შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა ამბივალენტურობა [ 3 ]


3-01-2018, 23:30
ავტორი MoonLady
ნანახია 957

გრძნობათა ამბივალენტურობა [ 3 ]

3
- მდინარეზე უარი რატომ თქვი, თუ სიკვილი გინდოდა ? - ბრაზი კრთოდა მის ხმაში. ლინდას ნესტოების კედლებს კი ოთოს სურნელი აღიზიანებდა. ამ არომატში გახვეული და დაჰიპნოზებულივით ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ ელავდნენ ოთოს თვალები.
- მაჩვენე... - აღმოხდა ჩურჩულით. ხელი ნელი ტემპით ბიჭის ნიღბისკენ წაიღო. ვერ აკონტროლებდა საკუთარ მოძრაობას. იქნებ იმიტომ, რომ მთელი არსებით სურდა ახლა ენახა ოთოს მზერა და კაკაოსფერი თვალები.
- აქ არ შეიძლება... - მკრთალად გაეღიმა ბიჭს. ლინდას ხელს თავისი შეაგება და მაჯაზე მოუჭირა.
გასასვლელისკენ გაუძღვა. ძლივს მიიკვლევდნენ გზას მოცეკვავე ბრბოს შორის. ლინდას უკვე სულაც არ სიამოვნებდა მათი ხელების ფათური მთელ სხეულზე.
მაგრამ ახლა, თითქოს მტელი მისი ნერვული დაბოლოებები მაჯაზე იყვნენ კონცენტრირებულნი და გრძნობდა როგორ უჭერდა მას ხელს ოთო.
როგორც იქნა გააღწიეს და ბიჭმა მას ხელი გაუშვა. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და ლინდამ შეამჩნია, რომ გაღიზიანებამ კვლავ მოიცვა ბიჭი.
- ვინმეს ოდესმე უთქვამს შენთვის, რომ საოცრად ჩამოუყალიბებელი ადამიანი ხარ ? - კბილებს შორის გამოსცრა ბიჭმა. ილნდამ შეამჩნია როგორ დაებერა მას კისერთან ძარღვი და ამ მომენტში თითქოს იგრძნო როგორ გამძაფრდა ოთოს არომატი. მაგრამ იმდენად არ ესიამოვნა მისი სიტყვები, რომ წარბი შეკრა და ბრაზმა გაჰკრა მკლავი.
- ბატონო ?
- დიახ, ჩამოუყალიბებელი, მერყევი ადამიანი ხარ ! - აგრძელებდა ბიჭი.
- ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არავის მოუყენებია ჩემთვის ! - მ ოთმინების ფიალა ევსებოდა ლინდას.
- შენით განსაჯე. თითქოს სიკვდილი გინდა და წყალში არ ხტები, აქ მოდიხარ მეორე დღეს და ამით აპირებ ს ! - თქვა ოთომ და ფხვნილი ცხვირწინ აუფრიალა. პაკეტი გაიხა უდიერი მოპყრობისგან და ჰაერში გაიფანტა ფხვნილი.
- და შენ რა ? - შეუტია ლინდამ. - როგორც მსურს ისე მოვიქცევი !
- ძალიან მაღიზიანებენ შენნაირები. ჭკუიდან მშლით ამ იდიოტიზმით, ტიპს ერთი სიცოცხლე გაქვს ტოო, როგორ შეიძლება მაგაზეც უარი თქვა ?! - აღრიალდა ოთო.
- ჰოო ? გაღიზიანებ ? - ცინიზმმა გაიღვიძა ლინდაში. ცალყბა ღიმილი აიკრა სახეზე. ცალი ხელი თეძოზე დაიდო, თვითონ თეძო კი ჩატეხა. - და შენ, ხარჯავ დროს ადამიანზე, რომელიც გაღიზიანებს ?
- ძალიან არ მინდა, მაგრამ მაიძულებ ! - ბრაზი იზრდებოდა ოთოს ხმაში.
- და როგორ ?
- რა როგორ ტოო, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, მაიძულე ჩავრთულიყავი მასში.
- ჰო, არა ? - ხმხმაღლა გაიცინა ლინდამ. - ძვირფასო, თვით მამა ღმერთიც რომ ჩამომიყვანო ციდან კიბით, მაინც ვერ დამაჯერებ, რომ ვინმეს შეუძლია რაიმე გაიძულოს.
აქ უკვე ოთოს არგუმენტები გამოელია. სრულ სიმართლეს ამბობდა ლინდა და ამის უარყოფა მისი მხრიდან უაზრო იქნებოდა.
- რისი ნახვა გინდოდა ? - უეცრად თქვა ოთომ.
- თვალები სულ გიმუქდება, როცა ბრაზდები ? - უპასუხა და ფრთხილად წაიღო ხელი ნიღბისკენ. ოთო არ შეწინააღმდეგებია. ცოტაც და ლინდას შეეძლო თვალი გაესწორებინა მისთვის.
ამ მზერამ ყველაფერი დაავიწყა თითქოს. არც სიკვდილი უნდოდა ამ მომენტში, არც სიცოცხლე. უბრალოდ სურდა ემზირა ამ თვალებისთვის კიდევ ძალიან დიდხანს.
- როგორია ? - ჩურჩულით დასვა კითხვა ბიჭმა.
- კუპრივით შავი. - ჩურჩულითვე უპასუხა ლინდამ და იგრძნო როგორ შემოეჭდო ოთოს ხელი მის კისერს. ბიჭმა იგი თავისთან მიიზიდა.
ლინდას მისი ცხელი სუნთქვა სახეზე ეფინებოდა. ხელები ოთოს მკერდზე ეწყო და გრძნობდა მათ მძიმე ასვლა-ჩამოსვლას. ეს მოძრაობა ჟრუანტელს ჰგვრიდა და სიამოვნებდა.
აღფრთოვანებული იყო მისი ჩაშავებული თვალებით. ჭაობს ჰგავდნენ ისინი. თითქოს სურდათ სადღაც მიუსავალში ჩაეთრიათ ლინდა და ისე დაებათ, რომ მოძრაობის საშუალებაც არ ჰქონოდა.
ოთომ ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩახრინწული ხმით ჰკითხა.
- არც ახლა მეტყვი ? - ლინდამ უარის ნიშნად მხოლოდ თავის ოდნავ გაქნევა შეძლო. ფეხები ეკეცებოდა, მაგრამ სასწაული ძალით იკავებდა თავს რომ არ წაქცეულიყო.
-ლი ? ლინდა ? - ზურგსუკან გაისმა ლიზის ხმა. - ხდება რამე ? - დამფრთხალი ზაზუნას ხმას უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე ადამიანის.
ოთომ ლინდას ხელი გაუშვა და გოგოც უკანმოოუხედავად გაეშურა მეგობრისკენ.
- არა... წავიდეთ. - უთხრა ლიზის და გაკვრით გახედა ოთოს. ბიჭი ყურებამდე იღიმოდა და ლინდა მგონი მიხვდა რატომაც.
...
მდუმარედ მიაბიჯებდნენ უკაცრიელ ქუჩაზე. აქა-იქ ეულად მდგარი ლამპიონები ანათებდნენ. მხოლოდ ნაბიჯების ხმა არღვევდა იდეალურ გარემოს ფიქრებისთვის.
ლიზი თითქოს სიტყვებს ეძებდა საუბრის დასაწყებად, ლინდას კი საუბარი არ სურდა. ჯერ კიდევ იქ იყო და თეთრი ფხვნილის ნაცვლად ხარბად იყნოსავდა ოთოს მათრობელ არომატს.
უეცრად, მოშორებით ნაცნობი სილუეტი დაინახა. ქერა ლამაზმანი თავისი შემადგენელი "ნაწილებით" ლინდასა და ლიზის შემხვედრი მიმართულებით მოძრაობდნენ.
ლინდამ თვალი შეავლო და მათმა ზედმეტად გამომწვევმა და ვულგარულმა ჩაცმულობამ ლამის გული აურია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავად ქერა მეტად დახვეწილი სექსუალურობით იწონებდა თავს დანარჩენებთან შედარებით.
ქერა მდუმარედ და უსმენდა ორ ერთდროულად მოლაპარაკე არსებას. თუმცა ლინდამ ბოლომდე ვერ დაასკვნა უსმენდა თუ არა საერთოდ. სახეზე აშკარა მობეზრება ჰქონდა აღბეჭდილი.
როგორც კი ჩაუარეს გოგონებს ფხაკაძე ოდნავ შეყოვნდა, რამდენიმე წამი მოიცადა და გახედა ტრიოს. იმ კლუბში შევიდნენ, საიდანაც ცოტა ხნის წინ გამოვიდა ლინდა.
- იცნობ რომელიმეს ? - ფრთხილად სცადა დიალოგის დაწყება ლიზიმ.
- ა ? არა. - უცებ მობრუნდა მეგობრისკენ ლინდა.
- ლი, არ გინდა მითხრა ვინ იყო ეგ ბიჭი ?
- მისი მხოლოდ სახელი ვიცი და ის, რომ დიჯეია. - მხრები აიჩეჩა ლინდამ.
- მხოლოდ ეგ ? - ჩაეძია ლიზი.
- ჰო... რა ხდება ? - გაოცდა ფხაკაძე.
- ოთო ნემსაძე.
- იცნობ ? - ძარღვები დაეჭიმა ლინდას. სიტუაციის ასეთ შემობრუნებას ნამდვილად არ ელოდა.
- პირადად არა, მაგრამ საკმაოდ ცნობილი ტიპია ქალაქში. მექალთანე და ჭორები დადის, რომ დადიანის გოგოს მოსწონს და უკვე დიდი ხანია მისი ხელში ჩაგდება უნდა. - ატიტინდა ლიზი. ეს მისი სფერო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლინდა ორგანულად ვერ იტანდა ჭორებს და ჭორიკნებს, ლიზი ფლობდა იმ ინფორმაციას, რაც ზოგჯერ საკმაოდ საჭირო იყო.
- ოჰო...
- არ ვიცი მაგასთან რა გაკავშირებს, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა აწ უკვე ხსენებული დადიანის გამო არ აქვს.
- რას ნიშნავს დადიანის გამო ? - წარბი ასწია ლინდამ.
- თუ ნატა ამჩნევს, რომ ოთო ერთსა და იმავე გოგოს ორჯერ ხვდება მაშინვე ერთვება თამაშში და აქრობს მისი ცხოვრებიდან.
- მოიცა, მოიცა. მე მეგონა ეგეთებს მხოლოდ ბიჭები ჩალიჩობდნენ. ჩამოშორება და თემები. - გაუკვირდა ლინდას.
- სანამ ნატას ოინების შესახებ გავიგებდი, მეც ეგრე მეგონა. - გაიცინა ლიზიმ. მერე სახე დაუსერიოზულდა და თქვა. - ფრთხილად იყავი ლი, არ მინდა კიდევ შეგემთხვას რამე.
- მაგაზე არ იღელვო. - გული აუჩუყდა ლინდას, მაგრამ ამ ფიქრმა იპოვა მის თავში შესაძვრომი ხვრელი და სავარაუდოდ დიდხანს დაიდებდა იქ ბინას. ამიტომ გადაწყვიტა ეს კითხვაც დაესვა. - მისმინე და თვითონ ოთო რას ამბობს ამაზე ?
- ჰკიდია. არც იმჩნევს ხოლმე ნატას და ამაზე ილეწება მამიკოს პრინცესა.
- ანუ ამ ჩარევებზე რეაგირება არ აქვს ?
- როგორ არა. იცინის ხოლმე და მადლობასაც ეუბნება ნატას. სექსისტი არ ვარ, მაგრამ ქალები პრობლემააო ამბობს.
- ჰოო... - ლინდა ჩაფიქრდა.
- ჰოდა, რა გაკავშირებს მასთან ? - ინტერესიანი თვალები მიაპყრო ლინდას ლიზიმ.
- არაფერი. უფრო სწორად არ ვიცი. - დაბნეულად უპასუხა გოგომ.
- რას ნიშნავს არ იცი ? - გაოცდა ლიზი.
- არ ვიცი ლიზ, რომ გავარკვევ გეტყვი. - უპასუხა დაქალს და ნაჩქარევად შევიდა სადარბაზოში.
თუმცა კიბეები ნელი ნაბიჯით აიარა. ახლაღა გაახსენდა, რომ ზომაზე მეტი დალია და სიმთვრალის მძლავრი ტალღა მიეხეთქა მისი ცნობიერების თითქმის ჩამოშლილი კლდეს.
ბარბაცით აიარა დარჩენილი საფეხურები და სახლში შებანცალდა.
მთელი სხეული უხურდა, მაგრამ ეს არ ჰგავდა სასმელის მიერ გამოწვეულ სიმხურვალეს. ვერანაირი ახსნა ვერ უპოვა.
უდიერად გაიხადა კაბა და ფეხსაცმელები, ლიფი და ტრუსიც მათ მიაყოლა და დედიშობილა გაიშოლტა საწოლზე.
რამდენიმე წუთი დასჭირდა დასაძინებლად.
სიზმარი ნახა. სიზმარში კი ოთო და ნატა იყვნენ. ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს, ლინდა კი აღარ იყო, ჰო, უბრალოდ აღარ.
ეს იყო პირველი ღამე ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როცა ლინდას ჩვეული კოშმარი არ დასიზმრებია.
...
დილით გემრიელმა სურნელმა გააღვიძა. ლიზი ომლეტს აკეთებდა და ლინდა მიხვდა, რომ ძალიან შიოდა.
ზეწარშემოფარებული გავიდა სამზარეულოში და ბარს მიუჯდა.
- ბოლობოლო მოგშივდა შე ბურდღა ? - როგორც ჩანდა ლიზი კარგ ხასიათზე იყო. ღიღინებდა და ან ღიღინს აყოლებდა სხეულს. - ისე, ეს ბურდღა საიდან ? - ჰკითხა და ლინდას გახედა. ფხაკაძემ მხრები აიჩეჩა და გაუღიმა. - ძალიან ზუსტი შესატყვისია შენთვის. უბრალოდ იმას ვერ ვხვდები, ასეთი სისუსტის ფონზე მკერდსა და უკანალს როგორ ინარჩუნებ ? - ბუტბუტებდა თავისთვის გოგო.
- უსამართლობაა შენ რომ დიეტების დაცვა და სპორტ დარბაზში სიარული გიწევს და მე არა ჰო ? - გაეცინა ლინდას.
- ზუსტად, ზუსტად. არც ჭამ წესიერად, ლამის გადატყდე წელში და ეს რა გახდა კაცო ? - თქვა ლიზიმ და სალათიკენ გადახდილ ლინდას უკანალზე მოსცხო. გოგომ ტკივილისგან და მოულოდნელობისგან დაიკვნესა. ბრაზიანი თვალებითა და კიტრით გამოტენილი პირით გახედა დაქალს და გაურკვევლად დაიღმუვლა.
- ბუბუბუ ხო, ბუბუბუ. - გამოაჯავრა ლიზიმ.
- ნატროშვილო, გაგაპაზორებ ყველაზე მოუხერხებელ მომენტში, მაცადე ! - დაემუქრა ლინდა და განაგრძო ბოსტნეულით ტკბობა.
- გოგო, დღეს ივენთია გუშინდელ კლუბში, ცნობილი დიჯეები იკრიბებიან და არ გინდა წამოსვლა ? - ჰკითხა უკვე დამაგრებულ ლინდას.
- ისევ ის ნაჭერი უნდა მომახვიო ტანზე და ჩემხელა ქუსლებზე მატარო ? - ეჭვის თვალით გახედა დაქალს.
- არა სხვა ნაჭერს და უფრო დიდ ქუსლებს გიპოვი. - გაიცინა ლიზიმ. ბრაზით აღსავსე მზერა სტყორცნა დაქალს ლინდამ, ამაზე კი ლიზი ჩაბჟირდა. - კარგი, ოღონდ მზერით არ გამაპო და კომპრომისზე წამოვალ.
- ჰოდა ეგრე. - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა ლინდამ.

შეამჩნიეთ ? ლინდამაც შეამჩნია.
სუიციდზე ფიქრებმა უკანა პლანზე გადაინაცვლეს. ახლა ლინდა უბრალოდ მიჰყვებოდა დინებას, ან ეხმარებოდა კიდეც მას. დინების მიმართულებით მიცურავდა და ყოველწამ აჩქარებდა ტემპს. არ იცოდა სადამდე მიიყვანდა მას ასეთი ქმედება, მაგრამ ერთი იყო ის, რომ აქ და ახლა ის აკეთებდა იმას, რაც სურდა.
...
- მზად ხარ ? - გასძახა ნატროშვილს და საყურეების დაბნევას მორჩა. სარკესთან იდგა და საკუთარ თავს შეჰყურებდა. ამჯერად დაქალები ყავისფერ კაბაზე შეჩერდნენ, ზედმეტი იწილობიწილოების გარეშე. საკმაოდ ღრმა დეკოლტე ჰქონდა და ოდნავ მუხლს ზემოთ იყო. თმა გაეშალა და დაკულულებული ბოლოები უსწორმასწოროდ ეყარნენ მის მხრებზე. მინიმუმ მაკიაჟი და ლინდა საოცრად გამოიყურება.
- მოვრჩი ! - დაიძაბა ლიზიმ და გამოვიდა. მას საშუალო სიგრძის მარჯნისფერი კაბა ეცვა, რაც არაჩვეულებრივად ეხამებოდა მის მოკლე წითურ კულულებს.
...
კლუბი ამ ივენთისთვის საგანგებოდ მოერთოთ. თუმცა ლინდა ამას ყურადღებას არ აქცევდა.
ლიზიმ მოახერხა და დონეების სასტავში შეძვრა, რა თქმა უნდა, ლინდა თან წაიყვანა.
და აი იჯდა ლინდა ვიპში და მის წინ მჯდარ ოთოს დაძაბული უყურებდა. ბიჭი კი იმდენად გართული იყო ქერა ლამაზმანით, რომელიც წინა დღით ორჯერ შეხვდა ლინდას. ივარაუდა, რომ ნატა დადიანი ზუსტად ეს უნდა ყოფილიყო.
ვერცხლისფერი კაბა ეცვა. თუ შეიძლება ამას კაბა დავარქვათ.
- ლიზ, გაგვაცანი შენი თანამგზავრი. - მხარი გაჰკრა ლიზის ერთ-ერთმა დიჯეიმ.
- აჩი, მეტკინა. - შეუბღვირა ნატროშვილმა.
- ნუ ხარ ნეჟნი მაროჟნი. - კიდევ ერთხელ გაჰკრა მხარი აჩიმ.
- ლინდა ფხაკაძე. ჩემი განუყრელი მეგობარი. - სიამაყით წარმოთქვა ლიზიმ, თავად ლინდას კი არ ესიამოვნა. რატომ ? აბა მე რა ვიცი. არც მან იცის.
- ჰგავხართ ერთმანეთს. - ძლივს მოსწყდა ოთოს კისერს დადიანი. და ნაწილებს გადახედა.
- ტყუპებივით. - დააბოლოვა ერთ-ერთმა. სამივე ერთად ახარხარდა და იქაურობა გააყრუა.
- თქვენ კიდევ სხვადასხვა დონის პრინცესები ხართ. - თავი გვერდზე გადახარა ლინდამ და საზურგეს მიეყრდნო. შეამჩნია, რომ ოთოს და რამდენიმე ბიჭს ჩაეცინათ მის რეპლიკაზე, ოთოს ჩაცინებას კი ნატას ბრაზმორეული მზერა მოჰყვა.
- გავალთ ჩვენ ცოტა ხნით, თორემ აქაურობა თანდათან "სასიამოვნო" სურნელით ივსება. - მოჩვენებითი ღიმილით გაჰყავს ნატას თავისი ნაწილები, გზად კი ლინდას პასუხი ხვდება.
- ჰო, განიავება არ აწყენდა.
როგორც კი ტრიომ ვიპ ზონა დატოვა ბიჭები გემრიელად ახარხარდნენ.
- ლი, არ მეგონა ასეთი მაგარი მეგობრები თუ გყავდა. - თავისკენ მიიზიდა ლიზი აჩიმ.
- ნატასთან სიტყვის შებრუნება რომ გაბედე საოცრებაა. - დაამატა ოთომ.
- ჩემი ყოველთვის გამაქვს. - ისე უპასუხა ლინდამ ოთოს, რომ მისკენ არც გაუხედავს.
- ჰო, პირადად დავრწმუნდი მაგაში, უკვე ორჯერ. - წარმოთქვა ბიჭმა ისე, რომ მხოლოდ ლინდას გაეგონა და სიგარეტს მოუკიდა.
ამასობაში მიმტანმა კოქტეილები მოიტანა. ლინდა არც დაფიქრებულა ისე მოსვა, მობეზრებით უსმენდა დაბრუნებული ტრიოს ჭორიკნობას, პერიოდულად თვალს ოთოსკენ აპარებდა და მომღიმარი ბიჭის სახეს ეფეთებოდა. შემდეგ საკუთარ თავზე ბრაზდებოდა და აგრძელებდა კოქტეილის წრუპვას.
- ჰეი, ოთო, ახლა შენი ჯერია. - მეგობრულად უტყაპუნებდა მხარზე ხელს აჩი. - მიდი გამოაფხიზლე ეს ბრბო.
- აუ ტო, მაგრად თუ არ მეზარებოდეს ახლა. - სიცილით პასუხობდა ბიჭი.
- კაი , ასწორებს კაიფში. მიდი. - აქეზებდნენ სხვები.
- მიდი და მერე ვითამაშოთ. - უთხრა ნატამ და კაბის სამადსამი ღილი შეიხსნა.
- ოქეი, პატარა, მაგრამ იცოდე ვიმახსოვრებ. - ცინიზმით სავსე თვალებითა და ხმით უპასუხა გოგოს.
ლინდას ყელში ბურთი მოაწვა, მაგრამ არ შეიმჩნია. უჩუმრად სცადა წასულიყო და კოქტეილი შეევსო.
როგორც იქნა ბარს მიაღწია და შეავსო. მის ყურთასმენას კი მისწვდა სიმღერა.
Three days Grace - I hate everything about you-ს რემიქსი.
ერთი ამოსუნთქვით შთანთქა სასმელი და შეტორტმანდა. არ ჰქონდა ისეთი გემო, როგორიც წინას. თუმცა ყურადღება არ მიუქცევია. მუცელში წვამ და გულისრევის შეგრძნებამ ყველაფერი დაავიწყა, მხოლოდ სიმღერის სიტყვები ესმოდა შორიდან, გაურკვევლად.
ტუალეტში შესვლა ძლივს მოასწრო, რომ გული აერია. საშინელი ღებინება დაეწყო და გაითიშა.

...
თვალი ძლივს გაახილა და იგრძნო, რომ მოძრაობის მცდელობა კრახით სრულდებოდა. მთელ ტანში ტეხდა. ყელი ეწვოდა და თვალები უხურდა.
სიცხე მაქვსო გაიფიქრა და ოდნავ წამოჯდა. ჯერ კიდევ ბუნდოვნად ხედავდა და საწოლზე მჯდარი სილუეტის გარჩევა შეძლო მხოლოდ.
- ლიზ, მინერალური მომიტანე გთხოვ. - შესჩივლა დაქალს და წყლის ბოთლიც უცებ გაჩნდა მის ხელებში. სულმოუთქმელად გამოცალა ნახევარი და ბალიშში ჩაეფლო. - თავი მისკდება.
- როგორ გეძინა ? - ოთახში გაისმა ბოხი ხმა.წამით ლინდამ ვერ გააანალიზა ვისი ხმა იყო. რეალურად ჟღერდა იგი თუ მის თავში, მაგრამ უცებ წამოხტა და ჯერ კიდევ საწოლზე მჯდარ სილუეტს დააკვირდა.
ცოტა ხნის შემდეგ მან შეძლო სილუეტის ნაკვთების გარჩევა და ოთო შერჩა ხელში.
- შენ ?
- მე.
- ჰაა ? - აზრზე ვერ მოდიოდა ლინდა.
- ჰოო. - თქვა ოთომ და საწოლზე გადაწვა. მარცხენა ხელი თავქვეშ ამოიდო და ღიმილით უყურებდა ლინდას.
ლინდამ და შიშით დაიხედა გადასაფარებლის ქვეშ და ვუალია, დედიშობილა იწვა ლოგინში.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი Nita

Momwons, tan dzalian.ragac gansxvavebulia. Oto mikvars :-)

 



№2  offline მოდერი MoonLady

სტუმარი Nita
Momwons, tan dzalian.ragac gansxvavebulia. Oto mikvars :-)

გმადლობ :დ მეც მომწონს ოთო :დ ❤️

 



№3  offline წევრი Dobby

რაღაც ძალიან განსხვავებული, მაგრამ შთამბეჭდავია. ძალიან მომწონს kissing_heart kissing_heart შემდეგს როდის დადებ??

 



№4  offline მოდერი MoonLady

Dobby
რაღაც ძალიან განსხვავებული, მაგრამ შთამბეჭდავია. ძალიან მომწონს kissing_heart kissing_heart შემდეგს როდის დადებ??

ზუსტად ვერ ვიტყვი, ვეცდები რომ დღეს დავდო, მაგრამ ეჭვი მაქვს მაინც ხვალ იქნება :დ გმადლობ, რომ მოგწონს ^-^ ❤️

 



№5 სტუმარი სტუმარი shalo

rato gyavar dablokili bijo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent