შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*** #5


2-01-2018, 15:08
ავტორი LaLiDze
ნანახია 163

*** #5

სამზარეულოში შევედი და კედლის კუთხეში ჩავიკეცე.
ავტირდი, ოღონდ უხმოდ.
ცრემლები მომდიოდა.
შინაგანად ვღრიალებდი.
წამოვდექი, ოთახში ჩუმად შევედი და გამოვიცვალე. კომოდიდან ფურცელი ავიღე და ზედ დავაწერე:
" თქვენ ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილები იყავით. არმეგონა ოდესმე თუ ასეთ წერილს დავწერდი, მაგრამ მომიწია.
ნუცა შენ ხარ ადამიანი სასწაული. შენ მასწავლე თუ რა არის დაქალთან ერთად ღამის გათენება, დაქალთან ერთად ტირილი. შენზე უბრალოდ ვგიჟდები.
აკო და დათო თქვენ ყველაზე მაგრები ხართ. თქვენ მაცინეთ იმდენი, რამდენიც გეფიცებით მთელს მსოფლიოს არ უცინებია. თქვენ ხართ საუკეთესო ტყუპები. თქვენზეც ვგიჟდები.
ლუკა შენ კი არვიცი. მთელს დედამიწაზე ვფიცავ შენზე მაგარი ბიჭი არასდროს არ შემხვედრია. შენ ხარ შენ!!
"არასდროს მოგენატრება ის, რაც არ გქონია"-ო უთქვიათ. ასეც არის, მაგრამ მე მომენატრებით. მე მყავდა უძალიანმაგრესი მეგობრები და ადამიანები გვერდში და მომენატრებიან.
თქვენ მომენატრებით.
მადლობას გიხდით აბსოლუტურად ყველაფერში.
იმაში რომ ასე მახალისებდით.
იმაში რომ მასწავლეთ თუ რა არის მეგობრობა, ბედნიერება და სიხარული.
არვიცი ოდესღაც კიდევ თუ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ გპირდებით, არასდროს დამავიწყდებით. არასდროს დამავიწყდება თქვენთან ერთად გატარებული დრო.
მალე გაიგებთ ამ წერილის დაწერის მიზეზს და იმედია მაპატიებთ.
თქვენი საყვარელი ელენა,ელე,ელენე, როგორც გინდათ."
ნაწერზე ჩემი რამდენიმე ცრემლი დაეცა, მაგრამ არ მედარდება. კალამი იქვე დავდე.
ჩანტაში ჩადებულ ტანსაცმელს ხელი მოვკიდე და წამოვედი.
წამოვედი მათგან.
ნუცასგან,ტყუპებისგან,ლუკასგან.
ადამიანებისგან რომლებიც ჩემთვის ყველაფერი არიან.
ეს მათ გამო გავაკეთე.
ვიცოდი გურამი(უფროსი) რაც მითხრა იმის გამკეთებელი რომ იყო და ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი.
ცრემლები სახეს მისველებდა, მაგრამ არ მადარდებდა.
მტკიოდა შინაგანად.
როგორ მინდოდა....
როგორ მინდოდა რომ ვეც ვყოფილიყავი ბედნიერი.
***
არ წყდებოდა ზარები, წერილები. მერე ტელეფონი საერთოდ გამოვრთე.
საღამო რომ მოვიდა მივედი.
იქ მივედი, საიდანაც წასვლას ვცდილობდი.
უფროსი ირონიული მზერით შემეგება.
- ხომ ხედავ, ყველა გზა ისევ აქ მოდის შენი - ხმამაღლა გადაიხარხარა.
- თუ არ მოკეტავ, გეფიცები სათითაო კბილებს ჩაგიმტვრევ - ჩავისისინე.
- ზედმეტებიი ხომ არ მოგდის? - წამში დასერიიოზულდა.
- არა - უკმეხად ვუპასუხე და გასახდელის კარები შევაღე.
- დღეს განსაკუთრებულად მოემზადე, განსაკუთრებული ადამიანი მოდის. - მომაძახა.
- წადი შენი.... - აღარ დავასრულე და გასახდელში შევედი.
ჩემს სკამზე წითელი ხასხასა კაბა იდო. მე უნდა ჩამეცვა.
შევათვალიერე.
ბარძაყებს ძლივს დამიფარავდა, ღრმა დეკოლტე ჰქონდა, და ზურგზე სულ მთლიანად ჩახსნილი იყო.
და მე ეს უნდა ჩავიცვა?
არასდროს არ მცმია ასეთი კაბა და რაღა მაინდამაინც ახლა?
რა დავაშავე ღმერთო?
ტანსაცმელი გავიხადე და თხელი წითელი მატერია ჩავიცვი.
მაღალქუსლიანები ამოვიცვი.
მეზიზღება ეს ადგილი.
მეზიზღება ჩემი თავი.
ხელის კანკალით წითელ ტუჩსაცხს ვისვამ.
ლუკა მახსენდება.
ჩემთვის ყველაზე სუფთა ადამიანი.
ტირილს ვიწყებ. არმინდა!!!!!!
არმინდა.
არმინდა.
არმინდა.
მაგიდაზე რაც კი დევს ხელის ერთი მოსმით ძირს ვყრი.
თითქოს ვმშვიდდები მაგრამ არა.
კარებს ვაღებ და გარეთ გავდივარ.
- ჩენი ანგელოზიც მოსულაააა - ისევ გურამი.
ისევ ირონიული ტონი.
ზიზღით ვავლებ თვალს.
ის წელზე ხელს მხვევს, რა წამსაც გულის რევის შეგრძნება მეუფლება.
- მეზიზღები - ყურში ვეჩურჩულები.
- მეც არ მეხატები გულზე - ისიც მჩურჩულებს.
- რატომ მე?
- იმიტომ რომ შენ ანგელოზი ხარ. შენ საუკეთესო ხარ საუკეთესოებს შორის, ამ საქმეში.
- როგორ გამიხარდა - ირონულად ვეუბნები.
- ხომ არაფერს დაუშავებ მათ? - შეშინებული ვეკითხები.
- ახლა უკვე აღარ - კმაყოფილი მეუბნება.
- აი მოვიდა, იცოდე საუკეთესოდ მოემსახურე! - მკაცრად მეუბნება.
კარებში შემოსულ მამაკაცს დავაკვირდი.
თვალები გამიფართოვდა.
ოღონდ ეს არა!скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

რომ მომწონს ეგ კი იცი.
მაგრამ
მაგრამ
.....
ძალიან იშვიათად დებ
და ძალიან ძალიან პატარებს
არშეიძლება, მართლა არ შეიძლება ესე.
წარმატებები
და ჰო, ახალწელს გილოცავ❤

 



№2  offline წევრი LaLiDze

Mariam Shengelia_3
რომ მომწონს ეგ კი იცი.
მაგრამ
მაგრამ
.....
ძალიან იშვიათად დებ
და ძალიან ძალიან პატარებს
არშეიძლება, მართლა არ შეიძლება ესე.
წარმატებები
და ჰო, ახალწელს გილოცავ❤

მადლობა დიდიიიიიიიი <3 <3 მეც გილოცაავვ <3 <3 <3
აუცილებლად რამენაირად გამოვასწორებ და შედარებით დიდ თავს დავდევ <3

 



№3 სტუმარი niniaa...????

Gagrdzeleba amis rodis iqneba?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent