შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ბედისწერის ბრალია 5


6-01-2018, 21:09
ავტორი marimayishvili
ნანახია 657

შენი ბედისწერის ბრალია 5

ბარბარემ ოთახს თვალი მოავლო, იატაკზე დაყრილ ტანსაცმელზე ოდნავ გაეღიმა. სახლში აშკარად სასიამოვნოდ თბილოდა, გარეთ კი ისევ გადაუღებლად ბარდნიდა. საწოლიდან ზეწარმოხვეული წამოდგა თუ არა ნიკოლაოსმა კარი გააღო და კარებში ჩადგა.
- როგორ ხარ?
- ჩვეულებრივ. - ზედ არ შეუხედავს მამაკაცისთვის ისე მივიდა ფანჯარასთან. - რა ლამაზია!
- მაგ სილამაზემ ძალიან ჩაგვკეტა.
- ანუ? - ისე ლაპარაკობდნენ თითქოს წინა ღამეს არაფერი მომხდარა.
- ანუ ,,ჯიპით'' უნდა წამოვსულიყავი...
- არაუშავს, ფეხით გავივლი ცოტას და მერე ტაქსით წავალ.
- სად წახვალ? - დაიბნა ნიკოლაოსი, სულაც არ უნდოდა ბარბარეს სადმე გაშვება.
- თბილისში. - არც გოგონას უნდოდა წასვლა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერს იმჩნევდა.
- ამ ამინდში ვერსად წახვალ, დავურეკავ ბიჭებს და ისინი მოგვაკითხავენ. ყავა გინდა?
- ძალიან...
- სამზარეულოშია და მეც მომიდუღე. - ეს თქვა და ბარბარეს რეაქციაზე რომ არ გაცინებოდა სასწრაფოდ შებრუნდა.
- უზრდელი. - ტანსაცმელები მოხიკა და იქვე დააწყო, მერე გარდერობი გამოაღო. დიდხანს არჩია ნიკოლაოსის ტანსაცმელები, ყველა შავი იყო და ნერვები მოეშალა. ბოლოს თეთრ, ნაქსოვ მაისურს წააწყდა, თავის კოლგოტს ხელი წამოავლო და აბაზანაში შეიკეტა. მამაკაცმა რამდენჯერმე შეაკითხა, ან ახლა მორჩება, ან ახლაო. მერე საწოლთან მივიდა და გადასაფარებელი გადააძრო, შეწითლებული ზედაპირის ნახვამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა წუხელ არ მომჩვენებიაო და მძიმედ ჩამოჯდა. როგორ სცხვენოდა, საშინლად განიცდიდა თავის საქციელს, მაგრამ არ ნანობდა, ბარბარეს მიმართ იმხელა ნდობა გაუჩნდა სულიერად ძალიან დაისვენა. შემაწუხებელი მღრღნელი ეჭვებიც ერთმანეთის მიყოლებით გაუჩინარდა. ახლა ბარბარეს მეტი პრიორიტეტი ჰქონდა მასთან მიმართებაში, მან კი ქურდობა დააბრალა, ყველას წინაშე დაამცირა, ბავშვის საშუალებით დაემუქრა... რა მოლოდინი უნდა ჰქონოდა მისგან? პირველი ღამე, პირველი სიამოვნება ძალით წაართვა... თუმცა ნიკოლაოსი ძალიან ეგოისტი იყო და მაინც ბარბარეზე გაბრაზდა, ხომ შეეძლო სიმართლე წუხელ მაინც ეთქვა? მაგრამ არა, არ ენდო, უფრო მეტიც, რეალობა ისე დაანახა, რომ თავისი უმწიკვლობაც არად ჩააგდო, ყველაფერში დამნაშავედ ნიკოლაოსი გამოიყვანა, ყოველთვის ასეთი იყო, გაეცინა მამაკაცს და ნელი ნაბიჯებით კიბეს დაუყვა. თვითონ არასდროს არაფერს აღიარებდა, ყველაფერს სხვებს აბრალებდა და ისე იქცეოდა თითქოს ანგელოზი ყოფილიყო.
ნიკოლაოსს უკვე მოთმინება დაეკარგა, წამით ისიც იფიქრა, რამე ხომ არ დაუშავა თავის თავს ჩემს გასამწარებლადო, ბარბარესგან ესეც არ იქნებოდა მოულოდნელი და გაგიჟებული აბაზანის კარს ეცა.
- ჩამოიღო იქნებ! - მოისმა იქიდან. - რა გინდა?
- ყავა!
- მიდი და მოამზადე, ხელები არ გაქვს თუ არ გეკადრება?
- რას აკეთებ ამდენ ხანს?!
- ნუ გეშინია, - კარი გააღო ბარბარემ და თმის მშრალებით გამოვიდა, ნიკოლაოსის მაისური მუხლებამდე ჩამოსთრევდა. - თავს არ მოვიკლავ შენს გამო, ძაან მეზარება.
- აბა ვის გამო მოიკლავ?
- არავის გამო!
- არც ემის?
- ოჰ, დიდი ხანია ფაშისტს აღარ ეძახი? - გაზქურაზე მდგარ ჩაიდანს დასწვდა და ყურისწამღებლად დაიკივლა.
- ფეთხილად გოგო, ცხელია!
- სახელურზე მოვკიდე... - ცივი წყალი მოუშვა და ხელი შეუშვირა.
- ინვალიდი ხარ რა, დაჯექი მე გავაკეთებ ყავას, შენ მაინც მომწამლავ.
- აუ, რაა! ძაან მეწვის...
- გაგივლის. ემიზე მომიყევი...
- მოსაყოლი არაფერია.
- ვისი შვილია?
- ჩემი და მორჩა ამაზე ლაპარაკი, ვსიო! ჩემი ცხოვრება შენ აღარ გეხება, თვითონ არ თქვი, ერთხელ დაწვები ჩემთან და მერე რაც გინდა ის ქენიო?
- მასეცაა, მარა სიმართლე მაინც უნდა მითხრა.
ბარბარემ ყავა გამოართვა და ჯანმრთელი ხელით სიგარეტს მოუკიდა. ფანჯარაში გაიხედა, გაეღიმა.
- გერმანიაში რომ ჩავედი, ერთ ძალიან კარგ ოჯახში დავიწყე მუშაობა, ცოლ-ქმარი იყვნენ, პატარა ბავშვით, მე ქალის დახმარება და ბავშვზე ზრუნვა მევალებოდა. შარლოტა მუდამ ექიმების დაკვირვების ქვეშ იყო, ხან საავადმყოფოში, ხან სახლში, გააჩნია დაავადება როგორ ვითარდებოდა. ლეიკემია ნელ-ნელა უღებდა ბოლოს, ემიზე საერთოდ ვეღარ ზრუნავდა, კრისი კი მუდამ მუშაობდა. ბავშვი მართლაც რომ შვილივით გავზარდე, სასწავლებლიდან რომ მოვდიოდი მთელ დროს მას ვუთმობდი, რომ იძინებდა ვსწავლობდი. მერე... მერე კრისი დაჭრეს, მის სიახლოვეს მყოფი ხალხი არასდროს მომწონდა, მაგრამ მსგავს საქმეებში თუ იყო გარეული ვერ წარმოვიდგენდი, შარლოტასთვის ეს პიკი იყო, სამუდამოდ გაჩუმდა, ემისაც აღარ იკარებდა, მამაკაცი კომაში ჩავარდა... მოკლედ, ერთ დღესაც მან საავადმყოფოში მისვლა მთხოვა.
- როგორ ხართ? - სკამზე ჩამოვჯექი და ემი მუხლებზე დავისვი.
- ცუდად ბაბი, ძალიან ცუდად... ჩემი დღეები დათვლილია, ვეღარ ვუძლებ ასეთ მდგომარეობას, ვეღარ... - დიდ ლურჯ თვალებზე ცრემლი მოადგა თუ არა ფანჯარაში გაიხედა, - როგორ თოვს... რა ლამაზია... მე კი აქ ვწევარ გამოკეტილი და...
- ნუ ნერვიულობ, ექიმებმა თქვეს შეიძლება დაამარცხოს ლეიკემიაო, წინასწარ რატომ გლოვობ? თანაც ემის შეხედე უკვე რამხელაა, სადაცაა ისწავლის ლაპარაკს...
- სწორად რომ ემიზე უნდა დაგელაპარაკო... დედა ავადმყოფი... მამა კრიმინალი... არ მემეტება ასეთი მომავლისთვის ბაბი...
- სანამ გაიზრდება...
- არა ბარბარე არა, ნუ მამშვიდებ... სათხოვარი მაქვს შენთან და... არც კი ვიცი როგორ გითხრა... უბრალოდ შენ ერთადერთი ხარ ვინც ემის ასე ახლოს ჰყავს, მამა დაკარგა, დედას კარგავს და შენ... არ მინდა შენც დაგკარგოს...
ვდუმდი... გულის სიღრმეში ვიცოდი რაც უნდა ეთქვა, სიკვდილის პირას მისული დედის სათხოვარი...
- არ გაწირო ჩემი შვილი ბარბარე, გევედრები... არ დამიტოვო უპატრონოდ ჩემი ემი... - ქალმა ვეღარ გაუძლო, გოგონასკენ ხელები გამოიშვირა და გულზე მიიკრო. არასდროს დამავიწყდება მისი ტირილი. არა ეს უფრო გლოვა იყო, საკუთარი სიკვდილის, უმწეობის, დროში გაჩერებული ქმრის და საყვარელი ქალიშვილის ბედისწერის. თავი მის ადგილას წარმოვიდგინე და მეც ამეტირა...
- წავიყვან... - ვთქვი ბოლოს. ჩემთან წავიყვან საქართველოში, ისე გავზრდი, როგორც დედა... იმედია არ იწყენ, ემი თუ დედას დამიძახებს...
- ბარბარე, ბაბი... შენი ცხოვრება... შენი სწავლა...
- ჩემ ცხოვრებას უსაშველო არაფერი სჭირს... ყველაფერს მოევლება...
- მაშინ წადი, ხვალვე წადი... ნუღარ გაჩერდები ამ დამპალ ქვეყანაში... და წაიყვანე ჩემი შვილი... ღმერთო, როგორ მიჭირს... - უფრო მაგრად მიიკრო ემი და მაღალ ხმაზე აქვითინდა. - როგორ გავძლო უშენოდ დედი... შენი პატარა, ლამაზი თითების გარეშე, როგორ დავიძინო დედი...
- შარლოტა, თუ გინდა დაველოდები სანამ...
- სანამ მოვკვდები? - გაიღიმა ქალმა, როცა მიხვდა სიტყვები ვერ ვიპოვე. - არა, არა... წადით. საქართველოში წადით შენ და შენი შვილი... - უკანასკნელად ჩაიკრა გულში პატარა გოგონა, მთელი სახე დაუკოცნა, შემდეგ თითები და სწრაფად მომაწოდა. - გარეთ ადვოკატია, ყველაფერს ის მოაგვარებს... წადით!

- მას მერე შარლოტასგან არაფერი მსმენია, მე ოფიციალურად ემის მეურვე ვარ, მისთვის კი დედა, რატომღაც არასდროს არაფერი უკითხავს მამაზე და მეც, რა თქმა უნდა, თავს ვარიდებ ამ თემას... თუმცა... მეშინია, რომ ოდესღაც მკითხავს, მე სიტყვებს ვერ ვიპოვი, გავჩუმდები და ეს უფრო გულს ატკენს მას... არ ვიცი ნიკოლაოს, არ ვიცი... ემიმ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა... ის პატარა ანგელოზია, უცოდველი, საყვარელი არსება, ვერ გავიმეტებდი იქ დასარჩენად... ცხოვრებაში მხოლოდ ერთ რამეს ვერ ვპატიობ საკუთარ თავს... და მაგის გამო ხშირად ვიტანჯები... მეორე შეცდომა უკვე ნამეტანია...
- პირველი რა იყო? - იცოდა ნიკოლაოსმა პასუხი და იმ დროს ძალიან მოუნდა ბარბარეს ჩახუტებოდა.
- შენი გაცნობა! - გაიცინა გოგონამ.
- და კიდევ?
- შენი საქმე არაა! დაურეკე ვინმეს? წასვლა მინდა...
- მართლა გინდა?
- კი მინდა, მე ჩემი სვლა გავაკეთე ნიკოლაოს, ახლა შენი ჯერია!
- გინდა რომ წახვიდე და აღარასდროს მნახო?
- რა თქმა უნდა!
- ტყუი ბაბი... უშნოდ ტყუი... მაგრამ იყოს ასე, წადი... გაგიშვებ... მაგრად არ მინდა იცოდე, მაგრამ მაინც გაგიშვებ...
ბარბარეს თითქოს რაღაც ჩასწყდა გულშიო, არ უნდოდა წასვლა, არ უნდოდა, რომ ნიკოლაოსს გაეშვა, ნეტავ ისევ დაეძალებინა მასთან დარჩენა, გაეგრძელებინა მუქარა, რომელსაც არასდროს შეასრულებდა, უნდოდა ბაბის ნიკოლაოსთან... ის ისევ უშვებდა, ბარბარე კი ისევ უნდა წასულიყო... რა იქნებოდა მერე? ისევ დაატრიალებდა მათი ბედი ,,რულეტკას?" იქნებ ვეღარც შეხვედროდნენ ერთმანეთს... არც ნიკოლაოსს მიეკითხა სახლთან... მაგრამ გოგონამ სიამაყეს ვერ გადააბიჯა, ფეხზე ჩაიცვა და მანქანის დასახვედრად ეზოში გავიდა.
თბილისში ყველაფერი ძველებურად დახვდა, ემიმ არ მოინდომა სახლში წასვლა და ბებიასთან დარჩა, ახალი წელი ახლოვდებოდა, ბარბარეს კი საერთოდ არ ჰქონდა განწყობა, მისი ფიქრები ფარნავასავით დასტრიალებდა ნიკოლაოსს, ყველგან მას ეძებდა, მარკეტში, ქუჩაში, უკვე სახლშიც... გული შეეკუმშა, როცა კორპუსთან მისი მანქანა დაინახა. მერე იფიქრა გავრეკე და მეჩვენებაო, მაგრამ ნიკოლაოსი დინჯად, სიგარეტის წევით გადმოვიდა მანქანიდან და კარს მიეყუდა.
- როგორ ხარ?
- კარგად, ვემზადები. - პარკებზე ანიშნა გოგონამ და მანაც სასწრაფოდ გამოართვა ყველაფერი.
- სად ხვდები?
- სახლში.
- რატო სახლში?
- არ ვიცი... - ისე იყო ნიკოლაოსის დანახვით გახარებული და დაბნეული, პასუხებს უაზროდ სცემდა.
- რა არ იცი ტო... ათასი ადგილია, ყოველ დღე სახლში არ ხარ?
- რატომ მოხვედი?
- არ გაგიხარდა? - ცალი თვალი ოდნავ მოჭუტა ნიკოლაოსმა.
- იმიტომ მოხვედი რომ გამხარებოდა?
- იმიტომ მოვედი, რომ მეთქვა, რესტორანს ჭირდები, სრული დომხალია...
- მერე დაუძახე ვიქტორიას...
- მისი საქმე კლუბია, შენი რესტორანი.
- ანუ გჭირდები...
- გვჭირდები.
- არ ვიცი... - უკვე სახლში შესულმა გასაღები მაგიდაზე მიაგდო და ჩამოჯდა.
- პასუხი მჭირდება, ახლავე!
- მბრძანებლობას მოეშვი, თუ გინდა რომ დავფიქრდე მაინც! - ნიკოლაოსს გაეღიმა, იცოდა გოგონას ზუსტად ამის გამო რომ უყვარდა და იზიდავდა, მაგრამ არაფრით აღიარებდა. ზოგადად ბარბარე ძლიერი იყო, ამიტომ ვერასდოს იტანდა ჩვეულებრივ კაცებს, პირიქით ნიკოლაოსის გავლენა, სიფიცხე, ძალაუფლების მოყვარულობა ძალიან მოსწონდა. სიყვარულით დამდნარი მამაკაცები საშინლად აღიზიანებდა. იცოდა ნიკოლაოსმა ბარბარეს ხასიათი და შესაბამისად იქცეოდა.
- ხო თუ არა?
- გითხარი მოვიფიქრებ-თქო.
- ნუ ღელავ, ყველამ იცის რომ უსამართლოდ განთავისუფლდი.
- ხო? ისიც იციან რატომ?
- არა.
- დავიჯერო არავისთვის მოგიყოლია, როგორ დაგნებდი?
- ბარბარე გეყოს, გელოდები ხვალ! - წყნარად გატრიალდა და კარი ხმაურით მიკეტა.
- გელოდები ხვალ! - გამოაჯავრა ბოხი ხმით. -კარგად დამელოდე... იმიტომ რომ არ მოვალ...
მარკეტიდან ამოტანილი სურსათი შეინახა, სახლი მოაწესრიგა და ტელევიზორის წინ ყავით ხელში მოკალათდა.
ნიკოლაოსი დილაადრიან ეწვია რესტორანს, ბარბარეს კბინეტი მოაწესრიგებინა და მის მორთვაში თავად მიიღო მონაწილეობა, შემდეგ საღამოსთვის მაგიდის მენიუ აარჩია, მუსიკოსები წინასწარ გააფრთხილა, ბაბის რომ მიიწვევდა მაგიდასთან რა მელოდია უნდა დაეკრათ. ხოლო როცა ფეხზე წამოდგებოდა და ბეჭედს ამოიღებდა, ახალგაზრდა ნიტას უნდა ემღერა ,,სახლი, ლურჯი ფანჯრებით" ყველაფერი წინასწარ გათვალა, მხოლოდ ბარბარეს ცვალებადი ხასიათი ვერ გაითვალისწინა. რვა საათისთვის, როცა რესტორანში დაბრუნდა, მთელ სტაფს კრიჭა ჰქონდა შეკრული.
- მთელი დღეა ვურეკავ... - ამოიკნავლა საცოდავად ბოლოს ელენემ. - მისმა მშობლებმაც არაფერი იციან, ბავშვი მათთან ყავს დატოვებული, ბარბარეს დაქალებს კი მე კარგად არ ვიცნობ...
- გასაგებია... თავისუფალი ხარ...
ელენე ნელი ნავიჯებით გავიდა კაბინეტიდან.
- ესეიგი ასე არა? - კედელზე გაკრულ ,,welcome-ს'' მიუახლოვდა და ერთი ხელის მოქნევით ჩამოწყვიტა. - მე შენ გაჩვენებ ბარბარე კალანდაძე! - ტრლეფონი მოიმარჯვა და კარის ჯახუნით გარეთ გავარდა.
რას აკეთებდა მთელი დღე ბარბარე? ჯერ სახლში დალია დაქალებთან ერთად, ამას ნიკოლაოსი სახლში გაშლილი სუფრით და ,,ტეკილის" დაცლილი ბოთლების რაოდენობით მიხვდა, მერე კარგად გამოიპრანჭა და ბარში გააგრძელა გართობა, მუსიკას არხეინად ყვებოდა ,,მოხიტოს" წრუპავდა, მერე ემი გაახსენდა, მოენატრა და ტელეფონმომარჯვებული გასასვლელისკენ წავიდა. ღიმილი სახეზე მიეყინა კარში ჩამდგარი ნიკოლაოსის დანახვაზე, მამაკაცი ცალი გვერდით მიყუდებულიყო კარზე და სიგარეტს უკიდებდა. ბარბარემ ძალიან ეცადა არ შეემჩნია და როგორც კი ჩავლა დააპირა ნიკოლაოსმა მკლავში გამოსდო ხელი და რესკი მოტრიალებით სხეულზე აიკრო.
- გელოდებოდი, იცი?
- ვიცი. - ნამთვრალევმა ცალყბად გაიცინა და მამაკაცს ახედა. - დიდი ხანი გალოდინე? მოსვლას ვაპირებდი...
- ხო არა?
- არა. - ახლა უკვე გემრიელად გაიცინა. - რამე გამოვტოვე?
- ძალიან ბევრი!
- კარგი რა ნიკოლაოს, - ხელი უდარდელად აუქნია და მისი მკლავებიდან თავი დაიხსნა. - ყელში ამოვიდა რესტორანი თავისი ყოყლოჩინა სტუმრებით, სახეზე მუდამ უნიჭო ღიმილი მაქვს აკრული რომ მათ ვასიამოვნო, უკვე ნაოჭები გამიჩნდა ლოყებზე, ხედავ?
- და ამის გამო არ მოხვედი? - ჰაერზე გასულ ბარბარეს გაყვა, მან ხელები მაღლა ასწია, სიცივე ესიამოვნა და შუბლი მიუშვირა, მერე გემრიელად გაიჭიმა და მამაკაცს მოუბრუნდა.
- მე ჩემი ცხოვრება მაქვს ნიკოლაოს, შენ შენი. დროდადრო ჩვენი ბედისწერა გვაკავშირებს ერთმანეთს, მაგრამ არ ვიცი ეს სადამდე გაგრძელდება... მე... მე მთვრალი ვარ, - სიგარეტი ამოიღო და ასანთი ქარისგან ხელის მოფარებით დაიცვა. - ამიტომ რასაც ახლა გეტყვი, აღარასდროს გავიმეორებ... მზად ხარ? - გაეცინა ნიკოლაოსის დაბნეულ გამომეტყველებაზე.
- კი.
- ნამდვილად? - ისევ იცინოდა და მამაკაცს უახლოვდებოდა.
- თქვი თუ ამბობ!
- მე... - მხრებზე ხელი ნაზად დაადო და თითისწვერებზე აწევით ტუჩები ყურთან მიუტანა. - მე ის არ ვარ, ვინც შენ გგონია... მე... როგორ გითხრა... მე მამაკაცები არ მიზიდავს... - ნიკოლაოსმა უკან დაიხია და ბარბარე ამრეზით აათვალიერა.
- რეებს როშავ?
- რა მოხდა, აბა რა გგონია, ოცდაშვიდი წელი ვიჯექი და ველოდებოდი ბედის რაში ჩემთან როდის მოგაფრენდა?
- ბარბარე... შენ... ანუ შენ... აქამდე რატომ არ მითხარი?
- არ ვიცი... მერიდებოდა...
- რა გერიდებოდა გოგო? აუ შენი... მითხარი რომ ხუმრობ!
- ვხუმრობ!
- მართლა?
- ვინ იცის! - გადაიხარხარა ბოლოს და სიგარეტი ურნაში მოისროლა. - პროსტა უნდა გენახა შენი სახე, - გიჟივით იცინოდა და ცრემლებს იწმენდდა, - ნეტავ რატომ არ გადავიღე რა შტერი ვარ! აქ კამერები არ აქვთ? - სულს ვერ ითქვავდა და ირგვლივ იყურებოდა. - ხვალ მოვალ და ვთხოვ ეს მომენტი ამომიჭრან...
- წამოეთრიე! - გამწარებულმა ნიკოლაოსმა მეტი ვეღარ მოითმინა და ბარბარე მანქანისკენ წაიყვანა.
- ნელა, მეტკინა! - დაიმანჭა სასწაულად. - ნიკ მტკივა-თქო!
- ჩაჯექი! - თითქმის ძალით დააგდო მანქანის სავარძელზე და კარი მიუჯახუნა. - ღადაობის ხასიათზე ხარ არა? ვნახოთ, ვნახოთ!
- სად მიგყავარ?
- ჩემთან, სახლში.
- არ მინდა შენთან!
- შენ აღარავინ გეკითხება.
- აქამდე ხომ მეკითხებოდი ყველაფერს. - თვალები გადაატრიალა ბარბარემ.
ბევრი არ უვლიათ, მანქანა დიდ ჭიშკართან გაჩერდა, დაცვამ კარი გააღო, ეზო ვრცელი და საოცრად დახვეწილი აღმოჩნდა, ერთი მაღალ შადრევანს ორი პატარა მოყვა და შემდეგ წინ ორსართულიანი, თუმცა არაბუნებრივად დიდი და შავი სახლის ხედი გადაეშალა ბარბარეს.
- სხვა ფერი არც წარმომედგინა. - გაიცინა მაქსიმალური ირონიით და შიგნით შევიდა. - რატომღაც ,,მზეთუნახავი და ურჩხული" მახსენდება. ეს რანაირი სახლია?
- შენი აჭრელებული ოთახები ჯობია?
- რა თქმა უნდა, ჯობია! აქ რომ ემი მოვიყვანო ბავშვი ფსიქოლოგიურად შეირყევა! - ეს თქვა და ენაზე ისე იკბინა პირში სისხლის მომლაშო, მომწკლარტო გემო იგრძნო. ნიკოლაოსს ჩაეღიმა.
- გირჩევნია მალე შეეგუო, მალე მოგიწევს აქ სამიდამოდ გადმობარგება.
- კაი?
- მართლა, მართლა. შენგან განსხვავებით მე ასეთ თემებზე არ ვხუმრობ!
- საყვარლობას მთავაზობ?
- არა, პირდაპირ გეუბნები რომ ძალიან მომბეზრდა შენი დევნა, ჩვენი ბოლო მაინც ესაა, ამიტომ მორჩა, დღეიდან ჩემი ცოლი ხარ! სხვანაირად, უფრო ლამაზად მინდოდა მომხდარიყო ეს ყველაფერი მაგრამ შენ მეტის ღირსი არ ხარ!
- ვინ ვარ?
- ჩემი ცოლი-თქო!
- მართლა? რატომღაც აქ ბეჭედს ვერ ვხედავ, - არა თითი სახესთან მიუტანა მამაკაცს. - და არც შენ ხარ ცალ მუხლზე დაჩოქილი!
- აი ბეჭედი, - ნიკოლაოსმა ღიმილით გახსნა კოლოფი და გოგონას გამზადებულ თითზე ჩამოაცვა. - დაჩოქებაზე ბოდიში!скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი marimayishvili

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს ამხელა დაგვიანების გამო <3

 



№2 წევრი svetlana111

კარგიია კარგია კარგიააა heart_eyes

 



№3 სტუმარი სტუმარი დარინა

ძალიან მომწონს მე ესენიი ისე გამიხარდა ახალი თავის დანახვა ეგრევე ვეცი და ერთი ამოსუნთქვით ჩავყლაპეეე

 



№4  offline წევრი გეგე მარიშკა

ძალიან კარგი იყო ნიკოლაუსის კატეგორიული გადაწყვეტილება ხო სართოდ heart_eyes

 



№5  offline მოდერი ენემი

ვაუ საოცრება იყო მთლიანად, მაგრამ ნიკოლაოსი ყველაზე დიდი საოცრებაა kissing_heart

 



№6 სტუმარი nini

au dzaan kaia , male daamate ra meekvse tavi

 



№7  offline წევრი modemodka

Wooow , magaariiiaaaa <3 velodebii shemdeg taaavs ..

 




კარგი ისტორიაა მთავარია არ დააგვიანო და თავები გაზარდო სხვა ყველაფერი კარგი და მომწონს <3 საინტერესოცაა და ველოდები მოვლენების განვითარებას <3 წარმატებებუ <3

 



№9 სტუმარი Nati

Dade shemdegi tavii ra

 



№10  offline წევრი marimayishvili

ბევრს აღარ გაწვალებთ ჩემო საყვარლებო <3 სულ მაალე იქნება ენდი :დ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent