შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბროწეულები (სრულად)


31-12-2017, 16:10
ავტორი ელპინი
ნანახია 1 368

ბროწეულები (სრულად)

"ძვირფასო გეგ, დღეს 31 დეკემბერია, მალე ახალი წელი მოვა. თუ შენ ახლა ამ წერილს კითხულობ, ესე იგი, სახლში მოხვედი, სამსახურიდან დაღლილი და მე წავედი, მაგრამ მთავარია არ დამვიწყებიხარ. შენ ფიქრობ, რომ არასწორად მოვიქეცი. არ არის ასე, ძვირფასო გეგ. მე შენგან წავედი, არა იმიტომ, რომ აღარ მიყვარხარ, იმიტომ, რომ შენს სიყვარულს ვეღარ ვუძლებ. იმიტომ, რომ მჭამს ეს გრძნობა და აღარ ძალმიძს ავიტანო, გავუძლო. ყოველ ღამით იმაზე ფიქრით ვიძინებდი და სულ ვოცნებობდი, რომ ჩვენი ქორწილის შემდეგ ერთხელ ღამით მაინც შენი ალერსით დამეძინა, მაგრამ ასე არასდროს ხდებოდა, ძვირფასო გეგ. არა, იმიტომ, რომ აღარ გიყვარდი, არამედ იმიტომ, რომ სამსახურიდან დაღლილი, რომ მოდიოდი აღარაფრის თავი გქონდა. მესმის და ვგრძნობ. შენი თვალები, ძვირფასო გეგ. ალბათ, დღესაც მძიმე დღე გქონდა, მაგრამ სამზარეულოში შენი საყვარელი ბროწეულის წვენი დაგიტოვე. დალიე და ხანდახან გამიხსენე ხოლმე."
უკვე, მეათასედ ვწერ, მგონი მსგავსი შინაარსის წერილს და სანამ ჩემი ქმარი სამსახურიდან მოვა, იმედი მაქვს, რომ მოვასწრებ ნორმალური წერილის დაწერას. ხან ჩემმა თვალებიდან დაუკითხავად წამოსულმა ცრემლმა ფურცელზე დატანილი ნაჯღაბნი გადაშალა. ხან უბრალოდ, მე არ მომეწონა, იმიტომ, რომ ბოლომდე ვერ ჩავდე გრძნობა. ხან მელანი გამოელია ჩემს უკვე, მეათასედ გამოცვლილ სამელნეს. ლამპის შუქზე ჩემი დახრილი ხელით ნაწერი ლამაზად ჩანდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვასრულებდი. არადა, ჩემ თავს ვებრძვი, რომ დავასრულო.
-ძვირფასო, მოდი, დაგეხმარები.
პიჯაკს ვხდი, ქუდსაც და საკიდზე ვკიდებ ყოველ საღამოს. სამსახურიდან მოსულს ყოველთვის კარებში ვეგებები, მაგრამ ჩემს სითბოს ვერ ხვდება. იმდენად გადაღლილია, მხოლოდ ძილი სჭირდება. დაიძინებს თუ არა, საწოლიდან ვდგები, მის ქურთუკს ვიღებ და ღამეებს ვათენებ ცრემლებით მის სურნელთან ერთად. პიჯაკს, რომელსაც დაღლის სუნი ასდის, ცოლისგან ან სამუშაოსგან კი არა, ცხოვრებისგან დაღლის სუნი ასდის. იმ ცხოვრებისგან, რომელმაც აიძულა ასე ყოფნა, მაგრამ მარტივად როდის ყოფილა რაიმე. მერე ჩვენი ქორწილის ფოტოს ვუყურებ ხოლმე, ბედნიერად, რომ გვიღიმის სახეები, არადა, იმ დღის მერე ნორმალურად არც ერთს გაგვიღიმია. ამ სიძველის სუნით სავსე ბინაში მხოლოდ ჩვენი ორნი ვცხოვრობთ. ხანდახან ბროწეულებიც შემოგვიერთდებიან ხოლმე. უყვარს ბროწეულები და ასე ამბობს ხოლმე:
-ბროწეულებივით სისხლისფერი ცრემლის წვიმა დაიწყება ჩემს საფლავზე შენ, რომ იტირებ-ო.
შემეძლება კი, ტირილი? არ ვიცი, ამდენი ძალა საიდან მქონდა. შეიძლება ფიზიკურად არაფერი მეტყობოდა, მაგრამ სულიერად მჭამდნენ. ხოჭოებივით მესეოდნენ დარდები და ვერ ვუმკლავდებოდი. მე საბრალოს, მხოლოდ, ცრემლების ღვრა შემიძლია.
"ძვირფასო გეგ, მე და შენ ახლა ცალ-ცალკე უნდა ვებრძოლოთ ამ წუთისოფელს. სხვა რა შეგვიძლია?! დღეს 31 დეკემბერია, ძვირფასო გეგ. ჩვენ კი, ჯერ ნაძვის ხეც არ გვაქვს დადგმული, მაგრამ შენ ჯერ ეგ არ შეგინიშნავს. გახსოვს, ჩვენი ქორწინების პირველ წელს რა მხიარულად შევხვდით ახალ წელს. ერთად ავაწყვეთ ნაძვის ხე და მოვრთეთ სახლი. ფერად-ფერადი სათამაშოები სულ ჩვენით მოვხატეთ, ძვირფასო გეგ. არა, იმიტომ, რომ ფული არ გვქონდა, რომ გვეყიდა, ასე უფრო ლამაზი იყო. ის სათამაშოები ახლაც შენახული მაქვს და დაგიტოვებ. თუ სურვილი გექნება, ააწყვე ნაძვის ხე. კედელზე ჩვენს დატოვებულ წარწერებს ფერი გადასვლია, მაგრამ ხომ გახსოვს რა დავწერეთ, ძვირფასო გეგ. არ დაივიწყო! ბედნიერებას ვერ გისურვებ, ვერც უბედურებას, მაგრამ სადღაც შუალედური შენ თვითონ დაიჭირე, ძვირფასო გეგ. მე კი, წავალ, გადავიკარგები. არ დამტანჯავს შენი სიყვარული და ყოველ ღამით ცრემლებით აღარ დავიძინებ. დღეს 31 დეკემბერია, ძვირფასო გეგ. მესამედ გიმეორებ, მაგრამ არა უშავს. მომავალი წელი უკეთესი ყოფილიყოს შენს ცხოვრებაში. მშვიდობით, ძვირფასო გეგ. მიყვარხარ."
წერას ვასრულებ თუ არა, ჩემს ქურთუკს ვიღებ და შარფს ვიკეთებ. მის სუნამოს ვისხამ და ვცდილობ, მეტი მოგონება წავიღო. ბროწეულის წვენს და წერილს ვუტოვებ მაგიდაზე. ლამპას ვაქრობ და სიბნელიდან ისევ მეორე სიბნელეში გავდივარ. ქუჩებს მივუყვები და მახსენდება ძველი დრო, რა ბედნიერები ვიყავით, მაგრამ დიდხანს ბედნიერი ვინმე ყოფილა? მე, უბრალო მოკვდავმა, ისიც ვერ შევძელი, რომ მისდამი გრძნობას არ შევეჭამე ცოცხლად.
-ნატაშა.
მისი ხმა მესმის ამ უკუნით სიბნელესა და სიჩუმეში. დამეფიცება, მსგავსად არასდროს უთქვამს ჩემი სახელი. არ შევბრუნებულვარ, მხოლოდ გავჩერდი.
-ნატაშა, არ უნდა წახვიდე.
მის ხმაში არც თხოვნა იგრძნობა, არც კატეგორიულობა. ხო ვუთხარი-სადღაც შუალედური დაიჭირე-მეთქი, ასეც ქნა.
-წაიკითხე წერილი, ძვირფასო გეგ?
ჩვეულებრივად ვეუბნები. ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო, მაგრამ რაც უფრო მიახლოვდება ჩემი გულისცემაც უფრო აჩქარებულია.
-წავიკითხე, ნატაშა. დღეს 31 დეკემბერია. მინდა ახალი წელი ერთად დავიწყოთ.
-მართლა გინდა, ძვირფასო გეგ?
-ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ვერ ვიცლიდი. ახლა ვცადოთ, ნატაშა.
ჩემ წინ დგება. თავდახრილი ვდგავარ. ნიკაპზე ხელს მკიდებს და თავს მაწევინებს.
-დღეს 31 დეკემბერია, ძვირფასო გეგ, მაგრამ მე შენი სიყვარული მტანჯავს.
ტკივილნარევი ხმით ვამბობ და მისი ხელის მტევანი ჩემი სახისკენ მიმაქვს. იმდენი ხანია მისი გაუხეშებული ხელებიც კი, არ შემხებია.
-მაპატიე, ნატაშა.
-გაპატიებ, ძვირფასო გეგ, მაგრამ ბროწეულის წვენს გამიყოფ.
ბოლოს სიცილით ვეუბნები და ისიც იღიმის. მის სევდისგან ჩამომჭკნარ სახეზე ღიმილი მზის გამონათებასავით ჩანს. ხელს მკიდებს და სახლისკენ ვბრუნდებით.
დღეს 31 დეკემბერია, ძვირფასო გეგ.
მე კი, ისევ ვერ მივდივარ შენგან.
დაე, დამტანჯოს ამ სიყვარულმა და შენ დამიტირე ბროწეულივით სისხლისფერი ცრემლებით.
"ბროწეულები ტყუილად არ უყვარდა, ძვირფას გეგ-ს. სიყვარული გზიდან წასულ ადამიანს უკან დააბრუნებს და ახალ წელს უკეთესად დააწყებინებს.
დღეს 31 დეკემბერია, ძვირფასო გეგ.
მე შენ ისევ მიყვარხარ!"
скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვგიჯდები ბროწელებზეე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! წავიკიხავ აუცილებლად:დდდდდდ

 



№2 სტუმარი Grey

peplebs agar agrdzeleb????

 



№3 სტუმარი სტუმარი shalo

mekide broweulos oynebze vgijdebi

 



№4  offline წევრი Timea25

ბროწეული ❤
ჩანახატიც ❤

 



№5  offline მოდერი ელპინი

Timea25
ბროწეული ❤
ჩანახატიც ❤

ვფიქრობდი, ჩანახატისთვის მიმეკუთვნებინა, თუ ისტორიისთვის, მაგრამ მაინც ისტორია ვამჯობინე.
შენ კი, უღრმესი მადლობა ასეთი ტკბილი შეფასებისთვის.❤

 



№6  offline წევრი Mtirala

ელპინ,
ჩემო დიდო.
როგორ მენატრები,
როგორ მინდა ახლა აქ მყავდე.
იცი, რა დიდი ბედნიერებაა, როცა შენნაირი ადამიანი მყავს გვერდით?!
ძალიან გაფასებ,
ისე გაფასებ, როგორც არავის
და ისე მიყვარხარ, როგორც არავინ.
მალე ახალი წელი დადგება
და მინდა მომავალი წელიც შენ გამილამაზო.
ეს ლამაზი ისტორიაც ძალიან,
სიგიჟემდე მმომეწონა.
გილოცავ დამდეგს.
ძალიან მიყვარხარ,
დიდო.
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№7  offline მოდერი ელპინი

Mtirala
ელპინ,
ჩემო დიდო.
როგორ მენატრები,
როგორ მინდა ახლა აქ მყავდე.
იცი, რა დიდი ბედნიერებაა, როცა შენნაირი ადამიანი მყავს გვერდით?!
ძალიან გაფასებ,
ისე გაფასებ, როგორც არავის
და ისე მიყვარხარ, როგორც არავინ.
მალე ახალი წელი დადგება
და მინდა მომავალი წელიც შენ გამილამაზო.
ეს ლამაზი ისტორიაც ძალიან,
სიგიჟემდე მმომეწონა.
გილოცავ დამდეგს.
ძალიან მიყვარხარ,
დიდო.

პატარა,
ვაიმე!
ისე მომნატრებია შენი შეფასებები,
რომ ახლა ემოციებს ვაფრქვევ.
ვასხივებ "იმის" თავს გეფიცები.
სასწაულად მენატრები!
უსაშველოდ.
მაპატიე, ხო?
შენ იცი, რის გამოც გთხივ პატიებას,
პატარა.
განსხვავებულად მიყვარხარ
და შენ იცი, რომ ჩემთვის ცოტას არ ნიშნავს.
ჯერ მარტო, "იმის" გამო!
მიხვდები შენ...
დამდეგს გილოცავ, ჩემო ყველა'ფერ'ო.
მინდა კიდევ ბევრი მოგონება გვაკავშირებდეს ერთმანეთთან და
სულ ასეთი კარგი ურთიერთობა გვქონდეს.
ძალიან მიყვარხარ,
პატარა.

 




მომეწონა❤პატარა და იმდენად თბილი და ტკბილი,რომ უდიდეს ისტორიად ჩათვლი❤აი ისეთია,გემრიელ ხასიათზე,რომ დაგაყენებს.❤

 



№9  offline მოდერი ელპინი

წარსული კვდება...
მომეწონა❤პატარა და იმდენად თბილი და ტკბილი,რომ უდიდეს ისტორიად ჩათვლი❤აი ისეთია,გემრიელ ხასიათზე,რომ დაგაყენებს.❤

ძალიან მიხარია, რომ ასე მოგეწონა და კარგი განწყობა შეგიქმნა.
უღრმესი მადლობა, საყვარელო. გაიხარე.❤❤❤

 



№10  offline ახალბედა მწერალი sopiko

გადავწყვიტე ყველა საახალწლო ისტორია წამეკითხა.
კარგი გოგო ხარ, ელპინ, ნამდვილად გაქვს მომავალი ამ სფეროში, ოღონდ დროებს მეტად ნუღარ აურევ, სხვა ყველაფერი სუფთად და თავისუფლად მიედინებოდა.
წარმატებები!

 



№11  offline მოდერი ელპინი

sopiko
გადავწყვიტე ყველა საახალწლო ისტორია წამეკითხა.
კარგი გოგო ხარ, ელპინ, ნამდვილად გაქვს მომავალი ამ სფეროში, ოღონდ დროებს მეტად ნუღარ აურევ, სხვა ყველაფერი სუფთად და თავისუფლად მიედინებოდა.
წარმატებები!

სოფო, როგორ გამახარე და რამხელა მოტივაციაა ჩემთვის შენი ეს სიტყვები, რომ იცოდე. შენიშვნა ვეცდები გავითვალისწინო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გამომივა. უღრმესი მადლობა.❤

 



№12 სტუმარი სტუმარი ika

ვითომ ჩვენი პირველი ახალი წლის პირველი დღე ამაზე ნაკლები იყო პაწ?
უნიჭიერესი ხარ ჩემო სიყვარულო უდაოდ უნიჭიერესი
დედას დაემსგავსოს ნიჭიერი ჩვენი"კიკინებიანი"
ყველაზე ნიჭიერი თან ყველაფერში მარტო წერაში კიარა
ბროწეულები კი უდაოდ შესანიშნავია
ვის ყავს შეყვარებული ჩემისთანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent