შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა ამბივალენტურობა [ 2 ]


2-01-2018, 21:00
ავტორი MoonLady
ნანახია 837

გრძნობათა ამბივალენტურობა [ 2 ]

2
ყელში ბურთი მე მიჭერს თამამად,
ბორკილს მაჯაზე ვებრძვი ამაოდ.
ლურსმანს ჯვარზე ვარყევ მე მარად,
მაგრამ ვხვდები, რომ ისევ ამაოდ.

ამაოა ყველაფერი. რისთვის ვცხოვრობთ ? რა მიზნს ემსახურება ჩვენი ყოფა დედამიწაზე ? აქვს კი საერთოდ მიზანი ?
ოდესღაც ლინდასთვის არსებობდა მიზანი. ცხოვრების მიზეზი ჰქონდა, ბედნიერება ჰქონდა, თუმცა მისსავე ბედნიერებამ მოახერხა და ჩააგდო იგი ნიჰილიზმში.
არ შეიძლება ადამიანების გაიდეალება. არ შეიძლება თუ არ გაქვს იმის უნარი და ამტანობა, რომ დამანგრეველ ტკივილს გაუძლო.
ეს ლინდამ არ იცოდა. არ იცოდა და დაინგრა. უფრო სწორად, დაანგრიეს. ყველაზე საშინელი კი ის გახლავთ, რომ სიტუაციამ არამხოლოდ ლინდა, არამედ ჯერ არდაბადებული ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა.
ეს კი პიკი იყო...
ამას ლინდამ ვეღარ გაუძლო.
სახლისკენ მიმავალ გზაზე მიაბიჯებდა და ფიქრობდა. რაზე ფიქრობდა ? არ იცის, არ ახსოვს. მაგრამ ბევრს და დიდხანს ფიქრობდა. აზრები ერთმანეთში ირეოდნენ და შეგრძნება, რომ ესესაა თავი აფეთქდება, ყოველწამ უფრო მძაფრდებოდა.
სახლის კარს მიეყრდნო. ღრმად სუნთქავდა, ქოშინებდა. მთელი სხეული გაჰყინვოდა. აუტანლად სციოდა, მაგრამ სხეულს თითქოს რეფლექსებიც კი გაუთიშესო კანკალიც არ შეეძლო.
შიგნით კი ყველაფერი ხურდა. თითქოს აზრები არამხოლოდ თავს, არამედ მთელ სხეულს მოედნენო. განსაკუთრებით კი მუცელი სტკიოდა. გაფატვრულივით გრძნობდა თავს. თიტქოს ვიღაც ძალიან ნელა და მტანჯველად უსმევდა ბლაგვ დანას მუცლის მიმდებარე ტერიოტორიაზე და...
გონება დაკარგა.
ემოციები ძალიან ძლიერია. მათი ქარტეხილიდან თავის დაღწევა კი ურთულესია. გრძნობები იმდენად დიდ ძალას ატარებენ, რომ ორგანიზმის დანგრევაც კი შეუძლიათ.
ლინდას სხეული დასუსტებული იყო ზუსტად ამ მიზეზით და ამავე მიზეზით გაითიშა. გონება დაკარგა და სრულმა წყვდიადმა მოიცვა მისი არსება. ვერც აზროვნებდა. თითქოს უსიზმროდ სძინავსო.
ოდესმე გინატრია უსიზმრო ძილი ? ლინდას ბევრჯერ. ყოველღამ კოშმარებმა დაღალეს იგი. თავიდან კივილით იღვიძებდა ხოლმე, ახლა კი მიეჩვია თითქოს და გარეთ არ უშვებს იმ ღმუილს, რომელიც მის დაცარიელებულ შინაგან სამყაროში ექოს სახით იფანტება და ყველა კედელს ეხება.
მისი სულიერი ორგანიზაცია ცარიელ კუბს დამსგავსებია, რომელშიც კედლების გარდა ვერაფერს პოულობ. არც გასასვლელია, არც სარკმელი. ეხეთქები ამ სიშავეს და ვერც კი ხვდები რატომ. გინდა კი საერთოდ აქედან გაღწევა ? იცი რა გელის ამ კუბის მიღმა ?
ლინდასთვის ამას აზრი აღარ აქვს. მისთვის მთავარია ამ ყოფას მოშორდეს. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება კუბის იქით, უარესი თუ უკეთესი. მან უბრალოდ იცის, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. შეცვლის ყველაზე ეფექტურ ვარიანტს კი სუიციდში ხედავს.
მაგრამ ლინდა ვერ აკავშირებს მის საქციელსა და სურვილს ერთმანეთთან. თუ მას სურდა , ოთო რომ წავიდა მაშინ რატომ არ გააკეთა ის, რაც უნდოდა ?
ამოუხსნელ ფაქტად რჩება ეს მისთვის, თუმცა დიდად არ აწუხებს.
დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოვკვდები.
გააგრძელებს კი სამყარო არსებობას იგის დიდი დაძინების ხახაში გადაშვების შემდეგ ?
...
თვალებს ახამხამებს და თავი ძალიან სტკივა, კისერიც. ცდილობს გაიხსენოს რა ხდებოდა გუშინ და თვალწინ ისევ მდინარის დაუოკებელი ჩურჩული ისმის, რომელიც თავგამოდებით უმტკიცებს, რომ მას ლინდა არ სჭირდება. შემდეგ წვივები, ბარძაყი და ეს არომატი...
თუმცა როგორც კი ახსენდება, რომ სადარბაზოს შემდეგ არაფერი ახსოვს, არც ის, რომ სახლში შემოვიდა და საწოლში ჩაწვა, მომენტალურად დგება და წონასწორობას ძლივს ინარჩუნებს. შემდეგ კი მანიც წყნარდება... თუ ქურდია რაც უნდა ის წაიღოს, თუ მკვლელია სიცოცხლე ნამდვილად არ დაენანება. ამიტომ საწოლში წვება და მარჯვენა მხარეს ბრუნდება.
თბილ საბანს იფარებს და თვალებს ხუჭავს.
წყვდიადი. მხოლოდ და მხოლოდ წყვდიადი. აჰ, არა.. რა არის ეს ? რა ედება ნესტოებს ?
ოთოს სურნელია. ბუნებრივი, შერწყმული ოდეკოლონსა და სიგარეტის სუნთან.
ლინდა ფრთხილად ახელს თვალს და მის წინ დამჯდარ ლიზის ხედავს.
- როგორ ხარ ? - სხარტად ეკითხება გოგო და შუბლზე ხელს ადებს.
- ცოცხალი. - მოკლედ პასუხობს ლინდა, თუმცა პასუხს არადამაკმაყოფილებლად თვლის და ამატებს. - თავი მისკდება.
- კიდევ კარგი, რომ ცოცხალი. მე რომ არ გადამეწყვიტა ამოსვლა, ღმერთმა იცის რა მოგივიდოდა სადარბაზოს იატაკზე გაშხლართულს. - სწრაფად მიაყარა სათქმელი ლიზიმ. - სად იყავი და ამდენი რა დალიე ? რატომ მანერვიულებ ასე, ლი ?
- კარგი, კარგი ნუ ქოთქოთებ. თავი მტკივა-მეთქი. ლუდი დავლიე ერთი კათხა, არამგონია მაგის ბრალი იყოს. - გაიზმორა ლინდა.
- ზუსტად მაგის ბრალი იქნება. არაფერს არ ჭამ თითქმის. უცებ დაგრევდა ხელს ეგ ერთი კათხაც კი. სარკეში ჩაიხედე რას ჰგავხარ, მალე ანორექსია დაგემართება და ექიმებთან იქნები სატარებელი... - აგრძელებდა წვრილი ხმით ქოთქოთს ლიზი. ლინდა კი გულაღმა დაწვა და ჭერს შესცქეროდა.
- ბურდღა...
- რა ? - ვერ გაიგონა ლიზიმ.
- ბურდღა, ბუმბული... - გაუმეორა ლინდამ.
- ზუსტად, ზუსტად. ბურდღისხელაც არ დარჩი ასეთი ქალი. სასწაული იყავი და სულ დაბეჩავებული გახდი. ვაჟა რომ ამბობს „ეწადა ბეჩავს ადგომაო“ შენ არც ეგ გწადია. რას ჰგავს შენი საქციელი ?
- მაგრამ ვეღარა დგებოდაო, მგონი მაგასაც გვეუბნება ფშაველა. ამიტომ შენი ჭირიმე. - სცადა გადაბრუნებულიყო, მაგრამ ლიზიმ საბანი გამოსტაცა და მოისროლა. ზემოდან მოექცა ლინდას და ღუტუნი დაუწყო.
ეს ლინდას სისუსტე გახლდათ. თხუთმეტი წუთის განმავლობაში აწვალებდა ლიზი ლინდას და სიმწრის ცრემლები დააყრევინა. ხან იატაკზე გორავდნენ, ხანაც ფანჯრის რაფას ესტუმრნენ, ლინდას ბებიის ნაჩუქარი ძვირადღირებული ვაზის დამტვრევაც მოახერხეს. ბოლოს კი ძალაგამოცლილები დაეგდნენ იატაკზე. ჰო, დაეგდნენ, ამას დაჯდომა არ ერქვა.
- როგორ დავიღალოთ სიკვდილამდე თხუთმეტ წუთში. - დაასათაურა სიტუაცია ლიზიმ.
- გიჟი ხარ ჩვეულებრივი. - სულს ძლივს ითქვამდა ლინდა და ცრემლებს იწმენდდა.
- ყველა გიჟი თავისებურად განსაკუთრებულია, ახლა არ გამაგიჟო იცოდე. - გაწიწმატდა ლიზი.
- შენც ამ განსაკუთრებულობაზე დამიწყე, ტოო ? - ოთოს მიმართვა გამოიყენა ლინდამ და ოდნავ გაბრაზდა.
- მეც ? ტოო ? - ლიზის გაუკვირდა და სიცილი აუტყდა. - ტოო ? სერიოზულად ? - ვერ ჩერდებოდა ლიზი. ჩაბჟირებამდე ცოტა აკლდა.
- ლიზი გაჩერდი, თორემ კრემს მოგასხამ და ღუმელში შეგდებ. - დაემუქრა ლინდა. მთელი ძალით ცდილობდა სიცილი შეეკავებინა, თუმცა არ გამოსდიოდა.
- რატო, ტოო ? რა დაგიშავე ? - ვითომ სერიოზული სახოთ უპასუხა ლიზიმ, მაგრამ წამის შემდეგ მის სახეზე ჯერ ღიმილმა, შემდეგ კი გამაყრუებელმა ხარხარმა იფეთქა.
- მოდი აქ ! - დაედევნა გაქცეულ ლიზის ლინდა კრემით ხელში. მისაღებ ოთახში მდგარი ჟურნალის მაგიდის გადმოტრიალება და საძინებელში კარადის კარის ჩამოღება მოახერხეს სანამ ლინდა ლიზის დაიჭერდა და კრემით შეალამაზებდა.
- ფხაკაძე, ვერ გადამირჩები ! - ემუქრებოდა ლინდას ლიზი.
...
...
- მისმინე, დღეს გადიხარ სადმე ? - ჰკითხა ლინდამ.
- კლუბში ვაპირებდი, რა ხდება ? - ცოტათი გაოცდა ლიზი.
- მეც წამოვალ.
- ოჰოო, რა ხდება პრინცეს ? ბოლობოლო გადავწყვიტეთ ერთ ადგილას არ გავჩერდეთ ? - ეშმაკურად აათამაშა წარბები ლიზიმ.
- ჰო, ჰო. - გაიღიმა ლინდამ და მომცრო ბალიში ესროლა დაქალს. გულის სიღრმეში კი ფიქრობდა, რომ წამალს იპოვიდა და ე.წ. „პერედოზით“ მოკვდებოდა.
- 11-ზე გავიდეთ. - წამოხტა ლიზი. - რამე სექსუალური უნდა ჩაგაცვა. - ჩაიხითხითა და საძინებელში გავიდა. კარადა გამოაღო და ტანსაცმელში დაიწყო ქექვა.
- არ მინდა, ასე წამოვალ. - მობეზრებული ხმით გასცა პასუხი ლინდამ.
- მოდი აქ. - გაისმა ლიზის მტკიცე ხმა და ლინდას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, უნდა მისულიყო.
ლიზიმ ერთ-ერთი კაბა მიადგო ლინდას სხეულს, თავი ხან მარჯვნივ გადასწია, ხანაც მარცხნივ, წარბები შეჭმუხნა და კაბა საკიდითურთ მიაგდო საწოლზე.
- ლიზი, კუ-კუუ, ასე წამოვალ-მეთქი, დაყრუვდი ? - წინადადების დასრულება ვერ მოასწრო ლინდამ რომ მეგობარმა იგი სარკის წინ დააყენა და გაბრაზების ნიშნად ხელები თეძოებზე დაიდო.
- შეხედე. ჰო, შეხედე. ასე წამოხვალ, ლინდა ? - ლინდამ ამის შემყურეს სიცილი აუტყდა.
- ძალიან საყვარელი ხარ. - ძლივს წარმოთქვა სიცილის შეტევებს შორის არსებულ ინტერვალში.
- არა, შეხედე ! - არ ნებდებოდა ლიზი. რა ჯანდაბა უნდაო გაიფიქრა ლინდამ და სარკეში ჩაიხედა.
ორი ზომით დიდი, თეთრი მაისური და გახუნებული ყავისფერი შარვალი. წამით თითქოს შერცხვა ლინდას, მაგრამ გაჯიუტება მისი მუდმივი თანმდევი თვისება იყო. ვირი სულ თან ახლდა.
ახლაც შეჯდა ამ ვირზე და ჩამოსვლას არ გეგმავდა.
- მერე რა? - შეუტია დაქალს. - ასე მინდა და ასე წამოვალ.
- არა, არ წამოხვალ. - ფეხები დააბაკუნა ლიზიმ. ლინდამ ძლივს შეიკავა თავი რომ სიცილის კიდევ ერთი მძლავრი ჩაეხშო საკუთარ თავში. რა ექნა, მართლა ძალიან საყვარელი იყო ლიზი, როცა ბრაზებოდა.
- კი.
- არა.
- კი-მეთქი.
- არაჰ ! გამორიცხულია ! - თავი გაიქნია უარის ნიშნად ლიზიმ.
- ლიზი, ნერვებს ნუ მიშლი !
- კარგი. - მომენტალურად ჩაცხრა ლიზი. ლინდამ კი ცალი წარბი ასწია დაეჭვების ნიშნად. იცოდა, რომ ლიზი ასე მარტივად არ დანებდებოდა და მზად უნდა ყოფილიყო შემდეგი დარტყმისთვის.
მეტად სასაცილოა მსგავსი თემის ირგვლივ ასეთი ჭიდილი, მაგრამ ლიზი სულ ართულებდა სულ მცირე პრობლემებს. საკვირველი კი ის იყო, რომ დიდ პრობლემებს მეტად დელიკატურად უდგებოდა და არ ამძიმებდა ისედაც მძიმე სიტუაციას. ამიტომ ლინდაც ყვებოდა მსგავს სისულელეებში. პლიუს ამას ეს აიძულებდა ცოტა ხნით გადართულიყო და ამაზრზენი ფიქრები თავიდან მოეშორებინა.
...
ჯერ კიდევ საღამოს შვიდი იყო, ამიტომ ლინდამ გადაწყვიტა ცოტა გაესეირნა.
დიდხანს დადიოდა და აკვირდებოდა ხალხს. ცდილობდა მათ სახეზე ამოეკითხა ცხოვრების მიზნები, მაგრამ ვერ შეძლო. არც ერთი ადამიანის სახე არ ასხივებდა მუხტს, რომელიც გაიძლებდა გეფიქრა, რომ იგი სავსეა ენთუზიაზმით და მიილტვის თავისი მიზნისკენ.
იმედი გაუცრუვდა თითქოს ლინდას. სასაცილოა არა ? რაღაცის იმედი ჰქონია თურმე და ისიც გაუცრუვდა.
სახლისკენ წავიდა და უეცრად მისი ყურადღება მდიდრულად ჩაცმულმა კომპანიამ მიიქცია.
ტრიოს შუაში იდგა ქერა ლამაზმანი, ჭკვიანი თვალებით. გვერდით ორივე მხარეს ასევე საკმაოდ ლამაზი გოგონები ედგნენ.
ამრეზით შეხედეს ლინდას. ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ, უბრალო მზერაც იყო საკმარისი, რომ ერთი და იგივე გაევლოთ თავში და ახარხარებულიყვნენ.
ლინდამ თვალები აატრიალა და გზა განაგრძო.
როფრც კი კორპუსს მიადგა, ჩქარი ნაბიჯით აირბინა კიბეები და სახლში შევიდა.
21:30
ლიზი ჯერ არ მოვიდოდა, ამიტომ გადაწყვიტა აბაზანა მიეღო.
ცხელი წყლით აავსო და ჩაწვა. ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში და ფიზიკურად გათბა, თუმცა ფიზიკური სითბო სულიერს განაპირობებს ? არ ვიცი თქვენთვის როგორ, მაგრამ ლინდასთვის აშკარად არ.
ფიქრობდა, განუწყვეტლივ ფიქრობდა და ეს ფიქრები ღრღნიდნენ მას. მის სულს თითქოს ხორცი აღარ შერჩა და ფიქრებმა ძვლების დაღრღნა დაიწყეს. სულის ძვლები.. საინტერესოა როგორ წარმოიდგენ ხალხი ამას.
ხალხი წარმოიდგენს, ლინდა კი გრძნობს. მთელი არსებით გრძნობს და ამის გაძლება უკვე აღარ შეუძლია და არც სურს.
ფრთხილად ამოდის აბაზანიდან და დროს უყურებს.
22:45
სრულიად შიშველი გამოდის სააბაზანოდან და საძინებელში შედის. საწოლზე ლიზის მიერ არჩეული კაბა ხვდება, შავი და მოკლე.
ნებისმიერი ქალი გარდერობში უნდა მოიძევებოდეს ერთი შავი, მოკლე კაბა. გაეცინა ლინდას და კარადა გამოაღო.
გამოაღო და თვალებს ვერ დაუჯერა. იცით რა იყო იქ ? სრული სიცარიელე. ასეთი სიცარიელე იყო თაროებზეც და თქვენ წარმოიდგინეთ ის მაისური და შარვალიც ვერ იპოვა გოგომ, რომელიც გაიხადა სანამ აბაზანაში შევიდოდა.
- ლიზი ! - იღრიალა ლინდამ ბოლო ხმაზე და იმწამსვე აწკრიალდა ტელეფონი. გამოიცნობტ ვინ იყო ? რა თქმა უნდა, ლიზი.
- მზად ხარ ? - სიცილს ძლივს იკავებდა გოგო.
- მოგკლავ !
- ჰო, ფეხსაცმელი შემოსასვლელშია, ჩაიცვი არ დაგავიწყდეს.
- მოგკლავ ! - ცოფებს ყრიდა ლინდა. - აუცილებლად მოგკლავ !
- ჰო, ჰო, მეც მიყვარხარ და დროზე ტაქსი დიდხანს ლოდინს არ დაგიწყებს. - ლიზიმ გათიშა ტელეფონი და ლინდამ იგი კედელს შეანარცხა.
ფიქრობდა რა ექნა და იგრძნო როგორ შეამცივნა. შიშველი დიდხანს ვერ გაჩერდებოდა, არც ეს ქსოვილის ნაჭერი, რომელსაც ლიზი კაბას უწოდებდა არ გაათბობდა. შემოსასვლელში გავიდა და ფეხსაცმელს უყურებდა ორი წუთი ხმის ამოუღებლად.
- ჩემხელა ქუსლებზე როგორ ვიარო ? - აღმოხდა ბოლოს. იატაკზე დაჯდა და ფიქრობდა რა ექნა, მაგრამ თავი ცარიელი ჰქონდა. ერთადერთი აზრი იყო დანებება.
ვირიდან ჩამოვიდა და კაბას ხელი დაავლო, უდიერად ჩაიცვა, ფეხსაცმელი მოირგო და ტყავის ქურთუკი მოიგდო მხრებზე. და,სხვრეულ ტელეფონს დასწვდა და წავიდა.
- რას ავიჩემე ეს კლუბი, სადმე სხვაგან ვერ ვიპოვიდი ამ ბარიგას კაცო ? - საკუთარ თავზე ბრაზობდა ლინდა. ხმადაბლა ბურდღუნებდა, რომ მეზობლებს არ გაეგოთ. მათი ჭორიკნობის ამბავი გეცოდინებათ ალბათ. ლინდას კი ზედმეტი სალაპარაკო არ სურდა მიეცა მათთვის, ისედაც გაჭორილი ყავდათ მთელი რიგი მიზეზების გამო.
ტაქსში ჩაჯდა და ლიზის მოკვლის გეგმებს აწყობდა.
...
როგორც იქნა მიაღწია კლუბს. ფეხზე ძლივს იდგა. არასდროს სცმია მაღალქუსლიანი და ძალიან უჭირდა. მაქსიმალურად ცდილობდა არათუ არ შეემჩნია, რომ არ იცოდა "სიარული", არამედ არ წაქცეულიყო. გულში ლიზის ყველა ენაზე წყევლიდა და ლანძღავდა. ერთი სული ჰქონდა როგორმე მიეღწია ბარამდე და დამჯდარიყო.
შესასვლელში მომღიმარი ლიზის სახეზე ისევ ბრაზმა გაჰკრა მკლავი და ლამის დააცხრა დაქალს.
- კარგი, კარგი, გეყოფა. - კისკისებდა ლიზი მიუხედავად იმისა, რომ ლინდას ხელები მის კისერზე იყვნენ შემოჭდობილნი და ცოტაც და დაახრჩობდნენ.
- მოგკლავ ! რატო ხარ ასეთი ვირი ?! ჩლიქებს წაგაძრობ ერთ მშვენიერ დღეს ! - რაც შეეძლო ხმამაღლა უკიოდა ლინდა ლიზის, რადგან მუსიკა ძალიან ხმამაღალი იყო და რეალურად ლიზის არხ ესმოდა ლინდას კივილი. თუმცა უპასუხა.
- ზატო ახლა ჩუჩელას მაინც არ ჰგავხარ. - თქვა და გადაიკისკისა.
- იდიოტი. - ჩაიბუტბუტა თავისთვის ლინდამ, თუმცა საკუთარი ხმა მაინც ვერ გაიგონა.
ძლივს ძლივობით მიბობღდა ბართან და სასმელი მოითხოვა.
ერთი ჭიქა გადაჰკრა. მსუბუქი წვა იგრძნო ორგანიზმში და მოეწონა, რომ შეეძლო რაიმეს შეგრძნება.
ერთს, მეორე მიჰყვა, მეორეს მესამე... და ასე შექმნა თავისი კოლექცია ლინდამ.
აღარაფერი ჰქონდა დასაკარგი, ბოლომდე სურდა დაცლილიყო შიგნით არსებული გრძნობების ნარჩენებისგან.
ცეკვავდა... უცხო ადამიანების ხელები ხარბად დაძრწოდნენ მის სხეულზე და ლინდას ეს არ აინტერესებდა. ყვებოდა უაზრო მუსიკის რიტმს და ერთადერთი, რაც ახსოვდა იყო ის, რომ ნარკოტიკი უნდა ეშოვა.
დიჯეის სიახლოვეს აღმოჩნდა როგორღაც და რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იდგა და უყურებდა. ნიღაბი ჰქონდა აფარებული სახის ზედა მხარეს, ქვედა კი ლინდას თითქოს უმეორებდა "პირველად არ მხედავ".
დიჯეის თავი ლინდასკენ მიაბრუნა და გაიღიმა. თუმცა ლინდა უკვე აღარ უყურებდა მას.
წამალი, წამალი, წამალი...
და აი, თითქოს ლინდას სურვილი შეისმინესო.
- აქ პირველად გხედავ. - ჩახრინწული ხმა გაისმა ლინდას ყურთან.
- პირველად ვარ კიდეც. - უპასუხა ისე, რომ არც კი შეუხედავს.
- ანუ აქაური არც წამალი გაგისინჯავს ? - ხმაშიც კი იგრძნობოდა ცალყბა ღიმილი. ლინდა შებრუნდა მისკენ. მაღალი, სუსტი, თავდაგაპარსული ბიჭი იდგა მის წინ. სქელი ტუჩებით და გაყინული მზერით.
- არა. - უპასუხა და მოზრდილი ნერწყვი გადააგორა ყელში.
- არც სურვილი გაქვს ? - ჰკითხა და ლინდას თმას დასწვდა, ცხვირთან მიიტანა და შეიყნოსა.
- და თუ მაქვს ? - გათამამდა ფხაკაძე.
- წამომყევი. - საზიზღრად გაიღიმა ბიჭმა და წავიდა.
ლინდას გაუხარდა კიდეც ასე მარტივად რომ მოვიდა მასთან "ხსნა" და სიამოვნებით გაჰყვა კიდეც.
ბიჭმა მამაკაცების ტუალეტისკენ აიღო გეზი და არც ლინდას უგრძვნია სირცხვილი. ყველა ყველას ეფერებოდა, კოცნიდა და აქვე ჰქონდათ სექსი, რისი უნდა შერცხვენოდა ?
ბიჭმა ჯიბიდან თეთრი ფხვნილი ამოიღო და ლინდას ცხვირწინ აათამაშა.
ესესიყო ხმა უნდა ამოეღო და ეკითხა რამდენს აფასებო, რომ...
- აი, ამას კი მე ავიღებ. - და ფხვნილი სხვის ხელებში აღმოჩნდა. ლინდამ მას თვალი გააყოლა და დიჯეი დაინახა. ნიღაბი არ მოუხსნია.
- ჰოო ? - ეჭვის თვალით შეხედა ბიჭმა მას.
- ჰო. - მშრალად მოუჭრა დიჯეიმ და ჯიბეში ფული ჩაუჩურთა.
როგორც კი კმაყოფილი ბარიგა გავიდა ლინდამ მიმართა ნიღბიანს.
- ეგ ჩემი წილი უნდა ყოფილიყო.
- გეტყობა, რომ არ შეგიყნოსია არასდროს და ამდენი ? - გაეცინა.
- ჰო, მაგდენი. - სერიოზული ხმით პასუხობდა ლინდა მიუხედავად იმისა, რომ მთვრალი იყო.
- თავს იკლავ ?
- რა შენი საქმეა.
- თავის მოკვლის სხვა ხერხს გასწავლი.
- მაინც რომელს ? - გაეცინა.
- ხიდიდან გადახტი.
- ...
- თუმცა ისეთი სუსტი ხარ, ქარმა წაიღო, ჰო ? ბურდღა. - თქვა დიჯეიმ და ლინდა კედელთან მიიმწყვდია.
გოგო დაიბნა, ხმის ამოღება გაუჭირდა, სუნთქვა შეეკრა.
შემდეგ კი ამოიხავლა
- ოთო...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი shalo

penisebi davatolot

 



№2  offline წევრი barbarebibileishvilii

არვიცი დღითიდღე მაოცებ ხშირ შემთხვევაშია ერთ თავს დადებენ ძაან მაგარს და მეორეს რო წაიკითხავ იმედები გიქრება შენ კი პირიქით უფრო ინტერესი მომვარე ძალიან კარგია მართლა და ვიმედოვნებ ასევეკარგად გააგრძელებ
მალმალე დადე❣️

 



№3  offline წევრი ელეონორი

სიუჟეტი მომწონს საინტერესოა... იმედია კარგად განვითარდება ...ველოდები შემდეგს. ეცადე მალე დადო და თან ამასთან შედარებით დიდი თავი

 



№4  offline მოდერი MoonLady

barbarebibileishvilii
არვიცი დღითიდღე მაოცებ ხშირ შემთხვევაშია ერთ თავს დადებენ ძაან მაგარს და მეორეს რო წაიკითხავ იმედები გიქრება შენ კი პირიქით უფრო ინტერესი მომვარე ძალიან კარგია მართლა და ვიმედოვნებ ასევეკარგად გააგრძელებ
მალმალე დადე❣️

გმადლობ, ვეცდები იმედები არ გაგიცრუო ^-^

ელეონორი
სიუჟეტი მომწონს საინტერესოა... იმედია კარგად განვითარდება ...ველოდები შემდეგს. ეცადე მალე დადო და თან ამასთან შედარებით დიდი თავი

სიუჟეტს რაც შეეხება თავად არ ვიცი როგორ განვითარდება და ვერ შეგპირდები ვერაფერს. სიხშირესა და მოცულობასთან დაკავშირებით ვეცდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent