შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე სიყვარული (სრულად)


4-01-2018, 17:50
ავტორი sofomachkalovi
ნანახია 1 203

მეორე სიყვარული (სრულად)

-ცხოვრება ერთი წამია! ამბობს ემი და კორპუსის სახურავზე ადის.
ის 17 წლის წითური გოგონაა რომელსაც აღარაფერი სურს ცხოვრებიდან.
სახურავზე დგას და უყურებს ადამიანებს როგორ მოძრაობენ და არავინაა მისი დამხმარე. იქვე ჯდება და თვალებიდან ცრემლებს იშორებს. თავს ირწმუნებს რომ ამას შეძლებს და ფეხზე დგება. სურს უკანასკნელად მოისმინოს მისი ტკივილის მიმყენებლის ხმა და რეკავს. ხელები უკანკალებს და ცრემლები სახეზე ეცემა.
-გისმენთ პასუხობს უცხო გოგონა. ემი ხმას არ იღებს და ადგილზე იყინება. რამდენიმე წუთი გადის და ისე იწელება თითქოს საუკუნე იყოს გასული.
-ნომერი შეგეშალათ! ისმის ამჯერად უკვე ნაცნობი ხმა და ზარი წყდება.
ემი ნაპირას მიიწევს თვალებს ხუჭავს და უსასრულობის მორევში იძირება სადაც ყველაფერს იხსენებს.

ყველაფერი მე-10 კლასში დაიწყო როცა ემი ამერიკიდან თბილისში დაბრუნდა. ის საოცრად პოზიტიური გოგონა იყო. მას თანაკლასელმა სიყვარული აუხსნა. ემი მორცხვი იყო და ფიქრობდა რომ არ შეეძლო კლასელი შეეყვარებინა სწორედ ამიტომ დააიგნორა.
რატი საოცრად თბილი იყო ემისთან. ყოველთვის აგიჟებდა და აწვალებდა ემის.
-ტელეფონი დამიბრუნე რატი! ყვიროდა გაგიჟებული ემი და მწვანე თვალებს ანათებდა რატის.
-მაკოცე და მოგცემ მოიუგო რატიმ.
ემი გაგიჟდა ეს როგორ გამიბედაო, მაგრამ საბოლოოდ ტელეფონის დაბრუნების მიზნით, მაინც მოუხდა რატისთვის ეკოცნა.
ყოველთის თბილი იყო ემისთან მესიჯს ყოველთვის "მიყვარხარ"-ით ამთავრებდა. ემის მეგობარი ბიჭის, გიორგის გამოც ბევრი უჩხუბიათ. მაგრამ რატი ართმობდა ემის.
ემისაც შეუყვარდა ასეთი თბილი ბიჭი. ის მისთვის პირველი სიყვარული იყო და როგორც ამბობენ: "პირველი სიყვარულს ვერ დაივიწყებო" მართალია! თუმცა შესაძლოა მეორედაც, მესამედაც და მეოთხედაც შეგვიყვარდეს.
ემი და რატი სკოლის კონცერტზე ცეკვავდნენ ერთად. დაჯდომისას რატიმ დაიწყო საუბარი:
-ემი ასეთი ჯიუტი რატომ ხარ?
-რას გულისხმობ? ჰკითხა ემიმ და თვალებში ჩახედა
-შენც გიყვარვარ! უთხრა და გაუღიმა
ემის შერცხვა. თავი ჩახარა.
-კარგი ემი. ჩვენ ერთად არ ვართ, მაგრამ ერთმანეთზე მაინც ვეჭვიანობთ.
ერთად სეირნობდნენ და მოსწონდათ ეს ყველაფერი. წვიმდა! საშინლად წვიმდა!
-ემი წვიმაში ცეკვაზე რა აზრის ხარ?
-წვიმა მიყვარს!
-და ცეკვა? სიცილით ჰკითხა რატიმ.
-შენთან ერთად ამასაც შევძლებ მიუგო ემიმ და რატისთან ახლოს მიიწია.
-გინდა სახურავზე ავიდეთ? უეცრად ჰკითხა რატიმ და ლოყაზე აკოცა
-იქ რა გვინდა? შეეშინდა ემის.
-იქიდან ბევრ რამეს დავინახავთ! უთხრა რატიმ და ხელი ჩაჰკიდა.
სახურავზე ცეკვავდნენ. ეს საამური ღამე იყო. ულამაზესი და სიყვარულით სავსე. ამ სიჩუმეს რატის ყვირილი ახშობდა.
-მე ემის სიყვარულმა გამაგიჟა! -ემიმ გამაგიჟა!
ემი ამაზე დასცინოდა და უფრო ეკვროდა.

რამდენიმე დღის შემდეგ სეირნობისას რატიმ დაიწყო საუბარი.
-ემი გახდები ჩემი შეყვარებული?
რამდენიმე წუთი გაშტერებული იყო ემი
-არა! უბრალოდ არშემიძლია რატი. უთხრა ემიმ და თვალებზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა.
-არ გიყვარვარ ემი? გაბრაზდა რატი
-მიყვარხარ! და ზუსტად ოფიციალურობა მაშინებს რატი.
-ვერ გავიგე. დაიბნა რატი
-არ ვიცი რატი. გული მეუბნება რომ გიყვარვარ. ტვინი კი...
-კარგი ემი, კარგი.
ემი სახლამდე მიაცილა და წავიდა...

მესამე დღეს სკოლაში ნახა რატი ახალ კლასელთან ერთად. თითქოს არწუხდა და არაფერი სტკიოდა. გაოცებული იყო ემი. ეგონა მატყუებსო და მაეჭვიანებს ამითო, მაგრამ ასე 1 თვე გაგარძელდა. რატი ამ გოგონას მიმართ გახდა თბილი. ემი განადგურებული იყო. ვერავინ ხედავდა მის ცრემლებს მაგრამ ღამე როცა მარტო იყო უსუსური ხდებოდა.
რატი იმ წელსვე გადავიდა სხვა სკოლაში. 2 წელი სიყვარულით გალია ემიმ. ეგონა რომ დაივიწყდა და ცხოვრება განაგრძო. თავს შედარებით კარგად გრძნობდა. მისი დაქალის ძმას დაუახლოვდა და თითქოს შეუყვარდა, მაგრამ ისე არა როგორც რატი უყვარდა.
ერთად დიდ დროს ადარებდნენ ემი და საბა.
-ემი, წამომყევი რა! უთხრა საბამ სეირნობის დროს.
-სად? ჰკითხა ემიმ და დაელოდა პასუხს.
-ნახავ. ხელი ჩაჰკიდა და ტყეში წაიყვანა. ტყე ულამაზესი იყო!
საბასთნ ყოფნა ემის ძალიან მოსწონდა. საბას კი ემი მოსწონდა.
-ემი მინდა რომ ბედნიერი იყო. გაიღიმა და განაგრძო -ემი იცოდე რომ მიყვარხარ!
ემი ჩაფიქრდა და უპასუხა:
-მეც მიყვარხარ საბა. თითის წვერებზე აიწია და საბას დააცხრა ბაგეებზე.

საბა რამდენიმე თვით, ზაფხულის არდადეგებზე, იტალიაში წავიდა დეიდასთნ.
ემის ძალიან ენატრებოდა და ცდილობდა არ მოეწყინა. ღამე იყო. ქუჩაში მოსეირნობდა როცა მანქანა ფეხებთან გაუჩერდა. მძღოლი გაბრაზებული და გაცოფებული გადმოვიდა მანქანიდან და ემისთნ ახლოს მივიდა.
-ემი! დაიჩურჩულა რატიმ
-რატი! იგივე ტემბრით მიუგო ემიმ
-აქ რა გინდა ამ შუაღამეს? ჰკითხა რატიმ ემის
-არაფერი. წასვლა დააპირა როცა ხელი დაუჭირა და მისკენ მოატრიალა.
-ემი მომენატრე! -ძალიან მომენატრე.
უეცრად ემისთნ ახლოს მიიწია და მის ბაგეებს დაეწაფა.
-ასე არ შეძლება რატი! ყვიროდა ემი. -ასე არა!
-ემი წამომყევი რა
-რატი გეყოფა!
-ემი გთხოვ უბრალოდ წამოყომყევი.
ემი ყოყმანობდა. იცოდა ეს ცუდი საქციელი იყო მაგრამ უყვარდა და ამას ვერაფერს მოუხერხებდა.
-საით? ჰკითხა როცა მანქანაში ჩასხდნენ.
-იქ სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს.
ისისნი სკოლაში შეიპარნენ. იხსენებდნე ძველ დროს და ყველაფერს რაც გადახდათ. რამდენიმე კვირა ასე გაატარეს. ემი ხვდებოდა რომ რატი იყენებდა, რადგან თუ რატის უყვარდა ასე არ მიატოვებდა ემის.
-ას არ შეიძლება რატი!
-რატომ? ჰკითხა რატიმ. -ცხოვრებით უნდა დატკბე ემი!
-შენ არ იცი რა არის სიყვარული. ადამიანებს მხოლოდ გულს ტკენ! არ მინდა მეც შენნაირი გავხდე! მე სხვა მიყვარს!
-დარწმუნებული ხარ ემი რომ ჩემგან გინდა წასვლა?
-სავსებით!
ემიმ იგრძნო რომ საბასაც ისევე ეტკინებოდა, როგორც მას ეტკინა თავიდან. გული სტკიოდა, რადგან იგივე გაუკეთა საყვარელ ადამიანს, რაც მას გაუკეთა რატიმ. ყველაფერი აირია მის გონებაში, მაგრამ სურდა ეთქვა საბასთვის რომ არასწორად იქცეოდა.
საბას დაურეკა ყველაფერი უამბო. ბოლო სიტყვა კი საგრძნობლად გაწელა
-საბა მაპატიე!

რამდენიმე დღ უბრალოდ ჯოჯოხეთურად გაატარა. სტკიოდა და ამაზე წუხდა. ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი.
-ცხოვრება ერთი წამია! ამბობს ემი და კორპუსის სახურავზე ადის.
ის 17 წლის წითური გოგონაა რომელსაც აღარაფერი სურს ცხოვრებიდან.
სახურავზე დგას და უყურებს ადამიანებს როგორ მოძრაობენ და არავინაა მისი დამხმარე. იქვე ჯდება და თვალებიდან ცრემლებს იშორებს. თავს ირწმუნებს რომ ამას შეძლებს და ფეხზე დგება. სურს უკანასკნელად მოისმინოს მისი ტკივილის მიმყენებლის ხმა და რეკავს. ხელები უკანკალებს და ცრემლები სახეზე ეცემა.
-გისმენთ პასუხობს უცხო გოგონა. ემი ხმას არ იღებს და ადგილზე იყინება. რამდენიმე წუთი გადის და ისე იწელება თითქოს საუკუნე იყოს გასული.
-ნომერი შეგეშალათ! ისმის ამჯერად უკვე ნაცნობი ხმა და ზარი წყდება.
ემი ნაპირას მიიწევს თვალებს ხუჭავს და უსასრულობის მორევში იძირება სადაც ყველაფერს იხსენებს.
-ემი! ჩაესმის ხმა.
-საბა? ბრუნდება საბასკენ.
-ემი შენ ძალიან კარგი ხარ! არ გააკეთო ეს. მე მჭირდები, ოჯახს სჭირდები.. ჩვენ გვჭირდები ემი!
ემიმ საბასკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. ახლოს მივიდა მასთნ და უთრა:
-მადლობა რომ არსებობ!скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი სოფი

ძალიან კარგია. რეალობასთან არის ახლოს

 



№2  offline წევრი svetlana111

blush კარგიაა უფრო თუ განავრცობ უკეთესი იქნება

 



№3  offline წევრი sofomachkalovi

svetlana111
blush კარგიაა უფრო თუ განავრცობ უკეთესი იქნება

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent