შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*** #4


30-12-2017, 21:47
ავტორი LaLiDze
ნანახია 212

*** #4

ზოგჯერ, დგება ხოლმე ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როდესაც ერთი ნაბიჯით უკან უნდა დაიხიო.
როდესაც რაღაც უნდა დათმო.
გეშინია
ყელში რაღაც გბოჭავს, რაც არ გაძლევს იმის უფლებას რომ სწრაფი ნაბიჯებით იარო წინ და არ შეგეშინდეს ბედნიერების.
***
სად აღარ ვიყავი სამსახურის თაობაზე მაგრამ ყველგან უარი მითხრეს.
მთელი 2 კვირა გაზეთი არ გამიშვია ხელიდან, იქნებ რაიმე სხვა განცხადება ვიპოვოთქო, მაგრამ უშედეგოდ.
ლუკა, აკო, დათო და ნუცაც ჩემთან ერთად იყვნენ.
ისინიც ეძებდნენ ჩემს სამუშაოს.
დამლაგებლის თაობაზეც ვიყავი, მაგრამ უშედეგოდ.
ყველა ან უკვე ავიყვანეთ, ან აღარ გვჭირდება-ს მეუბნებოდა.
დავიღალე.
ეხლაც უშედეგოდ ვბრუნდებოდი სახლში, როდესაც იმ ბორდელს ჩავუარე.
ყველაფერი გამახსენდა.
ყველა მწარე მოგონება.
გარედან ზიზღით შევავლე თვალები იქაურობას.
მეზიზღება.
მძულს.
გული მერევა.
ის სამუშაო გამახსენდა რასაც ვაკეთებდი და უკვე აღარც კი ვიცი , მერამდენედ შემზიზღდა ჩემი თავი.
იქაურობას სწრაფად გავეცალე. სახლში შევედი, კარები მივხურე და იმწამსვე სამზარეულოსკენ წავედი.
მუქი, შავი ჩაი გავიკეთე და ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი.
თბილისს გავხედე.
რამდენ ტკივილს, ბედნიერებას, სევდას და ცრემლს იტევს, ჩემი ჩათვლით.
ტელეფონს ვიღებ და ნუცას ზარს ვპასუხობ.
- ისევ არა-ო ხო??
- ჰო, არა-ო - დამწუხრებული ვეუბნები.
- არაუშავს ელენე, მაინც გამოგვივა რამე.
- იმედია. - უხალისოდ ვპასუხობ. - სახლში ვარ, გამოხვალ? - ვეკითხები.
- კი, კი ახლავე მოვალ.
ტელეფონი როგორც კი გავთიშე ღრმად ამოვისუნთქე.
დაახლოებით 10 წუთში ნუცა უკვე ჩემთან იყო.
- ჩაი გინდა? - ღიმილით ვეგებები.
- კიი, შავი გაქვს?
- რა თქმა უნდა სიხარულო - სამზარეულოში გავდივარ და ორი ჭიქით მისაღებში ვბრუნდები.
- აბა? - ვეკითხები
- რა აბა.
- ვითომ ვერ ხვდებოდე ეხლა - ვითომ ვუბრაზდები.
- რას გულისხმობ??
- კაი ერთი, დავიჯერო ეგ თვალები უბრალო რაღაცის გამო გიბრწყინავს?? ვინ არის მოყევი ეხლა - სავარძელში კომფორტულად ვჯდები
- მოკლედ - მნებდება - ზურა ქვია. იცი რამაგარი ტიპია?? აი რომ შეხედავ იქვე დადნები. თავიდან მაგას მოვწონდი, მეფლირტავებოდა და ეგეთი რაღაცეები. მე კიდევ უარი ვუთხარი გესმის?? ისეთ ბიჭს ვუთხარი უარი შეყვარებულობაზე, რომლის დანახვისას გოგოები დნებიაბ და ძირს ეცემიან. მერე კიდევ უკვე მეთვითონვე მივწერე ხელახლა რომ ვცადოთ რამე გამოგვივათქო? ხოდა სჯობ გვიან ვიდრე არასდროსო, და დღეს მის შესახვედრად ვიყავი.. იცი რა საყვარელი იყო? - ძალიან ემოციურად ყვება.
- ვაიმე როგორ მიხარიაააააააა - ბედნიერი სახით ვუთხარი. - ნუცა და ზურა. უხდება ერთმანეთს.
- იცი რა კაი ტიპია?? აი ძალიან მაგარი. მაგრამ მხოლოდ ჩემია და არა სხვისი!!! - ბავშვურად დაიწყო საუბარი, რაზეც სიცილი მოვრთე.
- აუ ბავშვი ხარ რა ნუცა.
- ბავშვი ვარ ოღონდ ზურასი!! - ისევ აგრძელებდა.
- ხომ დარჩები?
- აბა რას ვიზამ. - მეთანხმება სწრაფად.
მთელი ღამე საუბარში გავატარეთ. ხან რას ვაკეთებდით ხან რას.

მე ბედნიერი ვიყავი.
იმაზე ბევრად მეტად ბედნიერი ვიდრე ამას წარმოვდიგენდი,
მაგრამ
მაგრამ დილის ზარმა ყველაფერი შეცვალა.
დიდი წვალებით აშენებული ბედნიერება დამინგრია.
სულიერად გამანადგურა.
მომკლა.
გამათავა.

დილის 10 საათზე ზარმა გამაღვიძა.
სწრაფად ვუპასუხე ისე რომ ნუცას არ გაღვიძებოდა და ოთახიდან გამოვედი
- გისმენთ - ჩვეულებრივ ვუთხარი.
- პატარა ქალბატონო - გაისმა მკაცრი, ვიცი ბარიტონი.
შემეშინდა.
- გისმენ ყოფილო უფროსო.
- მე მგონი მალე ისევ შენი უფროსი ვიქნები - ირონიულად მითხრა.
- რას ქვია უფროსი იქნები? მე მანდ არ მოვალ!!! - თითქმის დავუყვირე კიდევაც.
- მოხვალ, შენი ფეხით მოხვალ ჩემთან. ამდენი ხნის განმავლობაში როგორ გგონია სამსახურში რატომ არ გიღებდნენ? ყველა უარს რატომ გეუბნებოდა? - ამ სიტყვებზე ყველა ის კადრი ამიდგა თავში, ჩემი სახელის და გვარის გაგებისთანავე სახე რომ ეცვლებოდათ და მკვახე უარს მეუბნებოდნენ.
- შენ....შენ...
- ჰო მე. - ისევ აგრძელებდა ირონიულად საუბარს - დღეს თუ არ მოხვალ სამსახურში, ჩათვალე შენი საყვარელი მეგობარი ნუცა, კარგ დღეში არ იქნება - დამემუქრა.
ახლა უკვე შემეშინდა, იმის გამო რომ საყვარელ ადამიანს დავკარგავდი.
ადამიანს რომელმაც მასწავლა დაქალობა.
ადამიანს რომელსაც ჩემს დარდს ვუზიარებდი.
ხელები და ფეხები ამიკანკალდა.
თვალები ამტკივდა, ისე მინდოდა ტირილი.
- მოვალ- გავეცი პასუხი.
პასუხი, რომელიც ერთი ნაბიჯით უკან მაბრუნებდა.
პასუხი, რომელსაც ჩემთვის ხელახლა ტკივილი უნდა მოეყენებინა.
და პასუხი, რომლითაც მეგობრები აღარ მეყოლებოდა.

------
მადლობა ყველას ვინც კითხულობთ <3
ვიცი პატარაა მაგრამ მეტს ვერ ვახერხებ.
სათითაო მკითხველს გაფასებთ <3
რაც არ მოგწონთ ჩემს მოთხრობაში მითხარით და ყველაფერს გავითვალისწინებ.
2017 წელი ჩემი ამ თავით მთავრდება და დამიჯერეთ 2018-ში უფრო მაგარი და დიდი თავები გელოდებათ.
2018 წელი მინდა თქვენთვის სულ კარგი წელი ყოფილიყოს. ულევი ბედნიერების და სიხარულის მომტანი.
ძალიან ძალიან მიყვარხართ <3 <3скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent