შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კამელიები (თავი 14)


30-12-2017, 13:54
ავტორი An_Gel
ნანახია 1 864

კამელიები (თავი 14)

*_*_*_*

„ყველა ურთიერთობა ფუჭია, რომლის კიდეებშიც ორი გული არ ცემს“

*_*_*_*

ჰარმონიას მოეცვა ოთახი. ისეთი სიმშვიდე ჩამომდგარიყო, როგორიც სპექტაკლის შემდეგ, ჩაბნელებულ სცენაზე ისადგურებს ხოლმე.
თამაშის შემდეგ სასიამოვნოდ გასაოცარი იყო სიჩუმის მოსმენა და მონატრებული თვალებისთვის ყურება. თითქოს ყველა პრობლემას, ყველა სიყალბესა და ტკივილის დაევიწყებინა მათი არსებობა და გასაქანი მიეცა რაღაც უფრო ნამდვილისთვის.
ენას ბევრი ჰქონდა სათქმელი და ყურს მოსასმენი, მაგრამ თვალები იმარჯვებდნენ ჭიდილში; უთქმელი სიტყვები კი ჩამონგრეული ხიდის აღდგენას ცდილობდნენ.
რამდენიმე წუთმა გასაკვირად მსუბუქად ჩაიარა. და როცა დრო იყო, მეტი მომხდარიყო, წარსულის მოგონებებმა ავი ხმით დაიკივლეს, მათ შორის მანძილი შეავსეს და შეუძლებელი გახადეს, გაჩენილი კავშირის განმტკიცება.

ფირის გაფუჭებული კადრებივით წარმოუდგა ანას თვალწინ იაგოს ზიზღითა და ბოროტებით აღსავსე მზერა. მზერა, რომელსაც კოშმარებად ხედავდა არაერთ სიზმარში და რომელსაც ვერაფრით ივიწყებდა. თითქოს რეალობას მოწყდა და ისევ იმ საღამოს დაუბრუნდა. იმ საშინელ, მტკივნეულ და ვერ დავიწყებულ ღამეს.
დაისის ცას შერეული წითელივით აეჭრა სახე ქალს. იყო ნათელი ფერები და მერე უცებ ალაგ-ალაგ დააჩნდა იაგოსგან მიყენებული ყველა ჭრილობა.

დალაგდნენ.
და დაბრუნდენენ რეალობაში.

გურიანმა მაშინვე შენიშნა ცოლის სახეზე გამოუთქმელი ცვლილება და თვალები აემღვრა იმიტომ, რომ მიხვდა, დრო ვერაფერს დაალაგებდა თავისით. ვერ წაშლიდა ჩადენილს და ვერც რამით გაამართლებდა იმ ღამეს. თავისივე ხელით აშენებული ბარიერი მის წინამორბედებს არ ჰგავდა; ბევრად მტკიცე იყო და უტეხი.
და მისი დანგრევა სულაც აღარ იყო იაგოს გადასაწყვეტი.

მამაკაცმა ცხელი ჰაერი გამოდევნა ფილტვებიდან. თითქოს თავი შეაგულიანა. მერე სახელურებს დააყრდნო ხელები და წამოდგა. არ გამორჩენია მისი მოქმედებით გამოწვეული ანას რეაქცია; ქალი თითქოს შეცბა, მაგრამ კარგად ეჭირა თავი. ისევე როგორც, მას ყოველთვის...
იაგო ქალს ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა. მასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ სახეში აღარ უყურებდა.

-უნდა ვაღიარო, რომ საოცარი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ... - პირველ სიტყვებს მსუბუქი ჩაცინება დაურთო გურიანმა. ეს არ იყო სიტყვები, რომლის თქმაც უნდოდა, მაგრამ შესისხლხორცებულ ნიღაბს ასე უცებ ვერ მოიგლეჯდა სახიდან.

ანამ რამდენიმე წამით არაფერი თქვა. თითქოს დაიბნა და დრო დაჭირდა მობილიზებისთვის. მერე გაიღიმა და მოურიდებლად გაუსწორა მზერა ქმარს.

-გაგაოცე? - ისეთივე ირონიული იყო, როგორც იაგო თითქმის ყოველთვის.
-კი... - შუბლი შეკრა მამაკაცმა და მხოლოდ ამით გამოხატა ის უსიამოვნო გრძნობა, რაც გულში გაუჩინა ქალის ტონმა. - ნამდვილად... გულწრფელად გამაოცე.
-აპირებდი, რომ მხსნელად მომვლინებოდი, ხომ ასეა? მე სისულელეს ჩავიდენდი, მერაბს ვაჩუქებდი ჩემი შვილის კომპანიას და მერე გამოჩნდებოდა სუპერმენი იაგო გურიანი, რომელიც იტყოდა, რომ ყველაფერი რიგზეა და ის დაგვეხმარება! რა სამწუხაროა, რომ სცენარი ჩაგიშალე...
-ჰო... ვერაფერს ვიტყვი, მაჯობე. - გაეღიმა გურიანს ნაძალადევად.
-გაჯობე?! - ისე ჩაეკითხა ანა, თითქოს ვერ გაიგო მისი ნათქვამი.
-კი... კი, ანა, მაჯობე. მინდოდა მეჩვენებინა, როგორი იქნებოდა ცხოვრება ჩემ გარეშე და რა სირთულეებს წააწყდებოდი, მაგრამ შენ ყველაფერს გაუმკლავდი და გაიმარჯვე, დიახ.
-საშინელი კაცი ხარ, იცი? - სიმწრის უნებურმა ღიმილმა გაუპო ბაგეები ქალს.
-ვიცი... - თავი დააქნია გურიანმა.
-არა, არ იცი. მინდა, ყოველდღე, ყოველ დილას, ყოველ საღამოს გიმეორო, რომ საშინელი ხარ და მაინც მეგონება, რომ არ იცი, იმიტომ, რომ არ იცი! წარმოდგენაც არ გაქვს, რისი გადატანა მომიწია ამ თვეების განმავლობაში. რა რთული იყო და რა უღმერთოდ მტკივნეული. და ახლო მოდიხარ და მეუბნები, რომ გაჯობე?!
-ძვირფასო...
-არ გაბედო! - სწრაფად წამოდგა ანა, ხელი მოიქნია და სილა გააწნა მამაკაცს. - არ გაბედო და მეტჯერ ასე აღარ მომმართო!

იაგო არც განძრეულა. დასჯილი ბავშვივით უსიტყვოდ ისმენდა, იღებდა და მიიღებდა ყველა სიტყვასა და სილას.

-კი, გადავიტანე ეს თვეები. შენი უსიტყვო და უბოდიშო წასვლაც, ამ ფირმის საქმეების ჩემთვის „შეტენვაც,“ მერაბის წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაც, ათასი ჭორი და ზურგსუკან ლაპარაკიც, რომ გამაცურე და მარტო დამტოვე - ყველაფერი! მაგრამ შედეგად იცი, რა მივიღეთ? - მე შენ აღარ მჭირდები. გესმის? - აღარ მჭირდები...
-თუ გინდა ათასჯერ გამლანძღე და ორი ამდენჯერ გამარტყი, ანა, მაგრამ მე აქ იმისთვის არ დავბრუნებულვარ, მერაბის გაბითურებული სახე რომ მენახა. კი, სასიამოვნო იყო და ამაზე იმ წამიდან ვვოცნებობდი, რაც ამავე ფირმაში, ჩემს კაბინეტში გვნახა მე და შენ ერთად პირველად. თუმცა მე ალბათ ვერასდროს გავასწორებდი მიწასთან იმდენად დაუნდობლად, რამდენადაც ეს შენ გააკეთე.
-რა თქმა უნდა, შენ ხომ მხოლოდ ჩემთან ამჟღავნებ ყოველგვარ ცხოველურსა და ბოროტს. - ჩაეცინა ცინიკურად ანას. იაგოს სახე აელეწა.
-იმ ღამის შემდეგ შენთან ვეღარ მოვიდოდი, ანა... ვერც შენთან და ვერც ცოტნესთან. მინდოდა, მაგრამ უფლება აღარ მქონდა და ეს ვიცოდი. რამდენჯერ მიტკენია შენთვის გული? მაგრამ არასდროს ჩამითვლია, რომ თქვენთან მოსაბრუნებელ გზას ვიჭრიდი. იმიტომ, რომ ვიცოდი, რატომ ვაკეთებდი ყველაფერს. მაგრამ იმ ღამით... გინდა გითხრა, რა დამემართა იმ ღამით? - ცხოველურად მინდოდა შენთვის მეტკინა! მინდოდა შენი გული ჩემს ხელებში მეგრძნო და მომეჭირა მანამ, სანამ არ გასკდებოდა, რომ მთელი შენი იდეალური სიყვარული, დამიკოს მიმართ, ჩემი ფულით ნაყიდ სახლში, ჩემ თვალწინ დაქცეულიყო.

ანა გაშეშდა. ვერაფერი თქვა რამდენიმე ხნით, სანამ გაიაზრებდა, რამხელა ზიზღი იგრძნობოდა იაგოს ხმაში.

-მერე? მიიღე ის, რაც გინდოდა? - გამომწვევად ჰკითხა მიუხედავად იმისა, რომ პასუხი თავადაც მშვენივრად იცოდა.
-არ შემეძლო, რომ არ დავრწმუნებულიყავი, ანა... - თვალები ჩაუწითლდა გურიანს. სუსტი ხმით დაილაპარაკა და დაემსგავსა უმწეოს. - უბრალოდ უნდა მცოდნოდა... მე იმ დღის ბოლოს უნდა მცოდნოდა...
-ვიდეოს შესახებ ვიცი, იაგო. - ამღვრეული თვალები დახუჭა ქალმა, რომ ცრემლებისთვის გასაქანი არ მიეცა.
-საიდან იცი? - ხმა შესამჩნევად დაუბოხდა მამაკაცს.
-შენმა მდივანმა სხვა საბუთებთან ერთად დატოვა კაბინეტში და ვიპოვნე. ის საღამო იმისთვის მოაწყვე, რომ ბრაზი ამოგენთხია, არა? საბოლოოდ გენანებინა ჩემი სიყვარული დამიანესადმი...
გურიანმა ხანგრძლივი პაუზა აიღო პასუხამდე. თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა და იტანჯებოდა. ვერ გადაეწყვიტა, რა ეთქვა.
-ჰო... სწორედ ამიტომ. - ძალდატანებით ამოგლიჯა საკუთარ თავს სიტყვები, მერე კი მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს, რომ აღარაფერი ეთქვა.
ყველა იარა ერთბაშად განუახლდა ანას. საშინლად მწველი შეგრძნება ჩაეღვარა მკერდში, მერე კი თითქოს მთელ სხეულს მოედო.
-შენი მესმის, იცი? - დინების საწინააღმდეგო მიმართულებით გაცურვას ჰგავდა მისი სიტყვები. - მესმის, რატომ მექცეოდი ასე და რატომ მტანჯავდი. ისიც მესმის, რომ შენთვის საშინლად მტკივნეული იქნებოდა იმ ვიდეოს ნახვა, მაგრამ... ვერასდროს, იაგო, ვერასდროს გავიგებ, როგორ შეძელი მთელი საღამოს ჩემთან ერთად გატარება, ღიმილი, ძვირფასოს ძახილი, ცოტნეზე ლაპარაკი და მერე უცებ მონსტრად გადაქცევა. საკმარისი დრო გქონდა, გეპატიებინა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ აღმოვჩნდი საკმარისი ამისთვის.
-ანა...
-არა, დამამთავრებინე! - წამოიძახა ეშხშიშესულმა. - ჩვენი შეუღლების დღიდან მაწუხებდა ის განცდა, რომ არ გაძლევდი იმდენს, რამდენსაც შენგან ვიღებდი. და ამით ვამართლებდი შენს ყველა საქციელს: დამცირებას, შეურაცხყოფას, ტყუილს, ღალატს. მაგრამ მე შენთვის ყველაზე წმინდას გადავაბიჯე, იაგო. ყველაზე დიდი დავთმე, რომ მიმეღე, როგორც ქმარი. სხვები იტყოდნენ, რომ მოღალატე ვარ და რომ დამიკოს ხსოვნას სათანადო პატივი ვერ მივაგე, მაგრამ შენ უნდა ყოფილიყავი ჩემ გვერდით და გენუგეშებინე. მაგრამ არა... პირველმა შენ ჩამარტყი. შენთვის გავშიშვლდი და პირველმა მითხარი, რომ მრუში ვარ. და ამას... აი ამას ვერასდროს გაპატიებ! როგორც არ უნდა მინდოდეს, როგორც არ უნდა მჭირდებოდეს, შენ იმ ღამით ჩემთვის დაიწყე და დამთავრდი. მერე წახვედი და ახლა უკვე ვიცი, რომ აღარ მჭირდები. და იცი? ეს საოცრად... საოცრად სასიამოვნო და მსუბუქი განცდაა. - მოზღვავებულ გრძნობებს პირველად მისცა გასაქანი ანამ და თქვა ყველაფერი, რაც აწუხებდა. მერე კი, როცა ერთიანად დაიცალა და ბოლო სიტყვები გაიაზრა, მიხვდა, რომ მართლაც მოეპოვებინა თავისუფლება. გრძნობდა, რომ აღარ აწუხებდა და ტკიოდა; იმ კონკრეტულ წამს გრძნობდა, რომ შედგა, როგორც დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი.
ანასგან გამოდევნილმა განცდებმა თითქოს მაშინვე იპოვნეს გასაქანი, უმოკლესი გზა მონახეს და იაგოს თვალებს შეეკედლენ.
თვალები აუცრემლიანდა მამაკაცს. უყურებდა ქალს, რომელსაც გულწრფელად აღარ სჭირდებოდა და ამით იყო ბედნიერი.
გაეღიმა. ერთდროულად სევდისა და სიხარულის ღიმილით იმიტომ, რომ საყვარელ ქალს უკვე დამოუკიდებლადაც შეეძლო ცხოვრება; იმიტომ, რომ მის წინ ძლიერი ქალი იდგა.

-საუკეთესო, რაც მამაკაცმა შეიძლება გაჩუქოს, ეგ განცდაა, ძვირფასო. შენ ახლა შემდგარი ქალი ხარ და აღარავინ გჭირდება. შენი ბედნიერება ახლა სხვას შეკედლებული კი არა, განცალკევებული და მყარია. მაგ გრძნობის მე კარგად მესმის, ანა. თავის დროზე, როცა აქედან წავედი, მეც მასწავლეს ამ განცდით ცხოვრება. ერთია გიყვარდეს და მეორე, არ შეგეძლოს მის გარეშე. ჩვენ, მე და შენ, მეორე არაფერში გვჭირდება იმიტომ, რომ მას არაფერი მოაქვს ტკივილის მეტი. გგონია, ეს დასასრულია? ძალიან ცდები. მე არსად მივდივარ. სწორედ ახლა, როცა ვიცი, ახალი ფურცელი გადაშალე, მე ვიზრუნებ, რომ ცარიელ ფურცლებზე მხოლოდ მე ვიყო. აღარ გჭირდები? - რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანთან იმის გამო არ არიან, რომ ჭირდებათ, იმიტომ არიან, რომ უნდათ. - მთელ სახეზე ისეთი ბრწყინვალე ღიმილი მოედო იაგოს, თითქოს გამარჯვებას ზეიმობდა. უკანსვლით დაიხია და ჩამოშორდა ანას. - ახლა მაპატიე, მაგრამ გული გამისკდება, ცოტნე რომ არ ვნახო. ისედაც ბევრი დამიგროვდა მასთან სალაპარაკო. - გაიცინა და კარისკენ შებრუნდა. - შეხვედრამდე, ძვირფასო. - წასვლამდე ისეთი გრძნობით ნათქვამი სიტყვები და მზერა დატოვა, არც არასდროს გასცილდებოდა მისით გამოწვეული განცდა ცივი ფერებით გაწყობილ დარბაზს.

*_*_*_*

ბაღელებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ცოტნე რამდენიმე დღეს სახლში ატარებდა. ძირითადად, ეზოში ბურთს თამაშობდა ძიძასთან ერთად, რომელსაც დაჟინებული მოთხოვნით შეასწავლა ფეხბურთში მეკარის ფუნქციები.
იმ შუადღესაც ეზოში იყო და თამაშობდა. ყოველ გატანილ გოლზე გამარჯვების ყიჟინით იკლებდა არე-მარეს. ისე ერთობოდა, აღარც ახსოვდა რამდენიმე დღის წინანდელი შემთხვევა.
ერთ-ერთი დარტყმა ძლიერი გამოუვიდა, ბურთმა ტრაექტორია შეიცვალა და იმდენად შორს გადავარდა, მათი თვალსაწიერიდანაც გაქრა.

-ლიკაკო, სახლიდან მეორე ბურთი არ წამოიღე? - უბურთოდ დარჩენილმა ბიჭმა ძიძას ჰკითხა შეწუხებული ხმით.
-არა, ცოტნე, ხომ მითხარი, არ გვინდაო?! - გაეცინა „კარში“ მდგომ გოგონას. - წამოდი, ეს მოვიტანოთ და გავაგრძელოთ თამაში.
-ო, მეზარება. - ამოიოხრა პატარა ყიფშიძემ და მინდორზე დაჯდა. - დავიღალე... აღარ მინდა თამაში, მაინც სულ აგებ შენ.
-ძლიერი ხარ ამ ფეხბურთში და რა ვქნა?! - მხრები სასაცილოდ აიჩეჩა დამარცხებულმა.
-მერე იმ თამაშს ხომ მასწავლი, შენ რომელიც გიყვარს?
-ჭადრაკს? კი, გასწავლი აუცილებლად.
-ხო მაგარი თამაშია?
-კი, ძალიან მაგარი თამაშია. შენნაირი გონიერი ბიჭებისთვის და გოგოებისთვის არის.
-კარგი, ხვალ მასწავლე და ვითამაშოთ ხოლმე. - კმაყოფილს გაეღიმა ცოტნეს.
-შენი ბურთი ცოტა დაჩუტულია, ცოტნე. მერე გამახსენე და დავბეროთ. - უეცრად გაიგონა ბავშმა მამაკაცის მხიარული ტონით ნათქვამი სიტყვები და თვალებგაფართოებულმა შეაბრუნა თავი მისი მიმართულებით.
იაგო მოშორებით იდგა ბურთით ხელში და იღიმოდა თვალებაბრჭყვიალებული.
ცოტნე გაშრა და დაიბნა. მის ბავშვურ გონებას რამდენიმე წამი დაჭირდა იმის გასააზრებლად, რომ დიდიხნისუნახავი მეგობარი იდგა მის წინ.

-იაგო?! - წამოიყვირა ბავშმა და წამოფრინდა. ისე სწრაფად გაიქცა მამინაცვლისკენ, ძიძას შეეშინდა, რომ წაიქცეოდა. - იაგოო! იაგო მოვიდა! - ისე შესძახა, როგორც არცერთი გოლის გატანის შემდეგ.

გურიანმა ბურთი გადააგდო და გაშლილი ხელებით შეეგება პატარა ყიფშიძეს. გული გამალებით უცემდა, სანამ მის პატარა სხეულს თავის მკლავებში დაიგულებდა.
ისე აიტაცა ჰაერში ბავშვი, თითქოს ბუმბულის წონა ქონდა. მჭიდროდ მოხვია ხელები, გულზე მიიკრა და თავზე მხურვალედ აკოცა რამდენჯერმე.
თვალები მაგრად ჰქონდა დახუჭული, რომ ცრემლი არ გადმოვარდნოდა. არადა ბავშვივით უნდოდა ტირილი, იმდენად დიდ ბედნიერებას გრძნობდა.
არაამქვეყნიური განცდები ეუფლებოდა. ვერაფერს შეადრიდა ამას ქვეყანაზე. ეხუტებოდა არსებას, რომელიც ყველაზე მეტად ეძვირფასებოდა და გრძნობდა მის აჩქარებულ გულისცემას მკერდზე. მის ნაზ, სასიამოვნო და თბილ სურნელს სუნთქავდა და ივსებდა უზარმაზარ დანაკლისს.
ცოტნე ხმას არ იღებდა. ისე უჭერდა ხელებს მამაკაცს, თითქოს ეშინოდა, რომ ვინმე წაართმევდა. ნელ-ნელა რწმუნდებოდა, რომ ნამდვილი იაგო იყო ისევ მასთან და რომ არ გაქრებოდა.

-ძალიან მომენატრე, ცოტნე. - ცრემლიანი თვალები გაახილა იაგომ და ცოტნეს გაბრწყინებულ სახეს გაუსწორა.
-მეც მომენატრე, იაგო. რატომ წახვედი ასე გაუფრთხილებლად? იცი, რამდენი ხანია გელოდები?! - უსაზღვრო სიხარულს გრძნობდა ბავშვი, მაგრამ საყვედურის თქმისგან მაინც ვერაფრით შეიკავა თავი.
-ვიცი, რომ ცუდად მოვიქეცი, ცოტნე, მაგრამ მერე აგიხსნი ყველაფერს, გპირდები.
-მეგობრები ამდენი ხნით უნდა მიდიოდნენ?! იცი, რა ცუდი იყო აქ შენ გარეშე?! - ამოიწუწუნა ბავშმა და ისევ მიეკრო მამინაცვლის მკერდს.
გურიანს გული მოეწურა. თითქოს ბიჭის შეხებამ ის უხილავი მუხტი გადასცა, რამაც ცხადად აგრძნობინა, როგორ უჭირდა პატარა ყიფშიძეს მის გარეშე.
დაუცხრომელი სურვილი იგრძნო, ისე ძლიერ ჩახუტებოდა ბავშვს, რომ ყველა მისი ტკივილი გაექრო. მხოლოდ თავისთვის უნდოდა ეს პატარა, ჯერაც ძალიან სათუთი და გულჩვილი არსება, რომლისგანაც წრფელ, ნამდვილ სიყვარულს გრძნობდა. ეგონა, ვეღარასდროს შეძლებდა მისგან განცალკევებას. უკვე წარმოუდგენლადაც ეჩვენებოდა ის თვეები, რომელიც ყველაზე ძვირფასი ადამიანისგან შორს გაეტარებინა.

-ცუდი მეგობრები მიდიან ხოლმე... - თავისი მისამართით წარმოთქმულმა ყველაზე მარტივმა ეპითეტმა უფრო მძაფრად აგრძნობინა ის, რასაც გულისგარეთ გრძნობდა ათასი ბევრად საშინელი და შეურაცხმყოფელი სიტყვის მოსმენისას.
-შენ ხომ არ ხარ ცუდი?! - გულწრფელად გაუკვირდა ცოტნეს მისი სიტყვები. - შენ ძალიან კარგი ხარ, იაგო. - ისე მეამიტურად უთხრა მერე, გურიანს ცეცხლი მოედო გაყინულ სხეულზე. - ყველაზე კარგი ხარ, რომ დაბრუნდი!
-გპირდები, აღარ წავალ, ცოტნე. გეფიცები, აღარასდროს. შენგან როგორ უნდა წავიდე?! შენისთანასგან როგორ უნდა მიდიოდნენ?! - ცრემლები ტაატით მოწყდნენ თვალებს და ჩამოცურდნდნენ ტუჩებთან.
-იაგო, ცრემლები მოგდის? ტირი? აუ, არ იტირო, რა... მეც მეტირება, მაგრამ არ მინდა ტირილი, მერე დედა გაიგებს და ისიც იტირებს.
-შენც გეტირება?
-ჰო... - ხმა დაუწვრილდა ბიჭს და თვალები აემღვრა. - მე მეგონა, მამასავით სულ წახვედი და მარტო დაგვტოვე მე და დედა.
-არა, აქ ვარ, ხედავ?! როგორ წავიდოდი, როცა ჩვენი სახლის დამთავრებას დაგპირდი?
-შენ ყველაზე მაგარი მეგობარი ხარ, იაგო. მიყვარხარ... - ყელზე მოხვია პატარა ხელები გურიანს და მხარზე დაადო თავი.
-მეც მიყვარხარ, ძალიან ძლიერად, უზომოდ მიყვარხარ!
-კაცურ სიტყვას მომცემ, რომ აღარ წახვალ?
-ჰო, ჩემო პატარა კაცო. - ცრემლნარევი ღიმილი დააჩნდა სახეზე მამაკაცს. - შენნაირ კაცურ სიტყვას გაძლევ.
-ჩაარტყი! - ბედნიერებით ცას წეულმა ყიფშიძემ ღიმილით გაუწოდა ხელი მამინაცვალს.
იაგომ თავი ვერ შეიკავა, ისევ ხელში აიტაცა ბიჭი და მაგრად ჩაეხუტა.
რაღაც სხვას გრძნობდა, როცა ცოტნეს ეხუტებოდა; რაღაც გამოუთქმელად საოცარს და ძლიერს.
მამა იყო ცოტნე ყიფშიძის. და მთელ სამყაროს რომ ეთქვა - არა, ის მაინც იგრძნობდა, რომ იყო.
სხვანაირად აღარ შეეძლო. რომ არ ეღიარებინა, ვეღარ ამოისუნთქავდა. შიგნიდან ებრძოდა დაუდგრომელი, მოუსვენარი განცდები. იაგოს კი გასაქანი უნდა მიეცა მათთვის, სახელის დარქმევით.
ამიტომაც აღიარა საკუთარ თავთან, რომ მიუხედავად დაუღალავი მცდელობისა, საპირისპირო დაემტკიცებინა, შვილად მიიჩნევდა ბიჭს. და იყო ისეთივე ბედნიერი, როგორც გივი ან დავითი, როცა ბედნიერებს ხედავდნენ შვილებს.

*_*_*_*

სახლში დაბრუნებული ანა, რა თქმა უნდა, ელოდა, რომ იაგოსთან ერთად აღმოაჩენდა შვილს, თუმცა წინასწარ მოლოდინს სულაც არ შეუმსუბუქებია მისი აღელვება მათი ერთად დანახვისას.
დივანზე იჯდა იაგო, მკერდზე ჩვილი ბავშვივით მიკრობოდა ცოტნე და რაღაცეებს ებუტბუტებოდა.
კარის ჩარჩოს წაავლო ხელი ანამ, რათა უკეთ დაეცვა წონასწორობა. გული აუჩქროლა სანახაობამ. შვილის არც ხმა ესმოდა კარგად და ვერც სახეს არჩევდა, თუმცა მაინც გრძნობდა, რამდენად ბედნიერი იყო ცოტნე. თითქოს მთელ სახლს ეტყობოდა ხალისი და სიფერადე, რომელიც გურიანის დაბრუნებას გამოეწვია.
განვლილი დღის შემდეგ ალბათ სწორედ ასეთ სცენას ისურვებდა სახლში დაბრუნებისას. პირველად, დიდი ხნის შემდეგ, გრძნობდა, რომ ჰქონდა რაღაც ისეთი, რასაც დაეყრდნობოდა - ოჯახი...

-ნახე, ცოტნე, დედიკოც მოვიდა. - ძიძის მხიარული ხმა ჩაესმა და დაინახა, როგორ წამოფრინდა ბავშვი ფეხზე.
-დედაა, ნახე, იაგო დაბრუნდა! - მაშინვე ახარა პატარა ყიფშიძემ ქალს. - მოდიი, ნახე! - ქურთუკზე დაქაჩა და იაგოსკენ მისცა ბიძგი.
-კი, დე, ვიცი, რომ დაბრუნდა, ვნახე უკვე. - გაუღიმა ანამ შვილს.
-შენი დანაპირები შეასრულე, ხო, დე? მეც არ ვარ მოწყენილი და გაბრაზებული, ხედავ? მთელი დღეა ვიცინი! - დედას გაუცინა ბიჭმა და წელზე მოეხვია.
-მიხარია, დე. - გულწრფელი სიხარული იგრძნო ანამ. შეუძლებელი იყო, გეყურებინა ცოტნეს გაბრწყინებული თვალებისთვის და არ გაგღიმებოდა.

თუმცა იაგოს ვერაფრით უსწორებდა მზერას. მისი ასე ახლოს ყოფნით იძაბებოდა და ამას შესანიშნავად ხვდებოდა მამაკაცი. არ იმჩნევდა ყიფშიძე, თუმცა დივანზე მისგან მოშორებით დაჯდომისას წამცდარი ოხვრა ეტკინა გურიანს.
სხვა დროს მაზოხისტურად ესიამოვნებოდა მისი მიზეზით გამოწვეული ანას ტანჯვა, მაგრამ ახლა, როცა სულ სხვა რამ სურდა, ათასმაგად ტკიოდა ყველა შეცდომა. იმიტომ რომ ეგონა, სასიამოვნო იქნებოდა ეს პროცესი და მწარედ შეცდა.

მთელი საღამო ცოტნე იჯდა მათ შორის. ვარსკვლავებს ეთამაშებოდა ბავშვი ბედნიერებისგან, იმდენად უჩვეულო იყო მისთვის ორი ყველაზე საყვარელი ადამიანის ერთად ყოლა გვერდით. ხან ერთს შეუტრიალდებოდა, ხან მეორეს; შეანათებდა დამიანესფერ თვალებს და მალამოდ ედებოდა ორ ნაიარევ გულს.
ბოლოს ისიც მკაცრად მოითხოვა, რომ ორივე გაყოლოდა დასაძინებლად. თითქოს ხვდებოდა, რომ აქამდე მსგავსი რამის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა, ახლა კი „დედა“ და „იაგო“ აღარ იყვნენ განცალკევებული ცნებები.

გურიანი ხედავდა, როგორ უჭირდა ანას შვილის ყველა იმ თხოვნის შესრულება, რომელშიც იაგოსთან ზედმეტად ახლოს უწევდა ყოფნა და აოცებდა ქალის უსიტყვო მორჩილება. მისი საზომი ვერაფრით ზომავდა ქალის თავდადებას შვილისადმი. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც დაუფიქრებლად იყო მზად, ნებისმიერი რამ გაეღო ცოტნესთვის, არ იყო დარწმუნებული, ყიფშიძეს შეედრებოდა.

ცოტნეს თხოვნა შეასრულეს. კომფორტულად დააწვინეს, საბანი ისე ჩაუკეცეს, როგორც უყვარდა და ორივე მხრიდან მიუწვნენ.
ჩაბნელებულ ოთახში მხოლოდ პატარა ყიფშიძის მშვიდი სუნთქვა ისმოდა. ანა და იაგო ჭერს მიშტერებოდნენ დაძაბულები. იმდენად ერთულებოდათ ასეთ სიტუაციაში ყოფნა, ხმასაც ვერ იღებდნენ.
ძალიან დიდხანს იყვნენ ჩუმად. გულს მხოლოდ ცოტნეს ბედნიერი ამოოხვრების მოსმენით იჯერებდნენ.
ორივეს ტკიოდა ასე ყოფნა, მაგრამ რომ მოგეკლათ, არცერთი გაინძრეოდა. იმიტომ, რომ ჰარმონიის ნაწილი იყვნენ და გრძნობდნენ ამას; იმიტომ, რომ ხუთი წლის ბიჭის ყველა ამოსუნთქვა გააზრებული ბედნიერება იყო და ასეთ ბედნიერებას ძნელად თუ თმობს ადამიანი.
მერე, სანამ თვალებს მთელი ღამით დახუჭავდა და სიზმრების სამყაროში გადაეშვებოდა ცოტნე, ძილბურანში მყოფმა დაიჩურჩულა:

-ჩემი ოცნება იყო, ასე დამეძინა...

ორივე მოკვდა იმ წამს; ორივეს გული ფიზიკურად გაჩერდა.
პატარა ცოტნე ყიფშიძე ვერც მიხვდა, ისე აგრძნობინა უფროსებს, რომ მშობლები იყვნენ; ეგოისტი მშობლები...

*_*_*_*

ჩაის ფინჯანს წრიულად ურევდა კოვზს იაგო და ისე მიშტერებოდა, თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანს აკეთებდა და დაუშვებელი იყო შეცდომა. მთელი ტანი დაჭიმვოდა. ეკლებზე იჯდა. ერთადერთი, რაც შეეძლო, თითებშორის მოქცეული კოვზის მოძრაობა იყო და აკეთებდა კიდეც ამას უხეშად.
ანა მშვიდად გამოიყურებოდა. ხმას არ იღებდა და სწორედ ამით აგრძნობინებდა, რომ იმ სახლში მისი ადგილი არ იყო.
მაგრამ გურიანი ვერ მიდიოდა. თითქოს სკამზე იყო დაწეპებული. სწორედ იმ სკამზე, რომელზეც ისე იჯდა, როგორც ეკლებზე. საშინლად აწუხებდა ეს განცდა, მაგრამ მაინც ვერაფრით მიდიოდა. თითქოს უკვე შეჩვეული იყო, რომ რაც არ უნდა საშინელება ჩაედინა, მაინც უკან მიიღებდნენ ცოტნე და ანა; თითქოს უჭირდა საკუთარი თავისთვის იმის გამხელა, რომ ამჯერად აღარაფერი იქნებოდა მარტივად.
უცებ თითქოს რაღაც მუხტი იგრძნო. მიხვდა, რომ ასე ვერ იჯდებოდა უსასრულოდ და რომ ხმა უნდა ამოეღო. მომღიმარი ცოტნე გაახსენდა და ამან შეაგულიანა. სკამზე ოდნავ ჩაცურებული, გასწორდა, კოვზი ლამბაქზე დადო და ყიფშიძეს მიაპყრო მზერა.

-ჩემი ჩამოსვლა შენი გეგმის ნაწილი იყო, ხომ ასეა? - მოგუდული, ოდნავ ხრინწიანი ხმა ჰქონდა ალბათ იმიტომ, რომ დიდიხნის განმავლობაში იყო ჩუმად.
ანამ თავი წამოსწია. ერთი შეხედვით, თითქოს დაბნეული გამომეტყველება ჰქონდა და ვერ გაეგო, რას გულისხმობდა მამაკაცი, თუმცა შემდეგ ღიმილი შეეპარა მის ბაგეებს და იაგოც მიხვდა, რომ მისი დასკვნა სწორი იყო.
-პირადად თხოვე ბატონ ვახტანგს საბუთების მომზადება, რადგან იცოდი, მაშინვე შემატყობინებდა და დავბრუნდებოდი, რომ სისრულეში მომეყვანა ჩემი გეგმა. - გააგრძელა უფრო დარწმუნებულმა გურიანმა.
-ბოლომდე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შენ და ბატონი ვახტანგი შეკრულები იყავით. როცა მითხრა, რომ საბუთების მოსამზადებლად ორი დღე დასჭირდებოდა, საბოლოოდ დავრწმუნდი, ამ დროს მხოლოდ შენ გაძლევდა ჩამოსასვლელად, რადგან უკვე გამზადებული საბუთები მის კაბინეტში მქონდა ნანახი რამდენიმე ხნით ადრე.
-ეს შენი მესიჯი იყო ჩემთვის და მეც მაშინვე გამოვცხადდი შენს კარზე. - ჩაეცინა მამაკაცს. - გინდოდა, მეც მენახა დამარცხებული მერაბი? თუ შენ მენახე ასეთი თავდაჯერებული და ძლიერი?
-შენც იცი, რატომ მინდოდა შენი დაბრუნება. - ჩაეღიმა ანას. - ეს თემაც ხომ ამიტომ წამოჭერი ახლა? დარწმუნებული ვარ, ცოტნემ გითხრა, რომ შევპირდი, დაგაბრუნებდი...
-ერთი დღისთვის ზედმეტად ბევრჯერ გამაოცე, ძვირფასო... - ოხვრასავით აღმოხდა იაგოს.
-გასაოცარი არაფერია იმაში, რომ ჩემი შვილის ბედნიერება მინდა. ამ ბავშვს შენ გარეშე არ შეუძლია... არ ვიცი, რა უთხარი ან რა გააკეთე თავის დროზე ისეთი, რომ ამდენად შეგიყვარა, მაგრამ ცოტნე ასეთია, თუ ერთხელ შეგიყვარა, აღარასდროს იტყვის შენზე უარს. არ ვიცი, როგორ უყვართ მისი ასაკის ბავშვებს, მაგრამ ის ძალიან თავგამეტებულია და ამ თვისებითაც...
-დამიანეს ჰგავს. - ღიმილით დაასრულა გურიანმა ქალის სიტყვები.
-ნახე მისი წარბი? გითხრა, როგორ გაიტეხა?
-კი. - სახე მოექუფრა მამაკაცს.
-რა მიზეზი შეიძლება მქონდეს, რომ ჩემი შვილისგან თავის შორს დაჭერა გთხოვო? რამდენად ბოროტი ან ეგოისტი უნდა ვიყო, რომ თქვენ ორნი დაგაშოროთ?! ჩემს შვილს ისე ჭირდები, იაგო, როგორც არავინ და არაფერი. მისთვის ყველაფერი ხარ და მე ვიქნები ყველაზე საშინელი ადამიანი, თუ მას შენი ყოლის ბედნიერებას წავართმევ.
-და შენ?!
-მე მთელი ცხოვრება საყვარელი ადამიანებისთვის დათმობაში გავატარე. ჯერ მშობლებს ვუწევდი ანგარიშს, მერე დამიკოს, ბოლოს შენ... იცი, ეს რა დამღლელი პროცესია? როცა პატარა, საყვარელი და კეთილი გოგო ხარ და გიღიმიან ისე, თითქოს მანქანის სარკეზე ჩამოკიდული მოქანავე სათამაშო იყო. მხოლოდ გიღიმოდნენ, მაგრამ არასდროს გეპატიჟებოდნენ მაგიდასთან საქმის განსახილველად. ახლა კი მე თავად ვუზივარ ამ მაგიდას სათავეში და ვაკეთებ იმას, რაც მინდა. თუ გგონია, რომ შენი ატანა ჩემი შვილის გვერდით უდიდესი გულისხმიერება ან რაღაც მაგდაგვარი იქნება ჩემგან, ძალიან ცდები. მინდა, რომ ცოტნეს გვერდით იყო. არასდროს მეგონა, ამ სიტყვებს თუ გეტყოდი, მეტიც, მეშინოდა, მაგრამ მინდა, რომ ჩემს შვილს მამობა გაუწიო. მხოლოდ შენ და სხვამ არავინ...
-მეც მინდა, რომ ცოტნეს გვერდით ვიყო ყოველთვის. და ვიცი, რომ რაც არ უნდა თქვა, შენთვის რთული ასატანი იქნება ჩემი ასე ახლოს ყოფნა. შენ ბავშვს პირობა მიეცი და შეასრულე, მაგრამ იცი? დიდი ხნის წინ, სანამ ცოლად მოგიყვანდი, მეც მივეცი მას პირობა.
-რა პირობა?
-რომ ოჯახი ვიქნებოდით. და დღეს მე პირველად ვიგრძენი, რომ ამ პირობას ვასრულებ. ასე რომ, მაპატიე, ძვირფასო, მაგრამ შენ მე გამომიყენე, შენი პირობის შესასრულებლად, ახლა კი დროა მე გავაკეთო იმავე შენი დახმარებით.
-იაგო... - თვალები ჩაუქრა ანას და თითქოს ისევ დააჩნდა ტკივილები სახეზე.
-არაფერი მითხრა, ანა. შენ ერთ რამეს ვერ ხვდები; ისეთი ცნებები, როგორიც სიყვარული, პატიება და ოჯახია, ჩვენს გონებას არ ემორჩილება. უკვე გითხარი, რომ არსად მივდივარ. ცოტნეს დავპირდი და მისთვის?! - შეუქმნელს შევქმნი! ეს შენ უნდა გესმოდეს, როგორც მშობელს. ნუ მომთხოვ შენზე დანებებას, ამას არ გავაკეთებ.
-უცნაურია, რომ ძალიან ბევრი ცუდი დაგჭირდა, სანამ მაგ სიტყვებს იტყოდი... - ამოიოხრა ანამ და თვალები აარიდა მამაკაცს. რამდენიმე ხნით დუმილი ჩამოწვა მათ შორის, მერე კი ისევ მან დაიჩურჩულა ოდნავ ბოხი ხმით. - იცი, რა მიყვარს ყველაზე მეტად შენში? - აუღელვებელი და მუდამ მშვიდი ლაპარაკის მანერა. ყველაზე საშინელსაც რომ მეუბნებოდე, მე უსიკვდილოდ მწამს ხოლმე შენი. - სანამ წამოდგებოდა და სამზარეულოდან გავიდოდა, ცხადად შენიშნა მის ყვრიმალზე ჩამოგორებული ეული ცრემლი გურიანმა.
-მითხარი, რომ გძულვარ. - უცერემონიოდ გაიჟღერა მამაკაცის სიტყვებმა.
-რატომ?!
-იმიტომ რომ ვიცოდე, კიდევ მაქვს დრო. თუ სიძულვილსაც ვეღარ იგრძნობ ჩემ მიმართ, ესე იგი უკვე ზედმეტად სულერთი ვიქნები შენთვის; უბრალოდ ცარიელი ადგილი. ამიტომაც მითხარი, რომ გძულვარ, რომ ვიცოდე, ჯერაც არის შენს გულში ჩემთვის ადგილი.
-მძულხარ, იაგო... - თვალები უნებლიედ მიელულა ყიფშიძეს. - მძულხარ ყველაფრის გამო, რაც გამიკეთე. მძულხარ ყველა არნათქვამი სიტყვის, არშესრულებული დანაპირების და არნაგულისხმევი კოცნის გამო! მძულხარ იმიტომ, რომ მე შენ მიგიღე და შენ წახვედი... მძულხარ იმ საღამოს გამო, ამ სახლში ცოლობა რომ მთხოვე იმიტომ, რომ მაშინვე იცოდი ყველა ტკივილი და შეურაცხყოფა, რასაც მომაყენებდი და მაინც შემპირდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ჭეშმარიტად და ძალიან, ძალიან ძლიერ მძულხარ! - ფართოდ გაახილა თვალები, რომელიც განრისხებისგან აგიზგიზებულ კოცონს მიაგავდნენ.
ნემსივით ესობოდა ყველა სიტყვა იაგოს, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა შეაჩერა მისი მოქმედება. ნელა წამოდგა, სიხელეატანილს მიუახლოვდა და როგორც კი ბოლო სიტყვა თქვა, სუნთქვა შეუკვრა დაუფიქრებლად.
ისე აუღელვებლად, ნელა და ჰაეროვნად შეეხო ტუჩებზე, სიზმარს დაემსგავსა ყველაფერი. ძალიან მხურვალე და ნაზი იყო გურიანის კოცნა. არარეალურსა და რეალურს შორის მდგომი; ზღაპრული და ცხადი ერთდროულად.
გვალვის მერე ძლიერ წვიმას ჰგავდა;
ღრმა ჭრილობაზე მალამოს;
შაქრიან ჩაის მწარე წამლის შემდეგ და
აღიარებას.
აღიარებას ძალიან გრძელი, მტანჯველი თვეების შემდეგ.

-ართქმული და არშესრულებული მაპატიე, ძვირფასო. ეს ვიგულისხმე... - ექოდ ჩაესმა მამაკაცის ხრინწგადაკრული სიტყვები.
მერე კი მთელ სახლში გაისმა მსხვრევის მჭახე ხმა. იაგოს ნელა ჩამოუცურდა ნიღაბი სახიდან და იატაკზე მიმოიფანტა ნატეხებად.

ნამდვილი თვალების დანახვა მწყურვალისთვის ზღვის პოვნას ჰგავდა.
მის ნავსაყუდლად, მის თავშესაფრად მის წინ გაშიშვლებული მწვანეები იქცა იმ წამიდან.
და მამაკაცის უნიღბო მზერას გულსა და გონებაში ჩაბეჭდილს ატარებდა ამიერიდან. რადგან არ არსებობდა მასზე უფრო ნამდვილი, სანდო და მყარი დასაყრდენი ანასთვის.

*_*_*_*

ოქროსფერი ქვიშის ნაპირს ორი მამაკაცი მიუყვებოდა ტაატი ნაბიჯებით. ზენიტში მოქცეული მზე სახეზე ეცემოდა ორივეს და ურღვევდა კომფორტს, თუმცა ზღვის უჩვეულოდ მშვიდი მიმოქცევისგან გამოწვეულ ღიმილს ვერაფერს აკლებდა.
მსუბუქი ნიავი უბერავდა. ერთგვარ ბიძგს აძლევდა მოსეირნეებს და სანაპირო ზოლს სიცხისგან დამცავად ეფინებოდა.
მათგან მოშორებით, კოჭებამდე წყალში, ქალი იდგა. საცურაო კოსწიუმზე შემოცმული ატლასის ნაჭრის კალთები ხელებში მოექცია, რომ არ დასველებოდა და ანცი ბავშვივით ტრიალებდა აქეთ-იქით. ბრწყინვალე, ერთდროულად ქედმაღალი ქალისა და მოუსვენარი ბავშვის ღიმილი დასთამაშებდა პირისახეზე. მოვარდნილ ტალღებს, რომლებიც ჟინს მისი ფეხების დასველებამდე კარგავდნენ, ისე ეგებებოდა, როგორც მეწყერს მიძინებული სოფელი.
ორივე მამაკაცის მზერა მას ეკუთვნოდა, უპირობოდ. თუმცა მათ თვალებში განსხვავებული ნაპერწკალი ჩაბუდებულიყო.
უფრო ახალგაზრდა ვნების სიხელეს შეეპყრო და მიუხედავად იმისა, რომ კარგად ეჭირა თავი, თვალები მაინც მარტივად ყიდდნენ. თხემით-ტერფამდე ათვალიერებდა ქალის გამომწვევ, სურვილისაღმძვრელ სხეულს და იღიმოდა მაცდურად.
მის გვერდით მდგომის მზერა სულ სხვაგვარ ემოციებს იტევდა. ერთდროულად ერია მასში უფროსი მეგობრისა და შეყვარებული მამაკაცის სითბო. ყველანაირ გრძნობას უფრო მარტივად დაიჭერდა ადამიანი მის თვალებში, ვიდრე რაიმე ხორციელსა და ნდომას მიკედლებულს.

-ხომ ღვთაებრივად ლამაზი ცოლი მყავს, იაგო?! - კოხტად შეჭრილსა და მოვლილ წვერში რკალად დააჩნდა ამაყი ღიმილი კაცს.
-დიახ, ნამდვილად. - ქალს მზერა მოწყვიტა გურიანმა და თანამოსაუბრეს გაუსწორა.
-აი, ეს არის ჩემი სამოთხე. - ხელი ზღვისკენ გაიშვირა მომღიმარმა, მერე კი ჰორიზონტალურად გასწია მარცხიდან - მარჯვნივ. - დაიმახსოვრე, რომ მოვკვდები შენ და სოფია აქ მოაბნევთ ჩემს ფერფლს და გეცოდინებათ, რომ სამოთხეში მოვხვდი. - ბოლოს მხარზე ღონიერად დაარტყა ხელი ახალგაზრდა მეგობარს და ისე ეშმაკურად გაუღიმა, რომ ამბობდა, ყველა შენი განზრახვა ვიციო.
-ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხართ, რომ მსგავს საკითხებზე იფიქროთ, ბატონო ერნესტო. - ნირი წაუხდა ახალგაზრდა მამაკაცს.
-იცი, იაგო, ამ ბოლო დროს ჩემს თავს ვატყობ, რომ ბევრს ვფიქრობ. - ხმა გაუმხიარულდა ერნესტოს და მსუბუქად ჩაიცინა. - ისეთი თემები მაფიქრებს, რასაც ყურსაც არ ვათხოვებდი ადრე. ეტყობა სიბერის ნიშნები იჩენს ჩემში თავს, არა?!
-მაინც რა გაფიქრებთ?
-ბევრი რამ, მაგრამ უმთავრესად შენი სიტყვები. გახსოვს ჩვენი ერთ-ერთი პირველი შეხვედრისას რა მითხარი შეყვარებული ქალის გულის მიღებაზე?
-რა თქმა უნდა, მახსოვს. გითხარით, თუ შეყვარებული ქალის გული გსურს, პირდაპირ მკერდიდან უნდა ამოგლიჯო-მეთქი.
-ჰო. - თავი დაუქნია პორტუგალიელმა, ოდნავ მოიხარა წელში და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს წუთი-წუთზე რაიმე ბრძნულის გაზიარებას აპირებდა. - იმის მერე ხშირად ვფიქრობ მაგ სიტყვებზე და იცი, რას მივხვდი?!
-რას მიხვდით? - უნებურად დაიძაბა იაგო.
-იმ ქალს ძალიან ეტკინება, ვისაც მკერდიდან ამოაცლი გულს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის არის, რომ შენთვის სასურველი ქალის გული საკუთრად დაიგულო. ხელებში მოიქციო და ის დამართო, რაც მოგესურვება. გესმის, რას გეუბნები? მთავარია, ქალის გული მიიღო. მერე თუ უბრძანებ, რომ აღარ ეტკინოს, აღარც ეტკინება... - თვალები კატასავით უციმციმებდა ერნესტოს. თითქოს გენიალურ საიდუმლოს ამხელდა, ისე უღიმოდა გურიანს.

გურიანმა ხმა ვერ ამოიღო. მხოლოდ უყურა უფროს მეგობარს მანამ, სანამ მის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა წვეთ-წვეთად არ ჩაეღვარა გონებაში.
თითქოს ერნესტომაც ზუსტად იცოდა, რამდენი დრო უნდა მიეცა იაგოსთვის გასააზრებლად, მხოლოდ რამდენიმე ხანში შებრუნდა ცოლისკენ და დაუძახა:

-სოფია, ძვირფასო, ამინდი აირევა მალე, წავიდეთ.

*_*_*_*

რამდენიმე დღეში ცოტნეს საშემოდგომო ზეიმი ჰქონდა ბაღში. მშობლებისა და მასწავლებლების დიდი ძალისხმევის შედეგად შერიგებულ ბიჭებს აღარც ახსოვდათ ძველი წყენა, თუმცა ყიფშიძე მაინც გრძნობდა, რომ იაგოს არსებობა ჯერ კიდეც არც ისე სარწმუნო იყო მათთვის.
ამიტომაც გულისფანცქალით ელოდა ზეიმის დაწყებას ბიჭი. ისეთი ბედნიერი და მოუსვენარი იყო იმ დილით, ანა ძლივს აჩერებდა, რომ მისი ფორმა ჩაეცვა. რა თქმა უნდა, თვითონაც ხვდებოდა შვილის ასე ყოფნის მიზეზს და გულს უხარებდა მისი ბედნიერება.
მთელი გზა ბაღელებზე და მათ რეაქციებზე ლაპარაკობდა ცოტნე. ერთი სული ჰქონდა, ენახა ბიჭების თვალები, როცა იაგოს ნახავდნენ და დარწმუნდებოდნენ, რომ არ იტყუებოდა ყიფშიძე. ქალი სიცილს ვერ იკავებდა, იმდენად დიდი ენთუზიაზმი იგრძნობოდა ბავშვის ხმაში.

ბაღის დარბაზი გადატენილი იყო მშობლებითა და მათი ნაცნობ-ახლობლებით. ყოველ მეორეს ფოტო ან ვიდეოაპარატი ეჭირა ხელში, რათა სხვადასხვა სიტუაციაში, პოზაში და მდგომარეობაში დაეფიქსირებინათ საკუთარი შვილები. აქა-იქ ისმოდა ბავშვების შეწუხებული კომენტარები, რომ ფორმა არ მოსწონდათ, მეტი სურათი აღარ სურდათ, ლექსი ეშლებოდათ ან სულაც მხოლოდ ის აინტერესებდათ, როდის აჭმევდნენ.

ანამ ძლივს მონახა თავისუფალი სკამი ისეთ ადგილას, საიდანაც კარგად დაინახავდა შვილს. ღიმილით ადევნებდა თვალს მოფუსფუსე ბავშვებს, რომლებიც ღელავდნენ კონცერტის დაწყებამდე. ცოტნე კულისებში იდგა, თუმცა, როგორც ყველა ბავშვი, თავს ვერ იკავებდა, ფარდიდან რომ არ გამოეჭყიტა. ყიფშიძემ შენიშნა, რომ ბიჭი სულაც არ ეძებდა მას თვალებით, მხოლოდ კარისკენ იყურებოდა და რა თქმა უნდა, იაგოს გამოჩენას ელოდა.

გურიანი კი აგვიანებდა და სანერვიულოს უჩენდა როგორც შვილს, ისე დედას. ზეიმი ისე დაიწყო, არ გამოჩენილა. მასწავლებელმა მისასალმებელი სიტყვა დაასრულა, მთელმა ჯგუფმა შეასრულა სიმღერა, მერე კი ინდივიდუალურ ნომრებზე გადავიდნენ. ბავშვები რიგ-რიგობით ამბობდნენ ლექსს და როგორც წესია, ტაშს იმსახურებდნენ მაყურებლისგან.
თითქმის ნახევარი კონცერტი უკვე ჩავლილი იყო, როცა კართან მდგომი ხალხის ჩოჩქოლი შენიშნა ანამ და მაშინვე უგრძნო გულმა, იაგო მოვიდა.
არც შემცდარა. მალევე დაინახა კედელთან აყუდებული და მომღიმარი მამაკაცი, რომელიც ცოტნეს მიმართულებით იყურებოდა და იღიმოდა. ბავშმაც მაშინვე შენიშნა გურიანი და ისე გაუბრწყინდა სახე, დარბაზში მყოფმა ყველა ადამიანმა მის მზერას გააყოლა თვალი, რომ ენახათ, რამ გაახარა ასე ბიჭი.
იაგოს ჩაეცინა, თვალი ჩაუკრა ცოტნეს და ცერა თითით ანიშნა, რომ ყველაფერი კარგად იყო.
ყიფშიძეს მართლა ეგონა, რომ მის შვილს ფრთები გამოესხმებოდა ბედნიერებისგან და გაფრინდებოდა, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერმა ისე იდეალურად ჩაიარა, როგორც ბაღის მასწავლებელს ჰქონდა ჩაფიქრებული და ცოტნემაც ყველა ლექსი თუ სიმღერა ზედმიწევნით კარგად შეასრულა.

ზეიმის დასრულებისთანავე წამოიშალნენ მშობლები და შვილებისკენ აიღეს გეზი. ცოტნემ დრო იხელთა და ისე სწრაფად გაიქცა იაგოსკენ, ანას სიტყვები, რომ მოეცადა, არც გაუგია.

-იაგოო! - როგორც ყოველთვის, სიხარულით შეყვირა მამაკაცის სახელი ბიჭმა და ძლიერი ინერციით შეახტა.
-ჩემპიონი იყავი, ცოტნე! - სიცილით აკოცა შუბლზე გურიანმა ბავშვს და მაშინვე დასვა. - ძალიან დამძიმდი ამ ბოლო დროს.
-მოგეწონა ჩემი ლექსები? ის დებილური სიმღერა? საერთოდ არ მინდოდა, მემღერა, მაგრამ ლიზიკოს გვერდით რომ ვიდექი, მაგიტომ დავთანხმდი.
-აა, ეგ გოგოა ლიზიკო? - ეშმაკურმა ღიმილმა გაუნათა სახე მამაკაცს.
-ხო. - წამოწითლდა ცოტნე. - აუ, წამოდი რა, გეხვეწები მალე! ყველას უნდა გავაცნო შენი თავი. - ხელი ჩაკიდა პატარა ყიფშიძემ მამინაცვალს და კულისებისკენ უბიძგა.
-წამოდი. - ბავშვის ბედნიერებით თავადაც ბედნიერი იცინოდა გურიანი.

ანას სულ არ ადარდებდა, რამდენად ახლოს მოუწევდა იაგოსთან ყოფნა იმ მომენტში. უბრალოდ უნდა ენახა ბავშვების რეაქცია, როცა დარწმუნდებოდნენ, იაგო გურიანი ნამდვილი იყო და ცოტნე არ ტყუოდა. საკუთარ თავს ვერაფრით დაუშლიდა იმ უზომო ბედნიერებას, რომელსაც შვილის გამარჯვებული სახის გამომეტყველების დანახვისას იგრძნობდა. ამის მონაწილე უნდა ყოფილიყო; დაუფიქრებლად და უპირობოდ.

ბავშვებს ზუსტად ისეთი რეაქცია ჰქონდათ იაგოს დანახვისას, როგორსაც ყიფშიძე წარმოიდგენდა. ისე გაუფართოვდათ თვალები, თითქოს თოვლის ბაბუას ხედავდნენ, საჩუქრებით დატვირთულს. რა თქმა უნდა, ზედმეტად არავის შეუმჩნევია მამაკაცის დანახვით გამოწვეული გაოცება, თუმცა ცოტნეს თავმომწონე და თავდაჯერებული იერი, როცა იაგოს აცნობდა ბაღელებს, ყველაფრად ღირდა.
გურიანიც ისე იქცეოდა, როგორც ცოტნეს ესიამოვნებოდა და რაც დაამტკიცებდა, რომ შესაშურად კარგი მამა იყო. როგორც კი ყველა გაიცნო, მასწავლებლების გასაგონად განაცხადა, რომ ბავშვების ზეიმის აღსანიშნად დიდი ტორტი ჰქონდა შეკვეთილი, რომელსაც მალე მოიტანდნენ. ამ ჟესტმა საბოლოოდ მოაგებინა ყველას გული. ანასთან ჩუმად მიდიოდნენ მშობლები და მასწავლებლები და მორიდებით ეჩურჩულებოდნენ, რომ შესანიშნავი ქმარი ჰყავდა.

ცოტნე ყიფშიძესთვის ის დღე ყველაზე კაშკაშა და დიდი ასოებით ჩაიწერებოდა მეხსიერებაში. უყურებდა ანას და იაგოს, რომლებიც ერთად ზრუნავდნენ თავისი ბაღელების სიამოვნებაზე და გრძნობდა დაუოკებელ ბედნიერებას. თავი გმირი ეგონა, ისე უყურებდნენ სხვა ბავშვები. ახლა უკვე მასაც ჰქონდა ის, რაც მის ბაღელებს. ახლა უკვე მის მშობლებსაც ყველა იცნობდა ბაღში და აღარავინ იტყოდა, რომ ობოლია. მის მშობლებსაც სხვების მსგავსად მოჰქონდათ ტორტი ბავშვებისთვის და ისიც, მისი ბაღელების მსგავსად, ამაყი იყო.

-ყველაზე მაგარი დღე იყო, დე! - სანამ ყველაფერი დასრულდებოდა, დედას ჩაეხუტა გართობით უკვე გვარიანად დაღლილი ცოტნე და ისეთი ემოციით უთხრა, ანას გული ამოუხტა საგულედან. - შენ და იაგო ყველაზე კარგები ხართ! - ლოყაზე მოწყვეტით აკოცა, მერე კი იაგოსკენ გაიქცა, რომ იგივე გაემეორებინა მისთვისაც.

უჩვეულო სიტუაციას იმდენად ბუნებრივად გაართვა თავი ანამ, კარგა ხნის განმავლობაში ვერც გაიაზრა, რა ხდებოდა მის გარშემო. ვერ გაიაზრა, რომ ბედნიერი ოჯახისა და ერთმანეთზე შეყვარებული წყვილის შთაბეჭდილება დატოვეს მან და იაგომ. ვერ გაიაზრა, რომ სრულფასოვანი როლი მიანიჭა გურიანს და რომ სრულიად წაშალა ზღვარი თამაშსა და რეალობას შორის. იაგო ისე იქცეოდა, თითქოს მის ყოველდღიურობად გადაქცეულიყო ცოლ-შვილზე ზრუნვა, ყიფშიძე კი დაუფიქრებლად აძლევდა ამის უფლებას.

მასწავლებლებისგან ურიცხვი რაოდენობის მადლობის მიღების შემდეგ, ცოტნეს გამოუცვალა ანამ, ყველას დაემშვიდობა და ბაღის შენობიდან გამოვიდა. ეგონა, რომ იაგო უკვე თავის გზაზე იქნებოდა წასული, თუმცა როგორც კი მის მანქანასთან მდგომი მამაკაცი შენიშნა, საერთოდ ვერ მიხვდა, რატომ დაუშვა, რომ უსიტყვოდ წავიდოდა გურიანი.

-დე, იცი, იაგოს ჩვენი წაყვანა უნდა სადღაც! - როგორც კი მანქანას მიუახლოვდნენ, ბავშვმა ახარა დედას ახალი ამბავი.
ანას სახე შეეშალა მაშინვე. ქმარს გახედა და კითხვისნიშნებით აღსავსე მზერით აგრძნობინა, რომ უნდა აეხსნა.
-ცოტნე, მოდი შენ მანქანაში ჩაჯექი და სითბოში დაგველოდე, კარგი? - მხიარულად მიმართა გურიანმა ბიჭს და უკანა კარი გაუღო.
-კარგი! - უპრობლემოდ დათანხმდა ბავშვი და მანქანაში ისკუპა.
-ვერ გავიგე, რა ხდება? - მთელი დღის განმავლობაში პირველად გაუსწორა თვალები ანამ მამაკაცს და ისე დაიჭირა თავი, თითქოს აღარც ახსოვდა უკანასკნელი შეხვედრის ფინალი.
-რაღაც მინდა, რომ გთხოვო. - ბედნიერის ნიღაბი თვალისდახამხამებაში გაქრა გურიანის სახიდან და გაჩნდა აღელვებული, ოდნავ დაძაბული მამაკაცი. - მინდა, რომ ეს დღე ბოლომდე განსაკუთრებული იყოს ცოტნესთვის...
-მეტი რაღა უნდა გააკეთო? ბავშვი ისედაც ცამდე ბედნიერია. რისთვისაც მადლობას გიხდი, რა თქმა უნდა.
-სამადლობელი არაფერია. ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. ეს მხოლოდ მცირედი იყო იმ ტკივილის გადასაფარად, რაც ცოტნემ განიცადა ჩემი არყოფნის განმავლობაში.
-ხო, მაგრამ ეგ იმას არ ცვლის, რომ შენ დღეს ერთი გასაოცარი დღე აჩუქე ჩემს შვილს, იაგო. რა სახით გიყურებოდა, როცა ბაღელებს გაცნობდა, შეამჩნიე? თვალებიდან არასდროს ამომივა მისი სახე. - უნებურად გაეღიმა ქალს.
-გთხოვ, ძვირფასო, ეს დღე ბოლომდე გვაჩუქე მე და ცოტნეს. - ოდნავ წინ წაიწია იაგომ და ხელი თითებზე წაავლო ყიფშიძეს. - წამომყევით... - ისე ჩუმად დაილაპარაკა და ისეთი ხმით, შეუძლებელი იყო, გეუარა.
-სად?
-ძალიან ლამაზ ადგილას. იქ, სადაც მე, შენ და ცოტნე ვიქნებით მხოლოდ... - ღიმილი ჩაეღვარა თვალებში მამაკაცს.
-იაგო... რასაც შენ აკეთებ, არ არის სწორი...
-ანა, გთხოვ... - მკლავებზე მოხვია ხელები ქალს და ოდნავ მიიზიდა თავისკენ. - გპირდები, არაფერი მოხდება ისეთი, რაც შეგაწუხებს. უბრალოდ მინდა თქვენთან ერთად ერთი საღამო მაინც გავატარო სასიამოვნოდ. ნუთუ ასე ბევრს ვითხოვ? ნუთუ არ ვიმსახურებთ?!
-არაფერი დაშავდება, თუ ერთ საღამოს გავატარებთ ერთად, მაგრამ ორივემ ვიცით, რა განზრახვითაც აკეთებ ამას. მე კი აღარ მინდა იმავე წრეზე წასვლა, იაგო.
-გახსოვს ერთხელ რა მითხარი?! - სხვა მხრიდან მოვლა გადაწყვიტა მამაკაცმა. - მითხარი, რომ ცოტნე გამყიდის და ყოველთვის, როცა მის ერთ ხელს მე დავიჭერ, მეორეს შენ ჩაეჭიდები. მე ახლა მიჭირავს მისი ხელი, ანა. ისე მიჭირავს, კაციშვილი ვერ გამომგლეჯს მის თავს. შენ სად ხარ?! სად ხარ, როცა იმას ვაკეთებ, რისიც ასე გწამდა?!
-აქ ვარ... - თავდახრით და ჩურჩულით დაილაპარაკა ყიფშიძემ.
-წამომყვებით? - მკრთალმა ღიმილმა გაუცრიცა სახე იაგოს.
ანამ უკან გადააქნია თავი და რამდენიმე წამით ჩაფიქრებულმა უყურა ქმარს. თითქოს ფიქრობდა, ღირდა თუ არა მისი ნდობა. გურიანს ისეთი მომლოდინე და სუფთა თვალები ჰქონდა, ძალიან თუ მოინდომებდი, რომ ავი გამოგერჩია მასში.
-შორს გვიპირებ წაყვანას? - რამდენიმე ხნის შემდეგ დანებდა ქალი და ოხვრისთანხლებით ჰკითხა მამაკაცს.
იაგოს ფართე ღიმილმა გაუნათა სახე. თვალები სიხარულითა და თავდაჯერებით აევსო.
-ტბა უნდოდა ცოტნეს; ლოპოტაზე მივდივართ. - კმაყოფილმა ამცნო ცოლს მათი მარშრუტი და მანქანის კარი გაუღო.
სანამ ღვედს შეიკრავდნენ, პატარა ყიფშიძემ თავი წამოყო უკანა სავარძლიდან, ჯერ ანას, შემდეგ კი იაგოს აკოცა ლოყაზე მოწყვეტით, გაიცინა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა გახარებული.
გურიანმა მანქანა დაქოქა, სარკიდან ბიჭს ჩაუკრა თვალი და გაუცინა.
იცოდნენ, რომ შესანიშნავ დღეს კიდევ უფრო დასამახსოვრებელი დასასრული ექნებოდა.



მეშვიდე თავი რომ დავწერე, ჩვენმა სოფიკომ მითხრა, მე ამ თავს ოჯახს დავარქმევდიო. ჩემთვის ეს თავია ოჯახი. არ ვიცი, თქვენში რა განცდებს გამოიწვევს, მაგრამ მე რაღაც განსაკუთარებული მინდოდა შემექნმა ამ სამი ადამიანისთვის.
ყველაზე მეტად მე მინდოდა, "კამელიები" 2017ში დამემთავრებინა, თუმცა სამწუხაროდ, უამრავი მიზეზი მომეცა, რომ ასე არ მომხდარიყო.
ყველას გილოცავთ დამდეგ 2018 წელს. იმედია, ეს წელი იქნება თქვენი იმედების გამართლებისა და სურვილების ასრულების წელი. გისურვებთ, სიყვარულს იმ დოზით, რა დოზითად თქვენს გულებს ჭირდება სრულყოფისთვის და რაც მთავარია, გისურვებთ სიმშვიდეს ცხოვრებაში.
ძალიან მიყვარხართ და იმედია, ეს თავი ის არის, რაც ლოდინად ღირდა.
მადლობა, რომ ხართ ჩემს ცხოვრებაში უკვე მესამე წელია და ცვლით აბსოლიტურად ყველაფერს heart_eyesскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორ გამიხარდა ახალითავი რომ ვნახე ვერც კი წარმოიდგენ.მართლაც ოჯახი იყო ამ თავში.ძალიან გამიხარდა იაგოს ასეთი ცვლილება და კარგად გამოჩნდა,თუ რატომ იქცეოდა ისე საშინლად წინა თავებში.ნუ მე უფრო დავრწმუნდი ჩემს სისწორეში.მეც გილოცავ ანა დამდეგს და ამ წელს მოეტანოს ყველა ის სიკეთე თუ სიყვარული რაც 2017 წელს დაგაკლდა.ძალიან მიყვარხარ და საოცარი ადამიანი ხარ.
--------------------
ლანა

 



№2  offline წევრი ლილიკო

ძალიან გამახარე ეს თავი რომ დადე. აი ისეთი თავია ვერც კი ვიფიქრებდი ასე თუ შეტრიალდებოდა სიტუაცია, მაგრამ უდაოდ ნიჭიერი და ძალიან კარგიხარ. ამიტომ მიხარია რომ ვარ შენი ისტორიების მკითხველი და გულშემატკივარი. მომწონს სათაურიც რათქმაუნდა სიმბოლურია თითქოს მაინც. (სმაილებს ვერ ვწერ თუმცა აქ ბევრ გულს დაგიწერდი)

 



№3  offline მოდერი sameone crazy girl

"მერე კი მთელ სახლში გაისმა მსხვრევის მჭახე ხმა .იაგოს ნელა ჩამოუცურდა ნიღაბი სახიდან და იატაკზე მიმოიფანტა ნატეხებადდ" -უკომენტაროდ
heart_eyes heart_eyes

 



№4 სტუმარი სტუმარი ნანა

ჩემო საოცრებავ! გეთაყვანები შენ! მიყვარხარ ყველა სიტყვაში, ყველა აბზაცში, ყველა აზრში და ყველა გრძნობაში! შეუდარებელი ხარ ჩემო მწერალო შენი ქ. ნანა ❤️❤️❤️

 



№5  offline ახალბედა მწერალი An_Gel

La-Na
როგორ გამიხარდა ახალითავი რომ ვნახე ვერც კი წარმოიდგენ.მართლაც ოჯახი იყო ამ თავში.ძალიან გამიხარდა იაგოს ასეთი ცვლილება და კარგად გამოჩნდა,თუ რატომ იქცეოდა ისე საშინლად წინა თავებში.ნუ მე უფრო დავრწმუნდი ჩემს სისწორეში.მეც გილოცავ ანა დამდეგს და ამ წელს მოეტანოს ყველა ის სიკეთე თუ სიყვარული რაც 2017 წელს დაგაკლდა.ძალიან მიყვარხარ და საოცარი ადამიანი ხარ.

ლანა, უღრმესი მადლობა heart_eyes heart_eyes ძალიან მიხარია, რომ ყველაფერს ხვდები და მოგწონს. იგივე შემიძლია ვთქვა შენზეც, საოცარი ადამიანი ხარ და ძალიან მიყვარხარ <3

ლილიკო
ძალიან გამახარე ეს თავი რომ დადე. აი ისეთი თავია ვერც კი ვიფიქრებდი ასე თუ შეტრიალდებოდა სიტუაცია, მაგრამ უდაოდ ნიჭიერი და ძალიან კარგიხარ. ამიტომ მიხარია რომ ვარ შენი ისტორიების მკითხველი და გულშემატკივარი. მომწონს სათაურიც რათქმაუნდა სიმბოლურია თითქოს მაინც. (სმაილებს ვერ ვწერ თუმცა აქ ბევრ გულს დაგიწერდი)

heart_eyes heart_eyes heart_eyes ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. სათაური კი, ნამდვილად სიმბოლურია და მალე გავიგებთ ყველაფერს. სულ ალბათ ორი თავი დარჩა. მიხარია, რომ ჩემს გვერდით ხარ kissing_heart

sameone crazy girl
"მერე კი მთელ სახლში გაისმა მსხვრევის მჭახე ხმა .იაგოს ნელა ჩამოუცურდა ნიღაბი სახიდან და იატაკზე მიმოიფანტა ნატეხებადდ" -უკომენტაროდ
heart_eyes heart_eyes

მიხარია, რომ ეს ფრაზა გამოარჩიე. მეც განსაკუთრებული მნიშვნელობა მინდოდა, რომ ჰქონოდა ამ მონაკვეთს და ძალიან მიხარია, თუ შენთვის ასეც მოხდა. მადლობა მარიამ heart_eyes heart_eyes

სტუმარი ნანა
ჩემო საოცრებავ! გეთაყვანები შენ! მიყვარხარ ყველა სიტყვაში, ყველა აბზაცში, ყველა აზრში და ყველა გრძნობაში! შეუდარებელი ხარ ჩემო მწერალო შენი ქ. ნანა ❤️❤️❤️

ქალბატონო ნანა, თქვენ უკვე აღარაფერს გეუბნებით. ვერცერთი სიტყვა გადმოსცემს იმ დამოკიდებულებას, რაც მე თქვენ მიმართ მაქვს. ძალიან მადლობელი ვარ ამ წლის, თქვენი თავი რომ გამომიგზავნა უფროს მეგობრად. მიყვარხართ და გაფასებთ heart_eyes heart_eyes

 



№6 სტუმარი სტუმარი trocodeo

დიდი მადლობა რომ არსებობთ და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებთ ტქვენი შემოქმედებით ოკეანის გაღმა მყოფ ემიგრანტს.არაჩვეულებრივია ყოველი თქვენი სიტყვა ,აბზაცი. ჩემი უსაყვარლესი მწერალი ხართ.????

 



№7 სტუმარი ნაინა

შენ ხარ შესანიშნავი ადამიანი, მადლობა რომ არსებობ, დაკიდევ მადლობა ასეტი ლამაზი თავისთვის

 



№8  offline წევრი შამხათი

საოცრება ხარ, ანა. ისე არაჩვეულებრივად წერ, რომ ასე მგონია იქ ვარ, მათთან, შენს პერსონაჟებთან და მათი ცხოვრებით ვცხოვრობ. ძალიან მომეწონა მოვლენების ამგვარი განვითარება, როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს ანასა და იაგოს თანაცხოვრება, პირველ რიგში ისინი მშობლები არიან და ასე მგონია, სწორედ ცოტნესადმი ზრუნვა აღადგენს იმ ჩატეხილ ხიდს.
გილოცავ დამდეგს უსაზღვროდ ნიჭიერო!

 



№9 სტუმარი სტუმარი lia

Sicocxle xar,ishviat istoriebs wer.ufalma mraval axalwels dagaswros,
ulevi bedniereba gqonodes.
❤❤❤

 



№10  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი ამ იაგოს ველოდებოდი,
ამ იაგოს ვხედავდი,
ამ იაგოს მჯეროდა...
ვიცოდი რომ იაგოს პერსონაჟი იყო ძალიან ძლიერი მამაკაცის და ამავე დროს ძალიან სუსტის...
ეს იყო ნამდვილი ოჯახი: იაგო, ანა და ცოტნე... ცოტნე სულ სხვა განზომილებაა. იაგოს და ცოტნეს ურთიერთობა არის ყველაზე დიდი სიძლიერე ამ ნაწარმოების...
ყველაზე დიდი ემოცია კი იაგოს ნიღბის გატეხვამ გამოიწვია. თითქოს ჩემს წინ მოხდა, ვიგრძენი და გავიგე ხმა.
საოცარი გრძნობები გააღვიძე ჩემში ერთდროულად. როგორც ყოველთვის...
ძალიან მომეეონა ანა ძალიან... საოცარი თავი იყო და ზოგადად ნაწარმოებია საოცარი...
პ.ს. დამდეგს გილოცავ ჩემო კარგო...

 



№11 სტუმარი Qeti qimucadze

Saocreba iyo. Ubralod sityvebs ver vpoulob. Ai is mochvenebiti nigbis gatexvis scena iyo sascaulii. Marto eg girda raa. Chem sxeulshi endofirni aris aceuli maqsimumzee. Arvici ravtqvaaa. Gaixaree. Bednierebit da siyvarulit gajerebuli celi mogces ufalmaa. Shemoqmedebiti .ca carmatebuliiii

 



№12  offline ახალბედა მწერალი Ans...

ანა :))
გეფიცები, შემიწირავ შენ და შენი ისტორიებიც.
ისე ვნერვიულობდი ყველა წერტილის შემდეგ, რამე ცუდი არ მომხდარიყო.
იაგოს და ცოტნეს ურთიერთობა არის ცალკე სამყარო და გაბადრული ვკითხულობდი თითოეულ დეტალს. ცოტნემ რომ თქვა ჩემი ოცნება იყო ასე დაძინებაო, მანდ ანას და იაგოს კი არა, მეც გამიჩერდა გული.
და ის მომენტი ხომ საერთოდ...უნიღბო იაგო! რასაც ამდენი ხანია ველოდები.
მაინც არ მეყო.
რანაირად უნდა მეყოს შენი ისტორიები ეგ საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ახლა ბოლოს რომ წავიკითხე მესამე წელიო, გამახსენდა 5 ისტორიაზე რომ წუწუნებდი...
და
შენი ხუთი ისტორია სხვის 100 ისტორიას უდრის.
ამას გეტყვი ყოველთვის, იმიტომ, რომ გამორჩეული, განსხვავებული და უნიჭიერესი ხარ.
მიყვარხარ და გელოდები <3 (ალტერ ეგო)

 



№13  offline ახალბედა მწერალი lullaby

ნამდვილად, ეს თავი მართლაც რომ ოჯახი იყო. და მე ბეევრჯერ, ზალიან ბევრჯერ დამბურზგლა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვკითხულობდი და ვგრზნობდი, როგორ მებატრებოდნენ აქამდე პერსონაჟები. ინტერვალი სხვა დროსაც გქონია და მგონი, ამაზე დიდიც... ხოდა აი ხომ გითხარი, არ ვიცითქო, რატომ ახლა.
ანა ისე მონეწონა ამ თავში, ვერ წარმოიდგენ. საკუთარი ზალების ირწუნა და ოდნავ, მაგრამ მაინც ჩანს, რომ ეს მას თავკერზას და უხეშს არ გახდის.
იაგოზე ვერ ვიტყვი "კაი დროსია ნიღბის ჩამოხსნაო", მაგრამ ისიც თავისი ბრალია, რომ ყველა მისი ახლანდელი ქმედება მეუცნაურება. :დდ შეგვაჩვია დაუნდობელ, ქვა იაგოს და ახლა აუბრწყინდა თვალები და ახლა გახდა მისი კოცნა გულწრფელი... დამპალი ეს :დდ <3
და ბოლოს ცოტნე, რომელიც ამ ისტორიის ყვეელაზე და ერთადერთი მბრწყინავი ვარსკვლავია. მისი მხოლოდ ხსენებაც კი ღიმილს მგვრის. ის და იაგო ერთად, ნამდვილი სითბო და იმედია. ^^ მადლობა ამ თავისთვის ანა და მეც გილოცავ დამდეგს ჩემო კარგო <3

 



№14 სტუმარი სტუმარი თამო

სიყვები არ მყოფნის საოცრება იყო. მართლა ოჯახი იყოს ეს.აი ასეთი იაგოს დანახვა მინდოდა მე.ცოტნეს და იაგოს შეხვდრისას კი ცრემლები ვერ შევიკავე.შენც ასევე ჩემო კარგო გილოცავ დამდეგს.ბედნიერი ახალი წელი

 



№15  offline წევრი Mariamch

ემოციები და კიდევ ბევრი ემოციები.... ყოველ ჯეეერზე ახალი ემოციების ზღვით მავსებ❤❤❤❤

 



№16  offline ახალბედა მწერალი An_Gel

სტუმარი trocodeo
დიდი მადლობა რომ არსებობთ და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებთ ტქვენი შემოქმედებით ოკეანის გაღმა მყოფ ემიგრანტს.არაჩვეულებრივია ყოველი თქვენი სიტყვა ,აბზაცი. ჩემი უსაყვარლესი მწერალი ხართ.????

უღრმესი მადლობა თქვენ!!!! ძალიან მიხარია, რომ შემიძლია მცირედი სიამოვნება მაინც მოგანიჭოთ ჩემი ისტორიებით. ძალიან გამახარა თქვენმა სიტყვებმა heart_eyes heart_eyes

ნაინა
შენ ხარ შესანიშნავი ადამიანი, მადლობა რომ არსებობ, დაკიდევ მადლობა ასეტი ლამაზი თავისთვის

ძალიან მიხარია, რომ მოგეწონათ. უსაზღვრო მადლობა თქვენი სიტყვებისთვის heart_eyes heart_eyes

სტუმარი lia
Sicocxle xar,ishviat istoriebs wer.ufalma mraval axalwels dagaswros,
ulevi bedniereba gqonodes.
❤❤❤

უღრმესი მადლობა, თქვენც გილოცავთ heart_eyes heart_eyes

Qeti qimucadze
Saocreba iyo. Ubralod sityvebs ver vpoulob. Ai is mochvenebiti nigbis gatexvis scena iyo sascaulii. Marto eg girda raa. Chem sxeulshi endofirni aris aceuli maqsimumzee. Arvici ravtqvaaa. Gaixaree. Bednierebit da siyvarulit gajerebuli celi mogces ufalmaa. Shemoqmedebiti .ca carmatebuliiii

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. heart_eyes ნიღბის სცენა მინდოდა შესამჩნევი და განსაკუთრებული ყოფილიყო. მიხარია, თუ ასეც მოხდა. relaxed relaxed

სტუმარი თამო
სიყვები არ მყოფნის საოცრება იყო. მართლა ოჯახი იყოს ეს.აი ასეთი იაგოს დანახვა მინდოდა მე.ცოტნეს და იაგოს შეხვდრისას კი ცრემლები ვერ შევიკავე.შენც ასევე ჩემო კარგო გილოცავ დამდეგს.ბედნიერი ახალი წელი

მადლობა ძალიან დიდი heart_eyes ცოტნე და იაგო ამ ისტორიის ყველაზე ნათელი წერტილია, ჩემი აზრით. მიხარია, თუ თქვენც მეთანხმებით. kissing_heart

Mariamch
ემოციები და კიდევ ბევრი ემოციები.... ყოველ ჯეეერზე ახალი ემოციების ზღვით მავსებ❤❤❤❤

heart_eyes heart_eyes heart_eyes მადლობა, მარიამ kissing_heart kissing_heart

შამხათი
საოცრება ხარ, ანა. ისე არაჩვეულებრივად წერ, რომ ასე მგონია იქ ვარ, მათთან, შენს პერსონაჟებთან და მათი ცხოვრებით ვცხოვრობ. ძალიან მომეწონა მოვლენების ამგვარი განვითარება, როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს ანასა და იაგოს თანაცხოვრება, პირველ რიგში ისინი მშობლები არიან და ასე მგონია, სწორედ ცოტნესადმი ზრუნვა აღადგენს იმ ჩატეხილ ხიდს.
გილოცავ დამდეგს უსაზღვროდ ნიჭიერო!

ნამდვილად გეთანხმები. ანა და იაგო პირველ რიგში მშობლები არიან და ყველა დანარჩენი მერე მოდის. ცოტნე კი ის ერთადერთი კავშირია, რასაც ჯერაც შეუძლია ხიდის გამთლიანება, მეც ასე ვფიქრობ. relaxed უღრმესი მადლობა, ნანა heart_eyes heart_eyes

უცნობი ქ
აი ამ იაგოს ველოდებოდი,
ამ იაგოს ვხედავდი,
ამ იაგოს მჯეროდა...
ვიცოდი რომ იაგოს პერსონაჟი იყო ძალიან ძლიერი მამაკაცის და ამავე დროს ძალიან სუსტის...
ეს იყო ნამდვილი ოჯახი: იაგო, ანა და ცოტნე... ცოტნე სულ სხვა განზომილებაა. იაგოს და ცოტნეს ურთიერთობა არის ყველაზე დიდი სიძლიერე ამ ნაწარმოების...
ყველაზე დიდი ემოცია კი იაგოს ნიღბის გატეხვამ გამოიწვია. თითქოს ჩემს წინ მოხდა, ვიგრძენი და გავიგე ხმა.
საოცარი გრძნობები გააღვიძე ჩემში ერთდროულად. როგორც ყოველთვის...
ძალიან მომეეონა ანა ძალიან... საოცარი თავი იყო და ზოგადად ნაწარმოებია საოცარი...
პ.ს. დამდეგს გილოცავ ჩემო კარგო...

მოვიდა ეს იაგო :დდ
თუმცა ცოტა დააგვიანდა, მაგრამ მოვიდა <3
ვიცი, რომ შენ ყოველთვის გჯეროდა მისი და მიხარია, რომ გაგიმართლა ამ პერსონაჟმა მოლოდინი. ცოტნეზე არ შემიძლია, არ დაგეთანხმო. ყველაზე ნათელი წერტილია. relaxed ძალიან დიდი მადლობა, სალო. შენ მემგონი თქმაც არ გჭირდება ისე იცი, როგორ მახარებ და როგორი მადლიერი ვარ heart_eyes heart_eyes

Ans...
ანა :))
გეფიცები, შემიწირავ შენ და შენი ისტორიებიც.
ისე ვნერვიულობდი ყველა წერტილის შემდეგ, რამე ცუდი არ მომხდარიყო.
იაგოს და ცოტნეს ურთიერთობა არის ცალკე სამყარო და გაბადრული ვკითხულობდი თითოეულ დეტალს. ცოტნემ რომ თქვა ჩემი ოცნება იყო ასე დაძინებაო, მანდ ანას და იაგოს კი არა, მეც გამიჩერდა გული.
და ის მომენტი ხომ საერთოდ...უნიღბო იაგო! რასაც ამდენი ხანია ველოდები.
მაინც არ მეყო.
რანაირად უნდა მეყოს შენი ისტორიები ეგ საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ახლა ბოლოს რომ წავიკითხე მესამე წელიო, გამახსენდა 5 ისტორიაზე რომ წუწუნებდი...
და
შენი ხუთი ისტორია სხვის 100 ისტორიას უდრის.
ამას გეტყვი ყოველთვის, იმიტომ, რომ გამორჩეული, განსხვავებული და უნიჭიერესი ხარ.
მიყვარხარ და გელოდები <3 (ალტერ ეგო)

აუ, ყველა წერტილის მერე ვნერვიულობდიო, გამეცინა :დდ
ასე არ მენდობი, ხო? :(( როდის იყო ინტრიგებს და ცუდ ამბებს ვატრიალებდი მე, რაებს მაბრალებ? :დდდდ
ცოტნე და იაგოზე გეთანხმები <3 ჩემთვისაც ყოველთვის განსაკუთრებულია მათზე წერა და იმ მომენტზე ცოტა მეც კი გამიჩერდა გული :დდ
არა, ხუთ ისტორიაზე მაინც ვიწუწუნებ. (მესამე წელი როა მაგიტომ ზუსტად) კუს ნაბიჯებით მოვბობღავ :დდდ
დიდი სიამოვნებით დავწერდი იმდენს, შენც და სხვასაც რომ გეყოს, მაგრამ ხოიცი ჩემი და ჩემი მუზის დამოკიდებულება და რას მახსნევინებ ეხლა? :დდდდ
ისე მიხარია, რომ მოგწონს, ვერც წარმოიდგენ.
მიყვარხარ, ჩემო სალომე თაია!! :დდდ heart_eyes heart_eyes

lullaby
ნამდვილად, ეს თავი მართლაც რომ ოჯახი იყო. და მე ბეევრჯერ, ზალიან ბევრჯერ დამბურზგლა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვკითხულობდი და ვგრზნობდი, როგორ მებატრებოდნენ აქამდე პერსონაჟები. ინტერვალი სხვა დროსაც გქონია და მგონი, ამაზე დიდიც... ხოდა აი ხომ გითხარი, არ ვიცითქო, რატომ ახლა.
ანა ისე მონეწონა ამ თავში, ვერ წარმოიდგენ. საკუთარი ზალების ირწუნა და ოდნავ, მაგრამ მაინც ჩანს, რომ ეს მას თავკერზას და უხეშს არ გახდის.
იაგოზე ვერ ვიტყვი "კაი დროსია ნიღბის ჩამოხსნაო", მაგრამ ისიც თავისი ბრალია, რომ ყველა მისი ახლანდელი ქმედება მეუცნაურება. :დდ შეგვაჩვია დაუნდობელ, ქვა იაგოს და ახლა აუბრწყინდა თვალები და ახლა გახდა მისი კოცნა გულწრფელი... დამპალი ეს :დდ <3
და ბოლოს ცოტნე, რომელიც ამ ისტორიის ყვეელაზე და ერთადერთი მბრწყინავი ვარსკვლავია. მისი მხოლოდ ხსენებაც კი ღიმილს მგვრის. ის და იაგო ერთად, ნამდვილი სითბო და იმედია. ^^ მადლობა ამ თავისთვის ანა და მეც გილოცავ დამდეგს ჩემო კარგო <3

ჩვენი შეხედულებები, როგორც ყოველთვის ემთხვევა :დდ პირველ რიგში მიხარია, რომ ანა მოგეწონა ამ თავში. ნამდვილად აუცილებელია, რომ ოქროს შუალედი დაიცვას და ამჯერათ თვითონ არ გადავიდეს დაუკრეფავში. იაგოზე ძლიერი რომ არის ზუსტად ასე გამოავლენს, ჩემი აზრით.
კი, იაგომაც დააგვიანა ნამდვილად :დდ უამრავი რამ გააფუჭა და მოუნდა ახლა ოჯახი ბიჭს. თუმცა როგორც ანასთვის, ისე ჩვენთვის, მისი თითოეული გულწრფელი ღიმილი ახლა უფრო დასაფასებელი და ძვირფასია. (ეს ჩემი აზრია მხოლოდ :დდ)
ცოტნეზე რა გითხრა? ძალიან კარგად ვიცი, შენი მისდამი დამოკიდებულება. მემგონი, პირველი ხარ, ვინც ეს პერსონაჟი აღნიშნა და მიანიჭა განსაკუთრებული მნიშვნელობა. და მე ამას ძალიან ვაფსებ და უზომოდ მიხარია. იმიტომ, რომ ჩემთვისაც ამ ისტორიის ვარსკვლავია ეს ბავშვი <3
მადლობას მიხდი ხოლმე ყოველი თავის მერე, არადა ერთადერთი მადლობელი აქ მე უნდა ვიყო. შენი ყოველი შეფება მნიშვნელოვანია ჩემთვის და სასიხარულო, თავისთავად.
ძალიან დიდი მადლობა, მარიამ heart_eyes heart_eyes

 



№17  offline ახალბედა მწერალი MariamG

ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა ითქვა ამ თავში.
1. "შენთვის გავშიშვლდი და პირველმა მითხარი, რომ მრუში ვარ."
2." მერე კი მთელ სახლში გაისმა მსხვრევის მჭახე ხმა. იაგოს ნელა ჩამოუცურდა ნიღაბი სახიდან და იატაკზე მიმოიფანტა ნატეხებად."

ხშირად ვიკავებ თავს ამ ისტორიაზე. ხშირად არ მინდა ხოლმე კომენტარის გაკეთება. იმიტომ კი არა, რომ სათქმელი არაფერი მაქვს, ან იმიტომ რომ მეზარება - უბრალოდ სათქმელი იმაზე ბევრსდ მეტია, ვიდრე შეიძლება უბრალო სიტყვებით ითქვას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიის ბოლო თავი არაა, მაინც მინდა რომ დასაწყისიდან თავიდან გამოგყვე.
ჩემთვის ეს თავი ნიშნავდა ახალ ისტორიას, ახალ პერსონაჟებს, ახალ გარემოს.
როცა პირველი თავი წავიკითხე, როცა მგლოვიარე ქალის განცდები მეც ისევე ვიგრძენი, როგორც შენ და მკითხველის უმრავლესობამ, იაგოს გამოჩენა გულს მალამოდ მოედო და ეს მხოლოდ იმიტომ არა, რომ ძალიან გულუბრყვილო ვარ და მეგონა ძველი მეგობარი იარებს უბრალოდ მოაშუშებდა.
იაგოს პერსონაჟი, იაგოს ფსიქოლოგიური პორტრეტი, მისი ღრმა ქმედებები იმდენად შემდგარი, იმდენად "მოოქროვილი" და ლამაზია, მე უბრალოდ დღემდე არ შემეძლო მისი შეძულება.
საერთოდ, ამ ქვეყნად უმიზეზოდ არაფერი ხდება. ყველაზე მწარე სასჯელი, რასაც ადამიანი იღებს უარყოფაა. უარყოფა იმ ერთადერთისგან, რომელსაც საკუთარ გულსაც მიართმევდი ლანგარზე შემოდებულს. აი ასეთი მსხვრევა მიიღო გურიანმა თავის დროზე, ასეთი დაუცხრომელი ტკივილის მსხვერპლი გახდა, ასე ძლიერად ჩაარტყეს და დაცემულს გადაუარეს. როგორი მტანჯველია, როცა გგონია, რომ საყვარელი არსება ფულზე გცვლის, რომ მის წასვლაში ვერ ხედავ სხვა მიზეზს, გარდა ღალატისა.
იაგო გურიანს უღალატეს, ატკინეს და გაუშვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბუნდოვანია იაგოს ზოგიერთი საქციელის მიზეზი, ყოველთვის მეღიმებოდა, რადგან ვიცოდი საით მიგყავდა ქვეტექსტი - იაგოს სურდა დამიანე ამოერეცხა ანას და ცოტნეს გულებიდან, სწორედ მათი მფეთქავი გულები მოესინჯა, ხან გაეშვა და ხან მოეწურა, რომ საბოლოოდ დაეჩემებინა.
წარმატებული გაფრენა ჰქონდა გურიანს. ძალიან წარმატებული. მოახერხა ქალის გული სისხლისგან დაეცალა და შემდეგ გაემრთელებინა.

ეს თავი იყო გარდასახვა. ფერისცვალება.
ჩემთვის ეს ნაწილი შემოდგომაა. ცვალებადი, ფერადი, მელანქოლიური, ტკივილნარევი სიყვარულით სავსე და იმედიანი.
ძალიან მუსიკალური იყო, როცა ბავშვმა იაგო მამად აღიქვა და მათ შორის ძილი - ერთადერთი ოცნების ასრულებად.
ძალიან ბევრ რამეს სჭირდება მსხვერპლი, ძალიან ბევრი რამე ითხოვს თავგანწირვას, მაგრამ ისე მტკივნეულად და ისე მწარედ არაფერი სტეხს ფრთებს, როგორც მარცხი სიყვარულში.
იაგოსმიერ დამტვრეული ფრთების შრიალი გავიგე ანას ზურგზე და ეს იყო საუკუნის მუსიკა, ანა.
ეს იყო შედევრი, სადაც დალპა ადამიანის კანი და დაიბადა ჯერ კიდევ წითელი, უბუმბულო, უფრთო და უსუსური, თუმცა შეყვარებული და ღმერთთან მიახლოებული გურიანი.
ბრავო.

 



№18  offline ახალბედა მწერალი An_Gel

MariamG
ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა ითქვა ამ თავში.
1. "შენთვის გავშიშვლდი და პირველმა მითხარი, რომ მრუში ვარ."
2." მერე კი მთელ სახლში გაისმა მსხვრევის მჭახე ხმა. იაგოს ნელა ჩამოუცურდა ნიღაბი სახიდან და იატაკზე მიმოიფანტა ნატეხებად."

ხშირად ვიკავებ თავს ამ ისტორიაზე. ხშირად არ მინდა ხოლმე კომენტარის გაკეთება. იმიტომ კი არა, რომ სათქმელი არაფერი მაქვს, ან იმიტომ რომ მეზარება - უბრალოდ სათქმელი იმაზე ბევრსდ მეტია, ვიდრე შეიძლება უბრალო სიტყვებით ითქვას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიის ბოლო თავი არაა, მაინც მინდა რომ დასაწყისიდან თავიდან გამოგყვე.
ჩემთვის ეს თავი ნიშნავდა ახალ ისტორიას, ახალ პერსონაჟებს, ახალ გარემოს.
როცა პირველი თავი წავიკითხე, როცა მგლოვიარე ქალის განცდები მეც ისევე ვიგრძენი, როგორც შენ და მკითხველის უმრავლესობამ, იაგოს გამოჩენა გულს მალამოდ მოედო და ეს მხოლოდ იმიტომ არა, რომ ძალიან გულუბრყვილო ვარ და მეგონა ძველი მეგობარი იარებს უბრალოდ მოაშუშებდა.
იაგოს პერსონაჟი, იაგოს ფსიქოლოგიური პორტრეტი, მისი ღრმა ქმედებები იმდენად შემდგარი, იმდენად "მოოქროვილი" და ლამაზია, მე უბრალოდ დღემდე არ შემეძლო მისი შეძულება.
საერთოდ, ამ ქვეყნად უმიზეზოდ არაფერი ხდება. ყველაზე მწარე სასჯელი, რასაც ადამიანი იღებს უარყოფაა. უარყოფა იმ ერთადერთისგან, რომელსაც საკუთარ გულსაც მიართმევდი ლანგარზე შემოდებულს. აი ასეთი მსხვრევა მიიღო გურიანმა თავის დროზე, ასეთი დაუცხრომელი ტკივილის მსხვერპლი გახდა, ასე ძლიერად ჩაარტყეს და დაცემულს გადაუარეს. როგორი მტანჯველია, როცა გგონია, რომ საყვარელი არსება ფულზე გცვლის, რომ მის წასვლაში ვერ ხედავ სხვა მიზეზს, გარდა ღალატისა.
იაგო გურიანს უღალატეს, ატკინეს და გაუშვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბუნდოვანია იაგოს ზოგიერთი საქციელის მიზეზი, ყოველთვის მეღიმებოდა, რადგან ვიცოდი საით მიგყავდა ქვეტექსტი - იაგოს სურდა დამიანე ამოერეცხა ანას და ცოტნეს გულებიდან, სწორედ მათი მფეთქავი გულები მოესინჯა, ხან გაეშვა და ხან მოეწურა, რომ საბოლოოდ დაეჩემებინა.
წარმატებული გაფრენა ჰქონდა გურიანს. ძალიან წარმატებული. მოახერხა ქალის გული სისხლისგან დაეცალა და შემდეგ გაემრთელებინა.

ეს თავი იყო გარდასახვა. ფერისცვალება.
ჩემთვის ეს ნაწილი შემოდგომაა. ცვალებადი, ფერადი, მელანქოლიური, ტკივილნარევი სიყვარულით სავსე და იმედიანი.
ძალიან მუსიკალური იყო, როცა ბავშვმა იაგო მამად აღიქვა და მათ შორის ძილი - ერთადერთი ოცნების ასრულებად.
ძალიან ბევრ რამეს სჭირდება მსხვერპლი, ძალიან ბევრი რამე ითხოვს თავგანწირვას, მაგრამ ისე მტკივნეულად და ისე მწარედ არაფერი სტეხს ფრთებს, როგორც მარცხი სიყვარულში.
იაგოსმიერ დამტვრეული ფრთების შრიალი გავიგე ანას ზურგზე და ეს იყო საუკუნის მუსიკა, ანა.
ეს იყო შედევრი, სადაც დალპა ადამიანის კანი და დაიბადა ჯერ კიდევ წითელი, უბუმბულო, უფრთო და უსუსური, თუმცა შეყვარებული და ღმერთთან მიახლოებული გურიანი.
ბრავო.

მარ... შენ წარმოდგენა თუ მაინც გაქვს, რამდენად საოცარი კომენტარი მაჩუქე?
ჩემმა სანტამ დამივიწყა და ნამდვილად შენ შეითავსე მისი როლი. იმიტომ, რომ ეს კომენტარი ჩემთვის ულამაზესი საჩუქარია 31 დეკემბრის ღამეს <3
ბევრჯერ მითქვამს შენთვის, მაგრამ უნდა გაგიმეორო: საოცარი სიზუსტით ეხები თითოეულ დეტალს. აი, შენს განხილვებს რომ ვკითხულობ, მსიამოვნებს პირდაპირ. არ ვაჭარბებ, გეფიცები :დ
პირველი ფრაზა, რომელიც გამოყავი, უფრო სასიხარულო იყო ჩემთვის, სიმართლე გითხრა. იმიტომ, რომ მეორე ბევრმა აღნიშნა. არადა ანას მიერ ნათქვამ იმ ფრაზაში ყველაზე ლაკონურად და მძაფრად ჩანდა იაგოს "ცუდი კაცობა", ჩემი აზრით. ამიტომაც მიხარია, რომ გამოარჩიე.
იაგოს შესახებაც ისე მრავლისმთქმელად იმსჯელე, დასამატებელი არაფერი მაქვს გარდა იმისა,რომ გეთანხმები. და მიხარია, რომ ასე კარგად დაინახე შენ მისი პერსონაჟი.
ეს თავი ჩემთვისაც გარდასახვა იყო. წერის პროცესშიც იმდენჯერ აღმოვაჩინე, რომ ბევრად ლაღი და სასიამოვნო პროცესი იყო, ვშიშობდი კიდეც, რომ ასეთ სახეცვლილ პერსონაჟებს ვერ მიიღებდით.
შენი ყველა კომენტარი მელოდიურია, იცი? შეიძლება იმიტომ მეჩვენება ასე, რომ შენი მუსიკის მიმართ დამოკიდებულება ვიცი, მაგრამ კითხვისას ნაზ მელოდიად ჩამესმის თითოეული სიტყვა. და შენ უღრმესი მადლობა ამ სიამოვნებისთვის!
ძალიან გამახარე heart_eyes heart_eyes

 



№19  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემო თბილო ტკბილო, გემრიელო გოგო გილოცავ უკვე დამდგარ 2018 წელს, ყველაფერ კარგს გისურვებ, რაც 20@7 წელმა დაგაკლო სიხარულით დ

ა წარმატებით, მინდა წელს აგიხდეს ყველაზე დიდი ნატვარა....
ძალიან მაგარი თავი იყო მოხარული ვარ რომ დადე,
ხო ამხელა იყო, მაგრამ მაინც არ მეყო იმიტომ რომ აგვიანებ.
როგორც იქნა რაღაც კარგი მოხდა.
და კოცნა ... ანას კომენტარი ს გარეშე დარჩა არც კი უფიქრია მასზე

 



№20  offline ახალბედა მწერალი An_Gel

terooo
ჩემო თბილო ტკბილო, გემრიელო გოგო გილოცავ უკვე დამდგარ 2018 წელს, ყველაფერ კარგს გისურვებ, რაც 20@7 წელმა დაგაკლო სიხარულით დ

ა წარმატებით, მინდა წელს აგიხდეს ყველაზე დიდი ნატვარა....
ძალიან მაგარი თავი იყო მოხარული ვარ რომ დადე,
ხო ამხელა იყო, მაგრამ მაინც არ მეყო იმიტომ რომ აგვიანებ.
როგორც იქნა რაღაც კარგი მოხდა.
და კოცნა ... ანას კომენტარი ს გარეშე დარჩა არც კი უფიქრია მასზე

ძალიან ძალიან დიდი მადლობა, ტერო <3 <3 <3 ვაგვიანებ, მართალი ხარ, მაგრამ ვცდილობ ხშირად დავდო და დიდი თავები :((

 



№21 სტუმარი სტუმარი მარიამი

მალე გაგვახარე რაააა

 



№22  offline წევრი nanika

კატერინა რატომ წაიშალა?

 



№23 სტუმარი tako

saacauli tavi iko magram katerina rato cashale? mexute nacils vkitxulobdi ukve da uceb gakra saitidan????

 



№24  offline აქტიური მკითხველი terooo

იმდენი ხანია გელიიი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent