შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, შენ არ ხარ 9თავი


30-12-2017, 13:31
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 157

შენ, შენ არ ხარ 9თავი

დილით ადრიანად გამეღვიძა, მალევე მოვწერიგდი და სასტუმროს კაფეში ყავის დასალევათ ჩავედი.
მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ადრე იყო, კაფე თითქმის სავსე დამხვდა.
შეკვეთა მალევე მივეცი და მანამ სანამ ჩემს ყავას და დესერტს მომიტანდნენ ტელეფონი ამოვიღე.
ეხლა რომ გოგსიკასთვის რაიმე არ მიმეწერა ნამდვილად ბოღმისგან გავსკდებოდი.
"მიუხედავად იმისა რომ შენს გადაწყვეტილებას, პატივს არ ვსცემ გილოცავ დაოჯახებას. იმედი მაქვს გოგო რომელზეც არჩევანი გააკეთე ნამდვილად, ის არის ვისთანაც ცხოვრების ბოლომდე იქნები.
უბრალოდ ერთს გეტყვი იმედია რამოდენიმე თვეში, დღეში ან წელში. ჩემთან დაღვრემილი არ მოხვალ და არ მეტყვი რომ მართალი ვიყავი.
ბედნიერებას გისურვებ გოგსიკ, მე შენთვის ყოველთვის საუკეთესო მინდოდა. არ იფიქრო რომ მე შენი ბედნიერება არ მიხარია. პორიქით უბედნიერესი ვიქნები თუ, არჩევანი რომელიც შენ გააკეთე გაგაბედნიერებს.
მხოლოდ ერთი იცოდე, შენმა გადაწყვეტილებამ ჩვენს შორის, ის ბზარიი გააჩინა რომელიც არასოდეს არ გაქრება.
მე მიყვარდი და მეყვარები, ისეთი როგორიც ხარ, თუმცა ჩვენს მეგობრობას შენ თვითონ გადაუსვი ხაზი. თუ რამე დაგჭირდება იცი სადაც უნდა მიპოვო მხოლოდ ერთი პირობით, თუ ეს ყველაფერი შენს ახლად შექმნილ ოჯახს არ შეეხება."
ესემესის წერა დავასრულე და ადრესატთან გავგზავნე..
მის პასუხს არც ველოდი, უბრალოდ ტელეფონი გამოვრთე და ჩანთაში ჩავდე.
- თქვენი შეკვეთა. მალევე თავზე მიმტანი მადგება და ჩემს კუთვნილ, ყავას და პროფიტროლს რომელიც საფრანგეთში განთქმული დესერტია.
- დილამშვიდობის ჯარიმების დედოფალო.
მესმის ზურგს უკან ლევანის ხმა და მალევე ვგრძნობ, მოშიშვლებულ მხარზე მის ყინულივით ცივ ტუჩებს.
ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა სხეულში, მუცელში თითქოს მთელი ზოოპარკი მოგროვდაო. ენა ჩამივარდა და მისთვის პასუხის დაბრუნება ვერ შევძელი, მხოლოდ ყავის სმა განვაგრძე ისე თითქოს არაფერი მომხდარაო.
- კარგად ხარ?
- ცუდად რატომ უნდა ვიყვე?
გაკვირვებული ვეუბნები მე.
- რავიცი ფერი სულ არ გადევს. ტუჩის კუთხე ჩატეხა და გვერდულად გამომხედა. ნეტა გენახათ როგორი სიმპატიური იყო ამ დროს, მართალია ისედაც ძალიან სიმპატიურია თუმცა ეხლა საოცრება იყო.
- ძალიან კარგად ვარ მე.
ცხვირი ავიბზუე და და კარისკენ გავიხდე, სადაც ჩემი ბიჭი მოდიოდა.
- დილამშვიდობის, თათ როგორ ხარ? ხელი როგორ გაქვს?
ლოყაზე ხმაურით მკოცნის რეზი და ჩემს გვერდით იკავებს ადგილს.
- კარგად ვარ ჩემო სიხარულო, შენ როგორ ხარ?
- დღეა შეჯიბრი მაქვს ამიტომ ვნერვიულობ. თავდახრილი ამბობს ის და ყურის უკან, ხელს ისმევს ისე როგორც მე მჩვევია ხოლმე, ნერვიულობის დროს.
- ყვალაფერი კარგად იქნება, მთავარია არ ინერვიულო.

დღეს ბოლო დღეა რაც საფრანგეთში ვართ. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, რეზი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ისეთი ბედნიერი იყო მისი წარმატებით რონ ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, უამრავჯერ გადამიხადა მადლობა შანსი რომ მივეცი და წამოვიყვანე.
ლევანის ნათლულმა მეორე ადგილი აიღო, არც ეს არის ცუდი შედეგი. მართალია კარგი იქნებოდა ყველას რომ მოეგო თუმცა, ჯილდოს გარეშე უკან არავინ დაბრუნებულა.
რადგანაც დღეს ბოლო დღე გვაქვს პარიზში, გადავწყვიტე წასვლამდე ეიფელი კიდევ ერთხელ მომენახულებინა.
მიუხედავად იმისა რომ უკვე უამრავჯერ ვიყავი აქ, ბავშვებთან ერთად მარტოც, გურამთან ერთადაც მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ლევანთან ერთად. ეხლაც მის გარეშე მომიწია წასვლა, უბრალოდ ვიჯექი და ულამაზეს ხედს ვუყურებდი როდესაც უკნიდან შეხება ვიგრძენი, და შემდეგ ისევ შიშველ მხარზე სველ კოცნას ვგრძნობ. უკვე მივეჩვიე მის ამ ქცევას, ყოველთვის როდესაც უკნიდან მიახლოვდება, შიშველ მკლავზე სველ კოცნას მიტოვებს შემდეგ კი ჩემს გვერდით იკავებს ადგილს.
- დღეს ვბრუნდებით არა?
- დიახ დღეს ვბრუნდებით.
- რა მოხდება როდესაც საქართველოში დავბრუნდებით? ჩემკენ იხრება და თვალებში მაჩერდება.
- ალბათ ისევ ისევ დამაჯარიმებ, როგორც ყოველთვის. სიცილით ვეუბნები მე.
- უკანონოდ არ გაჯარიმებ, შენ თვითონ არღვევ კანონს.
- კანონი იმისთვისა რომ დაარღვიო, ბატონო პოლიც მეისტერო.
- რატომ მეძახი პოლიც მეისტერს?
- უბრალოდ მომწონს როდესაც ესე გეძახი.
- შენი ნათქვამი "ჭაობისფერთვალება" უფრო მომწონს.
- მე კოდევ შენი ნათქვამი "ჯარიმების დედოფალო მომწონს"
- მე კიდევ შენ მომწონხარ. მომაჯადოვებლად მიღიმის ის და შუბლზე მკოცნის.
- შუბლზე დებილებს კოცნიან. კისკისით ვამბობ მე.
- შუბლზე დებილებს კი არა ვინც გულოთ უყვართ მათ კოცნიან.
- და შენ მე გიყვარვარ? ჩამჭრელ კითხვას ვუსვამ მას და მისკენ ოდნავ ვიხრები.
- და შენ რისი მოსმენა გსურს?
- მხოლოდ იმის რასაც ნამდვილად გრძნობ.
- არ ვიცი რა დავარქვა იმას რასაც შენს მიმართ ვგრძნობ. ეს არც სიყვარულია და არც მოწონება, შენს მიმართ იმაზე მეტს ვგრძნობ ვიდრე უბრალო მოწონებაა.
და შენ რას გრძნობ ჩემს მიმართ თათა?
უამრავჯერ მომისმენია სხვების პირიდან წარმოთქმული თათა, თუმცა ლევანის ბააგეებიდან ამოსული ჩემი სახელი სულ სხვანაირი იყო. ის ისე ნაზად და ფაფუკად მოიხსენიებდა ჩემს სახელს თითქოს ეშინოდა, ჩემი სახელის დამახინჯებისთვის ჩემთვის არ ეტკენინებინა.
- შენს მიმართ? არაფერს რას უნდა ვგრძნობდე. გადავწყვიტე მისთვის ჯერ არაფერი მეთქვა და ამიტომ მის ნერვებზე თამაში დავიწყე, ფეხზე წამოვდექი და სასტუმროსკენ მიმავალ გზას დავადექი. როდესაც მაჯაზე შეხება ვიგრძენი და წამებში ლევანის მკლავებში მოვექეცი, ისე ძლიერ მიჭერდა ხელს თითქოს ეშინოდა სადმე გავიქცეოდი.
ნაზად შეახო ჩემს ბაგეებს მისი ყინულივით ცივი ბაგეები, სწორედ ეხლა მივხვდი რა იყო ნამდვილი აფეთქება. მუცელში მთელმა ზოოპარკმა დაიწყო ტრიალი, თითქოს და პეპლებმა გრენა დაიწყესო. სიტყვებით შეუძლებელია იმის გადმოცემა რაც იმ წამს ვიგრძენი, აფეთქება მოხდა ჩემს სხეულში. თითქოსდა ვულკანმა ამოხეთქაო, თავს ნამდვილად უბედნიერეს ქალად ვგრძნობდი.
მაგრამ მე რის დოლიძე ვარ ჩემებურად თუ არ გავაფრინე ხოლმე.
უხეშად მოვიშორე მისი მოხვეული მკლავები ჩემი თეძოდან და ერთი გემრიელად ვუთავაზე.
- როგორ ბედავ ჩემს კოცნას. ბრაზით ვამბობ მე, მისი გაკვირვებული სახის დანახვისას გულში ვზეიმობდი თუმცა მასთან არაფერი შევიმჩნიე, უბრალოდ ზურგი ვაქციე და სასტუროსკენ წავედი.

- არ თქვა რომ ბედი არ არსებობს. რეგისტრაციის გავლის დროს ზურგს უკან ლევანის ჩურჩულო მესმის.
- რა ბედი? კარგად ხარ? უკან არც მომიხედავს პასუხი ისე დავუბრუნე.
- ხელი მეცი. მარცხენა ხელი გავუწოდე, რათა მარჯვენა ჯერ ისევ თაბაშირში მაქვს.
ხელის გულზე რაღაც ფურცელი ჩამიდო და მუჭი შემაკრევინა.
როდესაც თვითმფრინავში ახვალ მხოლოდ მაშინ გახსენი. სიცილით ამბობს ის და მის ნათლულს მიუბრუნდა.
როდესაც თვითმფრინავში ავედით ყველამ თავიანთი ადგილი დაიკავა, მხოლოდ მე ვიდექი და ვათვალიერებდი თვითმფრინავს.
რადგანაც A ადგილოს ნაცვლად B შემხვდა მე კიდევ შუაში ჯდომა არ მინდოდა. რეზის მეგობრევიდან ვიცოდი ადგილს არავინ გამიცვლიდა ამიტომ, სხვისი ძებნა დავიწყე.
- უკაცრავად შეგიძლიათ ადგილი რომ გამიცვალოთ? იცით მე ნომერი B შემხვდა და თუ ფრენის დროს შუა რიგში ვიჯდები ცუდად ვხდები ხოლმე.
რაც შემეძლო კარგად წარმოვსთქვი ინგლისურად და მუდარანარევი ხმით ვეუბნები ბიჭს რომლის სახესაც ვერ ვხედავდი, რადგან ლეპტოპში რაღაცას ჩაკირკიტებდა.
- იცით მეც სპეციალურად ეს ადგილი ავარჩიე რადგან. მხოლოდ ეხლაღა შემომხედა და როდესაც მასში ჩემი სანდრო ამოვიცანი ბედნიერებისაგან გამეღიმა. არა იმიტომ რომ მისი ნახვა გამიხარდა, უბრალოდ მხოლოდ იმიტომ რომ უნდოდა თუ არა ეს აგდილს მაინც გამიცვლიდა.
- სპეციალურად კი არა, ეხლა დროზე ადექი და ადგილი დამითმე თორე აქ ისეთ ამბავს ავტეხავ, რომ შენ თვითონ შემეხვერწები ოღონდ შენ დაჯექიო. უკვე ქართულად ვეუბნები სანდროს და ისიც წამებში ფეხზე დგება.
- აი ეგრე როგორ მიყვარს ყველაფერს, ისე რომ აკეთებენ როგორც მე მიმდა.
- არა რა ნამდვილო გველი ხარ, თან უბრალო გველი კი არა გველების მეფე ნამდვილი კობრა ხარ შხამიანი.
სიცილით ამბობს ის და ჩემს გვერდით ადგილს იკავებს.
- აბა სანდრინიო რას აკეთებდი საფრანგეთში? იმდენიხანია სამსახურში არ ვყოფილვარ რომ რახდება იქ არც კი ვიცი.
- საიდან გაიგებდით ქალბატონო, იმდენს დასეირნობთ საფრანგეთის ქუჩებში რომ. სულ დაგავიწყდაქ სამსახური და მეგობრები. ორაზროვნად ამბობს ის და ხელში რაღაც საბუზტებს მაჩეჩებს.
- ეს რა საბუთია?
- ხელშეკრულება გავაფორმეთ ერთ-ერთ კომპანიასთან საფრანგეთში. სხვათაშორის ქართველი ბიზნესმენი კახაბერ კახიანია, საქართველოში აპირებს ფირმის გახსნას და მე მევალება მისი კომპანიის არქიტექტურა.
- კახაბერ კახიანი? უი ხოო მამასგან მსმენია მის შესახებ. კიმაგრამ მას ხომ ავტომობილების ბიზნესი აქვს, ჩვენ მასთან რა შუაში ვართ?
- გიგამ გადაწყვიტა ბიზნესის გაფართოება, ამიტომ კომპანიის 30% კახაბერს მისცა თავად კი კახაბერის ახალი ბიზნესის, 20% ის მეწილე გახდა.
- მოიცა ეგ სულ გაგიჟდა? რა სისულელებბს აკეთებს.
- რავი თათა მგონი მომგებიანი გადაწყვეტილება.
- კიმაგრამ მისი კომპანიის 20% ის მფლობელი მე ვარ.
მამას და გიგას საერთო ბიზნესი ჰქონდათ შემდეგ მამამ, წილი გაჰყიდა თუმცა 20% მე მომცა. გიგას არქონდა უფლება წინი სხვისთვის მიესცა და ყველაფერი ჩემს გარეშე გაეკეთებინა.
- მე შენი წილის შესახებ არ ვიცოდი?
- ჰო ვიცი, უბრალოდ არ ვამხელდი არ მინდოდა ვინმეს სცოდნოდა.
- უკაცრავად შეიძლება? საუბარს ლევანის ხმა
გვაწყვეტინებს და ორივენი მისკენ ვიხედებით.
- დიახ გისმენთ. პასუხს სანდრო სცემს და მეორე საბუთს მაწვდის ხელში.
- მთხოვეს ადგილი გამეცვალა და აქ დაჯდომა მიწევს.
- დაბრძანდით მერე ვინ გიშლით. ხოდა თათა რას ვამბობდი, ამ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება საკმაოდ მომგებიანია.
- სანდრო გაიცანი ეს ლევანია, იკას მეგობარი.
- იკა, აა ჩვენი იკასი. სასიამოვნოა შენი გაცნობა მე სანდრო ვარ თათას ბავშვობის მეგობარი. სანდრო ფეხზე დგება და ლევანს ხელს უწვდის.
- ჩემთვისაც. ბრაზით ამბობს ის და თავის ადგილს იკავებს.
- მირე თენა? (ვინ არის ეს) მეგრულად მეუბნება სანდრო რაზეც ვხარხარებ.
- მუ ბორო რექ. სიცილით ვეუბნები მე და საბუთებს ვაკვირდები.
- ხელი ხომ არ შეგიშალეთ? საუბარში ერთვება ლევანიც.
- არა რას ბრძანებთ ბატონო პოლიც მეისტერო, სამსახურის თემაზე ვსაუბრობდით.
- თუ გაინტერესებთ თქვენც აგიხსნით?
- კარგი რა სანდრო, რაში აინტერესებს ბატონ ლევანს ჩვენი უბრალო კომპანიის აბები. ვცდილობ როგორმე სანდროს მოვაკეტინო თუმცა ის მაინც არ აჩუმებს ენას.
- დიდი სიამოვნებით მოგისმენდით.
- მოკლედ რა ხდება. დაწვრილებით უყვება სანდრო, ლევანს კომპანიის შესახებ მე კიდევ ჩქმეტით ვცდილობ სანდროს გაჩუმებას, თუმცა უშედეგოთ.
- თათა გახსოვს რეგისტრაცის დროს რაღაც რომ მოგაწოდე? როგორც იქნა საუბარს ასრულებენ და ლევანი ჩემკენ იხრება.
- კი მახსოვს.
- შეგიძლია უკვე გახსნა. ჯიბიდან იმ ნივთს ვიღებ რაც ლევანმა მომაწოდა და ვხსნი როდესაც მასში ჩემი 5 ევროიანი ამოვიცანი წარწერით " ბილეთი პაემანზე" თვალები შუბლზე ამივიდა და გაკვირვებულკ ვუყურებ მას.
- ხომ გითხარი რომ ბედი არსებობს თქო, მართალია ფრანგულ რესტორანში ვერა მაგრამ, საუკეთესო ქართულ რესტორანში გელოდები ხვალ 9 საათზე. მისამართს ესემესის სახით გამოგიგზავნი.
- ეს უსამართლობაა. მე გითხარი თუ აქედან წასვლამდე ერთი დღით ადრე მოხვდება შენთან თქო, ამაზე არ შევთანხმებულვართ.
- პირობა, პირობაა თუ პირობის არ შესრულება გინდა რა პრობლემაა. ანუ გამოდის რომ ქალბატონი დოლიძე პირობებს არ ასრულებს.
- კარგი ჯანდაბას წავიდეთ. თანხას უკანვე ვუბრულებ და ჩემს ადგილას კომფორტულად ვთავსდები.

ფრენის დროს ჩამძინებია, როდესაც თვალი გავახილე თავი სანდროს მხარზე მედოდა ეგრევე ფეხზე წამოვხტი.
- რა მოგივიდა შხამიანო? გაკვირვებული მეკითხება მწარე.
- ეს როგორ მომივიდა, დამრძინა თან თავი შენს მწარე ხელზე მედო. ღმერთო ეს რა დამემართა, ესე რამ დამაძინა სიმწარე რომ ვერ ვიგრძენი. ხელებს ჰაერში ვისვროდი და ბოლო ხმაზე გავჰკიოდი.
- დამშვიდდი შხამიანო ყველა შენ გიყურებს. ჩუმად მეუბნება სა დრო და ხალხისკენ მითითებს, როდესაც იქაურობას თვალი მოვავლე ნამდვილად ყველა მე მიყურებდა. ისეთი გაკვირვებული და შეშინებული სახე ქონდათ მათ სახეზე ღიმილი ვეღარ შევიკავე და ბოლო ხმაზე ავხარხარდი.
- არარის ძმაო ეს ნორმალური. გავიგე როგორ გადაუჩურჩულა სანდრომ, ლენავს და მალრვე დავსერიოზულდი.
- რამოხდა? გაკვირვებული ვეკითხები მათ როდესაც ფეხზე წამოდგნენ.
- თათა თვითმფრინავი დაეშვა, ჩვენ ჩავდივართ და თუ შენ დარჩენას აპირებ დარჩი კარგად მოგივლიან.
ხარხარით ამბობს ლევანი და გასასვლელისკენ გადის.
- უჟმური დესპოტი. ბრაზით ვამბობ მე და უკან მივყვები.

აეროპორტის გასასვლელთან უამრავი ჟურნალიტი დახვდათ ბიჭებს, ჭიანჭველებივით ესიათ ხალხი.
გასასვლთან იმდენი ხალხი მოგროვდა რომ ფეხის დასადგმელი ადგილი არ იყო. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი გაავანალიზე როდესაც ხალხმა დოლიძე დაიყვირა. ესენი ხომ ჩვენი ბიჭების გულშემატკივრები არიან.
დავინახე როგორ დაესია ჟურნალისტები რეზის და მეც მისკენ გავემართე.
- გილოცავთ გამარჯვებას.
- ძალიან გთხოვთ გვითხარით, რა შეგრძნებაა როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ხდებით ესეთ ასაკში.
- რა არის თქვენი წარმატების მიზეზი.
- იქნებ ვინმე გავლენიანის ხელი ურევია თქვენს წარმატებაში.
- ვინ არის ის ვინც თქვენს წარმატებას აფინანსებს.
ერთიანად დააყარეს კითხვები ის კიდევ ხმას ვერ იღებდა.
- რა თავხედობაა ეს, როგორ ბედავთ ესეთ რაღაცას? იმის მაგივრად რომ თქვენი თანამოქალაქის წარმატება გაგიხარდეთ, თქვენ რეებს ბოდავთ? რა თქვენი საქმეა ვინ აფინანსებს მას? არავინაც არ აფინანსებს.
- და თქვენ ვინ ბრძანდებით მისი?
- და ვარ რამე პრობლემაა? ვინ მოგცათ უფლება ჩემს ძმას ესე ესაუბროთ? თწვრნ არაფრის ღირსი არ ხართ, როგორ შეიძლება ესე დაუნახავები იყვეთ.
- კარგი თათუ, დამშვიდდი არ არის ესეთი საგანგაშო ეს ყველაფერი.
ჩემს დამშვიდდებას ცდილობს რეზი და იქედან გამოვყავარ.
- არავის მივცემ უფლებას შენ შეურაწყოფა მოგაყენოს გესმის? თვალებს დავთხრო და ხელში დავაკავებ ვინც შენ შეგეხება. რაც არ უნდა მოხდეს გესმის? მე სულ შენს გვერდით ვიქნები, ნებისმიერ დროს შეგიძლია დამირეკო და მე შენთან გავჩდები.
- შენ ყველაზე კარგი ხარ თათუ, არ ვიცი შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა. უფალს მადლობას ვუხდი შენი თავი რომ გამომიგზავნა. ვიცი რაც არ უნდა გამიჭირდეს შენ სულ ჩემთან იქნები, რაზეც ძალიან დიდ მადლობას გიხდი. მე შენი დანახვითაც კი ბედნიერი ვარ თათუ. ვამაყობ რომ შენ ჩემი და გქვია, ვამაყობ რომ მსოფლიოში საუკეთესო და მე მყავს. შენ ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ ჩემთვის.
მისმა სიტყვებმა ამატირეს, ავტირდი მართლა მთელი გულით ავტირდი. არ მეგონა თუ ესე შემეძლო ადამიანის გაბედნიერება. არ მეგონა თუ რეზი ესე მაფასებდა, ნამდვილად არ მეგინა თუ მე მისთვის ყველაზე ძვირფასი ვიყავი. ბედნიერების ცრემლები მცვიოდა თვალებიდან და ჩემზე ერთი თავით მაღალს ვეხვეოდი.
რამოდენიმე წუთიანი ხვევნა კოცნის შენდეგ მოვშორდი და ცრემლები მოვიწმინდე.
- ჩემი მანქანა აქვეა. უკვე საკმაოდ გვიანია, ამიტომ ამ საღამოს ჩემთან დარჩი და ხვალ მე თვითონ წაგიყვან სახლში.
- რათმიმდა წაყვანა თათუ მეც იქვე არ ვცხოვრობ. სიცილით ამბობს ის და მანქანისკენ მიდის.

სახლში საკმაოდ დაღლილები მივედით, სახლის კარები შევხსენჯ თუ არა ორივენი ჩვენ ოთახებში გადავნაწილდით. წყალი გადავივლე და საწოლზე დავეხეთქე, ეხლა მხოლოდ ძილი მინდოდა.
ხვალიდან, ხვალიდან კი ცხოვრების ახალი ნაბიჯები უნდა გადავდგა. ის ნაბიჯები რომლის გადადგმასაც არასოდეს ვინანებ. თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს და სიზმრების სამყაროში გადავეშვი.


- თათუ შემოდი სახლში, დედა და მამა ჯერ სახლში იქნებიან.
- საყვარელო დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს, სხვა დროს იყვეს კარგი.
ზეგ მამა ჩამოდის და შენი წარმატება ავღნიშნოთ.
- კიდევ ერთხელ მადლობა. ლოყაზე ხმაურით მკოცნის და მანქანიდან გადავიდა.
იქედან წამოსულმა გეზი პირდაპირ ელენეს სახლისკენ ავიღე.
მანქანა ბინასთან ახლოს გავაჩერე და მალევე შევედი სადარბაზოში, პიფტის ლოდინის თავი არ მქონდა ამიტომ ფეხით ავირბინე კიბეები და ზარი დავრეკე.
მალევე გაიღო კარი და იქ კიდევ კბილებამდე გაღიმებული ბაჩო დამხვდა.
- ჩემი გოგო ჩამოსულა, როგორ მომენატრე თათა.
ბედნიერი გადამეხვია ბაჩო.
- როგორ ხარ?
- რა გჭირს თათა?
- არაფერი რა უნდ ამჭირდეს? გაკვირვებული ვამბიბ მე და სახლში შევდივარ.
- ვიცი რომ რაღაც გჭირს, ვირველი შემთხვევა როდესაც ბაჩუკი არ დამიძახე.
- სადაა შენი და?
- თავის ოთახშია შედი, მე ისედაც მივდიოდი ბევრი საჭორაო გექნებათ თქვენ.
მისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია და ელენეს ოთახისკენ წავედი, კარი ხმაურით შევხსენი და შიგნით შევედი.
- ოჰ ქალბატონო ელენე, როგორც ჩანს გამგზავრებას აპირებთ არა? თვალი მოვავლე მის ოთახში მყოფ ჩემოდნებს.
- თათ აქ რას აკეთებ? გაკვირვებული მიყურებს ის და საწოლიდან დგება.
- არ მომეკარო. ვაჩერებ როდესაც ჩემკენ წამოვიდა.
- რა ხდება?
- როგორ შეგეძლო? მითხარი როგორ შეგეძლო ამ ყველაფრის გაკეთება, ნამუსი საერთოდ არ გაქვს? რატომ გააკეთე ეს? მითხარი რაში დაგჭირდა აბორტის გაკეთება? ხომ შემპირდი არა, ხომ შემპორდი რომ ამას არ ჩაიდენდი.
როგორ შეგეძლო ბავშვის გულისცემის მოსმენის შემდეგ აბორტის გაკეთება?
- თათ იცი.
- არ მაინტერესებს მიზეზი, გესმის? ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს შენს საქციელს. შენ რა ქალი ხარ, როგორ შემეძლო ამდენ ხანს შენთან მეგობრობა. შენ, შენ ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი? შენ ხომ პირობა მომეცი რომ არასოდეს მატკენდი, შენ ხომ ღვთის წინაშე შემომფიცე მეგობრობა? შენ, შენ იყავი ის ვინც ჩემს გულში შემოახწიე ისე როგორც დამ, შენ ჩემი საუკეთეაო მეგობარი იყავი. თუმცა, თუმცა დღეს შენ ჩემი მტერი ხარ გესმის? შენ ხარ ადამიანი ვინც ყველაზე მეტად მძულს წვეყანაზე, არასოდეს გაპატიებ შენს საქციელს. ვერასოდეს დავივიწყებ იმას რაც შენ გამიკეთე. ყველაფერი დამთავრდა გესმის, აღარასოდეს დაგინახო იქ სადაც მე ვიქნები, იცოდე თუ სადმე გადამეყრები გაგანადგურებ. ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ გესმის, არ გაპატიებ ბავშვის მოშორებას.
უფალს ვფიცავ ელენე შენ ვერასოდეს ნახავ ბედნიერებას სანამ მე ცოცხალი ვიქნები.
- თათა გთხოვ.
- ნუ მეძახი ეგრე, მე აღარ ვარ შენთვის თათა. შენ მე მომკალი გესმის, მაშინ მომკალი როდესაც შენი შვილი მოკალი. ეხლა კი წადი იქ სადაც გინდა, მაგრამ ერთი იცოდე სადაც არ უნდა წახვიდე. გახსოვდეს რომ შენ მკვლელი ხარ, მკვლევი ხარ შენი საკუთარი შვილის და საუკეთესო მეგობრის. კარები მთელი ძალიათ გამოვიხურე და იქაურობას მალევე გავშორდი, როდესაც მანქანაში ჩავჯექი ტირილი ამიტყდა. . არ ვაპორებდი მის წინაშე ქვითინს, ის არ იმსახურებდა ჩემს ცრემლებს. ის ჩემგან აღარაფერს არ იმსახურებს.
- დამშვიდდი თათა. ჩემს თავს შემოვძახე და ცრემლები მოვიწმინდე.
გოგსიკასთან საუბარი არ მსურდა ამიტომ მასთან წასვლას არ ვაპირებდი.
გადავწყვიტე დედაჩემი მომენახულებინა მინდოდა მისთვის რაიმე საჩუქარი მეყიდა, მანქანა მოლთან გავაჩერე და შიგნით შევედი.
ვიხსენებდი რა უყვარს დედაჩემს და მისი სურნელი გამახსენდა. ძალიან უყვარდა სუნამოები, ასევე შოკოლადის ტანის გელები ისევე როგორც მე.
- რით შემიძლია დაგეხმაროთ? მაღაზიაში შესულს წინ ამესვეტა კონსულტანტი.
- გაქვთ გელები შოკოლადის არომატით? ასევე სუნამო ვარდის და შოკოლადის არომატით?
- დიახ რათქმაუნდა წამობრძანდით გაჩვენებთ.
- არ არის საჭირო, უბრალოდ დიდი კალათი შემიფუთეთ.
- აქ დამელოდეთ ეხლავე გავამზადებ ყველაფერს.
ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია, კონსულტანტი მალევე დაბრუნდა უკან ლამაზად შეფუთული კალათით.
თანხა გადავიხადე და იქედან წამოვედი, სულ რაღაც ნახევარ საათში მანქანა ორსართულიანი წითელი აგურით ნაშენებ სახლთან გავაჩერე.
დიდ შავ ჭიშკართან გავჩერდი და ზარი დავრეკე, მალევე გაიღო კარი და დაცვის წევრი გამოვიდა.
- ვინ ბრძანდებით? როგორც ჩანს ახალია და ვერ მცნობს, რადგან ძველმა დაცვის უფროსმა იცოდა ვინც ვიყავი.
- თათული დოლიძე, ქალბატონი შორენას ქალიშვილი. ღიმილით ვეუბნები ბიჭს და შიგნით შესვლა დავაპირე.
- ერთი წუთით, აქ დამელოდეთ ქალბატონს ეხლავე გადავცემ.
- კარგით. მასთან ჭიდავს არ ვაპირებდი ამიტომ ჭიშკართან გავჩერდი, ბიჭი უკან მალევე დაბრუნდა და შესვლის ნება დამრთო.
- ბოდიშით ქალბატონო, უკვე ორი წელია აქ ვარ მაგრამ თქვენ არ მინახიხართ. ღიმილით მეუბნება ბიჭი და წინ მიმიძღვის.
- ჰო დიდიხანია არ გამოვჩენილვარ.
- შებრძანდით. კარს ფართოდ მიღებს და ის კიდევ იქაურობას მალევე ეცლება.
- თათა შვილო როდესაც მითხრეს რომ შენ მოხვედი ყურებს არ ვუჯერებდი, როგორ მომენატრე საყვარელო.
ხმის ამოღრბაც არ მაცალა დედაჩემმა ეგრევე გადამეხვია და სახე დამიკოცნა.
- ჩემო საყვარელო ნეტავ იცოდე როგორ ვნანობ ჩემს საქციელს, მაგრამ იცოდე ამ ყველაფერს შენთვის ვაკეთებდი. მინდოდა ჩემი სიცივით ძლიერი და საამაყო ყოფილიყავი.
ეხლა კი ვხვდები რომ ძალიან შევცდი, შენ ყოველთვის ძლიერი და ყველასთის მისაბაძი იყავი. მაპატიე შვილო ყოველი დღე, წუთი საათი, შამი თუ წელი მაპატიე გთხოვ.
ვხედავდი როგორ ტიროდა ჩემ წინ თვით ქალბატონი შორენა შონია, ვხედავდი როგორ ნანობდა ის მის საქციელს და მეც ავქვითინდი.
- მიყვარხარ დედა. ტირილით ამოვთქვი და გულში ჩავიკარი.
- ჩემი საყვარელი შვილი.
- დედა ნახე რა მოგიტანე. ცრემლები მოვიწმინდე და კალათი გავუწოდე. - სწორედ ის კრემები და სუნამოები მოგიტანე შენ რომ გიყვარს, თუ შევცდი?
ხომ ისევ გიყვარს შოკოლადის და ვარდის არომატი?
ბავშვურად ამოვილაპარაკე მე და საწყალი თვალებით შევხედე.
- ისევ მიყვარს საყვარელო, ისევ. ისიც ვიცი რომ შენც იმავე კრემებს და სუნამოებს ხმარობ ჩემო სიხარულო.
ბედნიერი ვიყავი რადგან მეც მქონდა შესაძლებლობა შემეგრძნი დედობრივი სითბო, გამეგო რას ნიშნავდა ნამდვილი ოჯახი. მართალია ოჯახის გაერთიანებას ვერ შევძლებდი მაგრამ მე ესეც მყოფნიდა ბედნიერებისთვის.
შუადღის სამი საათი იყო როდესაც სუფრასთან შევიკრიბეთ, ჩემი მამიმაცვალიც აქ იყო. არც ისე ცუდი კაცი ყოფილა როგორც მეგონა, საკმაოდ კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ჩემი ნუკაც ჩემს გვერდით ზის, მახარებს მისი გაბრწყინებული თვალების დანახვა. მე მისიბედნიერებაც კი მაბედნიერებს, აი ეს არის სწორედ ნამდვილი ბედნიერება.
- ხელზე რა მოგივიდა საყვარელო?
- ისეთი არაფერი დედა, უბრალოდ აბაზანაში ფეხი ამიცდა და დავეცი.
- ქალბატონო თათული თქვენი ტელეფონია.
დედაჩემის დამხმარე ქალი თავზე მადგება და ტელეფონს მაწვდის.
- მადლობა ხათუნა დეიდა. ღიმილით ვეუბნები ქალს და ტელეფონს ვართმევ, როდესაც ეკრანს დავხედე გოგსიკას ნომერი დაეწერა. სუფრაზე ბოდიში მოვიხადე და ფეხზე წამოვდექი, არ ვიცოდი მეპასუხა თუ არა მაგრამ ბოლოს.
- გისმენ? სერიოზული ხმით ვამბობ მე.
- თათ როგორ ხარ? მის ხმაში სევდა და დარდი იგრძნობოდა.
- გმადლობთ კარგად, თავად?
- შენი ნახვა მიმდა. მუდარანარევი ხმით ამბობს ის.
- მე შენთან ყველაფერი დავასრულე, ჩვენ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს. ასე რომ შეგიძლია ჩემთან დარეკვით და ახსნა განმარტებებით თავი აღარ შეიწუხო.
ტელეფონი გავთიშე და უკანა ჯიბეში ჩავიდე, ოთახში შებრუნებას ვაპირებდი როდესაც ისევ ამღერდა.
-- ხომ გითხარი რომ შენთან საუბარი აღარ მსურს? ნომრისთვის აღარ დამიხედავ ეგრევე ვუპასუხე.
- ოჰ, ოჰ რა აგრესიული ხართ ჯარიმების დედოფალო. მესმის მორე მხარეს ლევანის ხმა და ღიმილი მესახება სახეზე.
- ოჰ ბატონი პოლიც მეისტერი ყოფილა, როგორ გიკითხოთ?
- კარგად ვარ, შენ?
- შენზე უკეთ ვარ. სიცილით ვამბობ მე და იქვე სავარძელს ვეყრდნობი.
- გიხდება სიცილი. თავს დავდებ ეხლა ტუჩის კუთხე ჩატეხა და ცალ წარბს ათამაშებს.
- ამას სიცილს ვერ დავარქმევ, ეს უფრო ჭიხვინია. ჩემს ნათქვამზე უფრო ავხარხარდი.
- მე შენი ჭიხვინიც კი მომწონს. ეხლა კი თავზე ხელს ისმევს და წინდაუკან დადის.
- ბევრი არ იარო დაიღლები. უკვე სერიოზული ხმით ვამბობ მე.
- საიდან მიხვდი? ეხლა გაჩერდა და გაკვირვებული იყურება.
- უბრალოდ მივხვდი. რატომ დამირეკე? მალევე შევცვალე საუბრის თემა.
- მისამართი მოგწერე, ამიტომ დღეს საღამოს ცხრა საათზე გელოდები.
- კარგი მოვალ.
- იმედია მოხვალ.
- ვინმეში არ შეგეშალო, მე პირობებს სულ ვასრულებ. გაბრაზებული ვთიშავ ტელეფონს და ისევ უკან ვბრუნდები.


------
მაპატიეთ მაგრამ ინტერნეტი არ მქონდა და ვერ ვახერხებდი დადებას, გუშინ მოვიდაა და პაროლი ისევ დამავიწყდა. მთელი ღამე ვცდილობდი გახსენებას და ამდილით აღვადგინე.
მალე ალბათ ადმინისტრაცია დამბოკავს:დ
ჩვენთან შობა იყო და ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქ სამსახურში, შემდეგ თავს ახალიწლის შემდეგ დავდებ რადგან ისევ ველოდები სტუმრებს და ვერ მოვახერხებ დაწერას, წინასწარ გილოცავთ ახალ წელს, ბედნიერების და წარმატების მომტანი წელო ყოფილიყვეს ყველასთვის.
ძალიან მიყვარხართ ყველა ველოდები შეფასებებს.❤скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი lia

ღოგორც კოველტვის განუმეორებელი ხარ,სენი ისტორიიტ,რომელიც ზალიან მომწონს.
აგარ დააგვიანო.მოუტმენლად ველოდები გაგრზელებას.
მრავალ ახალწელს დაგასწროს უფალმა,სურვილის ასრულებიტ.❤❤❤

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

სტუმარი lia
ღოგორც კოველტვის განუმეორებელი ხარ,სენი ისტორიიტ,რომელიც ზალიან მომწონს.
აგარ დააგვიანო.მოუტმენლად ველოდები გაგრზელებას.
მრავალ ახალწელს დაგასწროს უფალმა,სურვილის ასრულებიტ.❤❤❤


ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ლია, მიხარია რომ მოგწონთ ჩემი ისტორიები. თქვენც ასევე მრავალს დაესწარით❤

 



№3 სტუმარი სტუმარი მარი

კარგია ყოჩაღ ასე გააგრძელე❤

 



№4  offline წევრი gogona migraciidan

სტუმარი მარი
კარგია ყოჩაღ ასე გააგრძელე❤


მიხარია თუ მოგეწონა❤

 



№5  offline წევრი მოცინარი

ქალბატონო ნინაკო! :დ (ვსო შეგრჩა დღეიდან ასე გეძახი <3 :დ)
ჯერ ეს ერთი რომ ახალი თავი ნეტუ :( და ვბრაზობ!
ჰო... და ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მიხარია თათას დამოკიდებულება დედასდამი <3 მართლა <3 იცი შენ რატომაც <3
ჭაობისფერთვალება არის თუ არის <3 ხშირად გამოაჩინე ხოლმე <3
წერ საოცრად! დაიხვეწე და მიხარია <3
ნუ აგვიანებ რა ახლს... <3

 



№6  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
ქალბატონო ნინაკო! :დ (ვსო შეგრჩა დღეიდან ასე გეძახი <3 :დ)
ჯერ ეს ერთი რომ ახალი თავი ნეტუ :( და ვბრაზობ!
ჰო... და ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მიხარია თათას დამოკიდებულება დედასდამი <3 მართლა <3 იცი შენ რატომაც <3
ჭაობისფერთვალება არის თუ არის <3 ხშირად გამოაჩინე ხოლმე <3
წერ საოცრად! დაიხვეწე და მიხარია <3
ნუ აგვიანებ რა ახლს... <3



უკვე ავტვირთე ახალი ჩემოო საყვარელკ გოგოვ, იმედია დაიმსახურებს შენს მოწონებას❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent