შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი ზეცა (მეოთხე თავი)


6-01-2018, 02:32
ავტორი Yvavi.
ნანახია 157

ბნელი ზეცა (მეოთხე თავი)

(წელიწად ნახევრის შემდეგ)
საღამო განსაკუთრებულად ლამაზი იყო დრაკონის მთებში. მზე უკვე ჩასული იყო, მთაზე მდებარე მწვერვალები კი სულ სხვადასხვა ფრად ელავდნენ. სესილია უცქერდა და თითქოს ერთიანად მოეცვა იქაურ მაგიურ ძალას. მხრები უკან გადაეწია და ისე მიეშვირა გულ-მკერდი ერთ-ერთი კლდისთვის თითქოს მისი ენერგიის მიღება სდომოდა.
ვერც კი იგრძნო ისე ამოუდგა გვერდში ახალგაზრდა ქალი, იისფერი თმით. ქალმა ხმადაბლა წარმოთქვა მისი სახელი, სესილიას გონებაში ზარის ხმასავით გაისმა და სწრაფად გამოფხიზლდა. წელში გასწორდა და ქალს გაუღიმა.
-ირისს შენთან თათბირი სურს. - დაიანამ თავისი შავი თვალები მიანათა ქალს, ცოტა ხნით სიცილის შეკავებას შეეცადა. ბოლოს ხმამაღლა გადაიკისკისა და სესილის მხარზე მეგობრულად შემოხვია ხელი. - ნეტა განახა როგორი დასტრესილია, შენ რა მისი ახალი მრჩეველი გახდი?
-მისმა მრჩეველმა არ გაგვიგოს თორემ ჩემს საფლავზე მოსვლა მოგიწევს ხოლმე. - გაეცინა სესილისაც და ერთად განაგრძეს გზა. სასახლიდან არც ისე შორი იყო "სინათლის მინდორი", სადაც ამჟამად იმყოფებოდნენ. სასახლემდე პატარა დასახლება უნდა გაევლოთ, უმეტესად უხუცესები ცხოვრობდნენ, ნაწილი მცენარეული ნაყენების დამზადებით ირთობთა თავს, ნაწილს მოსწავლეები ჰყავდა აყვანილი და თავდაცვით და მკურნალ მაგიას ასწავლიდა. სახლებს შორის პატარა, ჩეულებრივი გოგონები დარბოდნენ.
სასახლის კარი მშვიდად შეაღეს და დიდი დარბაზისკენ აჩქარებული ნაბიჯით წავიდნენ. სესილის უბრალო თეთრი სარაფანა ეცვა, თმაზე გვირილების გვირგვინი ედგა. ფეხშიშველი მიაბიჯებდა სასახლის იატაკზე.
დარბაზის კარი ოდნავ შეღებული დახვდა, იქიდან ქალების და კაცების ზუზუნი ისმოდა, სესილიმ იგრძნო რომ რაღაც მნიშვნელოვანი ახლოვდებოდა, წამით ინანა კიდეც ცოტა ფორმალურად რომ არ ჩაიცვა. თუმცა საბოლოოდ ღიმილით შევიდა დარბაზში. უმეტესობა ისევ განაგრძობდა კამათს და სესილის ყურადღებას არ აქცევდნენ.
ირისის ხმამ ყველა შეაკრთო, იგი ისე გამოექანა სესილისკენ როგორც დედა დიდი ხნის უნახავი შვილისკენ.
-ჩემო ძვირფასო, შენთან სათხოვარი მაქვს. - როგორც კი სესილის მოშორდა მაშინვე საუბარი წამოიწყო ქალმა. თავისი იისფერი თვალებით ჯიუტად მიშტერებოდა სესილის.
-თქვენთვის შეუძლებელსაც გავაკეთებ. - საკუთარმა ნათქვამმა წამით შეაშინა კიდეც. როდის მერე ალაპარაკდა ასე, როდის მერე იქცა სისხლისმღვრელი ვამპირი ასეთ დამყოლ, მზის ენერგიით აღმვსებ ქალად. უკვე წელიწად ნახევარია აქ და უკვე ძირფესვიანად შეიცვალა.
-რამდენი წლის ხარ? - იქვე მყოფმა, ქავენის ერთ-ერთმა წევრმა ჰკითხა.
-ფიზიკურად თუ რალურად? - სესილი დაიბნა, იქვე ახლომახლო მდგარ დაიანას მავედრებელი თვალებით გადახედა.
-ორივე. -საუბარში ქავენის მეორე წევრი ჩაერთო.
-ფიზიკურად 22, რეალურად 179 წლის.
-უჰ, ჯერ ახალგაზრდა ყოფილხარ. - გაიცინა ირისმა და მხარზე ხელი დაჰკრა. - ახლა კი, ის რის გამოც აქ ვართ. ზილდა ხომ არ გააცნობდი ჩვენს გეგმებს მის შესახებ?
ზილდა სკამიდან წამოდგა და ირისის გვერდზე დადგა, შემდეგ კი ორივე სესილის მოპირდაპირედ დადგნენ.
-ჩვენ დიდხანს ვთათბირობდით თუ ვინ შეიძლებოდა გაგვეშვა კობრას გამოქვაბულის ხალხთან. ისინი მეამბოხეები არიან, ნახევარი საუკუნის წინ გამოგვეყვნენ და კობრას გამოქვაბულში გადავიდნენ. შესანიშნავ საბრძოლო ხელოვნებას ფლობენ, ამიტომ უნდა მოელაპარაკო მათ რომ ლოლა და ლილი ისე აღზარდონ როგორც მეომრები. - ზილდას მშვიდმა ხმამ მოულოდნელად ძილი მოჰგვარა სესილის.
-მაგრამ თქვენ ხომ დაგვპირდით რომ 2წელში სრულიად მზად იქნებოდნენ. ვიზუალურად უკვე 14 წლის გოგონებს ემსგავსებიან, შემდეგ კი თქვით რომ ადამიანური ტემპით განაგრძობენ ზრდას. ამ დროისთვის კი უკვე შემეძლებოდა მათი წაყვანა, მინდა ისინი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდონ, სხვა ვამპირებთან ერთად. - სესილის აღელვებისგან მკერდი აუდიოდ-ჩაუდიოდა.
-ჩვენ უკვე მოვასწარით მათთთვის მაგიის სწავლება, თუმცა არ გვყავს ისეთი ძლიერი მებრძოლნი როგორიც მათ სჭირდებათ. ამიტომ კობრის გამოქვაბულის ხალხი ერთადერთია რომელიც ყველა არსებისთვის დამახასიათებელი ბრძოლის მეთოდებსა და ტაქტიკას ფლობს. - საუბარში ირისი ჩაერთო. ქალი საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა.
-და როდის შევძლებ წავიდე მათთან?
-ძლიერი დაცვა აქვთ, ვამპირი ვერ გაარღვევს. არც შეგიშვებენ. ამიტომ რიტუალის შედეგად უნდა გარდაიქმნე. უკვდავობა შეგინარჩუნდება, თუმცა სისხლის წყურვილი აღარ გექნება.
-მაშინ რაღას ვუცდით. - თვალები დააბრიალა სესილიმ და გამომცდეად მოათვალიერა მათ გარშემო მყოფნი.
-დღეს შუაღამისას სინათლის მინდორზე შევხვდებით. - თავი დაუკრა ირისმ. მიის ხელის გქნევით სესილი დარბაზის კარს მიღმა აღმოჩნდა.
შუაღამემდე რა ეკეთებინა თვითონაც არ იცოდა, ამიტომ ოთახში ავიდა და ცხელი აბაზანა გაიმზადა.


გოგონების ოთახთან ორი კაცი ატუზულიყო, დაუკაკუნებლად შეაღეს კარი. ლოლა და ლილი მაგიაში ვარჯიშობდნენ. კაცების შემოსვლისთანავე ზურგსუკან დამალეს მაგიური ცეცხლის ბურთები.
-ლოლა, ზილდა გელოდება მიიწსქვეშა ოთახში. - შინაურულად მიმართა გოგონას ერთ-ერთმა. გოგონამ დას კითხვით აღსავსე მზერით გახედა, შემდეგ კი ერთ-ერთ კაცს გაჰყვა.
-მეც რომ წამოვიდე არ შეიძლება? - ბიჭს თავისი მწვანე თვალები მიანათა და ხელით ყელზე კანი გამოიწელა. - გთხოოვ.
-ჩვენ ერთ-ერთ მწვერვალზე მდებარე სახლში მივდივართ. ირისმა ნება დამრთო იქაურობა დაგათვალიერებინო. - ამის გაგონებაზე ლილის თვალები აუციმციმდა და ბიჭს მთელი ძალით შემოხვია კისერზე ხელები, შემდეგ კისერთან ხმაურიანად აკოცა.
-ყვითელი მწვერვალი რაა. - ყურთან უჩურჩულა, თან ბიჭსთვის ხელები არ მოუშორებია.
-სადაც შენ იტყვი. - ნიკოლასი ფრთხილად შეეხო მის ბაგეებს. ლილი იღიმოდა, როგორც კი მის ბაგეებს მოშრდა ცხვირი ლოყაზე მსუბუქად გაუხახუნა და სწრაფად მოშორდა.
ლოყები ოდნავ შევარდისფრებული ჰქონდა, თუმცა არ შეიმჩნია. მაშინვე კარადა გამოაღო და იქიდან შარვალი და მაისური გამოიღო.
-მიტრიალდი უნდა ჩავიცვა. - გაიცინა და ბიჭს ხელით ანიშნა რომ გატრიალებულიყო.
ნიკოლასი მაშინვე მიტრიალდა. ლილიმ სწრაფად გამოიცვალა ტანსაცმელი. ერთიანად ბრწყინავდა, თვალებით ანათებდა, თითქოს კანიც ბზინავდა.
-იქ ცივა?
-არ შეგცივდება მაგ ტანსაცმელში. - ნიკოლასმა გოგონას კარადიდან ქურთუკი გამოიღო. - თუმცა ამას მაინც წამოვიღებ, იქნებ თოვლის ნახვა მოინდომო.
ნიკოლასი და ლილი სასახლიდან უკანა კარით გავიდნენ. ყვითელი მწვერვალი ყველაზე შორს იყო, თუმცა ნიკოლასი მაგიის გამოყენებით იმოკლებდა გზას. შებინდებამდე სახლსაც მაღწიეს.
სახლის გარშემო მოყვითალო, მოოქროსფრო სფეროს მსგავსი ნისლი იყო. სახლი კი ჩვეულებრივი სახლისგან არაფრით გამოირჩეოდა. მის წინ საქანელა და საშუალო ზომის აუზი იყო. ოდნავ უფრო თუ მოშრდებოდი სახლს იქიდან უზარმაზარი უფსკრული მოჩანდა.
-აქაურობა ისეთი... - ლილიმ ხელები გაშალა და ხმამაღლა წამოიძახა, თუმცა შესაფერისი სიტყვა ვერ მოიფიქრა.
-ბედნიერების მომტანია. - დაასრულა წინადადება ნიკოლასმა და გოგონას გახედა.



ვიცი დაგპირდით მალე დავდებ თქო, თუმცა პირადში პრობლემები მქონდა. არაფრის ხასიათზე ვიყავი ვაფშე, თუმცა დავბრუნდისავით. იმდეს ვიქონიებ ამის დასრულებამდე არავითარი დეპრესიული გაჭედვა აღარ მექნება ;დ
გილოცავთ ახალ წელს.
скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი kusi

male dadeb ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent