შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იოანე ❤️ (1თავი)


1-01-2018, 18:00
ავტორი tio
ნანახია 592

იოანე ❤️ (1თავი)

თავიდან გრძნობ რაღაც ინტერესს…
უბრალოს მაგრამ ძლიერს…
მხოლოდ ინტერესია,მეტი არაფერი.
მერე გგონია მთელი სამყარო შენს წინააღმდეგაა…
და აი სულ ბოლოს,ხვდები რომ მის გარეშე ყველაზე უაზრო,არაფრის მომტან არსებად გრძნობ
თავს,ვიდრე ოდესმე გიგრძვნია…
ეს კარგია,გეხმარება გაანალიზო თუ რამხელა სიყვარული გამოძრავებს მის წინაშე,ისევე
როგორც სიძულვილი.
თავიდან ინტერესითა და სურვილით უყურებ თუმცა მერე ხვდები,რომ მის გარეშე უჰაერობა
დაგახრჩობს,ვინაიდან,ის მამოძრავებელი ძალაა…
****
დილის ექვს საათზე დასიებული თვალებით ვიჯექი ჩემი ახალი ბინის ფართო აივანზე ფუმფულა
პუფზე და სიგარეტს ვეწეოდი…
ვგრძნობდი ბედნიერებას შიგნიდან,მთელ სხეულში მაგრამ მიჭირდა ფიზიკურად გადმოცემა,ეს
მაშინებდა … მეგონა ემოციები დავკარგე,რადგან ვერ გადმოვეცი ის რისი გადმოცემაც
მინდოდა,ეს ჩემი ნატვრა იყო…
მეცხოვრა მარტო
სიმშვიდეში
სდიმშვიდეს ვნატრობდი,ჰო ზუსტად.
ვგრძნობდი ვიღაცის მწველ მზერას მაგრამ თავს არ ვატრიალებდი… ჯიუტად სივრცეს
ვუყურებდი და უკვე მეორე ღერს ვეწეოდი …
ვიცოდი სასტიკად ვუნდოდი
მეც მინდოდა.
სიგიჟემდე.
როგორღაც ვუმკლავდებოდი თავს …
***
1 თვე გავიდა რაც ახალ სახლში გადავედი და ჩემთვის საოცნებო სიმშვიდეს
ვეზიარე,მაბედნიერებდა ის სიმშვიდე ჩემს ძალიან კომფორტულ და ჩემი გემოვნებით არჩეულ
სახლში დაღლილს თეატრიდან მოსულს რომ მხვდებოდა…
და ზუსტად ერთი თვე იყო რაც ჩემი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს ვხედავდი ყოველდღე იმ
არსებას რომ მაგიჟებდა.
რა მაგიჟებდა?
მისი უნაკლო სხეული…(მქონდას სიამოვნება ყოველ დილით წელს ზემოთ შიშველი
მენახა)
გრძელი თითები სიგარეტით…
მისი ხორბლისფერი კანი…
ნახშირივით შავი თმა…
და რაც მთავარია მისი მზერა რომელსაც ყოველდილით ვიჭერდი…
***
ღამის სამი საათი იყო დაახლოებით …
გვერდი ხან ერთ მხარეს ვიცვალე ხან მეორე მხარეს.
ვერაფრით ვპოვე მოსვენება და გაღიზიანებული წამოვხტი საწოლიდან,აივანს მივაშურე სადაც
სიგარეტი მეგულებოდა,კოლოფი რომ ცაირიელი აღმოჩნდა კინაღამ ტირილი დავიწყე
გაგიჟებულმა…
მერე გამახსენდა რომ ზუსტად ჩემი კორპუსის დაბლა სადღეღამისო მაღაზია იყო,თხელ მოკლე
პენუარზე მუხლებამდე დავარდნილი მოსაცმელი მოვიცვი სარკეში ჩავიხედე და ვიფიქრე ვინმემ
სადარბაზოსთანვე არ წამართვას უმანკოებათქო,ისე გამომწვევად გამოვიყურებოდი …. მაგრამ
მერე კედლის საათს დავხედე მივხვდი ჩემზე გიჟი ვერავინ იქნებოდა მაღაზიაში და სწრაფად
გამოვიხურე მძიმე რკინის კარი.
***
კარი როგორც კი შევაღე მის კუპრივით შავ თვალებს შევეჩეხე ლამის ადგილზევე ჩავიკეცე…
ჩემი ალეწილი სახე,რომ დაიჭირა ირონიული მზერთ ამათვალიერა ფეხებიდან მკერდამდე … მის
ალეწილ სახეზე კი მე ავიკარი ამჯერად ირონია სახეზე და ტკბილეულის სექციისკენ
გავემართე,ვიგრძენი როგორ გამომაყოლა მზერა.
შოკოლადების პატარა შეკვრას დავავლე ხელი და სალაროსკენ გავწიე…
ზუსტად მის უკან დავდექი გამომხედა სასტიკი მზერით შემდეგ გვერდით გაიწია და თავით
მანიშნა სალაროსკენ მიბრძანდიო…
მეც ნაზი ღიმილი ვაჩუქე და ტუჩების მკრთალი მოძრაობით ჩავილაპარაკე მადლობათქო.
-შოკოლადი სალარო მაგიდაზე დავდე და მოლარეს სიგარეტი ვთხოვე,ორმოცდაათლარიანი
მივაწოდე და ამ დროს უკნიდან ცხელი შეხება ვიგრძენი წელზე მისი ხელის… ღრმად ჩავისუნთქე
და დარწმუნებული ვარ იმ წამს ადამიანის სახე არ მქონდა…
ამ უკნასკნელზე გაეღიმა და უფრო მაგრად მომიჭირა ხელი თეძოზე,გაოცებულმა მოლარემ პარკი
და ხურდა მომაწოდა და მეც სახეალეწილმა სწრაფად გამოვიხურე მაღაზიის კარი… ცივი ჰაერი
წამალივით მომედო ახურებულ სახეზე,ხელები ნაზად ჩამოვისვი აწითლებულ ლოყებზე და
რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე…
სახლში გიჟივით შევვარდი კარადიდან ღვინო გამოვიტანე და ერთი ჭიქა სულმოუთქმელად
დავლიე…
კარზე ზარის ხმა იყო უცებ გავჩერდი და ერთ ადგილს მივეყინე
კარი ფრთხილად გავაღე
ის იყო …
მშვიდად იდგა და მიყურებდა.
ძალიან ვნერვიულობ არ ვიცი როგორი გამოვიდა თუ მეტყვით რომ გავაგრძელო გავაგრძელებ
თუ არადა შევწყვეტ წერას!скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი დი კო

რაღაცნაირად დამაინტერესა გაგრძელებას როდის დადებ?ცოტა დიდი თავები დადე უკეთესი იქნება

 



№2  offline წევრი tio

სტუმარი დი კო
რაღაცნაირად დამაინტერესა გაგრძელებას როდის დადებ?ცოტა დიდი თავები დადე უკეთესი იქნება


მადლობა ! მეორე თავი უფრო დიდი იქნება ! ????????????????

 



№3 სტუმარი Qristi

გაგრძელეეე უმაგრესიაააა ????????????????????????????????????????????

 



№4  offline წევრი LaLiDze

ვაიმე რა კარგი იყოოოოო <3 ძალიან მომეწონააა <3
მაგრამ ეს ***-ი რა არისს (((( არ უხდბა მოთხრობას.
ყოჩააღღ <3 <3
ველოდები მოუთმენლად მეორე თავს <3

 



№5 სტუმარი სტუმარი lia

შაკვარელი ისტორიაა,დაასრულე არ მიატოვო.

 



№6 სტუმარი სტუმარი lia

შაუკეტესო დასაწკისია,გააგრზელე მომეწონა ზალიან.

Nიციერი გოგო ხარ გეტკობა,უკვე სემიკვარდი სჰენი ისტორიიტ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent