესო ისტორიაა.ახალი ტავის დადება არ დააგვიანო.

M
უსაზგვროდ მომწონს.❤❤❤

ვეცდები არ დავაგვიანო❤ დიდი მადლობა❤

 



№8 სტუმარი ana

auu magaria!!!xvalac gelodebi ❤️❤️❤️

 



№9  offline წევრი Tskrialashvili Mariami

მამენტ, რომ დავუფიქრდი მართალი იყო ანა, მთლად ეგეთი სიტყვები არ უნდა ეთქვა, მაგრამ ძმად არ თვლის და რაქნას , თავიდანვე უთხრა მშობლებს მერე რომ არ "გაეჭედად" :დ საქმე საქმეზე რომ დადგებოდა :დ "ცოტა" ეჭვიანობა" მინდა მეე, ქალურ სოლიდარობას გამოვუცხადებ ანას და მხარს დავუჭერ გეგას ეჭვიანობის მომენტებს :დ
წარმატებები! heart_eyes
#მიხარიხარმარიამ <3 <3 kissing_heart

 



№10  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

ana
auu magaria!!!xvalac gelodebi ❤️❤️❤️

მადლობა❤ ვეცდები ყბელანაირად

Tskrialashvili Mariami
მამენტ, რომ დავუფიქრდი მართალი იყო ანა, მთლად ეგეთი სიტყვები არ უნდა ეთქვა, მაგრამ ძმად არ თვლის და რაქნას , თავიდანვე უთხრა მშობლებს მერე რომ არ "გაეჭედად" :დ საქმე საქმეზე რომ დადგებოდა :დ "ცოტა" ეჭვიანობა" მინდა მეე, ქალურ სოლიდარობას გამოვუცხადებ ანას და მხარს დავუჭერ გეგას ეჭვიანობის მომენტებს :დ
წარმატებები! heart_eyes
#მიხარიხარმარიამ <3 <3 kissing_heart

ჯერ მოიცა გააცნობიერონ ერთმანეთი, თყუილად კიარშემომიყვანია სანდრო და მარიშკა :დდ ეგ მემიხარიხარ შენ და შენი კომენტარები !!❤

 



№11 სტუმარი სტუმარი მარი

მაგარიააა ვიმედოვნებ მალე გაერკვევიან გრძნობებშიი:) მომწონს როგორც ვითარდებაა ყოჩააღ❤

 



№12  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

სტუმარი მარი
მაგარიააა ვიმედოვნებ მალე გაერკვევიან გრძნობებშიი:) მომწონს როგორც ვითარდებაა ყოჩააღ❤

მადლობა❤❤

 



№13 სტუმარი სტუმარი ანა

სასწაული ისროეიაა,ძალიან ძალიან მომწონს.ვერც კი წარმოიდგენ როგორ მახარებს ამ ისტორიის დანახვა სიახლეებში.მიხარია,რომ ახალ თავებს ასე მალე დებ და იმედია შემდეგსაც მალე დადებ <3 ძალიან საინტერესოადა და ანა და გეგა უკვე შემიყვარდა <3 და შენც

 



№14 სტუმარი Di ko

Gega uyvas xooo.....ro eubneboda vigac miyvarso gegaa uejveli imediaa;dd;))

 



№15 სტუმარი სტუმარი Bella

ძალიან საინტერესო იყო heart_eyes გავგიჟდი :დ რაგამაძლებინებსბ მანამ სანამ ახალ თავს არდადებ

 



№16  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

სტუმარი ანა
სასწაული ისროეიაა,ძალიან ძალიან მომწონს.ვერც კი წარმოიდგენ როგორ მახარებს ამ ისტორიის დანახვა სიახლეებში.მიხარია,რომ ახალ თავებს ასე მალე დებ და იმედია შემდეგსაც მალე დადებ <3 ძალიან საინტერესოადა და ანა და გეგა უკვე შემიყვარდა <3 და შენც

ვაიმე ❤❤❤ძალიან დიდი მადლობა❤

Di ko
Gega uyvas xooo.....ro eubneboda vigac miyvarso gegaa uejveli imediaa;dd;))

არვიცი არვიცი :დდდ ვნახოთ

სტუმარი Bella
ძალიან საინტერესო იყო heart_eyes გავგიჟდი :დ რაგამაძლებინებსბ მანამ სანამ ახალ თავს არდადებ

მადლობა❤ვეცდები მალე დავდო❤

 



№17  offline წევრი ციცინათელა...

დღეს დადებ ?

 



№18 სტუმარი ენი

ანას რომ უყვარს რა ქნას????? არდააშორო რა ერთმანეთს

 



№19  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

ციცინათელა...
დღეს დადებ ?

2 დღე უნდა მაპატიოთ :((

ენი
ანას რომ უყვარს რა ქნას????? არდააშორო რა ერთმანეთს

ვნახოთ ვნახოთ❤

 




ვაიმეეე ცუდად ვარ,სად გაწყვიტე,მოვკვდები მე ჩემი ანას ცოდვით :'(
უყვარს და რა ქნას :'(
არ დააშორო რა ❤ დღეს წავიკითხე ხუთივე თავი,ძალიან გამართულად წერ,ყველა ემოციას ზუსტად გამოსცემ და მინდა ძალიან ძალიან მალე წავიკითხო შემდეგი თავი,მაგრამ ვიცი ძნელია,ამიტომ გელოდები მოუთმენლად და აბა შენ იცი,წარმატებებიიი❤❤❤

 



№21  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

წარსული კვდება...
ვაიმეეე ცუდად ვარ,სად გაწყვიტე,მოვკვდები მე ჩემი ანას ცოდვით :'(
უყვარს და რა ქნას :'(
არ დააშორო რა ❤ დღეს წავიკითხე ხუთივე თავი,ძალიან გამართულად წერ,ყველა ემოციას ზუსტად გამოსცემ და მინდა ძალიან ძალიან მალე წავიკითხო შემდეგი თავი,მაგრამ ვიცი ძნელია,ამიტომ გელოდები მოუთმენლად და აბა შენ იცი,წარმატებებიიი❤❤❤

უუუუდიდესი მადლობა❤ მიხარია რომ მოგეწონა❤ ახალი თავი კი უკვე დევს❤ პუნქტუალური გოგოვარ :დ ნუ ვცდილობ მაინც????❤❤❤

 



№22 სტუმარი სტუმარი shalo

pm gaasuftave

სტუმარი shalo
pm gaasuftave
https://youtu.be/feVBPTqiIts ...

 



№23  offline მოდერი ელპინი

აუ, რა ინტრიგანი ხარ, მარიამ.
ჩამაგდე შოკში მოკლედ, რა.
სასწაული გოგო ხარ შენ!
ხანდახან ეს გეგა ქალუსია ტიპი მგონია და რა ვქნა?! :დდდდ
მაგრამ კარგი, ეგ არაფერი.
მიყვარხარ, მარ.

 



№24  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

ელპინი
აუ, რა ინტრიგანი ხარ, მარიამ.
ჩამაგდე შოკში მოკლედ, რა.
სასწაული გოგო ხარ შენ!
ხანდახან ეს გეგა ქალუსია ტიპი მგონია და რა ვქნა?! :დდდდ
მაგრამ კარგი, ეგ არაფერი.
მიყვარხარ, მარ.

აუ ქალუსია იმიტო რო მე ვწერ :დდ მეც შემიმჩნევია რო ხანხახან გოგოურად მიმყავს მარა რავქნა მიჩვეულივარ:დდდდ
მიხარია რომ მოგწონს❤
მეცმიყვარხარ ძალიან❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent