შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი (მეხუთე თავი)


3-01-2018, 21:32
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 520

Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი (მეხუთე თავი)

იმ ღამეს ქრისტიანოს სინდისის ქენჯნამ უმაღლეს საფეხურებს მიაღწია. ინა ბელინის ფოტოებსა და ვიდეოებს ათვალიერებდა. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეიხსნა ჰალსტუხი. ვიხდეოში გოგონა ზღვისპირა სახლიდან გამოვიდა გამჭვირვალე კაბით და სანაპიროსკენ გაეშურა. ზღვაში შესცურა, იცინოდა, ტრიალებდა, წყალს ხელებით ცაში აფრქვევდა. კაბა მდიანად ტანზე ეკვროდა, რამდენიმე წამში გაიხადა და შავი საცვლების ამარამ იწყო ლაღი კისკისი. მრგვალ მკერდზე წყლის წვეთები მოგორავდნენ. ქრისტიანომ აუტანელი შური იგრძნო ამ წყლის, რომელიც გოგონას ნაზ, ხავერდოვან კანზე დაცურავდა და იმავე სხეულზე შრებოდა. კაცს ძალიან შერცხვა საკუთარი თავს, რომ პატარა გოგონას დანახვისას, ასე ვნებაავსებული თავს ძნელად აკონტროლებდა, ინას ყურებას მალევე დაანება თავი. ასაკი დიდი არაფერი, მაგრამ ის ხომ სწორედ ის იყო, ვინც ინეს დედამიწის ზურგზე, ყველაზე მეტად ეჯავრებოდა.
ქრისტიანოს ინესთან ლაპარაკი მოენატრა. მოუნდა, რომ ყველაფერი მოეყოლა რა ზიზღს, ვნებასა და კიდევ რაღაც გაურკვეველ გრძნობებს განიცდიდა, თუმა ამაზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო კაცისთვის. მეგობარი ალბათ ვერასდროს გაუგებდა და ღალატი ერქმეოდა ქრისტიანოს გრძნობებს. კაცი კი ზედმეტი ემოციებისგან გაჟღენთილიყო და სამსახურზე ფიქრსაც ვეღარ ახერხებდა.
„ჩვენს ბარში ვარ“ - მოუვიდა სტეფანოს მესიჯი და მისი მადლიერი იყო, რომ ინასთან დაკავშირებული აზრები ვიღაცამ, გაუფანტა.
„ახლავე მოვალ“ - უპასუხა ქრისტიანომ და მხოლოდ ისე გავიდა სახლიდან, კარი დაკეტა. ინას სიტყვები გაახსენდა გზაში „ეჭვი მაქვს, რომ ღამეც მაგ ჰალსტუხში გძინავთ“. ჰალსტუხში არ ეძინა, თუმცა სახლი ისეთი ტანისსამოსით დაიარებოდა, უეცრად გასასვლელი როცა ხდებოდა, ეგრევე გაიხურავდა ხოლმე კარს. საპარლამენტო ბრიფინგზეც რომ მისულიყო, კაცი-შვილი ვერ იეჭვებდა, რომ სახლის ჩაცმულობაც იგივენაირი ჰქონდა.
სტეფანო მოთმინებით ელოდებოდა თავის შეფს და თან რაღაცაზე ფიქრობდა. თვალი გაშტერებოდა იქამდე, სანამ კაცი არ დაინახა და რაღაცნაირად არ შეკრთა.
- ორი ვისკი - მიმართა სტეფანომ ბარმენს და ქრისტიანოს შეხედა უცნაურად - ამას წინათ ინა ვნახე, შენი ოთახიდან გამოდიოდა.
- რომელი ოთახიდან?
- საძინებლის.
- მაშაყირებ?
- კი - გაეცინა სტეფანოს და ქრისტიანოს მხარზე ხელი წაჰკრა.
- ეგ რას ნიშნავდა? - გაუკვირდა კაცს.
- რა? - თავი გაისულელა სტეფანომ.
- აი ეს - ზუსტად იგივენაირად ჩაარტყა ხელი, როგორც წეღან სტეფანომ.
- ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემთან გულახდილი საუბარი გინდა.
- შენი პირით ჩემ მაგივრად იმის აღიარება, რომ გულახდილი ლაპარაკი მსურს, ცოტა უცნაურია. - წარბები შეკრა კაცმა.
- ქრის! გასაგებია, რომ რაღაცეებს გულში ძალიან ღრმად ინახავ, მაგრამ ეგრე ღრმათაც არაა საჭირო.
- ეს წინადადება ჩემში ძალიან ბილწ ფიქრებს აღძრავს - გაეცინა ქრისტიანოს. - პირდაპირ მითხარი, რისი აღიარება მინდა და ვერ ვბედავ?
- ადრე გამაფრთხილე, რომ თუ ინა ბელინი დამირეკავდა, ის მიმეცა, რასაც მთხოვდა, ანუ ღვინის გაყიდვების ცხრილი. ჯანდაბა ქრის! ნამდვილ ვირთხად გამომიყვანე.
- რა მოხდა? ჩვენ ხომ ორივემ კარგად ვიცით, რომ არ ხარ ვირთხა?
- არა, ჩვენ ორივემ კარგად ის ვიცით, რომ შენ ეგ გოგო მოგწონს და ვერც პაემანს უნიშნავ, ვერც ინეს ხათრით გამოუტყდები. მასთან პირისპირ შეხვედრის ერთადერთი გზა ის იყო, რომ ეგ სულელური სანაძლეო მოეგო და სურათი გადაგეღოთ.
- ფჰჰ, რა სისულელეს ამბობ.
- იქნებ სადმე დაპატიჟო?
- კი, ჯოჯოხეთში დავპატიჟებ მაგ წითურ ალქაჯს!
- ისე მოგწონს, რომ ჯოჯოხეთშიც კი სიამოვნებით წახვიდოდი მასთან ერთად? მოგიკვდიიიი - დამწუხრებით გააქნია თავი სტეფანომ - ქრის, ეს ნორმალურია, დამშვიდდი. ყველა ჯანსაღ კაცს მოეწონება ინა. ამაში სასირცხვილო ან დასამალი არაფერია.
- ნუ მელაპარაკები ფსიქოთერაპევტივით! - გაბრაზდა ქრისტიანო - აი, იმ სამ გოგონას ხედავ? - გაახედა გვერდზე მჯდომი მანდილოსნებისკენ - დღეს სამივეს ლოგინში ჩვაიგორებ და დავამტკიცებ, რომ ინა არ მომწონს!
- მიდი, გელი.
- არ გჯერა?
- მჯერა.
- არ გჯერა, მაგრამ ინანებ!
- მმმ, სიტყვა ინანებშიც კი ინას სახელია გარეული... მის გარეშე, წინადადებასაც ვეღარ აწყობ - გაეცინა სტეფანოს. განრისხებული ქრისტიანო გოგონებთან მივიდა, ხუთი წუთი სამივეს ესაუბრებოდა და ცოტახანში ამაყად დაუბრუნდა სტეფანოს. - აბა რა ქენი? - ჰკითხა სტეფანომ.
- სამივე ადვილი შესაბმელი იყო, მაგრამ....ჯანდაბა, მართალი ხარ! - ამოიოხრა კაცმა - იმ გოგონებიდან სამივეც რომ ჩამიგორდეს ლოგინში, საერთოდ არ ვიქნებოდი ბედნიერი.
- ინა რომ ჩაგგორებოდა, ხომ იქნებოდი ბედნიერი?
- არა! - ისევ ჯიუტად ამტკიცებდა იმის საპირისპიროს, რაც წეღან თავისი პირით თქვა. რამდენიმე ჭიქა ვისკი დალია, სტეფანოს დაემშვიდობა და უიღბლოსავით ფეხისბორძიკით ავიდა სახლში.
სახლის კარი ღია დახვდა. იფიქრა, რომ ინე შეუვარდა სახლში, მაგრამ თავისი ძმა შერჩა ხელში. ფრანკო პირმომღიმარი იდგა და მონატრებულ ძმას შესცქეროდა.
- ჯანდაბა, რომელი კონტინენტიდან მოხვედი და რატომ არ ვიცოდი? - გადაეხვია ფრანკოს.
- სიურპრიზის გაკეთება მსურდა. ბავშვობიდან ამბობ, რომ არ გიყვარს, არადა გიჟდები სიურპრიზებზე.
- ჩები ბედნიერი დასასრული ხარ - გაეცინა ქრისტიანოს.
- ძალიან გამიკვირდა, როცა სახლში არც ერთი შიშველი ქალი არ დამხვდა. ყოჩაღ ძმაო, ვითარდები ნელ-ნელა.
- მემგონი, დავბერდი.
- არადა, მეგონა 32 წლის ასაკში იფურჩქნებოდა კაცი.
- ეგ ქალებზეა.
- კაცებზეც.
- იცი, შენი ლეპტოპი ჩავრთე და უცნაური ვიდეო დამხვდა დაპაუზებული. პორნოებს ხომ არ უყურებდი?
- კი, კი, პორნოებია - ოღონდაც სიმართლე არ გაეგო ფრანკოს და დაე, ზედმეტად „გაჭირვებული“ გამოჩენილიყო.
- საეჭვოდ სწრაფად დამნებდი, მაგრამ დაგაგვიანდა, უკვე ვნახე ინას ვიდეო, ათასჯერ გახსნილი მისი სოციალური ქსელი და ბიოგრაფია. მემგონი, პორნოების ადგილი მაგ გოგომ ჩაგინაცვლა ხო?
- რა სისულელეა - თავი მოიკატუნა ქრისტიანომ.
- ინას ვიდეოებს უყურებ ხოლმე სექსუალური მანიაკივით და გადმოკარკლული თვალები გაქვს მისი ცქერისას?
- საკმაოდ ადეკვატური თვალები მაქვს! - ნაწყენმა შეუსწორა.
- მოგწონს ეგ გოგო? მასთან დაწოლა გინდა? - ეჭვისთვალით ჰკითხა ფრანკომ.
- ორი წელია, რაც არ მინახიხარ და იქნებ, შენზე მომიყვე?
- არაფერიც! ჯერ კითხვებზე მიპასუხე. დაჯექი - შავი ტყავის სავარძელზე მიუთითა ქრისტიანოს.
- როდის გაიზარდე ასე ზედმეტად - თვალები გადაატრიალა ქრისტიანომ.
- მაშინ, როდესაც პატარა, უცოდველი ბატკნის ხორცი უმოწყალოდ ჩავშუშე.
- მაშინ გასაგებია... სისხლისმსმელო სადისტო! ეგრე აღგზარდა განსვენებულმა მამაჩვენმა? შეხედე - ოჯახურ სურათზე მიუთითა ქრისტიანომ, სადაც მშობლები და თვითონ იყვნენ ბავშვობაში. - ახლა საფლავში ტრიალებს!
- მამაჩვენზე ნუ ღადაობ შე აფერისტო - გაბრაზდა ფრანკო - და კითხვებს ნუ გაურბიხარ. დაჯექი, მაინტერესებს ეს გოგო უბრალოდ აღგაგზნებს, როგორც სხვა დანარჩენი სექსუალური მოდელი თუ გაცილებით უფრო სანერვიულოდ გვაქვს საქმე?
- კარგი რაა - ხელი ჩაიქნია ქრისტიაომ, სკამზე არც დამჯდარა, ეგრევე ვისკის ბოთლი აიღო, ძმასაც დაუსხა და მიაწოდა - უბრალოდ, ძალიან სექსუალურია. ესაა და ეს.
- ვიმედოვნებ, რომ მეტი პრობლემა არ გვექნება.
- მოხვედი და ეგრევე ჩემს მაიმუნობებზე დაიწყე ლაპარაკი, თითქოს პატარა ბავშვი ვიყო. შენზე მომიყევი, ფეხი რომ დაჰკარი, გაიქეცი და მარტო დღესასწაულებზე მაკითხავდი, ეგ რა იყო?
- ხომ იცი როგორც მოხდა?
- რა მოხდა? დიდი ამბავი მოხდა. ერთხელ გითხრეს ცოლობაზე უარი და მიიჩნიე, რომ სამყაროს დასასრულია?
- ნუ მახსენებ ინეს ამბებს. სოფელშიც ვნახე, ასე მეგონა, ჩემი სასჯელი იყო.
- რა მნიშვნელობა აქვს? ჩამოხვიდოდი და აქ ნახავდი.
- ჰო, მაგრამ მთელი ეს წლები, მეგონა რომ არაფერს ვიგრძნობდი მისი დანახვისას. არადა, ისე საშინლად გამეკვანძა მთელი სხული, ამოსუნთქვის საშუალებაც არ მქონდა. ინეც დაბნეული და ანერვიულებული ჩანდა, მაგრამ გულის სიღმეში, მაინც მახრჩობს ბრაზი. ხომ იცი, დიდი დრო მჭირდება, რომ ბრაზმა გადამიაროს. ეგაა ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი.
- ეგ ნაკლი არაა, ყველა ადამიანს გვახასიათებს მსგავსი რამე. მაგრამ, სიმართლე გითხრა, მხოლოდ ერთი რამე ვერ გავიგე. ეს ინა ბელინი სულ მაცოფებს, ჩემს ნერვებზე შედგება ხოლმე და ტანგოს ცეკვავს, მაგრამ მაინც ვერ ვბრაზდები ბოლომდე. მხოლოდ წამიერია ჩემი ბრაზი. შემდეგ კი, მისი მარჯვენა წითურ წარბთან ვაკვირდები პატარა წითელ ხალხს და ვხვდები, რომ ვერასდროს გავბრაზდები. აი, ზუსტად ეგაა ჩემი ნაკლი - ინა ბელინის წითელი ხალი, მისი ირონიული ღიმილი, თმის გასწორების მანერა, ოდნავ წინ გამოწეული ტუჩები, თეთრ ცხვირთან გაბნეული რამდენიმე ჭორფლი, რომელიც მსუბუქადაა გადანაწილებული მის ლოყებზე და მაგიჟებს.
- ძალიან ცუდ რამეს ამბობ ახლა შენ. - თავი გააქნია ფრანკომ და გვერდით მიუდგა ქრისტიანოს.
- მაგარ ნეხვში ვარ. - აღიარა ქრისტიანომ.
- ერთად ვართ ნეხვში - ზურგზე ხელი მიურახუნა ფრანკომ. - სადმე რომ დაპატიჟო, პაემანზე?
- რა პაემანზე - გაეცინა ქრისტიანოს. - აქეთა ფრონტზე ინა დამცინებს, იხარხარებს, იხოხებს და იქითა ფრონტზე ინე მიმასიკვდილებს. აუ ეს ქალები რატო ართულებენ ხოლმე ყველაფერს. ვცხოვრობდი ჩემთვის წყნარად, მშვიდად, გამოჩნდა და მიმაწება კომპიუტერის ეკრანს პატარა ბავშვივით.
- ყოჩაღ, მაგარი გოგოა. ძალიან მოხერხებულად გიგერიებს.
- ნუ დამცინი. მართლა მოხერხებულად მიგერიებს.
- რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ არ გადაირიო.
- ვეცდები.
- საახალწლო გადაცემაა კულინარიული ორთაბრძოლა და იქ მიმიწვიეს. ერთი კარგი კულინარი უნდა იყოს, ერთი კი ისეთი, საჭმლის გაკეთების გარტყმაში რომ არაა. შენც მიგიწვიეს.
- მაგის დრო მაქვს ფრანკო?
- როცა გაიგებ, ვისი მოწვევა სურთ, დამიჯერე, იმდენ დროს გამონახავ, რომ ყველა საქმეს გვერდზე მიჰყრი.
- არ თქვა, ინა ბელინის იწვევენო.
- იწვევენ.
- ჯანდაბა! მთელი სამყარო იმაზე მუშაობს, რომ რაც შეიძლება ხშირად ვნახო.
- აბაა, როგორ არ გსიამოვნებს არა?
- ნუ დამცინი! - გაეცინა ქრისტიანოს - წყვილებში ვიქნებით?
- ჰოო. ერთი გურმანი და ერთი უნიჭო. მერე წყვილები შეეჯიბრებიან.
- მერე ინა გურმანია?
- რა ვიცი. პროდიუსერმა თქვა, რომ მაგარ რამეებს აკეთებსო. გაგიმართლა, ამ შემთხვევაში, უნიჭო ხარ. მეტი შანსია, შენს გუნდში იყოს.
* * *
უკვე ღამის სამ საათს სცდებოდა, როდესაც არტუროს კარზე ზარის ხმა გაისმა. არ ეძინა. უცნაურ ფიქრებში ჩაფლულიყო.
სტუმარი კიდევ უფრო უცნაური აღმოჩნდა.
კარი გააღო თუ არა, კაცმა მის წინ აღმართული სასროლი იარაღი დაინახა და გოგონა, რომელიც ყოველგვარი შენიღბვის გარეშე იდგა და თვალებდაწვრილებული, კაცთმოძულე მზერით შეჰყურებდა.
- ინა ბელინი - წარმოთქვა აუღელვებლად არტურომ და გოგონას იარაღს დააკვირდა. - ეს ნამდვილია თუ ყვავილი გამოფრინდება?
- ყვავილი არ გამოფრინდება არტურო, ეჭვი მაქვს, შენ გაფრინდები და თან პირდაპირ ჯოჯოხეთში.
- რას მივაწერო შენი ასეთუ უეცარი სტუმრობა? შემოდი - გზა გაუნთავისუფლა გოგონას. სახეზე შიშის მცირეოდენი კვალიც არ ეტყობოდა.
ინა შევიდა. სახლი მიათვალ-მოათვალიერა, თუმცა იარაღი მაინც მტკიცედ ეჭირა.
- ვფიქრობდი, ეგრევე ხომ არ მომეკალი, მაგრამ სამწუხაროა რომ...
- მკვლელი არ ხარ - დააბოლოვა არტურომ.
- შენ როცა გიყურებ, ძალიან მინდება, რომ ვიყო.
- ამჯერად, რა დავაშავე? - ისე იკითხა კაცმა, თითქოს ვერაფერს ხვდებოდა.
- ვიღაცამ ჩემი არყოფნით ისარგებლა, ჩემს სახლში შემოიჭრა და გადამიქექა ყველა თარო. ზუსტად არ ვიცი, რას ეძებდა, თუმცა აშკარაა, რომ შენ გარდა, სხვას არავის დასჭირდებოდა.
- ასე უბრალოდ მოდიხარ და ბრალს მდებ?
- ჰო, ასე უბრალოდ. ყოველგვარი დამამტკიცებელი საბუთის გარეშე.
- უცნაური გოგო ხარ. ძალიან გაფასებ - გაეღიმა არტუროს.
- ჰო, განსაკუთრებით მაშინ მაფასებდი, 16 წლის რომ ვიყავი და ყველა შენს ნაცნობ დიზაინერს დააბლოკინე ჩემი თავი, არა?
- ჰო, მაშინაც გაფასებდი. სხვა შემთხვევაში, არ დაგიპირისპირდებოდი.
- ახლა უკეთ დამაფასებ - თქვა ინამ და მოულოდნელად რამდენიმე ტყვიის ხმა ისე გავარდა მთელ სახლში, გეგონება ჭექაქუხილი დასტყდომოდა თავს. მაგიდაზე ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებული ვაზები დათითაოდ გასკდა და სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტა ბროლის ნაწილები. - ესეც სასჯელად - დაამატა კმაყოფილი სახით ინამ და კიდევ ერთხელ გაისროლა.
არტურომ ვერ იგრძნო ტყვიის სიმწარე, თუმცა მიხვდა, ფეხი ეყინებოდა... მხოლოდ ოდნავ გაეხახუნა კაცის ფეხს ინას იარაღიდან გამოვარდნილი ტყვია და ელვის სისწრაფით შეასკდა ნახატს, რომლის ჩამოვარდნის შემდეგაც კედლის სეიფი გამოჩნდა.
- კუდიანი! - ჩაისისნა არტურომ. ბოლოს მხოლოდ გოგონას კისკისი გაიგო და კარის გაჯახუნების ხმა.
სადარბაზოს გამოსასვლელთან ინას ინე შეეჩეხა.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - თვალები გაუფართოვდა ინეს გაოგნებისგან.
- არ ვიცი, იქნებ შენ უკეთ იცოდე?
- რეებს ბოდავ?
- ზედმეტად ბევრ კითხვას სვამ - გაეცინა ინას.
ინეს აღარაფერი უკითხავს. თითქმის სირბილით გაიქცა არტუროსთან და სახლში შესვლისთანავე წამოიკივლა, როცა კაცის სისხლიანი შარვალი დაინახა.
- არაფერია, უბრალო ნაკაწრია. მხოლოდ ბამბით და სპირტითაც დავიმუშავებ - დაამშვიდა კაცმა.
- ეს ნაბი*ვარი ლაწირაკი ყველა ზღვარს გასცდა.
- ნუ გეშინია. მალე ყველაფერს დაკარგავს - გაეცინა არტუროს. ინას თვალები გაახსენდა, საოცრად ღიაფერის ჰქონდა, ისევე როგორც ინას დედას - ვიქტორიას. ახალგაზრდობაში არტუროს ეჩვენებოდა, რომ ვიქტორიას თვალებიდან მთელი სამყაროს ღირსება და მშვენიერება იღვრებოდა. მოულოდნელად კი, იმ მომენტში, როცა ყველაზე მეტად უნდა შესზიზღებოდა ინა, გოგონას თვალებმა არ მისცა სიძულვილის საშუალება. скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ლილიკო

სერიოზულად შევედი კითხვის ეშხში... როგორ შემებრალენ ძმები აი მაგრად რომ აწამებენ ეს ეშმაკუნები... სერიოზულ შარშია ორივე აბა რა იქნება ისეთი ქალები უყვართ შარია რა... ეს არტურო კიდე ძალიან არ მომწონს ნწ საერთოდ არა... საოცრებებს ახდენ შენ (აქ ბევრ ლაიქს და გულს ვგულისხმობ მაგრამ ტელეფონით ვარ და ვერ ვწერ)

 



№2 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლილიკო
სერიოზულად შევედი კითხვის ეშხში... როგორ შემებრალენ ძმები აი მაგრად რომ აწამებენ ეს ეშმაკუნები... სერიოზულ შარშია ორივე აბა რა იქნება ისეთი ქალები უყვართ შარია რა... ეს არტურო კიდე ძალიან არ მომწონს ნწ საერთოდ არა... საოცრებებს ახდენ შენ (აქ ბევრ ლაიქს და გულს ვგულისხმობ მაგრამ ტელეფონით ვარ და ვერ ვწერ)

ვაიმე შემოგევლე <3 უღრმესი მადლობა, ჩათვალე რო უზომოდ ბევრი გული და ლაიქი მაქვს ამ კომენტარის სახით <3

 



№3  offline წევრი naniko mindia

Rogoe gamixarda rom davinaxe kargi iyo sheni ybela istoria momwons♥♥♥♥♥♥warmatebebi da gilocav axalwels
--------------------
lomidze

 



№4 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

naniko mindia
Rogoe gamixarda rom davinaxe kargi iyo sheni ybela istoria momwons♥♥♥♥♥♥warmatebebi da gilocav axalwels

მადლობა საყვარელო <3 მეც გილოცავ, ბედნიერებას და წარმატებას გისურვებ heart_eyes

 



№5  offline წევრი barbarebibileishvilii

მართლა მიხარია რო ესე კარგად აგრძელებ ნუ ყველაფერია მოთხრობაში ვერაფერს გეტყვი უბრალოდ გააგრძელე ისევე კარგად როგორც ეხლა
ისე დიდი ინტრიგა კი იქნება ეხა არტუროსაც რო მოეწონოს ინა ან შეუყვარდეს❤️
მალმალე დადე ახალახალი თავები გელოდები❤️❤️

 



№6 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

barbarebibileishvilii
მართლა მიხარია რო ესე კარგად აგრძელებ ნუ ყველაფერია მოთხრობაში ვერაფერს გეტყვი უბრალოდ გააგრძელე ისევე კარგად როგორც ეხლა
ისე დიდი ინტრიგა კი იქნება ეხა არტუროსაც რო მოეწონოს ინა ან შეუყვარდეს❤️
მალმალე დადე ახალახალი თავები გელოდები❤️❤️

მალე მალე დავდებ <3 დიდი დიდი მადლობა :*

 



№7 სტუმარი diabeti

გოგოვ გოგოვ მე შენს მეტიიი, ჯერრ არავინ მყვარებიააააა.
აუ, ხო იცი როგორ მევასები და შენი ანწერები როგორ მევასება?
იმენა მიყვარხარ და აი რა გითხრა ისეთი, რაც აქამდე არ მიტქვამს?
2018ში გათხოვებას თუ მოინდომებ, აქ ვარ

 



№8 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

diabeti
გოგოვ გოგოვ მე შენს მეტიიი, ჯერრ არავინ მყვარებიააააა.
აუ, ხო იცი როგორ მევასები და შენი ანწერები როგორ მევასება?
იმენა მიყვარხარ და აი რა გითხრა ისეთი, რაც აქამდე არ მიტქვამს?
2018ში გათხოვებას თუ მოინდომებ, აქ ვარ

რო ქრები და ინთები ციცინათელასავით, ჰაერს მივთხოვდე? :დდდ დამენახე მაინც

 




როგორ მიყვარს ეს ისტორია და ეს ორი ალქაჯიც :დდ ♥♥ ძალიან მომწომს და იმდენად კარგად წერ საქებარი სიტყვაც აღარ მრჩება -,- უბრალოდ მალმალე დადეე და რავქნა რომ ეს თავიც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და არ მეყო(:დდ ყველაფერი მომწონს რაც კი ხდება ამ ისტორიაში და ველოდები მოვლენების განვითარებას ♥♥♥ წარმატებები ♥♥

 



№10 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ტკბილიწიწაკა
როგორ მიყვარს ეს ისტორია და ეს ორი ალქაჯიც :დდ ♥♥ ძალიან მომწომს და იმდენად კარგად წერ საქებარი სიტყვაც აღარ მრჩება -,- უბრალოდ მალმალე დადეე და რავქნა რომ ეს თავიც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და არ მეყო(:დდ ყველაფერი მომწონს რაც კი ხდება ამ ისტორიაში და ველოდები მოვლენების განვითარებას ♥♥♥ წარმატებები ♥♥

მადლობა ჩემო ტკბილო წიწაკა <3 დღეს ავტვირთავ აუცილებლად

 



№11 სტუმარი copıanı chıxuxua

მეტი რომან''წ''იკა sweat_smile

 



№12 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

copıanı chıxuxua
მეტი რომან''წ''იკა sweat_smile

ყველაფერს თავისი დრო აქვს :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent