შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული გრძნობები (თავი 6)


31-12-2017, 03:10
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 1 860

აკრძალული გრძნობები (თავი 6)

თავი 6

სახლის მეპატრონემ გასაღები გადმომილოცა. მყუდრო ბინა იყო, პატარა, ცოტახანს გამოდგებოდა. ნივთები ამოვალაგე და იქაურობა მოვაწესრიგე. მთელი დღე თავისუფალი მქონდა რადგან კვირა იყო. კუჭმა თავი შემახსენა, საშინლად დამეზარა გარეთ ჭამა, ნაცრისფერი სპორტულები ამოვოცვი და სუპერმარკეტში გავედი, საჭირო პროდუქტები ვიყიდე და სახლში დავბრუნდი, სადარბაზოში შესვლას ვაპირებდი იქიდან ანა რომ გამოვიდა. გამიკვირდა მისი აქ დანახვა, თუმცა ვაღიარებ, საერთოდ არ გამხარებია. უკანასკნელი ადამიანი იყო ვისთან ლაპარაკიც ამ მომენტში მინდოდა. ბავშვივით გაბუტვა ჩემი სტილი არ არის მაგრამ საშინლად გულზე მომხვდა მისი სიტყვები, იმაში ბოლომდე ვეთანხმები რო და-ძმა არვართ, არც ნანას და ზურას შვილი ვარ, მაგრამ იმ ოჯახის წევრი, რომელშიც ამდენ წელს გაატარებ ერთ მშვენიერ დღეს რომ მოგიბრუნდება და გეტყვის რომ მისი ოჯახისსწევრი არ ხარ, რომ იქ არ უნდა ცხოვრობდე, უბრალოდ მტკივნეულია.
გავჩერდი, არ მინდოდა დავენახე, იქნებ წასულიყო, მაგრამ შემამჩნია. ადგილიდან არ განძრეულა, მივხვდი რომ არ წავიდოდა, სადარბაზოსთან მივედი.
-აქ რაგინდა?_ვეცადე რაც შეიძლებოდა ჩვეულებრივი ტონით დავლაპარაკებოდი და წყენა არ შემემჩნია
-შენი ნახვა მინდოდა
-აჰა მნახე_ხლები განზე გავშალე და მის წინ დავტრიალდი, ირონიული სახით მივაჩერდი_მერე?
-გეგა გეყოფა, ლაპარაკი მინდა.
თვალებში ეტყობოდა რომ არქონდა აზრი წინააღმდეგობის გაწევას, წამოდითქო ვუთხარი და სახლში შევატარე. სამზარეულოში გავედი, უკან დასჯილი ბავშვივით გამომყვა. პარკები მაგიდაზე დავაწყვე, ოდნავ მოშორებით იდგა თავჩახრილი, დამნაშავე ბავშვივით.
-აქ თუ ნანამ ან ზურამ გამოგიშვეს ბოდიშის მოსახდელად სჯობს არც დაიწყო
-არა არიციან აქ როვარ
-გისმენ, რაგინდოდა
მზერა მოვაშორე, თან პროდუქტების მაცივარში შეწყობა დავიწყე
-ცუდად გამომივიდა, არ ვთვლი რო უცხო ხარ, ხოიცი...
-არა არვიცი
-გეგა დამამთავრებინე...რთული იყო მაიას სიტყვების მოსმენა, წარმოიდგინე დილას ერთმანეთს ვკოცნით, საღამოს და-ძმას გვიწოდებენ, თავი ვერ შევიკავე.
-მესმის ანა,_მართლა მესმოდა_მეც არ მქონდა კარგი რეაქცია, მაგრამ შენ გაბრაზდი, სიბრაზისას კი ის თქვი რასაც ფიქრობდი და იცი რა? მაეთალი ხარ, ამდენხანს ვაწუხებდი შენს ოჯახს, უკვე წამოსვლის დრო იყო
-გეგა გეყოფა! ჩემმა ოჯახმა მის წევრად მიგიღო
-შენმა ოჯახმა კი, შენ?_ახლოს დავიდექი და გამომცდელად ჩავაშტერდი თვალებში.
-რა მე?
-შენ რად მიმიღე ანა?
-.....
-კარგი მე გეტყვი, შენ არასდროს მიგიღივარ, არათუ როგორც ოჯახის წევრი, არამედ როგორც ადამიანიც კი. ყოველთვის ანა, ბავშვობიდან ვერ მიტანდი, არასდროს გიცდია ჩემთან საერთო ენის გამონახვა და რეალურად ყოველთვის იმიას ფიქრობდი რაც გუშინ შემთხვევით ხმამაღლა გააჟღერე_მთელს ირონიას, ბრაზს, წყენას და დაგროვილ ემოციებს ვატანდი ამ სიტყვებს, გაოცებული თვალებით შემომყურებდა, ცოტაც და აფეთქდებოდა
-და შენ გეგა?_ჩამწყდარი ხმით დაიწყო ლაპარაკი_შენთვის ვინ ვიყავი? ან ვინ ვარ?
-ადამიანი რომელიც ვერ მიტანს ანა, მე სიმართლეს აღვიქვამ და ფაქტი სახეზეა, ვერ მიტან, ბავშვობიდან ვერ მიტან, ოღონდ რატომ არც მე არ ვიცი
-იდიოტიხარ გეგა იდიოტი თუ გგონია რომ ვერ გიტან_ხმა გაუმკაცრდა მაგრამ თვალები ცრემლებით აევსო
-აბა რას ნიშნავს შენი საქციელი, როგორ გავიგო ანა, ერთ დღეს ერთს ამბობ მეორე დღეს მეორეს, ამბობ რომ გაბრაზდი და-ძმა რომ გვიწოდეს, რადგან წინა დღეს ერთმანეთს ვაკოცეთ, არადა შენთვითონვე მითხარი რომ ის კოცნა არაფერი იყო, მითუმეტეს როცა ვიღაც გიყვარს, ვერ ვიგებ რატომ მიანიჭე ამხელა მნიშვნელობა, ხომ შეგეძლო გაჩუმებულიყავი და სიტუაცია არ გაგემძაფრებინა
-რატომ? გაინტერესებს რატომ_ყვირილზე გაუაზრებლად გადავიდა_იმიტომ რომ ის ვიღაც შენ ხარ გეგა, შენ მიყვარხარ გეგა, ბავშვობიდან მიყვარხარ_თვალები ჩაუსისხლიანდა ხმა აუკანკალდ, ცრემლები წასკდა მაგრამ საუბარი არ შეუწყვიტავს_და სანაცვლოდ მე რას ვიღებდი გეგა? შენთვის მხოლოდ პატარა ბავშვი ვიყავი რომელიც უბრალოდ ნერვებს უშლიდა, წარმოიდგინე ვიღაც მთელი გულით, მთელი არსებით გიყვარს მთელი ცხოვრებაა, მერე ამ ადამიანს შენს დად მიიჩნევენ, როგორი მოსასმენია გეგა? როგორი ასატანია რომ ის გიყვარს ვისთანაც მომავალი არ გაქვს, რადგან ერთ ოჯახში გაიზარდეთ, რადგან შენმა მშობლებმა ის შვილად მიიღეს, რადგან საზოგადოებამ შეიძლება ინცესტადაც ჩათვალოს ყველაფერი, მერე რა რომ არ ვართ ერთი დედ-მამის შვილები, შენ ჩვენს ოჯახში გაიზარდე, ხალხისთვის, ოჯახისწევრებისთბის შენ ჩვენიანიხარ და ჩემი გრძნობები...ჩემი სიყვარული უბრალოდ არ შეიძლება, არ უნდა მიყვარდე არააა.
გაოცებული ვუსმენდი მის გამოსვლას, საუბარს რომ მორჩა ხელი ტუჩებზე მიიდო, თითქოს მხოლოდ მაშინ გაიაზრა რაც თქვა, რაც წამოცდა. მეკი ერთ ადგილას გახევებული ვიდექი, ვერ ვაცნობიერებდი ვერაფერს, ისე წავიდა სახლიდან აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. დივანზე მოწყვეტით დავენარცხე, ანუ რა გამოდის? ანას ვუყვარვარ? როგორ ან რანაირად?
არასდროს მიფიქრია ამაზე. არ ვუარყობ, რაღაც გარკვეული კავშირი იყო მისი ჩამოსვლის შემდეგ მაგრამ მთელი ცხოვრება სიყვარული? ანუ ის ვარ ვინც ამდენიხანია უყვარს...გონება ამერია, აღარვიცოდი რაზე მეფიქრა, მხოლოდ ახლა გავაცნობიერე რატომ ჰქონდა ანას ასეთი რეაქციები. შემეცოდა? ალბათ. მაგრამ მე როგორ ვერ მივხვდი? არადა სულ ვგრძნობდი როცა ქალს რაიმე გრძნობა გააჩნდა ჩემს მიმართ, ანას რომ არეთქვა ამას ვერასდროზ წარმოვიდგენდი.
ფიქრისგან უკვე ტვინი მისკდებოდა, ბიჭებს დავირეკე, ჩემთან ამოვიდნენ, ყველაფერი მოვუყევი, სხვანაირად არ შემეძლო. თვით პოზიტივი ნიკუშაც კი ალეწილი სახით მისმენდა
-აი ყველას წარმოვიდგენდი ვაბშე მარა მაგას ვერა გეფიცები
-ბიჭო რაუნდავქნა?_ისტერიული სიცილი მივარდებოდა
-გარტყმაში არ ვარ_მგონი გიორგი ჩემზე მეტად გაოცებულიიყო
-გეგა და...ანაზე შენ არ გიფიქრია?_ნიკუშას კიტხვამ ექოსავით გაიჟღერა სახლში, ყველანაირ კითხვას მოველოდი მაგრამ ამას არა, მეთვითონაც არ ვიცოდი, მიფიქრია? ყველაფერი არეული მქონდა და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი რომ დინებას უნდა მივყოლოდი.

მთელმა კვირამ რუტინულად ჩაიარა, სამსახური სახლი, ერთხელ ვიყავი ნანასთანაც, საბედბიეროდ ანა შინ არ დამხვდა. მეთვითონაც არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა როცა ვნახავდი, რა უნდა გამეკეთებინა, ყელში მიჭერდა ის აზრი რომ ამდენ ხანს ჩემს გამო იტანჯებოდა, მართალია დამნაშავე თითქოსდა არაფერში ვიყავი, მაგრამ მაინც არ მასვენებდა გაურკვეველი გრძნობები. ძილისწინ რატომღაც ის კოცნა გამახსენდა, ბოლოს გოგოს დიდი ხნის წინ ვაკოცე. ასე ვიყავი, გრძნობების გარეშე სექსი ჩვეულებრივი ამბავი იყო ჩემთვის, მაგრამ კოცნა არა. იმ დონემდე ინტიმურად მივიჩნევდი ბაგეების შეხებას რომ ვერასდროს ვკოცებდი იმას ცინც არ მიყვარდა, მაგრამ მაშინ რატომ მომინდა ანას კოცნა, მითუმეტეს რატომ განვახორციელე ეს ქმედება თუ კი არაფერს ვგრძნობდი. ან იქნებ ვგრძნობ და ვერ ვხვდები? ვერ ვიტყვი რომ ანა მიყვარს, მაგრამ არის რაღაც გაირკვეველი რასაც მის მიმართ განვიცდი, და რადგანაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გაურკვევლობას ვერ ვიტან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამეგო რა ხდებოდა ჩემს თავს.

დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. გამომძიებელი იყო, მაცნობა რომ ვაჟას კვალის დევნამ ბოსტონამდე მიიყვანა, ამიტომ მიემგზავრებოდნენ, როგორცკი ახლას გაიგებდნენ რამეს მაშინვე მაცნობებდნენ, მეც ბოლომდე მივენდე მათ. სამსახურში ნანამ დამირეკა და მითხრა რომ აუცილებლად უნდა მივსულიყავი საღამოს ვახშამზე. უარს ვერ ვეტყოდი და ისიც გავაცნობიერე რომ ანას ნახვაც მომიწევდა. საღამოს დიდი ყვავილები ვიყიდე ნანასთვის, ტკბილეულობაც შევიძინე და ისე მივედი. ცოტა დამაგვიანდა, ალექსმა გამიღო კარი
-ვაა ეს ვინ მოსულა_სიცილით გადამეხვია და სახლში შემატარა, იმ ოთახში შესვლას კი თურმე ყველაფერი ჯობდა. სუფრასთან მთელს ოჯახს მოეყარა თავი, ანას კი გვერდს გამოიცანით ვინ უმშვენებდა? სანდრო!
მისი უაზრო რეპლიკა გამახსენდა და მომინდა იქვე ძვლებში დამელეწა, თან როგორ ნაგლად იჯდა ანას გვერდით და ირონიულად შემომცქეროდა. გაბრაზება არ შევიმჩნიე და ღიმილით გადავეხვიე ჯერ ნანას შემდეგ ზურას.
-გეგა გაიცანი ეს სანდროა ანას მეგობარი, სანდრო ეს კი გეგაა._დიდისამბით გამაცნო ალექსმა, ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევათ, მეც ჩამოვართვი, წამით ანას გადავხედე, მაშინვე მომაშორა მზერა და თავი ჩახარა. ანას პირდაპირ, მაგიდასთან დავჯექი.
-მგონი ერთმანეთი გვინახავს ხო?_სანდროს ირონიული ხმა გაისმა, გაკვირვებულმა ავხედე
-მგონი? უკვე დაგავიწყდა?
ყველა დაიძაბა, ისევ ნანამ განმუხტა სიტუაცია
-სანდრო რას საქმიანობ
-მამას ბიზნესი მაქვს ჩაბარებული მის დაბრუნებამდე
-და თვითონ სად არის
-საზღვარგარეთაა
-რომელ ქალაქშია
-იცით... ზუსტად არ ვიცი....
ყველას გაუკვირდა, რეალურად როგორ შეიძლება არ იცოდე მამის ადგილსამყოფელი, მაგრამ იმ წუთას ისე მქონდა ნერვები აშლილი მისი ამ სახლში ყოფნის გამო რომ ყურადღება საერთოდ არ მიმიქცევია ამ ფაქტისთვის.
კიდევ რღაცებს საუბრობდნენ, სიტყვაც კი არ გამიგია, დაჟინებით ვუყურებდი სანდროს, ისიც ირონიულად გადმომხედავდა ხოლმე და ანასთან უფრო ახლოს იწეოდა, რამდენჯერმე ანას გავუსწორე თვალი, მაგარი გოგოს როლი მოირგო, ყალბი ღიმილი აიკრა და თვითონაც მაშტერდებოდა ზედ. ცოტახანიც რომ გავჩერებულიყავი იმ სანდროს ლბთ ძვლებში დავშლიდი, ამიტომ საქმეევი მოვიმიზეზე და იქაურობას სწრაფად გავეცალე
-ანა გააცილე რა გეგა_ნანამ გადასძახა, თვითონ სამზარეულოში რაღაცის გამოსატანად იყო მოსული. ძალიანაც არუნდოდა მაგრამ ზედმეტი ყურადღების მიქცევას ისევ ჩემი გაცილება ამჯობინა, კარამდე მშვიდად მივედით, მკლავში ხელი მთელი ძალით მოვკიდე, გარეთ გავათრიე და კედელთან ავაყუდე, შეშინებული თვალებით მიყურებდა
-ეს ს*რი აქ რას აკეთებს
-რაა?
-რაუნდათქო აქ სანდროს_ისე დავიღრიალე ადგილზე შეხტა
-გასაცნობას მოვიყვანე
-და რა ამპლუაში გააცანი?_გამომწვევად ვკითხე და თვალებში ჩავაშტერდი, დაიბნა, აირია, მერე თითქოს საკუთარი თავი გაამხნევა და მტკიცედ მიპასუხა
-ეგ შენი საქმე არ არის_წასვლა დააპირა, წელზე ხელი მოვკიდე და ისევ კედელთან მიყავუდე, ამჯერად მეც სხეულზე ავეკარი
-ჩემი საქმე არ არის? აბა ვისი საქმეა
-გეგა რაგინდა_ხმა გაუტყდა
-მე რამინდა? მე კიარა შენ რა გინდა ამ ყ*ესთან გოგო
-მაცდი რომ ბედნიერი ვიყო? შენ გამო ისედაც ამდენიხანი დავკარგე. სანდრო კარგი ბიჭია, გვესმის ერთმანეთის დ აშენგან განსხვავებით მოქცევა იცის
-მოქცევა იცის?_დაბალი ტონით ვკითხე და უფრო ახლოს მივუტანე სახე სახესთან
-კი_ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა
-და შენი აზრით არ ტეხავს მასთან ყოფნისას ჩემს კოცნაზე რომ იფიქრებ?_გამომცდელად ჩავჩურჩულე, ხმა არ ამოუღია, ენა სქელ ტუჩებზე გადაიტარა და აი უკვე მეორედ გამიჩნდა კოცნის სურვილი, ცოტაც და მის ტუჩებს შევეხებოდი ტელეფონმა რომ დარეკა, ერთი შევიგინე და ჯობიდან ტელეფონი ამოვიღე, ანამაც მომენტით ისარგებლა და კარისკენ წავიდა
-ამ საუბარს გავაგრძელებთ_მივაძახე, მანქანისკენ წავედი თან ტელეფონს ვუპასუხე.
-გისმენთ
-გეგა, პროკურატურაში მოდი სასწრაფოდ, ვაჟა დავაკავეთ, უკვე აქ ვართ.
წუილივით ჩეესმოდა მისი სიტყვები, სწრაფად ჩავჯექი მანქანაში და ნახევარი საათის სავალი გზა 10 წუთში დავფარე. განყოფილევაში მალევე მიმასწავლეს გამომძიებლის კაბინეტი
-გამარჯობა გეგა
-გამარჯობა ლუკა_სწრაფად ჩამოვართვი ხელი გამომძიებელს და აქეთიქით ყურება დავიწყე ვაჟას ნახვის იმედად
-აქ არარის
-ნახვა მინდა
-ნახავ, ოღონდ არა ახლოდან და არა პირისპირ, ხომ გდსმის, აფექტის მდომარეობაში რამე რო ქნა მერე ჩემზე იქნება რა, დაკითხვაზეა, შეგიყვან, მინის შუშიდან მიკროფონით მოსიმენ მის პასუხებს
-კარგი.
-გარეთ მისი შვილი გველოდება დავიბარეთ, ისიც იქ იქნება
კაბინეტიდან დაკითხვის ოთახში გავედით, მინაზე ჟალუზი იყო, ამიტომ ჯერ ჩემი მშობლების მკვლელს ვერ ვხედავდი, კარი გაიღო, ფორმებში ჩაცმული ორი კაცი შემოვიდა, მათ კი არც მეტი და არც ნაკლები, ჩემი მშობლების მკვლელის შვილი, ანას "მეგობარი", ბატონი სანდრო ბერიე შემოყვა.




ცოტა დამაგვიანდა და მაპატიეთ.
ეს ჩემი ბოლო პოსტია 2017წელს! ბევრი რამე მომცა ამწელმა და პირველ რიგში თქვენთან დამაკავშირა! რომ იცოდეთ რამხელა ემოციას და სტიმულს მაძლევთ, რათბილები და კარგები ხართ!!! ძალიან მახარებთ, მინდა რომ 2018 თქვენთვის ძალიან კარგი და ბევრი წარმატების მომტანი იყოს, დაე ყველა ოცნება რეალობათ გექციოთ, ბევრ სიყვარლს გისურვებთ, მე ხომ იცით სულ სიყვარულის მხარეს ვარ, უბრალოდ ამას იშვიათად გამოვხატავ, რეალურად მხოლოდ ჩემს ისტორიებში ვაჩენ!მოკლედ მინდა რომ ბედნიერები იყოთ, გილოცავთ!

ეს კი მეექვსე თავი❤ იმედია მოგეწონებათ და ველი თქვენს შეფასებებს❤❤❤скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი მარი

შენც გილოცაავ დამდეგ ახალ წელს ძალიან კარგი ხაარ ასე წარმატებით გააგრძელე წერაა ყველაფერი არაჩვეულებრივიააა❤

 



№2  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

სტუმარი მარი
შენც გილოცაავ დამდეგ ახალ წელს ძალიან კარგი ხაარ ასე წარმატებით გააგრძელე წერაა ყველაფერი არაჩვეულებრივიააა❤

დიდი მადლობაა❤❤

 



№3 სტუმარი mariami

Dan saintereso da kargi istoriaaa tan sxvebisgan gansxvavebuli dzaan momwons da imedia male dadeb shemdeg tavs warmatebebs gisurveb <3 <3

 



№4 წევრი Tskrialashvili Mariami

წინა საახალწლოდ, მაგარი საჩუქარი გამიკეთე მარიამ, აღარ მეგონა რომ ამ წელს დადებდი :დ მაგრამ როგორც სულ მახარებ დღეს უფრო დააგვირგვინე :* ძალიან გამიხარდი :*
მეც გილოცავ დამდეგს :*
ხო რაც შეეხება ამ თავს გუშინდელზე კარგი იყო და დარწმუნებული ვარ ხვალინდელზე ნაკლები :*
თავისჭკუაში არ უყვარს ბიჭს :დ ბოლო მომენტი მაგარი იყოოო მომეწონა :* აი რამის რომ აკოცა იის :დ
#მიხარიხარმარიამგყვარობ :*

 



№5  offline წევრი Annusha999

ძააან მომწონს და იმედია საინტერეოდ გაგრძელდება ❤️???? შენც გილოცავ დამდეგს❤️❤️❤️

 



№6 სტუმარი სტუმარი Bella

ვაიმე ესრაპატარა თავიაა cry cry

 



№7 სტუმარი ana

au rogor gamixarda a amis naxva,male dade ra is momcons vegar vitmen!!!

 




ვაიმეეე ო.ო შენ ხარ ძალიან გიჟი გოგო ❤ ვინ დადებს ახალ თავს ასე მალე,თან ასე ცხელ-ცხელს,ძალიან კარგად ვითარდება მოვლენები,ახალი წლის წინა დღეს ახალი თავის ნახვა ისე კარგ ხასიათზე მაყენეებს :დდდდ მეც გილოცავ დამდეგ ახალ წელს,ყველაფერი კარგის დასაბამი ყოფილიყოს,უფრო მეტი სიხარული და სიყვარული შეგმატოს ამ წელმა და რაც 2017ში ვერ აიხდინე 2018ში აგეხდინოს❤❤❤წარმატებები და აბა ველი შემდეგ თავს❤

 



№9  offline წევრი kaisha13

როგორ არ მინდოდა დამთავრებულიყო ეს თავიი,იმედია მალე მოახერხებ დადებას ახალი თავის ხო?ოღონც მერე მეტი ანა და გეგა რაა და ამ გამოძიებით ძალიან დაძაბვა და არგვინდა :* შენი მჯერა რო ისე საინტერესოდ და კარგად გააგრძელებ როგორც დაიწყე

 



№10  offline წევრი ტკბილიწიწაკა

როგოორ არ მინდოდა დასრულებამდე წაკითხვა მეთქი ერთიანად წავიკითხავ ყველა თავს თქო მაგრამ ცდუნებამ ვერ გამიძლო და მშიერივით ვეტაკე :დდდდდ აი რაუნდა გითხრა ჰა?? ყოველ თავში ავლენ შენს განსაკუთრებულ ნიჭს ♥♥♥ უბრალოდ მიყვარს ეს ისტორია ♥ ჩემთვის ემოციურიცაა და ძლიერიც ♥♥ძალიან საინტერესოდ მიგყავს ისტორია რასაც უფრო მეტად ვაფასებ ♥♥ ბოლო ორი თავი ისე ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე არც მეყო :დ მაგრამ საახალწლოდ ნამდვილად სასწაული საჩუქარი გამიკეთე ამ ისტორიის დადებით ♥♥♥ ასევე გილოცავ დამდეგს და ამ ახალმა წელმა წარმატებები და სურვილების ასრულება მოგიტანოს ♥♥ მიყვარხარ და მოუთმენლად გელოდები ♥♥♥

 



№11  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

mariami
Dan saintereso da kargi istoriaaa tan sxvebisgan gansxvavebuli dzaan momwons da imedia male dadeb shemdeg tavs warmatebebs gisurveb <3 <3

დიდი მადლობა❤❤

Tskrialashvili Mariami
წინა საახალწლოდ, მაგარი საჩუქარი გამიკეთე მარიამ, აღარ მეგონა რომ ამ წელს დადებდი :დ მაგრამ როგორც სულ მახარებ დღეს უფრო დააგვირგვინე :* ძალიან გამიხარდი :*
მეც გილოცავ დამდეგს :*
ხო რაც შეეხება ამ თავს გუშინდელზე კარგი იყო და დარწმუნებული ვარ ხვალინდელზე ნაკლები :*
თავისჭკუაში არ უყვარს ბიჭს :დ ბოლო მომენტი მაგარი იყოოო მომეწონა :* აი რამის რომ აკოცა იის :დ
#მიხარიხარმარიამგყვარობ :*

ახალწელს ისე ხომ არ შევხვდებოდი რომ არ მომელოცა თქვენთვის :დდდ ❤ ძალიან ძალიან მიხარია თუ გახარებ და მოგწონს❤❤❤ მიყვარხარ და ბევრი ბედნიერება შენ!❤❤❤

Annusha999
ძააან მომწონს და იმედია საინტერეოდ გაგრძელდება ❤️???? შენც გილოცავ დამდეგს❤️❤️❤️

იმედია❤ მიხარია რომ მოგწონს❤ დიდი მადლობა❤

სტუმარი Bella
ვაიმე ესრაპატარა თავიაა cry cry

ბოდიში რო ყოველდღე ვდებ და უფრო დიდები ვერ მოვახერხე, თან ამ შუა საახალწლო მზადებაში :დდდდ მადლობა რომ კითხულობ

ana
au rogor gamixarda a amis naxva,male dade ra is momcons vegar vitmen!!!

დიდი მადლობა❤ ვეცდები ყველანაირად❤

წარსული კვდება...
ვაიმეეე ო.ო შენ ხარ ძალიან გიჟი გოგო ❤ ვინ დადებს ახალ თავს ასე მალე,თან ასე ცხელ-ცხელს,ძალიან კარგად ვითარდება მოვლენები,ახალი წლის წინა დღეს ახალი თავის ნახვა ისე კარგ ხასიათზე მაყენეებს :დდდდ მეც გილოცავ დამდეგ ახალ წელს,ყველაფერი კარგის დასაბამი ყოფილიყოს,უფრო მეტი სიხარული და სიყვარული შეგმატოს ამ წელმა და რაც 2017ში ვერ აიხდინე 2018ში აგეხდინოს❤❤❤წარმატებები და აბა ველი შემდეგ თავს❤

ისეე მიხარია რომ მოგწოოონს ❤❤❤❤ დიდი დიდი მადლობა მეც ყველაფერს ძააალიან კარგს გისურვებ მთელი გულით❤❤❤ ვეცდები მალევე გაგახაროთ ახალი თავით❤

kaisha13
როგორ არ მინდოდა დამთავრებულიყო ეს თავიი,იმედია მალე მოახერხებ დადებას ახალი თავის ხო?ოღონც მერე მეტი ანა და გეგა რაა და ამ გამოძიებით ძალიან დაძაბვა და არგვინდა :* შენი მჯერა რო ისე საინტერესოდ და კარგად გააგრძელებ როგორც დაიწყე

დიდი მადლობა❤❤ როგორცკი მოვახერხებ დავდებ აუცილებლად, მეც არმიყვარს როვალოდინებ ხოლმე :დდ❤❤

ტკბილიწიწაკა
როგოორ არ მინდოდა დასრულებამდე წაკითხვა მეთქი ერთიანად წავიკითხავ ყველა თავს თქო მაგრამ ცდუნებამ ვერ გამიძლო და მშიერივით ვეტაკე :დდდდდ აი რაუნდა გითხრა ჰა?? ყოველ თავში ავლენ შენს განსაკუთრებულ ნიჭს ♥♥♥ უბრალოდ მიყვარს ეს ისტორია ♥ ჩემთვის ემოციურიცაა და ძლიერიც ♥♥ძალიან საინტერესოდ მიგყავს ისტორია რასაც უფრო მეტად ვაფასებ ♥♥ ბოლო ორი თავი ისე ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე არც მეყო :დ მაგრამ საახალწლოდ ნამდვილად სასწაული საჩუქარი გამიკეთე ამ ისტორიის დადებით ♥♥♥ ასევე გილოცავ დამდეგს და ამ ახალმა წელმა წარმატებები და სურვილების ასრულება მოგიტანოს ♥♥ მიყვარხარ და მოუთმენლად გელოდები ♥♥♥

აუუუუუ როგორ მიყვარს შენი კომენტარები და როგორ ძალიან მიხარია რომ მოგწოოონს❤❤❤❤❤❤ ვეცდები რაცშეილება მალე დავდო❤მეც მიყვარხარ და იცოდე ევას მეც ველი :დდდ ❤❤❤

 



№12  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

გუშინ ღამე დავდე ახალი თავი და ჯერკიდე არდამატებულა -_-

 



№13  offline წევრი Tina Falcone

დღეს წავიკითხე ექვსივე თავი ერთად,ძალიან საიმტერესოდ ვითარდება სიუჟეტი.ლარგად წერ.მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.

 



№14  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

Tina Falcone
დღეს წავიკითხე ექვსივე თავი ერთად,ძალიან საიმტერესოდ ვითარდება სიუჟეტი.ლარგად წერ.მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.

დიდი მადლობა❤მიხარია რომ მოგწონყ

 



№15 სტუმარი Eleonora1515

Rodis velodot axal tavs

 



№16  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

Eleonora1515
Rodis velodot axal tavs

გუშინ ღამე დავდე ჯერკიდევ. არდადებულა, ადმინისტრაცია როგორცჩანს ერთობა და ავტორიზაცია ჯერ არგაუვლია???????? ველოდები მეც როდის დაიდება :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent