შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის(ფერი) #სრულად


31-12-2017, 18:04
ავტორი elle...
ნანახია 6 469

ახალი წლის(ფერი) #სრულად

)))(((
-ეგ არ შეჭამო, ახალი წლისთვის არის!
-დააცადე ახალ წელს მოსვლა. სტუმარი რომ მოვა, შენ გაწვები მაგიდაზე?
-თითებს დაგატეხავ, ეგ თხილი გოზინაყისთვისაა!
-ახალი წელი, ძმაო, ფულიანებისთვის მოდის! აბა, ჩემნაირ გაჭირვებულს რა ეხალისება, თუ ძმა ხარ?!
-შემოვდგი ფეხი, მეორე ფეხიც!
-შენ არ შემოხვიდე, მეკვლე არ მოსულა ჯერ!
-ე, გადასცდა უკვე 12-ს?
-მეძინება, რა დროს ახალი წელია!
-როგორ ხარ? ბოლოს წინა წელს გნახე!
-ეგ რა ფასდაკლებაა - საწყისი ფასი 100 ლარია, ფასდაკლებული 99,99.
-„ს ნასტუპაიუშიი!“
-ვა, დღეს არის ახალი წელი?!
-სულ არ მაქვს განწყობა (ა).
-„მერი ჭრის თმას!“
-წინასწარ გილოცავ, მერე ხაზები იქნება გადატვირთული.
-ჯერ სახლში, მერე ვნახოთ ...
-და ეს 31 დეკემბერი რატო, ტო?! 13 მარტს ვერ იქნებოდა?!
-31-დან რომ ვიწყებ, 17-მდე მთვრალი ვარ, მე ვიყო ...

ამ და სხვა ფრაზებით, სულ ოდნავ ქვემოთ რომ „ჩამოსქროლავთ“ და დიდ ტექსტში დაინახავთ, გილოცავთ ახალ წელს.

10 ...
9 ...
8 ...
7 ...
6 ...
7 ...
8 ...
აუ, ამერია! მოიცა, სად ვიყავი?!
ხო,
5 ...
4 ...
3 ...
2 ...
1 ...
All I Want For Christmas Is You!



)))(((
-დედა, ეს კარი აღარ უნდა გაკეთდეს?! ახალი წლისთვის ახალი მაინც გვეყიდა!-ვწუწუნებ და აივნის კარის სახელურს ვაწვალებ.
-შეეშვი, ეგრე უფრო გაფუჭდება და აღარც გაიღება!-სამზარეულოდან მესმის შეწუხებული ხმა. მეღიმება. აივნიდან შემოტანილ ყუთს მისაღებში ვდგამ და სახლის საახალწლოდ მორთვას ვიწყებ.
მეზარება?!
რა სისულელეა.
ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში მინდოდა სახლი ჩვეულებრივი ლაპლანდიისთვის დამემსგავსებინა, მაგრამ დედამ არაო, ძალიან ადრეც ნუ მოგივა, უკვე გაიზარდე და დასერიოზულდიო. არადა, ასაკი რა შუაშია?! თუ ასე არის, მაშინ ვიტყვი, რომ პატარა ბავშვი ვარ, 7 წლის, რომელსაც ახალი წელი სიგიჟემდე უხარია და თოვლის ბაბუს არსებობის ჯერ კიდევ სჯერა! ეს უკანასკნელი ვერ დავიჯერე, მაგრამ არანორმალურად რომ მიხარია, ჩემს ირგვლივ ყველა დამეთანხმება. თითქოს ჩვეულებრივი დღე თენდება და მერე ღამდება. არაფერი განსაკუთრებული, რომ არა ჩვენ - ადამიანები, რომლებიც ძალიან წვრილმანშიც ვეძებთ ბედნიერების ნაპერწკალს, აუცილებლად რომ უნდა გაღვივდეს და დედამიწის ბედნიერებად იქცეს. რატომაც არა?! თუ შეგვიძლია ერთმანეთს ბედნიერების თუნდაც ერთი წამი ვაჩუქოთ, რა მორალური უფლება გვაქვს არ გავაკეთოთ?!
და სწორედ, ეს უფლება რომ ჩამორთმეული მქონდა, იმიტომ ვიდექი შუა მისაღებში და ნიკაპზე თითდადებული ვაკვირდებოდი გარემოს. ჩემი დიზაინერული ხედვა ხომ აქაც უნდა გამომეყენებინა - ჩემი ლაპლანდია უნდა მომეწყო. 31-ის ღამე იყო და მაქსიმალურად ვცდილობდი ყველაფერი მომესწრო და გამოსულიყო ისე, როგორც ჩანაფიქრი მქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფრის დაშლა და თავიდან აწყობა მომიწევდა. აი, ეს ნაწილი უკვე მეზარებოდა, ამიტომ მთელი ენერგიითა და ძალით დავიწყე კედლებზე ნათურების გაკვრა, დეკორატიულ ბუხარზე საახალწლო მორთულობების გაკეთება და ა.შ. რის მაშა ვიყავი ჩანაფიქრი რომ არ განმეხორციელებინა?!
ჩემი სახელი?!
მარიამი მქვია. ოღონდ მხოლოდ პირადობით, ან პასპორტით. იმის შემდეგ, რაც „Маша и Медведь“-ს ვუყურე და გადავირიე, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეს სახელი ბევრად უფრო შემეფერებოდა, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე. იმ ხასიათიდან, თითქმის ანალოგი რომ იყო პატარა, საყვარელი, დათვისმწვალებელი მაშასი.
სად გადავედი?!
აი, იმ მომენტზე ვიყავი, ჩემს ჩანაფიქრზე რომ ვამბობდი და ...
ბინგო!
თითის ერთი დაჭერა ჩამრთველზე და სახლი ისეთ ფერებში განათდა, სუნთქვა შემეკვრა. ზუსტად იმ მომენტზე, წამზე ვგიჟდებოდი, ახალი წლის არომატი ერთიანად რომ მატყდებოდა თავს და ჩვეულებრივად ფარავდა ძვირადღირებული სუნამოს არომატს.
-დე, ნახე!-ხმამაღლა გავძახე მაკას და მისი ბედნიერი სახის დანახვისას კმაყოფილების გრძნობამ მთელ სხეულში დამიარა.
-რა ლამაზია, მაშა!
-ის სანტა ხომ არ ავიღო?-ჩაფიქრებულმა ვთქვი და გავხედე.
-აქ იმდენია, რომელზე იძახი, ვიმკითხაო?
-კარგი რა, დედა! რომ უყურებ ვერ ხედავ, რომ ეს,-ტუმბოდან პატარა წითელფორმიანი კაცუნა ავიღე,-ზედმეტია და უნდა იდოს აქ!-კუთხეში დავდე.
-აი, რა მნიშვნელობა აქვს, დედა?!-წელზე ხელები შემოიდო და გაცინებულმა შემომხედა.
-ის, რომ ასე უფრო ლამაზია!-კმაყოფილმა გადავავლე თვალი ოთახს და დივანზე დავჯექი!
-არავითარი დასვენება! ათასი კერძი მაქვს მოსამზადებელი, მომეხმარე!
-მერე შენც ნუ აკეთებ ათასს და გააკეთე ათი!
-ნუ მეღადავები!
-ადექი რა, მაშა. ყველაფერს მე ვერ გავაკეთებ!
-სოფოსთან მინდა მე გასვლა, დე!
-შენ ოღონდ სახლში არ გაჩერდე და მთელი ღამე ქალაქში იწოწიალებ!
-ახლავე მივდივარ!-გავეხუმრე.
შემეცოდა. სულ ცოტატი იმიტომ, რომ ამ იტყვას ვერ ვიტანდი. მითემუმეტეს დედაჩემის მისამართით. ქალის, რომელიც ყველაზე დიდი სიძლიერის მაგალითი იყო ჩემთის. ზუსტად 2017-ში გადაწყვიტა მამაჩემმა, რომ 15 წლიანი ქორწინების შემდეგ დედას მიამრთ სიყვარული გაუქრა და სხვა შეუყვარდა. სწორედ ამ წელს გადავიდა მასთან საცხოვრებლად და ზუსტად მომავალ წელს უნდა შევხვედროდით მარტოები. თუმცა, ეს არანაირი პრობლემა იყო. ან ჩვენ გავიდოდით სადმე, ან სხვები გამოვიდოდნენ. ჩვენს სახლშ არცერთი წელი ყოფილა ხმაურის გარეშე და „აე, ასე ტკბილად დამიბერით“ შეძახილები, შოკოლადებს რომ ისვრიან და თუ გაგიმართლა, მინიმუმ ჭერს რომ ხვდება, ან თუ ვერ გაგიმართლა - მაქსიმუმ შენ, ადგილს მნიშვნელობა არ აქვს.
ერთადერთი, რაც ახალი წლის სამზადისში მეზარებოდა, კერძების მომზადებაა. ვერ ვხვდებოდი რა საჭირო იყო ამდენი რამის გაკეთება, როცა შეიძლება წითელი ღვინით სავსე ჭიქით იჯდე, მიირთმევდე შოკოლადის ტორტს და ეს იყოს სრულიად საკმარისი. მობეზრებულად წამოვდექი ფეხზე და სოფოს ნომერი ავკრიფე. გადავწყვიტე თორმეტ საათს დედაჩემთან ერთად შევხვედროდი და რომ დაიძინებდა, ან სადმე გავიდოდა, მხოლოდ შემდეგ გავსულიყავი ჩემებთან.
-მოეწყვე, პატარა?-მაშინვე ჩამძახა, როგორც კი ტელეფონი აიღო. აივნისკენ წავედი.
-კი, იცი რა ლამაზია?
-ეჭვი არ მეპარება. როდის გამოხვალ?
-აუ, დედასთან მინდა ვიყო. არ მინდა მარტო შეხვდეს, იქნებ თქვენ გამოსულიყავით?-დავიჭყანე და აივნის კარი გავაღე.
-მერე გამოდი მაშინ, მაშა.
-კარგი. გაკოცე, წავედი ... -წინადადება ვერ დავასრულე, კარის ჩარჩოს რომ ფეხი წამოვკარი, ინერციით მოაჯირს შევეჯახე, კარები კი ჩემს უკან დაიკეტა. უცებ მივტრიალდი და გაღებას შევეცადე, ძალიან უცნობი ხმა რომ მომესმა, ასევე ძალიან ახლოდან.
-ვახ ბიჭო, თავი გამიტეხა, მგონი!
ხელში სიცარიელე მქონდა.
-ჩემი ტელეფონი?!
მაშინვე მივტრიალდი აივნიდან გადავიხედე. მესამე სართულიდან მარტივად შევნიშნე სადარბაზოსთან მდგომი ბიჭი, თავზე რომ ხელს იჭერდა და თან ზემოთ იყურებოდა.
-შენ ხარ ჩემი წლის გმირი?-ამომძახა და თმებზე ხელი გადაისვა. ცოტა დავიბენი. გაკვირვებულმა ჩავხედე და მან, როგორც კი ჩემი ასეთი მზერა დაინახა, მაშინვე დამანახა ჩემი ტელეფონი, იატაკიდან რომ აიღო. მაშინ მივხვდი რაც მოხდა - მოაჯირს რომ შევეჯახე, ხელიდან ტელეფონი გამივარდა და მას დაეცა, მისი ნათქვამიდან გამომდინარე - თავზე.
-ცოცხალია?-ღიმილით ჩავძახე ჩაბნელებულ ეკრანზე.
-ბატონო?!-გაეცინა.-თავი გამიტეხე და ტელეფონს იძახი?
-არამგონია შენი თავი გატეხილი იყოს.
-როგორ არა. აი,-თითი შუბლზე ჩამოისვა.-ხედავ?-თითზე წითელი სისხლი ჰქონდა. შევშფოთდი.
-მართლა?-გულუბრყვილოდ წამოვიძახე.
ისევ გაეცინა.
-აბა, ტყუილად? ახალი წელი საავადმყოფოში უნდა გავატარო.-მივხვდი, მისი საუბარი უფრო თეატრალური ნიჭის დამსახურება რომ იყო, ვიდრე რეალურად გატეხილი თავის და მეც გამეცინა.
-ძალიან ნუ აზედმეტებ! ყველაზე დიდი უმნიშვნელო ნაკაწრი გქონდეს.
-ეგეც ხო დაზიანებაა, არა?-შემომცინა. უაზროდ საშინელ სიბნელეშიც დავინახე მისი ანთებული, ღია ფერის თვალები.
-სამაგიეროდ, შენმა თავმა ჩემი ტელეფონი დააზიანა.
-ღადაობ?! მე რომ არა, ასფალტზე დაეცემოდა უფრო დიდი ინერციით და გატყდებოდა. ახლა უბრალოდ მარტო ეკრანი გაუფუჭდა.
-აი, შენ რომ არა, რა.-გამეცინა.-ძალიან დიდი შეღავათია.
-უეჭველი სელფს იღებდი და დაგივარდა, ხომ?
-არა, წავიქეცი!-ისე ვუთხარი, თითქოს ძალიან მაგარი რამე დამმართნოდეს და უნდა მეამაყა.
-დაგიშავდა რამე?-როგორი ჟღერადი ხმა ჰქონდა. თითქოს სადღაც ძალიან დიდი სიღრმიდან ისროდა სიტყვებს.
-ხელი მტკივა, ცოტათი.
-ანუ, ორივე დაშავებულები ვხვდებით ახალ წელს.-ისევ გაიცინა და საათს დახედა.
-კი, ასე გვიწევს. ბოდიში, მართლა.
-რა ბოდიში, მე უბრალოდ ვიხუმრე. ცოტა უცნაური იუმორი მაქვს, არა? პროსტა, საავადმყოფო უეჭველი მინდა, ძალიან დაზარალებული ვარ.-ისევ აგრძელებდა.
-პროფესიით მასხარა ხომ არ ხარ?
-ე, როგორ გამოიცანი?! კი, ორი დიპლომი მაქვს და სერთიფიკატი კიდევ „ქვეყნის #1 მასხარად წოდებული ნიკო ხუციშვილი.“-წელში მოიხარა და ხელით მადლობის გადახდის იმიტაცია გააკეთა.-აუ, ბიჭო!-უცებ სახე დაუსერიოზულდა და ხელი შუბლზე მოისვა.
-მართლა ასე ძალიან გატკინე?-შევწუხდი.
-ეს „მართლა“ რა თემაა?! როგორ გიყვართ გოგონებს ყველაფრის 100%-ით დაზუსტება, თქვენებურ პონტში.
-აი, საქველმოქმედო ფონდი უნდა შეგიქმნა. შენ ისეთი დაზიანება მიიღე, აუცილებლად უმაღლესი ხარისხის კლინიკაში უნდა იმკურნალო.
-მეც მაგ აზრზე ვარ.-ისევ შემომცინა. ნუ აკეთებ!
იდაყვებით მოაჯირს დავეყრდენი და ცარიელი სივრცისკენ გადავიწიე.
-ე, რას აკეთებ?!-ხელები ჩემკენ გამოსწია და შეშინებულმა გადმომხედა.
-რა?
-სიმაღლის მაგრად მეშინია და ეგრე ნუ აკეთებ, მთელ ტანში მაჟრიალებს.
-ძალიან დაგცინე.-ხმამაღლა გამეცინა.
-კი სასაცილო სიტუაციაში ვართ, აშკარად.
-მე ვარ. წარმოიდგინე, აივნის კარები ჩამეკეტა. სახლში მარტო დედაჩემია, რომელსაც ჩემს დაქალთან ვგონივარ. ჩემს დაქალს სახლში, ამ წამს ველაპარაკე. ანუ, შესაძლოა მთელი ღამის გატარება აქ მომიწიოს ისე, რომ არავის გავახსენდე და ვერავინ მიპოვოს.
რამდენიმე წამით ჩუმად მიყურა. ისიც ვიფიქრე, ცუდად ხომ არ გახდა, მართლა ასე ძალიან ხომ არ სტკივა-მეთქი, რომ ამომძახა:
-გინდა მაგარი რამე გითხრა?
თავი დავუქნიე.
-ჩამოდი, ერთად შევხვდეთ.
ცოტა გამიკვირდა. სხვა რამეს ველოდი. ისევ ხუმრობას. ან ... იქნებ ესეც ხუმრობა იყო?
-მესამედან მანდ ვერ გადმოვხტები.-გავუღიმე.
-შენ თქვი, რომ გამომყვები და ეგ არ არის პრობლემა.
მაშა, ამდენად არაადეკვატურიც არ ხარ, რომ სრულიად უცხო ბიჭს ამ სიტუაციაში სადმე გაჰყვე!
-რა მოიფიქრე?
ვკითხე და დავრწმუნდი - ვყოფილვარ.
არ ვიცი ჩემი კითხვა თანხმობად რატომ ჩათვალა. თითით მანიშნა, ერთი წუთითო და პირველი სართულის აივნისკენ წავიდა. ზედ რომ ავიდა, თვალები გამიფართოვდა.
-რას აკეთებ?-ლამის შევყვირე.
-რატომ ყვირი? გინდა ყველას ქურდი ვეგონო? მერე განყოფილებაში წამიყვანონ და ა.შ. არა, რა. ჯერ საავადმყოფო მჭირდებოდა, ახლა ციხესაც მიკისრებ, კიდევ რას მთავაზობ?
თან ლაპარაკობდა, თან მეორე სართულის აივანზე ცდილობდა ამოსვლას. ვგრძნობდი, ამდენს იმიტომ ლაპარაკობდა, რომ შიშისთვის ყურადღება არ მიექცია. რამდენიმე წამში ჩემი მოაჯირის მეორე მხარეს იდგა და მიღიმოდა.
-მოვედი, კარლსონივით.-ისევ ... ისევ შემომცინა. ასე ახლოდან, ასე რეალურად რომ დავინახე მისი მშვიდი, გაწონასწორებული სახე და სულ ღია ფერის თვალები, გავშეშდი. არ ჰგავდა რეალურს, ახალი წლის სასწაული უფრო ერქვა, ვიდრე ხუციშვილი, ნიკო.-ახლა ხელს წელზე მოგხვევ და პანიკები არ ამიტეხო, უბრალოდ აქეთ გადმოსვლაში დაგეხმარები და მერე მე მომყევი, კარგი?
თავი დავუქნიე. ვერაფრით გავუძელი მის მშვიდ სახეს და გულწრფელ ხმას - ამ უკანასკნელს როგორ არ უნდა მივნდობოდი?
-ახლა ფეხი აქ დაადგი, აი ეგრე! ყოჩაღ! ნელა, ქვემოთ ჩამოიწიე. მარცხნივ, ნელა ... ნელა ... ჩამოიწიე, მომეჭიდე! ხელი მომკიდე და დამეყრდენი, აი ეგრე! მორჩა!
მითხრა როგორც კი ფეხქვეშ მიწა ვირგძენით და ღრმად ამოისუნთქა.
-რომ გეშინოდა?-ვკითხე, მისი მძიმე ამოსუნთქვის მიზეზს რომ მივხვდი.
-შიში იმიტომ არსებობს, რომ დაძლიო ...
-მაშა!-მივხვდი ჩემი სახელის თქმა უნდოდა.
-მაშა?! ეგ რა სახელია?-გაეცინა.
-რა დაუწუნე?-მეწყინა.
-არაფერი, უბრალოდ უცნაური და ბავშვურია. მაგრამ შეგეფერება.
-ვიცი.-გავუღიმე.-მოდი, შუბლი მანახე.
მაშინვე გამოსწია თავი „აი, ნახე რა ჩაიდინე“ მზერით და გაიღიმა.
-დიდი ვერაფერი. მეტს ველოდი.-არადა, გული ამიჩქარდა ჩემი მიზეზით რომ რაღაც დაუშავდა, ასე მინიმალურიც.
-შენ რა გენაღვლება, გააკეთებ ტელეფონს ი მორჩა. მე კიდევ შრამად დამრჩება.
-გაგშარე.
-მეც მაგას არ ვიძახი?!-გაიცინა და მანქანისკენ მანიშნა.-წავიდეთ?
-წავიდეთ!
მანქანის სალონში ისეთი სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა, უნებურად დამეხუჭა თვალები.
-Fahrenheit?-ჩუმად ვთქვი და გავხედე.
-კი. არ მოგწონს?
-როგორ არა. ეს სუნამო ვის არ უნდა მოეწონოს და ჩემნაირ ადამიანს, ბიჭის სუნამოებზე ჭკუას რომ კარგავს.
-მანდ დევს, აიღე თუ გინდა.
-არა, უკვე ჩემიც მაქვს. სადმე აფთიაქთან გააჩერე, კარგი?
-რატომ, ცუდად ხარ?
-არა, რაღაც მჭირდება უბრალოდ.
პირველივე აფთიაქთან გამიჩერა.
-არ გადმომყვე.-ღიმილით ვუთხარი და გადავედი. ჭრილობის დასამუშავებელი მოწყობილობები ვიყიდე.
-კარგი რა, რა საჭიროა?
-როგორ არა, ინფექციის შესახებ გსმენია რამე?
-უფრო წაკითხული უნდა მქონდეს. აუ ...
-ნუ მსახიობობ, ასე ძალიან არ გეტკინება. მაინც ვერ ვხვდები ტელეფონმა ამდენი როგორ მოახერხა.-გამეღიმა.
-ჯადო აქვს.
-სად მივდივართ?
-შენ სადმე განსაკუთრებულად გინდა?
-რავიცი, არა..-მხრები ავჩეჩე.
-მაშინ მომენდე.
-ახალ წელს ყველაზე მეტად თოვლი უხდება, არა?-ვუთხარი და თეთრი საბურველისგან დაცლილ ქუჩებს გავხედე.
-კი, მაგრამ თბილისში თოვლი ცოტა „ნიტო“ თემაა. ერთი ფიფქი ჩამოვარდება ი ვსო!
-ხო, არადა ამ ფერად განათებებს ისე მოუხდება.-განათებულ ქუჩებს ვათვალიერებდი.
-ამინდის ღმერთთან ცოტა ცუდი „ატნაშენია“ მაქვს და აქ ვერ გავათოვებ. მაგრამ ისეთ ადგილას რომ წაგიყვანო, სადაც თოვს, რა აზრის ხარ?-გვერდულად გადმომხედა. შევხედე და რამდენიმე წამით თვალი არ მომიშორებია. ვერაფრით გავიგე როგორი ფერის თვალები ჰქონდა. არც მწვანე, არც ცისფერი, არც ნაცრისფერი, მაგრამ მაინც საშინლად ღია.
-ახალი წელი მართლა ერთად უნდა გავატაროთ?-დაბნეულმა ვუთხარი.
-მოიცა, აბა რა გეგონა?! სასეირნოდ გამოგიყვანე თბილისის ქუჩებში?
-ნუ დამცინი, თუ შეიძლება.-გამეცინა.
-შეიძლება. რას მეტყვი?
-სად უნდა წავიდეთ?
-გამომყვები, მაშა?
-კარგი, ბოლომდე გავგიჟდეთ, თუ დავიწყეთ!-სიცილით ვუთხარი და სიმღერებს ავუწიე.-უცხო ადამიანთან პირველად ვატარებ ახალ წელს. ნუ, ზოგადადაც, პირველად მივდივარ ასე სპონტანურად სადმე.
-იქამდე როგორ დადიოდი, ხოლმე?
-დაგეგმილად.
-დაგეგმილი არ მომწონს. თავიდანვე რომ გაქვს რაღაცის მოლოდინი, მაგრად ტეხავს. მოულოდნელობის ეფექტი იმდენად მაგარია, არ ღირს ასეთი წამები წინასწარ განსაზღვრით გააფუჭო. რომ გცოდნოდა, უცხო ბიჭთან ერთად გაატარებდი მთელ ღამეს, შეიძლებოდა საერთოდ უარი გეთქვა, ან არ იტყოდი და წინასწარ გეცოდინებოდა რა მოხდებოდა. ასე სპონტანურად კი თითქოს ყველა წამი ახალია და მოლოდინი გაქვს სულ რაღაც კარგის და ეგრე მოუსვენრად რომ ხარ, ზუსტად ამის დამსახურებაა.
-არა, ეს უბრალო ჩვევაა. სულ ასე ვარ. ვერასდროს ვისვენებ ერთ ადგილას.
-შენ ბავშვობაში ძალიან ცელქი იქნებოდი.
-ძალიან. ვაწამებდი ყველას. ეზოში ყოველთვის ჩემი სახელი ისმოდა. სახლში გვიან ავდიოდი, ხოლმე. ახლა რომ პირიქითაა, ეგრე კიარა.
-მგავხარ, ხომ იცი?!-მოჭუტული თვალებით გადმომხედა.-აი, ეგ იყო ბავშვობა!
-ძალიან მინდა ჩემი შვილები ეგრე გაიზარდნონ და არა ვირტუალური სამყაროთი.
-შენზეა ბევრი რამე დამოკიდებული და თუ მოინდომებ, არ გაგიჭირდება სწორი გზა დაანახო.
-კი, მაგრამ გარემოზეც არის დამოკიდებული, არა?
-რა თქმა უნდა. პროსტა, თავიდანვე რომ ცუდისა და კარგის გარჩევას ასწავლი, თავის გარემოსაც საკაიფოდ მოიწყობს.
-ვაიმე, საჩუქრების დალაგება დამავიწყდა!-ხმამაღლა შევძახე, ჩემი ნაძვისხის ქვეშ ცარიელი იატაკი რომ გამახსენდა.
-არაუშავს, როცა მიხვალ, მერე რომ დადო, რამე პრობლემა იქნება?-ისეთი ხმით მითხრა, ოღონდ უკან არ მიბრუნდეო.
-რა სულელი ვარ! იცი, რამდენ ხანს ვარჩევდი?
-წარმომიდგენია.-გაეცინა.-გინდა დავბრუნდეთ?
-არა, არ მინდა.-დაუფიქრებლად ვუთხარი. შევამჩნიე ჩემს თავს, რომ მანქანიდან გადასვლა, მისი მარტო დატოვება არ მინდოდა. ჰქონდა რაღაც ისეთი, რაც ძალიან მიზიდავდა და ის ფაქტი უფრო მაგიჟებდა, ბევრი დაფარული რომ ჰქონდა და მომენტებში მიმჟღავნებდა.
-საჩუქრები მაგარია, ე! ბავშვობაში მაგრად მისწორდებოდა სანტას რომ რაღაცებს ვუწერდი და მერე მისრულებდა. აი, ძალიან ბევრს იცინებდი მაშინ ჩემი სახე რომ დაგენახა. მაგრად მახსოვს ეგ მომენტები.
-მეც. ძალიან ველოდებოდი. სულ პირველად იმისთის მიტირია, თოვლის ბაბუ მე არ მენახვება, ცუდი გოგო ვარ-მეთქი. მერე ჩემებმა ამიხსნეს, რომ ის ასე დადიოდა ყველასთან. სახურავიდან ჩუმად იპარებოდა სახლებში, დილით რომ დახვედროდათ პატარებს. მერე მთელი ორი ღამე ვიპარებოდი ხოლმე და კიბეებთან ველოდებოდი, აი ახლა გამოჩნდება, აი ახლა-მეთქი. ვერასდროს დავინახე და ცოტა რომ წამოვიზარდე, მერე მივხვდი, რომ თოვლის ბაბუ კიარა, მამაჩემი მყიდულობდა და მჩუქნიდა კიდეც ფურცელზე დაწერილს.
-აუ, შენ რა ძალიან საყვარელი ვინმე ხარ.-ძალიან, ძალიან ჩვეულებრივად გამოსწია ხელი ჩემკენ და ლოყაზე მომეფერა. პატარა ბავშვებს რომ ეფერებიან, ზუსტად ისე. არ გამიპროტესტებია. პირიქით. შეგრძნება მქონდა ისეთი, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. თითქოს უკვე მთელი ცხოვრებაა ასე ვიყავით - ახალი წლის წინა რამდენიმე საათი, მე მის გვერდით და მისი ხელი ჩემს სახეზე.
ისევე სწრაფად მომაშორა ხელი, როგორც შემახო და ზუსტად ისე შემომცინა, როგორც უკვე დავასკვენი, რომ მას ჩვეოდა.
-გავდივართ ანუ თბილისიდან?-გული რომ დავიმშვიდე, შემდეგ ვკითხე.
-კი. გავიდეთ. ცოტახანს დავასვენოთ დედაქალაქი, არა?!
-არ მჯერა, რომ ამას ვაკეთებ!-სახეზე ხელი ჩამოვისვი.
-რას?
-მე და შენ რომ ერთად მივდივართ, სადღაც.
-მერე რა?! ეგ არის ყველაზე მაგარი რამე, პატარა დას ვფიცავარ!
-ღადაობ?! რა დროს საცობია?!-ქალაქიდან გასასვლელში რამდენიმე მწკრივად მდგარ მანქანებს გავხედე.
-ხედავ? მარტო ჩვენ არ ვართ ასეთი არანორმალურები!
-მე რომ ამბიცია მაქვს?
-პირველობის?-გაეცინა.
-ხო, აბა?!
-კარგი, იყოს როგოც შენ გინდა! მარტო ჩვენ ვართ ასეთი ორიგინალურები! ესენი „ძაპროსტა“ მოძრაობენ, მაშკა.
-ჰა?!-ოცი წლის მანძილზე პირველად გავიგე ჩემი სახელის ასეთი ფორმა. ძალიან ჩვეულებრივი, მაგრამ მისი ჟღერადი ხმისგან ისეთი სილამაზე ჩანდა, გული ახტა, მთელ დედამიწას შემოურბინა და ისევ მე დამიბრუნდა, თბილისის გასასვლელთან მდგარ მანქანაშ მჯდომს.
-აბა, რომელი ვერ გაიგე?-ისევ გვერდულად გამომხედა და გამიცინა.
-ყველაფერი გავიგე.-მეც გავუღიმე.
-ყოჩაღი გოგო ვინარი?
-მე!
-ახლა ლექსიც მითხარი და ტაშს დაგიკრავ!-ისევ გაიცინა.
-შენ რაღაც ძალიან მეღადავები და არ ამალაპარაკო!-საცობიდან გავედით.
-მელაპარაკე, რა. მიდი, შენზე მომიყევი.
-არ მოგიყვები. ურთიერთობაში გამიცანი, თუ გინდა ყველაზე ნამდვილი წარმოდგენა შეგექმნას ჩემზე.
-საინტერესო შეხედულებაა, მომწონს!
შენ ეგ მოგწონს და მე შენ მომწონხარ!
გავიფიქრე, მაშინვე! და ძალიან ბევრჯერ ამოვისუნთქე, მხოლოდ ფიქრი რომ იყო ეს უკანასკნელი და არა ხმამაღლა გაჟღერებული.
-ძალიან მინდა ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი მოგიწყო.-რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ თქვა.
-იქნება.-მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარი და ოთახის ჟაკეტი მჭიდროდ შემოვიკარი.
-გცივა?
-არა.
-გათბობას ავუწიო?
-ცოტა.
-აბა არაო? მოდი ასე მოვიქცეთ, მე და შენ ერთმანეთს არ მოგვერიდება. ვაბშე არ ვიგრძნობთ დისკომფორტს და ყველაფერი იქნება მაგრად. კარგი?
-არ მერიდება, ნიკო.
-ჰოდა, ძალიან მიხარია. რამხელა გზა გვაქვს წინ, ხომ იცი? და საკმარისი უნდა იყოს ეს იმისთვის, რომ იქ ჩასულები მაგრად გავერთოთ.
-როგორ ერთობი, ხოლმე?
-როგორც ყველა, რა. ძალიან ორიგინალური ბიჭი ვერ ვარ. ძირითადად მეგობრებთან ერთად, ახლა რომ გადავაგდე და ტელეფონს მიფეთქებენ! რა იყო, ბიჭო?-ტელეფონი აიღო და უპასუხა.-კი ვიყავი, პროსტა საქმე გამომიჩნდა და ვერ მოვალ. ჩემს გარეშე დაიწყეთ, კი ... კი ... ნუ დამღალე. დამდეგს, ჩემო ძმაო, დამდეგს! ჩემთან ერთად იყავი ბედნიერი.
რაღაცნაირი იყო. ძალიან უშუალო და თბილი. თითქოს მოზომილი ქცევებითა და საუბრით, მაგრამ მაინც ძალიან თავისუფალი. როგორი ტიპაჟისაც არ უნდა ყოფილიყავი, მასთან მაინც ვერ იგრძნობდი რამე ზღვარს ან ბარიერს. თვითონვე ამსხვრევდა მიუხედავად იმისა, მისი აგებული იყო თუ სხვისი. სანამ გუდაურამდე ავედით, ძალიან ბევრჯერ გავხედავდი და ვაკვირდებოდი. როცა შემამჩნევდა, თავისთვის ჩაიღიმებდა. ჩემკენ არ იხედებოდა. არ მაგრძნობინებდა, რომ გამფაქტა.
ნიკო მთელი ორი საათის მანძილზე არ გაჩერებულა. ძალიან ბევრს მელაპარაკებოდა და სულ პოზიტიურ თემებზე.
-აუ, ეგ არაფერია იმასთან, მე რომ მამაჩემის მანქანა მოვიპარე, სადღაც მეშვიდე კლასში ვიქნებოდი, და ბათუმში გავიპარეთ ბიჭები. წარმოგიდგენია? ძალიან გავრისკეთ. პროსტა ბათმამდე ვერ ჩავაღწიეთ. მანქანის ნომერი ვახომ პოლიციას გადასცა და გაგვაჩერეს. ასაკი რომ მკითხეს, ისე სერიოზულად ვუთხარი 19-ის-მეთქი, ლამის მეც დავიჯერე. პატრულმა არაო, რაღაცას იტყუებიო და ახლა რომ ძმაკაცს ველაპარაკე, იმან უთხრა, მტკივნეულ ადგილას ფეხს ნუ აბიჯებთ, 14 წლის მერე აღარ იზრდება და ყურადღებას ნუ უმახვილებო.
-წარმომიდგენია საჭესთან როგორ იჯექი.-ხმამაღლა მეცინებოდა.-საერთოდ ჩანდი?
-კი, თავიდანვე მაღალი ტიპი ვიყავი. შენ სულ იცინე.
-რა?-ისე უცებ გადაერთო სხვა თემაზე, ვერ გავიაზრე.
-ძალიან გიხდება. ა,-თითი ამიწია.-მადლობას იტყვი და აქვე ჩამოგსვამ. ძალიან არ მიყვარს ჩემი ახლობლები რაღაცაზე მადლობას რომ მიხდიან. მაგისთვის კიარ ვაკეთებ ან ვამბობ, რომ ვფიქრობ ეგრე, იმიტომ ვიძახი.
გული ამიჩქარდა. თითქოს სუნთქვაც შემეკრა. ახლობლებიო, ხომ ასე თქვა?! აშკარად!
-არ მჯერა! რამხელა თოვლია!-ღვედი შევიხსენი და წამოვიყვირე, როგორც კი გუდაურის ბანერი დავინახე.-შეიძლება პანორამა გავხსნა?
-როგორ არა.-გაეცინა. შუშა გადასწია და მაშინვე ავიწიე. გახურებულ სახეზე ცივი ფიფქები მეცემოდა და ისე რბილად მიდნებოდა, თითქოს მეფერებოდა. ხელები გავშალე, სახე ცას მივუშვირე და ჩუმად ვთქვი:
-ისეთი ლამაზი ხარ!
-ლამაზი შენ ხარ!-მაშინვე გავიგე ნიკოს ხმა და ხელები ჩამოვწიე. მერამდენედ?! მერამდენედ ამიჩქარა გული მისმა საქციელმა?! მისი ხმა ისე სასიამოვნოდ დამიდიოდა სისხლთან ერთად ძარღვებში, რომ თავი ვერ შევიკავე და დავჯექი.
-ცივა.-ხელები მხრებზე ჩამოვისვი. არაფერი მითხრა. მარჯვენა ხელით ჩემი მარცხენა დაიჭირა და თითებით მოემფერა. მერე სახესთან მიიტანა და ლოყაზე დაიდო. თავი გვერდით გადმოხარა, უფრო მეტად რომ ეგრძნო და წამით თვალებიც დახუჭა. მე კიდევ ლამის მოვკვდი. გაყინულ სხეულში მისი კანიდან წამოსული სითბო მთლიანად გადამინაწილდა. ისეთი სასიამოვნო იყო, ისეთი ამაღელვებელი.
-აი, აქ შევიდეთ.
-სადაც გინდა.-ვუთხარი და გაჩერებული მანქანიდან გადმოვედი. როგორც კი მომიახლოვდა, მაშინვე მომახურა ქურთუკი და ხელიც გადამხვია.
-უბრალოდ ცივა.-მისი საქციელი ახსნა და ოდნავ უფრო მეტად ჩამიხუტა. ბარში ისე სასიამოვნოდ თბილოდა, ჟრუანტელად დამიარა მთელ სხეულში.-ახლა მე და შენ დავლევთ ცხელ შოკოლადს და ეგრევე გათბები.
-ახალ წელს პირველად ვხვდები ცხელი შოკოლადით.-გავუღიმე და როგორც კი შეკვეთა მოიტანეს, თითები ჭიქებს შემოვაწყვე.
-ვა, და ერთი დღის გაცნობილთან გუდაურში ბევრჯერ?-გამომცდელად შემომხედა.
-შენი აზრით?
-პირველობა მიყვარს.
-მეც. სხვა მუღამი აქვს. ყველაფერი პირველი ყოველთვის გახსოვს. მე კიდევ ყურადღებაზე ვგიჟდები! ძალიან გემრიელია!-შოკოლადის სითხეზე მივანიშნე.
-ამ დღეს უხდება. თან იცი როგორ? სახლში რომ ხარ ძალიან თბილად, სასაცილო რაღაცები რომ გაცვიათ გოგოებს, დიდი რაღაცები რომ გიყვართ, საახალწლო. სახლი მაგრად რომ გაქვს მორთული და შენს გვერდით ის ადამიანია, ვნც გინდა, რომ იმ მომენტში იყოს. სრულდება ერთი წელი სულ ერთ წამში და იწყება ახალი. შენ კიდევ ორივეს იმ ერთთან ატარებ. წარმოიდგინე, რამხელა ბედნიერებაა?
წარმოვიდგინე. და რატომღაც წარმოვიდგინე, რომ ის ერთი ნიკო იყო. დიდ ვიტრაჟთან იატაკზე მჯდომს რომ გვერდით მიზის, თბილი ხელი ზუსტად ისე აქვს მოხვეული, როგორც ბარში შემოსვლისას და გარდამავალ წამს, ზუსტად 2018-ის შემხვედრს, მკოცნის ...
-კარგი იყო?-მკითხა ისე, თითქოს ჩემს წარმოდგენებს უყურებდა.
-ძალიან.-ვაღიარე და მომეჩვენა, თითქოს გავწითლდი.
-მეც წარმოვიდგინე და ძალიან კარგი იყო. მეც შენთან ერთად.-თვალებში მიყურებდა. გამომიჭირა - გავიფიქრე და თვალებში ჩავხედე. მისი ღია ფერის თვალები ისე მიმზერდა, თითქოს ჩემს გონებას, გულს მთიანად ისაკუთრებდა და ეს ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყოს.
-რომელი საათია?-შეგრძნებები რომ დავაწყვე, ჩუმად ვკითხე.
-ერთი საათია მომავალ წლამდე.
-ზოგჯერ როგორი არასაკმარისია დრო ადამიანებისთვის.
-ზოგჯერ კი. მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ერთი წამიც საკმარისია მთლიანი სიცოცხლის შესაცვლელად. უბრალოდ ეგ მომენტი უნდა დავიჭიროთ, თორემ მეორედ არ გაივლის. ან მეტი შანსია გაიაროს და ისევ ვერ დავიჭიროთ, თუ პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
-ერთი წამი? რისთვის ნიკო?! მგონია, რომ ერთ-ერთი არასაკმარისი რამ დედამიწაზე, სწორედ რომ დროა.
-მე ხომ არ გედავები, არა?! მეც მანდ ვარ, უბრალოდ მეორე მხარეც არსებობს და იმას გიხსნი.
-მე ჯერ ეგეთი ერთი წამი არ მქონია.
-აქ რომ ზიხარ, რისი ბრალი გგონია?
-ჩემი და შენი.
-სანამ ჩვენამდე მივალთ, იქამდე რაღაცამ ხომ მოგვცა შანსი, აბა დაფიქრდი.
-ნიკო, ყველაფერს ასე ღრმად უყურებ?
-არ ვიცი ამას როგორი დამოკიდებულება ჰქვია, მაგრამ შენ თუ ასე ფიქრობ, ალბათ ასეა.
შავი სვიტერი ეცვა, ჯინსის შარვალთან ერთად. მუქ ფერზე მისი თვალები ბევრად უფრო ღია ფერის ჩანდა და მუქი ფერის სახეზე ისე უხდებოდა, დავაფიქსირე, რომ სულ თვალებში ვუყურებდი.
-ნიკო, შეყვარებული ყოფილხარ?-არც მე ვიცი რატომ ვკითხე.
-არა. ძალიან ბავშვობაში. ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს და არ მინდა რამე ამერიოს. მითუმეტეს არ მინდა სხვა ავრიო.
-სხვანაირად როგორ?
-შეიძლება გოგო მომეწონოს, მაგრამ სანამ ჩემს თავში არ გავერკვევი, იქამდე მასთან არ მივალ, გამორიცხულია. იცი, ურთიერთობები რატომ ირღვევა?
-რატომ?
-ადამიანები ჩამოუყალიბებლად იღებენ გადაწყვეტილებებს. ისეთ საკითხებს, როგორსაც დაფიქრება, გააზრება სჭირდება, სპონტანურად წყვეტენ. ამ დროს რაღაც გჭირდება, რომ იგრძნო. მარტო იმპულსებზე არ უნდა იმუშაო. უფრო ღრმად უნდა გაიაზრო, რომ იმ დროს, როცა სხვა შენი ინტერესის ობიექტი ხდება, მარტო აღარ ხარ და შენი სურვილი ერთჯერადი არ უნდა იყოს. პლუს ამას, არავითარ შემთხვევაში ცალმხრივი. იცი რა ცუდი მომენტია?! საშინელი. ყველაზე დიდი არაკაცობაა ადამიანმა იმპულსებზე ააგო ურთიერთობა და მერე ისე წახვიდე, თითქოს არაფერი ყოფილიყოს. შესაბამისად, არ ვყოფილვარ შეყვარებული. დღემდე ის „რაღაც“ არ მიგრძვნია, რაც ასეთ ნაბიჯს გადამადგმევინებდა. დღემდე, ჰო.
ვუყურებდი მის მანერებს საუბრისას. ყველა სიტყვას შორის დაშორებას, ამოსუნთქვა-ჩასუნთქვას ვაკვირდებოდი და ზუსტად ისეთი გრძნობებით ვივსებოდი, როგორითაც ის მესაუბრებოდა. თვალებს არ მაშორებდა და ზუსტად ამ ჟესტით ვხვდებოდი, რომ არცერთ სიტყვას არ მატყუებდა.
-შენ?
-რამე მკითხე?-ისე ვიყავი მისი სიტყვებით გათიშული, რამდენჯერმე გამიმეორა კითხვა.
-შენ იყავი შეყვარებული? ოდესმე გყვარებია?
-კი. უფრო სწორად, მაშინ მეგონა, რომ მიყვარდა.
-რატომ გეგონა?
-შენ არ იცი, ის თითები რომ აქვს ადამიანს მოსატეხი, ზედ რომ ჩამოითვლის ამდენჯერ მყვარებიაო?-გამეცინა.
-კი, მაგრამ ეგ აქ ...
-იმ შუაშია, ნიკო, რომ სიყვარული არის ერთი! არ გიყვარდება ბევრჯერ. სისულელეა თქვა მიყვარდაო და მერე მეორე შეიყვარო. ან მესამე ... მეოთხე ... ეგ მერე უფრო ვნებაა, ვიდრე სიყვარული. შეიძლება შეჩვევაც იყოს. ამ დროს ხომ ადამიანებს უჭირთ ეს უკანასკნელი და სიყვარული ერთმანეთისგან განასხვავონ.
-შენ გგონია სიყვარული სხვაა, არათუ შეჩვევა?
-რა თქმა უნდა. შეჩვევის მომენტი კიდევ სხვაა. ეგ წინა ფაზაა სიყვარულის. ჯერ მოგწონს, მერე ეჩვევი და ბოლოს გიყვარდება. რომელიმე თუ დაირღვა, საბოლოო შედეგს ვერ მიაღწევ.
-როგორ უნდა განასხვავო?
-სიტყვებით ვერ ახსნი. უბრალოდ უნდა იგრძნო.
-ანუ შენს ცხოვრებაში იყო ვინმე?
-კი. ორი წლის წინ.
-კარგია, წარსულში რომ ამბობ.
-რატომ?
-აქ არ ვისხდებოდით. ერთი მეორეს გამორიცხავს და როცა მე ვირიცხები, ეგ მომენტი არ მიყვარს!-ისე უხდებოდა სიცილი.
-აქ რომ ვსხედვართ, მე თვითონაც მიკვირს. არა იმიტომ, რომ შენ ჯერ კიდევ უცხო ხარ ჩემთვის. უბრალოდ, ძალიან დიდი გავლენა იქონია წინა ურთიერთობამ ჩემზე. ალბათ, ნდობის დაკარგვა ყველაზე საშინელი რამაა და ზუსტად ეგ მჭირს. საშინელი გრძნობაა, როცა ადამიანი მასზე დამყარებულ იმედებს გიცრუებს. ეს გულის ამოგლეჯვას ჰგავს. ჯერ რომ ფრთხილად გეჭიდება და მერე ისეთი ძალით გიჭერს თითებს, თითქოს მისი თითებში გატარება უნდა. ყველაფერი ეს გამოცდილი მაქვს და იმდენად მაქვს გამჯდარი მთელ გონებაში, ძალიან მიჭირს ადამიანებთან კონტაქტი. არ მინდა იგივე განმეორდეს. მგონია, ამ დროს დავიშლები და ვეღარ ავეწყობი. ჩემს თავს ვიჭერ ხოლმე იმ დროს, რომ მეშინია და ეს მომენტი ყველაზე გულისამრევია. სხვის გამო, იმ ადამიანის გამო, რომელიც შენი ცხოვრების ნაწილი იყო.
-შენ ისე საუბრობ, ეგ უბრალო შეჩვევა არ უნდა ყოფილიყო.-თითქოს წყენა ვიგრძენი მის ხმაში.
-არც იყო. ბოლო ფაზა იყო, მაგრამ გააქრეს. სიყვარული მაშინ ქრება, როცა მისით მანიპულირებენ. ეს ანგრევს, მთლიანად შლის ამ გრძნობას. იცი, ხშირად ვეუბნებოდი მომიფრთხილდი-მეთქი და ეცინებოდა. არადა, სასაცილო საერთოდ არ არის. არ მესმის ადამიანები ასე ზედაპირულად, გულს გარეთ როგორ უყურებენ ერთმანეთს, მაგრამ მე ვიცი, რომ ყველაზე საშინელი მომენტია. ზოგჯერ საერთოდ ვერ ვხვდებით, ისე ვანგრევთ ურთიერთობებს და ეს თუ გააზრებულია, მაშინ საერთოდ არაფერს აქვს აზრი. შეიძლება ისე გაისროლო, საერთოდ ვერ მიხვდე უკან რამდენი გვამი მოიტოვე. არადა, ყველაფერი ხომ შენს კისერზე გროვდება. არ ვიცი ასეთი სასტიკები როგორ ვართ მათთან, ვისაც ვუყვარვართ და ვგრძნობთ, რომ ჩვენთანაა. და მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერი დროებითია. აბსოლუტურად ყველაფერი. სწორედ ამიტომ არის, რომ გეთანხმები - ადამიანმა თითოეული წამი უნდა გამოიყენოს. მერე ხომ არ დაბრუნდება.
-მაგარი გოგო ხარ შენ! არ ვიცი შენ ვინ უნდა გაწყენინოს ასე ძალიან, მაგრამ შენ თუ მეტყვი „მომიფრთხილდი“ მე არ გამეცინება, პირიქით. უკანასკნელი ვიყო თუ შენი სურვილი არ აგისრულო. შეიძლება ახლა დაუჯერებლად გეჩვენებოდეს, მაგრამ მე ყველა წამის დაჭერა მიყვარს. მე შემიძლია ჩემს ყველა მიღწევას შენი სახელი დავარქვა და ამით ერთ წამში დაჭერილი შენც დაგანახო.-მითხრა და ხელი თითებზე ჩამჭიდა. მისი ხელის მოძრაობას თვალი გავაყოლე. მესიამოვნა.
-ნახევარი საათი დარჩა.
-არ მინდა აქ შევხვდეთ.-მითხრა და თვალებში ჩამხედა.
-აბა?!
-ისევ წამომყვები?
უყოყმანოდ დავთანხმდი.
ფეხზე წამოდგა და ქურთუკი ისევ მომახურა. ისევ გადამხვია ხელი და ბარის გვერდით სასტუმროსკენ წავიდა. ქვემოდან ავხედე, ჩემზე ბევრად მაღალი იყო. ეს მომწონდა. ეს განსხვავება თითქოს მანიშნებდა, რომ მე მასზე დაყრდნობა შემეძლო.
-ორი თუ?
-ერთი!-დაუფიქრებლად ვუთხარი მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რასაც გულისხმობდა.
-ერთი ნომერი თუ შეიძლება.-ღიმილიანი სახით უთხრა გოგონას და ბარათი გაუწოდა. მესამე სართულზე უხმოდ ავედით. კარები გამიღო და ნომერში შემატარა. საახალწლოდ გაეფორმებინათ. საშინლად მესიამოვნა. „ფარენგეიტით“ გაჟღენთილი ქურთუკი საკიდზე დავკიდე და აივნისკენ წავედი. ზუსტად, ზუსტად ისეთი ვიტრაჟი იყო, როგორიც მე წარმომედგინა. კარები გამოვაღე და გარეთ გავედი. მთლიანად დათოვლილი გუდაური საოცარი ხედით იშლებოდა წინ. საახალწლოდ განათებული სითეთრე ისეთი ლამაზი იყო, სიტყვებით ვერ აღვწერდი. ცივი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ფილტვები თოვლის სურნელით ავივსე. წამებში ვიგრძენი თბილი ხელები მუცელზე. ზურგსუკან სიცხელე და ყელთან მძიმე, ნელი სუნთქვა. ნიკო ღრმად სუნთქავდა და ჩემს თმებში თავჩარგული ჩემს არომატს იღებდა. ხელებს სულ უფრო და უფრო მაგრად მიჭერდა.
-გრძნობ?-დაბალი, გულიდან წამოსული ხმით მითხრა და ყურის უკან მაკოცა. მუცელი შემეკუმშა. მთელ ტანში დამიარა მისი ტუჩებიდან წამოსულმა ვნებამ და ამაკანკალა.
-რას?-ძლივს ამოვილაპარაკე. თვალებდახუჭული ვგრძნობდი როგორ გადამიწია ჟაკეტი მხარზე და როგორ მაკოცა.
-თოვლის არომატს ...-ჩუმად თქვა.-ახალი წლის ...-ისევ მაკოცა.-გრძნობ?
ხმა ვერ ამოვიღე. ხელები ამიკანკალდა. ვიგრძენი ქვედა ტუჩი როგორ მითამაშებდა. ვერაფრით დავაღწიე თავი მისგან წამოსულ ვნებას და მისკენ შევბრუნდი. წამით ვინანე, მის თვალებს რომ შევეჩეხე. მისი თვალები ისე ანათებდა, თითქოს იმ წამს იქ სხვა სინათლე არ არსებობდა. ხელები ვერ დავიმორჩილე. აკანკალებული თითები მისი სახისკენ წავიღე და ლოყაზე მივეფერე. იმწამსვე დახუჭა თვალები. ღრმად ამოიოხრა და თავი გადახარა, მთლიანად რომ ეგრძნო ჩემი ხელისგული. გული აღარ ჩერდებოდა. ისეთი სიმძფრით ფეთქავდა, მეშინოდა არ გამსკდარიყო.
-მე შენს არომატს ვგრძნობ.-ჩუმად ვუთხარი და ჩემს ხმაზე როგორც კი თვალები გაახილა, მაშინვე დავახუჭინე. ვაკოცე.
ჰო, ვაკოცე!
მე, სრულიად უცხო გარემოში, სრულიად უცხო ადამიანს.
ღიაფერის’თვალება ნიკოს ... მე რომ მეხვეოდა, მთელი სხეულით რომ მეჭიდებოდა.
ისეთი რბილი, ფაფუკი ტუჩები ჰქონდა, რომ ფეხებში სისუსტე ვიგრძენი. ვგრძნობდი, რომ მთელი გრძნობით იყო ჩემთან და ოდნავადაც არ ყოფილა ყალბი. უკან დაიხია, თან არც ხელს მიშვებდა, არც ტუჩებს მაშორებდა. საწოლისკენ ისე წავიდა, თვალები დახუჭული ჰქონდა არც მე მქონდა ძალა, გამეხილა. სწრაფად შემობრუნდა და საწოლისკენ ზურგით დამაყენა.
-მაშა ...-ოდნავ მომშორდა და თვალებში ჩამხედა.
-მაკოცე.-ვუთხარი და მისკენ გავიწიე.
-რა ლამაზი ხარ!-ჩუმად მითხრა და ცხვირზე მაკოცა.-ისეთი საყვარელი ხარ. კიდევ კარგი თავი გამიტეხე.-ტუჩებით ვიგრძენი, რომ გაეღიმა.
-ლამის ...-იმ წუთებიდან მხოლოდ ეს ბოლო სიტყვა მახსოვს. მერე მისი ხელები ისე შემომეხვია, მოძრაობის საშუალება არ მომცა. ზურგსუკან რომ რბილი მატერია ვიგრძენი, გონება გამეთიშა. ოღონდ მართლა გამეთიშა. ვგრძნობდი, რომ სადაც კი მკოცნიდა, ყველა ადგილი მეწვოდა. იმდენად დიდი იყო მისი პრელუდია, რომ მოუთმენლობისგან სუნთქვა შემეკვრა.
-ჩემი ... საახალწლო საჩუქარი ხარ!-სუნთქვებს შორის ამოილაპარაკა და მკერდზე მაკოცა. შეხება იყო ისეთი რეალური, მეგონა გულზე მკოცნიდა.
10 ...
მისი ტუჩები მუცელზე მეხებოდა. თეძოებზე ვგრძნობდი მის ძლიერ ხელებს და ოდნავ ახმაურებულ კურორტს, ჩემი ჩუმი ამოოხვრით ვპასუხობდი.
9 ...
ხელები მკერდზე. თვითონ მთლიანად ჩემთან და აჩქარებული გული. აკანკალებულ ხელებს მხრებზე ვუჭერდი და ტუჩებს არ ვაშორებდი მის კისერს.
8 ...
-რამე მითხარი!
-მაკოცე-მეთქი!
7 ...
შინაგანი კანკალი გარეგნულადაც შესაჩნევად მეტყობოდა.
6 ...
კბილებით მის მხარს ჩავეჭიდე. არანორმალურად მეფერებოდა.
5 ...
-ისეთი ლამაზი ხარ ...
4 ...
-ნიკო ...
-ნუ ლაპარაკობ!
3 ...
-თვალებს ნუ ხუჭავ! დამანახე!
2 ...
მთელი ძალით მოვეხვიე მხრებზე. თავი კისერში ჩამირგო და ძალიან ძლიერად, საშინლად ვნებიანად მაკოცა.
1 ...
-გილოცავ ... ახალ წელს ...-ბოლოს ამოილაპარაკა, გვერდით გადაწვა და ცხვირზე მაკოცა.
-შენც!-ვუთხარი და ხელები შემოვხვიე.
-საოცრება ხარ. ხილული საოცრება. ხომ იცი, ახალ წელს რომ სასწაულები ხდება? ჩემი ახდენილი შენ ხარ!
-პირველი შემთხვევაა ახალ წელს რომ მეძინება.
-არ დაიძინო, რა. მოდი აქ.
ფეხზე წამოდგა, ხელები მომხვია და იატაკზე ჩაცურდა. კალთაში ჩამისვა და ვიტრაჟისკენ გამახედა.
-ეს არ უნდა გამოტოვო!
მთლიანად გადათეთრებულ მთებში ფერად ფეიერვერკებს ისროდნენ. ისეთი სილამაზე იყო, რომ ემოციები ვერაფრით დავმალე.
-ნიკო, რა ლამაზია!
-შენ უფრო ლამაზი ხარ!
-ნუ მეაფერისტები!
-არა, გეფიცები. ყველაზე მაგარი წლის საწყისი ხარ. არ ვიცი ამაზე მაგარი რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მაშა, გეფიცები, მართლა ჩემი საჩუქარი ხარ. ახალი წლის ღამეს ხომ სასწაულები ხდება? ხოდა, შენ მე ამიხდი. აი, ბავშვობაში რომ სასწაული ჩავიფიქრე - შენ იყავი. შენ ჩაგიფიქრე და ამიხდი. წარმოიდგინე, მთელი ოცდაორი წელი გელოდი და სულ ერთ წამში გიპოვე. ხომ არაფერი ხდება შემთხვევით, ეს ჩვენი შეხვედრაც ხომ უმნიშვნელო არაა. გარდამავალი წამის დროს, ძველს რომ ახალი ცვლის, სწორედ მაგ დროს გიპოვე და იცი? არ მინდა რომ გაგიშვა. მინდა მთელი წლისთვის მეყო და მომავალ წელსაც ასე იყოს, ხვდები?
-ნიკო, მეძინება!-ჩუმად ვუთხარი და სახე მის ყელში დავმალე.
-დაიძინე.-თავზე მაკოცა.
-ხვალ რომ გათენდება, ჩემთან იქნები?!
-კი. და არამარტო ხვალ.
ისე ჩამეძინა, მისი ბოლო სიტყვები ძლივს გავიგე. პირველად მეძინა ახალი წლის პირველ საათზე და პირველად იყო, სასწაულების არსებობის სრულყოფილად რომ მჯეროდა. ხომ ყოველთვის ამბობენ, მთავარია სურვილი გქონდეს და ფსიქოლოგიური განწყობა და ყველაფერი გამოვაო. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, ალბათ.
ღამის თორმეტს რომ გადასცდება, პირველი წუთი რომ იწყება და ახალი შეგრძნებები ავსებს ფერადი შუშხუნებით სავსე გარემოს, სურვილების ღმერთი გიყურებს და ხელის ერთი მოძრაობით გისრულებს მთელი წლის ნატვრას.
და რა არის ცხოვრება?!
ბედნიერი წუთები.
მეტი არაფერი, არასდროს!
შეხვდები? უნდა გააკეთო! წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის ინანებ ვერგადადგმულ ნაბიჯს. ყოველთვის იფიქრებ, ასე რომ მოვქცეულიყავი, რა მოხდებოდაო.
გაქვს შანსი? უნდა გამოიყენო!
წარმოიდგინე, ზემოდან ვიღაც გიყურებს, გაძლევს შანს და შენ არ იყენებ! მერე ის ზის და დაგცინის, რამხელა ბედნიერება გაუშვა და აზრზეც არ არისო.
მითუმეტეს ახალი წლის ღამეს, როცა ყველაფერი თავის ადგილას უნდა დალაგდეს ან უნდა აირიოს, ოღონდ სასიამოვნოდ. შენ რომ გაწყობს, ისე.
-მაშა!
ბუნდოვნად მესმოდა ხმა.
-მაშა, გამოფხიზლდი!
დედაჩემის ხმა რატომ მესმოდა?
-წყალი შეასხი, რა!
და მაშინვე ვიგრძენი ცივი წყალი სახეზე. სწრაფად გავახილე თვალები იმის იმედიდთ, რომ ეს ყველაფერი მესიზმრებოდა და ნიკოს სახეს დავინახავდი, მაგრამ ...
-მაშა, ღმერთო! როგორც იქნა! ძალიან გტკივა?
-ვერ გავიგე?!-ხმადაბლა ვთქვი. რაღაც თავზე ძალიან მტკიოდა.-აქ რა მინდა?
-თავი დაარტყი დედა და გაითიშე!
-ნიკო სად არის?
-ვინ არის ნიკო?
-როგორ თუ ვინ არის? ახლა გუდაურში არ ვარ?
-ვაიმე, მგონი ტვინის შერყევა აქვს, მაკა დეიდა!-სოფო წუწუნებდა.
-შენ აქ რა გინდა?-გაკვირვებულმა შევხედე.
-შენთან ამოვედი.
-სახლში ვარ?
-ჰო, აბა სად უნდა იყო?
დედაჩემის გაკვირვებულ სახეზე მზერა გამიშტერდა. მერე ირგვილ მიმოვიხედე და ...
ჩემი აივანი! თითი შუბლზე მოვისვი და ცივი სითხე ვიგრძენი.
-რა დამემართა?-ჩუმად ვიკითხე. ვიგრძენი, რომ რეალობაში ახლა ვიყავი და ისე ცხადად ნანახი მხოლოდ ილუზია ან რამე ამდაგვარი იყო.
-ფეხი წამოიკარი და თავი გაიტეხე. მოაჯირს ჩამოარტყი. რამდენიმე წუთი გათიშული იყავი.
-ანუ ნიკო არ არსებობს?!-ამოვიტირე. ოღონდ მართლა, რეალობაში დავიწყე ტირილი არარსებულისთვის.
-ვინ ნიკო, მაშა? რას იძახი?
-ჩემი ნიკო. აქ რომ იდგა.-ხელი სადარბაზოსკენ გავიშვირე.
-ნუ მაშინებ!-დედას ხმაზე, მაშინვე დავაწყვე სახე. ცივი წყალი დავლიე და ღრმად ჩავისუნთქე.
ყველაფერი სიზმარი იყო. თან არც სიზმარი. მხოლოდ წარმოსახვა, გათიშული გონებით. ისე დამწყდა გული, იქვე მდგარ სავარძელში ჩავჯექი და სახე ხელებში ჩავრგე. რეალურად გამახსენდა ყველა დეტალი, თანმიმდევრობით. ნიკოს ხმა, მისი გახეთქილი შუბლი, სიცილი, ლაპარაკის მანეერა ... ღმერთო, რა მჭირს?
-მაშა, კარგად ხარ?
სოფოს ხმა ბუნდოვნად მესმოდა. მხოლოდ თავი დავუქნიე და ფეხზე წამოვდექი.
-გამომყევი ჩემს ოთახში, რა.
როგორც კი შევედი, მაშინვე საწოლზე ჩამოვჯექი.
-მგონი გავგიჟდი, სოფო.
-არ მეტყვი, რა ხდება?
ვუთხარი? ყველაფერი დეტალურად მოვუყევი. მის სახეზე აღბეჭდილი სიცილი ცოტა ცუდად მოქმედებდა. დასასრულს კი ისეთი სახით მიყურებდა, თითქოს მანაც იგრძNო სიტუაციის რეალურობა და ჩემთან ერთად განიცადა.
-არ ვცი რა გითხრა.-ძლივს ამოილაპარაკა და გვერდით დამიჯდა.-ვერც ვხვდები რას გრძნობ, მაგრამ შენ უნდა იცოდე, რომ ყველაფერი შენი წარმოსახვის შედეგი იყო და არაფერი სხვა.
-ყველაფერი ისეთი რეალური იყო. ისეთი გულწრფელი. თითქოს აი ახლა, რამდენიმე წამის წინ მოხდა. მგონია მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და ახლა რომ ვერ ვხედავ, უნამუსო ვიყო, ძალიან მენატრება.
-მოვიდა ახალი წელი!
დედაჩემის ხმამ გამოგვაფხიზლა.
-ახალი წელი მოდის. სხვა რამეზე გადაერთე. მთავარია ახლა კარგად ხარ და ჭრილობაც არ არის სერიოზული. ნელ-ნელა გადაგივლის. მაშა, გესმის რას გეუბნები? რეალობა არის ეს, მე რომ გეხები და არა ის - რამდენიმე წუთის განმავლობაში რაც იხილე.
მაქსიმალურად ვეცადე თავი ხელში ამეყვანა. საახალწლო სუფრის გაშლა რომ დავიწყე, განწყობა თავისით მოვიდა.
-აუ, ეს თეფში აქ დავდგათ, დე!-ვწუწუნებდი და Last Christmas-ს ბოლო ხმაზე ვაღრიალებდი.
-ცოტა დაუწიე, რა.
-არა, ასე უფრო იგრძნობა რამდენიმე წუთი რომ არის დარჩენილი.
-ზარია კარზე, გააღე!
ფრატუნით წავედი კარისკენ და როგორც კი გავაღე, ჩვეულებრივად დავყრუვდი!
-დამდეგს გილოცავ, მაშკა!-ბოლო ხმაზე იყვირეს მეგობრებმა და ფერადი ქაღალდები სახეში მომაყარეს.
-თუ არ დამაბრმავებთ, როგორმე მეც მოგილოცავთ.-სიცილით ვთქვი და ყველას გადავეხვიე.-ძალიან გამახარეთ.
-ერთად ვხვდებით, რა! მაკუშ, შენი ტორტი გააკეთე?
-კი, გიორგი. ჩვენი სუფრა მაგის გარეშე წარმოგიდგენია?
-არა, ტო, რას ამბობ.
-აივანზე გავიდეთ და რაღაცები ვისროლოთ რა, სასაცილო სახელი რომ ჰქვია.
-ფეიერვერკია ეგ, შე იდიოტო.
-ჰო, ფეიე... რაც არის და როგორც არის.
-ჰა ჰა, თქვი რა, ძმობას გაფიცებ.-ზაზუკა, რა თქმა უნდა, ეღადავებოდა ლევანს.
-3 ... 2 ... 1 ...
-ქრისტე აღსდგა!-ბოლო ხმაზე იყვირა გიორგიმ და მის ნათქვამზე ისე გაიცინა, ყველა ერთიანად ავხარხარდით.
-გილოცავთ!-გაიწელა სოფო და არ ვაჭარბებ, ყველას ერთდროულად გადაგვეხვია.
ისეთი ბედნიერი ვიყავი, როგორც ყოველთვის. ყველა ახლობელი ადამიანი ერთად და ბედნიერად. საოცარი სწორედ ის შეგრძნებაა, როცა რასაც გრძნობ, იმას სხვაც იზიარებს. სულ ცოტათი ვგრძნობდი გულისწყვეტას, რეალობა რომ ასეთი იყო. მერე ჩემს ფიქრებზე გავბრაზდი. რას ნიშნავს ვიყო გულდაწყვეტილი, როცა ყველა ჩემს გვერდით არის?! მაქვს კი უფლება ამ დროს არარსებულ ადამიანზე ვიდარდო? ან საერთოდ როგორია იყო გაგიჟებული წარმოსახვაზე?! ნიშნავს იმას, როგორც მე ვიყავი. ზუსტად იმ მდგომარეობას. როცა სულიერი სიცარიელე ბევრას უფრო მტკივნეულია, ვიდრე ბინძური, ჭუჭყიანი სული. როცა ერთიანაობა იშლება და გრძნობ - რაღაც უსაშველოდ გაკლია. თითქოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო ამოგგაკლეს და სუნთქვა გიჭირს, ვერც გული ვერ არის მწყობრში.
იმ ახალი წლის ღამეს, 1 იანვარი რომ იწყებდა გათენებას, აივანზე მჯდომი ვფიქრობდი არარსებულზე, რომელიც ჩემთვის ყველაზე დიდ რეალობას წარმოადგენდა.
თავი გამოვიჭირე იმაში, რომ ჩემივე მოგონილზე ვიყავი უგონოდ გაგიჟებული. აბსოლუტურად სხვანაირი იყო ყველაფერი მაშინ, როცა მის ღია ფერის თვალებს ვგრძნობდი როგორ მიყურებდა. თითქოს შეეძლო ჩემს სულს შეხებოდა. სხვანაირი იყო მაშინ, როცა მისი ხმა მთლიანად მივლიდა გაყინულ სხეულში და მომენტალურად ვთბებოდი. სიგიჟეა მხოლოდ ხმას რომ შეუძლია ადამიანის გათობა იმდენად, რომ ვერასდროს იგრძნოს სიცივის ძლიერი მარწუხები.
იმ ახალი წლის ღამეს, 1 იანვარი რომ იწყებდა გათენებას, ვგრძნობდი რომ ჩემგან ვიცლებოდი და ვივსებოდი მხოლოდ მისი ილუზიური არსებობით. სიგიჟემდე მენატრებოდა არარსებული შემოხედვა, შეხება, კოცნა, ჩახუტება ... ყველაფერი ის, რაც მის მზერას რეალურს ხდიდა ჩემს სხეულთან თანაზიარად.
ვგრძნობდი, რომ გაგიჟებაც შეიძლება იყოს ყველაზე დიდი ცხოვრებისეული გამოწვევა და სადღაც გულის სიღრმეში მაინც მჯეროდა, რომ იგი არსებობდა.
ახალ წელს ხომ სასწაულები ხდება, როგორც მე ავუხდი ჩემს ნიკოს, ისე ამიხდებოდა რეალობაში მე.

)))(((
ცხოვრება რომ ჩვეულ რიტმში იწყებს გაგრძელებას, ზუსტად ის მომენტი მქონდა. ისე გადამავიწყდა მომხდარი, თითქოს არც ყოფილიყოს. ოღონდ ნიკოს სახე ყოველთვის არსებობდა, ჩემთვის.
შობამდე ვერ გამოვფხიზლდი. როგორც იციან ხოლმე, დღეს შენთან ვართ, ხვალ ჩემთან, ზეგ „იმასთან“ და ა.შ. სახლში ისეთი გათიშული მივდიოდი, დედაჩემის სახელსაც ვერ ვიძახდი წესიერად.
-სისულელეა ამდენი სასმელი, რა.-წუწუნებდა სოფო.
-რას იზამ, საყვარელო. ველური მეგობრები რომ გეყოლება, ავტომატურად ხდები შენც ეგეთ.-ნაბეღლავის ბოთლი გავხსენი.
-მწნილი გაქვს?
-რა მკითხე, ნუ? როგორ შეიძლება არ მქონდეს, ერთი გოზინაყი და მეორე ეგ - ახალი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები!
-აი, სამოთხეა, რა!
-გიორგის სახე გახსოვს? ბოლო ხმაზე რომ ყვიროდა, ახალ წელს არ მოვიყვან, თუ ნინა ცოლად არ გამომყვებაო?!
-ვაიმე, კი. მთელ უბანს ესმოდა. რა უაზროა.
-ერთი ჩვენი ეზოს ბავშვები ღრიალებდნენ ეგრე და მეორე ეგ.
-ნამცხვარიც მინდა, რა.
-შენ ნაბახუსევზე ხარ თუ ორსუალდ ხარ, გოგო?
-ისეთი მთვრალი ვიყავი, არ გამიკვირდება რამე რომ გამერისკა.
-ნუ იცინი ასე ხმამაღლა, გამისკდა თავი.-ამოვიწუწუნე და თავზე ხელები მოვიჭირე.
ცხრა იანვრის შემდეგ ყველაფერი ძველებურ რიტმში ჩადგა. უნივერსიტეტის გამოცდები, ერთი კორპუსიდან მეორეში სირბილი და ა.შ. ისე ვნერვიულობდი, სულ მავიწყდებოდა, რომ ცოტა განტვირთვა მჭირდებოდა ამ პერიოდში მაინც. სემესტრის დასასრული ისე მანერვიულებდა ყოველთვის, რომ ზოგჯერ ანტიდეპრესანტებსაც ვსვამდი. ერთადერთი რამ იყო, რაც ზედმეტად მოქმედებდა ჩემს ნერვულ სისტემაზე.
13-ში ღამით ისეთიდ გადაღლილი ვიყავი, არაფრის თავი მქონდა. პირველი შემთხვევა იყო, როცა ძველით ახალ წელს არაფრის ხალისი არ მქონდა. უფრო სწორად, უფრო მცირე მქონდა, ვიდრე გასულ წელს. უკვე კონსპექტები მეჩვენებოდა ყველგან და ძალით ვიქმნიდი განწყობას - ბოლო ხმაზე დაკრული საახალწლო სიმღერებით, დამატებული ფერადი ნათურებით და ა.შ. ღამის ათი საათისთვის კი ისეთ „ხოდზე“ ვიყავი, მე თვითონაც ვღიღინებდი. იმ საღამოს დედა თავის დაქალთან იყო. მე კიდევ სახლში მარტო. ამაზე ფილმი გამახსენდა, ჩემი კევინი და ქერათმიანი ბიჭუნას თავგადასავალი უკვე აღარც მახსოვს მერამდენედ ჩავრთე. მხოლოდ მაშინ ვინებე დივნიდან წამოდგომა, ორი სერია ერთდროულად რომ ვნახე და ცოტა მეძინებოდა კიდეც. საათს გავხედე, 5 წუთიც და ისევ გაფერადდებოდა ცა ფერადი ფეიერვერკებით. გოზინაყი ავიღე და ტუმბოსკენ წავედი. სოფოსთვის უნდა დამერეკა. ოდნავ რომ ახმაურდა ქალაქი, აივნის კარისკენ წავედი. ნომერი ავკრიფე და კარები გამოვაღე.
-გილო...-სიტყვის დამთავრება არ დამცალდა, ფეხი წამოვკარი კარებთან მდგარი სავარძლის ფეხს და ინერციით მოაჯირს შევეჯახე.
-ვახ ბიჭო, თავი გამიტეხა, მგონი!


„-უკვე რეალურად ამიხდი!
-მ.“






-----------------
ჰეფი, ჰეფი ნიუ იეარ, ფიფოოოლ!
გილოცავთ, სიყვარულის ადამიანებო! რაც კი დედამიწაზე დადებითი არსებობს, ყველაფერს ერთიანად გისურვებთ. სიმშვიდეს! რომელიც ერთ-ერთი იმათთაგანია, ჩვენი ცხოვრების დადებითად წაყვანისთვის რომ მნიშვნელოვანია. გისურვებთ ამ სიმშვიდის მხოლოდ ბედნიერებით დარღვევას. გულის სიხარულით აჩქარებას, ბედნიერ ღიმილს, სიცილს ... წარმატებას, რომლითაც იამაყებთ და უკან რომ მოიხედავთ, რომ იტყვით - „ღადაობ?! ეს რა მაგარი წელი მქონიაო!“
ახალ წელს ხომ სასწაულები ხდება და მინდა გჯეროდეთ, სულ! აუცილებლად აგიხდებათ. მთავარია გულით სურვილი და აი, ოცნებების ამსრულებელი ღმერთი უეჭველად აგიხდენთ.

პლუს ამას,
უღრმესი მადლობა დაბადებისდღის მოლოცვისთვის. რომ გახსოვთ, რომ გინდათ რომ გამახაროთ, ეს ყველაზე მაგარი შეგრძნებაა!

კიდევ პლუს ამას,
არ მინდოდა ეს ასეთ პოზიტიურ განწყობაზე დამეწერა, მაგრამ ცოტა გული მწყდება და ამ დროს თავს ვერ ვიკავებ.
ამ ბოლო დროს ბევრი შეტყობინება მივიღე. ის შემთხვევაა, როცა რაოდენობამ არ გამახარა და ეს იმის გამოა, რა შინაარსისაც ისინი იყო.
ჩემი ისტორიები ჩემი შვილებია! წარმოგიდგენიათ მაინც როგორ მიყვარს? არანორმალურად! თითოეულ სიტყვას ისე ვუფრთხილდები, ისე ვწერ, თითქოს ჩვილ ბავშვს ვუვლი და თითოეული ნაბიჯი განმსაზღვრელი იქნება მისი მომავლისთვის. და კიდევ წარმოიდგინეთ, ეს ჩემი შვილი რომ მომპარონ! მიითვისონ! როგორი შეგრძნებაა?! ზუსტად ისეთი, როგორიც აქ, იმ საიტზე, რომელზეც მე ახლა ვწერ, აღმოვაჩინო ჩემი ისტორიის იდენტური რამე. ამ დროს ვგრძნობ, რომ ჩემი „შვილი“ მე აღარ მეკუთვნის და ცოტა არა ... უდიდეი დოზით მწყდება გული. მარტივად რომ ვთქვა, ცუდი საქციელია ასე მოექცე სხვის საკუთრებად და წარმოაჩინო შენად.
და კიდევ, საშინელი მომენტია, როცა რაღაც ნაწილებს გაბნეულს ვპოულობ სხვაგან. მინდა იცოდეთ, რომ ნებისმიერ წერტილს, მძიმეს, სიტყვას, წინადადებას ვგრძნობ და ვხვდები რომ ჩემია, სხვასთან რომ ვკითხულობ. აბსოლუტურად ყველა სახელიც, რომელიც ჩემს დაწერილს ეკუთვნის, ვხვდები და ვიაზრებ. მეცინება ასეთ მომენტებზე, ერთხელ რომ გააკეთებენ - თვალს დავხუჭავ. მეორეჯერაც - ისევ თვალს დავხუჭავ, მესამედ ... მეოთხედ ... მე ისევ ჩუამდ ვარ და ჰგონიათ, რომ მე ვერ ვხვდები, ეს ამბები არ მომდის და არაფრის აზრზე ვარ! არადა, ზუსტად იმ მომენტში ვარ, რომელიც იმ „სხვას“ არ ეკუთვნის და ჩემი „შვილებისა.“
ცუდი მომენტია კიდევ ისიც, ჩემს „ტერმინებს“ სხვისი მისამართით გამოყენებულს რომ ვხედავ. ვიღაცისთვის შეიძლება ეს სასიამოვნო იყოს, მაგრამ მე მაქვს შეგრძნება, თითოს რაღაც ჩემი ნაწილი მომპარეს და აჩუქეს სხვას. თან ისეთმა, ჩემთან რომ ძალიან ახლოსაა)) ცოტა რთულად გასაგებია და ვერც ვიგებ.
მინდა ეს ტექსტი ოდნავ მაინც მივიდეს ისეთი ადამიანების გულებამდე, რომლებიც ზემოთხსენებულს „სჩადიან“ და ამით ავტორებს უდიდეს გულიწწყვეტას ანიჭებენ. ამით შეიიძლება არაფერი გამოსწორდეს, მაგრამ უნდა მეთქვა, თორმე გული გამისკდებოდა!
უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერს ვკითხულობ და ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ ის მომენტი, თქვენს ნამუშევრებს რომ სხვის „საკუთრებაში“ ნახავთ. ან იგრძენით, ამ დროს მაინც გაიაზრებთ რამხელა იმედგაცრუებას ანიჭებთ სხვას )))

ნუ, მოვრჩი!
გილოცავთ კიდევ ერთხელ. გასულმა წელმა თქვენი თავი მაჩუქა და როგორ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო?!
მიყვარხართ!
იმ გარდამავალ საათებში, როცა ძველი წელი გარდატყდება და ახალი შემოაბიჯებს, მე ისევ მეყვარებით და ისევ ვიგრძნობ, რომ თქვენც ... <3

ეს პატარა ისტორია, რომელიც გზაში დაიწერა, ბევრი შეცდომებით და ამბებით, განწყობის ბრალი იყოს ...
ბევრი გაკოცეთ ... <3скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline ადმინი Mariiiiami

როგორ მიყვარხარრ

 



№2 სტუმარი სტუმარი shalo

lezbebi...

 



№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Elle chemo sayvarelo rom icode rogor momenatre dges shramians mivubrundi da kitxva rom uda damewyo es axali motxrobac agmovachine...
Uzomod gamatbo am istoriam. Zogadad sheni istoriebis wKitxvisas miyalibdeba xolme shexedulebebi rogori minda rom viyo da rogori minda iyos chemi meorwle naxevari magram vai chems tavs. Davrchebi usiyvarulod. Shramianis nairs tu velode :ddd
Mokled sixarulo dzaan miyvarxar da mixarixar!!!
Vwuxvar rom ase cud mdgomareobasji xar!!! Me mxolod is shemidzlia vimedovno rom gamoswordebian es adamianebi...
Da xo gilocav axal wels bednierebas sixaruls da ocnebebis asrulebas gisurveb!!!!

 



№4  offline წევრი katerina (keta)

კეტრინის პატარა ნენე ხარ შენ!
ნუ, ღირდა გზაში წვალებად, აშკარაა!
მომეწონა, ორიგინალური იყო და თემატური.
რაღაც-რაღაცები ჩვენი დავიჭირე და უაზროდ გამეხარდა და გამეცინა.
შენ ჰომ ისედაც სულ მიხარიხარ და მიხარიხარ.

რაც შეეხება ბოლო ნაწილს, კარგია რომ თქვი, აქამდეც უნდა გაგეკეთებინა ეგ მე თუ მკითხავ.

შენ ხარ ჩემი ყველა’ფერი!
მათ შორის ახალი წლისაც.
ძალიან ვგიჟდები შენზე და მომენატრე უკვე...

 



№5  offline წევრი Niin))

ახლა მე ავდგები და ტელეფონს ვისვრი აივნიდან :))))) მაგრამ, ჩემი ბედი რომ ვიცი , ან ვინმე 'მაწაკს" მოხვდება, ან ლოთს , ან '"კაი ბიჭს" ... ნიკოს რომ დაეცეს,არაა???!!!

ჩემი უჯიგრესი სანტა ხარრრ!!!! სპეციალურად შენთვის შემოვედი და სიახლე რომ ვნახე , უნებურად ტაში შემოვკარიიი ^^^^_^^^^^
სასწაული გოგო ხარ, სასწაული აზრებით,იდეებით.. ფამტაზია გაქვს? უჰჰჰჰჰ...
კინაღამ ვიტირე მაშას "შერყევის"ამბავზე ;(((((
მაგრამ უცებ გამახსენდა ვის ისტორიას ვკითხულობდი და გავიღიმე.. ^_^ არც შევმცდარვარრრ ♥♥♥

ჩემი ზე ბესტ ხარრრ!!!!!
ლავ იუუუუ♥♥♥♥

უიიიი, დამდეგს გილოცავ.. დაჩის, გაგას, ბეროს,ნიკოსნაირი ადამიანი გეპოვოვნოს.. საუკეთესო სურვილებით ♥♥♥♥♥

პ.ს შენი დაბადების დღე როგორ გამომრჩა?!!!! გული დამწყდა რომ ვერ მოგილოცე :((( ფუიიი,ნინოო!!!! რა მახსოვრობა გაქვს, რააა :'(((((

 



№6  offline წევრი გრაფინია

აბა,საიდან გეცოდინება ხოდა მე გეტყვი,დღევანდელი დილა “პირველი ნახევრით” დავიწყე
ეტყობა მომენატრე:)
***
სახელები
არ ვიცი ეს შენი სტილია თუ შენდაუნებურად აკეთებ..
პერსონაჟს ზუსტად ურჩევ სახელს
საოცარი სიზუსტით უხამებ მის პიროვნებას, ხასიათს,ტიპაჟს
არ აქვს მნიშვნელობა შერქმეულია თუ იმენა სახელი ,მაინც ძალიან მათი სახელებია.
ხასიათი
ყველა როგორი უბრალო გყავს,არა?
აი,ლამაზები ან სიმპატიურები,განათლებულები,წარმატებულები და მაინც ზედმეტად უბრალოები,მიწიერები.
დამოკიდებულება
საკუთარი თავებისადმი,ერთმანეთისადმი, მეგობრებისადმი,სიტუაციისადმი, ზოგადსაკაცობრიო საკითხებისადმი არის ზედმეტად სწორი,გულწრფელი,ალალი, მართალი.
გამბედაობა
მე არ ვიცი რა არის სწორი და როგორია იცხოვრო სწორად,მაგრამ გამბედაობა ადამიანის მთავარი კოზირია.
და ასეთები იყვნენ ნიკოც და მაშაც.
ვნება & სიყვარული
ეს ორი გრძნობა თუ მდგომარეობა ერთმანეთზე ჯაჭვურად გადაბმული მგონია.
როგორც წესი,ერთის ზედმეტი რაოდენობა უმალ იწვევს მეორეს.
ბიჭს თუ გოგოს,შენს ისტორიებში,ყველას ახასიათებს ეს ამბავი და ძალიან გულწრფელად გამოხატავენ მათ არსებობას.
ასეა ეს და ასეც უნდა იყოს.
სითამამე
საჭიროა სითამამე იმისთვის რომ იყო კარგად.

არ ვიცი რა გითხრა.
ჰო,შენი სახელი უნდა მოიხდინო.
ხასიათს ვერ შეცვლი,მაგრამ შეგიძლია ის ჩამოაყალიბო ისე რომ იყო მარტივი. განა სხვისთვის,შენთვის.
სწორი დამოკიდებულება უნდა შეარჩიო ნებისმიერ სიტუაციაში და პატივი სცე შენს გადაწყვეტილებას.
უნდა გაბედო და თუ გული გკარნახობს,ყველაფერი გააკეთო მომავლის შიშის გარეშე.
სიყვარული ხომ საოცრებაა და უფრო საოცრება ვნებიანი სიყვარულია.
როცა სიტყვებს მოქმედება მოჰყვება და ორმხრივად სასიამოვნოა ურთიერთობა.
___________
სვით გოგო,შენს ყველა პერსონაჟს ერთად აერთიანებ შენში და საოცრებას ქმნი.
გილოცავ ამ საოცარ დღესასწაულს და შენი წილი ბედნიერებით,სიყვარულით,წარმატებით ცხოვრებას გისურვებ❤️

 



№7  offline წევრი tasusuna

კარგი გოგო ხარ რა!

 



№8  offline წევრი blondeangel631

გილოცავ მრავალს დაესწარი <3 ძალიან მაგარი ხარ არაჩვეულებრივი იტორია იყო <3 <3 <3

 



№9  offline წევრი barbarebibileishvilii

არვიცი რა გითხრა და საიდან დავიწყო უბრალოდ საოცრებაა მართლა ერთერი საუკეთესო მოთხრობაა ჩემთვის
დასასრულით უნდა დავიწყო აი მეგონა რომ დამთავრდებოდა ჩვეულებრივად დაავიწყდებოდა და ... ისე დაამთავრე კითხვის პროცესში ეგეთ დასასრუს ვერც წარმოვიდგენდი აი ბოლო ნაწილს სანამ წავიკითხავდი გული მწყდებოდა რო ესე ჩვეულებრივად უნდა დამთავრებულიყო მაგრამ არვოცი სასწაულად გამოგივიდა
მაშა და ნიკო იყვნენ უმაგრესი პერსონაჟები აი როგორ აგიხსნა არისოხრობები რომლებშიც ან ძალიან მეამიტურად არის ყველაფერი და ძალიან ბავშვურად ამ მოთხრობაში ყველაფერი ერთადაა გადმოცემული მიკვირს ასეთ მოკლე ისტორიაში როგორ ჩაატიე ამდენი გრძნობა
იცი რატომ მომეწონა? სხვა ისტორიებს არ გავს ესეთი ერთიც არარის ოდნავ მსგავსიც კი თან საახალწლო განწყობითაა და არვიცი
არც ის ვიცი გზაში როგორ დაწერე ესეთი შინაარსის მოთხრობა
არვიცი რა გითხრა გააგრძელე წერა და კიდევ ბევრ საინტერესო ისტორიას ველოდები❣️❣️

 



№10  offline ახალბედა მწერალი elle...

Mariiiiami
როგორ მიყვარხარრ

სიგიჟემდე ...! ❤️

nawkas12345
Elle chemo sayvarelo rom icode rogor momenatre dges shramians mivubrundi da kitxva rom uda damewyo es axali motxrobac agmovachine...
Uzomod gamatbo am istoriam. Zogadad sheni istoriebis wKitxvisas miyalibdeba xolme shexedulebebi rogori minda rom viyo da rogori minda iyos chemi meorwle naxevari magram vai chems tavs. Davrchebi usiyvarulod. Shramianis nairs tu velode :ddd
Mokled sixarulo dzaan miyvarxar da mixarixar!!!
Vwuxvar rom ase cud mdgomareobasji xar!!! Me mxolod is shemidzlia vimedovno rom gamoswordebian es adamianebi...
Da xo gilocav axal wels bednierebas sixaruls da ocnebebis asrulebas gisurveb!!!!

ჩემო უსაყვარლესო გოგო, უთბილესო, უტკბილესო ... არ ვიცი როგორი დადებითი სიტყვებით მოგეფერო, ისე ახლოს ხარ ჩემთან ჯერ კიდევ (გა)ვაფრენთიდან ... არ ვიცი ასე ახლოს რატომ ვიღებ შენს კომენტარებს, მაგრამ ერთია - მთელი გულით ვგრძნობ.
როგორც ყოველთვის ისეთი საოცრებები მითხარი, არ ვიცი მადლობა ამისთვის როგორ უნდა ვთქვა. რაც კი ყველაზე დიდი არსებობს, ჩათვალე ისეთს გეუბნები.
შრამიანი არსებობს! დამიჯერე არსებობს და აუცილებლად გეყოლება ... ეგ ისტორია გარკვეულწილად რეალურ ფაქტებზეაა აგებული და 100% დარწმუნებით გეუბნები, რომ არსებობენ!!! დაიჯერე, იწამე და აუცილებლად გეყოლება! მე მჯერა! და ძალიან მინდა, ასე რომ იქნება, შემეხმიანო და შენი ბედნიერებით გამახარო!

მიყვარხარ, მიხარიხარ!
ყველაზე დიდი მადლობა ამ ერთი წლის მანძილზე ჩემთან რომ იყავი! <3

 



№11 სტუმარი სტუმარი shalo

miyvarxar...

სტუმარი shalo
miyvarxar...

mec uzomod

 



№12  offline ახალბედა მწერალი elle...

katerina (keta)
კეტრინის პატარა ნენე ხარ შენ!
ნუ, ღირდა გზაში წვალებად, აშკარაა!
მომეწონა, ორიგინალური იყო და თემატური.
რაღაც-რაღაცები ჩვენი დავიჭირე და უაზროდ გამეხარდა და გამეცინა.
შენ ჰომ ისედაც სულ მიხარიხარ და მიხარიხარ.

რაც შეეხება ბოლო ნაწილს, კარგია რომ თქვი, აქამდეც უნდა გაგეკეთებინა ეგ მე თუ მკითხავ.

შენ ხარ ჩემი ყველა’ფერი!
მათ შორის ახალი წლისაც.
ძალიან ვგიჟდები შენზე და მომენატრე უკვე...

2017 წლის სიეთი შენაძენი ხარ, სიტყები რიმ არ მყოფნის! ჩემი ყოველდღიურობა, ჩემი ყველა წამი, წუთი, საათი ... ყველაფერი <3 დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ შენ ხარ ჩემი ბედნიერება. იმედი. სიყვარული. სიხარული. სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ! როგორ შეიძლება ჩვეულებრივი სიტყვა შენ გაკმარო? აზრზე ხარ რა უნამუსო უნდა ვიყო?
ბევრი გაკოცე, ჩემო სიცოცხლე! ისე უაზროდ გაგითიშე წეღან, ბოდიში <3
არანორმალური დოზით ვგრძNობ შენს მიმართ სიყვარულს <3

Niin))
ახლა მე ავდგები და ტელეფონს ვისვრი აივნიდან :))))) მაგრამ, ჩემი ბედი რომ ვიცი , ან ვინმე 'მაწაკს" მოხვდება, ან ლოთს , ან '"კაი ბიჭს" ... ნიკოს რომ დაეცეს,არაა???!!!

ჩემი უჯიგრესი სანტა ხარრრ!!!! სპეციალურად შენთვის შემოვედი და სიახლე რომ ვნახე , უნებურად ტაში შემოვკარიიი ^^^^_^^^^^
სასწაული გოგო ხარ, სასწაული აზრებით,იდეებით.. ფამტაზია გაქვს? უჰჰჰჰჰ...
კინაღამ ვიტირე მაშას "შერყევის"ამბავზე ;(((((
მაგრამ უცებ გამახსენდა ვის ისტორიას ვკითხულობდი და გავიღიმე.. ^_^ არც შევმცდარვარრრ ♥♥♥

ჩემი ზე ბესტ ხარრრ!!!!!
ლავ იუუუუ♥♥♥♥

უიიიი, დამდეგს გილოცავ.. დაჩის, გაგას, ბეროს,ნიკოსნაირი ადამიანი გეპოვოვნოს.. საუკეთესო სურვილებით ♥♥♥♥♥

პ.ს შენი დაბადების დღე როგორ გამომრჩა?!!!! გული დამწყდა რომ ვერ მოგილოცე :((( ფუიიი,ნინოო!!!! რა მახსოვრობა გაქვს, რააა :'(((((

პირველ რიგში გეტყვი, რომ შენს ისტორიას რომ დაგპირდი, ეს ის არ არის! :დდ ის კიდევ სხვაა და იმას, რომ დაგპირდი, ახლო მომავალში ავტვირთავ!

ასეთ საოცრებას რომ ამეებზე მეუბნები, შეიძლება საერთოდ ადამიანური ბედნიერება ვიგრძNო? არა! არაადამიანურს ვგრძNობ! ჩემი სამმი გ ხარ შენ! ყოველთვის გეტყვი და დიდი მადლობა ამ წელს, შენი თავი ასსე რომ გაამაცნო!

ძალიან შემიყვარდი! ეს კი ძალიან მაგარი მომენტია! <3
გაკოცე!
დაბადბეისდღეზე არც იფიქრო! ჩათვალე ამ კომენტარით უდიდესი საჩუქარი გამიკეთე! <333

 



№13  offline წევრი deep

ნენე
თავიდან ვერ დავიჯერე
რომ ნიკო
არიყო რეალური
მაგრამ ბოლო ნაწილმა
დამშოკა
დეჟავუ მქონდა
მაშას მაგივრად მქონდა
გეფიცები
მართლა
აუუუუ
მეც მინდა ასეთი სიყვარულიი
ვიტირებ ახლააა
გთხოვ მეც გამიჩითე ნიკო რაა
გთხოოოვ

 



№14  offline ახალბედა მწერალი elle...

გრაფინია
აბა,საიდან გეცოდინება ხოდა მე გეტყვი,დღევანდელი დილა “პირველი ნახევრით” დავიწყე
ეტყობა მომენატრე:)
***
სახელები
არ ვიცი ეს შენი სტილია თუ შენდაუნებურად აკეთებ..
პერსონაჟს ზუსტად ურჩევ სახელს
საოცარი სიზუსტით უხამებ მის პიროვნებას, ხასიათს,ტიპაჟს
არ აქვს მნიშვნელობა შერქმეულია თუ იმენა სახელი ,მაინც ძალიან მათი სახელებია.
ხასიათი
ყველა როგორი უბრალო გყავს,არა?
აი,ლამაზები ან სიმპატიურები,განათლებულები,წარმატებულები და მაინც ზედმეტად უბრალოები,მიწიერები.
დამოკიდებულება
საკუთარი თავებისადმი,ერთმანეთისადმი, მეგობრებისადმი,სიტუაციისადმი, ზოგადსაკაცობრიო საკითხებისადმი არის ზედმეტად სწორი,გულწრფელი,ალალი, მართალი.
გამბედაობა
მე არ ვიცი რა არის სწორი და როგორია იცხოვრო სწორად,მაგრამ გამბედაობა ადამიანის მთავარი კოზირია.
და ასეთები იყვნენ ნიკოც და მაშაც.
ვნება & სიყვარული
ეს ორი გრძნობა თუ მდგომარეობა ერთმანეთზე ჯაჭვურად გადაბმული მგონია.
როგორც წესი,ერთის ზედმეტი რაოდენობა უმალ იწვევს მეორეს.
ბიჭს თუ გოგოს,შენს ისტორიებში,ყველას ახასიათებს ეს ამბავი და ძალიან გულწრფელად გამოხატავენ მათ არსებობას.
ასეა ეს და ასეც უნდა იყოს.
სითამამე
საჭიროა სითამამე იმისთვის რომ იყო კარგად.

არ ვიცი რა გითხრა.
ჰო,შენი სახელი უნდა მოიხდინო.
ხასიათს ვერ შეცვლი,მაგრამ შეგიძლია ის ჩამოაყალიბო ისე რომ იყო მარტივი. განა სხვისთვის,შენთვის.
სწორი დამოკიდებულება უნდა შეარჩიო ნებისმიერ სიტუაციაში და პატივი სცე შენს გადაწყვეტილებას.
უნდა გაბედო და თუ გული გკარნახობს,ყველაფერი გააკეთო მომავლის შიშის გარეშე.
სიყვარული ხომ საოცრებაა და უფრო საოცრება ვნებიანი სიყვარულია.
როცა სიტყვებს მოქმედება მოჰყვება და ორმხრივად სასიამოვნოა ურთიერთობა.
___________
სვით გოგო,შენს ყველა პერსონაჟს ერთად აერთიანებ შენში და საოცრებას ქმნი.
გილოცავ ამ საოცარ დღესასწაულს და შენი წილი ბედნიერებით,სიყვარულით,წარმატებით ცხოვრებას გისურვებ❤️

მსოფლიოში ყველაზე სვით ...
შენი ნიკი და მე უკვე ვიღიმი. მგონია, ეს არის საუეკთესო მომენტი. რაც არ უნდა დაწერო, როგორი უარყოფითიც არ უნდა გეწეროს, მე მაინც ბედნიერი ვარ. შენ ისე მიფუთავ ამ ყველაფერს, გამორიცხულია რამე დანაკლისი ვიგრძNო. პირიქით. ყველაფერ გადაჭარბებულს ვგრძნობ. შენ ყოველთვის ისე მიხატავ ჩემი ისტორიების მეორე მხარეს, რომ ზოგჯერ ვერ ვიჯერებ ჩემზე რომ წერ. საოცრებაა ეგ მომენტი, იცი? შენ აუცილებლად უნდა შეგეხმიანო და ცალკე გითხრა უდიდესი მადლობა ამ საოცრებებისთვის.

ძალიან მიყავრხარ.
მინდა ყველაფერი ის გქონდეს ცხოვრებაში,რ ასაც ასე აშკარად იმსახურებ. ვგიჟდები შენს სილამაზეზე, ჭკუა მეკეტება, მართლა! ასეთ ლამაზ მომავალს გისურვებ! შენსავით თბილ და ტკბბილს.
ბევრი გაკოცე! <3

tasusuna
კარგი გოგო ხარ რა!

ძალიან გამიხარდა შენი ჩემთან გამოჩენა! პირველია და სულ მემაახსოვრება, ჩემო ტას <3
დიდი მადლობა! მიხარია, ასეთი დამოკიდებულება რომ გაქვს <333

გეგე მარიშკა
გილოცავ მრავალს დაესწარი <3 ძალიან მაგარი ხარ არაჩვეულებრივი იტორია იყო <3 <3 <3

ასევე, ჩემო საყვარელო! დიდი, დიდი მადლობა! ვგიჟდები ასეთებს რომ ვკითხულობ. ძალიან გამიხარდი! <333

 



№15 სტუმარი სტუმარი თამო

ვაიმე ჩემო კარგო როგორ გამიხარდი ამ საახალწლოდ შენ არიცი.ჯერ არ წამიკითხია ისე გიწერ კომენტარს მაგრამ ვიცი რომ საოცრება იქნება როგორც ყველა შენი ისტორია.ისეთ დროს ვნახე აი ზუსტად ეხლა და ისეტი ამბავი მაქ სახლში ვერ წავიკიტხავ ჯერ ვიცი მაგრამ მერე ჩავუჯდები კარგად და აუცილებლად დაგიწერ კომენტარს.ახლა კი მინდა მოგილოცო ეს ახალი წელი და ყოველივე კარგი გისურვო.ყველა შენი ოცნება ახდენილიყოს.ისეთი საოცარი წელი გქონოდეს როგორიც შენ ხარ თბილი ტკბილი.

 



№16  offline ახალბედა მწერალი elle...

barbarebibileishvilii
არვიცი რა გითხრა და საიდან დავიწყო უბრალოდ საოცრებაა მართლა ერთერი საუკეთესო მოთხრობაა ჩემთვის
დასასრულით უნდა დავიწყო აი მეგონა რომ დამთავრდებოდა ჩვეულებრივად დაავიწყდებოდა და ... ისე დაამთავრე კითხვის პროცესში ეგეთ დასასრუს ვერც წარმოვიდგენდი აი ბოლო ნაწილს სანამ წავიკითხავდი გული მწყდებოდა რო ესე ჩვეულებრივად უნდა დამთავრებულიყო მაგრამ არვოცი სასწაულად გამოგივიდა
მაშა და ნიკო იყვნენ უმაგრესი პერსონაჟები აი როგორ აგიხსნა არისოხრობები რომლებშიც ან ძალიან მეამიტურად არის ყველაფერი და ძალიან ბავშვურად ამ მოთხრობაში ყველაფერი ერთადაა გადმოცემული მიკვირს ასეთ მოკლე ისტორიაში როგორ ჩაატიე ამდენი გრძნობა
იცი რატომ მომეწონა? სხვა ისტორიებს არ გავს ესეთი ერთიც არარის ოდნავ მსგავსიც კი თან საახალწლო განწყობითაა და არვიცი
არც ის ვიცი გზაში როგორ დაწერე ესეთი შინაარსის მოთხრობა
არვიცი რა გითხრა გააგრძელე წერა და კიდევ ბევრ საინტერესო ისტორიას ველოდები❣️❣️

მგონნი შენი პირველი კომენტარია ჩემს ისტორიაზე, ხომ? თუ ასე არ არის, მაპატიე რომ შევცდი.

უღრმესი მადლობა, საყვარელო! როგორი პოზიტიური კომენტარი დამიწერე, შენ არც კი იცი! იმდენად დიდი ბედნიერებით ავივსე, სულ მიფარავს ახალი წლის ბედნიერებას. ეს ვაბშე სხვაა და ამას არაფერი სჯობს!
ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა. ძალიან მაგრად თან! აუცილებლად გავაგრძელებ და შენს კომენტარებსაც ველოდები (ეგოისტი მე) :დდდდდ
ძალიან მხიარია ასეთი დასასრული მისაღები რომ იყო. ბევრი არ მიფიქრია, სხვათაშორის ჯერ დასასრული მომაფიქრდა და მერე მთლიანი სიუჯეტი :დდდ
მადლობა, მადლობა, მადლობა, საყვარელო, უდიდესზე უდიდესი! <333333333

deep
ნენე
თავიდან ვერ დავიჯერე
რომ ნიკო
არიყო რეალური
მაგრამ ბოლო ნაწილმა
დამშოკა
დეჟავუ მქონდა
მაშას მაგივრად მქონდა
გეფიცები
მართლა
აუუუუ
მეც მინდა ასეთი სიყვარულიი
ვიტირებ ახლააა
გთხოვ მეც გამიჩითე ნიკო რაა
გთხოოოვ

ვაიმე, ოქროს გოგო, ჩემი წლის დასასრულის ბედნეირება ხარ! აი ვოტ ტაკ! შენი კომენტარები დღეს ძალიან ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს და რა გავაკეთ?
უღრმესი მადლობა, კრასავიცა გოგო <3333 აუცილებლად გეყოლება შენი "ნიკო" შენ და კიდევ უფრო მაგარისდა სასწაული. მჯერა ამის, მართა და დაიჯერე! მთავარია რწმენა და მერე თავსიით დალაგდება ყველაფერი. თუ რამე ჩემზეა დამოკიდებული, მე აქ ვარ, გეფიცები :დდდდ <3333333

სტუმარი თამო
ვაიმე ჩემო კარგო როგორ გამიხარდი ამ საახალწლოდ შენ არიცი.ჯერ არ წამიკითხია ისე გიწერ კომენტარს მაგრამ ვიცი რომ საოცრება იქნება როგორც ყველა შენი ისტორია.ისეთ დროს ვნახე აი ზუსტად ეხლა და ისეტი ამბავი მაქ სახლში ვერ წავიკიტხავ ჯერ ვიცი მაგრამ მერე ჩავუჯდები კარგად და აუცილებლად დაგიწერ კომენტარს.ახლა კი მინდა მოგილოცო ეს ახალი წელი და ყოველივე კარგი გისურვო.ყველა შენი ოცნება ახდენილიყოს.ისეთი საოცარი წელი გქონოდეს როგორიც შენ ხარ თბილი ტკბილი.

ვუაიმე, ასეთი კომენტარები სულ მშოკავს, არ მიყვარს ეს სიტყვა მაგრამ გეფიცები ასეა <333 მითუემტეს რომ არ წაგიკითხავს და ასეთ საოცრებას მიწერ, სულ ცალკე ბედნიერებაა!!! <333
ჩემო საყვარელო, უღრმესი მადლობა შენ! შენი კომენტარები ყველა მახსოვს და არასროს დავივიწყებ! როგორი საოცარი დამოკიდებულება გაქვს ჩემს მიამრთ< ვგიჟდები! <33
ასევე ყველაფერი საუკეთესო შენ, თავად თბილო და ტკბილო! ყველაფერი ისე იყოს, როგორც შენ გინდა <#33 ბევრი ბედნიერებით, სივარულით <333

ძალიან დიდ ბოდიში ბავშვებო, წესიერ კომენტარს ვერ გიწერთ, გადრბენაზე ვარ ((

 



№17  offline წევრი Mtirala

ბოლო ნაწილი...
მგონი ვხვდები, რაც ხდება...
კარგი, მაგას შევეშვათ, მე არ მეხება.
მალე, სულ მალე,
რამდენიმე წუთში ახალი წელი შემოაბიჯებს,
მე კი ისევ შენს თბილ, საინტერესო ისტორიას ვკითხულობ.
გილოცავ, ახალ 2018 წელს... მინდა ბევრი სიხარული და სიყვარული შენთვის.
მინდა სულ ბედნიერი და ღიმილიანი იყო.
მინდა ისევ გამაბედნიერო შენი თბილი ისტორიებით
და მინდა არც ერთი შენი "შვილის" დაწერა უჩემოდ არ აღნიშნო...
ასე, ეგოისტურად, მინდა ყველა შენი ისტორია წაკითხული მქონდეს.
მინდა ასე ზარმაცულად არ ვკითხულობდე.
მიხარიხარ უზომოდ.
ნიკო როგორ მომეწონა.
როგორ შემიყვარდა არ იცი შენ...
მაშკა და ნიკო.
გული ძალიან დამწყდა, როცა მაშკა გონს მოვიდა
და აღმოჩნდა, რომ ნიკოსთან გატარებული დრო წარმოსახვა იყო.
ინტრიგანი ხარ, რა.
ძალიან ნიჭიერი ხარ.
როცა ვკითხულობ სულ სხვა სამყაროში ვეშვები...
სიტყვები არ მყოფნის,
იმდენად არამქვეყნიურად წეერ.
შენ მხოლოდ უნდა წერდე, წერდე, წერდე და არ ჩერდებოდე.
მეიდიალურები.
და შენ ამქვეყნიური სიტყვები არ გეყოფა...
ამიტომ ბოდიში თუ ეს სიტყვებიც სხვასთან გაქვს მოსმენილი...
მე წინადადებებში ძაან, რა... :))))
ხო, იცი როგორ მიყვარხარ?!
ჩემი პატარა ნენეკო ხარ.

პ.ს. ჯერ დავწერე და მერე წავშალე...
რაღაცები ჩავამატე.
გილოცავ.
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№18 სტუმარი სტუმარი shalo

magari mtvrali var,(

 



№19 სტუმარი სტუმარი shalo

სტუმარი shalo
magari mtvrali var,(

arada gvinos ro vsavdi turme sawamlavi yofila

 



№20  offline წევრი Tamusia Egutidze

აუ შოკირებულივარ^^ ეს რა იყო? მაგარი ისტორია ძალიანნ მაგრამ ასე რატო დაასრულე? იქნებ ის ახდენილი ნიკოც გეჩვენებინა? smile აიი არ ვიცი რა გითხრა? უმაგრესი ხარ! ამ საიტზე ბევრ ისტორიას ვკითხულობ და ბევრი მომწონს მაგრამ ყველა განსხვავებულია ყველა ისტორიაში სხვადასხვა აზრები დევს ნუუ ახლა იმას არ ვიძახიი რომ ყველა ერთნაირი უნდა იყოსმეთქი მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ამ ისტორიამ რაღაცნაირად იმოქმედა ჩემზე^^ გინდა სიმართლე გითხრა? დღეს 31 დეკემბერს ახალი წელია და ყველას უხარია განსაკუთრებით პატარებს არც მე ვარ დიდი ამას ეხა ვერ ვიტყვი დიდივართქო :დ თორმეტი წლის ვარ ჯერ მაგრამ საერთოდ არ მქონდა განწყობა... საერთოდ არანაირი ჰოდა ესე დავჯექი უხასიათოდ და უცებ ჰოპ! ამ ისტორიას გადავაწყდი და შენ ნამდვილად ამავსე შენი ამ უსაყვარლესი და უთბილესი ისტორიით საახალწლო განწყობით)) მაგარი გოგო ხარ! წინა კომენტარის ავტორს გამოვეხმაურები აქედან blush რომ წერს ეხა მეც გადავაგდებ ტელეფონსო laughing მეც მივბაძავ ამ წამსვე მაგრამ რად გინდა :/ გადავაგდებ ტელეფონს და ან ვინმე გადარეულს დაეცემა ან მართლა ლოთს და საერთოდაც არავის არ დაეცემა და მერე დედაჩემი იმ ტელეფოს უკან მეც მიმაყოლებს laughing laughing smile მოკლედ რომ გითხრაა(მეტი მოკლედ რარა უნდა მითხრას ფეფხისტყაოსანი დაწერა უკვეო ფიქრობ ალბათ:დდ) ძალიანნ მაგარი ისტორიაა თავისი პერსონაჟებით და ყველაგფრით ავტორი ხო საერთოდ შოკი პიკი პანიკა ყავს smile heart_eyes მაგარი ხარრრ
პ.ს
ჰო და რაც შეეხება იმას რაც აღნიშნე რომ მართლა არიან ეგეთები რომ სხვას პარავენ თავის ნაშრომს და ნაწვალებს და მერე უნამუსოდ თავისად ასაღეენ მე მქონდა ეგეთი შემთხვევა ერთხელ cry გეთანხმები საშინელებაა ვწერდი ადრე შედარებით პატარა ვიყავი იმდენი ვიწვალე... და ერთ დღეს შევდივარ მეგობრის გვერძე ფეისბუკში(მეგობარი არ ეთქმოდა უბრალოდ “იყოს რას მიშლის ტიპი იყო) ჰოდა ესე მხვდება ჩემი ისტორია წარწერით“ამ ისტორიაზე ბევრი ვიწვალე და გადავწყვიტე თქვენც წაგაკითხოთ იმედია მოგეწონებათ ჩემი დიდი ხნის ნაწვალები- ო)ვერ აგიღწერ იმ წამს რა დამემართა იცი რა შეგერნება იყო? თითქოს თავში რაღაც ჩაგარტყესო persevere მართლა დიდი ტკივილია საშინელებააა მერე მივწერე იმ გოგოს და ესეთი პასუხი მიბრუნდება “მერე შენ რა რააზტრიაქვს ჩემი დაწერილი ეგონებათ თუ შენნიო“unamused ვაიმე რა გითხრა? ისე გავმწარდი იმ მომენტში მინდოდა კომპიუტერში გადავმძვრალიყავი და ის გოგო ასო-ასო ამეკუწა ვხოვე... რასაცქვა ვემუდარე წაშალემეთქი მაგრამ არქნა და ბოლოს იცი რა მოხდა? ის ისტორია წავშალე pensive მერე სულ დაიკარგა მაგრამ მერე იმ გოგოსაც მოუწია წაშლა იმიტომ რომ მე აღარ გავაგრძელე წერა რაღას დადებდა sob ჩემი ამდენიხნის ნაწვალები ვიღაც დამპალი შურიანი კა*პას გამო(სორი მაგრამ თავსვეღარვიკავებ) ჰოდა ეგრე იყო მერე აღარაფერი დამიწერია... შეიძლება იყო იმ ისტორიაში რაღაც შეცდომები შეიძლება არა იქნებოდა მაგრამ მასზე ხომ მე ვიმუშავე? მე ვიწვალე? ეს რა უნამუსობაა უსინდისობა ყველაზე დიდი რა დავარქვა არ ვიცი ვიღაც წვალობს ტვინის თითოეულ კუნჭულს იმაზე ფიქრში ხარჯავს ახლა რა მომენტი ჩასვას რა იქნება კარგი რა ცუდი და ვიღაც უზრდელი მაიმუნი უნამუსოდ იღებს მას შეიძლება დაგღალე მაგრამ მინდოდა შენთვის მაინც მეთქვა ჰო ვიცი ვიცი არ გიცნობ მაგრამ შენ ალბად ყველაზე კარგად გესმის ჩემი
ასე დამემარტა გულგატეხილი ვიყავი აღარ ვწერდი შიშით რომ ვიღაც ისევ წამართმევდა ნაშრომს მერე ეს საიტი გამოჩნდა 4ლავი ჩემი სიყვარული ჩემი ერადერთიი ჩემი მეორე სახლი heart_eyes heart_eyes და წერა ისეევ გავაგრძელე)) ახლაც ვწერ ისტორიებს ეხა ჯერ ბევრი არ არის შეცდომებიც არის ჩემს ისტორიებში მაგრამ ის ჩემი თვალით არის დანანახი ჩემი ნაშრომია და მაინც მინდა რომ ის ხალხმა ნახოს და შეაფასოს blush სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა kissing_heart მაგარი გოგო ხარ

 



№21  offline წევრი Laliashvili009

Rogorc yoveltvis sheudarebeli xar ! Gilocav axal wels mravals daeswari ❤❤

 



№22  offline წევრი Veronika

Pirvel rigshi gilocav damdegs! Sauketesoze sauketesos gisurveb.
Ar gelodi, martla.
Saitze rom shemovedi da sheni niki vnaxe gulma bagabugi daicko :d
Xom ici, rom idealuri xar?!
Xol ici, rom es tavic sigijemde momecona?!
Kvelaze nichieri da chemtvis sakvareli, chamokalibebuli mcerali xar!!!
Ra gitxra, nu.
Sitkvebi enis cverze madgas, magram shentvis ufro sascaulia tqma minda, tumca sul tkuilad. Da bolos, titqos igive komentars gicer rac cina istoriebze. Ar ari es chemi brali, sheni bralia, rom mamunjeb da agar vici xolme ra gitxra :dd
Mikvarxar, chemo puskuna ❤️❤️

 



№23  offline წევრი SillyGirl

ელ.
როგორ გამიხარდი.
და თან ამ წლის ბოლოს იმ დღეს რომელიც საერთიდ არ მიყვარს ასეთი სასწაული გვაჩუქე.
თუ აქამდე ახალი წლის სასწაულების არ მჯეროდა ახლა დავიჯერე ასეთი საოცრება რომ გვაჩუქე.
რითი დავიწყო არც კი ვიცი.
ორივე პერსონაჟი როგორც ყოველთვის შენებურად გამორჩეული და საუკეთესო იყო.
ისტორიაც ზუსტად საახალწლო ზღაპარივით იყო.
ის ყველაფერი მაშკას ილუზია რონ აღმოჩნდა მე განიტყდა მის მაგივრად თუმცა ბოლოს მაინც დავმუნჯდი.
ჩემი პირადი სასწაული ხარ შენ.
არაფერი გამახარევდა ისე როგორც შენი ნიკის კიდევ ერთხელ დანახვა.
მიგვანატრე ყველას თავი და იმედია მალევე დაგვიბრუნდები.
გილოცავ ახალწელს მთელი გულით და ისეთ საოცარ რაღაცეებს გისურვებ აი შენ რომ იმსახურებ ნამდვილად.
მიყვარხარ და ვამაყობ რომ საშუალება მაქვს შენნაირი სასწაული ადამიანის ნაწერს ვკითხულობ.
ელ ხო იცი რომ ჩემი არარეალურად საოცარი ხარ ?
მიყვარხარ.
და კიდევ ერთხელ მიყვარხარ.

 



№24 სტუმარი სტუმარი Snoopy

არა რა.
როგორ არმინდოდა ესეთი გაგრძელება.
თვითონ ნიკომაც ხოთქვა მაგრადტეხავს წიმასწარ როიცი რაღაცო, აღარ უნდა გაგრძელებულიყო ისე რა. როგორ მინდოდა მომწონებოდა და ვერა რა. არადა როგორ მაგრად დაიწყე. :///

 



№25 სტუმარი ნიცა

სახლში რომ მოხვალ ემოციებისგან დაღლილი ყველაფრის მიუხედავად მაინც არ გეძინება შემოხვალ ამ საიტზე და შენი დაწერილი ისტორია გხვდება ეს უკვე ბედნიერებაა <3 რა დამოკიდებულება მაქვს შენს ისტორიებზე მგონი იცი უკვე მაგრამ გაბრაზებული ვარ შენზე ყველა შენ ბიჭ პერსონაჟს მაყვარებ და მერე რა ვქნა მე? :დ ძალიან მაგარი გოგო ხარ <3 გილოცავ ახალ წელს და მინდა წამატებების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი შენთვის <3 ბევრი უნდა წერო შენ ძალიან ბევრი <3 <3 <3

 



№26  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Saocari gogo xaar vgijdebi shenzee ... gilocav axal wels mravals daeswarii warmatebuli weli gqonodees

 



№27  offline წევრი zia-maria

ძალიან,ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო.გილოცავ 2018 წლის დადგომას და გისურვებ ამ წელმა და შემდეგმა წლებმაც დიდ წარმატების საფეხურზე აგიყვანოს. kissing_heart

 



№28  offline წევრი მოცინარი

ნენეიიიიიიიიი!!! :D (უჯვე აღარაა სასაცილო მაგრამ მაინც :/ :დ) შენ მე მეოცებ და მაოცებ და მაოცებ და მაოცებბბბბ! დავიწყე კითხვა, ვიკითხე ვიკითხე და 2წთ ში ინტერნეტი ფაფუ :( ახლა კი დავიჭირე, მაგრამ ესეც ცოტა ხანჷი აღარ მექნება! :( ამიტომ მოკლე მოკლე კომენტარი!:
აუ ეს რა იყო?!
დანარჩენს ბოლომდე რომ წავიკითხავ (ორი წინადადება დამრჩა :/)და ვაი-ფაი რომ მექნება დაგიწერ <3

 



№29  offline წევრი CRAZY GIRL 2

აუუ ჩემი სანტა ხარ შეენ! kissing_heart პირველად ვწერ შენს ისტორიაზე კომენტარს, მაგრამ იცოდე რომ ყველა შენი ისტორია წაკითხული მაქვს და ვაბოდებ შენზე! heart_eyes უმაგრესი ხარ და ვიცი რომ ერთხელაც შენს დაწერილ წიგნს ვიყიდი, დავჯდები ბუხართან და საახალწლო განწყობას შევიქმნი. იცოდე უნდა ამისრულო ეს სურვილი! relaxed heart_eyes
საოცრება ხარ ! ყოველ სიტყვაში გრძნობას აქსოვ და მთლიანობაში გამაგიჟებელი გამოგდის scream heart_eyes არ მქონდა საახალწლო განწყობა და ნამდვილად შემიქმენი შენი გასაოცარი ისტორიით kissing_heart არ გიცნობ მაგრამ მიყვარხარ!

 



№30 სტუმარი სტუმარი მარი

შენ ახლა განწყობა ამიმაღლე არაჩვეულებრივი იყო პატარა სითბოთი გაჟღენთილი ისტორია როგორიც შენ ხარ პირველად წავიკითხე შენი ისტორია და მივხვდი როგორი დადებითიც ხარ გადავირიე შენზეე❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent