შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანდრეა და ანაბელი (სრულად)


3-01-2018, 22:04
ავტორი LaLiDze
ნანახია 2 271

ანდრეა და ანაბელი (სრულად)

ზოგჯერ მომაწვება დარდი და ფიქრს ვიწყებ თუ რამდენად ბედნიერი ვიყავი. შემეძლო მთელი დღის განმავლობაში, უამრავჯერ გამემეორებინა შენთვის სიტყვა „მიყვარხარ“. მეთქვა თუ რამდენად დიდი გრძნობა მაკავშირებდა შენს მიმართ.
ახლა.....
ახლა კი უბრალოდ აღარაფერი დამრჩა.
მაგრამ
ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიყვარხარ.
ხშირად დავფიქრდები ხოლმე და გავიხსენებ იმ მომენტებს სადაც სიგიჟემდე სიგიჟეს ჩავდიოდით და ვპირდებოდით ერთმანეთს,რომ სიკვდილამდე/იმის იქითაც ერთად ვიქნებოდით.
რატო შეიცვალა ეს დრო?
რატომ/სად წავიდა?
რატომ/სად გაქრა?
ხომ შეიძლებოდა ჩვენს ისტორიისთვის ერთი წერტილი არ დაგესვა, დაგესვა სამი წერტილი, რომელიც გაგრძელებას ნიშნავდა.
რატომ გააკეთე ეს?
სადღაც მაღლა, ხომ გადაწყდა ჩვენი ერთად ყოფნა?
რატომ არ გააგრძელე?
რატომ შეგეშინდა?
რატომ დანებდი?
ხომ შეგეძლო ბედნიერები ვყოფილიყავით, მაგრამ შენ შეგეშინდა.
ლაჩრულად მოიქეცი. მიმატოვე მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდი.
მპირდებოდი რომ არასდროს დამტოვებდი
მაგრამ
არასდროს თქვა არასდროს-ო.
ქვიშაში მოთამაშე,ჩემ შვილს ვუყურებ და მეღიმება.
შენ შეგეძლო,ახლა ჩემ გვერდით მჯდარიყავი და ჩვენი შვილისთვის გვეცქირა.
ის უკვე ჩემი შვილია და არა ჩვენი.
შენი შვილი მაშინ აღარ ერქვა, როდესაც მასზე უარი თქვი და აბორტის გაკეთება მიბრძანე.
არ გინდოდა რომ ავადმყოფი შვილი გყოლოდა?
რატომ?
რა მნიშვნელობა ექნებოდა დაუნისიმდრომიანი იქნებოდა თუ ჯანმრთელი, ის ხომ შენი სისხლი და ხორცი არის?
ჯანმრთელი დაიბადა.
ექიმს შეშლია თურმე.
შენ კიდევ ნაბიჭვრულად მოიქეცი და მიმატოვე.
პირველივე სირთულეზე დანებდი და წახვედი.
- აუ დედა წავიდეთ რაააა - ფიქრებიდან მართას ხმამ გამომაფხიზლა.
- ახლავე ჩემო სიცოცხლე - სწრაფად ავიკარი ღიმილი სახეზე. ჩემს გოგონას ხელი მოვკიდე და მანქანაში ჩავჯექით.
- კიდევ სადმე წავიდეთ, თუ სახლში გირჩევნია? - თავი შევატრიალე და გავუღიმე.
- კიი. მადონადში მინდა - გამეკრიჭა. ხმამაღლა გამეცინა მის ვერ წარმოთქმულ სიტყვაზე.
- ახლავე ჩემო პრინცესავ - ვუღიმივარ. მანქანას ვქოქავ და უახლოეს მაკდოლადსში მივდივართ. პარკინგზე მანქანას ვაჩერებ და ჩემს პატარასთან ერთად ხელჩაკიდებული შევდივართ მაკდონალდსში.
დიდი რიგია, ამიტომ ჩემი შვილი ხელში ამყავს და რიგში ვდგები.
- დედაა აი ელზას სათამაშო რომ ამოდის ის მინდა - მეკრიჭება. თავს ვუქნევ.
მალევე ჩვენი რიგიც მოდის.
- ერთი ჰე’ფ’ი მილი, ქათმის სალათა და სპრაიტი - ვეუბნები. ჩეკს მაძლევს, სალაროში ფულს ვიხდი და ადგილის ძებნას ვიწყებთ.
- ვიპოვე დე ადგილიიიიი - გახარებული ტაშს უკრავს. ლოყაზე გემრიელად ვკოცნი და იმ ადგილისკენ მივდივართ, რომელიც მართამ იპოვა. გვერდით ვისვამ. მარჯვნივ დიდი შუშაა საიდანაც ყველაფერი მოჩანს.
- დედას სიცოცხლევ,შენ არსად წახვიდე შეკვეთად მოვიტან და მოვალ, კარგი? - ვეუბნები და ისიც თავს მიქნევს.
- არსად არ წავალ დე, არ ინერვიულო - ლოყაზე მკოცნის.
მეღიმება.
თავში ისევ ანდრეას სახე მიტრიალებს.
ანაბელ შეწყვიტე მასზე ფიქრი, ჩემ თავს ვუბრაზდები. 2 წუთი ლოდინი მიწევს, თან ვნერვიულოდ მართაზე. სწრაფად ვიღებ ჩემს შეკვეთას და რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ მართასკენ.
მის წინ ვიღაც პატარა ბავშვი ზის. დაახლოებით მართას ტოლი იქნება.
- მოვედი დე - ვუღიმივარ და პოდნოსს მაგიდაზე ვდებ. იმ ბავშვს ვუყურებ რომელიც საშინლად მაგონებს ვიღაცას.
ვერ ვიხსენებ ვის.
- დე ეს ვინ არის? - ვეკითხები.
- ეს ბექაა, მისმა ბიძიამ დატოვა აქ. სხვა ადგილი რომ ვერ ნახა, მე ვუთხარი რომ შეეძლო აქ დამჯდარიყვნენ - მეკრიჭება.
ბრაზდები, მაგრამ მერე ისევ ვცდილობ რომ ბავშვს ცუდად არ მოვექცი.
- კარგი არაუშავს - ვუღიმივარ. ბიჭისკენ ვტრიალდები
- რამდენი წლის ხარ ბექა?
- 5-ის - ჩემ შვილზე ერთი წლით დიდია.
- მე ანაბელი მქვია - ვუღიმივარ,
- რა გვარი ხარ? - ისევ ვეკითხები.
- მესხი - ჩვეულებრივ მპასუხობს.
გული გამალებით იწყებს ცემას. თვალებზე ცრემლები მადგება.
არ არსებობს.
ანდრეა მისი ბიძია არის?
ღმერთო.
თვალებზე ცრემლები მადგება
- დე, დედაა რატომ ტირი? - შეშინებული მეკითხება მართა.
ცრემლებს ვიშორებ და ვუღიმივარ.
- არაფერია ჩემო პრინცესავ.
- ბექა ბიძაშენს რა ქვ...- სიტყვა მიწყდება, რადგან ბექას სიხარულისგან თვალები უნათდება, დგება და ვიღაცისკენ მირბის
- ბიძიაააააააა - გახარებული ყვირის.
ოღონდ ის არა.
ღმერთო ოღონდ ანდრეა არა!
ნეტავ ის არ იყოს.
არმინდა ის იყოს.
ძალიან ნელა ვატრიალებ თავს და იმწამსვე ვშეშდები.
ისაა.
ღმერთო ისაა.
მონატრება მაწვება და გაუაზრებლად ცრემლები მომდის.
უფრო დაკაცებულია, წვერიც წამოზრდილი აქვს.
მართასკენ ვიხედები, რომელიც სულაც არავის არ აქცევს ყურადღებას და თავის ჰამბურგერს შეექცევა.
მეღიმება.
ახლა ის პირველად ნახავს მამამისს. მაგრამ არ ეცოდინება რომ მამამისია.
ცრემლებს ვიშორებ და მხრებში ვიმართები.
არ უნდა შევიმჩნიო, რომ ვიცანი!!!!!!! არ უნდა შევიმჩნიო!!! - ჩემს თავს მხოლოდ ამას ვუმეორებდი.
- ბიძია წამოდი მათთან - ბექას ხმას ვიღებ.
გული უფრო სწრაფად იწყებს ცემას.
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ვცდილობ 4 წლის შემდეგ ჩემ პირველ და უკანასკნელ სიყვარულს შევხედო თვალებში.
ვგრძნობ როგორ მიახლოვდება და ვფიცავ მის სურნელს შორიდანვე ვგრძნობ.
ყველაფრის მიუხედავად მე ის მაინც მიყვარს.
სიგიჟემდე მიყვარს.
- ბიძია გაიცანი ეს დეიდა ანაბელია ეს კიდევ მისი შვილი მართა, ანალე დეიდა ეს კიდევ ბიძაჩემი ანდრეაა - გახარებული ეუბნება და მეუბნება.
მაღლა ვიხედები.
დგას და გაშეშებული მიყურებს.
მცნობს.
თვალს ვარიდებ.
- გამარჯობა - ვეუბნები და ისევ მისკენ ვიხედები. ამჯერად მართას უყურებს. გაოცებულია.
რა თქმა უნდა.
მას ხომ მართა დაუნისიმდრომიანი ეგონა.
- აუ ბიძია დროზე დადე ეგ რაღაცა რომ ვჭამო, მშია - ეწუწუნება, ანდრეა კი სულაც არ აქცევს ყურადღებას. პოდნოსს ანდრეას ვართმევ და მაგიდაზე ვდებ.
- როგორც ჩანს ბიძაშენი რაღაცაზე ჩაფიქრდა ბექა - ვუღიმივარ.
გული ლამისაა ამომივარდეს, როდესაც ზუსტად ჩემს პირდაპირ ჯდება.
- აუ დედაააააააააა - მტირალა ხმით მეუბნება მართა, რა წამსაც გული მიკვდება.
ვერასდროს ვერ ავიტან ჩემი შვილის სახეზე ცრემლებს.
- რატომ ტირი დე? - შეშინებული ვეკითხები.
ანდრეასკენ ვაპარებ თვალს და ვხედავ მზერა როგორ ეცვლება.
- ტროლი ამომივიდა მეკიდევ ელზა მინდოდა - ტირილს იწყებს.
მის ბავშვურობაზე მეღიმება.
გულში ვიხუტებ.
- მაგის გამო როგორ ტირიხარ, დე?? რა სულელი ხარ. გავიდეთ რომ მორჩები და ვიყიდოთ კარგი? უფრო უკეთესს გიყიდი. - თავზე ვკოცნი.
თვალს ისევ ანდრეასკენ ვაპარებ, რომელიც გაღიმებული სახით მოგვჩერებია.
ღმერთო დამეხმარე.
- აუ არა დეეე. მე მადონადის სურპრიზი მინდა. - ჯიუტად იმეორებს.
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. ფეხზე ვდგები.
- აქ დამელოდე მალე მოვალ- შუბლზე ვკოცნი.
- შვილს მიმიხედე, კარგი? - ორაზროვნად ვეუბნები.
სალაროსთან, ერთ-ერთი მომუშავე გოგონას ვუხნი თუ რაშიცაა საქმე და ისიც მეხმარება. ყუთით ელზას სათამაშო მაძლევს.
- ძალიან დიდი მადლობა - ვუღიმივარ.
- არაფრის - მეუბნება და მცილდება.
მართასთან გაღიმებული სახით ვრუნდები. მის გვერდით ვჯდები.
- აბა თუ გამოიცნობ ხელში რა მიჭირავს? - ჩემს ცხვირ მისაზე ვადებ.
- ელზას სათამაშოოო - გახარებული ყვირიისს.
- კი დეეე - ლოყაზე ვკოცნი და ერთ ყუთს მას ვუწვდი, მეორეს კი ბექას.
- ეს ჩემია? - ინტერესიანი თვალებით მეკითხება.
- კი ბექუნაა - ვუღიმივარ.
- დიდი მადლობა დეიდა ანაბელ - დგება, მოდის და ლოყაზე მკოცნის.
ანდრეა სევდიანი ღიმილით გვადევნებს თვალს. ტკივილნარევი მზერით ვუღიმივარ.
- არაფრის ჩემო საყვარელო - მეც ლოყაზე ვკოცნი. თავის ადგილს იკავებს.
ქათმის სალათის ჭამას ვიწყებ. ყოველ წამს ანდრეას მზერას ვგრძნობ.
- მართა დე, არ წავიდეთ? - ანდრეას სახე ეღუშება.
- წავიდეთ - პირს სალფეტკით იწმინდავს და დგება.
- ნახვამდის ბექაა- ხელს ვუქნევ დაგარეთ გავდივარ. სუფთა ჰაერი სახეზე მხვდება და მეღიმება.
მე ანდრეა ვნახე.
ჩემი ანდრე.
მაგრა ჯანდაბა! მან ჩემ შვილზე უარი თქვა!
მანქანაში ჩავჯექით და სახლში წავედით.
- დედიკოო.
- ჰო პრინცესავ - ვუღიმივარ.
- მამა მალე დაბრუნდება უცხოეთიდან? - შევკრთი.
მანქანა გვერდზე გადავაყენე. მართა მანქანიდან გადმოვიყვანე. მასთან ჩავიმუხლე.
- მართა იცი? მამაშენი...ის.... - სიტყვებს ვერ ვძებნიდი.
- მამაშენი მე ვარ მართა - მტკიცე ხმა გავიგე.
ანდრეა.
ვაიმე ღმერთო.
ახლა მოვკვდები.
- დედა, ის მართლა მამაჩემია? - შემეკითხა
ვერ შევძელი მოტყუება.
თავი დავუქნიე.
- მამიკოოოო - გახარებული გაიქცა და ანდრეას ჩაეხუტა.
ცუდად გავხდი.
ღმერთო ეს რა ხდება ჩემს თავს.
- მართა დედა, ჩვენი წასვლის დროა - ვეუბნები.
- კი მაგრამ.. - გაპროტესტება სცადა
- მართა სახლში მივდივართქო! - მკაცრად ვუთხარი. ანდრეამ სევდიანად გამომხედა.
მართა ჩამოსვა ლოყაზე აკოცა და ჩემთან გამოუშვა. უხმოდ დავჯექით მანქანაში და სახლში მივედით.
- მართა მისმინე... მე უბრალოდ გაბრაზებული ვიყავი და მაგიტომ წამოგიყვანე. მაპატიე რა - პატარა ბავშვივით შევეხვეწე.
- თუ შოკოლადს მაჭმევ კი - მის ბავშვურობაზე მეცინება.
****
დაქალის წვეულებაზე ვარ. მართა დედას დავუტოვე. შავი კაბა მაცვია, მუხლებს ზემოთ ზურგზე ძალიან ამოღებული. მუხლებამდე ბარხატის მაღალქუსლიანები და თმები ზემოთ აწეული. სასმელს ვიღებ და ვსვამ.
ვიღაცის მზერას ვგრძნობ, აქეთ-იქით ვიხედები მაგრამ ვერავის ვერ ვამჩნევ.
ხალხში ვერევი და მუსიკას ტანს ვაყოლებ. მოულოდნელად ვიღაც ხელს მკიდებს და რომელიღაც ოთახში შევყავარ.
- რას აკეთ..- სიტყვა მიწყდება როდესაც ანდრეას ვხედავ.
- ანდრე? - გაოცებული ვეკითხები.
- ბელსს - ჩურჩულებს და მიახლოვდება.
- რა ჯანდაბა გინდა?
- მაპატიე რა. მე უბრალოდ რომ გავიგე ჩემი შვილის ავადმყოფობის შესახებ,შემეშინდა. მეგონა რომ ვერ გავრზდიდი, ამიტომაც ვთქვი უარი. მაგრამ მერე მივხვდი რომ სისულელე ჩავიდინე და შენს სახლთან მოვედი მაგრამ იქ არ დამხვდი. მეზობელმა მითხრა რომ ბარგით წახვედი. - უფრო ახლოს მოვიდა - იცი რამდენს გეძებდი? - კისერში კოცნა დამიწყო - როგორ დამეტანჯე ბელს - ყბის ძვალზე მაკოცა რაზეც თავი ვერ შევიკავე და ამოვიკვნესე - მაპატიე რა. გთხოვ. ვიცი ლაჩრულად მოვიქეცი მაშინ მაგრამ ვნანობ - თვალებში შემომხედა.
გული მეუბნებოდა რომ მეპატიებინა, ტვინი კი სულ იმას მიმეორებდა რომ უნდა გამეშვა, მისთვის დამერტყა და მეთქვა რომ არ მომკარებოდა მაგრამ ვერ შევძელი.
- ვინ ვარ მე რომ არ გაპატიო? იესო ქრისტემაც კი აპატია ხალს, და მე ვინ ვარ რომ არ გაპატიო? გპატიობ ანდრე - გავუღიმე.
- ღმერთო ბელს ანგელოზი ხარ - მითხრა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.]
ყველანაირმა ემოციებმა იფეთქა ჩემში.
როგორ მომენატრა.
ის, მისი კოცნა, მისი შეხება, მისი მოფერება, ყველაფერი მომენატრა მისი!
კისერში სველი კოცნების დატოვება დამიწყო.
საწოლზე ნაზად გადამაწვინა და კაბა გამხადა. ბიუსჰალტერი არ მეცვა. ჩემი მკერდის დანახვისას გაეღიმა. მთელს ტანზე მკოცნიდა, მე კიდევ ვკვნესოდი.
- გინდა ანაბელ? გინდა ეს გავაკეთო? - მკითხა.
- მინდა - გავუღიმე.
ყველაფერს ნაზად და სასიამოვნოდ აკეთებდა.
- როგორ მომენატრე ბელს - მითხრა და ტუჩებში მაკოცა.
- მეც მომენატრე ანდრე.
***
- მართა მე და მამა დავბრუნდით - ხმამაღლა ვთქვი.
- შენ და მამა? - გაოცებული შემოვიდა ოთახში - მამააააააააააააააააააააააააა - დაიყვირა და მოეხვია.
- მა ხომ არ წახვა? - შეეკითხა.
- არა არსად წავალ - უთხრა და ლოყაზე აკოცა.

ადამიანებო,ხალხნო სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო უთქვიათ და მართლებიც არიან. მე ვაპატიე და თქვენც უნდა აპატიოთ სხვას დაშვებული შეცდომებისთვის. ჩვენ ვინ ვართ ღმერთთან შედარებით? არც არაფერი. უნდა დავძლიოთ ეს ყველაფერი. აპატიეთ და დამიჯერეთ ყველაფერი კარგად იქნება.

---------

გილოცააავთ ახალ წეელლსსს <3 <3скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი kusa13

სიტყვები არ მყოფნის ^^ ერთიანად გავთბიი და დავტკბიი ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent