შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი (მეოთხე თავი)


29-12-2017, 22:57
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 405

Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი (მეოთხე თავი)


ინა ეშმაკური მზერით ატუზულიყო ქრისტიანოს კაბინეტის მუქ კართან. თავდაჯერებულმა გოგონამ ორჯერ დააკაკუნა და კაცის თანხმობას არც დაელოდა, ისე შეუღო კარი. ქრისტიანო ტელეფონზე საუბრობდა, ინას დანახვისას დაიბნა. მოულოდნელობა წამშივე გამოესახა სახეზე.
- ცოტახანშ გადმოგირეკავ - უთხრა ყურმილში ვიღაცას და ფეხზე წამოდგა. - ინა? - იკითხა გაკვირვებულმა. გოგონა პატარძალივით თეთრ კლასიკურ შარვალსა და თეთრ პიჯაკში გამოწყობილიყო, თვალები დაბურული სათვალის ქვეშ ჩაემალა, თუმცა აშკარა იყო, მომაკვდინებელ მზერას არ აშორებდა ქრისტიანოს.
- ქრისტიანო? - იკითხა ინამ სიცილით.
- აქ რას აკეთებთ?
- არ გაგეხარდათ ჩემი დანახვა?
- გამეხარდებოდა თქვენგან რამე სიკეთეს რომ მოველოდე, დაბრძანდით, დალევთ რამეს?
- არა, მაგრამ თქვენ დალიეთ, დაგჭირდებათ - მარჯვენა წარბი აათამაშა გოგონამ. ქრისტიანოს კიდევ ერთხელ გაუელვა თავში იმ აზრმა, რომ გოგონას წარბთან წითელი ხალი ყველანაირი ბრილიანტის სამკაულზე უფრო მიმზიდველი იყო.
- გისმენთ აბა, ამჯერად რა ჩაიდინეთ? - ჰკითხა კაცმა.
- მაინტერესებდა, ღვინის გაყიდვის ამბები როგორ მიდის.
- საშინლად. თქვენ უსიტყვოდ დამარცხებული ხართ. მემგონი, მთელ ქონებას ვკარგავ - მაქსიმალურად დამაჯერებლად წარმოთქვა კაცმა.
- ჰოო? უცნაურია. - ჩანთიდან ინამ კაცის თვიური გაყიდვების ცხრილი ამოიღო და მაგიდაზე დადო. ქრისტიანო გაოგნდა.
- ეს ვინ მოგცათ?
- რა მნიშვნელობა აქვს - გაეცინა გოგონას - მთავარი ისაა, რომ ქონებას კი არ კარგავთ, ჩემი დამსახურებით, თქვენი შემოსავლით აფრიკაში ყველა მოშიმშილე და მწყურვალე ბავშვს დააპურებდით.
- ასეთი შედარების მოყვანა არ იყო საჭირო. ახლა, მთელი ღამე იმაზე ვიფიქრებ, რომ მე ამ ძვირადღირებულ ვისკის ვსვამ, სადღაც კი ბავშვები შიმშილობენ. - თავი უსიამოვნოდ გააქნია კაცმა.
- აბა, სურათი როდის გადავიღოთ? მაინც რა სტილი გირჩევნიათ? ყოველდღიური ტანისსამოსი, პიჟამა თუ სპორტულები? თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ ღამეც მაგ ჰალსტუხში გძინავთ.
- ეგეთ ხუმრობებს მართლა წინასწარ იგონებთ? - ჰკითხა უკმაყოფილო ქრისტიანომ.
- არა, როგორ გეკადრებათ. ჯერ ეს ერთი, არ ვხუმრობ, მართლა მაინტერესებს სმოკინგს ოდესმე თუ იხდით, მეორეც, მე ყველაფერი ინმპროვიზაციული მიყვარს: იმპროვიზაციული ხუმრობები, ხრიკები, თავდასხმები და შოუს დახურვები - მავნე ბავშვივით მოიხსნა გოგონამ სათვალე და კაცს თვალი ჩაუკრა.
ქრისტიანოს უკვე იმდენად ეზიზღებოდა გოგონას ასეთი ჩვევები, რამდენადაც მის სილამაზეზე ფიქრს ვერ იგდებდა გონებიდან.
- ღმერთო, თქვენი მსგავსი არაპროგნოზირებადი მხოლოდ ინეა.
- ყველაზე საშინელი კომპლიმენტია, რაც კი ოდესმე მიმიღია - დაიმანჭა ინა და ქრისტიანოს ფანჯარაში გაიხედა. ნორმალური ხედი იყო, ახალაშენებულ მცირესართულიან კორპუსებს დაჰყურებდა თავზე, რომლებიც აგურისფერი სახურავებით შემოსილიყვნენ და მზიანი დღის ფონს ჰქმნიდნენ.
- კარგი, ხუმრობა იქით იყოს და ვაღიარებ, რომ დავმარცხდი. კარგი იქნებოდა თუ მეტყოდით, ვინაა ჩემი თაგუნია, რადგან მაგ ცხრილზე, თქვენც კარგად იცი, მხოლოდ ჩემი ფირმის ფინანსებში ღრმად ინფორმირებული ადამიანებს მიუწვდებათ ხელი.
- ვაიმე, ქრისტიანო - წარბები შეჭმუხნა ინამ - მე ტყუილად კი არ გითხარით, რომ საშიში ვარ... მართლა საშიში ვარ ყველანაირ ინფორმაციზე მიმიწვდება ხელი. თქვენ მემგონი, ჩემს ასაკს შეცდომაში შეჰყევხართ.
- და რა გააკეთეთ? ჩემს ოფისშიც შემოიპარეთ ჩუმად?
- არა, სიგნალიზაციები გაქვთ ხოლმე ღამე დაყენებული და ეგ ცოტათი ძნელია. ადამიანი ობობა კი არ ვარ, მე უბრალოდ პანტერა ვარ, რომელიც დიდი სიამოვნებით მოგაჭამდათ თავს, თუმცა ნედლი ხორცი მიყვარს. - თავდაჯერებულად ჩაეცინა გოგონას.
- ინა - ქრისტიანო მიუახლოვდა - თქვენზე თითქმის ორჯერ დიდი ვარ და დარწმუნებული იყავით, რომ ასჯერ მეტი გავლენა და კონტაქტები მაქვს.
- ჩშშშშ - ტუჩზე თითის მდიებით გააჩუმა გოგომ - ჩემზე მხოლოდ ათი წლით დიდი ხართ და ათჯერ ნაკლები გავლენა გაქვთ. კონტაქტები კი არაფერში მჭირდება. ჩემი ძლევამოსილებაც მყოფნის, რომელსაც შეუძლია, რომ ყველა მუქარა და გაფრთხილება ძალაში მოიყვანოს.
- მაშინ, ამდენი ხანი, რატომ არ ჩაძირეთ ინე?
- იმიტომ, რომ მსხვერპლთან თამაში მიყვარს. ინეს გარეშე ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება - მოულოდნელად ტელეფონი ამოიღო გოგონამ და წინა კამერა ჩართო. აბა გაიღიმეთ და თქვით, რომ ყველაზე ლამაზი და საშიში ვინმე ვარ.
- ყველაზე ლამაზი ვინმე ხართ - გამოტყდა კაცი.
ინამ სურათი გადაიღო.
- გამოგიგზავნით და შეგიძლიათ, სოციალურ ქსელში ატვირთოთ. საშიში ვერ დაგაცდევინეთ, თუმცა ლამაზად მთვლით, ეს ფაქტია და ამის სათქმელად ძალდატანება თითქმის არ დამჭირვებია. - გაეცინა ინას - ასე ხდება, როცა ყველაზე ლამაზი ხარ. - წინა კამერაში თმა გაისწორა და საკუთარ თავს ისე შეხედა, აშკარა იყო, თავისზე მშვენიერი მართლა არავინ ენახა.
- კიდევ ერთი ნარცისი სამოდელო ინდუსტრიიდან - ჩაილაპარაკა ქრისტიანომ.
- თქვენი თავიც მიათვალეთ ხოლმე.
- უკვე ნერვებს მიშლით.
- აქამდე, რას ვშვრებოდი?
- უბრალოდ მართობდით.
- არ აღიარებთ, რომ ნერვები დაგაწყვიტეთ აქამდეც, ხო?
- არასოდეს!
- ეგ უკვე აღიარებაა, შეხვედრამდე ქრისტიანო - როგორი ეშმაკური ღიმილითაც შემოვიდა გოგონა, იგივეთი გავიდა.
- ინა, გამარჯობა - მიესალმა სტეფანო შემოსასვლელში.
- გამარჯობა, მიხარია შენი ნახვა.
- რამე ხომ არ წამოგცდენია იმაზე, რომ მე მოგაწოდე ღვინის გაყიდვების ცხრილი? - ჰკითხა კაცმა თითქმის ჩურჩულით.
- არა, რას ამბობ - უპასუხა ინამ - მე არასდროს ვასმენ იმ ადამიანს, რომელიც ხელს მიმართავს.

* * *
ინე დასასვენებლად ჩავიდა დორინელაში, მაგრამ ყოვეკლთვის ისე ხდებოდა, რომ როდესაც ყველაზე მეტად სურდა მოდუნება, მაშინ ექცეოდა მაქსიმალურად დაძაბულ ზონაში. ახლა ინაზე ფიქრები დასხმოდნენ, თუმცა იმის გაანალიზება უფრო დიდ შიშს ჰგვირდა, რომ ფრანკო ასე მოულოდნელად დაესხა თავს. თავისი სახლის აივანზე, სარწეველა სკამზე იჯდა და ყველა დიდ შეცდომაზე ფიქრობდა, რაც კი ცხოვრებაში დაუშვია. ფეხზე წამოდგა და მეზობელ სახლს მიაპყრო თვალი. იმ სახლთან უფრო მრავალი მოგონება აკავშირებდა, ვიდრე საკუთართან. როგორც ყოველთვის, შუქი ენთო კაველოების სახლში.
ქალმა კისერი მოიღერა ღობის იქით რომ დაენახა პეიზაჟი, ჟირაფი გაახსენდა უეცრად და ამასთან ერთად, ინაზე ფიქრებიც მოიტანა ამ ცხოველმა. აღარ უნდოდა უსიამოვნო ადამიანებზე ფიქრი და როცა შუადღისას მზის სხივებმა მთელი ეზო გაანათა, სხვადასხვა ფერის ყვავილებთ მოკაშკაშე ბაღმა საუცხოო განწყობა შექმნა. აუზს მიაშურა ერთ ჭიქა წითელ ღვინოსთან ერთად. ნახევარი საათი რუჯისთვის გამოჰყო, შემდეგ კი აუზში პირდაპირ თავით გადაეშვა. ღრმად ჩაყვინთა, მკერდით აუზის ფსკერს ეხახუნებოდა და ასე ცურავდა სანამ ჰაერი ჰყოფნიდა. წყლისგან მიღებული სიამოვნებით გული რომ იჯერა, ისევ გარუჯვას დაუბრუნდა. ოდნავ მუქი ხორბლისფერი კანი ჰქონდა, აქამდე მხოლოდ სოლარიუმში შავდებოდა, მაგრამ ახლა იგრძნო, როგორ ენატრებოდა მზე. მოსწონდა შეგრძნება, როცა თვალებდახუჭულიც გრძნობდა მის სიკაშკაშესა და მცხუნვარებას. ყურსასმენებში წყნარი მუსიკა კიდევ უფრო რომანტიკულ, ამაღლებულ განწყობას უქმნიდა... ის და საკუთარი თავი, მხოლოდ თვითინ და თვითონ. უკვე კაი ხნის აღმოჩენილი ჰქონდა ფაქტი, რომ სულიერ შვებას საკუთარ თავთან განმარტოებასა და ტანსაცმლის დიზაინში პოულობდა.
იმ დღეს, სიწყნარისგან მოგვრილი კომფორტი მუცელზე დაწვეთებულმა წყალმა გაუნადგურა. თავიდან წვიმა ეგონა, თუმცა თვალები გაახილა და მოულოდნელად გაბურძგნული ძაღლი დაინახა, რომელიც თავის დორბლებს პირდაპირ ინეს სხეულზე აფრთვევდა. არც თუ ისე კეთილი სახე ჰქონდა, წინ გამოყრილი ეშვები კიდევ უფრო საზიზღარს ხდიდა. ინე წამოხტა და ხმამაღალ ყვირილს მოჰყვა. აუზის გარშემო დარბოდა მყეფარე მდევართან ერთად. რაც უფრო ხმამაღლა კიოდა, მით უფრო უმატებდა ძაღლიც ყეფას.
- ფრანკო - დაიჩხავლა მთელ ხმაზე. ისიც კი იფიქრა, რომ ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო და გული დაეწვა. გამოჩენილი ადამიანის ბოლო ფრაზა შედარებით ბრძნული, მრავლისმთქმელია ხოლმე. მას კი ერთადერთი, რაც გაახსენდა, ფრანკო იყო. კაცმა დიდხანს არ დააყოვნა, ინეს ეზოში შემოვარდა და გაოგნებულმა ჰკითხა:
- რა მოხდა?
- მიშველე - დაიღრიალა ინემ
- ჯეიკ ჩემთან - დაუძახა ფრანკომ. ძაღლიც ციდან ჩამოვარდნილ ანგელოზად გადაიქცა, კუდისქიცინით მიირბინა პატრონთან, ორი თათით მკერდძე ააცოცდა, ენაგადმოგდებული კუდს აქიცინებდა და თითქოს უღიმოდა კიდეც, ის საშინელი ნადირი კი სადღაც გამქრალიყო.
- შენს დამპალ ძაღლს რა უნდა ჩემთან - ვეღარ სუნთქავდა ამდენი სირბილისგან.
- აპატიე, არ გიცნობს. თან ეტყობა მოსწონს ლამაზი ქალები, იქნებ კბენა არ უნდოდა - ფრანკო ინეს დააკვირდა და მისი გაფითრებული სახით მიხვდა, რომ ცოტა შეუფერებელ დროს იხუმრა.
- ჰო და დღეიდან იცოდე, რომ შენი ძაღლი გეია - ახლა მართლა ვერ შეიკავა ბიჭმა სიცილი. ძაღლს მსუბუქად მუჯლუგუნი ჰკრა და თვითონ ინესთან მივიდა
- მაპატიე, ამის მერე დაბმული მეყოლება, რომ მეზობლები არ დამიფრთხოს - ძირსდავარდნილი პირსახოცი მხრებზე მოასხა ქალს. ინე ჯერ კიდევ კანკალებდა შიშისგან, მაგრამ ნამდვილად არ უნდოდა, რომ ვინმეს დამფრთახლი და უმწეო ენახა, მითუმეტეს, ფრანკოს.
- სახლში შევიდეთ.
- როგორ მეზიზღები - გამოსცრა ქალმა ერთმანეთს მაგრად მიბჯენილი კბილებიდან.
- მეც მიყვარხარ - გაეცინა კაცს.
- იცი რა? ნამდვილად არ მჭირდებოდა შენი დაცვა, ისედაც უკან დავხიე ის საძაგელი ძაღლი და საერთოდ, რატომ გყავს ასეთი უჯიშო ცხოველი სახლში? - ინე მხრებში გაიმართა, პირსაცოხი უფრო საიმედოდ შემოიხვია და სახლში შევიდა კაცთან ერთად. - ცაის დალევ? - ჰკითხა ფრანკოს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ფრანკოზე უკეთ გამოსდიოდა, ჩაი იყო.
- ჰო, დავლევ. - გაეღიმა ფრანკოს. ქალმა ჩაიდანი შემოდგა გაზზე, - დიდი ხანია, ადამიანურად არ გვისაუბრია, არა? - ჰკითხა კაცმა მოულოდნელად.
- არაადამიანური საუბარი გვქონდა ოდესმე?
- კი, უკანასკნელი საუბრისას ლამის დანით დამჭერი.
- მაპატიე, ხომ იცი, ფიცხი ვარ - თავი გაიმართლა ქალმა. რაც მართალია, მართალია, იმ საუბრისას, ყველაზე დიდი სისულელეები წამოროშა ინემ.
- გაპატიე ყველაფერი ისედაც. წყენას გულში არასდროს ვინახავ.
- ვიცი - გაეღიმა ქალს. - სამუდამოდ ჩამოხვედი? - დილას დაყენებული ჩაი დაუსხა ფრანკოს.
- არ ვიცი. ყველა ქვეყნის კულინარია სასიამოვნოა ჩემთვის, მაგრამ სახლიც მომენატრა. როცა გულს ვიჯერებ აქ ყოფნით, მაშინ შეიძლება დავბრუნდე. - შენ რა გაქვს ახალი ცხოვრებაში? კვლავ ვერავინ დაიპყრო შენი გული თუ გამოჩნდა ვინმე?
- ფრანკო, გულწრფელად მითხარი, შენთვის მნიშვნელობა აქვს, როგორ პასუხს მოისმენ? - ვერ მოითმინა ქალმა რომ არ ეკითხა. მასთან ყოფნისას ხელები გიჟივით უკანკალებდა და ეშინოდა, რომ გულისცემის ხმა იმდენად ხმამაღალი ჰქონდა, რომ მალე კაცის წინაშე გააშიშვლებდა მის ფარულ გრძნობებს.
- მინდა მოვისმინო, რომ ბედნიერი ხარ. მეტი არაფერი.
- ვარ - უპასუხა ქალმა.
- დავიჯერებდი, ოდნავ რომ დაფიქრებულიყავი, ბედნიერს გაგეღიმა და გეპასუხა: „ვარ“. - გამოიჭირა კაცმა.
- იმის გაგება გსურს, რომ შენს მერე ბედნიერება არ მღირსებია?
- არა ინე, მინდა დარწმუნებული ვიყო რომ სწორი არჩევანი გააკეთე.
- არ გამიკეთებია სწორი არჩევანი და იმ დღის მერე, ყველაფერი მიფუჭდება, რასაც ვგეგმავ. ღმერთებმა დამწყევლეს - მიუგო ქალმა.
- ღმერთებს შენ თუ დასწყევლიდი ინე - გაეცინა ფრანკოს.
- მაყვლის ნამცხვარი გავაკეთე, მიირთმევ?
- მაგაზე პასუხი ისედაც იცი.
- ჰო, რა ვიცი - მხრები აიჩეჩა ქალმა - ბოლოს ჩემი გაკეთებული სადილი რომ გაჭამე, როგორც მახსოვს, ქაღალდში გაახვიე და უნიტაზში გადაუშვი.
- ეგ შენ არ უნდა გაგეგო!
- რას იზამ, ყველაფერს ვიგებ. - ერთი პატარა ნაჭერი მოუჭრა ქალმა. იცოდა, ფრანკოს არ მოეწონებოდა, თუმცა მაქსიმალური დამაჯერებლობით იაფერისტებდა.
- უგემრიელესია! - თქვა კაცმა.
- კარგი მატყუარა ხარ - გაეცინა ინეს.
- მომენატრა შენი საშინლად მომზადებული კერძები - გამოუტყდა ფრანკო.
- მე კი ძალიან მეშინოდა, რომ შენს მომზადებულებს ვეღარასდროს გავსინჯავდი - მიუგო ინემ და ახლა, როგორც არასდროს ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ისე ძლიერად მოუნდა კაცს გულზე მიჰკვროდა, მის კისერზე ჩამოეკონწიალებინა თავისი მსუბუქი ხელები და ესრუტა მამაკაცის ღიმილი იქამდე, სანამ ისევ მზე არ დაისადგურებდა გულში. მაგრამ ინეს მსგავსი არაფერი გაუკეტებია. მან მხოლოდ საცოდავად შეშმუშნა სახე და გადაწყვიტა, ეკითხა ის, რაც ამდენი ხანს უღრღნიდა გულს.
- რატომ წახვედი ასე გაუფრთხილებლად, მოულოდნელად?
- გულახდილი საუბრები თუ გვინდა, მაშინ ალკოჰოლი არ გვაწყენდა. - უპასუხა კაცმა. ამ სიტყვების მერე, ნახევარი წამიც არ იყო გასული, რომ ინემ კაველოების ღვინო შუშის ჭიქებში წყაროსავით ჩამოაჩუხჩუხა.
- მელოდებოდი, მე როდის შემოგთავაზებდი დალევას? - გაეცინა ფრანკოს.
- არა, მართალი ხარ. თუ ყველა კითხვაზე მჭირდება პასუხი, მაშინ არ უნდა ვიყო ფხიზელი - ჭიქა აღმართა - შენ გაგიმარჯოს - წარმოთქვა და მთლიანად დალია.
- აი მესმის ლოთობა. ინე ეს ღვინოა და არა არაყი.
- ღვინო როა, იმიტომ ვსვამ ასეთი სიამოვნებით და შენ გირჩევნია, თავი არ აარიდო კითხვებს - კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა ქალმა - რატომ წახვედი ასე მოულოდნელად?
- იმიტომ, რომ ჩემზე მეტად შენი საქმე გიყვარდა და მსურდა, სამაგიერო გადამეხადა, მეც შენზე ძლიერად შემეყვარებინა ჩემი პროფესია.
- ვინ მოგატყუა, რომ შენზე ძლიერად რამე მიყვარდა ამ დედამიწის ზურგზე?
- სიტყვებმა მომატყუეს - გაეცინა ფრანკოს. ახლა თავადაც დაიწყო ქალის მსგავსად სწრაფ-სწრაფი დალევა. ოდნავ ანერვიულდა და ლოყებიც შეუწითლდა. ნელა წამოდგა და ინეს მზერა დაიჭირა - მაშინ, როცა ცოლობაზე უარი მითხარი, თვალებშიც კი ვერ ჩაგხედე იმის გასაგებად, მართლა არ გინდოდა ჩემთან ერთად ცხოვრების გატარება თუ პირიქით, ჩემზე ოცნებობდი.
- უნდა ჩაგეხედა როგორც ჩანს - ჩაილაპარაკა გულდაწყვეტილმა ქალმა და სულმოუთქმელად გამოცალა შემდეგი ჭიქაც. - ჩემი ბრალია ყველაფერი.
- მნიშვნელობა აღარ აქვს, ვისი ბრალია. უკვე ყველაფერი ცოტათი გვიანია - ხმადაბლა გამოსცრა ტუჩებიდან კაცმა და შემდეგ ნაზად აკოცა ინეს შუბლზე. - შეხვედრამდე ინე. ხვალ ქრისტიანოსთან ვაპირებ ჩასვლას და წამოხვალ თუ დასასვნებელად დარჩები?
- კი, წამოვალ - საერთოდ, რა უნდოდა ინეს იქ, სადაც ფრანკო არ ეგულებოდა? კაცს მაჯაში ჩაბღუჯა ხელი - ჯერ არ წახვიდე რაა - სთხოვა.
ინემ თავი ოდნავ ასწია, ხელი ლოყაზე დაადო და კაცის სახე თავისკენ მიიზიდა. სულ რაღაც წამები დასჭირდათ, რომ ერთმანეთის ტუჩებს შეხებოდნენ, თითქოს დიდი ხანი ელოდებოდნენ ამ მომენტს. ქალმა კისერზე ხელები მოხვია და ისე ჩაებღაუჭა, სუნთქვაც კი შეუძლებელი გახდა. ფრანკომ ქალის წელზე ააცურა ხელი და, როცა ლიფის გასახსნელად გაეპარა თითები, მაშინ მიხვდა რა დიდ შეცდომას უშვებდა. ინეს თვალებში შეხედა, კიდევ აკოცა, თითქოს უკანასკნელად, სამახსოვროდ, რომ როცა მოენატრებოდა, ამ კოცნაზე ეფიქრა ხოლმე.
- მაპატიე - წაიჩურჩულა ფრანკომ დამნაშავესავით.
- საპატიებელი არაფერია - ქალმა ცხვირი ცხვირზე მიადო, ცოტახანი შეეცადა მამაკაცის სურნელი ესუნთქა, რომელიც თითქოს საოცარი სიძლიერითა და სიცოცხლის წყურვილით იყო გაჟღენთილი. ფრანკომ ქალის ხელი სახიდან ჩამოიშორა და თვითონ მოიქცია ორივე მტევანში - არ შემიძლია, მაპატიე - ისევ ჩაიჩურჩულა. ინე დაბნეული სახით მოშორდა მის სახეს და ხელიც გამოინთავისუფლა ფრანკოს სითბოდან.
- სჯობს მე წავიდე - თქვა კაცმა. ინეს შეხედა, ახლა ისეთი ლამაზი იყო, როგორც არასდროს. დარცხვენილი და შეწითლებული, უჩვეულო უხერხულობის გრძნობით აღსავსე. ფრანკოს სიგიჟემდე მოუნდა დარჩენილიყო და შეწყვეტილი კოცნა გაეიგრძელებინათ, მაგრამ ხმაც ვერ ამოიღო, არეალიდან თვალის დახამხამებაში გაქრა. ცივი ქარი ამოვარდა და ქალის არომატი ფრანკოს ტუჩებიდან დაიკარგა, კაცს იშვიათად ეშინოდა რაღაცის, მაგრამ ახლა ზუსტაც იცოდა, რომ საშინლად დამფრთხალი იყო. კიდევ ერთი იმედგაცრუების მოლოდინს დაეფრთხო მისი გული.
თავის ოთახში შესული ინე მუხლებაკანკალებული ჩამოჯდა საწოლზე. უკვირდა, რომ ამდენ რამეს გრძნობდა ერთად. აღელვება მთელს ტანში უსიამოვნოდ დასთამაშებდა, მუცელში პეპლები არ დაფრინავდნენ, მაგრამ შემაწუხებელი, გამაბრუებელი ტარაკნები დაცოცავდნენ უმისამართოდ. ემოციების მთელი ზღვა გარეთ ცდილობდა გამოქცევას, ქალი იმდენად დაზაფრულად გრძნობდა თავს, რომ არაფერს აკეთებდა, გვერდზეც არ იხედებოდა, გაუნძრევლად იჯდა. ისეთმა სიჩუმემ დაისადგურა მხოლოდ თავისი სუნთქვაღა ესმოდა. ისევ სიჩუმესა და ისევ მარტოობაში იჯდა. დილაობით უფიქრია კიდევაც, რომ მარტოობის იდილია საკუთარ თავთან, სრული სიცრუე იყო, შემდეგ ტანსაცმლის ხატვას იწყებდა და ეს უსიამოვნობის შეგრძნება სადღაც ქრებოდა. იქნებ ხატვის დროს ვიღაცის ნაბიჯების ხმაც რომ გაეგო თავის სახლში, უფრო მეტი კომფორტი ეგრძნო ხოლმე. ერთ წამს, ისიც კი იფიქრა, ეს ნაბიჯები ფრანკოსი თუ იქნებოდა, ურიგოდ არ ჩათვლიდა. მისი კანის სუნად ქცეული მაისურის ბრალი იყო ასეთი ფიქრები. წამოდგა, რომ ეს დაწყევლილი ფრანკო გაეძრო საკუთარი სხეულიდან, მაგრამ მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ ტუჩებზე დარჩენილი კოცნის კვალი მთელი ვნებით მოილოკა პირიდან. ჯანდაბა, ახლა, ხომ სამუდამოდ თავის ორგანიზმში დარჩებოდა ეს წამიერი შეცდომა.

ფრანკოს ტანსაცმელი გაიძრო. იქნებ, თუ მის სურნელს მოიშორებდა, ფიქრებსაც დაეტოვებინათ მარტო. საწოლზე მკერდით წამოწვა და თვალები დახუჭა, თუმცა ვერ იძინებდა. კოცნის შემდეგ, გული ნერვიულად უცემდა ისე, თითქოს ტრაგედია გადახდა თავს. სახე მთლიანად ეწვოდა... აჩქარებული პულსი ვერაფრით დაიწყნარა. ბოლოს, წამოდგა და რამდენიმე დამამშვიდებელი დალია. გულისცემა ნელ-ნელა მაღლა ამოდიოდა, ჯერ მკერდს ამოსცდა, შემდეგ ყელზე დაადგა. ყელთან ამოსული ეს გულისცემა უსიამოვნო გემოში გადაიზარდა, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა აბაზანაში, უნიტაზთან დაემხო და იქამდე არწყია, სანამ მისი კუჭი მთლიანად არ ამოცარიელდა. ამ დროსაც კი იმაზე დაფიქრდა, რომ ალბათ უკეთესი იქნებოდა, ასეთ მომენტში, ვინმეს მისთვის თმა დაეჭირა, ან ძალაგამოცლილი ხელში აეყვანა, საწოლში ჩაეწვინა. ჰყვარებოდა ვინმეს მაშინაც, როდესაც აყროლებული და საშნელი სანახავი იქნებოდა. ინემ ასეთი სურათის დახატვისას, მხოლოდ ფრანკო წარმოიდგინა. ილუზიებშიც ვერ შეძლო მისი თავიდან აცილება.
ინეს ფრანკოს გამო არ გამოსდიოდა ურთიერთობები. ყველა ახალ თაყვანისმცემელში მის თვალებსა და ღიმილს ეძებდა, თუმცა ვერასოდეს პოულობდა. მაგრამ თუ ვინმეს ღმერთი გაუწყრებოდა, თუ ვინმეს ფრანკოს მსგავსი ერთი უჯრედი მაინც ექნებოდა, ინე მთელი არსებით იძულებდა ასეთ კაცს. განა ვინმეს, დედამიწის ზურგზე, უფლება ჰქონდა, რომ ფრანკოს დამსგავსებოდა?
სახეზე წყალი შეისხა, თავი მოიწესრიგა, ისევ პირქვე დაემხო საწოლზე. საოცრად შემსუბუქებული, მაგრამ უძლური იყო. თვალები დახუჭა და მაშინვე მკვდარივით გაითიშა.

* * *
თვის ყველაზე გაყიდვად კაბად სწორედ ინეს ის კაბა დასახელდა, რომელიც ინამ ჩაიცვა და დაუკითხავად გამოჭენდა თავისი მეტოქის ჩვენებაზე. საკუთარი თავის სიამაყით სავსე გოგონამ ინეს დიდი მილოცვა გაუგზავნა, სადაც კეთილი სურვილების მაგიერ, საკუთარი თავის ქება-დიდება ეწერა.
ინა ბედნიერი მიუყვებოდა ვალინის ქუჩას და უკვე მოახლოებულ ახალ წელზე ფიქრობდა. მართალია, 2 თვე მოახლოებას ნაკლებად ნიშნავს, მაგრამ ღამის განათებისა და ოდნავი სუსხის ფონზე, საახალწლო სიმღერა შესაბამის განწყობას უქმნიდა. კაფეში ცხელი შოკოლადის დასალევად შევიდა. ძალიან უყვარდა ახალი წელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მარტო ხვდებოდა, მაინც გრძნობდა ხოლმე სიხარულის პატარ-პატარა პეპლებს.
- ერთი ცხელი შოკოლადი და ორი შოკოლადის მაფინი თუ შეიძლება - ღიმილით შეუკვეთა მიმტანს და მსუბუქი ვახშმის მოლოდინში, ფანჯრის შუშებიდან ადამიანების უცნაური სახეების დაკვირვებით გაერთო. ყველას მოჟამული სახე ჰქონდა და ალბათ, მათთან ერთად, ინაც ასეთი იყო ხოლმე, როცა ჩაფიქრებული დადიოდა.
- აქაც თქვენ ხართ? - მოესმა კაცის ხმა.
უკვე იცნო. ქრისტიანო იყო. თვალი უკმაყოფილოდ გააპარა წინ ატუზულ კაცს.
- ეგ თქვენ ხართ ყველგან. მემგონი, ჩემი აჩრდილი გახდით.
- არა, როგორ გეკადრებათ, თქვენს იქ ყოფნას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, სადაც კალორიებით გაჯერებული არომატი ტრიალებს.
- ჩემი სილამაზის საიდუმლო იმაშია, რომ კალორიებს არ ვითვლი - გაეცინა გოგონას - დაბრძანდით, შემიძლია ცხელ შოკოლადზე დაგპატიჟოთ. თუ მამაკაცები არ სვამთ?
- რას ამბობ, როგორ არ სვამენ, მიყვარს ცხელი შოკოლადი. - გაეცინა ქრისიტიანოს და გოგონას მაგიდასთან დაჯდა. ინა ხელოვნების შედევრ ჰგავდა. კაცი კი დღითიდღე რწმუნდებოდა ბუნების სიდიადესა და ძალაუფლებაში, როდესაც ფუნჯით დახატულ, ათასი ზღაპრიდან გადმოპარულ მზეთუნახავს შეჰყურებდა. ინა ნოზს ჰგავდა, რომელიც მამაკაცებს თავისი მშვენიერებით სასიკვდილო ტბისკენ იხმობს და მოჯადოებულ ადამიანებს სრულიად მოულოდნელად წარუდგება ხოლმე თავისი რეალური, კაციჭამიის სახით. ქრისტიანოს ამ ბოლო დროს, ეჩვენებოდა, რომ ის კაციჭამიას სახეც მიმზიდველი და უცხო იყო მისთვის, ყველაფერი უცხო კი ინტერესს ჰბადებდა. შეიძლება, მისი გულის რომელიღაცა ნაწილი ეთაყვანებოდა კიდეც გოგონას გარეგნობას და ზუსტად იცოდა, რომ ამ გულის იგივე კუნჭული გარეგნობის გარდა, მისი აუტანელი ხასიათის დიდი ქომაგიც იყო.
- ჩაფიქრდით და მე მიყურებთ? - ამხილა გოგონამ და კაცისთვისაც შეუკვეთა იგივე, რაც თავისთვის.
- ჰო, კარგად გამოგდით ფიქრების წაკითხვა.
- თქვენი ფიქრების? არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ, როცა ცდილობთ რომ ჩემ მიმართ აგრესიული გამოჩნდეთ, მაინც გეტყობათ ხოლმე უნებლიე სირბილე და ეგ ფაქტი მაბნევს. რატომ ვერ მიძულებთ ბოლომდე? მე ხომ თქვენიი საუკეთესო მეგობრის დაუძინებელი მტერი ვარ და თავადაც თქვით, რომ თქვენი მეგობრის მტერი თქვენი მტერია.
- არ ვიცი. ჩემში რაც არ უნდა უსიამოვნო შეგრძნებას იწვევდეთ, მაინც ვერ გიძულებთ.
- და ეგ უსიამოვნო შეგრძნებაც მხოლოდ თქვენი მოგონილია, რომ თავი გაიმართლოთ - ცალი ტუჩით, ირონიულად გაეღიმა ინას.
- მართალი ხართ ალბათ - დაეთანხმა კაცი და ცხელი შოკოლადი მოსვა. ძალიან გემრიელი იყო, თან ინას ცქერა უხდებოდა შოკოლადის არომატს. - რაღაც უნდა გკითხოთ.
- მკითხეთ.
- რატომ მაინცდამაინც ინე?
- ვერ გავიგე.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ვერ იტანთ ერთმანეთს, როცა ამდენი საერთო გაქვთ. მეგობრების სიმრავლით არც ერთი გამოირჩევით და მგონია, რომ მტრობაში ფლანგავთ იმ რესურს, რისი მიღებაც ერთმანეთისგან შეგიძიათ.
- საიდან მოიტანეთ, რომ მეგობრები არ მყავს?
- ერთი ან ორი შეიძლება გყავთ, მაგრამ არც ისე ახლო, რომ საყვარელ კაფეში გაგიწიონ კომპანიონობა.
- უბრალოდ, მარტოობა მიყვარს ქრისტიანო, სულ ესაა - გაეღიმა გოგონას, შემდეგ ნაზად აიღო ქაღალდის ხელსახოცი და კაცის ტუჩებს შოკოლადის ულვაშები შეუშრო. - ნახვამდის ქრისტიანო. - წამოდგა გოგონა და კმაყოფილი გამომეტყველებით დატოვა კაცი.
- ჯანდაბა! - ამოიოხრა ქრისტიანომ.

* * *
- ეს რა არის? ორი თუ სამი დღე წავედი და ყველაფერი თავზე დაიმხე? - კისკისით ათვალიერებდა ინე არტუროს სახლს, სადაც ზოგან ქალის ლიფი ეგდო, ზოგან დამტვრეული ვისკის ბოთლები.
- რა მოხდა, რახან ხანში შევედი, აღარ უნდა გავერთო? - ეცინებოდა კაცს. - შენ რამ ჩამოგიყვანა ასე მალე? მემგონი, ხეირიან დასვენებას აპირებდი.
- ფრანკომ ჩამომიყვანა - წყევლასავით წარმოთქვა ეს სახელი ინემ.
- ამის დედაც, ჩამოვიდა?
- ჩამოვიდა და იმაზე მეტი მუცლის პრესი აქვს, ვიდრე ადრე.
- იმაზე მეტადაც ხომ არ უყვარხარ, ვიდრე ადრე? - ცალი წარბი მაღლა ასწია არტურომ ეჭვისთვალით.
- მემგონი, ახლა მე უფრო ვარ მისით დაინტერესებული.
- რამე სერიოზული მოხდა? ერთად იწექით?
- ღმერთო, არა! მაგრამ ეგრეც რომ ყოფილიყო, შენ არ დაგელაპარაკებოდი მაგ ამბებზე - დაიჯღანა ინე.
- ჩემზე უკეთესი სალაპარაკო ვინაა? ხის კენწეროზეც რომ გქონოდათ სექსი, არ გამიკვირდებოდა, რადგან მაგ სფეროში ყველაზე გარკვეული და ყველაზე თანამედროვე ვარ.
- გაჩერდი, გულს მირევ - ბალიში ესროლა სიცილით ქალმა.
- ისიც აქაა? ერთად ჩამოხვედით?
- ერთად ვაპირებდით ჩამოსვლას, მაგრამ გუშინ ერთმანეთი შემოგვეკოცნა და დღეს ეხუერხულობისგან თავის დასაღწევად, ცალ-ცალკე ჩამოვედით. მოდი, ფრანკოზე აღარ გვინდა რაა. შენ ის მითხარი, რამე სერიოზულიც ხომ არ მომხდარა? სიმშვიდეა საბრძოლო ფრონტზე? - ჰკითხა ინემ და მამობილს გვერდით მიუჯდა.
- რაღაც მჭირდება და ალბათ მხოლოდ შენ შეძლებ ჩემს დახმარებას. უფრო სწორად, ვიცი ვინც დამეხმარება, მაგრამ ჩემი შავ-ბნელი ფიქრების მოზიარე ხომ მჭირდება?
- მზად ვარ გემსახურო და ვიზიარო შენი შავბ-ნელი ფიქრები, რომელიც თვალებში გეტყობა, რომ ინასთანაა დაკავშირებული.
- არა, ინასთან არა საყვარელო - ამოიოხრა კაცმა. - ინას დედასთან, ვიქტორიასთან.
- რა ხდება არტურო? - დასერიოზულდა ინე.
- მჭირდება, რომ ვინმე ინას სახლში შეიპაროს და მისი საბუთები მოქექოს. მშბლების გარდაცვალების მოწმობებიანად.
- რატომ?
- ეჭვი მაქვს, რომ მათი გარდაცვალება წინასწარმოწყობილი იყო.
- ასეც რომ იყოს, ინას საიდან ეცოდინება?
- უბრალოდ, უნდა გადავხედო ზუსტად რა ადგილას როგორი ჭრილობები ჰქონდათ და, იქნებ....
- კარგი, არ გააგრძელო - ინე მიხვდა, რომ არტუროსთვის ამაზე ლაპარაკი ზედმეტად რთული იყო. - მე შენთან ვარ, რაც არ უნდა მოხდეს და აღარ დალიო მეტი - ხელიდან მორიგი ვისკის ბოთლი გამოაცალა. - დაიძინე, მანამდე სახლს დავალაგებინებ ვინმეს.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ლილიკო

დავიბენი მაგრამ ვხვდები წინ უფრო სასიამოვნოდ წასაკითხი თავები მელოდება ამიტომ მოთმინებით დაველოდები. ძალიან კი გააწვალებს ეშმაკუნა ინა ქრისტიანოს მაგრამ მომწონს ძალიან მომწონს.

 



№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლილიკო
დავიბენი მაგრამ ვხვდები წინ უფრო სასიამოვნოდ წასაკითხი თავები მელოდება ამიტომ მოთმინებით დაველოდები. ძალიან კი გააწვალებს ეშმაკუნა ინა ქრისტიანოს მაგრამ მომწონს ძალიან მომწონს.

მადლობაა. ვფიქრობ, მერე უფრო შეხვალ მუღამში :დდდ

 



№3 სტუმარი diabeti

Fan page unda shevqmna saxelwodebit "en jeini siyvarulia". vot, esaa chemi komentari

 



№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

diabeti
Fan page unda shevqmna saxelwodebit "en jeini siyvarulia". vot, esaa chemi komentari

უსაყვარლესი ხარ, დიდი მადლობა <3

 



№5  offline წევრი თინათინი88

ამდენი ხნით ნუღარ დაიკარგები

 



№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

თინათინი88
ამდენი ხნით ნუღარ დაიკარგები

არა, აღარ დავიკარგები, არდადეგები დამეწყო უკვე :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent