შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,..."


2-01-2018, 19:25
ავტორი iname123
ნანახია 100

,,...

ხიდთან უამრავი ადამიანი ირეოდა.სამაშველო სამსახურებიც იქვე იყვნენ.მე ისეთი დაღლილი ვიყავი სილუეტებს კარგად ვერ ვარჩევდი,მაგრამ მივხვდი,რომ რაღაც ცუდი ხდებოდა.ხალხი წრეზე იდგა,მაგრამ ხიდის მოაჯირს არავინ უახლოვდებოდა.თითქოს ვინმე ისეთ ელოდნენ,ვისაც იმ მოაჯირთან მისვლის უფლება მხოლოდ მას ჰქონდა.ტირილი ისმოდა.ახალგაზრდა გოგონა დაჩოქილი იყო და ხიდის მოაჯირისკენ იცქირებოდა.იხვეწებოდა იმუდარებოდა,რომ ეს არ ექნა.საზარელი სანახავი იყო გოგონა.ქერა გრძელი თმა უსულოდ ეფინენ ტანზე.ღია თაფლისფერ თვალებში შიში და სევდა ერთმანეთს ეცილებოდნენ ადგილის მოპოვებაში,თვალის უპეები ჩალურჯებოდა.ხელები უღუნოდ ჰქონდა მიწაზე დაყრილი და გრძნობდა მის უმწეობას.ხმა,ალბათ ბევრი ყვირილისგან,ჩახლეჩოდა,მაგრამ მაინც ბოლო ხმაზე ყვიროდა.ამბობდა ეს არ გააკეთო შენს გარეშე რა ვქნაო. მე აზრზე ვერ მოვედი,მაგრამ მალევე მივხვდი...მოაჯირზე გოგონა იდგა,რომელიც ს ცდილობდა.ორივე ხელით ეჭიდებოდა მოაჯირს და ცდილობდა ამ ჟესტით ეჩვენებინა,რომ წასვლა არ უნდოდა.გოგონა ჩვეულებრივი გარეგნობის იყო,მაგრამ ვფიქრობ ულამაზესი იქნებოდა სხვა გარემოში და სხვა სიტუაციაში,რომ გამეცნო.თვალები სევდით სავსე ჰქონდა.მთელი მისი სხეული სევდას მოეცვა.თითოეულ ნაკვთში ეტყობოდა,რომ სულის შეძვრამდე სტკიოდა.უნდოდა თავი დაეღწია ტანჯვისთვის და საუკეთესო გამოსავალი სიკვდილში ჰპვოა.გოგონა ხან წინ წაწევდა ფეხს და მეგონა,რომ გადახტებოდა მაგრამ უცბად გაჩერდებოდა და ხალხისკენ თვალს აპარებდა.თითქოს ვიღაცას ეძებდა.ისეთს ვისთანაც დამშვიდობების გარეშე ვერ წავიდოდა. მემგონი ის პიროვნებაც გამოჩნდა.. ბიჭი მოდიოდა თან ბოლო ხმაზე ყვიროდა,რომ ეს არ ექნა.სახეზე ფერი არ ჰქონდა ადამიანის.ფართო შავი თვალები არ უჯერებდნენ სანახაობას.ისინი ეძებდნენ რაიმე დამამშვიდებელ საბუთს რაც დააჯერებდათ,რომ ეს ყველაფერი არარეალური იყო.უცბად წარმოიდგინა,რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო.აი მას შიშისგან გამოეღვიძა.როდესაც ეს ყველაფერი მას მოუყვა,მან გაიცინა მისი არაამქვეყნიური ღიმილით და უთხრა ასეთ რამეს არასდროსო ვიზამო.ჰო ჰო.ნამდვილად სიზმარია.აი ახლა გაეღვიძება აი ახლა.ყველაფერი ძველებურად იქნება.ისევ ისე იქნებიან,როგორც აქამდე.იცინებენ მუცლის ტკივილამდე.ისეირნებენ უაზროდ და უსასრულოდ.მოუსმენენ ერთად მათ საყვარელ სიმღერებს.წაიკითხავენ ერთად.ისევ აკოცებენ ერთმანეთს.ისევ ჩაეხუტებიან,ისევ დაწვებიან ერთად.ისევ იჩხუბებე.ისევ...ისეეევ...ოღონდ ეს სიზმარი იყოს და ალბათ ბიჭზე ბედნიერი ამ ქვეყნად არავინ იქნებოდა. ბიჭმა ხალხის ტალღა გაარღვია და გოგონას მიუახლოვდა.გოგონა ეფიცებოდა,რომ თუ მიუახლოვდებოდა იმ წამსვე გადაეშვებოდა მდინარეში.-გთხოვ ეგ არ ქნა.-იმდენად სევდიანად თქქვა ეს ბიჭმა,რომ სული შემეხუთა.-არა მე უნდა გავაკეთო.-გოგონამ ისეთი სიყვარულით და სევდიანად შეხედა ბიჭს,რომ ცრემლებიი ვერ შევიკავე.-ნუთუ...ნუთუ საერთოდ არ გიყვარვარ?-საწყლად წარმოსთქვა ბიჭმა.-როგორ შეიძლება არ მიყვარდე.როგორ შეიძლება ვინმეს არ უყვარდე.რომ მიყვარხარ სწორედ ამიტომ უნდა მოგშორდე.ჩემთვის ტანჯვა არაფერია,მაგრამ როდესაც ვუყურებ როგორ იტანჯები ჩემთან ერთად შენც ამას ვერ ვუძლებ.ხომ ხვდები,რომ ჩემი ავადმყოფობა ორივეს გვკლავს.ჩვენს სიყვარულს კლავს.შემომხედე რას ვგავარ.შემომხედე..ისეთი ვერასდროს ვეღარ ვიქნები,როგორც ადრე.შენ ტანჯვას სიკვდილი მირჩევნია. მართლაც გოგონას ავადმყოფობის კვალი სახეზე კარგად აღბეჭდოდა.სახეზე თეთრი ფერი ჰქონდა.ქუდის ქვეშ კი შეამჩნევდით,რომ მას თმა არც კი ჰქონდა.იმდენად უმწეო იყო გოგონა და იმდენად საცოდავად გამოიყურებოდა,რომ მოგინდებოდათ მისულიყავით და ისეთი წამალი მიგეცათ,რაც ამ გოგოს გადაარჩენდა. -მშვიდობით..მიყვარხარ... და გოგონა გადაეშვა აბობოქრებულ მდინარეში.გოგონამ უკანასკნელად გაიღიმა.მისი ღიმილი საოცარი იყო.მისი ღიმილის გამო ალბათ ყველაფერს თმობდნენ მისი ახლობლები.იმდენად ლამაზად გარდაიცვალა და იმდენად ლამაზად შეუერთდა მდინარეს,რომ დაგენანებოდათ ამ დამპალი ცხოვრებისთვის.მდინარეში გადაეშვა გოგონა და თან წაიღო იქ მყოფი ადამიანების სული. მდინარე მას კარგად დაუხვდა.მისი ბუმბერაზი ხელები შეაგება ჩასახუტებლად.ბუნებამ ჩაყლაპა გოგონა,რომელიც მისივე გამოგზავნილი იყო დედამიწზე.თითქოს ამბობდა ეს გოგონა თქვენი ღირსი არ არისო.მისი ქმნილება მანვე დაიბრუნა.ენანებოდა გოგონა ტანჯვისთვის.მაგრამ მისი მეორე ქმნილებას ანადგურებდა გოგონას მასთან წაყვანისთვის.ბიჭი წამიერად მოკვდა.არც ცრემლი.არც ყვირილი არაფერი.ალბათ მთელი მისი გული და ემოციები იმ გოგონას გაატანა.მალევე გამოფხიზლდა ბიჭი და ისე,რო გააზრება ვერავინ მოასწრო გოგონასთან ერთად გადაეშვა მდინარეში.ყველამ მდინარეს დაუწყო ყურება.იქნებ გადაერჩინა ბიჭს...იქნებ არსებობდა იმედი,რომ კიდევ არ იყო გვიან.იქნებ..... ხალხის ზღვა იმდენად მომაწვა,რომ სუნთქვა აღარ შემეძლო და ბრბოს გამოვეყავი.თავისუფალ ადგილზე გავედი და ამდენი ემოციებისგან სუნთქვა აღარ შემეძლო.მიკვირდა როგორ შეეძლო უფალს,რომ ასეთი ქმნილება წაეყვანა მასთან.მიკვირდა როგორ შეძლო გოგონამ და როგორ დაშორდა მის სიყვარულს.მე არ მესმოდა იმ გოგონასი და ვერც გავუგებდი.მე მხოლოდ იმ ბიჭის მესმოდა,რომელიც განადგურებული იქნებოდა გოგონას წასვლის შემდეგ.და რა რაიმე აზრი ექნებოდა მის სიცოცხლეს?არც არანაირი.ამიტომ გაჰყვა ალბათ. მთელი ამბის სიმძიმე კარგად,როდესაც შევიგნე ერთადერთი რამ რაც თავში მომივიდა იყო ის,რომ დამერეკა მისთვის.დამერეკა და მეთქვა,რომ რაც არ უნდა მომხდარიყო არასდროს დავშორდებოდი.მეთქვა,რომ დროს ვკარგავდით ჩვენი სიამაყის გამო.მეთქვა,რომ უბრალოდ მიყვარს და ვერ გავიმეტებდი ისე,როგორც იმ გოგონამ გაიმეტა მისი სიყვარული....******************************************************************************უნივერსიტეტში ისე მეჩქარებოდა ალბათ ჩემი ფეხსაცმელები ნაპერწკლებს ყრიდნენ.სიარულის დროს ვცდილობდი პრეზენტაციისთვის საჭირო ფურცლები მომემარგებინა.უცბად ბიჭს და გოგოს დავეჯახე.მთელი ჩემი ნაშრომი თავზე დამეყარა.ჩხუბს ვაპირებდი,მაგრამ ისეთი საყვარელი წყვილი იყო გად.....როდესაც შევხედე ადგილზე გავშეშდი.ეს გოგონა...ეს თვალები......ესს გამოხედვა.....ეს ბიჭი...ეს ორი სილუეტი....ესენი ხომ..........მართლაც ლამაზი ყოფილა სხვა გარემოში და სხვა სიტუაციაში.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent