შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების წესი (თავი 1)


6-01-2018, 15:48
ავტორი ლიდია
ნანახია 354

ჩემი ცხოვრების წესი (თავი 1)

-უნდა დავშორდეთ მარი!
მკაცრად განუცხადა ილიამ გოგონას და ლურჯი თვალები შეანათა.
-ორი წელია ერთად ვართ და შენ ჯერ კიდევ ვერ დაიმახსოვრე, რომ არ მიყვარს როდესაც მარის მეძახიან!
არც გოგონამ დააკლო ხმას სიმკაცრე.
-ჩემი ნათქვამიდან სხვა ვერაფერი გაიგე?
-ვშორდებითო. გავიგე! არაუშავს, მაინც არ მყვარებიხარ და ვიცი რომ არც შენ. ეს ურთიერთობა სიყვარულის გარდა ყველაფერი იყო. ვერც კი ვხვდები ორი წელი როგორ გავძელით!
-უნდა გამიგო. სამი თვე უცხოეთში ვიყავი და ახლა, როცა ჩამოვდი მივხვდი რომ ჩემი გული სხვას ეკუთვნის. მაპატიებ?
-ილია, აქ საპატიებელი არაფერია. ვსო დავშორდით. მორჩა აღარ ვართ შეყვარებულები. ადრე თუ გვიან ეს ურთიერთობა მაინც გაფუჭდებოდა. წარმატებებს გისურვებ!
-მეც!
გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი გადაკოცნეს და თავიანთ გზებს დაადგნენ.


***


მარიამი სახლში როგორც კი შევიდა,ადგილზევე ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო.
უყვარდა...
როგორ შეიძლება ვინმეს ილია არ ჰყვარებოდა. უზადოდ ლამაზი სხეული, ლურჯი თვალები, ფაფუკი თმა...
ილიასთან “დაიფასა თავი” და მოატყუა, რომ არასდროს ჰყვარებია იგი, თუმცა თავად ხომ იცის რომ ეს ასე არაა.
ბიჭს ნამდვილად არ ჰყვარებია გოგო, მის გრძნობებზე თამაში მოსწონდა და მარიამიც სულელდებოდა.
ახლა როდესაც ილიამ გულის სწორი იპოვა, მარიამი საბოლოოდ მარტო დარჩა.
ილიას გარდა არავინ ჰყავდა.
არც მეგობარი, არც მშობლები.
ახლა კი ისიც დაკარგა.
დაღამებამდე ერთ ადგილას იჯდა და ტიროდა.
ბოლოს თავი ხელში აიყვანა, მოწესრიგდა და დაიძინა.
შუაღამისას ზარმა გააღვიძა, ნომრისთვის არც დაუხედავს ისე უპასუხა ძილისგან დაკარგული ხმით:
-ალო.
-მარიამ?!
მარიამი დაიბნა, ხმა ეცნობოდა, მაგრამ ვერ გაიხსენა ვინ იყო.
-დიახ, რომელი ხართ?
ბიჭმა ჩაიცინა,შემდეგ ჩაახველა და უფრო ბოხი ხმით უპასუხა:
-გაბრიელი ვარ, გაბრიელ ფაროიანი.
მარიამმა ტელეფონი ყურიდან მოიშორა და გაოგნებული დააცქერდა.
შემდეგ ისევ მიიდო ყურმილი და ძლივს მოახერხა რაიმეს თქმა:
-გაბრიელ?! ეს შენ ხარ?!
-ხო. დიდი დრო გავიდა, არა?
-ათი წელი...
გაბრიელი და მარიამი კლასელები იყვნენ. კარგად ახსოვს მარიამს, რომ ბიჭი ყოველთვის მოქმედებდა მასზე, მას ის მოსწონდა.
მაგრამ გაბრიელი ყოველთვის “კაი ბიჭი” იყო. მარიამს ყურადღებას არასდროს აქცევდა. ან აქცევდა და დასცინოდა, ეუხეშებოდა...
შემდეგ სკოლა დამთავრდა და ერთმანეთი ათი წელია აღარ უნახავთ.
ახლა კი გოგონა ძალიან დაიბნა, რა უნდოდა გაბრიელს მისგან?!
-ჰო.. კლასელები ვიკრიბებით ათი წლის შემდეგ და მე დამევალა შენთვის დარეკვა.
-ნომერი საიდან გაიგე?
-ნინიმ მითხრა.
ნინი..
რათქმაუნდა სხვა ვინ თუ არა მარიამის საუკეთესო დაქალი სკოლიდან მოყოლებული!
ნინიმ სკოლის პერიოდში სულ იცოდა მარიამის გრძნობებზე გაბრიელის მიმართ.
ისიც იცოდა რომ გოგონას ბიჭი გულს სტკენდა და ახლა ნომერი მისცა?
აჰჰ ამისთვის პასუხს აგებს!
მარიამი უხერხულად შეიშმუშნა, თვალები მოისრისა, ილიას გახსენებაზე ისევ მოუნდა ტირილი.
თვალზე მომდგარი ცრემლი გადაყლაპა..
-გასაგებია. სად მოვიდე და როდის?
-ერთ კვირაში, შაბათს საღამოს ექვსს საათზე. ხუთისკენ გამოგივლი და მანქანით წავიდეთ.
მარიამს ლამის ხველება აუტყდა.
-არა, არ არის საჭირო. ჩემით მივალ. მისამართი მომწერე.
მაგრამ ბიჭს უკვე გათიშული ჰქონდა.
მარიამმა ვეღარ დაიძინა, სულ ილიაზე და გაბრიელზე ფიქრობდა.
გულს უკლავდა ილიას სიტყვები, რომ მას სხვა უყვარდა.
აცოფებდა და ძალიან აბნევდა გაბრიელის უეცარი გამოჩენა.
აღარ იცოდა რაზე ეფიქრა.
ან ამ შუაღამისას რომ არ დაერეკა, დილას ვერ დაურეკავდა?
ერთი კვირა მარიამისთვის სრული ჯოჯოხეთი იყო, გარეთ გასულმა დაინახა ილია და ვიღაც გოგონა ხელიჩაკიდებულები რომ სეირნობდნენ და შემდეგ სახლში დაბრუნებულს მეორე პანიკის შეტევა დაეწყო.
კლასელების ათი წლის შემდეგ შეხვედრისთვის მეტად სექსუალური კაბა აარჩია, უნდოდა დაევიწყებიანა ილია საბოლოოდ, აპირებდა ძალიან დამთვრალიყო და სულ არ აინტერესებდა ვინ რას იტყოდა მასზე.
შვინდისფერი გრძელი, ღრმა დეკოლტიანი კაბა ჩაიცვა, მარჯვენა ფეხზე პრარეზით. ქუსლებიც შვინდისფერი ჩაიცვა და მაკიაჟიც ამ ფერში გადაწყვიტა.
გრძელი თაფლისფერი თმა კი დაიხვია და ზურგზე ჩამოიყარა.
სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი კმაყოფილმა შეავლო და გაბრიელის ზარს დაელოდა. ტელეფონზე ზარის ნაცვლად კარზე გაისმა. მარიამმა გააღო და ზღურბლზე გაბრიელი დაინახა.
ეგრევე იცნო.. ძალიან იყო შეცვლილი, მაგრამ იცნო. უფრო გამხდარი და ფერმკრთალი მოეჩვენა, თან სათვალე ეკეთა. გამაღლებულა და დავაჟკაცებულა.
“უფრო გასიმპატიურებულა” გაიფიქრა მარიამმა.
ისევ ისეთი ღია, ბიბინა ბალახისფერი თვალები ჰქონდა.
გაბრიელმაც შეათვალიერა გოგონა და ერთი დიდი ნერწყვი გადაყლაპა. შემდეგ გაიღიმა, მარიამმაც გაუღიმა.
-როგორ გაზრდილხარ. - თქვა გაბრიელმა, ამასობაში მარიამი სახლისან გამოვიდა, კარები ჩაკეტა და ბიჭთან ერთად სადარბაზოდან გავიდა.
-ხო, გავიზარდე. 27 წლის ვარ...
-გალამაზებულხარ.
-ადრე არ ვიყავი ლამაზი? - გაეცინა მარიამს.
გაბრიელს არ უპასუხია, გოგონას ძვირადღირებული მანქანის კარები გაუღო და თვითონაც მიუჯდა საჭეს.
-ჩემი სახლიც ნინიმ გითხრა?
-არა, მე ჩემი ხერხები მაქვს. - თვალი ჩაუკრა გოგონას.
-სათვალე დიდი ხანია გიკეთია?
-შვიდი წელი.
-მიზეზი?
-არაფერი სერიოზული.
მარიამს მოეჩვენა, რომ ბიჭს არ სურდა ამაზე საუბარი და აღარაფერი უკითხავს.
ტელეფონზე ვიღაც ურეკავდა, ილიას სახელი რომ ამოიკითხა ძალიან გაუკვირდა, მაგრამ უპასუხა. ხმა გააკონტროლა, რომ ილიას არ გაეგო მისი განერვიულება.
-ალო.
-როგორ ხარ მარი?
-მარიამი ვარ და კარგად ვარ.
-ხო.. ისევ დამავიწყდა..
-რატო რეკავ?
-უბრალოდ მომენატრე..
მარიამმა ირონიულად ჩაიცინა და მკაცრი ხმით განაგრძო:
-ჩვენ დავშორდით, ასე რომ შემეშვი.აღარ მოგცემ ჩემით თამაშის და გართობის უფლებას, ხომ იპოვე გულის სწორი, ხოდა ის გყავდეს. აღარ დამირეკო.
სწრაფად გაუთიშა და ნომერიც დაბლოკა. სულ დაავიწყდა გაბრიელი რომ ეჯდა გვერდით, მაგრამ ბიჭს არაფერი უკითხავს და ამის გამო მისი მადლიერი იყო.
რესტორანთან გააჩერეს მანქანა და ხელკავით შევიდნენ.
მარიამმა ნინი იპოვა და მასთან იჭორავა. შემდეგ სხვა კლასელებთანაც გააბა საუბარი. ყველა ძალიან მონატრებოდა. გაბრიელი გვერდიდან არ სცილდებოდა.
სუფრას მიუსხდნენ და კიდევ მოვიდა ერთი გოგო. მარიამმა მას რომ შეხედე გაქცევა მოუნდა.
ბავშვობის მოსისხლე მტერი, გაბრიელის ყოფილი შეყვარებულ და ყველაზე საზიზღარი გოგო, თეონა.
ზიზღი ალბათ სახეზეც დაეტყო, რადგან ნინიმ ჩასჩურჩულა დამშვიდებულიყო.
მარიამმა ბევრი დალია, საცეკვაო მოედანზე გავიდა და გაბრიელი დალანდა, რომელიც თეონას ეცეკვებოდა, ერთი ხმადაბლა შეიკურთხა და ნიკასთან დაიწყო ცეკვა, თან გაბრიელს თვალს არ აცილებდა. ისიც უყურებსა გოგონას. პარტნიორები გაცვალეს და ახლა გაბრიელს ჰქონდა ხელები მარიამის წელზე შემოხვეული და ნელ მუსიკაზე ცეკვავდნენ.
-თავს როგორ გრძნობ? -ჰკითხა ბიჭმა.
-გადასარევად.
-ამდენი არ უნდა დაგელია!
-რა შენი საქმეა, შენც ხომ დალიე.
-მე არ ვსვამ!
-რატომ?
-მაქვს ჩემი მიზეზები
-მეც მაქვს ჩემი მიზეზები დალევისთვის.
-იმ ბიჭს ეხება?
-შენ რა იცი?
-მანქანაში ესაუბრე...
-აა.. ხო. მაგას ეხება.
მარიამი დამავიდდა და თავი განრიელის მკერდს მიადო.
-ხანდახან უბრალოდ მინდა რომ არ ვარსებობდე...
თქვა გოგონამ და გაიტრუნა. აღარს ბიჭს უთქვამს რამე.
სახლში წასვლის დრო იყო, მარიამმა სახეში წყალი შეისხა და ცოტა გამოფხიზლდა, შეამჩნია როგორ კოცნაობდნენ ნიკა და თეონა. ეს რომ ნინის უთხრა ორივე დაიხოცნენ სიცილით.
გაბრიელი ვერ იპოვა, არადა მას უნდა მიეყვანა სახლამდე. გარეთ გავიდა, სუფთა ჰაერი ესიამოვნა. გაბრიელის მანქანას მიაგნო და ფანჯრიდან შეიხედა...
გაბრიელი საჭესთან იჯდა და ვენაში ნემსს იკეთებდა, გოგონამ გაოცებისგან პირი დააღო.
ბიჭმა ამოხედა მას და შეიკურთხა.
-ფუ ამის... მარიამ ვიცი რასაც ჰგავს მაგრამ აგიხსნი..
მაგრამ მარიამი არ უსმენდა, უკანმოუხედავად გაიქცა, ტაქსი გამოიძახა და სახლში წავიდა....


_______________________________________________


ახალი დავიწყე, დიდი ხანია არ დამიწერია...
მინიატურებს ვწერდი უფრო ხშირად რასგან გამომდიოდა, მაგრამ ახლა ვეღარ ვწერ ://
ხოდა გადავწყვიტე გრძელი და თავგადასავლებით სავსე მოთხრობა შემოგთავაზოთ
დააფიქსირეთ თქვენი აზრიскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი თათა

ძალიან მომეწონა.ველოდები მოვლენების განვითარებას .ძალიან კარგად წერ, იმედია მომდევნო თავს მალე დადებ <3

 



№2  offline წევრი ლიდია

სტუმარი თათა
ძალიან მომეწონა.ველოდები მოვლენების განვითარებას .ძალიან კარგად წერ, იმედია მომდევნო თავს მალე დადებ <3

vaime dzalian didi madloba, maxarebs aseti komentarebi da motivirebuks mxdis ❤️❤️ xval davdeb

 



№3  offline წევრი mia15

საინტერესო ჩანს ძალიან.მომეწონა.გააგრძელე.ველი შემდეგ თავს

 



№4  offline წევრი ლიდია

mia15
საინტერესო ჩანს ძალიან.მომეწონა.გააგრძელე.ველი შემდეგ თავს

მადლობა, აუცილებლად გავაგრძელებ ❤️❤️

 



№5 სტუმარი მარი. ელ❤

საინტერესოაა კარგი გამოვა დარწმუნებული ვარ ყოჩაღ❤

 



№6  offline წევრი ლიდია

მარი. ელ❤
საინტერესოაა კარგი გამოვა დარწმუნებული ვარ ყოჩაღ❤

იეეს❤️ მადლობაა

 



№7 სტუმარი kusi

dzalian sainteresod wer:)) yochagg :) male Dade ra shemdegs velodebi :*

 



№8  offline წევრი ლიდია

kusi
dzalian sainteresod wer:)) yochagg :) male Dade ra shemdegs velodebi :*

madlobaa, axla vdeb ❤️❤️

 



№9  offline წევრი Mia_smith

ეეეე დიდი ხანია აღა შემოვსულვა ამ საიტზე და სათაურმა მომიზიდა heart_eyes ყოჩაღ!!!დასაწყისი უკვე კარგიაა innocent თავები გაზარდე ცოტ და პერფექტო იქნება scream

 



№10  offline წევრი ლიდია

Mia_smith
ეეეე დიდი ხანია აღა შემოვსულვა ამ საიტზე და სათაურმა მომიზიდა heart_eyes ყოჩაღ!!!დასაწყისი უკვე კარგიაა innocent თავები გაზარდე ცოტ და პერფექტო იქნება scream

დიდი მადლობაა ❤️❤️ ვეცდები გავზარდი

 



№11  offline წევრი ტკბილიწიწაკა

მომეწონა ძალიაან <3 საინტერესოდ წერ და ველოდები მოვლენების განვითარებას ♥♥♥ წარმატებები ♥♥

 



№12  offline წევრი ლიდია

ტკბილიწიწაკა
მომეწონა ძალიაან <3 საინტერესოდ წერ და ველოდები მოვლენების განვითარებას ♥♥♥ წარმატებები ♥♥

თითოეული ასეთი კომენტარი პოზიტივით მავსებს ❤️❤️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent