ავალიანი (თავი 19)
იცოდა ალექსანდრემ თუ ნინიას ყველაფერს არ მოუყვებოდა მასთან უბრალოდ ვერ იქნებოდა,ქალი არ მისცემდა ამის საშუალებას... მაგრამ გამხელა? ყველაფრისთვის ფარდის ახდა იქნებოდა კი ბაბუციძემდე მისასვლელი გზა? როგორ შეხვდებოდა ნინა მის წარსულ ცხოვრებას,ნამდვილ ალექსანდრეს? ამაში იყო მთელი 'ხიბლი' ხიბლი რისკისა... *** ბოლოს გადაწყვიტა *** -ბიჭო,ალექსანდრე!-დუდას ჩავარდნილი ხმის გაგონებისთანავე მიხვდა რაღაც ისე ვერ უნდა ყოფილიყო. -რა ხდება?-მაშინვე საქმეზე გადავიდა ავალიანი. -გაბრიელი დაჭრეს...-ეს იყო ბოლო რაც გაიგო და გაიაზრა. იმის შემდეგ,არ ახსოვს არცერთი წამი.ის თუ როგორ მივიდა რესპუბლიკურ საავადმყოფომდე. როგორ მივიდა კარამდე რომლის მიღმაც შუაზე გაფატრული იწვა ბიჭი,ბიჭი რომელმაც ძმობა მეგობრობა და კაცობა ასწავლა. ბიჭი ვინც მისთვის ყოველი ღირებულის საწყისი იყო. ასეთ მდგომარეობაში წარმოედგინა ყველა მაგრამ არა-გაბრიელ ტონია! -თქვენ ყველას ერთად შ^გ ხო არა გაქვთ? რეებს მეკიფებით?-მისი გონება ვერ მიდიოდა იმ დასკვნამდე სადაც გაბრიელი მსგავს დღეში იყო. -გადარჩება ხოიცი რა მასტია?! როდის იყო გაბო ესეთ რაღაცეებს მორევის საშუალებას აძლევდა!-მედგრად იდგა ანანიძე. -ქავთარაძე?-ამოიღმუვლა,თვალები იმდენად ჩამუქებოდა,სხვა ადამიანი გეგონებოდათ.-მე მაგის ყველაფერი მოვ**ან! -არდასჭირვებია ბიჭების თანხმობა ისედაც იცოდა რაროგორ იყო. ყელში უჭერდა უსუსურობის განცდა,განცდა იმისა რომ არაფერი შეეძლო გარდა ლოდინისა. *** ერთი საათი... ორი საათი... სამი საათი... მეოთხე ვეღარ. გ ა რ დ ა ი ც ვ ა ლ ა! *** -ჩვენ ყველაფერი ვცადეთ...-ჭაღარაშეპარული ქალის ხმას ბზარები გასჩენოდა,მხოლოდდამხოლოდ სიბრალული იღვრებოდა მისი ბგერებიდან. სულ ერთი წამი დასჭირდა რომ ყველა მოგონება რაც კი 20წლის მანძილზე ერთმანეთთან აკავშირებდათ გაეხსენებინა,ზუსტად იმ პატარა გარდამტეხ წამში შეისრუტა,გაითავისა თავიდან განვლო ოცი წელი... *** -ნინია ამის მოსმენა მართლა გინდა?-ეს ის შემთხვევა იყო როცა ალექსანდრე არა ნინას დასაწყნარებლად ჩერდებოდა არამედ იმიტომ რომ ღრმად შეესწუტა ჰაერი რომელიც ცრემლებს დაუშრობდა.ჰაერი რომელიც გაგრძელების საშუალებას მისცემდა. *** 'ტონიებს ვაჟი დაღუპვიათ'. 'როგორღა უნდა იცოცხლოს მაგის დედამ ერთი ჰყავდა და ისიც მოუკლეს.' 'საცოდავი ბიჭი,სულ ახალგაზრდა,ჯერ არაფერი ჰქონდა ამ ცხოვრებაში ნანახი' 'მოკლესო გაიგე?' 'სულ დანით აუჩეხავთ საწყალი.' *** იმ ღამით ბერკა ქავთარაძე დაკოჭლდა,დასახიჩრდა. მაგრამ ვერ მოკვდა იმიტომ რომ არ მოაკვლევინეს! ჰო...წამსვლელი იყო ალექსანდრე სადაც ამდენი მოახერხა მოკლავდა კიდეც ,რომ არა ბეწვზე მისწრებული დიმიტრი. ძლივს აახია ანანიძემ ავალიანი თითქმის მკვდარ სხეულს,ძლივს შეძლო გამგელებული ძმაკაცის აზრზე მოყვანა იმის ახსნა რომ არ ღირდა მსგავსი არარაობის სისხლში ხელის გასვრა. არ ღირდა გაბრიელის სულის კიდევ უფრო შეურაწყოფა... ჰო შეურაწყოფა რადგან უღირსობა იქნებოდა ტონიასთვის მისივე ძმაკაცის ასეთი საქციელი. არაკაცობად ჩაითვლებოდა მისი მხრიდან ქავთარაის მსგავსი არსების მოკვლა. ავალიანის უღირსობა კი პირდაპირ კავშირში იყო გაბრიელის ღირსებასთან! *** -გაბოს დაღუპვიდან სამთვეში გავიგე,რომ მას ოპერაცია ახალაიამ გაუკეთა მთავარ ექიმთან ერთად. ნენეს დაბადების დღიდან მოყოლებული დღე არ ყოფილა რომ არ მენახე ნინია! დაგყვებოდი ყველგან,ყოველთვის! შორიდან გეტრფოდი, გაკვირდებოდი ,გსწავლობდი .გეთაყვანებოდი, სხვას ვერაფერს დავარქმევ იმას რაც მე შენს მიმართ მჭირდა. ნელნელა ვერკვეოდი საკუთარ თავში და გრძნობებში,იმაში რომ ამქვეყნად აღარაფერი მინდოდა შენს გარდა.ჩემი შეუვალი ეგოისტური ხასიათი არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ შენი თავი ახალაიასთვის დამეთმო, ბიჭისთვის რომელსაც ასევე ყოველთვის ვხედავდი შენს გვერდით. არ მახსოვს დღე ის არ გენახა ან არ ენახე ,არ ჩახუტებოდი ან არ ჩაგხუტებოდა, გაგეღიმა ან არ გაეღიმა... თან აბსოლუტურად სხვანაირად მე ხომ ვხედავდი როგორი დამოკიდებულება გქონდა მის მიმართ. საერთოდ სხვანაირი ყველასგან გამორჩეული,რატომ არ გეშვებოდი თუ კი ვიცოდი რომ მისი იყავი? ალბათ მეტყვი სხვისი გოგოს შეყვარება ხომ არაკაცობააო, ეგრეც არის ან იქნებოდა ახალაიას ერთგულება რომ დამენახა შენს მიმართ. ერთიანად ვფეთქდებოდი როცა ვხედავდი როგორ გესიყვარულებოდა მთელი დღე, მთელი ღამე კი ვიღაც სხვებს ჟი***და,როგორ შეეძლო მიპასუხე როგორ შეეძლო შენნაირი ქალისთვის ასე ურცხვად საქვეყნოდ ეღალატა,იმ ხელებით რომლითაც წინა ღამით სხვას ეხებოდა შენ შეგხებოდა, როგორ შეეძლო ერთდროულად ყოფილიყო შენთანაც და ჩემს დასთანაც ჩემს სისხლსა ხორცთან! მან მე ორი საყვარელი ქალი წამართვა! არც შენამდე მომიშვა და არც ანამარიამდე, საკუთარ დამდე მისასვლელი მთავარი გზა ჩამიხერგა! სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ მაგ ახ*არმა გაბრიელის სიკვდილში მონაწილეობა მიიღო! ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ იმ დღეს იქ, იმ საოპერაციო ბლოკში ახალაია ტონიას გადასარჩენად შევიდა, ვერავინ დამარწმუნებს ამაში! მან მე ყველა ძვირფასი ადამიანი წამართვა და გამინადგურა, შეიძლება არც პირდაპირ მაგრამ ირიბად ხომ მაინც?! არ გაბედო იმის თქმა რომ და-ძმის მსგავსი ურთიერთობა გქონდათ შენ და იმ ნაბი*ვარს ,არც მაგას დავიჯერებ ნინია რადგან ჰო შეიძლება შენძმასავით უყურებდი მას მაგრამ ის შენნაირ ქალს დასავით ნამდვილად ვერ შემოხედავდა!-მონოლოგი დაამთავრა სიმივით დაჭიმულმა ავალიანმა. არ შეუხედავს გერდით მჯდომი ქალისთვის მიუხედავად იმისა რომ იცოდა თეთრი კანი ეყინებოდა უკვე გაძლიერებული თოვის მიერ. მიუხედავად იმისა რომ მის თვალებში ნახავდა განაჩენს რომელსაც ნინია მათ ურთიერთობას გამოუტანდა. -ავადმყოფი ხარ!...-ამოიხრიალა შინაგანად ერთიანად არეულმა ცარიელმა გოგომ და სახლისკენ გაემართა ჩქარი ნაბიჯით. *** -ღმერთო! ის...ის გიჟია! არანორმალურია-შეშლილის თვალები ჰქონდა ნინას,ოთახის კარს მიყრდნობილი მთელი ძალით უჭერდა თითებს საკუთარ მტვნებს.-მთელი 9 წელი?! მთელი ცხრა წელი უკან დამყვებოდა,ნიკოლოზს ემტერებოდა და რის გამო? რის გამო?? საკუთარი სულელური პრინციპების გამო! 'ნიკა ასეთი არ არის! ის მე სხვანაირად არასოდეს შემომხედავდა! არასდროს!' მანტრასავით იმეორებდა ქალი. ვერ იაზრებდა ვერაფერს,სიზმარი ეგონა თავისი ცხოვრების ბოლო ორი კვირა,სიზმარი რომელიც ერთიანად ანგრევდა მის განვლილ ყოფას. -ნენე მჭირდება! ნენესთან უნდა წავიდე! ნენემ უნდა გამარკვიოს!-იცოდა გვერდით ანანიძისნაირი ცივი გონებით მოაზროვნე ადამიანი სჭირდებოდა. ადამიანი რომელიც ყველაფერს გააზრებინებდა და სწორ გზას უჩვენებდა. *** მოელოდა ალექსანდრე ნინიასნაირი მგრძნობიარე ადვილადფეთქებადი ხასიათის მქონე ადამიანისგან მსგავს რეაქციას. მისვის უკვე სულერთი იყო ყველაფერი,ერთადერთ პრიორიტეტად ნინიას უსაფრთხოება და მისი კონტროლი მიაჩნდა. *** სულ რამდენიმე საათის წინ თუ კი იმის გამო ჩარბოდა კიბეებზე რომ ალექსანდრესთვის ეკოცნა ახლა მხოლოდ მანქანის გასაღების წასართმევად მიაბიჯებდა. ისევ ეზოში ძელსკამზე მჯდარი დახვდა მამაკაცი. -მანქანა მჭირდება!-შეუვალი ტონი ჰქონდა ნინას, სულ რაღაც ორმოცი წუთის წინ არსებული ვნება და მიზიდულობა ერთიანად ალაგებულიყო მათი კავშირიდან. -ახლა შენ მხოლოდ ცხელი შხაპი და ძილი გჭირდება ნინია!-ამღვრეული მოლურჯო თვალები ჰქონდა ავალიანს,ხმა მტკიცე,სახე უცვლელი. -შენ არ წყვიტავ მე რა მჭირდება და რა არა! მანქანა მათხოვე თუ არადა აქედან მაინც წავალ ფეხით მოხდება ეს თუ სამარშუტო ტაქსით!-ფეხების ბაკუნიღა აკლდა გაცეცხლებულ ქალს პატარა ჯიუტი ბავშვის ბოლომდე განსახიერებისთვის. -რისთვის გჭირდება?-ირონიული ღიმილი გადაჰკვროდა ტუჩებზე კაცს, აშკარა იყო ქალის სიჯიუტე და ბავშვურობა ართობდა. -არ არის შე... -არ არის ჩემი საქმე? სწორედაც რომ ჩემი საქმეა ჩემი საცოლე რას გააკეთებს სად წავა როგორ და რატომ!-წამის უსწრაფესად ფეხზე წამომდგარი შეუვალი ტონითა და მზერით დასჩერებოდა გაცეცხლებულ გოგოს. -ნენეს ნახვა მინდა და შენ ამას,კიდევ უამრავ რაიმეს ვერასდროს ვერ ამიკრძალავ,ვერასდროს,რა სტატუსიც არ უნდა მქონდეს ან გქონდეს!-დაუფიქრებლად წამოსცდა ნინას. -ნინია მისმინე! ეხლა შენ ახვალ შენს ოთახში მიიღებ ცხელ აბაზანას თბილად ჩაიცვამ დაწვები და დაიძინებ! მე კი გპირდები რომ ნენე ხვალ აქ იქნება.-საკუთარ გრძელ თლილ თითებს აყოლებდა ქალის აწითლებულ ლოყებს და ჩურჩულამდე ჩავარდნილი ხმით ნელნელა იმორჩილებდა. გაუაზრებლად მიელულა ბაბუციძეს თვალები ერთიანად დაიმონა მუხტმა რომელიც ალექსანდრეს მის სხეულში გადაჰქონდა. -ჰო...მაგრამ მე...მე ეხლა მინდა მისი ნახვა-მაინც საკუთარ აზრზე იდგა გოგო. -ხვალ! *** 'ესეიგი მას გონია რომ მე ნიკასთან ვიწექი? აი რატომ თქვა კოცნის შემდეგ ვაჯობე თუ არა ახალაიასო,ორი კაცი ერთად გინდაო, ღმერთო როგორი აზიატი კავკასიელი დარტყმულია!' 'ჯანდაბა! ახლა რა უნდა ვქნა საერთოდ როგორ უნდა მოვეპყრო ამ კაცს? ან რა არის ის რაც მე მასთან მიმართებაში მემართება? რატომაა რომ თავს დაცულად და ბევრად თამამად ვგრძნობ ალექსანდრესთან ერთად? რატომ მიმონებს მისი შეხება და თვალები რატომ?? დავიჯერო მართლა მიყვარს მაგრამ თუ კი მიყვარს ის ამასაც კი არ დაიჯერებს!რაღაუნდა ველაპარაკო თუ კი ის არ ჯერა რომ ახალაიასთან არაფერი მაქვს?! არა არა არა! ის ავადმყოფია უბრალოდ გიჟია ! გიჟია აბა რა არის? ცხრა წელი უკან დამყვებოდა და ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც კი არ მინახავს ერთხელაც კი არ მოსულა და დალაპარაკება არ უცდია! იქნებადა რომ მოსულიყო რაიმე შეცვლილიყო და არც ნიკოლოზი და ალექსანდრე გადამტერებოდნენ ერთმანეთს! იქნება და ყველაფერი სხვანაირად წასულიყო,მესმის რომ გაბრიელის სიკვდილის შემდეგ შურისძიების სურვილმა გონება დაუბინდა მაგრამ ღმერთო... ჯანდაბა არაფერი მესმის! ვიცი რომ ბოლომდე არ მეუბნება რახდება!' ბოლოს სანამ კაბინიდან გადავიდოდა და ფიქრს შეწტვეტდა 'ნენე მჭირდები!' იყო მისი ბოლო სიტყვა. *** შუაღამეს,ძილში იგრძნო როგორ შემოეჭდო მის წვრილ წელს ავალიანის გახურებული ხელები როგორ ჩარგო მამაკაცმა გაყინული სახე მის თბილ სურნელოვან კისერში. უნდოდა ეთქვა რომ არასწორი იყო ის რასაც ზოგადად ისინი აკეთებდნენ მაგრამ მორფეოსმა აღარ მისცა ამის საშუალება. ****^^ ძვირფასებო!(ჩემოს ვერ ვამატებ მრცხვენია) უფრო მეტის წერას ვაპირებდი მაგრამ დიდ დროს წაიღებდა მე კიდე მინდოდა თორმეტამდე დამედო რადგან დღეს, ექვს იანვარს შესრულდა ზუსტად ერთი წელი ჩემი ამ საიტზე ავტორის სტატუსით მოვლინებისა. დღეს შესრულდა ზუსტად ერთი წელი ავალიანის დაწყებიდან! უამრავი რაღაცის თქმა მინდა მაგრამ ვერ ვბედავ! უბრალოდ გილოცავთ ახალ წელსა და შობას,ყველაფერი კარგი მოეტანოს ამ წელს თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისათვის! გაღმერთებთ მე თქვენ ყველას! მიყვარხართ და უნამუსოდ გთხოვთ რომ მაპატიოთ თუ კი შეძლებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.